სამიზნე || (თავი 3)-ეს ვინ მოსულაა_სიცილი აუტყდა კაცს ანდრიას დანახვაზე -რომ მითხრეს მნახველი გყავსო ყველა ვიფიქრე შენს გარდა. -ფრთხილად არ დაიხრჩო სიცილში_მოპირდაპირე სკამზე დაჯდა გენერალი. -მაგ სიამოვნებას როგორ მოგანიჭებ, ისე რა საინტერესოაა, ძველი და ახალი გენერალი ერთმანეთის წინ. -მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შენ სამხედრო ტერმინალმა სამუდამო მოგისაჯა, მე კი შენნაირ ნაბი*ვრებს ისევ დავზდევ. -ხო, აი ეგ სერიოზული განსხვავებაა ნამდვილად_სერიოზულად დაფიქრების შემდეგ თქვა გიორგიმ. -აქ ტყუილა არ მოხვიდოდი ანდრია. -მინდა გარიგება შემოგთავაზო. -ოჰოოჰ, აი ეს კი გამიკვირდა, და მაინც რა გარიგება? -მითხარი გარეთ ვინ იყო შენი პარტნიორი და ვეცდები აქ შენი ყოფნა უკეთესი გახდეს. გიორგის სიცილმა ლამის გააყრუა ოთახი. -ხუმრობ არა? უკეთესი გახადო აქ ყოფნა? მოდი საიდუმლოდ გეტყვი, ეს ციხე ჯარიკაცებისაა, სადაც ისევ გენერალი ვარ, შეიძლება იმაზე უკეთ ვცხოვრობ კიდეც ვიდრე გარეთ. -ანუ არ უარყოფ რომ გარეთ ვიღაც დაგრჩა. -მაგის უარყოფა სისულელეა და ეგ შენც იცი, მე გამოგზარდე, ნუ გავიწყდება. -მაშინ მითხარი რა გინდა მისი სახელის სანაცვლოდ. -არაფერი, ერთადერთი თავისუფლება შეგიძლია მაჩუქო. -გამორიცხულია_ფეხზე წამოდგა ანდრია და სკამი თავის ადგილზე დააბრუნა. -მაშინ არაფერი გამოგვივა_თავი დამწუხრებით გადააქნია კაცმა და კიდევ ერთხელ გაეცინა. გამწარებული წავიდა კარისკენ ანდრია, საქმის ასე შემობრუნებას არ ელოდა, არც იმის იმედი ქონდა დიდად გიორგი რომ დაეხმარებოდა, მაგრამ ვერაფრით დაუშვებდა მის ციხიდან გამოსვლას. -შენ ცოლზე შურისძიება დააღუპინებს ყიფიანს იმ გოგოს_კარების გამოღებისას მოესმა უკნიდან გიორგის ირონიული ხმა და მაშინვე უკან შებრუნდა, ამჯერად კაცს სერიოზული სახე მიეღო და ისე უყურებდა. -მხოლოდ ერთს გეტყვი ანდრია, ზედმეტად დიდ და მნიშვნელოვან თევზს ექაჩები, შენთვისაც კი მეტისმეტად დიდს, ფრთხილად იყავი_ და კარში გაუჩინარდა. მთელი უკანა გზა ფიქრში გაატარა ანდრიამ, ვინ უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ გიორგისაც კი შეშინებოდა? თავისუფლება მხოლოდ გაქცევისთვის ჭირდებოდა, ამაში დარწმუნებული იყო ანდრია, მხოლოდ მაშინ ეტყოდა სახელს. ამჯერად ვისი ცხოვრება უნდა გამოეაშკარავებინათ? ფიქრი ტელეფონის ზუზუნმა შეაწყვეტინა: -ზუსტად დამირეკე_ ღიმილით ჩასძახა ნაცნობ ხმას -ელენე ახლოსაა? -კი საყვარელო აქვე ზის, რამე მოხდა? -ნანო, ჩემი პაროლით სისტემაში შეუშვი და მთელი ორი წლის მანძილზე კარგად ნახეთ ვინ ურეკავდა გიორგის, თავად ვის ურეკავდა, ვინ ნახულობდა და ყველაფერი, დასაბანად როდის გაყავდა მცველს ისიც კი მინდა ვიცოდე. -რამე მოხდა ანდრია? -სწორად ვფიქრობდით, მისი პარტნიორი გვყავს გარეთ დატოვებული და საქმეს ის აგრძელებს, ისიც კი მითხრა ჩემი არ გამოშვებით გოგოს დაღუპავთო. -ჯანდაბა, კარგი ახლავე ვიწყებთ. -ათ წუთში მეც მოვალ. სახლში მისულს არეულობა დახვდა, ყიფიანი და გაბრიელი გაცხარებული საუბრობდნენ რაღაცაზე, ყიფიანი გამწარებული ურტყამდა კრუგებს ოთახს და ორ წუთში დაახვია ანდრიას თავბრუ. -რა ხდება? -არაფერი ანდრია, საერთოდ არაფერი_არც კი შეჩერებულა ისე წამოიძახა -კამერები სუფთაა, არაფერი საეჭვო, დაზვერვიდან ახალი არაფერია, ოფიციალურად საქმეს არ გვაძლევენ და ამ დროს ნენე სადღაც ჯურღმულშია მიგდებული ნაწამები, თუ კი სუნთქავს საერთოდ. -დავით, თავი ხელში აიყვანე, მე შენ დაგპირდი_სიმკაცრე შეერია ანდრიას ხმაში, ჯარისკაცმა კი ურწმუნოდ გაიქნია თავი. სანამ გენერალი რამეს უპასუხებდა კარზე ზარი დარეკეს. -ღიაა_წკრიალა ხმით გასძახა ნანომ და სახე მოეღრიცა სტუმრის დანახვაზე. -ლიზა? ხომ მშვიდობაა?_გაკვირვებული გახედა მდივანს ანდრიამ. -დიახ გენერალო, უბრალოდ რაღაც ყუთი მოგივიდათ სასწრაფო აწერია და რადგან სამსახურში მოსვლას არ აპირებდით გადავწყვიტე აქ მომეტანა, გამარჯობათ_აწითლებულმა მოავლო მზერა იქვე მსხდომებს და ოსტატურად აიცილა ნანოს მწველი გამოხედვა. -ოქრო ხარ რა_ბედნიერმა შესძახა ანდრიამ და გოგოს გაუღიმა, ისიც ლამის დადნა და საერთოდ ვერ დაინახა ნანოს აწეული წარბები. -რა საბუთებია?_ჩახველებით გამოაფხიზლა წყვილი ცოლის მკაცრმა ხმამ და მაშინვე დაწვდა ანდრია ყუთს. -საქმე ოფიციალურად ჩვენია_გახარებულმა შესძახა და ნელნელა დაიწყო ყუთიდან საქაღალდეების ამოწყობა. -მაშინ მე წავალ_ისევ ბეჭზე გადაიკიდა ჩანთა ლიზამ. -მადლობა ლიზუ, კარგი საქმე გაგვიკეთე, რამდენიმე დღე არ ვიქნები და ხომ იცი შენ იმედზე ვარ_ღიმილით გააცილა კარში ახალგაზრდა ქალი. -ახალი მასალებია?_მაშნვე ჩარგო თავი ყიფიანმა. -ახლებია, დავიწყოთ...... -პირველი მსხვერპლი: 27 წლის ავთანდილ გედენიძე, უმუშევარი, პროფესიით ნუ მეზობლების თქმით ლოთი, ორ ოთახიანში ცხოვრობდა ზასტავაზე, თუმცა ვერავინ ამბობს ან გადასახადებს რითი იხდიდა ან ძვირიან სასმელებს რითი ყიდულობდა. მეორე: 25 წლის ანამარია თავაძე, დეილის კონსულტანტი, დედასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა სახლში იშვიათად ხედავდნენ, შეყვარებულის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ....... _ ამ ორს კიდევ 13 ადამიანი მიჰყვა, იოლად დაადგინეს, რომ ყველას უფულობა და ნაკლები შემოსავალი აერთიანებდათ, ასევე თხუთმეტივე 30 წლამდე ასაკის იყვნენ და იოლად მოსათაფლები ფულით. -მოკლედ, დროა ჯგუფებად დავიყოთ, გაბრიელ, შენ და ყიფშიძე გიორგის წარსულს გამოიძიებთ, ვისთან მეგობრობდა სამსახურში, ვის კაბინეტში შედიოდა ყველაზე ხშრად, ახლა ვინ სტუმრობს ციხეში, მოკლედ ყველას სახელი და გვარი გვინდა ვისთვისაც გამარჯობაც კი აქვს ნათქვამი. -გასაგებია_თავი დაკვრით მაშინვე გავიდნენ სახლიდან. -ელენე, შენ და ნანომ მსხვერპლთა ინტერნეტ გვერდები გამოიკვლიეთ, დღეს ფეისბუქი ნებისმიერს აქვს, იქნებ ფოტოებში ან მეგობრებში, თუნდაც გამოქვეყნებულ ინფორმაციებში იპოვოთ რამე, ჯაბა, შენ და ნათია კი გარდაცვლილთა ოჯახებს სათითაოდ ესტუმრეთ, შემდეგ მის მეზობლებს, მეგობრებს და ყველას ვისთანაც ახლოს იყვნენ. -ჩვენ?_აღელვებული მიუახლოვდა ყიფიანი. -მე და შენ ნენეს მოვძებნით_ბეჭზე ხელი დაკრა მეგობარს. -როგორც იქნა, მაგრამ როგორ? -დავით ჩვენ რომ ქუჩის კამერებს ჩვუჯდეთ ამაზე თვალი მიუჩვეველი გვაქვს და უამრავი რამ გამოგვეპარება, ჩვენი საქმე იარაღი და ომია, ამისთვის კი კამერებზე გამოცდილი და შეჩვეული თვალი გვჭრდება. -ანუ ვინმეს დახმარება დაგვჭირდება? -ნამდვილად, დროა ნაცნობ უფროს გამომძიებელს კიდევ ერთი თხოვნით ვესტუმროთ_თვალი ჩაუკრა გაღიმებულ ბიჭს და ერთად დატოვეს სახლი. დაჩი თაბაგარი ელოდათ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.