შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

life begins at the end of the comfort zone


16-02-2019, 23:20
ავტორი mariamiiiii
ნანახია 1 172

ქუთუთუები დამძიმებული მაქვს, თვალებს ძლივს ვახელ, მთელი ჩემი სხეული მძიმეა, პირველი რაც ვიფიქრე მგონი მოვკდი, 20 წამიანი მცდელობის შემდეგ თვალი გავახილე, სად ვიყავი? მგონი სიზმარში ვარ, ვიღვიძებ სიმწვანეში, ნიავი სახეზე მეფერება, აზრზე ვერ მოვდივარ, არც მინდა რომ გავიაზრო სად ვარ ძალიან მომწონს აქ... ცხოვრებაში პირველად არ ვფიქრობ, ყველას გვიფიქრია ჩვენ სამოთხეზე, როგორი იქნებოდა ის. ჩემი სამოთხე მწვანეა, უამრავი ხეა იქ, ბევრი ჩიტია, არ ცხელა გრილა.
როცა გადავწყვიტე რომ მოვკდი, და ეს სულ არ მაღელვებს.
ფიქრებიდან მარკვევს ხმა. კაცის ხმა.
-დილა მშვიდობის.
ვტრიალდები და სრულიად შიშველი ვარ. შოკი მაქვს. ვცდილობ პანიკას არ ავყვე.
უცხო ადგილას უცხო მამაკაცთან.
ზეწარი რომელიც ჩემს ფეხებთან იყო გაფენილი ვიღებ და სასწრაფოდ ვიფარებ რომ ჩემი შიშველი სხეული დავფარო.
გიჟივით ვიქცევი, როგორც იქნა მივხდი რომ უნდა დავწყნარებულიყავი.
ეიფორიდან რომ გამოვედი .
დავინახე კაცი რომელიც გაკვირვებული მიყურებდა თუ რატომ ვიქცეოდი ესე არადაკევატურად.
ახლა იმან დამაბნია რომ უზომოდ სიმპატიური იყო. დებილივით ვუყურებდი.
-როგორ ხარ? მეკითხება
ღმერთო რა ხმა აქვს.
- სად ვარ?
ისე ნელა ვთქვი რომ ჩემი გამიკვირდა.
-ჩემს სახლში (იღიმის)
ვითომც არაფერი.
-რა მინდა შენს სახლში?
-არაფერი გახსოვს? საერთოდ არაფერი?
ეტყობოდა რომ უხერხულად იყო, ან თავს მაჩვენებდა თითქოს ანაღლვებს.
-არა, საერთოდ არაფერი, რა მოხდა? რა მინდა შენს სახლში?
ტონს ავუწიე.
-მოდი დაწყნარდი ყავას გაგიკითებ.
-ყავას გამიკეთებ? შენ სულ გაგიჟებულხარ. მომიყევი ახლავე რა მინდა შენს სახლში?
ჩემს ნივთებს დავუწყე ძებნა. ერთი ოთახის ბოლოდან მეორეში დავრბოდი და ვყვიროდი.
-დაწყნარდი მეთქი !!
მიყვირა. მაშინ ყველაფერს ამიხსნი.
-საერთოდ რამე გახსოვს?
გაბრაზდა და წარბი ამიწია.
-წარბს მე მიწევ?
-იცი რას გეტყვი ქალბატონო, აქ შენი თხოვნით მოვედით და თუ არ გახსოვს მაცადე მოგიყვე.
-მომიყვე არააა? შენი მოყოლა რათ მინდა? მე და ჩემი თანამშრომლები კორპორატიულ საღამოზე ჩამოვედით შრილინკაში.
სანამ ვყებედობდი, გამახსენდა რომ შრილანკაში ვარ და მაგიტომ არის გარშემო ტყე.
-შრილინკაში ვარ ამის დედაც !!
ყბა ჩამომვრდა და 5 წამი გავშეშდი.
-მოკლედ მომისმინე მე ბენედიქტი ვარ შენ შრილნკაში ხარ.. თქვენი კომპანია ვინც დააფინანსა, იმის შვილი.
-შვილი ? ძალიან ახალგზრდა მამა გყოლია.
-მადლობა.. დალევ ყავას?
-მოიცა, მოიცა, რამდენი წლის ხარ?
-21 წლის.
პანიკური სიცილი ამიტყდა, ამდენი ჩემს ცხოვრებაში არ მიცინია.
-21 წლის ხარ? იცი მე რამდენი წლის ვარ?
-არ მაინტერესებს..ჩაიცვი აი შენი კაბა, და ფეხსაცმელები . სამზარეულოში ვარ მე.
პანიკურ სიცილის რომ მოვრჩი მერე ტირილი დავიწყე.
მერე ისევ სიცილი, ჩემი უფროსის ბავშთან ვიწექი, 21 წლის ბავშთან ჩემ ასაკთან შედარებით ნამდვილად ბავშვია, 35 წლის ვარ ღმერთო ჩემო ნამდვილად დავბერდი.
ჩემი ბრჭყვიალა კაბა ავიღე, ფეხსაცმელს ქუსლი მოტეხილი ჰქონდა.
დავწყნარდი სააბაზონოში შევედი სარკეში ვიყურებოდი და რა ხდებოდა ჩემს თავს არ მჯეროდა... რა ჯანდაბა მოხდა ამ ღამეს. პირი დავიბანე და სამზარეულოში გავედი.
ბენედიქტი ყავას აკეთებდა, შორტი ეცვა, ძალიან სიმპატიური იყო, დიდი მხრები, დახუჭუწებული თმა რომელიც ლამაზ კისერს უფარავდა.
- ჩემს ფეხსაცმელს ქუსლი აქვს მოტეხილი.
გაიცინა.
-ვიცი, ძლივს დადიოდი,სანაპიროზე ქუსლებით არ უნდა ირბინო.
-მოიცა რა? სანაპიროზე ქუსლებით დავბროდი?
-კიი.
-რატომ არ მახსოვს არაფერი?
-ძალიან ბევრი დალიე და ბევრი მოწიე, ისე ყოჩაღ მაგდენს მე ვერ ვეწევი.
ეს უკვე ზედმეტი იყო,სასწრაფოდ წამოვდექი სკამიდან.
-ნახვამდის ბენედიქტ.
-მოიცადე სად მიდიხარ?
ოთახიდან გავრბოდი, ხელი მომკიდა და შემომატრიალა. ძალიან ლამაზი თვალები აქვს.
-ხელი გამიშვი.
-შეგიძლია რომ უბრალოდ დაწყნარდე. არ წახვიდე ცოტა ხანს. ის მაინც თუ იცი რომელ სასტუმროში ხართ გაჩერებული?
რა თქმა უნდა არ ვიცოდი, მაგაზე არ მიფიქრია მინდოდა უბრალოდ აქედან წავსულიყავი. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა როცა არ ვიცოდი არაფერი, არაფერი არ მახსოვდა, უცხო ქვეყანაში, უცხო კაცთან. მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი თითქოს ყველა გრძნობა გათიშული მქონდა, ჩემს თავს არ ვგგავდი. ეს ყველაფერი ჩემთვის უცხოა, ჩემი საქმრო სულ დამავიწყდა. მე მას ვუღალატე, მაგრამ მინც ვერაფერს ვგრძნობ. იქნებ იმიტომ რომ სულ სერიოზულობით ვეკიდებოდი ყველაფერს, სულ ვსწავლობდიი მერე სამსახური საუკეთესო მინდოდა ვყოფილიყავი გართობის დროს არასდროს მქონია, და ახლა როცა ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში, უმსხვილეს კომპანიის დირექტორი ვარ, კარგი ხელფასი მაქვს, და ძალიან კარგი საქმრო მყავს, 35 წლის ვარ და ესეთ სისულელეს ვაკეთებ რას ნიშნავს ეს? ვერ ვხდები.
სასტუმროს მისამართი ტელეფონში მქონდა რომელიც წარმოდგენა არ მაქვს სად არის ალბად სანაპიროზე სირბილის დროს დავკარგე.
-გავარკვევ რომელ სასტუმროში ხართ გაჩერებულები და მერე წადი მაგრამ ეხლა გთხოვ დარჩი. ეხლა ხელს გაგიშვებ და არ გაიქცე.
მასეც მოიქცა თავისი ძლიერი ხელი გამიშვა, ცოტა გულიც კი დამწყდა, არსად არ გავქცეულვარ, სამზარეულოში შევედი და ჩემი კუთვნილი ყავა დავლიე რომელიც ბენედიქტმა გამიკეთა.
-აი ეს არის მისამართი, მიგიყვან.
-ჩემი ტელეფონი ჰო არ იცი სად არის?
-არა მაგრამ თუ ვიპოვე აუცილებლად დაგიბრუნებ. წავიდეთ?
-წავიდეთ.
ძალიან კარგი ამინდი იყო, გარშემო ტყეები, მანქანა სახლის წინ იყო გაჩერებული, მანქანისკენ მივიწევდით და მაინც ვერაფერს ვგრძნობდი ვიფიქრე შეიძლება ჰაერმა გამომაფხიზლოს თქო მაგრამ არა.
მანქანის კარი გამოაღო.
-დაბრძანდი.
-მდლობა.
მთელი გზა არ გვილაპარაკია.
- მოვედით აი აქ არის თქვენი სასტუმრო.რეცეფციაში დაგეხმარებიან.
-მადლობა.
-არაფრის, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
ისე მემშვიდობებოდა ეს ბავშვი თითქოს არაფერი მომხდარა, ან რას ველოდი ვერ გავიგე. რას ვითხოვდი. ერთი ღამე იყო და მორჩა. ან რა უნდა ყოფილიყო, სულელი ხარ მარიამ საკუთარ თავს ვეუბნეოდი. კარი გავაღე და მანქანიდან გადმოვედი.
-ნახვამდის.
წამოვედი უკან არ მიმიხედავს მაგრამ ვგრძნობდი რომ მიყურებდა.
ცალი ქუსლით წინ მივიწევდი, მაგრამ წონასწორობას არ ვკარგავდი.
ყველა მე მიყურებდა, სასმლიანი ყავა აბურდული თმა და ქუსლ მოტეხილი ფეხსაცმელი, უცებ ფილმ ჰენგოვერში მეგონა თავი.
რეცეფციასთან მივეედი ნომერი უნდა მეკითხა. და უეცრდა ძალიან წვრილი ხმა მესმის.
-მარიაააამ.
შემოვბრუნდი და ჩემი თანამშრომლები შემრჩა ხელში.
-სად იყავი? რა გჭირს? მთელი ღამე გეძებდით? ტელეფონი სად გაქვს? გვეგონა შრილანკამ ჩაგყლაპა. შენი საქმრო გიჟ ჰგავს.
მოდიოდა და მოდიო კითხვები. მე პასუხები არ მქონდა.
დებილივით ვიდექი.
-კარგად ვარ დანარჩენს მერე მოგიყვებით ეხლა გთხოვთ დამანაბეთ თავი და ვინმემ ტელეფონი მათხოვეთ რომ გავაგებინო კარგად ვარ.
-შენ ფეხსაცმელს რა დაემართა ნამდვილად რაღაც შეგემთხვა. გაგძარცვეს?
პოლიციაში მივიდეთ.
-გითხარით კარგად ვარ თქო მათხოვეთ ტელეფონი სანამ ახალს ვიყიდი. იმხელა ვიყვირე ყველა მე მიყურებდა.
აი გამომართვი.
-მადლობა.
ტელეფონი გამოვართვი და ნომრისკენ გავწიე.
ოთახში შევედი კარი გავაღე და ძალიან მარტოდ ვიგრძენი თავი, მივხდი რომ უბედური ვარ, არ ვარ ბედნიერი ჩემი ცხოვრება საერთოდ არ მაბედნიერებს.
მგონი უნდა ვუთხრა ყველაფერი ჩემს საქმროს, ეს ყველაფერი გაანადგურებს მას.
მე ის მიყვარს მაგრამ არ ვიცოდი ყველაზე ნაკლებად ის მანაღვლებდა ახლა.
ნომერს ვკრეფ და ვურეკავ.
-გამარჯობა, საბა მე ვარ მარიამი.
წამოვიდა კითხვების კორიანტელი ისე სწრაფად ლაპარაკობდა ზოგი რამე არ მესმოდა.
-კარგად ვარ.
მოგიყვები ყველაფერს მაგრამ ახლა არ შემიძლია.
-რახ ხდება ფიზიკურად კარგად ხარ? რა შეგემთხვა?
-კარგად ვარ ახლა ვერ დაგელაპარაკები ტელეფონი დავკარგე.
-დაკარგე თუ მოგპარეს? რატომ არ მელაპრაკები? ახლავე ჩამოვალ.
-არა, კარგად ვარ არა საჭირო.
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-გამოიძინე და როგორც გაიღვიძებ ყველაფერზე მიპასუხებ.
-კარგი.
დავთანხმდი, ყველაფერს ვეტყვი და ეგ იქნება.
ტელეფონი გავუთიშე. მეყოფა გამბედაობა ყურებამდე შეყვარებულ კაცს ვუთხრა რომ 21 წლის ბიჭთან ვუღალატე, არ ვიცი.
***
კაბა გავიხადე, აბაზანაში შევედი და 2 საათი არ გამოვსულვარ, აბაზანას ვიღებდი და ვფიქრობდი, რომ როდესაც 21 წლის ვიყავი ცოტა უნდა მოვშვებულიყავი და ცხოვრებით დავმტკბარიყავი, ჩემი მეგობრები გასართობად რომ დადიოდნენ მე სახლში ვიყავი სიმშვიდე მერჩივნა.
სულელებს ვეძახდი მათ, ამდენი დალევა როგორ არ ბეზდრებათ თქო, თავ ქარიან და უპასუხისმგებლოებს ვეძახდი, ნაბახუსევზე გამოცდაზე რომ მოდიოდნენ და რომ გეკითხა თავი სად ჰქონდათ ვერ გიპასუხებდნენ, ეს იყო ჩემი გასართობი ამით ვერთობოდი მე.
წლები მიდის 35 წლის ვარ, მალე 36 წლის შემისრულდება და თურმე მეძინა.
ყველაფერს თავისი ასაკი აქვს.
ბენედიქტის ასაკის მშურდა.
კარზე ზარი შემომესმა, ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე.
-როგორ ხარ?
ჩემი თანამშრომელი იყო.
-როგორი ღამე გქონდა.
იღიმის
-რას გულისხმობ?
გაკვირვებულმა ვუპასუხე.
-დავინახე ბენედიკთან ერთად რომ წახვედი. შემომიშვებ?
ახლა მიხვდი რომ დამერხა.


გავაგრძელო მეგობრებო?



№1  offline წევრი Kesane_one

ეჭვისთვალოთ დავიწყე კითხვა მარა ძაან მომეწონა. გააგრძლე აუცილებლად ????

 


№2  offline წევრი BIG DREAMER

ძალიან საინტერესოა, რათქმაუნდა უნდა გააგრძელო ❤❤

 


№3 სტუმარი ეთო

გააგრძელე საინტერესო ჩანს

 


№4  offline წევრი mariamiiiii

დიდი მადლობა, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი აზრი <3 დღეს დავდებ ახალ თავს heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent