შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაფრენ! 2


17-02-2019, 23:58
ავტორი Iasamanii
ნანახია 849

*მე ასეთი ვარ, მე ვაფრენ!
თითქოს ჩემს გასაღიზიანებლად მთელი გზა მუსიკებს უსმენდა ყურსასმენებში ბოლო ხმაზე...
დრო ძალიან გაიწელა, როგორც იქნა დაეშვა თვითმფრინავი სამშობლოში.
მგზავრები აიშალა, ყველა თავისი ბარგის ჩამოღებით იყო დაკავებული და გასასვლელი დერეფანი როგორც ყოველთვის ხალხით იყო სავსე, აქ გასვლა ცოტა ხნით მაინც გართულდებოდა, იჯდა და თავისი ყურსასმენებიანად ელოდა ხალხის გასვლას თვითმფირავიდან. წამოვდექი და ვეცადე საკმაოდ სექსუალურად გადამებიჯებინა მისთვის, თუმცა არ გამომივიდა, სავარძლის სახელურს ცუდად წამოვედე და მის კალთაში აღმოვჩნდი, თვითონ კი კმაყოფილი სახით და ამავდროულად ნეტარი ირონიით მიღიმოდა.
-აკი არ გინდოდა ჩემთან? ახლა პირდაპირ კალთაში რომ მიხტები... (მის ცინიკურობას საზღვარი არ ჰქონდა)
ჩემი სექსუალურობის სცენები წყალში ჩამეყარა, მაგრამ კიდევ იყო ერთი რაღაც დარჩენილი რისი გაკეთებაც შემეძლო. ნაუშნიკები ჩამოვგლიჯე ყურებიდან და გავჭყვიტე
სიბრაზისგან იმხელა ძალა მომეცა რომ ვერც ვიგრძენი ხელებზე ტკივილი. მისი კალთიდან წამოვხტი და ძქარი ნაბიჯით მივაშურე გასასვლელისკენ.
-გაატარეთ გიჟიიი (მომაძახა ისევ მისი დამცინავი ხმით)
იქაურობა სწრაფად დავტოვე.

***
მომნატრებია აქაურობა... რაღაც სხვანაირი სურნელი ტრიალებს აქ, თითქოს ნიავი გეფერება...
ჯერ კარგად არც კი გათენებულიყო, როგორც იქნა გავაღე სახლის კარი და შევედი, აქ დამხვდა მთელი ჩემი ბავშვობა როგორიც დავტოვე ისეთი, ხელშეუხებელი...
*ნუთუ ასე შეიცვალე თამი... როგორი წავედი და როგორი დავბრუნდი* სულში სიცარიელეს ვგრძნობდი, მარტოსულობას. ჩემი სიცივის და ხასიათების გამო არავინ რომ არ მყავდა.
ჩემოდანი ოთახის კუთხეში მივაყუდე და კურტკა დივანზე მივაგდე. სახლს თვალიერება დავუწყე, ვათვალიერებდი ისე თითქოს გარდაცვლილ ადამიანს ვხედავდი გაცოცხლებულს, მონატრებულს, დანანებულს, მგლოვიარეს. გრძნობები ერთმანეთში ირეოდნენ და ცრემლებმაც გაიკვალეს ჩემს სახეზე გზა. როდესაც გული ვიჯერე ტირილით, ტელეფონი ამოვიღე, აეროპორტში ნაყიდი ქართული კარტა ჩავდე და სასწრაფოდ დედას დავურეკე.
-დე..
-ხო დე ჩახვედი?
-კი, სახლში ვარ, ყველაფერი კარგად არის. (მე)
-რას გრძნობ თამი? მოგნატრებია ხომ მანდ ? (ჩამეძია დიდი ცნობისოყვარეობით დედაჩემი)
-კი დედა, მომნატრებია, ძაან დაღლილი ვარ, გადავივლებ და დავიძინებ, მოგვიანებით შეგეხმიანებით. (მე)
-კაი თამი, ლუკას ვუთხარი მე და ინტერნეტი არის სახლში ჩვეულებრივად, გუშინ დააყენა, გამოვა მერე მივწერ ახლა შენს ნომერს და შეგეხმიანება. (დედა)
-ოქეი დროებით (მე)
*ლუკა ჩემს სადარბაზოშივე ცხოვრობს, თითქმის ერთად გავიზარდეთ, მახსოვს როდესაც აქედან წავედი ძლივს გადაიტანა ჩემი აქ არ ყოფნა, ისევე როგორც მე... ნამდვილი მეგობრები 2-3 წელში დაიშალნენსავით, ცოტა მოსაბეზრებელია ონლაინ მოკითხვები და ა.შ. მაგრამ ყოველთვის ძალიან მენატრებოდა, ისევე როგორც მას. აი მის აუტანელ ძმას კი დასანახად ვერ ვიტანდი, რომ წამოვიზარდეთ უფრო დაგვეძაბა ურთიერთობა მე და გიორგის, მე და ლუკა ერთი ასაკის ვართ 23-ის, გიორგი 26-ის, ამიტომ სულ ისე გვიყურებდა რომ მე და ლუკას გვაგიჟებდა მისი ამპარტავნება და უფროსობა, სულ ესიყო ჩვენს შორის ''მტრობის'' და უამრავი დაუსრულებელი ჩხუბების მიზეზი.

***
როდესაც თვალები გავახილე და საათს დავხედე ტელეფონში ცოტა გაურკვევლობაში ჩავვარდი, 8ზე დავიძინე და 9ზე როგორ გამეღვიძა? რამოდენიმე წუთიანი ფიქრის და გონზე მოსვლის შემდეგ გავაცნობიერე რომ ახლა საღამოს 9საათია. აშკარად ბევრი მეძინა, ბევრზე ბევრი. ტელეფონში 3 დანარეკი და 1 შეტყობინებაც დამხვდა.
(sms) თამი ალბათ გძინავს გაგუდულს, კართანაც მოგზარე და აქაც, კაროჩე რო გაიღვიძებ გამო.
ჭერს ავხედე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე ჩემი სახლის ჰაერი, მერე სიცილი ამიტყდა, ალბათ ბედნიერება მაცინებდა, მაგრამ რომელი ბედნიერება ეგ ვერ გავიგე. წამოვდექი საწოლიდან და მოწესრიგება დავიწყე. მართლაც 15-20 წუთში გავემზადე და სადარბაზოშიც გავედი
(sms) ჰა ეხლა გააღე თორემ სპეცრაზმს გამოვუძახებ და შტურმით აგიღებ! ოღონდ შენი ნარცისი ძმის სიფათი გაწიე არ შემხვდეს :D (მე)
კარი წამებში გაიღო და წინ ამესვეტა ნაცნობი სახის ჩემზე ერთი თავით მაღალი ბიჭი, სპორტულ შარვალში და კურდღლის ჩუსტებში, ტანსზემოთ შიშველი. ჩემი უცნაური რეაქცია არც კი გაკვირვებია. 2 წამშივე გავაანალიზე რაშიც გავყავი თავი და თავიდან ფეხებამდე ლამის დავიწვი. ეს ხომ ლუკას ძმაა
-ბოდიში უნდა მოგიხადო თამი ჩემს სიფათს ვერ გავწევ სახლში მეტი არავინ არაა. (გიორგი) გამიღიმა და შემოდიო ხელით მანიშნა
წინა დროსთან განსხვავებით ახლა შემრცხვა, ალბათ იმიტომ რომ გავიზარდე, ან იმიტომ რომ სულ სხვანაირი გიორგი დამხვდა, რადიკალურად შეცვლა ეტყობოდა ჯერ მხოლოდ სხეულზე..
ზღურბლს გადავაბიჟე და შემოვეხვიე
-როგორ ხარ ? (მე) ხმა იმდენად ჩამწყდა რომ ჩურჩულითაც კი გამომივიდა ჩემი მოკითხვა
-რატომ ჩურჩულებ ? (ჩურჩულითვე მიპასუხა ჩემზე ჩახუტებულმა გიორგიმ, ან პირიქით მე ვიყავი მასზე შემოხვეული, დაბნეულობისგან, იმდენად მინდოდა ჩემი სახე იქედან გადამემალა რომ ზედ ავეკარი.
-არ ვჩურჩულებ (ხმა უფრო ჩამივარდა)
-ასე ვიყოთ ? (სიამოვნება იგრძნობოდა მის ხმაში და თანაც ცოტაოდენი გაკვირვება)
უცებ გამოვერკვიე სიტუაციიდან, დაახლოებით 2-3 წუთი გავიდოდა რაც ასე გადაფსკვნილები ვიდექით და მის სხეულს წამში მოვწყდი. უცხოს რომ შემოეხედა იტყოდა დიდი ხნის შეყვარებულებს წლებია არ უნახავთ ერთმანეთი და ახლა ერთმანეთს მიეწებნენო. ჰაჰ... ჩვენ, რომლებიც დღე და ღამე გადაბმული კამათი გვქონდა, მახსოვს ეზოში ჭიქა ვესროლე შუბლში მოხვდა და წარბთან ახლაც კი ემჩნეოდა ჩემი დატოვებული შრამი.
თავი ხელში ავიყვანე და ვითომც არაფერი მომხდარა გავაგრძელე ჩემი ჩვეული ტონით საუბარი
-როგორ ხარ თქო ? შენ რა დაყრუვდი? (მე)
-მაგრად, მადლობა. შეცვლილხარ, დახვეწილხარ ვიზუალურად, გალამაზებულხარ, თუმცა ქცევის მანერა ისევ ისეთი ქაჯის გაქვს და ალბათ არც არაფერი ეშველება... წამო... (წინადადება დაამთავრა და სამზარეულოსკენ მიმითითა საჩვენებელი თითი.)
-იგივეს თქმა შემიძლია მეც შენთვის (გავყევი ჩემს წინ მიმავალ დაკუნთულ სხეულს)
-ლუკა სად არის ? (მე)
-სამსახურშია. დედაშენმა მიწერა, მერე გირეკავდა და რომ არ უპასუხე მე მთხოვა გააკითხე გამოიყვანეო. (გიორგი)
-კაი გასაგებია, იმედია არ გეწყინება ის სმს.
-ვეცდები. (წარბები აათამაშა და გამიღიმა) რას შეჭამ? (გიორგი)
-რა გაქვს ? (მე) ბარზე თითები ავაკაკუნე და წარბები ავუთამაშე
-რასაც შეჭამ ის (გიორგი)
-მმმ.. რავი რამე ქართულს, აი ძაან ქართული რამე მინდა (მე)
-წამო ვაფშე გავიდეთ. თვალი ჩამიკრა და მანიშნა ადექიო
-ძაან მშია გიორგი, თან დაღლილი ვარ
-დაღლილი ხარ ? (სიცილი აუტყდა) ძილმა გადაგღალა? კაი მაშინ აქვეა წინ კაი პონტია ''ჰარდროკში'' გადავიდეთ რამე ვჭამოთ და გადმოვიდეთ (გიო)
-კაი მაშინ ასევე წამოვალ ხოარ ტეხავს ? (მე)
-როდიდან გაინტერესებს ეგ ? (ისევ სიცილით გამეღადავა თავისი ჭკუით) რაგინდა კარგ ფორმაში ხარ შორტები, მაიკა და ბოტასები. ეგარის რა. საღამოს კაბა არ გინდა თამი, შევჭამთ და წამოვალთ ნუ ნერვიულობ (გიორგი)
- კაი ხო (მე)
***
დავსხედით, საჭმელი შევუკვეთეთ... 5 წუთი არ იქნებოდა გასული რომ ჩვენს წინ ძაან გადაპრანჭული გოგო აეყუდა.
-გიოოო ?! (ეგრევე თავისი ამაზრზენად მოწიკვინე ხმა დადო ჩვენს ყურებთან და გიოს წარბ აწეული მიაშტერდა, მანამდე კი მე გადამათვალიერა არასასიამოვნო მზერით.
-პრივეტ ლიკუნა, რაიყო ხო მშვიდობა გაქვს ? (მისი ნახვით გახარებულს არ გავდა გიორგი, ასევე ეტყობოდა ნაძალადევი ღიმილი ''ლიკუნას'' მიმართულებით
-მე კი გიორგი! და შენ? ( მკაცრი ტონით დაახეთქა კითხვა, ჩემზე ანიშნა საჩვენებელი თითი და დოინჯი შემოირტყა)
*აი ასეთ ''ლიკუნებს'' ვერ ვიტან!*
-გინდა ეგ თითი მოგაძრო და უკან გაგიკეთო? (ზედმეტად მშვიდად და ღიმილით მივუგე გატყლარწულ გოგონას რომელიც ჩემს წინ იდგა და ისედაც მშიერს ჩემს ტერიტორიაზე მანჭვა მოუნდა )
-ბატონოოო??? (გაოცება დაეტყო მის სახეს რომელსაც 2 სანტიმეტრის შიგნით ტონალური უმალავდა)
-თამი გეყოფა, გავალ 2 წუთი და მოვალ. წამოდი შენ ლიკუნა (გიორგი ჩაერია წამებში რადგან მიხვდა ჩემს მოთმინებას ვადა გასდიოდა, ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა
მიმოვათვალიერე ჰარდროკი, ბარ/რესტორანი.. კაი პონტია. სკამიდან ავდექი და ბარისკენ დავიძარი. *სანამ ის მოვა ლუდს მაინც დავლევ*
-ლუდი თუ შეიძლება (მე)
-რომელი? (ბარმენი)
-რომელიც კაია (მე)
წინ ლუდის კათხა მიდევს და ნელ-ნელა ვწრუპავ. უკან გავიხედე და გიორგი უემოციოდ დგას, ეს ''ლიკუნა'' კი როგორც ჩანს აღარ ასრულებს და ხელებით ელაპარაკება, ეტყობოდა კამათობდა, თავისთვის მარტო, რადგანაც გიორგი მხოლოდ უსმენდა და კვამლს უშვებდა პირიდან.
-გიჟი. (მომესმა გვერდიდან ნაცნობი ხმა. მივიხედე და თვალები გადავატრიალე ''ესღა მაკლიას პონტში''. ჩემი თვითმფრინავის მეზობელი! )
-შენ რა მითვალთვალებ ? (მე) ამჯერად თავი მოვთოკე და მშვიდად დავუსვი კითხვა
-მე აქ ხშირად დავდივარ, ან იქნებ შენ მითვალთვალებ ? (ისიც ბარს მოუჯდა)
-რა ქენი იყიდე ახალი ყურსასმენები ? (მე) გამეცინა თუმცა მალევე დავიჭირე სერიოზული
-შეგძლებია ადამიანურად საუბარი და გაღიმება
-მე ყველაფერი შემიძლია (მისკენ შევტრიალდი და თვალი-თვალს გავუსწორე)
-სანდრო (გამომიწოდა ხელი და გამიღიმა ჩვეული ღიმილით)
-არ გეტყვი (ხელი ჩამოვართვი და ბარისკენ შევტრიალდი)
-ან იქნებ ნომერი ? (სანდრო)
-მომეცი შენი ტელეფონი ! (მისკენ არც შევტრიალებულვარ, თუმცა ასეც შევატყვე როგორი გაკვირვება გამოისახა სახეზე)
-იქნებ დამტვრევას უპირებ (სანდრო)
-არ ცდი? (მე) ირონიული და გამომწვევი მზერა გავაპარე მისკენ და ხელი გავუწოდე)
-ვცდი! (ტელეფონი ხელზე დამიდო, ნომერი ავკრიფე, ბარზე დავდე და უთქმელად გავეშურე ჩემი მაგიდისკენ სადაც მომსახურე პერსონალს საჭმელი მოჰქონდა.მას ეტყობოდა გაკვირვება რადგან არ ელოდა ამ ყოველივეს, თუმცა აღარც თვითონ უთქვამს აღარაფერი.)
მივუჯექი მაგიდას და ამ დროს გიორგიც მოვიდა.
-ბოდიში თამი, დავშორდით და რატომღაც გონია რომ ისევ ერთად ვართ. ტვინი მომე**ნა უკვე (ისიც მოუჯდა მაგიდას, მეც აღარაფერი მითქვამს და გემრიელად შევექეცი მონატრებულ საჭმელებს. თვითმფრინავის მეზობელი კი ბართან იდგა და შიგადაშიგ ვგრძნობდი როგორ მაკვირდებოდა, რაღაც დროის შემდეგ როდესაც გავიხედე იქ უკვე აღარ იყო.

***
სახლში მისულს უკვე ლუკაც დამხვდა.
-ისე მიყურებ თითქოს მე წავედი ესპანთში და შენ დაგტოვე აქ, მოდი ჩამეხუტე! (ლუკა)
-ჩემი მონატრებული (მე) ლუკას ჩავეხუტე და როგორც ძველმა მეგობრებმა გავაბით ლამის უსასრულო დიალოგი, გიორგი იქვე იდგა და გვისმენდა. უკვე 1 საათი იყო დაწყებული როცა სახლში დავაპირე წასვლა
-ლუუკ წავალ მე და რო მოიცლი შემეხმიანე (გადავეხვიე ლუკას და კარისკენ დავიძარი)
-კაი თამ შეგეხმიანები ხვალ ვმუშაობ და მერე გავიდეთ სადმე როგორც ადრე (თვალი ჩამიკრა და კარისკენ გამომყვა)
-მიდიხარ ? (გიორგის ბოხმა ხმამ დაარღვია ჩემი და ლუკას სიცილი)
-ჰო მივდივარ (გავინაზე ჩემდაუნებურად)
-რატომ? (კითხვა ისე დამისვა თითქოს ეს ყოფილიყო ჩემი სახლი და აქედან გასვლის უფლება არ მქონოდა.)
-დავალაგებ რაღაცეებს თან დაიძინეთ თქვენც, ხვალ შემეხმიანეთ (უცებ მივაყარე რომ აღარაფერი ეთქვა და კარიდან გავედი.)

***
ცოტა დავლაგდი, უკვე 3 საათი იყო დაწყებული, აბაზანიდან რომ გამოვედი და ტელეფონმაც დარეკა
*გიორგის ნომერი აშკარად არ არის.. ვინ უნდა იყოს? ჩემთვის ვფიქრობდი... ბოლოს მაინც მეპასუხა ვარჩიე.*
-ალიო.. (მე)
-იმდენს ფიქრობ ჩემზე რომ უკვე ღამეებიც არ გძინავს ხო? (დამირეკა... ნერვიულად დავიწყე სიარული..)
-შენზე მე ვფიქრობ თუ შენ ფიქრობ ჩემზე ? (მე)
-მეც! (მისი პასუხის შემდეგ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოვარდა თუმცა მალევე დაარღვია თვითონ.)
-ბარში მივდიოდი, იმ იმედით რომ ისევ გნახავდი, თუმცა მანამდე დაგინახე ფანჯრიდან. ალბათ როგორ ფიქრობ ხოლმე არა ჩემზე ? ჩემი ნახვაც გენდომება ვიცი...ოღონდ ეგ პირსახოცი კარგად შეიკარი და ისე მოიწიე ფანჯარასთან (ჩაიცინა ჩვეულებრისამებრ სადაც ირონია მეტია და ტელეფონი გათიშა)
ჩემი ანერვიულება პიკს აღწევდა, ადგილიდან ვერ გავტოკდი, ტელეფონზე შეტყობინების ხმამ გამომაფხიზლა
(sms) საქმე მაქვს. მოდი ფანჯარასთან, თორემ მე მოვალ მანდ. (სანდრო)




იმედია მოგეწონებათ, ჩემი თხოვნა იქნება გამიზიაროთ თქვენი აზრები <3



№1  offline წევრი DI ANA

წინა თავთან შედარებიტ პროგრესი აშკარაა, სიუჟეტის განვითარებაც მომეწონა❤ ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი sabi

ძალიან მომეწონა ესე რო ვთქვათ ჩამითრია ნუ მალე დადე შემდეგი თავი

 


№3  offline წევრი Iasamanii

ვეცადე.. მიხარია რომ მოგეწონა ❤️
DI ANA
წინა თავთან შედარებიტ პროგრესი აშკარაა, სიუჟეტის განვითარებაც მომეწონა❤ ველოდები ახალ თავს


უფრო და უფრო ჩაგითრევს <3
sabi
ძალიან მომეწონა ესე რო ვთქვათ ჩამითრია ნუ მალე დადე შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent