შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #3 (+18)


18-02-2019, 19:21
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 629

3.

ხელში აყვანილი ნატალია ძლივს ავიყვანე კიბეებზე, კარებზე ზარი დავრეკე, ვიცოდი რომ ზურის ეძინებოდა, მაგრამ ახლა გასაღების ამოსაღებად ნატალიასთვის ხელი რომ გამეშვა, უეჭველი იყო სადარბაზოს ბინძურ ქვის იატაკზე გაიშხლართებოდა. ვატყობდი, გონზე იყო, მაგრამ არც თვალების გახელვის და ფეხზე დგომის თავი არ ჰქონდა. ლაპარაკზე ხომ ზედმეტია საუბარი.
- გასაღები დაგრჩა? ეს.. ვინაა?
თვალები შუბლზე აუვიდა ზურის. კარი გაიხსნა თუ არა ჩემი ოთახიდან ნაცნობი ხმები მომესმა.
- სანამ ჩემს ოთახამდე მივალ, შენით ჯობია ის ეროტიკა გამორთო- ხმადაბლა ამოვილაპარაკე და ზურის თვალები ავუბრიალე. მეტი კითხვა არ დაუსვამს. თავისი მოკლე კულულა თმებით გაბრუნდა და მალე ხმაც შეწყდა.
- ნატალია.გესმის?
თავი ძლივს დამიქნია და წარბები შეჭმუხნა. კარგი, ამისთვის უნდა მიმეხედა. გონებაში საკუთარი თავი მეკითხებოდა აქ რატომ მოვიყვანე, მაგრამ.. პასუხი არ მქონდა. ჩემში მზრუნველი ინსტიქტები იყო გამოღვიძებული.
საბააზანოში შევიყვანე და ვეცადე წონასწორობის შენარჩუნებაში დავხმარწბოდი. სახეზე რამდენჯერმე თბილი წყალი შევასხი და პირსახოცით გავუწმინდე.უსიამოვნოდ ამოიკრუტუნა, რაზეც ჩამეცინა. ფეხები ოდნავ აამოძრავა და მიმართულებით გამომყვა. მაგრამ ფაქტიურად ისევ ხელში მეჭირა.
ჩემს ოთახში შევიყვანე, მიყრილი ნივთები ფეხით აქეთ-იქეთ გავწიე და საწოლზე დავაწვინე. თავი მოვიქექე, ღრმად ამოვისუნთქე. აქ არ უნდა ყოფილიყო.
ჩემში განგაში იყო. ჩემს ოთახს წითელი ღილაკისთვის თითი დაეჭირა და არადა არ უშვებდა, მიჩვეული იყო რომ ღამე იქაურობა მხოლოდ ჩემი და მისი იყო.
“ეს ხომ ნატალიაა!”
დავუყვირე საკუთარ თავში ოთახს და იქიდან გამოვედი. სიგარეტს მოვუკიდე და სამზარეულოში გავედი ზურისთან.
-რატომ არ იძინებ?
-მგონი ცხოვრებაში პირველად გხედავ გოგოსთან ერთად. თანაც შენს სახლში. შენი პორნო რომ არა, ვიფიქრებდი პიდარასტი ხარ.
ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა. თვალები გამიფართოვდა.
-შენ რა, ეწევი?
- დამიან, ძმები კი ვართ მაგრამ ყველაფერი არ ვიცით ერთმანეთზე.
ჩაიცინა და ნაპასს ღრმად დაარტყა.უცნაური იყო, ჩემი პატარა ძმისთვის ყურება, თუ როგორ იფუჭებდა ფილტვებს მხუთავი აირით, რომელიც რეალურად გაზზე უარესი იყო.
ამ ღამით ყველაფერი უცნაური იყო.
-მგონი დედ-მამამ დამიკიდეს.
-ასე რატომ ამბობ?
-თვეზე მეტია აქ ვარ.- მხრები აიჩეჩა და გადააფერფლა. გამეღიმა.
-თუ ჩემს ოთახში არ შეძვრები ხოლმე, სასიამოვნოა შენი კომპანია.
გავუღიმე და თმები ცალი ხელით ავუჩეჩე.
-და თმა შეიჭერი, მალე გოგოს დაემსგავსები.
დავცინე და საკუთარი სიგარეტი საფერფლეს მივაწვი.
-ის ვინაა?
თავით მანიშნა ნატალიასკენ და თვალები ამიბრიალა. თავისი ბავშვური ჟესტებით უფრო სიმპატიური იყო, ვაღიარებ.
-ნატალია.
-ქართველია?
გაიკვირვა და კვამლი ფილტვებიდან ერთიანად ამოუშვა.
-აშკარად.- გამეცინა- რატომ მეკითხები?
-არვიცი. შენი შეყვარებულია?
სანამ პასუხს გავცემდი ბოლო ხმაზე ავხარხარდი. მე და შეყვარებული? ალბათ უკანასკნელი იყო რასაც წარმოვიდგენდი. ჩემი თავი პარტნიორის გვერდით? არა, თავს მარტოც მშვენივრად ვართმევ ცხოვრებას.
- არა, ის ჩემი კურსელია.
- მე რაღაც კურსელზე მეტი მომეჩვენა.
მხრები აიჩეჩა და თვალები ააციმციმა.
-ზური! ფიქრითაც არ გაიფიქრო! შენზე მინიმუმ ექვსი წლით დიდია.
ჩაიცინა და ხელი აიქნია. უცნაური ძმა მყავდა. ყველაზე საყვარელი და უცნაური. ზოგჯერ ის და ნიკუშა ძალიან გავდნენ ერთმანეთს.
სკოლის ბოლო წელი გვრჩებოდა მე და ნიკას. დიახ სკოლელები ვიყავით, თავიდან კლასელები მაგრამ ჩხუბისთავები ერთ კლასსში დირექციამ ვერ აიტანა. ან რომელიმე შეიცვლით კლასს ან ორივეს გაგრიცხავთო. სხვა რაღა დაგვრჩენოდა. მაშინ დაიწყო ჩემი “ბნელი მხარეების” გამომჟღავნება. წინააღმდეგობის გაწევის მიზნით როგორც ხულიგანს შეეფერება საპირფარეშოში დროჟის საკმაო რაოდენობა ჩავუძახე. ეს პროტესტი იყო.
-რურუა!
მომესმა მანდატურის ხმა. არ გავქცეულვარ. დამცინავი სახით შევუტრიალდი, მაშინ ბევრად ცინიკოსი ვიყავი. ალბათ ეს თავდაცვის ერთერთი მექანიზმი იყო.
- სწრაფად კაბინეტში!
- არ ვაპირებას დამორჩილებას.
მხრები ავიჩეჩე და მანდატურს ზურგი ვაქციე. ის ის იყო რაციაში რაღაცის ბურტყუნი დაიწყო. სიმწრისგან, რომ მე და ჩემს არაბიოლოგიურ ძმას დაგვაშორებდნენ აზროვნება გავწყვიტე. ხელი მოვმუშტე და რაც ძალა მქონდა ფანჯარას მივანარცხე. რათქმაუნდა არც ჰალკი ვარ არც სულიერი ძალის მქონე. ორმაგი შუშა ვერ ჩავტეხე მაგრამ ზედა პირის დამსხვრევა მაინც მოვახერხე. მყესები დამისისხლიანდა. სკოლის ქომაგებს ყველას თავი მოეყარათ. ნიკუშას გარდა, რომელიც დირექტორის კაბინეტში ყურყუტებდა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. ჩემი უსაქციელობის გამო ‘ყურის აწევით’ ჩამათრია ორმა კაცმა კაბინეტში სადაც ველოდებოდი ნიკუშას. რომელიც ჩემთან ერთად დაამცირებდა დირექტორს. მაგრამ იქ არ დამხვდა.ბოლოს გაირკვა, ის და ჩემი იმ დროისთვის ლაწირაკი ძმა ჩემს სახლში იჯდნენ წყნეთში და ვიდეო თამაშებს თამაშობდნენ. ასე მოაწყვეს. დაურეკავს ამ ჩემს არაბიოლოგიურ უტვინოს ბიოლოგიურ უტვინოსთან და იმასაც იქვე მცხოვრებისგან მისაყუდებელი კიბე უთხოვია. ასე გააქცუნა ნიკუშა მეორე სართულიდან.
რაც მე მაშინ ვიცინე და ვიხარხარე. უკვე ვიცოდი სკოლიდან გარიცხვა არც ერთს აგვცდებოდა, მაგრამ ჩვენი მშობლების, უფრო სწორად მამების ხვეწნამ მომხიბვლელი დირექტორი მოთაფლა და ბოლო რამდენიმე თვე სკოლაში გაჩერების უფლება მოგვცა. ნიკუშა.. მას უნდა დავლაპარაკებოდი. ნატალიას ნათქვამს ჩემი ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ ინელებდა.
- არ ვფიქრობ არაფერზე, წავალ დავიძინებ.
ზურიმ ერთი გემრიელად ასწია ხელები და გაიზმორა. მისი შემხედვარე ნებისმიერს მოუნდებოდა ძილი. ნიჟარაში ჩაგდებულ რამდენიმე თეფშს რეცხვა დავუწყე. ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. ყველაფერს ნატალიასთან სიახლოვე ართულებდა..
დაუშვებელი და მიუღებელია, ადამიანთან სიახლოვე ჩემთვის დიდი სენია.
ჩემს ოთახში საშინლად გათიშული შევიზლაზნე.მხოლოდ წითელი განათებები დავტოვე და ნატალიას გვერდით მოვთავსდი. ვუყურებდი, ვაკვირდებოდი. გული უსწრაფესად მქონდა აჩქარებული. გოგონა ჩემს ოთახში..
კარგი, ამას როგორღაც გადავიტანდი. ვერ ვუკეთებდი ნატალიას ასოციაციას უბრალო გოგოსთან.
მალე გათენდებოდა, დღევანდელი ნავაჭრი მანამ უნდაჩამეტანა ოფისში სანამ ის ან ზური გაიღვიძებდნენ.
ძილი არაფრით მეკარებოდა. სახეზე ხელი ნაზად შევახე და თმა ყურს უკან გადავუწიე. ასე მართლაც უხდებოდა. ბაჯბაჯით წამოვიწიე ჩემი იატაკს ოდნავ დაშორებული საწოლისგან, გასაღებს ხელი დავავლე და კიბეები სწრაფად ჩავიარე.
***
-ნიკუშ, ვიცოდი რომ არ გეძინებოდა.- ტელეფონში ჩავძახე როგორცვე სარდაფი დავტოვე და სადარბაზოს კიბეებზე ჩამოვჯექი. თვალები მოვისრისე. პახმელია მალე დამეწყებოდა. ამას ჩემი თავის ტკივილი მახვედრებდა.
- სახლი თავდაყირა დამიდგა. ნინი მეხმარება დალაგებაში.
საათს დავხედე. დილის ექვსი საათი ყველაფერს ცვლიდა.
-ხოარ გიტყდება, რო არ გეხმარები?
- ოჰ კი, ძალიან. -ჩაეცინა- მოიცა რა, შენი გაგჭირვებია.
საულვაშე ადგილები ხელით დავიზილე და საქმეზე გადავედი:
-მაგ გაჭირვებაზე.. რაღაც უნდა გკითხო.
-აბა?
- ნატალია ბოლოს რომ ვნახე.. აი სანამ წარმოდგენებს მოაწყობდა.- ღრმად ამოვისუნთქე. რატომ მადარდებდა ეს?!- მითხრა რომ შენ ოთახს ეძებდა და?..
-გინდა მკითხო რამე მქონდა თუ არა ყინულის პრინცესასთან?- ჩაიცინა. უფრო დავიძაბე მაგრამ მალევე გავიგე პასუხი, რისი მოსმენაც მინდოდა:
- წესიერად არც გვისაუბრია, თუ გაინტერესებს. ნინისთან ერთად ვიყავი მთელი ღამე და შემს კლიენტებს თვალებით დავსდებდი რომ რომელიმე ჩემიანს არ ეყნოსათ.
-აბა მომატყუა?
-მოგატყუა კიარა, მაგრად აგაგდო.- დამცინა ძმაკაცმა და ხმამაღლა გადაიხარხარა. ვხვდებოდი, რომ მართალი იყო.
-ვახ ნიკუშ. გამაგიჟებს ეს გოგო.
-ეხლა უკვე ბოდავ. არავის გაუგიჟებიხარ, რაღა მაგან უნდა გაგაგიჟოს.
- არც არავის უცეკვია სტრიპტიზი ჩემს ასაგდებად… კაი წავედი მოკლედ. ამდღეებში გამოვჩნდები, საქმეები მაქვს.
- შენი ოფისის ამბებია?
- დიდ საქონელს ველოდები. დაკავებული ვიქნები.
-პრინცესა მომიკითხე.- ჩაიცინა და გამითიშა.
არვიცი, კიდევ რამდენი ხანი ვიჯექი კიბეზე, თავით ხელებში ჩარგული. ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობდი. ხვალ კოკაინის დიდ ფუთთან ერთად წამალსაც ველოდებოდი. ეს პირველად ხდებოდა. ვიცოდი, არასწორ გზას ვედექი, არც მახსოვს ეს ყველაფერი როგორ დავიწყე. უფროსწორად მახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად. მთავარი შედეგი იყო, რასაც ვშოულობდი იმით თავს ვირჩენდი მის მერე რაც მშობლებისგან სამუდამოდ წამოვედი. არსებობს რაღაცები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია. შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ.. ალბათ ერთხელ ამასაც გავიხსენებ, მაგრამ ახლა ამის დრო არ მქონდა. საბოლოოდ მოვისრისე მთლიანი სახე და კიბეები მძიმედ ავიარე.

***
-მალე გაიღვიძებს?- ნაცნობი, ქალის ხმა მაბრუებს და ოდნავ მაფხიზლებს. თითქოს ჩემს ყურთან ლაპარაკობსო მაგრამ ფაქტია ხმა მეორე ოთახიდან მესმის,როგორც მინიმუმ.
-რაც ამ ერთი თვის დაკვირვების შედეგად შემიძლია გითხრა, ისარის რომ ნაბახუსევზე პირველამდე სძინავს და უზმოზზე ორ ღერს ეწევა.
ზურის სიცილი. თავი დააფთრებულმა წამოვწიე და თვალი ოთახს მოვავლე. კი, ნამდვილად ჩემთან ვიყავი, ჩემს საძინებელში. გვერდით აბურდულ გადასაფარებელს რომ დავხედე, მაშინვე გამახსენდა. ნატალია!
გიჟივით წამოვფრინდი და შორტებთან ერთად პერანგი მოვიცვი. თავის ტკივილი აფთარივით დამეტაკა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.
-ანუ ხშირად სვავს?
კი, ნამდვილად ნატალია იყო.
-ალკოჰოლიკობასაც ვერ დავაბრალებ რა.
-აჰა, ჩემზე მეტს ვერავის ჭორავთ?
ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს დავწვდი.
-ახლა ორ ღერს ერთდროულად ამოიღებს.
ჩაიბურტყუნა ზურიმ და ყინულის თვალებას გახედა. თვალები ავაბრიალე და კოლოფიდან ორი ღერი ამოვაძვრინე. ერთი ყურს უკან მოვიქციე, მეორე ტუჩებში. ნატალიას წამით თვალები ჩემს ტუჩებზე, ან სიგარეტზე გაუშტერდა მაგრამ მალევე შეიბერტყა თავი და მზერა ზურიზე ღიმილით გადაიტანა.
-საღოლ შენ რა, თუ ნაბახუსევი არ ხარ.. შენს ადგილას ტრაკს ვერ ავწევდი.
ჩავილაპარაკე და კედელს მივეყრდენი.
-ანუ მძიმე გაქვს-
ჩაიცინა ნატალიამ და თმა მხრებიდან გადაიყარა. გუშინდელი მაკიაჟი ოდნავ გათხაპვნოდა, მაგრამ უხდებოდა კიდეც. - სამზარეულოში ბლინებია, თუ არ გიყვარს ზური შეჭამს.
-ჩემთვის გააკეთე?
თვალები შუბლზე ამივიდა და სამზარეულოსკენ გავბრუნდი. ზურიმ თვალი ჩამიკრა, ნატალია უკან გამომყვა. ვატყობდი ქუსლიანით სიარული ამდენი ხანი უჭირდა. მაგრამ ხმა არ ამოვიღე. მაგიდაზე არჩვეულებივი ბლინები ეწყო. მრგვალი ფორმებით.
ნატალიას შევუბრუნდი, ღიმილით შემომცქეროდა ხან მე ხანაც ბლინებს და თითებს იწვალებდა.ჩამეცინა:
-შენსავით მრგვალი ფორმები აქვს.
-უკაცრავად?!
მის სერიოზულ სახეზე რამის კვამლი გადამცდა.თავი შევიკავე ბოლო ხმაზე არ მეხარხარა.
თვალებით მისი მკერდისკენ ვანიშნე. თითქოს ვერ მიხვდა და მის ტყავის მოტმასნულ ტოპს წამით დახედა.შემდეგ გაყინული მზერა ჩემზე შეაჩერა.
-კარგი, ისტერიკებს არ ავტეხ.
ხელები გაასავსავა.
- არადა, ველოდი.
მხრები ავიჩეჩე და ბლინი ჩავკბიჩე.
-გემრიელიცაა.
-შედარებას ნუ გაუკეთებ. ვიცი ისედაც.
ჩაიცინა და მარლბორო შავი გოლდი ტუჩებში მოიქცია.
-ნუ ეწევი რა.
- დისკრიმინაციის სუნი მცემს- ჩაიცინა და ღმა ნაპასი დაარტყა. საშინლად უხდებოდა მაგრამ რაღაცნაირად პირველად მომხვდა გულზე, რომ გოგო ეწეოდა. აქამდე ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია.
-ისე გითხარი.
თავი დავიცავი და უკვე მეორე ბლინზე გადავედი.
-გემრიელია?
-შენ ვერ შეგედრება.
ეს მართლა წამოვროშე?! აშკარად თავის ტკივილი აზროვნების საშვალებას მიქვეითებდა.
გაოცებული მიყურებდა მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. თავი ჩახარა და ქვემოდან ამომხედა.
-წუხელ.. რამე მოხდა?
-რამის გაშიშვლდი სახალხოდ.
-ეგ ვიცი.
-მეტი არაფერი.
მხრები ავიჩეჩე.არადა როგორ მინდოდა მიმეხალა რომ ყველაზე მეტად ადამიანში ტყუილი მაღიზიანებს.მითუმეტეს ჩემს სუფთა ნიკუშაზე შეწმენდილი ხელები.
-ანუ მეძინა...
-სექსი არ გქვონია, ქალიშვილო.
დავცინე და ჭამა დავამთავრე. დამებღვირა დამცინავი მზერით და მხარი გამკრა. თითქოს ხომ ასეთი თამამი იყო მაგრამ რაღაც დიდი ხიბლი და სევდა იმალებოდა მის თვალებში. გუშინ ეჭვიანობამ რა აღარ გააკეთებინა. ფაქტი იყო მოვწონდი, თუმცა რა მიკვირს. მან ხომ შეხვედრის დღესვე ამიხსნა სიყვარული.
ვარდისფერ ბაგეებზე მივშტერებოდი, თავი ჩახრილი ჰქონდა და აუჩქარებლად ეწეოდა. მისი ნიკაპი ხელში მოვიქციე და თავი ავაწევინე. გაურკვეველი მზერით შემომხედა და ოდნავ წამოიწია რომ გამსწორებოდა. მის ტუჩებს ნაზად წავეტანე. კანის თხელი ფენა ერთნაეთს ეხება და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ასეთი რამ აქამდე არ განმიცდია, თითქოს თავის ტკივილიც მივლის. კოცნაში ამყვა, მაგრამ მალევე გამწია და სიგარეტს გახედა.
-უნდა გადავაფერფლო.
ჩამეცინა. ეს თავის არიდების ახალი ხერხი იყო აშკარად.
-ნატალია, გასაგიჟებელი ქალი ხარ.
-შენ კი, ისევ მთვრალი ხარ.
გამიცინა და ყურს უკან თმა გადაიწია. როგორც ჩანს ჩემს ნათქვამს კარგად იმახსოვრებდა და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავდა.
-იცი..
რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ტელეფონი ამიბზუილდა, რამაც პირი დააკუმინა. უხერხულად შევიშმუშნე და ვუპასუხე.
-ადგილზე ვართ. სადაც შევთანხმდით. ქეში მოიტანე,არანაირი ჩეკი არ მინდა.
ჯანდაბა! წამით ვერ მივხვდი, რა შეხვედრა, რა ქეში, რა ჩეკი. უცებ ტვინში დამარტყა და საკუთარი პროფესია გამახსენდა. ეს არასდროს დამვიწყებია. ამნეზიის მიზეზს გავხედე. აუჩქარებლად ეწეოდა.
-მალე ვიქნები.
დინჯად ამოვილაპარაკე და ნეწრყვი მძიმედ გადავყლაპე.
-უნდა წავიდეთ.
-მპატიჟებ?
-არა, ანუ უნდა წავიდეთ მაგრამ ცალ-ცალკე.- ხელებით ავუხსენი და საკუთარ ოთახში გავვარდი. იმ ხალხთან ხუმრობა არ შეიძლებოდა. ყველაფერი სერიოზულად უნდა მიმეღო და ქალზე არუნდა მეფიქრა.ბიბლია გამახსენდა, რატომ ვაიგივებდი ევას ნატალიასთან? მითუმეტეს მე ადამზე ჭკვიანი ვიყავი.
ბევრი არ გვისაუბრია, გაოცებული დარჩა ჩემი უცაბედი საქციელით, მაგრამ არაფერი უკითხავს. მანქანით გავიყვანე და იქ დავტოვე სადაც მითხრა. სწრაფად ვატარებდი. “ინვესტორებთან” დაგვიანება არ იყო კარგი იდეა, მითუმეტეს როცა ეს ნარკო-ბანდას ეხებოდა.
-დავითი?
-დამიანე.- წესიერადაც არ ახსოვდათ ჩემი სახელი ამ ნახევრად ჩაკაიფებულ “ბოსებს”. თუმცა რეალურად ისინიც სხვისგან იყვნენ დავალებულნი. ყველაფერი სწრაფად მოხდა. როგორც ყოველთვის პირველი ფულის მიღება იყო. ფულით გატენილი კონვერტი გავუწოდე ერთერთს და თვალი პატარა კონტეინერს შევავლე, რომელიც თავისუფლად მოთავსდებოდა ჩემი მანქანის უკანა სიდენიაზე. მთავარი იღბალი იყო,რომ შემოწმების გამო პოლიციას არ გავეჩერებინე. ეს არასდროს ხდებოდა. მიმართლებდა, მაგრამ ვაი თუ რამე მოხდებოდა, წინასწარ ათამდე სცენარი მაინც მქონდა თავში წარმოდგენილი, როგორ წავიდოდა სიტუაცია და როგორ გამოვიძვრენდი თავს.
-როგორც იცოდი, წამალი და . აზიური ჯიშისაა ძმაო, შენს ადგილას ცოტას ჩემი თავისთვის დავტოვებდი.
-მოიცა, მოიცა. ფხვნილი?
კოკაინი ვიგულისხმე. არვიცი, ამ სიტყვის წარმოთქმა საკუთარ თავზე ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას მიქმნიდა ხოლმე.
-ეგ არ ყოფილა. რაღაცეები შეიცვალა.
-კარგი, კარგი.
მათთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. ისინიც დავალებულები იყვნენ და ჩალიჩი რომ ამ ყველაფრის თავს მივწვდომოდი, ძალიან მეზარებოდა.
-მოლაპარაკება იცი, სამ თვეში საქონლის ნახევარი მაინც უნდა გაასაღო. 40% ჩვენია. დანარჩენი შენი.
-ვიცი. სამი თვე დიდი დროა.
-შენნაირი გაქექილი ტიპისთვის კი. გაგვიგია კარგად ყიდისო.
მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე.ასეთებთან ჩემი ბიზნესის გადაშლას ყოველთვის ვერიდებოდი.
საქონელი სარდაფში დავაბინავე. ზედმეტად ბევრი იყო მართლაც. მუდმივ კლიენტებს ახალს რომ დავანახებდი, ახლები მალევე მოაწყდებოდნენ ჩემი ოფისის კარს.
-აქ რა მტვერი დგას, რახდება.
ნაბიჯების ხმაზე უსწრაფესად მივიხედე. თვალსაჩინოდ არაფერი მელაგა, მაგრამ მაინც ოდნავ სიფრთხილე მმართებდა.
რაფო ჩემკენ ღიმილით მოიწევდა.
-რაფიკ, არ გელოდი. მოდი, მოდი. მალე ნიკუშა მოვა. ხო გახსოვს, ჩემი ძმაკაცი.
-ის აყლაყუდა პოლიციელი?
ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა. მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
-აქ რა ხდება მართლა, უბორკა გაქვს?
- რა უბორკა, ბიჭო. პროსტა რაღაცეები გადავანაცვლე რა.
ცხოვრებისეული წესი: არარის საჭირო სიმართლე ყველას უთხრა, მიუხედავად იმისა ეს შენიძმაკაცია თუ არა.
დიდად არც მინდოდა წამალზე საუბარი რაფაელთან. რახან მითხრა გადავეჩვიე და თავი დავანებეო, მისი მჯეროდა, არც მინდოდა წამოეწყო. როგორც ძმაკაცი ასე მხარში დავუდგებოდი.
-აქ უჩემოდ ქეიფის სუნი მცემს?
კიბეებზე ხმაურიანად ჩამოირბინა ნიკუშამ. მან და რაფომ ერთმანეთს სიცილით თავი დაუკრეს.
-ქეიფს ნუ მახსენებ.
თვალები ავუბრიალე და მაგიდაზე მოვკალათდი. სიგარეტს მოვუკიდე და გავაბოლე.
-არ მიაქციო ყურადღება.ერთმა გოგომ გამოაშტერა.
ხელი ჩაიქნია ჩემზე ნიკუშამ დაერთ წინადადებაში გამყიდა. რაფაელს უხერხულად გავხედე.გაღიმებული, წარბ აწეული მიყურებდა.
-აბა შეყვარებული არაო?
რაფოს კითხვაზე მე და ნიკუშამ ერთდროულად გავიცინეთ, მაგრამ მალევე დავსერიოზულდი როცა მკითხველის სახეს ოდნავი ღიმილიც არ გადაეკრა.
-რაიყო, რამე ხდება შენკენ?
ვკითხე დინჯად და ნიკუშას სიგარეტი გადავაწოდე.
-სიყვარულზე ჩავფიქრდი რა, მეორე წელია სი*ივით დავსდევ ერთ გოგოს.
-არ მჯერა, რომ შენ, რაფაელი ვინმეს დასდევ.
-აი მაგის გამო მოვეშვი ამ მომწამლავ ამბებს თორე. ჰა..
ხელი აიქნია და საკუთარ სიგარეტს მოუკიდა.მშვიდად ჩაიგუბა ნიკოტინი და თხრობა განაგრძო:
-მგონი ზოგ ადამიანს საერთოდ არ შეუძლია სიყვარული. რაც არ უნდა ახლობლები იყოთ, რაც არ უნდა ბევრი გადაიტანოთ ერთად, რაც არ უნდა სითბო და სიყვარული აფრქვიო, არ უყვარხარ, იმიტომ კი არა რომ შენი სიყვარული არ გამოსდის, ვერ უყვარხარ, უბრალოდ არ შეუძლია ეს სიყვარული და მორჩა.
-მაგარი გულ ნატკენი ყოფილხარ.
სახე მოისევდიანა ნიკუშამ. რაფოს სიტყვებს დავუფიქრდი. ალბათ მართალი იყო. ვხვდებოდი რომ მაგარი იღბლიანი ვიყავი. სიყვარული ასუსტებდა. აგერ ამის ნათელი მაგალითი - რაფო, წინ მეჯდა.
-სამი უკიდურესობა ვზივართ ამ ოთახში, თუ რაცაა- ხელი მოავლო სარდაფს ნიკუშამ- აგერ ამას ვერავინ შევაყვარე ჩემ გარდა, შენ სიყვარულისგან დაფერფლილი ხარ შენი სიგარეტივით, მე კიდე შეყვარებული მყავს და მგონი თქვენ ორისგან ჯერ კიდევ კაი ხანი შორს ვარ.
თავი შეიქო და პატარა ოთკუთხედი მაცივრიდან სამი ლუდი ამოიღო. სათითაოდ ჩამოგვირიგა.
-შეყვარებულობას არ ვგულისხმობ და ‘რომანწიკულ’ ამბებს მარტო. ზოგადი ამბავია.
ხელებით აგვიხსნა რაფომ. მხოლოდ ახლა ვხვდებოდი რომ ორი ადამიანი საუბრობდა, მე კი ჩუმად ვიჯექი. ან რა მეთქვა. ყველა გრძნობა გამოვლილი მქონდა სიყვარულის და შიშის გარდა. რაც არ ვიცი იმაზე არც ვსაუბრობდი, რომ მერე თავი ცნობილი გამოთქმით არ მემართლა “არცოდნა არცოდვააო”.
-წყევლასავით არის ალბათ, განაჩენივით. როგორია, ვერ გიყვარდეს. აი ამას -ხელი მკერდზე მსუბუქად მომარტყა ძმაკაცმა-დაშენს გულის დამჩეხს ეხება.
ნიკუშას დავებღვირე.
-რა წყევლა, ასეთი ამბების შემხედვარე დაწყევლილი კი არა, დალოცვილი ვარ.
რაფო ჩემმა სიტყვებმა და უკბილო იუმორმა ოდნავ გააღიმა.
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ორმა კაცმა სასწაული განტვირთვა მომიტანა დღევანდელი საქონელის შემდეგ. მათთან ამაზე სიტყვა არ დამიძრავს, და ალბათ არც არავისთან დავძრავდი.
დღეები იწელებოდა, ზური როგორც იქნა გადავიდა ისევ წყნეთში, იმას არ ვამბობ რომ ხელს მიშლიდა. სახლში ისედაც იშვიათად ვიყავი. ჩემი ვარაუდი გამართლდა და შეკვეთების რაოდენობამ საკმაოდ იმატა. უკვე იმაზე ფიქრიც დავიწყე ერთი სეიფი ხომ არ მეყიდა და ფულის კარადაში შენახვისგან თავი დამეზღვია.
ამაზეც ვიფიქრებდი.
ნატალია სოციალურ ქსელში უფრო კონტაქტური აღმოჩნდა, ვიდრე რეალურად. ალბათ ასეცაა, გოგოები იმათთან იხსნებიან ვისაც პირისპირ ვერ ხედავენ. ეს სხეულის დამალვას გავს ტანსაცმლის ქვეშ. როცა შენს წინ პირველად შიშვლდებიან ხმას ვერ გცემენ, ჩაცმულნი კი სიტყვას ფეხივით გიბამენ.
უჭკვიანესი იყო ნატალია, არ მეგონა მაგრამ შემაჯამებელი გამოცდისთვის თემაც კი ჩამიწიკწიკა.
“ჩემთან ამოხვალ?”
გავაგზავნე და საწოლზე გადავწექი. დეჟავუმ დამიარა, მაგრამ ახლა მასთან სექსზე მეტი მინდოდა. ანუ მინდოდა უბრალოდ ჩემს წინ მჯდარიყო და ისე დამლაპარაკებოდა იმ სახვათაშორისო თემებზე, რაზეც ინტერნეტით დიდი გული ჰქონდა. უპასუხოდ დამტოვა. ღრმად ამოვისუნთქე. დიდ ეკრანზე ახალგამოსული ფილმი ჩავრთე. სანამ ტიტრები დასრულდებოდა აბაზანაში შევიარე, მოვწესრიგდი. კბილებს ვიხეხავდი მაგრამ ვინ გაცდის. ამ ლიფტის ფულის ასაგროვებლად სულ ღამ-ღამობით უყვართ მეზობლებს სიარული. პირში ჯაგრისჩადებულმა გავხსენი კარები და რამის დორბლები ვყარე, როცა ნატალია დავინახე. ასეთი უფრო მომწონდა. მხოლოდ თვალებ დახატული, უბრალო ტანსაცმლით და ბათინკებით.
კარი ფართოდ გავხსენი და თვითონ აბაზანაში დავბრუნდი. კარგად დავიბანე სახე.
ნატალია უკვე ჩემს ითახში იყო და ფილმს უყურებდა.
-დეჟავუს გრძნობა მაქვს- ისე მითხრა რომ ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია. გამიკვირდა რომ ჩემი გაქაფული პირი მასხრად არ აიგდო. გვერდით ჩამოვუჯექი და კედელს მივეყრდენი.
-მე არა.
გამომხედა და გამიღიმა. უბრალო გოგოს მაცდური ღიმილი.
-დღეს ისეთი ამინდი იყო, შენი თვალებივით ლურჯი ცა.
ამოვიბურტყუნე, ვიგრძენი სისხლი სახეზე როგორ მომაწვა და თავი ძალიან სულელურად ვიგრძენი. ჩემს სიტყვებზე ტუჩები გააპო და ჰაერი ერთიანად გამოუშვა. თავი წამით დახარა, მისი შემხედვარე ღიმილს ვერ ვწყვეტდი. ორივემ ყურადღება ფილმზე გადავიტანეთ.
-შინაურ ცხოველზე არ გიფიქრია?
-რა?!
ყველაფერს ველოდი ამ კითხვის გარდა. უფრო სწორად ყველა თემას, და არა შინაურ ცხოველებს.
-რავი.. არა. ბავშვობაში მყავდა ძაღლი და მეზობელმა მანქანით გადაუარა.
იმდენად უგულოდ ჩავილაპარაკე ნატალიას თვალები გადმოეკარკლა. არადა ასეც არ მინდოდა გამომსვლოდა. თავის დროზე ამ ამბავზე ოხრად ცრემლი ვღვარე.
-არ გინდა ვინმე გყავდეს ვისაც ეთამაშები?
-ეს კითხვა ორაზროვნად მივიღე.
გამოვუტყდი და წარბები ავუწიე. თამაშისას მხოლოდ ჩემი ოინები მახსენებოდა. და ის ხშირ ვარიანტში რა ცუდად ვექცეოდი გოგოებს. გამონაკლისი წინ მეჯდა. გულაჩქარებული ვუყურებდი მის გაღიმებულ სახეს, როგორ მესაუბრებოდა.
-არა.
ვუპასუხე პაუზის შემდეგ.
-ვფიქრობ, ძაღლი მოგეწონებოდა.
-თუ არ მომეწონა?
-მიეჩვევი.
ძალიან სწრაფად დამიბრუნა პასუხი და კედელს მიეყრდნო ჩემსავით. ფილმი თავისთვის მიდიოდა.ხმაც კი არ გვიშლიდა ხელს.
-ანუ მაინც მომეწონება?
ვკითხე და ჩავიცინე.
-არა, აი მარტივად აგიხსნი.
ჩემსწინ მოკალათდა და ფეხები გადააჯვარედინა.მის ბავშვურ ქცევაზე ჩამეცინა.
-შეჩვევა არ ნიშნავს რომ ის მოგწონს. მაგალითად, შენ ხომ მე შემეჩვიე.




გელით!



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

ამ ისტორიაზე ვგიჟდები, მეკეტება, ვაფრენ...დამიანე, ოხხ როგორ არ მინდა რამე მოხდეს და ჩემს(უფრო სწორად ნატალიას) დანის რამე მოუვიდეს :დდ როგორ არ მინდა ეს წყვილი დაიშალოს, ან რამე ცუდი მოუვიდეს...რაფოს თხრობაზე რატომღაც გულში ცუდად გამკრა და უცებ ნატალია გავიფიქრე მაგრამ ჩემმა ტვინმა წითელი ღილაკი აანთო და მაშინვე უარყო ეს აზრი...
იმდენად მეშინია ყოველი თავის ნახვის დროს რამე ცუდი არ მიხდეს, სულ კანკალით ვკითხულობ და ბოლომდე რომ ჩავდივარ მეღიმება... "შენ ხომ მე შემეჩვიე" ამ სიტყვებზე გამაკანკალა რასაც ქვია...
ველოდები ახალ თავს... ????

 


№2  offline მოდერი Moonlight17

ღმერთმანი რამდენი ემოციაა❤️ ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ასე მოგწონს ჩემი ისტორია, დამიანე და ნატალია :დ მაგ სიტყვებზე კი გეთანხმები, ალბათ ნებისმიერს გააკანკალებდა
სტუმარი ლიკა
ამ ისტორიაზე ვგიჟდები, მეკეტება, ვაფრენ...დამიანე, ოხხ როგორ არ მინდა რამე მოხდეს და ჩემს(უფრო სწორად ნატალიას) დანის რამე მოუვიდეს :დდ როგორ არ მინდა ეს წყვილი დაიშალოს, ან რამე ცუდი მოუვიდეს...რაფოს თხრობაზე რატომღაც გულში ცუდად გამკრა და უცებ ნატალია გავიფიქრე მაგრამ ჩემმა ტვინმა წითელი ღილაკი აანთო და მაშინვე უარყო ეს აზრი...
იმდენად მეშინია ყოველი თავის ნახვის დროს რამე ცუდი არ მიხდეს, სულ კანკალით ვკითხულობ და ბოლომდე რომ ჩავდივარ მეღიმება... "შენ ხომ მე შემეჩვიე" ამ სიტყვებზე გამაკანკალა რასაც ქვია...
ველოდები ახალ თავს... ????

 


№3  offline მოდერი Moonlight17

მადლობებიი❤️გავაგრძელებ აბა რას ვიზამ. დამიანე ისედაც ყელშია თავისი პრობლემებით ::დ
კლავდია
ოოო რა საინტერესოა :)) ველი მოუთმენლად ახალ თავს და მგონია ნატალია დიდ თავისტკივილად ექცევა დამიანეს, შურისძიების სუნი მცემს დაკარგული ადამიანის გამო :D არვიცი არვიცი, ასე გააგრძელე ძალიან საინტერესოა...

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მართლა ძალიან საინტერესოა. მუდამ მეცვლება აზრი ამის კითხვისას. მაგალითად, პირველი თავის წაკითხვის შემდეგ, სხვა თეორია მქონდა, მეორეზე სხვა, ახლა საერთოდ სხვა მაქვს და ბოლოს, ისე გააკეთებ, რომ გამოშტერებული დავრჩები, ეჭვი მაქვს.
ძაან ქიმიურ-პიზიკურ-ბიოლოგიური წყვილია. უხდებიან ერთმანეთს. ნატალიას ვატყობ, რომ კი გიჟდება ამ ბიჭზე, მაგრამ ამ "ხან მოფრინდები, ხან გაფრინდები" პრინციპს ვერ მივუხვდი. არადა, დამიანე მეგონა მიუწვდომელი ყინულის პრინცი და საბოლოოდ, ამ გოგომ გამაოგნა. თან პირველივე ნახვაზე აჯახა მიყვარხარო და ახლა გაუარბის ხოლმე.
ერთი სიტყვით, ძალიან მომწონს. მოგყვები, გკითხულობ, შენთან ვართ მთელი ოჯახი (მე, შაკო, ელენა, დემუ, გიო, ლიზა და ლიდიაც კი) <3

 


№5  offline მოდერი Moonlight17

“ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები დელიავ რანუნიიი..”
ვაიი. ყველა ჩამიკოცნე შაკოს და ნატალის გარდა, გთხოვ :დდდ ❤️❤️
ენ ჯეინი
მართლა ძალიან საინტერესოა. მუდამ მეცვლება აზრი ამის კითხვისას. მაგალითად, პირველი თავის წაკითხვის შემდეგ, სხვა თეორია მქონდა, მეორეზე სხვა, ახლა საერთოდ სხვა მაქვს და ბოლოს, ისე გააკეთებ, რომ გამოშტერებული დავრჩები, ეჭვი მაქვს.
ძაან ქიმიურ-პიზიკურ-ბიოლოგიური წყვილია. უხდებიან ერთმანეთს. ნატალიას ვატყობ, რომ კი გიჟდება ამ ბიჭზე, მაგრამ ამ "ხან მოფრინდები, ხან გაფრინდები" პრინციპს ვერ მივუხვდი. არადა, დამიანე მეგონა მიუწვდომელი ყინულის პრინცი და საბოლოოდ, ამ გოგომ გამაოგნა. თან პირველივე ნახვაზე აჯახა მიყვარხარო და ახლა გაუარბის ხოლმე.
ერთი სიტყვით, ძალიან მომწონს. მოგყვები, გკითხულობ, შენთან ვართ მთელი ოჯახი (მე, შაკო, ელენა, დემუ, გიო, ლიზა და ლიდიაც კი) <3

 


№6  offline წევრი elene2619

იმდენად ქიმიური წყვილია დამიანე და ნატალია რომ ერთმანეთის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია... (ფაქტიურად არც არიან ერთად მაგრამ მაინც joy )
ჯერ ვერ ვხვდები ისტორია როგორ განვითარდება ბანალურად რომ არ დაამთავრებ პირდაპირ "ქორწილით და ღრეობით ეგ ვიც joy joy
მოუთმენლად გელოდები heart_eyes
ხო იცი სასწაულად მომწონს შენი ისტორიები და ზოგადად წერის სტილი heart_eyes

 


№7  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა სიხარულოო❤️❤️❤️ ბანალური წყვილები რომ ჩემი სტილი არ არის, მიხვდებოდი მაგას:დდ ძალიან მსიამოვნებს ამ ერთარ არ მყოფ წყვილს, წყვილად რომ ხედავს ჩემი მკითხველი. თურმე სულაც არ არის სტატუსი საჭირო, ერთად ყოფნისთვის, არა? :დ
elene2619
იმდენად ქიმიური წყვილია დამიანე და ნატალია რომ ერთმანეთის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია... (ფაქტიურად არც არიან ერთად მაგრამ მაინც joy )
ჯერ ვერ ვხვდები ისტორია როგორ განვითარდება ბანალურად რომ არ დაამთავრებ პირდაპირ "ქორწილით და ღრეობით ეგ ვიც joy joy
მოუთმენლად გელოდები heart_eyes
ხო იცი სასწაულად მომწონს შენი ისტორიები და ზოგადად წერის სტილი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent