შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი მატყუარები (ნაწილი 2)


18-02-2019, 22:12
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 3 321

თავი 2
#ელენე
მობუზული ვზივარ მათეს მანქანაში და მის ირონიულ მზერას საწყალი სახით შევყურებ.
არ ზის ჩემში ცინიკოსობა, აფირისტობა, ირონია და კიდევ ბევრი ისეთი თვისება, რომლითაც ჩემი მეგობრები გამოირჩევიან, მაგრამ ხომ ვიცი, ეს მხოლოდ მათი ნიღაბია, რომელსაც წლების განმავლობაში ბიჭების გასამწარებლად და მათი ემოციების დასაფარად იყენებენ.
-რა ხდება გაგიმეტეს დაქალებმა?-სარკიდან მიყურებს ის. პასუხს არ ვცემ.
ან რა ვუპასუხო?
-რა ხდება პატარავ ხმას არ მცემ?-მზერას არ მაშორებს ის
-გზას უყურე-მხოლოს ეს მომდის თავში. ან რა უნდა ვესაუბრო მათე წულუკიძეს?
რომელმაც მხოლოდ გოგონებზე შურის საძიებლად მაკოცა და ჩემი გრძნობები გათელა?
-რაო? სიჩქარის გეშინია?-ცინიკური უხდება ხმა და გაზს უფრო აჭერს ფეხს. მოიხედავად იმისა, რომ ქრისტიზე და მარიამზე ვერ ვბრაზდები, აუცილებლად ვეტყვი საყვედურს რომ მათესთვის გამიმეტეს.
-არ მეშინია, უბრალოდ ცოცხალი მინდა სახლამდე მივაღწიო-ძლივს ვიდგავ ენას, მალევე წულუკიძე მანქანას აჩერებს, ოღონდ არა ჩემ სახლთან, არამედ სხვაგან, ისეთ ქუჩაზე სადაც ხალხი არ მოძრაობს.
მანქანიდან გადმოდის და უკან სავარძელზე თავსდება ჩემ გვერდით.
-რაო რა გინდოდა?-წარბაწეული მიყურებს და მისი სახე ჩემთან ისე ახლოს მოაქვს სუნთქვა მეკვრის
-სახლში წამიყვანე-ჩუმად ვეუბნები და უკან ვიხებ
-რა თამაშს თამაშობთ? გავიგე გომეთიანსაც დაურეკა ძვირფასმა კრისტიმ, გგონიათ ეგრე ადვილად მოვტყუვდებით?-თვალებს მიბრიალებს ის
-მარიამი ნასვამი იყო და უბრალოდ ვატოს ვერ დაურეკა
-რატომ? ერთხელ წაუყვანია მთვრალი მარიამი თუ ორჯერ? რას ხლართავთ ალანია?-მკაცრი ხმა აქვს მას, მე კი მხოლოდ იმაზე ვახდენ კონცეტრირებას, რომ მისი ხელი ჩემ წელს ეხება, მალევე მისკენ მაჩოჩებს და თითქმის ჩემ ტუჩებს ეხება
-პასუხს ველი ელენიკო-საუბრის დროს მისი ბაგეები მეხება, ლამის ხელებში ჩავადნე, ხმას ვერ ვიღებ, მხოლოდ მის თვალებს ვუსწორებ მზერას, რომელიც მანქანის განათების ფონზე შავი ჩანს.
-ვიცი, მოგწონვარ, მაგრამ კითხვა დავსვი, რას ხლართავთ?-მის თვალებში მხოლოდ ირონია იკითხება. გავაცნობიერე თუ არა, რა მითხრა, წამსვე გამოვწიე სახე უკან, სილა ისე ძლიერ გავაწანი, ხელი საშინლად მეტკინა
-ახლავე გამიშვი დამპალო-ამოვისლუკუნე და წელიდან მისი ხელის მოშორება ვცადე.
მალევე მომაშორა მანაც ხელი ლოყაზე მოისვა
-ძალიან შემაჩვიეთ ხელი ხოიცი-თქვა და ამჯერად მისი ტორებით ჩემი სახე დაიჭირა, მკოცნიდა, მაგრამ ვუძალიანდებოდი, არ შემეძლო მისი კოცნა, როცა ასეთ საზიზღრობებს მეუბნებოდა.
მომშორდა თუ არა, სწრაფად გადავხტი მისი მანქანიდან, ისე გავიქეცი არც ვიცოდი სად მივრბოდი.
ძალით კოცნის შემდეგ კიდევ რამე რომ დაეშავებინა ჩემთვის? ვერ გადავიტანდი ასეთ დარტყმას. ცრემლები მცვიოდა თვალებიდან და ჩემ თავს ვადანაშაულებდი, რომ ასეთი იდიოტი ოდესღაც მომწონდა.
დავიკივლე, როცა ფეხი რაღაცას წამოვკარი და ასფალტზე დაცემული აღმოვჩნდი. კიდევ უფრო ხმამაღლა ავტირდი.
მალევე მოვახერხე წამოდგომა და როცა ჩემ დასისხლიანებულ ხელისგულებს დავხედე შევბარბაცდი.
სისხლზე ყოველთვის ცუდად ვხდებოდი, მითუმეტეს ჩემს სისხლზე
ვერც კი გავაცნობიერე ისე მომხვია ვიღაცამ ბეჭებზე ხელი და მის გულზე ამაკრა.
-დაწყნარდი, უბრალოდ თვალები დახუჭე, არ შეხედო-მამშვიდებდა წულუკიძე და სადღაც მივყავდი. უნებურად მოვდუნდი მის მკლავებში, თვალები დავხუჭე და მივყვებოდი ასე, ბრმად.
ჩემ თავთან კითხვა მიჩნდებოდა, რატომ? რატომ არ ვუწევდი წინააღმდეგობას?
მაგრამ არა, მისი სურნელი ნარკოტიკივით მოქმედებდა, და როცა უკვე დიდი ხანია მის ერთ ჩახუტებაზეც ვოცნებობდი, ახლა მკლავებში ვყავდი მომწყვდეული.
-სად გარბოდი ერთი?-ხმაში ბრაზი ერია. თვალები რომ გავახილე უკვე მის მანქანასთან ვიდექი
-აქ დაჯექი მოდი-წელზე ხელი მომხვია და მანქანის საბარგულზე შემომსვა. თვითონ რაღაც ჩანთა ამოიღო მანქანიდან და ჩემ გვერდით დადო.
-მაჩვენე ხელები-ჩემ ზურგს უკან დამალულ ხელებზე მანიშნა. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე
-მტკივა-ვუთხარი ჩახლეჩილი ხმით, თუმცა ძალით გამომაწევინა ერთი ხელი
-არ შეხედო, გულის წასვლაღა გაკლია ახლა სრული ბედნიერებისთვის-თავი მაღლა ამაწევინა. მის ამ უხეშ და უტაქტო სიტყვებზე კვლავ ტირილი ამიტყდა.
მკითხავთ რა გატირებსო, მაგრამ მე, ელენე ალანიას, მსოფლიოში ყველაზე გულჩვილს ეს არ უნდა მკითხოთ.
-კარგი, მაპატიე, უბრალოდ შენთვის გეუბნები, შეწყვიტე ტირილი-ხმა ულბება წულუკიძეს ოდნავ და ვხვდები რომ ჭრილობაზე წყალს მასხავს.
-ბოდიშებს როდედან იხდი?-სლუკუნით ვეუბნები და მაინც გამირბის დაბინდული მზერა ხელისკენ.
-მხოლოდ იმიტომ გითხარი რომ გაჩუმებულიყავი, არ აგივარდეს თავში-მისი სიცილი მესმის და მინდა მოვკლა.
მე ასეთ დღეში ვარ და ის რაზე იცინის?
-ახლა ოდნავ აგეწვება-მეუბნება და რაღაც სითხეს მასხავს ისევ ჭრილობაზე, მეწვის, მაგრამ არა გაუსაძლისად.ცოტა გაკვირვებული მიყურებს ხმას რომ არ ვიღებ.
-რატომ აღარ ტირი? აღარ გტკივა?-წარბებს წევს ის, ბამბით ასუფთავებს ჭრილობას და ბინტს მახვევს. ამ ყველაფერს უკვე თამამად ვუყურებ.
მეორე ხელსაც მისუფთავებს, მიხვევს და ნივთებს ისევ ჩანთაში ყრის.
-სად გარბოდი?-როგორც ჩანს სიცილის ხასიათზე მოსულა ჩვენი პრინცი.
-იდიოტი და ტუტუცი ხარ-ვეუბნები და მანქანის საბარგულიდან ვხტები, მაგრამ წულუკიძე კვლავ უკან მაბრუნებს და ჩემ ფეხებშორის ექცევა.
წელზე ხელს მხვევს და თვალებში მიყურებს
-იმ ქაჯებთან როგორ მეგობრობ?-უკვე სერიოზულად მეკითხება და ცალი ხელით აწეწილ ჩოლკებს ყურს უკან მიწევს.
-შენ როგორ მეგობრობ იმ იდიოტ გუგასთან?-მის ხელს ვიშორებ სახიდან, შემდეგ კი გულზე ვიჯვარედინებ.
-წამოდი, წამოდი წაგიყვანო სახლში, მშობლები არ ანერვიულო-იღიმის ის, ყელში მკოცნის და ძირს მსვავს.
მიკვირს მისგან ეს ქცევა. ზოგადად არ იქცევა ხოლმე ნორმალური ადამიანივით.
კვლავ უკანა სავარძელზე ვჯდები და ჩემ შეხვეულ ხელებს დავყურებ. სახლთან მისული მხოლოდ უბრალო დამშვიდობებით შემოვიფარგლები და ეზოში შევდივარ.
#მარიამი
მხოლოდ ერთი სართული გვაქვს ჩავლილი მე და ქრისტის გუგა რომ გვეგებება წინ.
-რაო? გაილეშა?-ირონიული აქ ხმა. ამჯერადაც მოდის და როგორც ტომარას ისე მიკიდებს მხარზე
-რა გეშველებოდა რომ არ მგავდე?-ირონიას არ აკლებს არც ქრისტი.
მალევე ვხდები უკანა სავარძელზე გართხმული
-ნაზაად ცოტაა-ვწუწუნებ და კარგად ვეწყობი უკან უფრო
-შენ წინ დაჯექი-ეუბნება ქრისტის და კარს აჯახუნებს.
მთელი გზა ჩუმად ვარ, ვითომ მძინავს, ტყუპები კი გამუდმებით ერთმანეთს კბენენ.
მათ სახლში მივდივართ. მშობლები უკვე გავაფრთხილე, ქრისტისთან ვრჩებიმეთქი
-წამოხვალ შენით თუ წაგათრიო?-უხეშია გომეთიანი
-შენ წაათრიე შენი "ძუკნა მეგობარი გოგონები ოთახისკენ-ვუღვერ და ბანცალით გადმოვდივარ მანქანიდან.
-ქრისტი, მეგობაროო, დამეხმარეე-ვუძახი მას და ხელს ვიშვერ
-მოდი ჩემო ცხოვრებავ-წელზე მხვევს ხელს ისიც და ასე ჩახუტებული შევდივართ სახლში
საბედნიეროდ ყველას ძინავს უკვე და პირდაპირ ოთხისკენ მივდივართ.
უკან მოგვყვება ბატონი გუგა
-ძილიბისა, გომეთიანების სიამაყევ-ვემშვიდობები გუგას, რომელიც ირონიული ღიმილით დაგვყურებს ორივეს.
-გამიშვი ქრისტი-ვეუბნები და ხელს ვაშვებინებ. ორ ნაბიჯში ვჩნდები გუგას წინ. ფეხის წვერებზე ვიწევი და ტუჩის კუთხეში ვკოცნი
-მაინც ვერ გიტან-ვეუბნები და სანამ გონს მოვა უკვე ოთხში ვართ შეკეტილები.
ქრისტი სიცილისგან უკვე იატაკზე ხოხავს
-ღმერთო, იმ იდიოტს როგორ აკოცე? თან რა სახე ჰქონდაა-ბოლო ხმაზე ხარხარებს ის და იატაკს მუშტებს ურტყავს.
ხო ვაღიაროთ რომ ცოტა ვერაა დალაგებული.
--
-იცოდე, ჩემ ძმას თუ გულს ატკენ ჩვენ შორის ყველაფერი დამთარდება-არ წყვეტს ხუმრობას ტყუპი
-შენ რა გგონია დამავიწყდა უჩასთან რო მიტმასნილი ცეკვავდი?-ყურმილს იქით ისმის ირაკლის სიცილნარევი ხმა
-ღმერთო, ირაკლი ვატო თავისუფალია და ხოარ დაკერავ?-ვხითხითებ მე და ქურხულის გარდა ყველა ვიცინით
-ახლა მომწყდით თავიდან სამივე, ელენიკო, ისე მაინც არ გვითხარი რა მოხდა?-დაინტერესებულია ირაკლი
-სკოლაში მოგიყვებით უფფ, მეზარება ახლა ტელეფონში-ბუზღუნებს ელე
-კარგით, უკვე ღამის სამი საათია, წავედით, ვიძინებთ ყველაა-ჯგუფურ ზარს თიშავს ქრისტი და ჩვენი ჭორაობაც ამით სრულდება. ვიძინებთ, ხვალ ყველა სკოლაში ვართ წასასვლელები.
---
სკოლაში მისულს კართან რომ გუგა მხვდება აყუდებული ცოტა მიკვირს. სულ გვიან მობრძანდება ხოლმე სკოლაში.
-როგორ ხარ კუდიანო?-თავზე დამყურებს ირონიული ღიმილით
-თავად როგორ გიკითხო ეშმაკის მოციქულო?-არც მე ვაკლებ და წინ ვუდგები
პასუხის მაგივრად ხელს მკიდებს და სადღაც მიმათრევს
-ბეჭზე რატომ არ მიკიდებ?-ცოტა გაკვირვებული და სიცილით ვეუბნები და თავის დახსნას ვცდილობ
-დარწმუნებული ხარ რომ შენი ს ნახვა ყველას უნდა? არამგონია შემდეგ კოშმარულ სიზმრებს გადაურჩნენ-მანიშნებს ჩემს მოკლე კაბაზე.
ერთ-ერთ ოთახში შემათრია. კარი მიკეტა და კედელს ამაკრა
-რაო იმ დღეს რა გინდოდა? სად მაკოცე?-თავს ჩემკენ ხრის, ერთი ხელით კედელს ეყრდნობა, მეორეთი კი იმ ადგილს მაჩვენებს სადაც რამდენიმე დღის წინ ვაკოცე
-კარგად დაგიმახსოვრებია-მეცინება მე და გულზე ხელებგადაჯვარედინებული, წარბაწეული ვდგავარ მის წინ.
თუმცა როცა ტუჩებზე მეტაკება უნებურად ვადებ მკერდზე ხელებს.
ვნებიანად და მომთხოვნად მკოცნის, მეც ვერ ვუწევ წინააღმდეგობას, თითქოს გაბრუებული, ისე ვემორჩილები ვერც ვაცნობიერებ.
მალევე ჰაერში მწევს და ფეხებს მის წელზე ვხვევ, ხელებს-თმებში ვუცურებ.
სიამოვნებისგან ვკვნესი, როცა საჯდომზე ხელს მიჭერს.
თვალებდახუჭული მაშინ ვფხიზლდები რომ მშორდება და ირონიული მზერით დამყურებს
-როცა გადაწყვეტ ვინმე მახეში გააბა, დარწმუნდი-თავად არ გაება-მეუბნება, მოწყვეტით მკოცნის ტუჩებზე და საკლასო ოთახს ტოვებს.
-გუგა გომეთიანო, მე არ ვიყო მარიამ გლოველი ეს თუ არ განანო-გაბრაზებული ჯერ სკამს ვურტყავ ფეხს მთელი ძალით, შემდეგ კი ზემოთ ასულ კაბას ვისწორებ.
#ქრისტი
-თქვენ ორთან შეხვედრა მინდა-ვეუბნები გუგას ტელეფონში
-რა იყო ხომ არ კვდები?-ცინიკურია ჩემი ტყუპისცალის ხმა
-არა, აუცილებელი საქმე მაქვს, 6ზე სახლში გელოდები-ვეუბნები და პასუხს არც ვუსმენ ისე ვუთიშავ.
ლაზარესთან თამაშში დრო მალე გადის. ნინია სახლში არ ბრძანდება, ამიტომ როცა ძმადნაფიცები ოთახში შემოდიან, მხოლოდ მე და ლაზარე ვხვდებით
-დედა სადაა?-კითხულობს გუგა და მისკენ გაქცეულ პატარას ხელში იტაცებს.
-ძინავს, დაღლილი იყო-ვეუბნები და დივანზე ვჯდები. ვაღიარებ, სულ ვეჭვიანობდი ლაზარეს გუგას მკლავებში ყუფნა რომ ერჩივნა ჩემთან ყოფნას.
-ჩემო ვაჟკაცოო, მთავარია დებს არ დაემსგავსო, სხვას ყველაფერს მოვაგვარებთ-ეუბნება იგი უმცროს გომეთიანს და ჩემ პირდაპირ ჯდება მასთან ერთად. მათეც მის გვერდით იკავებს ადგილს.
-თქვენი უკანასკნელი თავგადასავლების შესახებ ვიცი-ვიწყებ საუბარს
-რა გიკვირს? განა ერთად არ დაგეგმეთ?-წარბაწეული მიყურებს წულუკიძე
-ჯერესერთი ელენიკოსთან მიმართებაში არაფერი დაგვიგეგმავს-თვალებს ვუბრიალებ მათ და ვემზადები მთავარი სათქმელისთვის.
-მარიამთან დაგეგმეთ ხომ?-იცინის გუგა
-მაცადეთქო-თვალებს ვუბრიალებ
-მოკლედ, მინდა დაზავება შემოგთავაზოთ-ძლივს ვამბობ სამ სიტყვას და მათ გაოცებულ სახეებს რომ ვაფიქსირებ. კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ რომ ეს უნდა გამეკეთებინა.
-ნახე ტო, კიდევ რაღაცას ჩალიჩობენ და მერე ჩვენ დაგვაბრალებენ თუ სამაგიეროს გადავუხდით-რასაც ქვია აღშფოთებულია გუგა
-სერიოზულად გეუბნებით, ლაზარეს და ვატოს გეფიცებით-ვეუბნები და ამჯერად უკვე მართლა გაოცებას ვამჩნევ გუგას სახეზე
იცის მათ ტყუილად რომ არ დავიფიცებ.
-რა ხდება? მართლა ხომ არ კვდები?-მეკითხება და ინტერესით მიმზერს
-ჯერ, ერთი ამ ვაჟბატონს ძალიან უყვარს ჩემი ელენიკო-თითს ვიშვერ წულუკიძისკენ
-მეორე, არც შენ ხარ გულგრილი გლოველის მიმართ და იმასაც აქვს რაღაც გრძნობები, მე კი არ მინდა ჩემი გოგონები მხოლოდ იმიტომ იყვნენ უბედურები და მოწყენილები რომ ძმასთან რამეს ვერ ვიყოფ-ვუთხარი მათ და გავაცნობიერე რომ ცხოვრებაში პირველად ვიღებდი ასეთ მნიშვნელოვან, თან სწორ გადაწყვეტილებას.
-მოკლედ, ამიერიდან ჩემი მხრიდან ყველანაირი მტრობა დასრულდა, შენ კი რაც გინდა ის ქენი, უბრალოდ ჩემ გოგონებს ცუდად არცერთი არ მოექცევით, თორემ ნახავთ რაც მოგივათ მერე-ვუთხარი მათ, ლაზარე ხელში ავიყვანე და მეორე სართულზე ავედი.
როგორ გავძლო მასთან ჩხუბის გარეშე? როგორ ვიცხოვრო მასთან ირონიული და სწერვული სახეების კერვის გარეშე?
-კაცმა არ იცის ჩემო ლაზარე ცხოვრება რას მოიტანს-დიდი ფილოსოფოსივით და მოხუცი ქალივით ვოხრავ და ბავშვს ვუცინი.
--
-რა ხდება ქურხული?-წარბაწეული შევყურებ ჩემ წინ ასვეტილ უჩას, რომელიც სიგარეტს ეწევა და მიღიმის
-რაც ირაკლი დაგიმეგობრდათ, ტვინი გამომიჭედა თქვენზე საუბრით-იცინის და უფრო მიახლოვდება
-ხო, შეიძლება ძალიან კარგი ტიპები ვართ-თავმომწონედ ვუცინი და გვერდს ვუვლი, ლაზარე ხელში ამყავს და ამჯერად ისე მივაბიჯებ პარკისკენ.
-არ გინდა საღამოს სადმე გავიდეთ ერთად?-გვერდით მომყვება ისიც.
-არა, არ მინდა
-ლატომ ბავშვი? ხოალ გესინია დიდი ძიასი?-ენას იჩლიფავს ის და ლოყაზე მჩქმეტს, ამაზე გაბრაზებული ლაზარე სწრაფად მაშორებს მის ხელს და მეხუტება, ეჭვიანი პატარა ჭინკაა.
-ნახე შენ? არ ჩამოუვარდება უფროს გომეთიანებს-ეცინება ქურხულს და ამჯერად მას ჩქმეტს ლოყაზე.
-რა გინდა უჩა, თქვი-ვჩერდები და მისკენ ვტრიალდები, ვერ ვიტან გაურკვეველ სიტუაციებს.
-საღამოს შენთან ერთად სავახშმოდ წასვლა-მპასუხობს ისიც
-იცი საერთოდ რამდენი წლის ვარ?-ირონიულად ავყურებ მას
-კი 17, ჩემი ძმის კლასელი ხომ არ ხარ შემთხვევით?-არ მაკლებს ცინიზმს ისიც
-მერე, პედოფილი ხარ? წადი რა, შემეშვი-თვალებს ვატრიალებ, თუმცა სიტყვა არ მაქვს დამთავრებული ტუჩებზე რომ მეტაკება და მანამ არ მშორდება სანამ ლაზარე ბოლო ხმაზე ტირილს არ იწყებს.
-ღმერთო, რა მხეცი ხარ-გულზე ვიხუტებ პატარას და გაბრაზებული სახლისკენ მივდივარ ამჯერად.
როგორ გაბედა ჩემი კოცნა? მერე ბავშვის თვალწინ?
უკან არ მომყვება და თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ.
ძალიან მაფორიაქებს მისი მზერა, მისი თვალები, მისი ტუჩები და ზოგადად ის.
სახლში უკვე დაწყნარებული მიმყავს ლაზარე და ჩემ ოთახში ვიკეტები.
მაშინვე ირაკლის ვურეკავ
-რა ხდება?-ეტყობა გავაღვიძე
-რა დროს ძილია?-ვეუბნები და ყურმილს უკან რაღაც ხმები მესმის. აშკარად ვიღაც საუბრობს და უჩას ხმას ვცნობ
-რატო გამაღვიძე ეე-წუწუნებს ის
-შენ ძმას მიხედე, მეორედ მომიახლოვდება და ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. დღეს ბავშვთან ერთად არაფერი ვუთხარი-გაბრაზებული ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ
--
საღამოს ვატო შემოდის გაბრაზებული სახით ოთახში ლაზარესთან ერთად.
-რა ხდება?-ვეკითხები და ლოგინიდან ვდგები
-ლაზარე, მე რაც მითხარი მოუყევი-ეუბნება ბავშვს და ისიც საუბარს იწყებს
ალბათ გეტყოდით, ლაზარე გომეთიანებში ყველაზე ჩუმი და ყველაზე მაიმუნი ბავშვია
-ქიტოს ვიღაც ძიამ აქ ატოცა-თითს ტუჩებზე იდებს
-იტყუებაა-ვამბობ და ალბათ სახეზე მთლიანად ვწითლდები
-ლალე, წადი დედასთან-ძირს სვავს პატარას და ისიც სიცილით გარბის ოთახიდან.
-ლაზარე არ ლაპარაკობს, და თუ საუბრობს სიმართლეს, მითხარი რა მოხდა-ასეთი გაბრაზებული ჩემთან მიმართებაში ვატო არასდროს მინახავს
-აუუ ვატოო-ვწუწუნებ და ლოგინზე ვწვები, თავს ბალიშში ვრგავ და ვცდილობ მისკენ არ გავიხედო
-ან ყველაფერს მომიყვები, ან ჩემით გავარკვევ-წარბები შეკრული აქვს მას
-ხოდა წადი და გაარკვიე-ვეჭყანები და საბანს თავზე ვიფარებ. მანამ არ ვყოფ თავს სანამ ოთახიდან არ გადის....
კიდევ ერთხელ ვფიქრობ.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში
მათეს ელენე შეუყვარდეს, ელენეს მათე
გუგას მარიამი შეუყვარდეს, მარიამს გუგა
უჩას მე ვიყვარდე, მე უჩა
მაგრამ ოდესმე თუ გუგას დავუზავდებოდი ვიფიქრებდი???????

ცოტა პატარაა მაგრამ შემდეგი ბოლო იქნება და ვეცდები დიდი დავწერო :დ :დ :დდდ გთხოვთ შეაფასოთ რაა



№1  offline წევრი დარინა

შენგან სრულ ისტორიებს ვარ მიჩვეული და ეს თავებად არ მყოფნის, არადა ისე მომწონს ეს ისტორიაც როგორც შენი სხვა დანარჩენებიც. ელე როგორ გულჩვილია, მომწონს მათეს და ელეს წყვილი.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დარინა
შენგან სრულ ისტორიებს ვარ მიჩვეული და ეს თავებად არ მყოფნის, არადა ისე მომწონს ეს ისტორიაც როგორც შენი სხვა დანარჩენებიც. ელე როგორ გულჩვილია, მომწონს მათეს და ელეს წყვილი.

მეც იმდენად შემიყვარდნენ რომ არვიციი ❤️❤️❤️❤️ მადლობააა

 


№3  offline წევრი Rania

Rad unda shefasebaa. Zalian kargiaaa. Imedia ar daagvianebb
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Rania
Rad unda shefasebaa. Zalian kargiaaa. Imedia ar daagvianebb

Madloba vecdebiii❤️

 


№5  offline წევრი ანნა ა

აუ ასე მალე არა რააა უფრო მეტი მინდოდაააააა

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ანნა ა
აუ ასე მალე არა რააა უფრო მეტი მინდოდაააააა

Sxva iqneba samomavlod❤️

 


№7 სტუმარი mari

rodis dadeb?

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

mari
rodis dadeb?

დღეს ღამე, ოღონდ არვიცი რომელ საათზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent