ბგერები (სრულად)
-საღამომშვიდობისა ჩემო ერთგულო მსმენელო. თბილისის დროით 22:00 წუთია ჩვენს ქალაქში ,რაც იმას ნიშნავს,რომ თქვენ უსმენთ ჩემს საავტორო გადაცემას.მომავალი ორი საათი თქვენს განკარგულებაში ვიქნები,გავიზიარებ თქვენს პრობლემასა თუ ტკივილს, სასიხარულო ამბავსა თუ უბრალო,მუსიკალურ თხოვნას. დარიჩინიანი ჩაის თანხლებით გაუწყებთ დღის მთავარ ამბებს და, თქვენთან ერთად შევხვდები ახალი დღის ახალ საწყისს. დროებით დაგემშვიდობებით,ჩემი გემოვნებით არჩეულ მუსიკას გიტოვებთ,მანამდე კი, არ დაგავიწყდეთ დარეკვა:001213, ესემეს ნომერი :001314.-დასრულებისთანავე წინასწარშერჩეულ მუსიკას ვუშვვებ და ყურსასმენებს ვიხსნი.ფინჯანში ჩემს დარიჩიან ჩაის ოხშივარი ასდის,კოვზით წრიულად ვურევ,რომ სწრაფად გაგრილდეს და გადაცემაში შესვლამდე ცოტას დაგემოვნება მაინც მოვასწრო,თუმცა,ამაოდ,პროდიუსერი მანიშნებს,რომ ათ წამში ვიწყებ და,მეც,მხოლოდ გასათბობადღა ვიყენებ ჩემ საყვარელ სითხეს,ყურსასმენებს ვირგებ,მიკრაფონს ვასწორებ ,კომფორტულად ვეწყობი ტყავის სავარძელზე და გაყინულ თითეფს ფინჯანზე ვაწყობ. სითბო სასიამოვნოდ მედება სხეულზე,განწყობაც მიუმჯობესდება და,შემართებით ვიწყებ საუბარს. -აი,უკვე დაგიბრუნდით,ვინც ახლა შემოგვიერთდით,შეგახსენებთ,მე ვარ თათული ღვინიანიძე,თქვენ ჩემს საავტორო გადაცემას უსმენთ,მე კი,მოუთმენლად ველი თქვენს ზარებს,მანამდე,დაგროვილ შეტყობინებებს გადავხედავ-ღიმილიანი სახით ვუბრუნდები ეკრანზე გამოსულ ათობით შეტყობინებას და თითოეულ მათგანს გულდასმით ვკითხულობ. -"თათუ,საღამომშვიდობისა,როგორც ყოველთვის,შენი ხმა განწყობას მიმაღლებს,გთხოვ გაუშვი რიტა ორას ახალი მუსიკა,რა თქმა უნდა,გიძღვნი შენ და შენს უთვალავ მსმენელს.მაკო"-ვკითხულობ ჩემი ერთგული მსმენელის შეტყობინებას და ვიბადრები. მას მოკლედ ვცემ პასუხს და ახალ ფანჯარას ვხსნი,თუმცა,წაკითხვას ვეღარ ვასწრებ,მსმენელია ხაზზე. ხმაზე ვატყობ,30 წლამდე ახალგაზრდა ქალია,სასიამოვნო ხმის ტემბრით. ღიმილიანი ხმით მესალმება და მიკითხავს,მალევე ვცნობ და მისი სახელიც მახსენდება. -ქალბატონი ნატალია,როგორც მახსოვს,არა?-მისამლების შემდეგ ვეკითხები და ღიმილით ვისმენ მის დასტურს. -მიხარია თქვენი გამოჩენა,რადგან პირველმა დარეკეთ,ცოტა რთულ დავალებას დაგაკისრებთ თუ წინაადეგი არ ხართ,როგორც წესია,სასაუბრო თემას ყოველთვის მსმენელი ირჩევს,ამჯერად კი, მოდი,მოგცემთ სულ რამოდენიმე წამს დროს და,შემოგვთავაზეთ თემა,რომელზეც თქვენ და,რა თქმა უნდა,სხვა მსმენელი ღიად ისაუბრებს. პაუზის დროს გაგრილებული ჩაის დაგემოვნებას ვასწრებ და კვლავინდებურად დიალოგს ვუბრუნდები. -მოდი,დღევანდელი თემა მუსიკა იყოს თათუ,კარგა ხანია ამ თემაზე არ გვისაუბრია.-ქალის სასიამოვნო ხმა ყურსასმენებში მესმის და ვთანხმდები. საუბარს მალევე ვასრულებთ, მსმენელს მოკლედ ვაცნობ დღის მთავარ ამბებს და,რამოდენიმე შეტყობინებასაც ვკითხულობ. მუსიკალური პაუზისას რიტა ორას მუსიკას ვუშვებ და ჩემს ერთგულ მსმენელს ვუძღვნი მას. საათის მერე საკმაოდ დაქანცული ვარ,ცივ ჩაის გვერდით ვდებ და ამჯერად პაუზას დაგვიანებული ვახშმისთვის ვიყენებ და ნაჩქარევად ვცდილობ წითელი ვაშლი ვჭამო. მოვრჩი თუარა,წამზომი ირთვება და დღის ბოლოს,ბოლოჯერ მივმართავ მსმენელს. -23:45 წუთია,რაც იმას ნიშნავს,რომ ჩვენი დღის დასრულებამდე სულ 15 წუთი დარჩა. სასიამოვნო დღის სასიამოვნოდ დასრულების მთავარი პირობა მადლიერებაა! არ დაგავიწყდეთ,მშვიდობიანი დღისთვის მადლობა უთხრათ შემოქმედს,ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს,უთხარით რომ გიყვართ,აფასებთ და გენატრებათ!-წლებთან ერთად ტრადიციად ქცეულ დასამშვიდობებელ სიტყვებს ზედმიწევნით,იგივე ემოციებით ვიმეორებ და ბოლო ათ წუთსაც შეტყობინებების კითხვაში ვატარებ,თხოვნებს ვახარისხებ,ვაწყობ,ეთერის დასამშვიდობებელი მუსიკა-"slip”-იც ჩავრთე და ადგომას ვაპირებდი,მოულოდნელად ეკრანზე შეტყობინების ფანჯარა რომ ამოვიდა. პროგრამა უკვე ჩახურული მქონდა და გაკვირვებით გავხსენი შეტყობინება. "მშვიდობიანი ღამე სამყაროში ყველაზე ლამაზ ქმნილებას"-წერილი საკმაოდ მოკლე,დამაფიქრებელი და,საინტერესო იყო. მიუხედავად კომპლიმენტისა,უარყოფითმა ემოციებმა მომიცვა და არასასიამოვნოდ გამაჟრჟოლა. სასწრაფოდ ჩავხურე,ნოუთბუქი გამოვრთე და,რადიო 10 წუთში წარბშეკრულმა დავტოვე. სახლში მისვლამდე მარკეტში გავიარე,მზა სალათი და ბანანი ვიყიდე და,დაღლილ-დაქანცულმა შევაღე ბინის კარი. სადად,მინიმალიატურად მოწყობილ ბინაში მყუდროებასთან ერთად,სულ ცოტა მარტოობაც იგრძნობოდა. დაბალ,ხის საჟურნალე მაგიდაზე შემორჩენილი ერთი ფინჯანი სამზარეულოში გავიტანე და ნიჟარაში ჩავდე. ნოემბრის სუსხიანი,წუნკალი ღამე იდგა. სალათის ნახევარი თეფშზე გადმოვიღე და გვიან ვივახშმე. ერთი თეფში და ის,დილას დარჩენილი ფინჯანი წუთში ამოვრეცხე და საძინებლისკენ ლასლასით წავედი. მხოლოდ ძილბურანში წასულს ისევ შემახსება თავი უდროო დროს მოსულმა შეტყობინებამ,თუმცა,ისე მეძინებოდა,ფიქრიც ვეღარ შევძელი. ___ –დღეს,რადიომდე ჩემთან ვერ გამოივლი?ნატამ გული გამიწყალა,თათული რატომ აღარ მოდისო?!–12 საათი იყო,მობილურის ზარმა რომ გამაღვიძა და,ნინის ბუზღუნით ვუპასუხე. ჩემი პატარა ნათლულის ყურადღებამ ბრაზი მომენტალურად ჩამიხშო და ენერგიულად გამოვძვერი თბილი ლოგინიდან. –მოვემზადები,ცოტას გამოვფხიზლდები და გამოვალ ნინ.–მოკლედ ვპასუხობ და ვუთიშავ. თბილი,დაბამბული საღამურებით გავდივარ სამზარეულოში და ჩაიდანს ვრთავ. ლატეს ფინჯანში ვყრი და წყლის ადუღებამდე ბარის სკამზე პატარა ბავშვივით ვტრიალებ. რუტინას არც დღეს ვღალატობ,ფანჯარასთან ვდგები,ერთ ღერ პარლამენტს ვუკიდებ და გემრიელად ვაგემოვნებ ქაფქაფა სითხეს. ფანჯრები დაორთქლილია,როგორც ჩანს,იმაზე მეტად ცივა გარეთ ვიდრე ნოემბერს შეჰფერის,თუმცა,რას გაუგებ,ქალივით მერყევი,ბობოქარი,ხან–ცივი,ხანაც–თბილია ნოემბრის შუა რიცხვები. მალევე ვემზადები და სახლიდან გავდივარ. მაღაზიაში ბევრ ტკბილეულს ვყიდულობ ნატას და მისი საყვარელი,ელზას სათამაშოც არ მავიწყდება. ნინი როგორც ყოველთვის დაღლილი,გამოუძინებელი თვლებით მხვდება. დაუვარცხნელ თმებსა და ლაშას პერანგში ტყიდან გამოქცეულს გავს,თუმცა,უკვე საკმაოდ წამოზრდილი მუცელი მაიძულებს რომ გასაკიცხად მომზადებული სიტყვები უკან წავიღო,ჩავიმუხლო და,როგორც ნატაზე ორსულობისას,ისე დავადო თავი მუცელს და ჩავეხუტო. –მომენატრე,ტარზანო–ქვევიდან ვეუბნები და ამჯერად ჩემკენ გამოქცეულ ფუმფულა ნატას ვიქცევ მკლავებში.–ჩემი ელზა!–ძლიერად ვიკრავ და აწითლებულ ლოყებზე ბევრჯერ ვკოცნი.–როგორ მომენატრე! –რა მომიტანე?–როგორც კი მშორდება ხელებში მაჩერდება და,მეამიტ მზერას მავლებს. პარკს ვუწოდებ და ტყავის ქურთუკს ვიხდი. სამყოფელში შევდივართ და დივანზე მჯდები. –არ გეკითხები,დარიჩინიან ჩაის გიმზადებ..–სიცილით გადის ნინი სამზარეულოში და მეღიმება,ყოველთვის ყველაფერი იცის რა და როგორ.მიკვირს,როგორაა ამდენ საქმესთან ერთად ასეთი იდეალური. მალევე ერევა სუფთა ჰაერს დარიჩინის სურნელი და ოხშივარავარდნილი ფინჯანი მოაქს კექსთან ერთად. უთქმელად ვართმევ და მოზრდილ ნაჭერს ვიდებ თეფშზე. მასთან ჩაის ყოველთვის განსხვვებული გემო ჰქონდა,ალბათ იმიტომ,რომ მზრუნველი ხელები ამზადებდა მას. –ლაშა მალე ჭკუიდან გადავა.–ბანანის წვენს სვამს და აბრწყინებული თვალებით მიყურებს.–რითი არ მთაფლავს,მაგრამ მაინც არ ვუმხელ სქესს.–იცინის და მუცელზე იწყობს ხელებს. საოცრად,საოცრად მიყვარს და მიხარია მისი ბედნიერება! არასდროს აღიარებს,თუმცა ვიცი,ყოველდღე,22:00 წუთზე მანქანაში ჯდება და სანამ გადაცემას არ ვამთავრებ,მანამდე დაატარებს ლაშას უმისამართოდ. ეს სიმთვრალეში წამოცდა წლების წინ ლაშას და მის შემდეგ გამიასმაგდა მისდამი პატივისცემა. მისი უარის მიუხედავად,მაინც მირეკავს და შენიშვნებს მაძლევს. –ბოლობოლო ხომ გაჩნდება და,მერე მართლა გაგიჟდება!–ვეუბნები და მოცუცქულ ნატას კალთაში ვიჯენ.–სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგო ვინაა?–ვეკითხები აკისკისებულს და რბილ ლოყებზე ვჩქმეტ. ისე საღამოვდება,დროის შეგრძნება მეკარგება. სითბოში,ოჯახურ გარემოში ვისვენებ და ვთავისუფლდები. წამოსვლამდე ლაშაც მოდის და მის ბუზღუნზე უფრო ვერთობი. ავტომობილს რომ მივუჯექი,საათი ცხრას აჩვენებდა. სწრაფად დავძარი და რადიო ჩავრთე. დღის პოლიტიკურ თუ კულტურულ ამბებს გიორგი აცნობდა მსმენელს. შემობაში როგორც კი შევდივარ სამუშაო განწყობაც ეგრევე მედება. პატარა სამზარეულოში,სადაც მხოლოდ მადუღარა,მაგიდა და სკამებია,წყალი უკვე ცხელი მხვდება. ისისაა,კარადა უნდა გამოვაღო,სადაც ჩემი ჩაი მაქვს შენახულო,რომ მოულოდნელობისგან ადგილზე ვცივდები. ჩემი ჩაი უკანაა გადაწეული,წინ კი,შავი კოლოფია ბარათით. „გემრიელად მიირთვი“–ათასჯერ დავაკვირდი ბარათს,შუქზეც გავხედე,თუმცა,სახელი ან რამე მინიშნებაც კი არ იყო. კოლოფით მივხვდი,ინდური ჩაი იყო დარიჩინის არომატით. რომ გავხსენი ოთახში ისეთი არომატი დატრიალდა სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა. მას,ვისაც არუნდა მოეტანა ეს საჩუქარი,კარგად მიცნობდა და იცოდა ჩემი სუსტი წერტილიც. თუმცა,მალევე ვუარყავი საკუთარი მოსაზრება,ნებიმიერმა,ვისაც ოდესმე მოუსმენია ჩემი გადაცემა,იცის,თუ რა მიტაცებს. ამ ფაქტმა ოდნავ დამამშვიდა და სითამამე შემმატა. ჩაი მოზრდილ ფინჯანში დავაყენე და არომატი ხარბად შევისუნთქე. –თათუ,2 წუთში ვიწყებთ–ოთახში ხმის ოპერატორი შემოდის და მაჩქარებს. –სან,დღეს ვინმე უცხო ხომ არ შემოსულა ჩვენთან?–სასხვათაშორისოდ ვკითხე და ჩაი დავაგემოვნე. უდაოდ მაღალი ხარისხის იყო,ასეთი ჯერ არ დამილევია. –უცხოს მეტი ვინ არის თათ,რატომ მეკითხები,ხომ მშვიდობაა??–კითხვას მიბრუნებს და თან მიკრაფონს მაწვდის თუმცა პასუხს ვეღარ ვასწრებ,ეთერში შევდივარ. –საღამომშვიდობისა ჩემო ერთგულო მსმენელო.მე თათული ღვინიანიძე ვარ და თქვენ ჩემს სააავტორო გადაცემას უსმენთ. 22:00 წუთია ქალაქის დროით,რაც იმას ნიშნავს,რომ ამწამიდან მზად ვარ თქვენს განკარგულებაში ვიყო. არ დაგავიწყდეთ ესემეს ნომერი 001213,ხოლო ზარი 001314. მანამ,სანამ პირველი მსმენელი იქნება ხაზზე,ტრადიციისამებრ,ჩემს საყვარელ მუსიკას შემოგთავაზებთ.–მაყურებელ დროებით ვემშვიდობები და მუსიკას ვაჟღერებ. სამ წუთში ჩაის ბოლომდე დალევასაც ვასწრებ და წეღანდელი მოულოდნელობაც მავიწყდება. განყობას ვიმაღლებ და მთლიანად ჩემს მსმენელზე ვერთვები. დღევანდელი საღამო ისეთი დატვირთული გამოდგა,ენერგია სულ გამომეცალა. პირველი მსმენელი ახალგაზრდა,20 წლის ბიჭი იყო,რომელმაც თემად სილამაზე აირჩია. ცოტა დამაბნია,თუმცა,როგორც აღმოჩნდა,საკმაოდ საინტერესოდ გავშალეთ თემა. ბოლო მუსიკალური პაუზის შემდეგ,უკვე წამებს ვითვლიდი,როდის დავასრულებდი. 23:45 წუთი იყო,ხმა ჩავიწმინდე და ღიმილით შევეგებე მსმენელს. –ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება,დღევანდელი დამქანცველი,თუმცა საინტერეო დღის დასასრული ჩემს ერთგულ მსმენელს აცილებლად ეცოდინება. სასიამოვნო დღის სასიამოვნოდ ჩამთავრების მთავარი პირობა მადლიერებაა! არ დაგავიწყდეთ,მშვიდობიანი დღისთვის მადლობა უთხრათ შემოქმედს,ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს,უთხარით რომ გიყვართ,აფასებთ და გენატრებათ!-ვასრულებ და,რიგით ბოლო ზარს ვპასუხობ. –საღამომშვიდობისა,ეთერში ხართ,გისმენთ.–მხიარულად გამოვეპასუხე. –საღამომშვიდობისა,თათული.–მიკრაფონში მამაკაცის ხავერდოვანი ხმა გაისმა. უნებურად გამაჟრჟოლა,თუმცა წამიერად მოვთოკე თავი და დღის მთავარ თემას შევეხე. –თქვენთვის რას ნიშნავს სილამაზე?–კონკრეტულად ვკითხე და გავირინდე. ისე დავიძაბე,საკუთარი თავის გამიკვირდა. –სილამაზე ყველაფერია,თათუ,მატერიალურიც,სულიერიც. სილამაზე ხელოვნებაშია, ბუნებაში, მთაში, ხევში, სილამაზე ქალშია, ლამაზ,მაღალ,ალვის ხესავით ატოტვილ,ყელმოღერებულ ქალში. –ჩუმი,შეფარული ხმა მესმოდა. ისეთი განცდა მეუფლებოდა,რომ სხეული ჩემთან ძალიან ახლოს, ოთახში,სადღაც იდგა და მხოლოდ ჩემს გასაგონად ლაპარაკობდა. –საინტერესოა..–წუთის შემდეგ მხოლოდ ამის თმა მოვახერხე. ჟრუანტელს მგვრიდა მისი იდუმალი ხმა. –შენთვის რაშია სილამაზე თათუ?–კითხვა თავად შემომიბრუნა მსმენელმა. მიუხედავად იმისა,რომ საღამოს განმავლობაში ბევრჯერ გავეცი ამ კითხვას პასუხი,ამწამს, ზუსტად, ამწუთას მხოლოდ ერთადერთი რამ ამომიტივტივდა გონებაში. ის,რასაც მთელი გულით აღვიქვამდი სილმაზედ. –სილამაზე სიმშვიდეშია,ჰარმონიაში და სულის თავისუფლებაში.–მთელი გული ამოვაყოლე სიტყვებს და სმენად ვიქეცი. ჩუმი ჩაცინება მოსწვა ჩემს სმენას,შემდეგ კი,გათიშეს. მომენტალურად გავცივდი. ამაკანკალა და სასწრაფოდ დავემშვიდობე მსმენელს. საათი 00:01 წუთს უჩვენებდა. ახალი დღე ამწამის შემოსული იყო.. არ ავმდგარვარ სავარძლიდან, გუმანით,თუნდაც,ქალური ინტუიცია დავარქვათ,ვგრძნობდი,რომ გუშინდელივით ის უმისამართო,შინაარსობრივი შეტყობინება უნდა მოსულიყო,მაგრამ,გავწბილდი. შენობა დანაკლისის გრძნობით დავტოვე თუმცა,აჩქარებული გული მაინც მახსენებდა წუთების წინანდელ უჩვეულო დიალოგსა და მის ავტორს. ავტომობილს დაბალი სიჩქარით ვმართავდი,არც მაღააზიასთან შემიჩერებია, ბინაში დაქანცული შევედი და იქვე მივყარე ნივთები. გეზი პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე და ცხელი ჭავლის ქვეშ დღევანდელი განცდები ჩამოვირეცხე. ათიოდე წუთის შემდეგ ფუმფულა საღამურები ჩავიცვი და გაყინულ,აბრეშუმის თეთრეულში კანკალით შევწექი. უკვე ძილბურანში მივდიოდი, ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა და სრულიად გამოვფხიზლდი. მთელი ღამე გადავათენე. თვალწინ მხოლოდ შეტყობინება მიტრიალებდა.. „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქმნილება–ქალია,თათუ. ყელმოღერებული,ალვის ხესავით ატოტვილი, მშვიდი,ჰარმონიური და თავისუფალი“ –აქ,დედამიწაზე,სადღაც,ჩემს ქალაქში, იყო ადამიანი,რომელსაც ჰქონდა საოცრად იდუმალი,ხავერდოვანი ხმა.. იყო ადამიანი,რომელმაც ზუსტად იცოდა როგორ ავეფორიაქებინე,როგორ დაერღვია ჩემთვის სიმშვიდე..–ეს ფაქტი კი ძილსა და სულს მიფრთხობდა. __ –დავიღალე,დასვენება მინდა!–ტელეფონის პატარა ეკრანში მოქცეულ სახედანაოჭებულ ქალს სიყვარულით შევცქეროდი,გულს მიწვავდა მისი სიშორე და მონატრება.. აფორიაქებულს მხოლოდ მისი სახე მამშვიდებდა. –დედი,შვებულება რომ აიღო არ შეიძლება?–შეწუხებული ხმა ჰქონდა,ჩემზე მეტად განიცდიდა ჩემს ფორიაქს. –თუ ზაფხულამდე ავიღე,მერე შენთან ვეღარ ჩამოვალ და არ მინდა,იქნებ მალე გავიდეს დრო..–სევდიანად ამოვილაპარაკე და ჩაი მოვსვი. –ასე დაქანცული დიდი ხანია არ ყოფილხარ,მაინც ვფიქრობ,რომ რაღაცას მიმალავ და ხომ იცი ჯავრით ვერ მოვისვენებ...–შეგონებას იწყებს და ხმა უფრო უსევდიანდება. –დედა,რომ ჩამოხვიდე არ გინდა?ჩემი ხელფასი ორივეს გვეყოფა,ერთმანეთის მეტი არავინ გვაბადია,მაინც ვერ ვხვდები რატო ჩერდები მანდ.–სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი,გუშინწინდელი ბანანი გამოვიღე მაცივრიდან და გავფცქვენი. –მიზნის ასასრულებლად სულ რამოდენიმე თვეღა დამრჩა,მერე კი,აუცილებლად ჩამოვალ..–სევდიანად მიღიმის,შემდეგ ვიღაც ეძახის და მალევე მემშვიდობება. ორი სრულდება. მაცივარი,ისევე როგორც ჩემი კუჭი,ცარიელია. არადა,ყველაზე მეტად სურსათის შევსება და საყიდველი მძულს. ზანტად ვიცმევ სპორტულებზე ბოტასს და მეოთხედან ფეხით ვეშვები. ნოემბრის ბოლოა, დღეს გრილა,თუმცა,მზე მაინც ათბობს ოდნავ გარემოს.. მარკეტში პატარა კალათს ვიღებ და რძის ნააწარმით ვავსებ. იოგურტი–ჩემი რიგით მეორე ჩაუნაცვლებელი პროდუქტია. პურის სექციაში ფრანგულ ბაგეტს ვიღებ და ისევ მზა საჭმელების განყოფილებას ვადგები. აქ უკვე ისე კარგად მიცნობენ,რომ გამყიდველს თავისუფლად ვესალმები და ვიკითხავ. პატარა იმერულ ხაჭაპურსა და ქათმის სალათს ვიღებ და სალაროსთან რიგში ვდგები. წინ სამიოდე ადამიანია,თუმცა ერთს იმდენი პროდუქტი უწყვი კალათში,ვტყობ დიდხანს მომიწევს ცდა. სახე მომენტალურად მეღუშება და კალათას ხელში ვარწევ. ვერ ვიტან ლოდინს. თუ ვინმეს ოდესმე ჩემი წამება მოუნდება,საკმარისი იქნება საცობში ან რიგში დამაყენოს. სამყაროში ყველაზე ნელა ალბათ ამ დროს გადის დრო. 10 წუთის შემდეგ როგორც იქნა სალაროს გავუსწორდი და პროდუქტის ამოლაბეას ვიწყებდი,როცა წინ ახალგაზრდა მამაკაცი გადამიდგა და,ზედაც არ დაუხედავს,ისე სთხოვა მოლარეს სიგარეტი. გავცოფთი. სხვა დროს ალბათ მარტივად გავატარებდი,მაგრამ ახლა ,10 წუთიანი ლოდინის შემდეგ სისხლში ტვინში ამაწვა და, მიუხედავად იმისა,რომ ხმით უკმაყოფილება არ გამომიხატავს, ეს იმდენად შესამჩნევი იყო,რომ მამაკაცმაც კი იგრძნო ჩემი აჩქარებული სუნთქვა და მხოლოდ გასვლისას მომიბრუნდა –უკაცრავად,ძალიან მეჩქარება და მაგიტომ გადაგასწარით.–გულწრფელად მომიბოდიშა და თვალი გამისწორა. მისი მზერა იმდენად წამიერი იყო,რომ სახეზე დაკვირვებაც კი ვერ მოვასწარი,თუმცა,მისი გაოცება მზერაში მაინც დავიჭირე. როგორც გამოჩნდა,ისე მოულოდნელადვე გაქრა. მე კი,პირდაღებული წუთით გაშეშებული ვიდექი სალაროსთან მანამ,სანამ მოლარემ თანხა არ მომთხოვა. „რა ელდანაცემივით შემომხედა,რა დაემართა“–სახლამდე მხოლოდ მის გაკვირვებულ თვალებზე ვფიქრობდი. თუმცა,ამაზე ფიქრით გონება აღარ დამიღლია. მისვლისთანავე სამზარეულოში გადავინაცვლე და გემრიელად ვისადილ–ვისაუზმე. ბოლოს კი ცხელი დარიჩინიანი ჩაიც დავაყოლე. საღამომდე,რუტინულად,“მეგობრებს“ ვუყურე,ცხრაზე კი სახლიდან გავედი. 22:00 წუთზე გადაცემა ჩველებისამებრ დავიწყე,ნულოვანი სხვაობით. ერთგულმა მსმენელმა არც დღეს დამაღალატეს და ,რიგრიგობით,თბილად,ისე როგორც მეგობარი–მეგობარს,მიკითხავდნენ და სასიამოვნოდ ვსაუბრობდით თემაზე:ოჯახი. თითქოს,მოულოდნელობების გარეშე სრულდებოდა დღეც, საღამოს მიწურულს ბოლო ზარი რომ შემოვიდა ეთერში. –საღამომშვიდობისა ჩემო მსმენელო,პირდაპირ ეთერში ხართ,გისმენთ.–მივმართე და უკანასკნელი ყლუპი მოვსვი. –ქალბატონო თათული,იმისდა გათვალისწინებით,რომ ათიდან თორმეტამდე თქვენი ტელეფონი,ისევე როგორც თავად თქვენ,გამოსული ხართ მომსახურების ზონიდან,უკიდურეს ფორმებს მივმართე და აქვე,პირდაპირ ეთერში,ასობით ადამიანის თანდასწრებით გეუბნებით,რომ თქვენი მეგობარი ბავშვს აჩენს,ასე რომ,მოუსწარით.–სწრაფსწრაფად აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს ნინი და დასრულებისთანავე მითიშავს. ემოციებისგან,თუ იმიტომ,რომ მთელი წუთი თვლები დაუხამხამებლად მქონდა დაქაჩული,ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა და გატეხილი,აღელვებული,აკანკალებული ხმით დავემვიდობე მსმენელს და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი რადიოდან. ავტომობილი ამებში დავძარი და ისეთი სიჩქარით გავვარდი გზადკეცილზე,არცერთ მრბოლელს არ ჩამოვრჩებოდი. გზაში ლააშას დავურეკე და მისამართი გამოვართვი. საავადმყოფოს პარკინგზე მანქანა გავაჩერე და სირბილით შევვარდი მიმღებში. –ნინი სალდაძე,აქუნდა იყოს–ქოშინით,ნაწყვეტნაწყვეტ ვეუბნები გოგონას და,აჩქარებულ გულზე ხელს ვიჭერ. –ჯერჯერობით 105 პალატაშია,მასთან მეუღლე და ბავშვია,მესამე პირის შესვლა არ შეიძლება!–მკაცრად მეუბნება და უკვე პალატისკენ მიმავალს გზაზე მეღობება. ისეთი გაცეცხლებული მზერა შევავლე,მიუხედავად წესდებულებისა,გზიდან ჩამომშორდა და პირდაპირ შევაღე პალატის კარები. ნინი დიდ ლურჯ ბურთზე იჯდა და თმაგაწეწილი,წამოწითლებული,შეშლილი სახით უჭერდა მკლავებზე ხელს საწყალ ლაშას. –მიმიშვი,შეგცვლი,ცოდვა ხარ.–სიცილით მივუახლოვდი ლაშას და ნინის ხელი ჩამოვართვი,ჩავიმუხლე და წელში ხელები დავუსვი. –რამ გადაგრია,პირველს ხომარ აჩენ.–ისე იკივლა,ყური მეტკინა. ლააშას სახეზე ფერი არ ედო,ჩემი ნატალიკო ბებოსთან ერთად გარეთ გასულიყო. –ეს და ვსო,მეტის გამჩენი არ ვარ.–სიმწრით ამოილაპარაკა და ნელნელა წამოდგა ბურთიდან.–ლაშა,გთხოვ,ექიმს და ექთანს დაუძახე,მგონი,მეწყება.