შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი მატყუარები (ნაწილი 1)


17-02-2019, 00:48
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 872

სკოლაში წასვლა არ მინდა.
ვფიქრობ..
ვფიქრობ..
-არა ვერ გავაცდენ-საკუთარ თავს ვეუბნები ხმამაღლა.
ყურსასმენებს ვიკეთებ და გზას მივუყვები.
ჩემი სურვილი სკოლაში არ წასვლის შესახებ, სულაც არაა დაკავშირებული ჩემ სიზარმაცესთან, გაკვეთილების არ სწავლასთან ან მეგობრების არ ყოლასთან.
ძალიან ენერგიული მოსწავლე ვარ და უმაღლესი ნიშნებიც მყავს. მეგობრებიც მყავს.
პრობლემა ჩემს ძმაშია.
დიახ, ჩემს ძმაში.
გუგა გომეთიანი, ჩემი ტყუპისცალი ძმა და დაუძინებელი "მტერია"
დღე არ გავა კონფიქტი რომ არ მომივიდეს მასთან და სკოლის მანდატურმა ეგ და მაგის ძმაკაცი მათე წულუკიძე არ ააყუდოს თავის ოთახში.
არც კი მახსოვს როდის დაიწყო ჩვენი ეს საშინელი ურთიერთობა. ის ვიცი, რომ სახლში ჩვენი მშობლები ლამის ჭკუიდან არიან გადამცდარი.
ჩემი და გუგას გარდა კიდევ სამი გომეთიანი ამშვენებს ჩვენს უზარმაზარ სახლს.
უფროსი-ვახტანგი იგივე ვატო ყველაზე საყვარელია. მზე და მთვარე ამოგვდის მასზე ყველას. ალბათ იმიტომ რომ ჩვენზე გაცილებით დიდია და სულ მამასავით და უფროსი ძმასავით, განსაკუთრებული სითბოთი გვექცეოდა.
ვატოს შემდეგ 7 წელიწადში მოვევლინეთ მე და გუგა ქვეყანას.
გარეგნულად ისე ვგავართ, ხანდახან მინდა სახე ავახიო. მისი შემხედვარე, სულ დავკარგე საკუთარი თავის ნორმალურად აღქმის უნარი.
წელს საბედნიეროდ სკოლას ვამთავრებთ და სხვადასხვა უნივერსიტეტში ვაბარებთ. მგონი დავისვენებთ.
ნინია ჯერ კიდევ მეათე კლასშია, მაგრამ ისე გამოიყურება ის მგონია უფროსკლასელი, ჩემი თავი-მეათე.
ნაბოლარა ჩვენს შორის პაწაწინა ლაზარეა, ის ჯერ კიდევ 2 წლისაა. ლაზარე და ვატო არიან ადამიანები, ვისთანაც,ჩვენ,შუათანა,ჭირვეული გომეთიანები არასდროს ჩხუბობთ.
მე, ნინიას და გუგას კი გამუდმებული ჩხუბი გაქვს.

კლასში შესული მარიამს და ელენეს ვესალმები და მათთან ერთად ვჯდებით. მშვიდად ვსაუბრობთ მანამ სანამ გუგა და მათე არ შემოდიან.
კარგად ვიცი ელენე მათეზე გიჟდება, არც მათეა გულგრილი, მაგრამ ხომ უნდა აგვაწიოკონ?
-მოსულან დღის გმირები-ორინიული აქვს ხმა მარიამს
-კარგი, შეეშვი, მეზარება პირველი გაკვეთილიდან ჩხუბი-ვუთხარი და ისტორიის წიგნი ამოვიღე ჩანთიდან. ელენეს, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა მხარი გავკარი და წიგნზე ვანიშნე.
-დიდხანს უნდა შტერდებოდე მაგ იდიოტზე?-ამოვიბუზღუნე
-რავქნა, ძაან მომწონს-ბუზღუნებს ისიც
მასწავლებელი შემოდის, ბატონი ზაზა ძალიან საყვარელი კაცია, ამას ემატება, რომ ჩვენი დამრიგებელია და საერთო ჯამში, ჩვენი ფავორიტი მასწავლებელია.
-რატომ ხართ წყნარად?-გვიღიმის და ჯერ მე მათვალიერებს, მერე ჩემგან რაც შეიძლება შორს დამჯდარ გუგას.
-დღეს კარგ ხასიათზე ვარ-განვუცხადე და წარბაწევით გავხედე მათეს და ძამიკოს.
-განახებ დასვენებაზე კარგ ხასიათს-ცინიკურად მიღიმის ის.
-ახალი მოსწავლე როდის მოვა მას?-კითხა სალომემ, კიდევ კარგი გაახსენდა, თორემ ეგ სულ აღარ მახსოვდა.
დიდი ხანია ჩვენ 10 კაციან კლასში ველოდებით მეთერთმეტეს, მაგრამ არსად ჩანს.
-სხვათაშორის, სკოლაშია, დირექტორთან რაღაც საქმეს აგვარებდა და მოვა-გვამცნო ზაზამ და გაკვეთილის ჩატარება დაიწყო.
შუა გაკვეთილზე შემობრძანდა ის ვიღაც ახალი-როგოც გაგვაცნეს ირაკლი ქურხული.
-მარიამთან დაჯექი-მიუთითა ზაზამ ჩვენი სამეულისკენ, ნუ მართალია ოთხი მერხი გვქონდა, მაგრამ ერთს ჩანთების დასადებად ვიყენებით.
-მას, სხვაგან დასვით-ზრდილობიანად ცადა თქმა მარიამმა
-მას მაგათთან არ დასვათ, კუდაბზიკობა ან ცოფი არ გადადონ-სიტყვით გამოვიდა გუგაც
-აუ მოკეტე რა გომეთიანი, სანამ გცემე-გაბრაზდა მარიამიც.
-გაჩუმდით-ხმამაღლა გადმოგვძარა ზაზამაც, ირაკლის ანიშნა ჩვენთან დამჯდარიყო, ჩვენც ბუზღუნით ავიღეთ მეოთხე მერხიდან ჩანთები და ახლადმოსულს დავუთმეთ.
-მოკლედ რა სიხარულით შემხვდით-გაგვიცინა ირაკლიმაც, უნდა ვაღიაროთ, ნამდვილად სიმპატიური იყო, ლურჯი თვალებითა და ქერა მოკლე თმით. მაღალიც იყო და ტანადიც.
ხმა აღარ ამოგვიღია ისე გავიდა გაკვეთილი, ზაზამ დატოვა თუ არა კლასი, გუგა მერხიდან წამოიჭრა და ჩვენკენ წამოვიდა.
-რაო წეღან რა მითხარი? მოკეტეო?-ხელებით დაეყრდნო მაგიდას ის და თავზე დააშტერდა მარიამს
-გუგა, გაეთრიე აქედან სანამ რამე ჩაგარტყი-მეც გამოვედი ასპარეზზე. ელენე, როგორც ყოველთვის წყნარად იჯდა და თვალს გვადევნებდა სიცილით. არასდროს ერეოდა ჩვენ ჩხუბში.
-ქრისტი, გაჩუმდები?-არც მათე ჩამორჩა და ის ჩემ წინ დადგა
-წადი თქვენიც-ვთქვი და ისტორიის წიგნი, რომელიც მერხზე იდო უკვე მათესთვის უნდა ჩამერტყა უკნიდან რომ გუგამ ამაცალა.
-რაო ალქაჯო?-ირონიულად გამიცინა მან, წელზე ხელი წამავლო და ისე ამიტაცა ჰაერში ვერც მივხვდი, ფანჯრისკენ წამიყვანა და თავით გადამაყუდა, არც მიკივლია, ხელები უბრალოდ ფანჯრიდან გადავკიდე და დაველოდე როდის დამაბრუნებდა ადგილზე, ფეხებით ვეჭირე, თუმცა ისეთი ძალით მიჭერდა ხელებს, ნამდვილად ცდილობდა არ გადავვარდნოდი. თვალები დახუჭული მქონდა, რომ არა ჩემი ფობია სიმაღლესთან დაკავშირებით, ალბათ ხედითაც დავტკბებოდი
-გაუშვიი-მესმოდა ელენეს კივილი, თუმცა ვერ ვხედავდი რა ხდებოდა, არც მარიამი აკლებდა კივილს.
-რას აკეთებ ბიჭო?-მომესმა ახალის ხმა და ცოტა გამიკვირდა, თუმცა რატო, დანარჩენ ჩვენ კლასელებს უკვე რეაქციაც არ ქონდათ იმდენად შეჩვეოდნენ. ეს კი ჯერ ახალი იყო
-ჩემი დაა და რასაც მინდა იმას ვუზავ, რა პრეტენზია გაქ?-გადმომსვა თუარა ფანჯრიდან მას მიუახლოვდა და თვალებში ჩააჩერდა გომეთიანებში ყველაზე იდიოტი არსება
-რას ქვია რასაც გინდა იმას უზავ, ნივთია?-არ თმობდა ქურხული
-შეეშვი ბიჭი, ხეპრეა ვერ ხედავ? თან არავის უთხოვნია ჩემი დაცვა-ხელი გულზე მივადე ირაკლის და ვცადე უკან გამეწია.
-შენ ვინმემ გითხრა ჩაერიეო? მომშორდი-უხეში იყო გუგა, გვერდით გამწია და სწორედ ამ ქაოსში შემოვიდა ინგლისურის მასწავკებელი, ბელა.
-სიწყნარე უფრო გამიკვირდებოდა, დაჯექით-წარბაწეულმა შეგვათვალიერა და თავის მაგიდასთან დაჯდა.
ირაკლი კვლავ ჩვენთან დაჯდა, რა თქმა უნდა.
-ამას ამდენს რატომ აბედინებთ?-გადმოგვხედა და დავინახე, როგორ გააჩერა ელენეზე მზერა.
-ჯერესერთი ბიჭი, არაფერსაც არ ვაბედინებთ, ამისთვის ორმაგად ვაზღვევინებთ, მეორეც დაცვა არ გვჭირდება-ნაგლად გავუღიმე და წინ მოვბრუდნი.
-ეს რა კაპასია-გავიგე როგორ გადაულაპარაკა მარიამს
-თუ არ გაჩუმდები არც მე ვარ ნაკლები, ნუ გვეტენები-მარიამმაც არ დააკლო.
დიახ, შეიძლება სულ ჩვენ ორის ბრალია ყოველ დღე ჩხუბი.
მაგრამ ასეთები ვართ.
სულ გვიკვირდა ასე მშვიდი და გაწონასწორებული ელენე როგორ გვიძლებდა. ალბათ რომ არა ჩვენ, ეგ და მათე ერთად იქნებოდნენ.
--
-შედიხარ სოფოსთან და ცრემლების ღვრით, ეუბნები რომ მათემ კიბიდან დაგაგორა-ვარიგებ კიდევ ერთხელ მარიამს
-ქრისტი, მათე მაგას არ გააკეთებდა-იცავს როგორც ყოველთვის წულუკიძეს ელენიკო
-რა მნიშვნელობა აქვს, ჩავა და ეტყვის-თვალებს ვუბრალებ მას.
-ღმერთო, თქვენნაირ გოგონებს პირველად ვხვდები-"აღშფოთებულია" ქურხული.
-იკაკო, დაწყნარდი და ნუ გვისმენ, ბიჭი სადაქალოში არ გვჭირდება-ვეუბნები და მარიამს წითელ ტუჩსაცხს ვაწვდი. ოდნავ იფერადებს წითლად თვალებს რომ ცრემლებთან ბუნებრივი იყოს და მთელი ქართულის გაკვეთილი არ ვიცი რაზე ფიქრობს მაგრამ ბოლოს მიაღწია და ზუსტად მაშინ, როცა გაკვეთილი ორი წამის გამოსული იყო ცრემლები წასკდა.
-მოკლედ, წავედი ახლა გავყევით იმ ორს ჩუმად და იმ კიბესთან კამერა რომ არაა ცოტა ხნით ვაჩერებთ-გეგმას ვაცნობ.
--
მანდატურის კაბინეტში ვზივართ მე, მარიამი, ელენე, ირაკლი, მათე და გუგა.
სოფო დაბღვერილი გვიყურებს
-ამიხსენით ახლა რაღა მოხდა
-კიბიდან დამაგორა აი იმ სადისტმა-მსახიობობს მარიამი
-არაფერი ჩამიდენია, და თუ არ გაჩუმდები გლოველი, აუცილებლად აგისრულებ ხვალ წადილს-ემუქრება მათე
-კიდევ მემუქრება, რა დავაშავე, ღმერთო-ცრემლებში იხრჩობა საუკეთესო მსახიობი ქალი. დიახ, ოსკარიც მას გადაეცემა.
-აბა, ახალო, იმედია შენ მაინც მეტყვი, რა ხდება-ქურხულს უყურებს სოფო
-ჩემი თვალით ვნახე როგორ დააგორა კიბეზე-ამბობს ირაკლი, მიყურებს, თვალს ვუკრავ და ჩუმად ვანიშნებ მაგარი ხართქო
-იტყუება-მშვიდად ამბობს გუგა და ჩემ ჟესტს აფიქსირებს.
-კარგით, თავისუფლები ხართ, მათე და გუგა კი აქ დარჩებიან-თქვა სოფომ და კარისკენ გვანიშნა.
-ყოჩაღ ქურხული-კმაყოფილი უღიმის მარიამი
-ჩვენი სადაქალოს წევრი ხარ დღეიდან-ხელკავს ვუყრი და სკოლას ისე ვტოვებთ.
ვიცი, ცოტა ორპირები, მლიქვნელები, აფერისტები და ქრთამისტები ვართ. მაგრამ ვერთობით.
სკოლის ავტოსადგომზე ვდგავართ, ირაკლი თავის მანქანას მიყრდნობია და ვსაუბრობთ, გუგა და მათე რომ ჩნდებიან.
-ქურხული, გადაგიხდით-გუგა ჩერდება ჩვენთან
-ფეხები არ მომჭამოთ-უღიმის ირაკლიც და ჩვენ კმაყოფილ სახეებს რომ უყურებს იცინის
-ღმერთო რა აფერისტები ხართ-გვეუბნება.
გუგა კი თავის მანქანაში ჯდება, მათეც წინ უჯდება და დიდი სიჩქარითა და ძრავის ბღუილით გადიან.
-წამოდით გაგიყვანთ-გვეუბნება ირაკლი და მანქანის კარს აღებს.
-მოკლედ, მოდი აქვე გაგარკვევთ-ვდგები მის წინ, შარვლის უკანა ჯიბეებში ხელს ვიწყობ და ვეუბნები
-ჩვენ სამი-ვანიშვებ გოგოებზე-ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, დღეს შენი საქციელით ნუ გგონია რომ ჩვენი გული დაიპყარი, მართალია სადაქალოში მიგიღეთ, მაგრამ ჩვენი საიდუმლოების გაგებამდე კიდევ ბევრი გიკლია, არც ასე ერთი ნახვით მეტიჩარა გოგოებივით ვენდობით ვინმეს და არც ვინმეს მანქანაზე ვართ დახამებული. ამიტომ, წყნარად წაბრძანდი ახლა სახლში, ჩვენ ჩვენ გზაზე წავალთ და დრო გვიჩვენებს ოდესმე თუ დაგთანხმდებით სახლში გაყვანაზე, ჩათვალე რომ ყავაზეც დაგპატიჟეთ, ოჯახიც გაგაცანით და სამეგობროს ჭორებსაც გაიგებ, მოკლედ მგონი დიდი დიალოგი კი გამოვიდა, მაგრამ წადი ახლა სახლში და იმეცადინე, ოროსნები ხომ ხედავ, სამეგობროდან გარიყული გვყავს-ვუთხარი და გოგონებთან ერთად ქუჩას ჩავუყევი
-მგონი ზედმეტი მოგივიდა-მითხრა ელენემ, სულ მაოცებს ამის ტოლერანტობა.
-არაუშავს, დაიკიდე-გავუღიმე და ჩემზე ოდნავ დაბალს ხელი გადავხვიე, მარიამმაც მომბაძა და ასე კაი ძმაკაცებივით ხელგადახვეული მივაცილეთ ელე სახლში.
მე და მარიამი მეზობლად ვცხოვრობდით ამიტომ მარტო არც ერთს მოგვიწია სიარული
-----
-დეე მოვედიი-დავიძახე და ფეხსაცმელები იქვე მივყარე, ჩანთაც მოვისროლე და სამზარეულოში გავედი, სადაც დედა იჯდა და მშვიდი სახით სვავდა ყავას.
-დასრულდა ჩემი ბედნიერების ორი საათი-თქვა და გაიცინა
-როდის გაიღვიძებს ლაზარე?-ვიკითხე და მაცივარი გამოვაღე
-საჭმელს მანამდე ვერ ეღირსები სანამ ფეხსაცმელებს და ჩანთას არ მიალაგებ. ხუთი ხართ შვილო, რამდენი ვაკეთო? ლაზარე ისედაც მთელ სახლს რევს-გაბრაზებულია დედა.
-ჯერ ერთი ხუთი არა ექვსი, მამა ჩვეულებრივი ბავშვია, მეორე იქნებ დავალაგე პირდაპირ? რატომ მაშიმშილებ დედიკო-საწყალ სახეს ვიღებ
-ახლა გავალ და მიყრილი რომ დამხვდეს მთელი დღე ვერც ლაზარეს გაეკარები და ვერც საჭმელს ეღირსები-მაცდურად მიღიმის ის
-დედა, შენ რომ გგავარ იმიტომ ვარ ასეთი მაიმუნი ბავშვი-ვუცინი მას და ჩემ ნივთებს ვალაგებ. მეც ვწესრიგდები. ჯერ ლაზარესთან თამაშით ვკავდები. მერე ვმეცადინეობ და უკვე 10 საათია პირველ სართულზე ოჯახთან რომ ჩამოვდივარ.
მამა ტელევიზორს უყურებს.
ნინია ტელეფონში მესიჯობს
ბიჭები არ ჩანან და ლაზარე დედას უჯენია კალთაში.
-ვატო ჯერ არ მოსულა?-ვკითხულობ და მათ ყურადღებას ვიქცევ
-კი დედიკო, აბაზანაშია და გამოვა მალე წესით
-ლაზარე რომ მე დავაძინო შეიძლება?-ვეკითხები და ბუთხუზა ლოყებს ვუკოცნი პატარას
-მაგ საქმეს თუ გააკეთებ დიდად დამავალებ-იცინის და რადგან უკვე ბავშვი მე მაბარია მის მიერ მიყრილი სათამაშოების ლაგებას იწყებს.
ლაზარე თავის ოთხში ამყავს. სარწეველა სკამში ვჯდები და ნაზად ვიწყებ მის რწევას.
მალევე ეძინება და თავის საწოლში ვათავსებ, შუქს ვუქრობ და ჩუმად გამოვდივარ ოთახიდან.
ოთახიდან გამოსული ვატოს ვხედავ, მიღიმის და თვალს მიკრავს პირსახოცშემოხვეული
-რა სექსუალური ხარ ვახტაგ-ვუცინი
-ჩავიცვავ და გამო ჩემთან, გელოდები-მეუბნება და თავის ოთახში შედის.
მეც პიჟამოებს ვიცმევ და მასთან გავდივარ.
-იმეცადინე?-მეკითხება და მის ლოგინში ჩაწოლილს გვერდით მიჯდება
-კი, შენ დაამთავრე სამუშაო?-თავს მის ფეხზე ვათავსებ
-არა, გვიან ვიმუშავებ, ახლა მომიყევი, დღეს როგორ გაამწარე ტყუპი-ისიც ჩემთან ერთად წვება და მეც სიცილ-ხარხარით ვუყვები ყველაფერს, და ვერც კი ვაცნობიერებ ისე მეძინება მის მკლავებში.
--
დილით მაღვიძარა გვაღვიძებს მე და ვატოს.
ესეც კიდევ ახალი ტრადიცია.
გომეთიანები დილით, ე რ თ ა დ და მ შ ვ ი დ ა დ დავრბივართ.
ჯერ 7 საათია. როგორც აღმოჩნდა ეზოში ბოლოს მე ჩავედი. ყველა ადგილზეა, მამაც, ვატოც, გუგაც და ნინიაც.
მე და ნინია თითქმის 3 კილომეტრს დავრბივართ მათთან ერთად. შემდეგ კი ვემშვიდობებით და სახლში მივდივართ. ბიჭები კიდევ სირბილს აგრძელებენ.
--
სკოლაში შესულს ელენე და მარიამი ადგილზე მხვდებიან
-დღეს რას ვშვებით?-ვუჯდები გვერდით მათ
-რას და ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ბიჭების თავდასხმა და წესიერად ვწეროთ ქართულის საკონტროლო-მისხაპუნებს ელენე და წიგნს ჩაჰკირკიტებს
-მაგარია, მე კიდევ ვფიქრობდი გავერთობითქო-ამბობს მარიამი და შემოსულ ირაკლის ხელს უქნევს
-როგორ არიან მავნეები?-გვკოცნის სამივეს
-მაგრად, შენ როგორ ხარ?-ვეკითხები და მის ჩაცმულობას ვაფასებ.
კარგია, ყოჩაღ, მომწონს.
-რას ვაფუჭებთ დღეს?-მერხზე აწყობს ხელებს, ჩანთა ისევ ზურგზე აქვს.
-დღეს ჭკვიანი გოგონები ვართ-უცინის მარიამი.
სიტუაცია იძაბება როცა კლასში ჩემი ძამიკო და წულუკიძე შემოდიან.
მათე პირდაპირ ჩვენკენ მოდის და გაღიმებული დგება ჩვენი მერხის წინ.
-რაიყო ცუნცულ?-ვუღიმი და თვალებს ვუფახურებ.
-რაღაც ძალიან გენიალური მოვიფიქრე, აი ისეთი უკან რომ დაგახევინებთ-იცინის ის ცინიკურად. თაფლისფერი თვალები უელავს. ყოველთვის მომწონდა ამ დეგენერატის თბილი, ყავისფერი თვალები.
-წარმატებები-გაუღიმა მარიამმა და მასწავლებელი რომ შემოვიდა ყველა გავისუსეთ.
--
-საპირფარეშოში გავალ-ვამბობ და გოგონებს ვუყურებ
-აუ მეზარებაა-ამბობს მარიამი
-ეს მიდის შენ რა გეზარება-უკვირს ირაკლის მარა ცოტახანში ეცინება-აა.. დაქალები ხომ ერთად დადიხართ ტვალეტში
-მე წამოგვყები-დგება ელენე. კლასს ვტოვებთ, კიბეებზე ჩავდივართ თუარა წინ ორი აყლაყი გვეღობება.
-ლაო პატალებო?-ენას იჩლიფავს გუგა, წელზე ხელს მავლებს, ბეჭზე მიკიდევს და წამში ყველას მზერა ჩვენკენაა მომართული, ბეჭებზე ვურტყავ ხელებს ვკივი და უფრო მეტად ვბრაზდები, როდესაც ვხედავ მათეს ელენე მიჰყავს.
-გომეთიანი, დასვი-გაისმა ლაშას, მეორე მანდატურის ხმა
-არა, ღირსია-არ აპირებს დანებებას გუგა
-ან დასვი, ან კი დირექტორთან წადი ეგრე, შენ დასთან ერთად და გაირიცხებით ორივე-აფრთხილებს ის და გუგაც ბუზღუნით მსვავს, წამსვე მივრბივარ იქით, საითაც მათემ ელენე წაიყვანა.
ელენე არაა ღირსი ჩვენ გამო მას რამე დაუშავონ. მითუმეტეს, მათე მოწონს და ვიცი მისი ყოველი ცუდი ქცევა გულს ატკენს.
ყველა კლასის კარებს ვაღებ და მათ ვეძებ, ბოლოს მიყრუებული დერეფნის კუთხეში ვხვდები და მათკენ მივდივარ, მაგრამ როდესაც ვაცნობიერებ რა სიტუციაა უკვე სირბილზე გადავდივარ.
სწრაფად ვაშორებ მათეს სხეულს ელენეს და მთელი ძალით ვურტყავ მუჭს სახეში.
-როგორ ბედავ-ვუყვირი და ელენეს აცრემლებულ თვალებს ვუყურებ.
რატომ? რატომ აკოცა მას მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ დავესაჯეთ. ეს ბოლო წვეთი იყო.
-მეორედ მიუახლოვდები მას და ფეხებზე რომ ყველაფერი, გეფიცები ცოცხალს არ გადტოვებ-ვეუბნები მათეს, რომელიც სერიოზული სახით იხედება, ელენეს ხელს ვავლებ და მიმყავს.
-მარიამ, წამოიღე ნივთები, მივდივართ-ვურეკავ მარიამს და უკვე სკოლის ეზოს ვცდები, ატირებულ ელენეს ვიხუტებ.
-მე მართლა მომწონს, მას კი სულ არ ვაინტერესებ, მითხრა რომ აწი ყოველი თქვენი ქმედებისთვის მე დავისჯები-სლუკუნებდა ის და ხელებს წელზე მხვევდა.
-დაწყნარდი, მაგათმა აწი ნახონ სამაგიერო-ვამშვიდებ და თმაზე ხელს ვუსმევ.
მალევე კარში გამოსულ ირაკლის და მარიამს ხელს ვუქნევ და ისინიც სირბილით მოდიან ჩვენთან.
-რა სჭირს?-კითხულობს მარიამი და ელენეს თავზე ეფერება, მეც ყველაფერს დაუფარავად ვეუბნები და ირაკლის გაცეცხლებულ სახეს რომ ვუყურებ მარიამს ვანიშნებ დაამშვიდოს.
-დაწყნარდი, მათი ცემით არაფერი გამოვა, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ გეგმა-თითს ჰაერში წევს მარიამი
-ვინ გონიათ მაგათ თავი? ორივეს ერთმანეთზე გადავაბავ-ბრდღვნავს ქურხული
-ნუ მეტიჩრობ შენი ჭირიმე, გუგას და მათეს ორივეს ერთ ლუკმად არ ეყოფი, ნუ შეიძლება ცალცალკე კი მაგრამ-თვალს უკრავს მარიამი.
-შენ რა ეგეთი იდიოტი გგონივარ?-წარბებს კრავს ის
-გაჩუმდით ორივე, წავედით ახლა ჩემთან, გაგვიყვან?-ვეკითხები ირაკლის და თვალს ვუკრავ. ისიც ხვდება მიზეზს და მის მანქანაში ვჯდებით.
მე და ელენე ისევ ერთმანეთზე აწებებული უკანა სავარძელზე ვჯდებით.
--
-რატომ ხარ სახლში?-ვეკითხები ვატოს, რომლის სახლში ყოფნაც არ გვაწყობდა.
ოთხეული ტელევიზორთან ვიჯექით. ლაზარე იქვე საკუთარ ხალიჩაზე მანქანებით თამაშობდა, დედა ყავას გვიმზადებდა.
-საქმე არ მქონდა და წამოვედი, რა ხდება? არ გამაცნობთ ახალ მეგობარს?-უყურებს ირაკლის ის
-ირაკლი ქურხული-ხელს უწვდის ფეხზე წამომდგარი ირაკლი მას
-ვატო, რაღაც მეცნობა შენი გვარი-ფიქრობს ვატო და ჩვენ გვერდით ჯდება. შემდეგ თითქოს გონება უნათდებაო ისე იღიმის
-უჩა ქურხულს იცნობ?-ეკითხება და ჩვენ გვათვალიერებს, მზერას ელენეზე აჩერებს, ალბათ შეამჩნია ჩაწითლებული თვალები.
-მეღადავები?-იცინის ირაკლი-ჩემი ძმაა
-ვაა, მომიკითხე, ვმეგობრობდით სკოლაში, ამას რა ჭირს?-გვეკითხება და ელენეზე გვანიშნებს
-შენმა კრეტინმა ძმამ ჩვენ მაგივრად ამ უცოდველ კრავს გადაუხადა სამაგიერო-აღშფოთებულია მარიამი
-აღარ მოგბეზრდათ? 18 წლის ხდებით მალე-თვალებს ატრიალებს ვატო და შემდეგ ჩვენ საუბარში საინტერესოს რომ ვერაფერს ამჩნევს, ისევ თავის ოთახში ადის.
---
-ყველაფერს ვაზღვევინებ, აი ნახავ-ჩუმად მეჩურჩულება მარიამი და უკვე ჩაძინებულ ელენეს საბანს აფარებს.
--
#მარიამი
ყველანი გაკვეთილზე ვზივართ გუგა რომ გასვლას ითხოვს.
ირონიულად მეცინება და შეწუხებული სახით მეც გასვლას ვთხოვ ზაზას. ისიც მიშვებს.
უკან მივყვები, სკოლის შიდა ეზოში დგას ბიჭი და ეწევა. როცა უკვე წამოსვლას აპირებს კიბეებზე ვჯდები და ჩემი მსახიობური მონაცემებით სლუკუნს ვიწყებ.
კიბესთან მოსული გომეთიანი ჯერ ცივად მივლის გვერდს, მაგრამ კიბის ბოლო საფეხურზე ასული, ვგრძნობ როგორ ბრუნდება და დაბლა ჩამოდის
-კუდიანებსაც შეგიძლიათ ტირილი?-ირონიაა ერევა მის ხმას
-აუ დავაი რა, არ მეცინება-ვპასუხობ თავაუღებლად და სლუკუნს ვაგრძელებ.
-რა ჯანდაბა გჭირს?-მეკითხება და ვხვდები, აინტერესებს ჩემი პასუხი, ტყუილად არ ხარ აფერისტი მარიამ გლოველო. ეს ბოლო ორი წელია, უკვე რაც გუგას "შეცვლილი" მზერა დავიჭირე, ასე საგულდაგულოდ რომ ცდილობს დამალოს.
-რაში გაინტერესებს? გინდა კიდევ უფრო ამიშალო ნერვები?-თავს ვწევ და ლურჯ თვალებს ვუყურებ, ვგიჟდები ტყუპების საოცარ თვალებზე.
-აუ თუ არც გინდა რა დახმარება, იდიოტი ვარ რომ გკითხე-ბრაზდება ის და ისევ ზემოთ მიდის
-მოიცა-ვეძახი და ძლივს ვიკავებ თავს რომ არ გავიცინო-ექიმთან მისვლაში დამეხმარები?
-რას იგონებ გლოველო? ჩემი გასულელება გინდა?-წარბები შეკრული აქვს მას
-ოო, გაეთრიე, მეგონა ცოტა ადამიანური რამე გქონდა მაგრამ შევცდი როგორც ჩანს-ვიცი ამ იდიოტის 'დაკერვის" გზები და თუ გინდათ მომკალით.
-კარგი, ჯანდაბას-უკმაყოფილოა ის, დაბღვერილი მოდის და ზუსტად ისე მიკიდევს ბეჭებზე, როგორც ტომარას.
-ნელა მეტკინაა-ვკრუსუნებ ვითომ და უკვე ღიმილს არ ვფარავ. ექიმის კაბინეტთან მისულს ძირს მსვავს და კიდევ ერთხელ ვკივი
-მტკივამეთქიი-თვალებს ვუბრიალებ
-შემოგყვე?-შუბლს არ ხსნის ისე მანიშნებს ექიმის კაბინეტზე
-შენ ჩემი ძმაკაცი ხომ არ გგონია თავი? დამეკარგე აქედან-ვუბღვერ მეც და კარზე ვაკაკუნებ.
გომეთიანი კი უკან მოუხედავად მიდის.
ესეც ასე. პირველი ნაბიჯი გადადგმულია.
#ქრისტი
კმაყოფილი ვზივართ უკვე ოთხეული კაფეში მაგიდასთან და მარიამის მოყოლილზე ვიცინით. თვითონ ქალბატონ მარიამს ფეხი შეხვეული აქვს.
საუბარს ტელეფონის ზარი გვაწყვეტინებს
-ჩემი ძმაა, უნდა ვუპასუხო-გვეუბნება ირაკლი იქვე, ჩვენთან ერთად პასუხობს. როგორც გავიგეთ თავის ძმას უთანხმდება რომ აქ, ჩვენთან ერთად შეხვდება და უთიშავს.
-მანქანას გავატან და წავა-გვიხსნის ის
ცოტა ხანში კაფეში ბიჭი შემოდის ისეთი, ლამის იქვე დავდნი.
მაღალი, მხარბეჭიანი და ყავსფერთვალება, აი ისეთი ყოველთვის რომ ვგიჟდებოდი, თბილი, რაღაცნაირი.
-ეს ჩემი ძმაა უჩა, ესენი ჩემი მეგობრები-მოკლედ გვაცნობს ირაკლი და გასაღებს აძლევს
-სასიამოვნოა ბავშვებო, იმედია კიდევ შევხვდებით-მომაჯადოვებლად გვიღიმის ის
"რა კარგი კბილები აქვს"-ვფიქრობ და ჩემ თავზე მეცინება. როდის უნდა შევწყვიტო კარგ კბილებზე ოცნება? რამდენიმე თვე და ვსო, ბრეკეტებს მოვიხსნი.
-რა ძმა გყაავს-მეოცნებეს ხმით ეუბნება მარიამი
-მე ცუდი ვარ?-წარბებს ქაჩავს ქურხული.
-არა, დარწმუნებული ვარ მის ასაკში უფრო სიმპატიური იქნები-თვალს ვუკრავ-მაინც რა სიმპატიური იყოო
-ჩემ ძმას შეეშვით ეე-უკმაყოფილოა ირაკლი
-რაიყო, ცოლი ყავს? მე ხომ არაფერს ვეუბნები ჩემ ძმას რო კერავს-ვიცინი და მარიამზე ვანიშნებ
-რა მაგრად გაკლიათ, ძაან საყვარლები ხართ-შუბლზე გვკოცნის სათითაოდ ის და იცინის.
---
-რა ვუყიდოთ?-ვეჩურჩულები ელენეს და ვცდილობ უკან, ირაკლიმ არ გაიგოს.
-რამე მაგარი საათი, და ჩვენნაირი მეგობრობის სამაჯური-მანიშნებს სამაჯურზე.
-ხო მაგრამ ბიჭია და რომ არ გაიკეთოს?-დავყურებ ჩვენს ვერცხლის წვრილ სამაჯურს, სამივეს სახელის პირველი ასო რომ აქვს შებმული.
-მერე რა, ხომ ექნება სამახსოვროთ, ჩვენც კიდევ ერთი დავამატოთ-მეუბნება და მეც იდეით კმაყოფილი მარიამს ჩუმად თვალს ვუკრავ.
--
საათიც და სამაჯურიც ლამაზად შევფუთეთ. ჩვენს სამაჯურს კიდევ ერთი ასო შევაბით და ასე წავედით ირაკლის სახლისკენ.
კარს უჩა გვიღებს
-მოდით ბავშვებო-გვიღიმის ის
-ბავშვებო არა, ქალბატონებო-უკმაყოფილოა მარიამი, სახლში შედის ცხვირაბზუებული და ჩვენც ეგეთი გამომეტყველებით მივდივართ.
-ოჰო, რა საყვარელი ბავშვები ხართ-იცინის ის და როგორც ჩანს ჩვენ გაღიზიანებას ცდილობს
-იკუნა, მერე შეგახსენებ რომ შენი ძამიკო გააფრთხილო, ჩვენთან ხუმრობა არ ღირს-ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი. საჩუქარს ვაძლევ და იქვე მჯდომ კიდევ სამ ბიჭს წარბაწევით ვუყურებ
-რა ზრდილობაა, მოვედით და ადგილი მაინც დაგეთმოთ-ვეკვეხები მათ შორის, ელენე მორიდებულად ჯდება ცალკე, მარიამი კი ჩემსავით მათ შორის ჯდება.
-გავსნა თუ რამე საშინელებაა და არ ღირს?-კითხულობს ირაკლი და ყუთს ყურთან არხევს
-ბომბი არაა, ეგ ვიცი, ჯერ სიკვდილს არ ვაპირებთ, ამიტომ გახსენი-ეუბნება მარიამი.
ირაკლიც ყუთს ხსნის და გახარებული გვიღიმის საათს რომ ხედავს.
-ეს სამაჯურიც ძალიან საყვარელია-ხელში ათამაშებს ის.
-შენ პიდარასტობას აწვები?-იცინის ერთ-ერთი ბიჭი
-შენრატომ ავიწროებ სხვა ორიენტაციის ხალხს? "კაი ბიჭი" ვარო?-ირონიულია მარიამი
-აუ კაით ტო, რას შეგვჭამეთ, ნუ იკბინებით-უკმაყოფილოა უჩა.
-კაი "ტო" აღარ შეგჭამთ, ტორტი გვირჩევნია-ნაგლურად ვუღიმით.
-გაგვაცანი ეს სიმპატიური არსებები?-არ ჩუმდება მარიამი. ნუ არც მე მაგრამ ელენე რომ მორიდებით ზის ძალიან საყვარელია.
-ეს იცით უჩაა ჩემი ძმა. ქალბატონო ქრისტი თქვენს გვერდით ზის მირიანი, ჩემი ყოფილი კლასელი, ეს დათა, ეს კი ზურა, უბრალოდ მეგობრები.
-გაფრთხილება დავაიწყდა-როგორც იქნა ხმას იღებს ელენე ღიმილით
-ხო, მათთან თამაშს არ გირჩევთ, წააგებთ-გაიცინა და მაატამა-ეს მაიძულეს რომ მეთქვა
-რას ამბობ საყვარელო? ჩვენ გაიძულეთ?-კიდევ კარგი ეს გოგო თეატრალურზე აბარებს, თორემ რა ნიჭი დაიკარგებოდა?
--
მთელი საღამო ვერთობოთით, ძალიან ბევრი ვიხალისეთ, არ იყვნენ ცუდი ბავშვები, ნუ რა ბავშვები ზოგიერთი მარა მაინც.
გოგონებს, რა თქმა უნდა, არ დაგვილევია, დიდად არც ბიჭებს მოუკლავთ თავი მაგრამ ცოტა მაინც დალიეს.
-აივანზე გავალ, ჩემი ძმა რეკავს-ვუთხარი ირაკლის და აივანზე გავედი.
-ხო ვატუნა-ვუპასუხე მხიარულად
-რაო, ხოარ დალიე?-გაიცინა ყურმილში
-შენნაირი ლოთი კი არ ვარ, რაიყო, მკითხულობენ ოჯახში?-მოაჯირს დავეყრდენი და უჩას გავხედე იმ წუთის გამოსული რომ იყო სიგარეტით ხელში
-თუ ხელს გიშლი შევალ-მიჩურჩულა, მაგრამ თავი უარყოფის ნიშნად გავაქციე
-ლაზარე მთელი დღეა გკითხულობს, მგონი ამ ბავშვის ხმა პირველად გავიგე, ქიტო-ქიტო აკერია სულ პირზე-მაცნობა სახლის ჭორები მან
-ჩაკოცნე ჩემი ლოყებიანი ჩემ მაგივრად, შენ რას შვები? დაიღალე?
-არა, რა დამღლიდა, ხოიცი ბევრს არაფერს ვაკეთებ, ერთობი?-მკითხა სიცილით
-კი, მარიამმა ხო იცი, დაიმხო თავზე ყველაფერი, ცოტახანში წამოვალთ, ხო მოგვაკითხავ?
-აუცილებლად, დამირეკე და ხუთ წუთში მანდ ვარ, კარგი, წადი ახლა გაერთე-მითხრა და არც მაცადა პასუხის გაცემა გამითიშა.
-შეყვარებული?-გამიღიმა უჩამ და კვამლი პირიდან გამოუშვა. ღმერთო, რა მიმზიდველი იყო მაინც? მიმზიდველი და ამასთანავე მამაჩემის ასაკის.
-არა, ძმა-მეც გავუღიმე-კარგი, შევალ შიგნით
მან მხოლოდ უხმოდ დამიქნია თავი და მოწევა განაგრძნო.
შიგნით შესულს ელენე ყელზე ჩამოკონწიალებული ეცეკვებოდა ირაკლის, მარიამი კი ტორტის თეფშით ხელში ბიჭებს უყვებოდა თუ როგორ უნდა დაეკერა ჩემი ძმა.
-მაჭამე ჩემო სიცოცხლევ-მივუახლოვდი მას, პირი გავუღე და შოკოლადის ნამცხვარი გემრიელად გადავყლაპე.
-არ მეცეკვები ბავშვო?-უკნიდან მომესმა უჩას ხმა.
-ვინაა ბავშვი? არ გაგაფრთხილე?-გაკაპასდა კვლავ მარიამი
-შენთვის არ მითხოვია ბავშვო, მეორე ბავშვს ვთხოვე-გაუცინა უფროსმა ქურხულმა, წელზე ხელი მომხვია და ირაკლის და ელენეს გვერდით ჩვენც დავიწყეთ ცეკვა.
დავინები, მაგრამ როგორ? ხელები მხრებზე შემოვაწყვე და მის მოძრაობას ავყევი. ვერც გავაანალიზე რა მუსიკა იყო ჩართული, ან რას ვაკეთებდი. მხოლოდ იმას ვგრძნობდი რომ ამ საოცარი თვალებისმქონე ბიჭთან ჩახუტებული ვცეკვავდი
-ხომ არ გეძინება ბავშვო? რას გაინაბე?-დამხედა უჩამ და გაიცინა
-ჯერ ძილის დრო არ მოსულა, აუცილებლად გეტყვი ბიძია რომ დამაძინო-ირონიულად გავუღიმე და ხელები მისი მხრებიდან ჩამოვიღე
-რაიყო გაბრაზდი?-ხელები ისევ მის კისერზე დააბრუნებინა და მოძრაობა განაგრძო
-არა, მომბეზრდი-ნაგლურად ვუთხარი, მუსიკა მალევე დამთავრდა, ჩვენც ცეკვა შევწყვიტეთ
-აუ წავიდეთ რა, მეძინება-აწუწუნდა მარიამი
-ხვალ შაბათია, თუ გინდა შუადღემდე იძინე, კარგი რა, ნუ გამიტეხავ-უკმაყოფილო იყო ირაკლი
-არა უნდა წავიდეთ, რაღაც გეგმები გვაქვს კიდე-თვალი ჩავუკარი ირაკლის. სიმღერა გავთიშეთ.
-გუგას ნომერი არავინ იცით?-გოგონებს გავხედე
-მე ვიცი ჩემი სიცოცხლის ნომერი-წამოხტა მარიამი და სწრაფად ჩამაწერინა.
ცხოვრებაში პირველად-გუგასთან დავრეკე.
-რომელი ხარ?-გაისმა ყურმილში ხმა
-შენ რომელი ხარ?-შევუბრუნე კითხვა
-ჩემი ნომერი საიდან გაქვს ქრისტინე?-მითხრა ირონიით და ის სახელი დამიძახა, რომელიც ჭირივით მეზიღება
-აუუ, შენ ხარ? ვატოს ვურეკავდი, კარგაად-გავუთიშე და თვალი ჩავუკარი მარიამს
მაინც რა არის ეს ძმის გული, იმ წუთშივე გადმორეკა
-რა ხდება ქრისტინე, შენ ტყუილად არ დარეკავდი-სერიოზული ხმა ქონდა
-აუ არ მაქვს ახლა შენთან ჩხუბის თავი, ვატოს ნომერი მომწერე, სასწრაფო საქმე აქვს-კვლავ გავუთიშე
კიდევ ერთხელ, მაინც რა არის ძმის გული? იმ წუთშივე გადმორეკა
-სანამ ავიჭერი მითხარი რა ხდება-გაბრაზებული ხმა ქონდა უკვე
-მარიამი დათვრა, ხოდა სახლში ასე ვერ მივა, ხოდა ვატოსთვის უნდა მეთხოვა რომ მოეკითხა და სახლში მოვეყვანეთ-ვუთხარი და მის პასუხს დაძაბული დაველოდე
-ჯანდაბა შენ თავს, მომწერე და წამოგათრევთ, ვინ ავიკიდე ეს ღმერთო-მითხრა და გამითიშა.
-დაკარიი-დავიყვირე და მარიამს ხელი გავუშვირე, მანაც თავისი ხელი შემაგება.
-ელენიკო, ახლა შენ საქმეს მოვაგვარებ-თვალი ჩავუკარი და მათეს დავურეკე
-რა გინდა?-როგორც ჩანს ჩემი ნომერი ეწერა მათეს
-გუგასთან ერთად ხარ?-ვკითხე და თვალებგაფართოებულ ელენეს დავაკვირდი, რომელიც მალევე მომვარდა ტელეფონის წასართმევად, მაგრამ ნურას უკაცრავად
-არა რახდება?-უხეში იყო მისი ხმა
-მოკლედ, აუ მეგობრის დაბადების დღეზე ვართ და ელენიკო ცუდად გახდა, ვიცი რომ აქვე ცხოვრობ და წაიყვან სახლში? აქეთ მარიამია მთვრალი და მე ის უნდა წავიყვანო-ისეთი ხმით ველაპარაკები, ვიცი ფიქრობდ რომ ვტირი
-ჯანდაბას შენი თავი გომეთიანო, ხომ იცი თუ რამეს გეგმავთ როგორ გიხდი სამაგიეროს?
-კი ვიცი, ოღონდ ახლა გადამარჩინე და ვსო-ვეუბნები და მისამართს ვკარნახობ.
მალევე შემოდის ზარი და მათე ქვემოთ ელოდება ელენეს. ესეც ჩვენზე გაბრაზებული ჩადის და უხმოდ ჯდება მის მანქანაში
-ამდენმა აფირისტმა სად იპოვეთ ერთმანეთი?-გაოცებულია მირიანი
-სკოლაში-ენას ვუყოფ და უნებურად მეპარება უჩასკენ მზერა. მისი თაფლისფერი თვალები მე მიყურებს
-რა ხდება?-მის მზერას წარბაწევით ვპასუხობ
-საწყალი ის, ვინც შენ ხელში ჩავარდება ბავშვი-ირონიული აქ ხმა მას
-შენ ეგ არ იჯავრპ, მივხედავ მე როგორმე, და ბავშვი არა, ქალბატონო-თვალს უკრავ და მეორედ ამღერებულ ტელეფონს დავყურებ.
-ჩამოეთრიეთ-ხანდახან ძალიან მაოცებს ჩემი ძამიკოს კულტურულობა
-კარგი მარიამი მომყავს და მძიმეა, დამეხმარე, ამოდი-ვეუბნები შეწუხებული ხმით და სწრაფად ვკრეფთ ჩვენ ნივთებს
-კარგად, შევევხდებით კიდევ, მარიამ, ჩამომეკიდე ბეჭზე-ბიჭებს ვემშვიდობები, მარიამს წელზე ხელს ვკიდებ და ისიც მართლა მთვრალივით მეკონწიალება. კიდევ უნდა ვთქვა, რა ეშველებოდა საქართველოს ეს რომ თეატრალურზე არ აბარებდეს?


მადლობა ყველას დიდი წინა ისტორიებზე დაწერილი თბილი კომენტარებისთვის. ვგიჟდები თქვენზე. ამ ისტორიაზეც გეტყვით. მაქსიმუმ სამი ნაწილი იქნება. აზრი მაინტერესებს თქვენი რას ფიქრობთ <3 <3



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მწვანეთვალებაგოგო
dzalian gtxov male dade.
dzalian kargia.
au rogor mikvars debis da dzmebis kamati❤❤❤

მადლობაა❤️❤️❤️ ვეცდები მალე დავდო

 


№2  offline წევრი Rania

Ratom mgonia rom tyupebi gijdebian ertmanetze da bizgi chirdebat? Sayvarlobaaa. Gelodebiiiii
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Rania
Ratom mgonia rom tyupebi gijdebian ertmanetze da bizgi chirdebat? Sayvarlobaaa. Gelodebiiiii

ეჰ ვნახოთ რა იქნება,❤️❤️ მადლობა

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

dakarguli
ყველაზე მეტად არ მიყვარს დაუსრულებელი ისტორიების წაკითხვა,იმიტომ რომ მოთმინების და ლოდინის უნარი საერთოდ არ მაქვს :)) მაგრამ შენსას რატომღაც გვერდი ვერ ავუარე,ალბად იმიტომ რომ ბოლო სამი თუ ოთხი ისტორია შენი ერთდ წავიკითხე , ის პაწაწკუნტელა სიყვარულები " ♥♥ და ძალიან რო მომეეონა და შემიყვარდა ეხლა სურვილმა მძლია და გული დამწყდა რომ ესეც სრულად არ იდო :(( ახლა უნდა ველოდო :(( რაც შეეხება გმირებს , რა საყვარლები არიან... სხვა გზა არამაქვს უნდა დაველოდო :დ წარმატებები და დროებით ♥

აიიი უბედნიერესიი ვარ რომ ასეთ საოცარ კომენტარებს ვკითხულობ და მაბედნიერებბთ<3<3 გპირდები დიდხანს არ გალოდინებ❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

ვაიმე
ძალიან მაგარი რომ ხარ ხომ იცი?
აი ძალიან კარგად რომ წერ ეგეც ხომ იცი?
ძალიან მიყვარხააარ...)))<3
სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს....))))<3
წაარმატებებიიი...

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

MÔDÎLÎAŇI
ვაიმე
ძალიან მაგარი რომ ხარ ხომ იცი?
აი ძალიან კარგად რომ წერ ეგეც ხომ იცი?
ძალიან მიყვარხააარ...)))<3
სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს....))))<3
წაარმატებებიიი...

ძაააააააააან დიდი მადლობა აი უდიდესიიიიიი, სტიმულს მაძლევთ საოცარს, მადლობა კომენტარისთვის ძქლიან გამახარა❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent