შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

' გრავიტაცია ' (10)


18-02-2019, 15:19
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 650

-მომესმა,თუ მართლა "საყვარელო" მითხრა?,-მიუბრუნდა გაკვირვებული თებე ნენეს,მას თავი ჩაეხარა,ხელი პირზე აეფარებინა და ჩუმად იცინოდა,თებემ ერთი შეუბღვირა და სავარძელზე გასწორდა.
-ბოდიში,წამომცდა,მიჩვეული ვარ ამ სიტყვას,-უთხრა ალექსანდრემ და საწყალის სახე მიიღო.
-ახლა კარგ ხასიათზე ვარ და არ ვაპირებ შენთან ჩხუბს,გადარჩი,სხვა დროს გაითვალისწინე და აღარ შეგეშალოს,-მკაცრად უთხრა თებემ და ფანჯრისკენ მიტრიალდა.გარეთ ყურებს მისთვის საინტერესო აღმოჩნდა და ალექსანდრესკენ აღარ მიუხედავს.ალექსანდრეს მის ნათქვამზე ჩაეღიმა და გაზის პედალს ფეხი ოდნავ მიაჭირა,თან თებეს შეავლო თვალი.
-არ მეშინია,-თქვა თებემ და მზერა მოაცილა ფანჯარას,გასწორდა და წინ დაიწყო ყურებს-მიყვარს,როცა მანქანა სწრაფად მიდის,ამ დროს მინდება ფანჯარას ბოლომდე ჩავუწიო და თავი გარეთ გავყო,გრილი ნიავი სახეზე მომელამუნოს და გულ-აჩქარებული,უკან,სავარძელზე მივწვე.როდესაც მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობს,ადრენალინი გამოიყოფა და ეს მსიამოვნებს.
-კარგია,თუმცა შენ შეიძლება გიყვარდეს,ნენეს კი მგონი ეშინია,ხმას არ იღებს,შენ შუბლზე გაწერია რა გიჟიც ხარ,-უთხრა ალექსანდრემ ღიმილნარევი ხმით-ჩემსავით,-დააყოლა ძლივს გასაგონად და ნენეს სარკეში გახედა.
-სხვა დროს ისიამოვნეთ დიდი სიჩქარით,-უთხრა ნენემ ალექსანდრეს- არ მიყვარს.
-არც ვაპირებ რაიმეს,ახლა უნდა გავაჩერო,აქ უნდა მოსულიყო ჩემი მეგობარი,-მიუგო ალექსანდრემ და მანქანა მალევე გააჩერა.
ცოტახანში თენგოც გამოჩნდა ჰორიზონტზე,მანქანას თვალი შეავლო და ,რომ დაინახა წინ დაკავებული იყო,უკანა კარი გააღო.
-გამარჯობათ,-მიესალმა,როცა მანქანაში ჩაჯდა და კარი ძლიერად მოიხურა.
-რა ქენი,იშოვე სამსახური?-ჰკითხა ალექსანდრემ
-თუ მოვეწონები ორ დღეში დამიკავშირდებიან,-უპასუხა თენგომ და მის გვერდით მჯდომ ნენეს შეხედა.ნენე კარს იყო მიხუტებული და მორიდებით იყურებოდა-რა დროს ეგ არის,გოგოები გამაცანი.
-ჩემი სტუდენტები არიან,ნენე და თებე,-თენგო მეტი ინტერესით მიაცქერდა ჯერ ნენეს,შემდეგ თებეს.
-სასიამოვნოა,-თქვა თენგომ და მზერა ნენეს თმებისკენ მიაპყრო.ნენეს ბავშვობიდან ხშირი და შავი ფერის ხვეული თმა აქვს.ხვეულები თითქმის წელამდეა დაშვებული,სწორედ ამან მიიქცია თენგოს ყურადღება,ძალიან უყვარს გრძელ თმიანი გოგოები - ლამაზი თმა გაქვს,ნენე,-მოურიდებლად მიუგო თენგომ.ნენემ დაბნეულმა და ლოყებ აწითლებულმა შეხედა ახლად გაცნობილ მამაკაცს.
-მადლობ,ხშირად უთქვამთ,-თავაზიანად უთხრა ნენემ და მარცხენა ხელი ლოყაზე მიიდო - დამცხა,ცოტახნით ფანჯარას ჩამოვწევ,-თქვა მან და მინა ოდნავ დაბლა დაწია.თენგოს მისი ლოყის სიწითლე მხედველობიდან არ გამოჰპარვია,ტუმცა არაფერი უთხრა,არ შეიმჩნია.
-მართალია გაზაფხულია,მაგრამ თავისებური სიცხეა მაინც,-მიუგო თვალმოურიდებლად თენგომ.ალექსანდრე და თებე ჩუმად ისხდნენ,თებე უკან მსხდომებს უსმენდა,ალექსანდრეს კი,მთელი ყურადღება საჭისკენ ჰქონდა მიმართული,შიგადაშიგ ისმენდა თენგოს საუბარს და ეცინებოდა.
-ჩვენ მალე მივალთ სახლში,ნენე,-დაამშვიდა აღელვებული მეგობარი -უკვე კორპუსს ვხედავ.
-ასე ხანმოკლე უნდა იყოს ჩვენი შეხვედრა?-დამწუხრებული ხმით იკითხა თენგომ და შეეცადა მზერა სხვა რამისკენ მიემართა,მაგრამ ნენეს თვალს ვერ აშორებდა.
-სამეცადინო გვაქვს,-წამოიყვირა უეცრად ნენემ.
-მეცადინეობა მოიცდის,პიცერიაში გპატიჟებთ ყველას,უარს არ მივიღებ. . . ალექსანდრე!- მიმართა თენგომ- არ გააჩერო მანქანა,აქვე ,ახლოს ძალიან კარგი პიცერიაა.ალექსანდრესაც ჩაუჯდა ჭკუაი და გაცდა კიდეც თენგოს საუბრის მოსმენაში კორპუსს.
-პიცა მიყვარს,მაგრამ არ მინდა,რომ შეწუხდეთ,-უთხრა თებემ თენგოს,როცა მათკენ შებრუნდა.ნენე ისევ დაძაბული იჯდა და ხმა ასღარ იღებდა.
-არ შევწუხდები,მწვანე თვალება გოგოვ,-თვალი ჩაუკრა თენგომ-მოკლედ,ალექსანდრე ორი ძალიან ლამაზი სტუდენტი ჰყოლია,-დაამატა კმაყოფილი სახით და ლამის ქვედა ტუჩზე იკბინა.
-არ გინდა კომპლიმენტების ფრქვევა თენგო,-გამკაცრებული ხმით მიუგო თებემ -ცუდი მიმართვაა,როცა ადამიანებს პირველად ხედავ.
-კაი ტო,რა ვთქვი ისეთი,შენ მწარე ენის პატრონი ჩანხარ.
-გაჩუმდი თენგო,-ალექსანდრე უკვე დაიღალა მათი მოსმენით - ის ამბავი ხომ გახსოვს,ხოდა მიხვდები ვინცაა ამის თავი და თავი.
-უკვე გასაგებია,პიცერიამდე ჩუმად ვიქნები,-დაპირდა თენგო.

* * *
-ორი დიდი პიცა „პეპერონი“,-ჩააწერინა მიმტანს თენგომ -ორი მოჰიტო და ორი წვენი.
-მოჰიტოს მეც დავლევ,-თქვა თებემ
-კარგი,ოთხივეს მოჰიტო მოგვიტანე,-შეასწორებინა შეკვეთა მიმტანს და გაუშვა.
-მოჰიტოს შემადგენლობაში რა შედის თებე? -ჰკითხა ალექსანდრემ გაოცებული სახით,არ ელოდა რომ თებე დასალევს მოინდომებდა.მას ხომ არ უყვარს ,როცა თავს ვერ ფლობს.
-რომი,მერე?-მიუგო თებემ-ლოთი კიარ ვარ,უბრალოდ კარგი დასალევია.
-მე არ მითქვამს,ლოთი ხარ-მეთქი,უბრალოდ გამიკვირდა,შენი ნებაა,-უთხრა ალექსანდრემ.
-რა უნდა.ერთს მოსვავს და დააყოლებს პიცას,ცოტა მოეკიდება და ხასიათზეც მოვა,-ჩაერთო დიალოგში თენგო,-იქნებ მოჰიტომ მაინც უშველოს,-დაამატა და გულიანად გაიცინა.
-არაფერი შეგეშალოს,-წარბი აზიდა თებემ
-არა,თებე,როგორ გეკადრება ტო ,- ეშმაკურად ჩაიღიმა თენგომ და ალექსანდრეს შეხედა.ალექსანდრეს მზერა სულ სხვაგან იყო მიმართული,მათ წინ მაგიდასთან მსხდომ გოგოებს უყურებდა და მხოლოდ ღმერთმა იცის რას ფიქრობდა გონებაში.
- რამდენს ლაპარაკობ თებე,-უთხრა ნენემ და მისი ხმის გაგონებაზე ლამის ტაში შემოჰკრეს.
-შენ არაფერს ამბობ,ალექსანდრე გართულია ვიღაც გოგოების თვალიერებით და დრო ხო უნდა გავიყვანო.
-ძალიან ლამაზი გოგონები სხედან ჩვენი მაგიდის წინ და მინდა ვუყურო,შენ რა გაწუხებს?-თებესკენ მიბრუნდა ალექსანდრე და დაჟინებით მიაცქერდა თვალებში,-შენ არ გსიამოვნებს რომ გიყურებ ისინი კი რომ მოვუშვა ტანზე შემომეხვევიან.
-ისე აცვიათ არ გაუჭიდებათ,-თქვა და თვალი ჩაუკრა-მაინც არ მშურს,ბატონო ლექტორო!
-აქეთ უნდა შურდეთ შენი,საკმაოდ ლამაზი თვალები,თმა და ტანი გაქვს,კაცი რომ შემოგხედავს გაიფიქრებს,დამაჯინა და მაცქერინაო,-ჩაერთო თენგო საუბარში-ალექსანდეს გემოვნება არ აქვს.
-მაგას მივხვდი უკვე,თუმცა ნუ მაქებ ამდენს თორემ თავში ამივარდება.
-ერთ-ორს ნენესაც ვეტყვი და განეიტრალდება,-სიცილით თქვა თენგომ და ნენეს შეხედა,-ეს შავ თვალება გოგო რატომ გაჩუმებულა,შეყვარებული ჰყავს?
-არ მყავს,-უპასუხა ჩუმი ხმით ნენემ.
-მაშ,ჩუმად რატომ ხარ?
-არ მიყვარს საუბარი,-უპასუხა მან.
-ახლოს რომ გამიოცნობ ალაპარაკდები,დამიჯერე...
-კარგი,დაგიჯერებ,-ღიმილი მოჰგვარა ნენეს თენგოს ნათქვამმა-პიცა მობრძანდება მეგობრებო,-თქვა მან და მომავალ მიმტანს გაუღიმა.მიმტანმა პიცა მაგიდის შუა გულში დადო და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა,მეორე პიცის მოსატანად,მას მეორე მიმტანი წამოეწია,რომელსაც მოჰიტო მოჰქონდა.
-მიირთვით,ნუ გერიდებათ,-თქვა თენგომ და ასაღები პიცას ქვეშიდან შეუცურა -პირველი ნაჭერი ნენეს,-თქვა და პიცის ნაჭერი ნენეს თეფშე დადო.ნენეს ძალიან მოეწონა რატომღაც თენგოს საქციელი.
-მადლობ,-მიუგო თბილი ხმით.
-არაფერს,-ღიმილით მიუგო თენგომ და პიცა დანარჩენების თეფშებზეც გადაანაწილა.ალექანდრე ისევ თავის სტიქიაში იყო,თებე კი მას უყურებდა და საშინელ სიბრაზეს გრძნობდა.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას,მიირთვი სანამ თბილი და გემრიელია ,- თითქოს მისი ფიქრები წაიკითხაო,ურჩია თენგომ და პიცის ნაჭერს გემრიელად შეექცა.
-ნუთუ თებე ეჭვიანობს,-სიცილით თქვა ალექსანდრემ-არ მჯერა,-თებეს ცქერა ბევრად სასიამოვნოა,ვიდრე იმ უცხო გოგოების,მაგრამ ვინ გაბედავს ამის გაკეთებას,ალექსანდრე ყველანაირად ცდილობს რომ მას ზედმეტად არ შეხედოს,თორემ მერე გულის ცემა ისე უხშირდება ყურებშიც კი გრძნობს.თებე ცდილობს აღარ მიაქციოს ყურადება ალექსანდრეს და პიცას ნაწილ-ნაწილ ჭრის,როცა ის თეფშსზე იყურება,ალექანდრე მზერას მისკენ ანაცვლებს,როგორც კი ზემოთ აიხედება,ისევ იმ მაგიდისკენ იხედება და ნერწყვის დიდ ბურთულას ყლაპავს.
-ძალიან მომწონს,-თქვა ნენემ
-ვიცოდი,რომ მოგეწონებოდა,-გაუხარდა მისი ნათქვამი თენგოს - ხშირად მოვიდეტ ხოლმე აქ,თან ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ.
-კარგი იდეაა,-ჩაერთო თებე-მართალია ბევრი საუბარი გიყვარს,მაგრამ ცუდი ბიჭი არ ჩანხარ,-ღიმილით უთხრა მან.
-თვით,თებე მეუბნება კომპლიმენტს,-სიცილით თქვა თენგომ და უნებლიედ ნენეს ხელი მხარზე გადახვია,ნენე შეიშმუშნა და სახეზე ალმური მოედო -უი,მაპატიე,უცებ კარგ ხასიათზე დავდექი,-შერცხვა თენგოს,პირველად შერცხვა რომ გოგოს უკითხავად ხელი დაადო და უმალ ჩამოწია.
-არაუშავს,-მიუგო აწითლებულმა ნენემ - თუ დავმეგობრდებით გეპატიება.
-ხოდა,უკვე მეგობრები ვართ,არა ალექსანდრე?
-კი აბა რა,თქვენ იმეგობრეთ.
-და შენ და თებეს მეგობრობას წინ რა უდგას?-გაუკვირდა თენგოს
-ამასთან ჩემმა მტერმა იმეგობროს,-სიცილით უთხრა თებემ და ალექსანდრეს შეხედა,მას სახეზე დაეტყო რომ არ ესიამოვნა თებეს ნათქვამი.
-ჩვენ კი შევრიგდით,მაგრამ როგორც ლექტორი და სტუდენტი,არ ვაპირებ მასთან მეგობრობას ,- უპასუხა ალექსანდრემ და თებეს მზერას თვალი აარიდა - მე წავალ თუ არ გეწყინებათ ,იმ მაგიდიდან მიხმობს ერთი ლამაზი გოგო ,- თქვა და სკამიდან წამოდგა.თენგოც წამოდგა და მასთან მივიდა.
-რას მაიმუნობ ტო ? - ჩუმად ჰკითხა დაბნეულმა
-მინდა რომ თებე ვაეჭვიანო ,- თქვა და მაგიდიდან მოჰიტოს ჭიქა აიღო,თითქმის ნახევრამდე დაიყვანა და უკან დადგა -არ შემიძლია მისი ყურება,მგონი მართლა მიყვარს ,-ბურტყუნით მიუგო თენგოს და ჩამოსცილდა.
-აბა შენ იცი,-მიაძახა თენგომ და მაგიდას მოუბრუნდა.
თებეს ლამის ლუკმა გადასცდა ალექსანდრეს საქციელზე,რატომღაც არ ესიამოვნა მისი ქმედება,მაგრამ მას ვინ კითხავს,უბრალო სტუდენტია,თუმცა რომ უყურებდა,როგორ უღიმოდა ალექსანდრე იქ მსხდომ გოგოებს, სიბრაზისგან თავს ძლივს იკავებდა სკამზე.
-რა მოგივიდა თებე?-მისი ცვლილება არ გამოჰპარვია ნენეს -გინდა სახლში წავიდეთ?
-არა,ისეთი გემრიელი პიცაა ვერ ვწყდები,-უპასუხა თებემ და პირი გამოიტენა ლუკმით.
-არ დაიხრჩო,-უთხრა ნენემ
-ამით არ დავიხრჩობი,სხვა რამე კი ვატყობ ბოლოს მომიღებს,-ნენე მიუხვდა რასაც გულისხმობდა და ვისაც.არც თენგო იყო მიუხვედრებელი.
-მეცინება თქვენზე,-უთხრა თენგომ და გადაიხარხარა - თებე,მოგწონს შენი ლექტორი?-მოურიდებლად ჰკითხა თენგომ.
-არა! -მკაცრი ხმით უპასუხა თებემ,- არ მომწონს,საერთოდ არ ჯდება ჩემ გემოვნებაში,აყლაყუდა ალექსანდრე ,- საკმაოდ უმატა ხმას და მისი ნათქვამი ალექსანდრეს ყურამდეც მივიდა.რა,თქმა,უნდა მას არ ესიამოვნა თებეს ნათქვამი,მაგრამ მისკენ არ შებრუნებულა,ვითომ არც გაუგია,გააგრძელა გოგოებთან საუბარი.



№1  offline წევრი BIG DREAMER

როგორც იქნა გამოტყდა ალექსანდრე:დ❤❤ ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. ❤❤❤

 


№2  offline წევრი Rania

Mecineba amat moqmedebebzeee
Sanam eseni urtiertobebs daatbobenn. Mekidamemarteba chemii
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline წევრი დარინა

მიყვარს რა ეს წყვილი, როგორ ვხალისობ ისეთი საყვარლები არიან ერთმანეთს რომ კბენენ, ყინულმა გალხვობა დაიწყოო კარგია ალექსანდრემ რომ აღიარა თავისი გრძნობები, ეჭვიანი თებე საყვარელია, ბევრი ბევრი მომენტი მინდა ამათი არ მყოფნის, აი თენგოს და ნენეს წყვილი საოცრება იქნება წარსულ იარებს ნენე მოუშუშებს. ახალ თავს ველოდები უკვეეე.

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ჯერ სად ხართ,ისეთი ამბებია წინ,უფ უფ.. . იმედია არ გაგიცრუვდებათ გული. მადლობა რომ კითხულობთ და აზრს აფიქსირებთ,ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. <3 <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent