შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰეტეროქრომია...(2)


17-02-2019, 20:28
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 972

სხეულთან ვიმუხლები და მაჯას ვუმოწმებ... გულისცემა წუთში ძალიან დაბალია
-მაგრამ ის მაინც ცოცხალია- ვეუბნები მაქსს
მის აწევას ვაპირებდი და ეწმანქანაში გადაყვანას როცა ნაბიჯების ხმა მომესმა, სწრაფად წამოვდექი და ზნანგრევების უკან გავედი ისე რომ გოგონას სხეული მაინც დამენახა...
მალევე მასთან ექვსი კაცი მივიდა, რომელთაც ყოველგვარი ემოციის გარეშე აიტაცეს გოგონა და როგორც ჩანს ჯგუფის მთავარს შეუბრუნდნენ მომდევნო დავალების მოსასმენად...
-რა გავუკეთოთ ბატონო?-ეკითხება მაღალი მელოტი კაცი შავებში გამოწყობილ მამაკაცს და თავს ხრის როდესაც მის თვალებს აწყდება
-სულიერად უკვე მკვდარია მარკუს უბრალოდ საიდანმე გადმოაგდეთ და ეგ იქნება-ამბობს და ხელს თეატრალურად იქნევს-ისეთ საქმეებში ჩაჰყო ცხვირი რომელიც არ ეხებოდა... ახლა საქმეებიაქვს თქვენ კი ხვალ ფრთხილად იყავით სავსემთვარეობაა...-ამბობს და უკან ბრუნდება წასასვლელად
მე ამ საუბარს დაბნეული ვუგდებ ყურს.. სავსემთვარეობა? რას ნიშნავს სულიერად მკვდარი...ერთი სიტყვით ძალიან დაბნეული ვარ...
მამაკაცები ლაპარაკს აღარ აგრძელებენ, უფროსს თავს უკრავენ და ადგილს შორდებიან.. როცა თავი მარტო დავიგულე სამალავიდან გამოვედი
და იქ ჩავიმუხლე სადაც რამდენიმე წამის უკან გოგონას სხეული იყო
არც სისიხლის კვალი, საერთოდ არაფერი იყო მიწაზე..ერთი რაღაცის გარდა რომელსაც მთვარის ფორმა ჰქონდა და ბზინავდა..
კულონს ხელში ვიღებ და ახლოდან ვაკვირდები ქვაა თანაც ეტყობა რომ ძვირფასია მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს..
კულონს ყელზე ვიკეთებ და მაქსს ვეძახი, რომელიც ნანგრევებში დაძუნძულებს
-წასვლის დროა მეგობარო-ვეუბნები და ცხვირზე ხელს ვკრავ
სახლში მისულმა ძლიერი დაღლილობა ვიგრძენი ამიტომ აბაზანა სწრაფად მივიღე და დავწექი..
-მაქს, უცნაურია..ნეტავ გოგონას რა მოუვიდა? მიწაზე არაფერი იყო სისხლის კვალიც კი..-ლაპარაკს ყურებში აუტანელი ბზუილი მაწყვეტინებს, რის გამოც ყურებზე ხელს ვიფარებ რაც არაფერს ცვლის მაგრამ მალევე სიჩუმე დგება, მეც შვებით ამოვისუნთქე და ყურებიდან ხელები მოვიშორე...-კარგი რა მერამდენედ უნდა დამემართოს-ვეუბნები საკუთარ თავს და ვცდილობ თავის ტკივილს ყურადღება არ მივაქციო...
-მოდი დავიძინოთ-ვეუბნები მაქსს და ხელს ვხვევ ისიც თავს ჩემს მუცელზე დებს,მე კიდევ დამშვიდებული სიზმრებში ვიკარგები...
დაბურულ ტყეს მივუყვები,ყოველი მხრიდან ჩურჩული ისმის რომელიც მალე აუტანელ ხმაურად გარდაიქმნება და შეცბუნებულს მეღვიძება...
გული გასკდომაზე მაქვს მაგრამ როდესაც ჩემს გვერდით მაქს ვხედავ ვმშვიდდები და თავს უფლებას ვაძლევ კვლავ დავიძინო...
დილით ყავის დალევის შემდეგ მაქსს ვაბანავებ, ხოლო მერე მე ვიღებ აბაზანას...
ჩემი დღე ყოველთვის ერთფეროვანია იმის განსხვავებით, რომ ყოველ საღამოს რაღაც უჩვეულო მოვლენის მოწმე ვხდები რომელსაც შემდეგ გაზეთში აქვეყნებენ და ყველას მოსწონს...
შუადღეს დარბაზში ჩავდივარ და ვარჯიშს ვიწყებ დანიც იქაა მაგრამ მას გუშინდელ დღეზე არაფერს ვუყვები..
-რა გჭირს რუბი?-მეკითხება დანი
-არაფერი-ვეუბნები
-ნამდვილად?
-ხო დან-ვეუბნები და ვანიშნებ საუბარი შეწყვიტოს და ვარჯიშს დაუბრუნდეს...
-დანი ესენი ვინ არიან?-ვეუბნები ჩვენკენ მომავალ ოთხ შავგვრემან ბიჭზე
-არვი-სიტყვა არ აქვს დამთავრებული რომ ერთერთი მათგანი ყბაში ურტყამს და დანი ძირს ეცემა...
-მოიცა რას აკეთებთ-ვყვირი და დანისკენ მოქნეულ მუშტს მე ვუდგები წინ
მუშტი სახეში მხვდება მაგრამ არც ისე ძლიერად რომ დავეცე.. მოწონააღმდეგე კვლავ მუშტს წევს მაღლა მაგრამ უეცრად ჩერდება და ჩემს ყელზე დაკიდებულ კულონს განცვიფრებული აკვირდება...
-ბოდიში ქალბატონო-ამბობს და როცა მზერას მისწორებს კიდევ უფრო შეცბუნებული უკან იხევს-ღმერთო ჩემო ის დაბრუნდა-ჩურჩულებს და სხვებსაც ანიშნებს თავი დახარონ...


პ.ს ესეც ახალი თავი...
იმედია მოგეწონებათ..))
ვიცი პატარაა მაგრამ გპირდებით მომდევნო დიდი იქნება...)))<3



№1  offline წევრი BIG DREAMER

რა კულონია ასეთი?:დ კიდევ უფრო ჩამითრია ამ ისტორიამ, აბა შენ იცი!❤❤

 


№2  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

BIG DREAMER
რა კულონია ასეთი?:დ კიდევ უფრო ჩამითრია ამ ისტორიამ, აბა შენ იცი!❤❤


მომდევნოთავებში გაიგებ...)))<3
მგონი ერთადერთი ხარ ვინც ამ ისტორიას კითხულობს და დიდი მადლობა...)))<3

 


№3  offline წევრი BIG DREAMER

MÔDÎLÎAŇI
BIG DREAMER
რა კულონია ასეთი?:დ კიდევ უფრო ჩამითრია ამ ისტორიამ, აბა შენ იცი!❤❤


მომდევნოთავებში გაიგებ...)))<3
მგონი ერთადერთი ხარ ვინც ამ ისტორიას კითხულობს და დიდი მადლობა...)))<3


პირიქით მადლობა შენ, რომ ამ ისტორიას წერ ❤❤

 


№4  offline წევრი Elea_Nora

ვაუ! ნეტა ის გოგო ვინაა? და სულიერად მკვდარიო? აუ აქ რეები ჩაიხლართება? ეს კულონი უკვე მომწონს! მაგრამ დანის რას ერჩოდნენ? იდკ. თავები უფრო გაზარდე გთხოვ და გადაავლე ხოლმე თვალი.
გელი და წარმატებები!❤

 


№5  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

Elea_Nora
ვაუ! ნეტა ის გოგო ვინაა? და სულიერად მკვდარიო? აუ აქ რეები ჩაიხლართება? ეს კულონი უკვე მომწონს! მაგრამ დანის რას ერჩოდნენ? იდკ. თავები უფრო გაზარდე გთხოვ და გადაავლე ხოლმე თვალი.
გელი და წარმატებები!❤



მეც არ ვიცი რა მოხდება:დდ
მომდევნო თავი აი მართლა დიდი იქნება გპირდებით...))<3
მადლობა დიდი))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent