პრეზიდენტის მრჩეველი.(1)
ყოველთვის მოსწონდა სიმაღლისკენ სწრაფვა. პირად ურთიერთობებში ვარსკვლავებს ნამდვილად არ ეთამაშებოდა, შესაბამისად, საუკეთესო რამ ცხოვრების გასახალისებლად მისთვის ყოველთვის კარიერა იყო. პატარა კომპანიაში მუშაობით დაიწყო, ჩვეულებრივი ფირმა იყო , ტანსაცმლის ქსოვილებზე მუშაობდნენ. ძალიან მოსწონდა თავისი თანამშრომლების გაუთავებელი ლაქლაქი და თან იმის ყურება თუ როგორ შეეძლოთ ადამიანებს სრულიად არაფრისგან რაღაც ლამაზის, მიმზიდველისა და შეუცნობლის შექმნა. უფროსის მარჯვენა ხელი იყო, სამსახურში ყოველთვის ყველას აფასებდა და ანალოგიურ პატივისცემასაც იღებდა სხვებისგან, ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის მკაცრი ბარიერი ჰქონდა გავლებული, პირველივე დღიდან შეიდგინა წესები, რომ არასოდეს არავისზე ზედმეტი არ ელაპარაკა, არავისთვის გადაეშალა გული და მამაკაცების მიმართ ინტერესი არ გამოევლინა. ხო, ამ საკითხში ყოველთვის რთულად იყო საქმე, მიუხედავად მისი თავშეკავებულობისა, მამაკაცები უკან არაფრით იხევდნენ, ვერაფრით თმობდნენ აკრძალულ ხილს.. ლამაზი იყო, იდეალური ნაკვთებითა და სხეულის ლამაზი ფორმებით, საკმაოდ დახვეწილი და ძალიან ელეგანტური, თუმცა სილამაზე ყოველთვის მეორე, მესამე ან სულაც მეოთხეხარისხოვანი იყო. კარიერაზე ვსაუბრობდი და რათქმაუნდა თემას მაინც ავცდი.. უფროსს იმდენად მოსწონდა მასთან მუშაობა, რომ საბოლოოდ მიხვდა , ეს გოგონა უფრო დიადი საქმისთვის იყო გაჩენილი ვიდრე პატარა, უცნობი კომპანიისთვის. ჰოდა, არ დაუკარგა პერსპექტივა და ბევრად, ბევრად დიდ კომპანიაში გადაამისამართა, ბევრად დიდი ხელფასითა და ბევრად დიდი საქმით. სწორად მაშინ ჩამოშორდა მეგობრებს, რომლებზეც დიდად დამოკიდებული ისედაც არ ყოფილა, რადგან იცოდა ერთმანეთთან მხოლოდ ის მომენტი აკავშირებდათ , როდესაც იცი, რომ სადღაც წასვლა გინდა , მაგრამ გამყოლი არ გყავს, მხოლოდ ასეთ დროს იყვნენ ისედაც ერთად.. თვითონ თვლიდა , რომ თათაც სრულიად აკმაყოფილებდა , ან როგორ შეიძლება არ დაეკმაყოფილებინა , როდესაც ყოველი მომენტი მას უკავშირდებოდა? მითუმეტეს, ერთად ცხოვრების 7 წლისთავი ჰქონდათ, სულ იცინოდნენ იმ ფაქტზე , რომ „სტაჟიანი“ ცოლ-ქმარივით ითვლიდნენ ერთად ყოფნის დღეებს. ჰოდა, ცოტა სამსახურზეც მოგიყევით, ცოტა პირადზეც, მაგრამ ალბათ ახლა იმის დროცაა ის გითხრათ საიდანაც დაიწყო ყველაზე საინტერესო, ამბავი, როდესაც მისი კარიერა მწვერვალზე ავიდა, ხოლო პირადი ცხოვრება ისეთივე დახვეწილი გახდა , როგორიც თავად იყო.. ზემოთხსენებულ დიდ კომპანიაში გადასვლა მისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდებს შორის ნამდვილად ვერ მოხვდებოდა, მაგრამ დიდად დაკავებული არ ყოფილა, ცხოვრება ყოველთვის ერთ დიდ ხათაბალად მიაჩნდა და მარტივადაც დათანხმდა სარფიან წინადადებას, თან ფული სჭირდებოდა, აგროვებდა. მართალია არ იცოდა რაში ჭირდებოდა , მაგრამ არაფრის დიდებით ტეხდა 18 წლის ასაკიდან მოყოლებულ დიდ ყულაბას, რომელიც მამამ აჩუქა. დავუბრუნდეთ მთავარ თემას, იმას გეუბნებოდით ყველაფერი იქიდან დაიწყო უფროსმა კაბინეტში , რომ დაიბარა-თქო. ხოდა, მოდი ახლა მე შევწყვიტავ საუბარს და თვითონ დავაცადოთ, დარწმუნებული ვარ ბევრი აქვს სათქმელი. კატო დიდი, დიდი ჰოლდინგის გვერდით თუ გაიხედავთ დაინახავთ პატარა ბარს, რომელშიც ძალიან გემრიელ ყავასა და კრუასანებს ამზადებენ. მერე, უფრო თუ გაახელთ თვალებს , დაინახავთ ბარიდან გამოვარდნილ თმააჩეჩილ, წარბშეკრულ, სასაცილო გამომეტყველების მქონე გოგოს, რომელიც მოხერხებულად ძვრება ხალხში და გზას მიიკვლევს დანიშნულების ადგილისკენ. გზაში შემსკდარ ხალხს მომაჯადოებელ ღიმილს ტყორცნის და 17-ე სართულისკენ სწრაფად გარბის. ეს გოგონა მე ვარ, კატერინა ანჯაფარიძე. დაცვის ბიჭს ვესალმები და უფროსის კაბინეტისკენ ასკინკილით გავრბივარ, კარს ვაღებ და გაღიმებულ „თავხედ“ უფროსს მეც ღიმილს ვაგებებ, ადრე ნაძალადევად ვუღიმოდი და ბოროტ რეპლიკებზე ვიფოფრებოდი, თუმცა, თუ კარგად გაიცნობთ ირაკლი ახვლედიანს , სულ დაგავიწყდებათ ყალბი ღიმილის მნიშვნელობა, ჭეშმარიტად. -სად ხარ ამდენ ხანს, სტარბაქსის ფირმას მიაკითხე, რომ სპეციალურად ჩემთვის ახალი სახეობის ყავა შეექმნათ? წინ კუთვნილ ყავას ვუდებ და თავს გვერდზე ვხრი, საყელოსთან პომადის კვალს ვამჩნევ და ვცდილობ გამოვიცნო რომელ გოგოს უსვია ფირმაში ასეთი ფერის ტუჩსაცხი. -ტყუილად მიყურებ მაგ ლამაზი თვალებით, ვერ გამოიცნობ. როგორც ყოველთვის ახლაც ზუსტად სამი წამი სჭირდება ჩემი ფიქრების მისახვედრად. -ყოჩაღ , ბოს, ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი ხართ ! ვეღრიჭები და ხველება ამტყდარ უფროსს ზურგზე ხელს ვურტყამ. -რა ჩამიყარე ამ ყავაში? გამოტყდი ! ბოლოს, რომ გნახე გაბრაზებული იყავი ! -უი, ეგ გაბრაზება კიდევ გახსოვს?-გაკვირვებული ვუყურებ უფროსს,-მე აღარ მახსოვდა, ორი წუთით დაცვას ველაპარაკებოდი და ჩემ ბარათს ვეძებდი, ლიკუნას მივაწოდე, ნამდვილად არაფერი ჩამირევია, მაგრამ კარგია, რომ გამახსენე, ხვალ არ დამავიწყდება რამის გარევა. ახვლედიანი თვალებს ჭყეტს და ყავას ხელში მაჩეჩებს. -ჩემი სიკვდილი თუ გინდოდა იცი რამდენი მტერი მყავს ? რაღა ლიკუნა, გაბრაზებულია ჩემზე.. იმ დღეს რაღაც ვერ ვიყავი ხოდზე და მეთქი ვინმე გოგოს დავტესტავ-თქო და შემხვდა პირველივე... ორი დღეა დამსდევს რატომ არ მირეკავო, გავათავისუფლებ მგონი მალე. -ხო, ეგ ჩემი საქმე აღარაა, გავალ მე თუ აღარ გჭირდებით. გარეთ გამოსულს ნინას მზერა მეჩეხება პირველი და ეგრევე ჩემსკენ მორბის. -როგორ ხასიათზეა? ჩემზე რამე გითხრა? ნინას დაახლოებით ორი წელია ირაკლიზე მზეც, მთვარეც და სხვა რამეც ამოსდის, მაგრამ ირაკლი რის ირაკლია რამე შეამჩნიოს ? ხანდახან კაცები უაზროდ დებილები არიან , მაგრამ სასაცილოა ჩემი რეპლიკა ნინას კითხვის შემდეგ... -შენი აზრით, როდესაც დილით ყავით მოვქრივარ, ხალხი გამაქვს და თავი რაგბის ჩემპიონატზე მგონია, მერე მოვდივარ, საწყალი ძლივს სვამს კუთვნილ ყავას, სადაც ლიკუნამ სავარაუდოდ ვირთხის წამალი ჩაუყარა, ამის შემდეგ ეცლება , რომ შენზე მკითხოს ჩემი ნინიკო როგორ არის , რამდენი ხანია არაფერი დამივალებია , მომიკითხეო? არასასურველი პასუხის შემდეგ ნინა მოწყენილი ჯდება კუთვნილ ადგილას და მთელი საღამო ხმას აღარ იღებს. მე დღის გრაფიკს ვიღებ და ახვლედიანს კარზე ვუკაკუნებ. -უხ, კარგი გოგო ხარ, გრძნობ ხოლმე , როცა მჭირდები? გაკრეჭილი ირაკლი ტელეფონზე ლაპარაკობს და რომ მხედავს ტელეფონში , ვიღაცას მეგობრული ტონით ეუბნება ორ წუთში გადმოგირეკავო. -მოკლედ, კატუშ, ისეთი შემოთავაზება მაქვს შენთვის , რომ ალბათ ყველა ადამიანი თანახმა იქნებოდა, მითუმეტს გოგოები, მაგრამ რათქმაუნდა ამას ყველას არ ვეტყვი, შენ როგორც ჩემი ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილ პირს შემოგთავაზებ, რათქმაუნდა შენ სურვილზეა დამოკიდებული როგორ მოიქცევი, უბრალოდ პასუხი დღეს საღამომდე თუ არ მითხარი იპოვის ვინმეს ეს არანორმალური. ირაკლის ინტერესით ვუყურებ და ველოდები როდის მოიფიქრებს , რომ მითხრას რა უნდა. წინაზე ასე სერიოზულად, რომ დაიწყო ლაპარაკი თავისი მანქანის ხელოსნისგან წამოყვანა დამავალა და თან მითხრა შვილივით მოუფრთხილდიო, ნეტავ ახლა რას უნდა ველოდო. -არა, კი მეცოდები ამასთან, რომ გგზავნი, მაგრამ ყველანაირად გაწყობს თითქოს და რავიცი, თან სანდო არავინ მყავს შენს გარდა. მოკლედ, ჩვენს ძვირფას პრეზიდენტს ჭირდება თანაშემწე და მრჩეველი, იმდენად სანდო , ვისგანაც ერთი წვეთი ინფორმაციაც ვერ გავა, ალბათ იცი ვინცაა ჩვენი პრეზიდენტი, კი გკიდია პოლიტიკა, მაგრამ ამის მიუხედავად ზედმეტად კარგად ერკვევი. ხელფასი კიდევ უფრო მაღალი გექნება რათქმაუნდა , მაგრამ მოგიწევს სადაც წავა ყველგან გაყვე, მოკლედ , ერთი დიდი ხათაბალაა რა, ამ პრეზიდენტებს მაგრად ევასებათ ვიღაც, რომ დაყვებათ, ვინმეს მაინც ხომ უნდა ელაპარაკონ ისეთ პრობლემებზე , რომლის მოგვარებაც თავადაც უჭირთ? კარგი, ცოტა გონებას თუ გავანძრევთ მივხვდებით, რომ ამ წამს თვით ალექსანდრე გოგრიჭიანის მარჯვენა ხელად ყოფნა შემომთავაზეს, მაგრამ გრაფიკი კიდევ უფრო , რომ გადამეტვირთოს? რომ დავფიქრდეთ ფული საერთოდ არ მჭირდება, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი 5 წლიანი ყულაბის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ძალიან ბევრი მაქვს, ანუ ხელფასი ნამდვილად არაა ის რის გამოც ამ წინადადებას დავთანხმდები, მაგრამ აბა რამ შეიძლება მაიძულოს? იქნებ იმან , რომ ზედმეტად ერთფეროვნებაში ვარ უკვე 2 წელია? ყოველთვის მომწონდა რაღაც ახალთან და უცნობთან შეჭიდება, თან გამოცდილება ისეთი მექნება მაგ სამსახურის მერე ფაქტობრივად ყველგან გზა მექნება გახსნილი და საბოლოოდ იქნებ მეც ჩამოვყალიბდე რა მინდა ცხოვრებაში.. -ნუ ზიხარ რა სიკვდილმისჯილივით, დარწმუნებული ვარ ერთ წელსაც არ გაუძლებ და თუ იქიდან წამოხვალ ჩემთან დაბრუნდები, თავისუფლად, უბრალოდ ხომ ხვდები, რომ ძალიან დიდი შანსია? შანსებს ერთმანეთს ვუფარდებ, თუ აქ კიდევ დიდხანს ვიქნები მოწყენილობისგან გადავხტები, ან ერთხელაც ახვლედიანი შემომაკვდება, ან ლიკუნა, ან რომელიმე რიგითი თანამშრომელი, თან თუ აქედან წავალ ჩემზე შეყვარებული მამაჩემისხელა ლავრენტის ყურებაც აღარ მომიწევს.. და მერე სრული თავისუფლება მექნება კარიერაში, თან ლამაზად ჟღერს , პრეზიდენტის თანაშემწე ! -დავრეკავ, მოვალ და პასუხს გეტყვი. -ახლა არ მითხრა ვინმე ვოლკი შეყვარებული მყავს და უნდა ვკითხო აზრიო. ხითხითებს ახვლედიანი და ჩემ ღიმილსაც იმსახურებს. -ჰო ირა, მეშინია კოჭები არ მიმიხვრიტოს. კარგ ხასიათზე მყოფი გამოვდივარ ბოსის უფროსიდან და მამაჩემს ვურეკავ, რომელიც ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით , მაიამის სანაპიროზე გაშოტილი წევს და სავარაუდოდ აღარც ახსოვს შვილი, რომ ჰყავს.. ჰო კარგი, ახსოვს. -გისმენ მამი. -თემურჩიკ, ახლა ისეთ რაღაცას გეტყვი ფეხით ჩამოხვალ აქ სიხარულისგან. -თხოვდები მამიი? -ოო, კარგი რა მამა, აღარ გეტყვი იცოდე ! -ვსო, ჩუმად ვარ, გელოდებით მე და დედაშენი. აბა, რა ხდება? -შემოთავაზება მაქვს სამსახურიდან, პრეზიდენტის მრჩეველობას მთავაზობენ. ტელეფონში სიჩუმეა და ზუსტად 5 წამში თვალებს ვხუჭავ , რადგან დარწმუნებული ვარ ზუსტად 5 წამში დედაჩემი იმხელა ხმაზე იყვირებს მსოფლიო მიწისძვრას გამოიწვევს და რათქმაუნდა, როდის იყო ვცდებოდი? იმხელაზე ყვირის ეკა, რომ ეჭვი მაქვს მთელი მაიამი მათთანაა. -დათანხმდი ხო? ახლა არ დაიწყო კარგად ვარ სადაც ვარო, თუ არ დათანხმდები რაკეტით ჩამოვალ იცოდე ! -თქვენთვის მინდოდა მეთქვა ჯერ, ახლა მშვიდად შევალ და დავთანხმდები. ათას რჩევას მაძლევენ, მაგრამ რათქმაუნდა არ ვუსმენ, ზოგადად რჩევები ცუდია, რათქმაუნდა ჩემი რჩევების გარდა. ირაკლი ისევ ტელეფონზე ლაპარაკობს, ხელს აფარებს ტელეფონს და მანიშნებს რა მოიფიქრეო. -როდიდან ვიწყებ, ირა? იმედი მაქვს უაზრო ან მოსაწყენი არ გამოსულა, სიმართლე გითხრათ მერჩივნა უაზრო, სულელური და კატასტროფა გამოსულიყო ოღონდ მოსაწყენი არა, ვერ ვიტან მოწყენილობას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.