–ფერწასულმა ამოილაპარაკა და დაწვა. არ ვიცი იმ წუთებში რა მოხდა, როგორ, რა კანონზომიერებით, არც ის ვიცი,რატომ დააგვინდა ექთანსა და ექიმს. არც ის მახსოვს,როგორ დაიკივლა განწირულად ნინიმ. არც ის მახსოვს,როგორ გავჩნდი მის ფეხებთან. არც ის ვიცი,როგორ ვყვიროდი ბოლო ხმაზე,რომ შემოსულიყვნენ. წამის, წუთის ან არვიცი,საათის შემდეგ, მხოლოდ იმას ვხედავდი, რომ ხელებში ძალიან პატარა, უსუსური, მოცუცქნული ქმნილება მეჭირა, რომელიც, წვრილი,ჭყიპინა ხმით გაჰკიოდა და ჰო, ლაშა ნამდვილად გაგიჟდებოდა, ხელებში კიდევ პრინცესა მეჭირა. შემდეგ,ერთიანად შემოცვივდნენ ოთახში ყველა. სანიტარი, ექთანი, ექიმი, ლაშა. შოკისგან იმდენად ვიყავი გაშეშებული,რომ ხელებში ჩაფრენილ ექთანს ბავშვს არ ვაძლევდი. ნინის ტირილი მესმოდა, ლაშას ისევ გაფითრებული ჰქონდა სახე და მგონი,წუთი–წუთზე გულიც წაუვიდოდა. მთლიანად წითელი ვიყავი და, ნელნელა მოვდიოდი გონს. პირველ რიგში ციცქნა ექთანს გადავეცი,რომელმაც თეთრ სახვევებში გაახვია. შემდეგ წამოვდექი და ნინის თავთან ინტიქტურად მივედი. –პატარა პრინცესაა,იცი რა ლამაზია? შენი ცხვირიაქ.–რაც პირველად მომადგა პირზე ის ვუთხარი და მისუსტებულ ხელებზე ვაკოცე. ცრემლები უწყვეტად მოსდიოდა და ისეთი მადლიერებით მიცქერდა,გავგიჟდი. –თათუ,შენ ხვდები რა გააკეთე?–ჩუმად ამოილაპარა,ძალიან დასუსტებული იყო,ძალაგამოცლილი. –ერთი საუკუნის შემდეგ მკითხე,ახლა ისიც არ ვიცი,ვინ ვარ.–გავუცინე და ლაშას გავეცალე,რომელსაც თეთრებში გახვეული ციცქნა ეკავა ხელში. ფრთხილად დაუწვინა გულზე ნინის. სახეზე ნაზად მოეფერა და, ჩამოგორებული მამის ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა. მიხაროდა.. ნელნელა რომ ვიაზრებდი რა სცენას ვხედავდი, გული უფრო მიფრიალებდა. პალატა ჩუმად დავტოვე. ფოიეში ნატა იდგა მოუსვენრად და როგორც კი დამინახა,ბებოს გამოექცა ხელებიდან. ჩავიმუხლე და ჩემკენ მორბენალი გულში ჩავიხუტე. –ჩემი ნატა,იცი?პატარა და გყავს,შენსავით ლამაზია.–სახეზე მოვეფერე და ხელში ავიყვანე. რამოდენიმე წუთი ვეთამაშე და გარეთ გამოვედი. მანქანაში ჩავჯექი და საზურგეს მთელი ტანით მივეყრდენი. დაჭიმულობისგან სხეულის აფსოლუტურად ყველა მონაკვეთი მტეხდა. წყურვილისგან ყელი გამშრალი მქონდა, ინსტიქტურად საჭის გვერდით წავიღე ხელი,სადაც ყოველთვის მეგულებოდა თერმოსი დარიჩინიანი ჩაით. მოვსვი,შეგრილებული იყო,თუმცა,არომატი ახლა უფრო მკვეთრი ჰქონდა. თავიდან ყლუპყლუპით,შემეგ კი ერთიანად დავლიე სითხე და ღრმად ამოვისუნთქე. ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ საბოლოოდ გამომაფხიზლა და სავარძელზე გავსწორდი. „თა,შეუფასებელი გოგო ხაარ!მთელი გულით გვიყვარხარ მეც და პატარა თათულისაც“–ნინი მწერდა. მთელი ხმით გამეცინა. გიჟია თქო,ბევრჯერ მითქვამს,ახლა კი ყველაზე მეტად დაამტკიცა. მომენტალურად ავკრიფე შეტყობინება და სიცილით გავაგზავნე. „წარმოგიდგენია?! ერთი თათული რა ვარ და უკვე ორი რომ ვართ,რა დღეში ჩაგაგდებთ წარმოდგენაც არ მინდა“ დავძალი და წამოვედი. სრულიად გამოფიტული და ამავდროულად,აუარება ემოციით დატვირთული. ახლა,ამ წამს,ყველაზე ნაკლებად მინდოდა,რომ სახლში მარტო ვყოფილიყავი. ჰაერივით მჭირდებოდა,რომ ვინმესთან ეს ენერგია დამეცალა და სიხარული გამეზიარებინა. თუმცა, მიწევდა,ეს ყველაფერი გულში ძლიერად ჩამეხვია. ავტომობილი ავტოფარეხში შევაყენე და ამჯერად კიბეებით ავედი მეოთხეზე. სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა, ბედნიერი ვიყავი, მისი ბედნიერებით,რომელიც ჩემი წილიც იყო. კარს ვაღებდი,ტელეფონი რომ აწკრიალდა. ისევ ნინი მეგონა და,არც დამიხედავს,ისე ვუპასუხე. –რა იყო,უკვე ნანობ ჩემი სახელი რომ დაარქვი ციცქნას?–კისკისით შევედი ოთახში და ყველაფერი შემოსასვლელშივე მივყარე. ამ ჩვევას უკვე 26 წელია ვერ გადავეჩვიე. ტელეფონიდან ნინის მაგივრად,მამაკაცის გულღია სიცილი რომ მომესმა,მხოლოდ მაშინ დავხედე გაკვირვებულმა და დაფარული ნომერი რომ დავინახე,დღეებისწინანდელი შეტყობინებაც მომენტალურად გამახსენდა. გამაკანკალა და, ადგილზევე გავშეშდი. –ისეთი სასწაულიხარ,მთელი მსოფლიო უნდა გიცნობდეს. მიკვირს,ასეთ მოკაშკაშე სულს მხოლოდ ერთეულები რატომ ხედავს. სამყაროში ერთერთ უძვირფასეს რგოლს საყრდენი მიეცი დღეს,სულ რამოდენიმე წუთის წინ და ,ვფიქრობ,ამაზე მეტი რაუნდა გააკეთო, თუმცა,სიურპრიზებით სავსე ხარ,თათუ!–კარგად ნაცნობმა ხმამ,მისთვის დამახასიათებელი ჩუმი ხმით სათქმელი ამოწურა და, გამითიშა. ის დღეც,გუშინდელივით, თვალმოუხუჭავად გადავათენე. უკვე აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, ვინ იყო:მანიაკი,უბრალო თინეიჯერი რომელიც ერთობოდა თუ?? თუ–ზუსტად ამან დამიკარგა მოსვენება! __ –ისეთი ლამაზია,მაგიჟებს..–ტელეფონის ეკრანიდან ვუყურებდი ნინის მკერდზე მიწვენილ პატარას და თან მთელი ტანით ვკანკალებდი. დილის შვიდი საათი იყო. ნოემბრის ბოლო რიცხვებში დილა კი,დეკემბერზე ცივი და სუსხიანია. უძილობისგან და ფიქრისგან შეწუხებულმა რომ ვერაფერი მოვიფიქრე,ისევ ნინის დავურეკე,არც შევმცდარვარ,არც პატარა თათულის და არც მას არ ეძინა. –შენ რა არ გაძინებს? როდის იყო ასე ადრე იღვიძებდი?–მკითხა და ტელეფონიდანაც ვიგრძენი მისი გამჭოლი მზერა. –საქმე ისაა,რომ არც მძინებია,თუმცა ეს მერე,ახლა მითხარი,რომ წავედი რა მოხდა?–თავი ავარიდე კითხვას და ბოლობოლო ავდექი. –სულ სამი საათის წასული ხარ,ამასობაში თათული გაალამაზეს,ჩააცვეს,დახურეს,მე დამსტროჩკეს,მერე გამკერეს,ნატა ბედნიერებისგან სულ კისკისებდა,მერე დედას გავატანე და ახლა ალბათ მეცხრე სიზმარშია,ლაშას კიდევ პირი ვერ დავამუწიე,სულ იღიმის და თავზე დამფოფინებს,ორი გოგოს გაზრდას და მერე გათხოვებას შენ მეხუმრებიო,მითხრა და ეგეც სახლში გავუშვი.–ჩამომირაკრაკა და ამასობაში ლატეც გავიმზადე. თამბაქოს მოვუკიდე და რძისფერი სითხე მოვსვი. –დღეიდან ვარჯიშს ვიწყებ.–ისე უცებ მივახალე და თან ისე გაუაზრებლად,ყავა გადამცდა. –აუჰ,ასე რთულადაა საქმე?–სახე შეუღონდა ნინის,ამაზე ისე გამეცინა სული მართლა ვეღარ მოვითქვი. –მოიცა მოვიდე მე ხოდზე და მოგხედავ.–წარბი ამიწია და აწუწუნებულ ბაიას თბილად დახედა. –შენ ჯერ ჩემს სეხნიას მიხედე, მე კიდევ წავედი,თუ გზაში კუნთების ატროფია დამემართა და მოვკვდი,კი იცი ვის და რას როგორ ვუტოვებ.–ვეუბნები და ვუთიშავ. ერთი წამით ამ სიცივეში განძრევაც კი შემეზარა,მაგრამ,ახლა რომ რამით არ დავკავებულიყავი,გავაფრენდი. სპორტულ პლაშოვკაზე დუტის უმკლავო მოსაცმელი მოვიცვი და გვარიანად შეფუთულმა კიბეები შემართებით ჩავირბინე. უბანში,სადაც ვცხოვრობდი,ერთადერთი მოედანი იყო,ისიც მოცუცქნული და,დიდი მორბენალივით პირდაპირ იქ შევედი და,ნელი ძუნძული დავიწყე. მეორე კრუგზე ვიიგრძენი რომ ვეცემოდი, მაგრამ,არ შევჩერებულვარ, ნახევარი საათის შემდეგ,სინაცრისფრე გაიცრიცა და მზემ ოდნავ გამოანათა. რკინის ძელს მივეყრდენი და ჩქარი სუნთქვის დარეგულირება ვცდე რომ წყალი დამელია. დავიმუხტე. ისეთი ენერგია ვიგრძენი, რომ გულზე ფიქრები და,სევდა ერთიანად გადამეყარა. წყალი ჯერ რამდენიმე ყლუპი,შემდეგ კი გვარიანად მოვსვი და ხელოვნურ საფარზე ჩავჯექი. დავიღალე,თუმცა ღირდა. აწი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა,რომ ყოველ დილით,დაუზარებლად,ავდგები და ვივარჯიშებ. 15 წუთი სუფთა ჰაერზე შევისვენე. შემდეგ ავდექი და ნელი ნაბიჯებით სახლის გზა დავადექი. აღარ მციოდა, პირიქით, იდეალური ტემპერატურა იდგა გარეთ. კიბეები ჩქარი ნაბიჯით ავიარე და ჩემს ბაქანს რომ გავუსწორდი, ყურადღება ბინის კარებზე გაკრულმა ფურცელმა მიიბყრო. უჩვეულობები უკვე იმდენჯერ გადამხდა ბოლო კვირაა,რომ სრულიად ბუნებრივად აღვიქვი წერილი და, ინტერესით დავაკვირდი. „ჯანსაღ სხეულში–ჯანსაღი სული“ ამოვიკითხე ხმადაბლა დაჩამეღიმა. ეს თამაში თან მაღიზიანებდა,თან მახალისებდა. თან ინტერეს იწვევდა,ამავდროულად კი,ოდნავ შიშს. წერილი გავკეცე და შემოსასვლელში,ხელნაკეთ ხის სათავსოში მოვათავსე. ათის წუთებს აჩვენებდა საათი, შხაპის მიღების შემდეგ პირდაპირ ჩავიცვი და, სავაჭრო ცენტრისკენ ავიღე მიმართულება. საბავშვო მაღაზიები დავიარე და შუადღისთვის უკვე პარკებით სავსე ავტომობილიდან გადმოვედი და სულის მოსათქმელად კუთხის კაფეს მივაშურე. ადგილი დავიკავე და ახალგაზრდა გოგოს დარიჩინიანი ჩაი და კარამელიანი მაფინი ვთხოვე. 10 წუთში შეკვეთა მომიტანა და სიმშვიდეში მივირთვი ჩემი საყვარელი კომბინაცია. დავისვენე,განვიტვირთე და კაფე დავტოვე. სწორედ მაშინ მივედი,როცა ნახვის საათები იყო დაწყებული და პარკებით შევიჭერი პალატაში. ციცქნა ცალკე,პატარა საწოლში იწვა და სძინავდა. ნინი ბანანის წვენს სვამდა და, ნატას ელაპარაკებოდა. რომ შევედი გამიღიმა და მეც ჩამომისხა წვენი. ნატამ დედა მიატოვა და მე მომისკუპდა. პარკებში ჩაიჭყიტა და ცხვირი აიბზუა. –აქ ჩემთვის არაფერია.–უკმაყოფილოდ ამომხედა და თვალები ისე აუწყლიანდა,ლამის გავგიჟდი. ლოყები კოცნით დავუფარე და ჩანთიდან ქინდერი ამოვუღე. –და ვინ გითხრა რომ შენთვის არაფერია?–გაუცინე და აკისკისებულს შოკოლადი გადავეცი. ნინის უკვე პარკები გაეხსნა და სათითაოდ ათვალიეერებდა ყველაფერს. გიჟდებოდა საჩუქრებზე. მისი სუსტი წერტილი იყო. –აუ,რალამაზებია.–დაეხსნა და საწოლზე გამოეფინა.–მადლობა თათუ!–გამიღიმა და პალატაში შემოსულ ლაშას მიეახლა. გუშინდელთან შედარებით,სახეზე ფერი ედო და,ნინიც მართლი იყო,ვერც ინარჩუნებდა მიმიკას და გაცისკროვნებული დაჰყურებდა მოცუცქნულ გოგონას. –თავს ჩამომაკიდებინებენ თათული,გამაგიჟებენ და გამამელოტებენ.–გადმომხედა და გამიცინა. –რისი გეშინია,მაქსიმუმ ბიჭები მოიტაცონ და,სახლში დაგისვან.–არ დავაკელი და იმწამს გაღვიძებული თათული ფრთხილად ავიყვანე. მკლავის ხელაც არიყო, ტუჩები დაებუშტა და თვალებს მხოლოდ წამიერად ახელდა. მართალი აღმოვჩნდი, ნინის ცხვირი ჰქონდ და ,მგონი,მისი ტუჩებიც. –კიდევ კარგი,ნინის ჰგავს ორივე.–კეკლუცურად გავხედე წყვილს და ბავშვივით ენა გამოვუყავი. მათთან მხოლოდ ნახევარი საათი დავყავი. პალატიდან გამოვდიოდი, ჩანთაში გასაღებს ვეძებდი და, ისე მივდიოდი გასასვლელისკენ, მოულოდნელად რაღაცას რომ შევასკდი პირდაპირ შუბლით და, ლამის ამოვყირავდი. –ვაი,თავი!–წამოვიკვნესე და,“ბოძს“ავხედე, რკინის მასის მაგივრად წინ თეთრ ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი მედგა, რომელიც შემფასებლურად მათვალიერებდა. –უკაცრავად,ვერ დაგინახეთ.–როგორც კი მისი მზერა დავიჭირე,აჩქარდა და მომენტალურად გამეცალა. პირდაღებულმა გავაყოლე თვალი მაღალ სხეულს და მის არეულ,საკმაოდ მოზრდილ თმებს თვალი მოსახვევამდე ვადევნე. გაგულისებულმა ჩქარი ნაბიჯით დავტოვე სამშობიარო და, ავტომობილი სწრაფად დავძარი. მხოლოდ მაშინ,როცა ბინის კარები შევაღე, მერე დავიჭირე მსგავსება დღევანდელ ექიმსა და,მამაკაცისა,რომელმაც მარკეტში გადამასწრო. არა! ისინი უდაობ ერთი და იგივე პიროვნება იყო... __ –საღამო მშვიდობისა ჩემო ერთგულო მსმენელო,დღეს ჩვენი კვირის რიგით ბოლო შეხვედრაა და,დამერწმუნეთ,ორი დღე ძალიან გამიჭირდება თქვენს გარეშე. მიუხედავად ამისა,მინდა დღევანდელი საღამო მართალია ჩემთვის,თუმცა,მაინც სასიხარულო ამბავით დავიწყო. თუ არ გამინაწყენდებით,მინდა ჩემს უახლოეს ადამიანს კიდევ ერთხელ მივულოცო დედობა,ნინ,ვიცი,მისმენ! მინდა სულ ასხივებდე.. სანამ უშუალოდ ზარებზე გადავიდოდეთ,მანამ,ტრადიციულად,ორ წუთიანი მუსიკალური პაუზა,შემდეგ კი,ახალი დღის დასაწყისამდე,თქვენს გვერდით ვიქნები.–ღიმილით ვამთავრებ მონოლოგს და მუსიკას ვრთავ. უცნობის დანატოვარ დარიჩინიან ჩაის ისევ საუცხოო არომატიაქ. მუსიკა როგორც კი სრულდება,ყურსასმენებ ვირგებ და უკვე აქტიურ მუშაობას ვიწყებ მსენელთან. კვირის ბოლო იყო და,შესაბამისად,უფრო ამაღლებული განწყყობა სუფევდა მსმენელში. სიყვარულით მიკითხავდნენ და რჩევა–დარიგებებს ვცვლიდით ერთმანეთში. დღის ბოლოს,დასამშვიდობებელი მუსიკაც გავუშვი და, ნელი სვლით დავიძარი გაასასვლელისკენ. დამღლელი,თუმცა,სასიამოვნო საღამო გამოდგა. დღეს ნოემბრის ბოლო რიცხვმა დაასრულა მისი მოღვაწეობა და, დეკემბერს შემოედგა მისი ფიფქებიანი ფეხი. სუსხიანი ღამე იყო. აბუზული მივედი მანქანამდე და სწრაფადვე დავიძარი. ერთი სული მქონდა როდის დავწვებოდი და დავიძინებდი. თუმცა,დღევანდელი დღის მყუდროება ისევ დამირღვია არასასიამოვნო შემთხვევამ. უკვე სახლთან ვიყავი,სულ რამოდენიმე მოსახვევი მქონდა დარჩენილი,რომ მოულოდნელად მუხრუჭების წუილი გავიგე და, შეჯახებამაც არ დააყოვნა. ისეთი ხმა იყო, მეგონა მოვკვდი. სანამ შიშისგან გონდაკარგული მთელი ძალით ვაჭერდი პედალს ფეხს,მანამდე, უცნობს მისი ავტომობილი დაეტოვებინა და ჩემი კარების გაღებას სცდილობდა. –კარგად ხართ?–ისეთი ნაცნობი ხმა მომესმა,გაოცებულმა გავხედე და ხელში საავადმყოფოსა და მარკეტის უკვე კარგად ნაცნობი პიროვნება შემრჩა,ერთიანად ავიშალე და,ლამის გავგიჟდი. –ჩემი წყევლა ხართ?–მომენტალურად მოვეგე გონს და მანქანიდან უმალ გადმოვედი.–ჯერიყო და,რიგში გადამასწარით,მერე საავადმყოფოში ლამის გადამიარეთ,ახლა კი,პირდაპირი მნიშვნელობით დამეჯახეთ და ლამის მომკალით.–გაკაპასებული ვლაპარაკობდი და მის მამაკაცურ ნაკვთებსა და ალმაცერ მზერას თვალს ვარიდებდი. –მგონი ცოტათი აზვიადებთ,თან ამშემთხვევაში სუფთა ვარ,ჩემ გზაზე მივდიოდი,წყნარად,მშვიდად,თქვენ კი,როგორც სჩანს,მოსახვევებს არ აკვირდებით და,შედეგიც მიიღეთ–თვალი ჩამიკრა და,შემფასებლური მზერა მომავლო. –თავხედი ხართ,მეტი არაფერი!–არგუმენტი ვეღარ მოვიფიქრე და,სახე ავარიდე. ავტომობილი ძალიან დაზიანებული არ იყო,თუმცა,იაფი ნამდვილად არ დამიჯდებოდა. –მანქანაზე არინერვიულოთ,მე მივხედავ.–როცა დამინახა,როგორ ვათვალიერებდი შეჭყეტილ კარებს,მომიახლოვდა და,ამჯერად,გულწრფელად გამიღიმა,ხმაშიც სინანული გარეოდა და,მეც ოდნავ დავმშვიდდი. თან,მის თვალებსა და, თბილ ღიმილს ვერ ვაშორებდი თვალს. –არარის საჭირო,უმჯობესია,მეტად თუარ გადავეყრებით ერთმანეთს,ჯანმრთელობისთვის და ,სიცოცხლისხანგძლივობისთვის,ასე აჯობებს.–მაინც წავკბინე,ჩავჯექი და,სახლშიც ორ წუთში მივედი. კარები რომ შევაღე, სევდა გამიორკეცდა... ყავის ფინჯანი,წესისამებრ,საჟურნალე მაგიდაზე იდოდა , სიგარეტის კოლოფიც იქვე.. ნივთები შემოსასვლელში დავტოვე და, ფინჯანი ნიჟარაში ჩავდე. არ მეძინებოდა.. წეღანდელმა ინციდენტმა სულ დამიკარგა ძილიც და საფიქრლიც ამიღერღა. ამას გასაკეთებელი მანქანა და, სიმარტოვეც ერთვოდა.. დავითრგუნე. კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და ფანჯარა გამოვაღე. ვერ ვიტანდი როცა სახლში თამბაქოს სუნი იდგა და, არც ის მიყვარდა,როცა ტანისამოსი იკვამლებოდა. ამიტომ ვეწეოდი დილით და,ისიც მხოლოდ ყავაზე. ესეც ჩვევის ბრალი იყო.. ამჯერად კი, პირველი დეკემბრის პირველ ღამეს, საშინლად მოუხდა ერთი ღერი პარლამენტი. ნელნელა, ნებანება ვეწეოდი. თითქოს, სევდის გაქარწ....ბას ვცდილობდი. ზუტად იმწამს,როცა ჩავაქრე,ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. ამაკანკალა,ავნერვიულდი კიდეც. „არავის არუხდება თამბაქო ისე,როგორც ქალს. განსაკუთრებით კი–შენ,თათუ“ უკვე მეშინოდა.. ტელეფონი ცივად დავდე მაგიდაზე და, სიჩუმეში,გავირინდე. ეს ყველაფერი უკვე სცდებოდა საინტერესოსა და,სასიამოვნო ყურადღებას. პანიკურმა კანკალმა ამიტანა და , ნერვულად დავიარე ყველა ოთახი ფანჯარა. დეკემბრის სრულ სიბნელეში არაფერი არიყო ისეთი, რაც ყურადღებას იქცევდა.. ტელეფონი საერთოდ გავთიშე და, ტანსაცმლიანად შევწექი საწოლში. ერთი შეხედვით,სასიამოვნო განცდა უნდა დაეტოვებინა, თუმცა,თავდაცვითმა ინსტიქტებმა მძლია და, ვეღარაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ უკვე რამოდენიმე დღეა სრულიად უცხო ადამიანი დამყვებოდა და, ჩემს ყოველ ნაბიჯს უყურებდა. –დამშვიდდი,თათული!–საკუთარ თავს გასამხნევებლად შევუძახე და, საბანში მჭიდროდ გავეხვიე.. არ მახსოვს,როდის ჩამეძინა.. წვიმის წვეთების ხმა რომ ჩამესმა, საათი პირველს აჩვენებდა. უენერგიოდ წამოვიმართე ლოგინიდან და, დაჭიმული სხეული წამოვწიე. გარდერობის სარკიდან დაღლილი, სახეარეული გოგო მიცქერდა. სამზარეულოში გავედი და ჭიქა ცივი წყალი სულმოუთქმელად ჩავცალე. ტელეფონი ჩავრთე და, წყალი დავადგი. როგორც კი ეკრანი განათდა, მაშინვე ზარი შემოვიდა და, სანამ ვუპასუხებდი, სახეზე ღიმილი ავიკარი. –დედა!–ლაღად შევცინე და ყავა მოვსვი. –ლამის გავგიჟდი სანამ აიღე.–სახე აშლოდა ქალს და აქედანაც ვხედავდი,მზერა როგორ ჰქონდა დაბინდული. გული მომიკვდა,დედაზე არც კი მიფიქრია,ტელეფონს რომ ვთიშავდი. –ბოდიში რა დე,გუშინ ისეთი დაღლილი მოვედი,არც გამხენებია გზაში რომ დამიჯდა და,მხოლოდ ახლა ჩავრთე.–თავი ვიმართლე და,სახე ავარიდე,არმიყვარდა ტყუილის თქმა რომ მიწევდა. –დილით მზიამ დამირეკა.–სასხვათაშორისოდ მითხრა და,მივხვდი,ჩვენ კარის მეზობელს უკვე შეემჩნია დაზიანებული მანქანა და,უკვე თქმაც მოესწრო. –მაგ ქალს ხო არაფერი ამაგრდება პირზე.–გავბრაზდი და,ცხელი სითხე ერთინად მოვსვი. პირი დამეწვა. –განსაკუთრებული არაფერი,განაკაწრია,დარწმუნებული ვარ,ფოტოებიც განახა და ,შენც ნახავდი. ჩემი ბრალი იყო,მოსახვევში არ გავიხედე და გვერდიდან მომარტყეს ოდნავ.–თავის მართლება დავიწყე და,ბარის სკამზე ჩამოვჯექი,ტრიალი დავიწყე. –გაჩერდი,დამეხვა თავბრუ!რამე ხომარ გეტკინა? ძალიან შეგეშინდა?–თვალები აუწყლიანდა და, ხელის ზურგით შეიმშრალა მომდგარი ცრემლი. –კი დედა,მოვკვდი და ახლა საიქიოდან გელაპარაკები!–მის გასამხიარულებლად სისულელე წამოვროშე და,მომენტალურად გავჩუმდი.. ქალს ორმაგი ტკივილი გამოესახა დანაოჭებულ სახეზე. ვინანე, ენაზე ვიკბინე, თუმცა, ნათქვამი ვეღარ დავაბრუნე უკან. –ხომ იცი,როგორი დაუფიქრებელი ლაპარაკი ვიცი.–თავჩახრილმა ამოვილაპარაკე და,გაშავებულ ეკრანს დავხედე, კამერა გამითიშა, ტიროდა, ვიცოდი და, კიდევ უფრო მეტკინა. –გთხოვ რა!–ხმა გამებზარა და, დაჟინებით ჩავაცქერდი ეკრანს. ისევ გათიშული ჰქონდა, ისევ მესმოდა ჩუმი ქვითინი.. –ცუდი შვილი ვარ!–გულმტკივანმა ამოვილაპარაკე. იმწამს გავიგონე მისი ხმაც და, ეკრანზეც გამოჩნდა. წარბები შეეკრა და,გაბრაზებული მიყურებდა, ვერ იტანდა ამას რომ ვეუბნებოდი. –ეგ აღარასდროს გაიმეორო!შენ საუკეთესო ხარ,რაც კი ცხოვრებამ დამიტოვა და,იცოდე!შენგან საკუთარი თავის დაუფასებლობას ვერ ავიტან!–შეუვალი ხმით მითხრა და,მალევე დამემშვიდობა.. ვეღარ მოვისვენე.. მთელი დღე გული ვერაფერს დავუდე. ვერც კითხვას,ვერც კინოს.. ნინიც ვეღარ შევაწუხე, აარადა, ჰაერივით მჭირდებოდა ეხლა რაღაც, რაც გმომიყვანდა სტრესიდან.. მერე,თითქოს,რაღაც გადამიტრიალდა და, რასაც არც არასდროს ვიზამდი,ის გავაკეთე! ასე,მოულოდნელად, დაუგეგმავად, არც მიფიქრია,არც განმისაზღვრას შედეგები და, არც ის,თუ რამდენად დიდ სიგიჟეს ჩავდიოდი. საკუთარ თავსა და პრინციპებს რომ ვღალატობდი, ზუსტად ვიცოდი და, თათულის რომ გადავახტი, ამას, ჩადენილის მერე მივხვდი. საღამოს 8 საათი იყო, გამოფიტულმა, მხოლოდ დარიჩინიანი ჩაის ნასვამმა, თეთრ თაბახზე რომ დავწერე „გამოჩნდი“ და, აფსოლუტურად ყველა ფანჯარაზე რომ გავაკარი. ვინც არუნდა ყოფილიყო, თაყვანისმცემელი,მანიაკი თუ უბრალოდ უსაქმური, თუ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ვიყაავი, ახლოს იქნებოდა და, ნახავდა.. გაკვრიდან,რამოდენიმე წამის მერე ვინანე თუმცა,აღარ ჩამომიხსნია.. საკუთარი თავი და გუშინდელი ისტერიკაც კარგად მახსოვდა, მაგრამ,სიგიჟე მაკლდა.. ის,რაც ვიღაც უცნობი მაწვდიდა, შიშის მიუხედავად მჭირდებოდა და, ამას დაღუპვამდე რომ მივეყვანე, რაღაც მაინც უნდა მემოქმედა.. ველოდე.. 1 საათი გავიდა.. ათი საათიც შესრულდა.. იმედი მიცრუვდებოდა და საკუთარ თავზე მეცინებოდა უკვე, დეკემბრისეული უკუნითი იწვა ქუჩებში, მბჟუტავი ბრა მხოლოდ ოთახის ნახევარს ანათებდა, სადაც, ხელში თამბაქოთი, ჭიქა დარიჩინიანი ჩაით , გაუნძრევლად ვიჯექი და, ველოდი, თუმცა რას?? არ ვიცოდი! გაბმულმა ზარმა გამომაფხიზლა, დივანზე მჯდომს ჩამძინებოდა და, საათს რომ დავხედე, ღამის პირველს აჩვენებდა. დაფარული ნომერი იყო.. რეკავდა.. ისევ ის ხმა გავიგონე, იდუმალი და, თან , უცნაურად ნაცნობი.. –„მიხმე და მოველ, გელოდი და ამისრულდი ვითარცა ნატვრა..“ –გამარჯობის მაგიერ,სასიამოვნოდ მომესალმა და,ღიმილი მომგვარა. –გაგრძელება არააქვს?–ისე ბუნებრივად ვკითხე,თითქოს,სრულიად უცხოს არ ველაპარაკებოდი..საკუთარმა სითამამემ გამაკვივა. სიგარეტს მოვუკიდე, სანთებელას ხმა გავიგონე,დარწმუნებულივარ,მანაც.. გამეღიმა,უხერხულობა მთლიანად მომეხსნა.. –თითო დარეკვაზე თითო კუპლეტი გეკუთვნის დღეიდან..–ჩაიცინა და ,ალბათ,ნაპასი დაარტყა,ღრმად ამოისუნთქა. იგივე გავიმეორე, ღიმილს ვერ ვიშორებდი.. –ეწევი?–რომ აღარ ვუპასუხე,თვითონ მკითხა. –შენც? –რომელს?–ინტერესით ჩამეკითხა. –პარლამენტს,შენ ალბათ მარლბოროს..–ისე,უბრალოდ,თავისუფლად ველაპარაკებოდი.. –საიდან დაასკვენი?–ხმაში გაკვირვება გაერია.. –ისეთი ხმა გაქვს,მარლბოროს უნდა ეწეოდე.–იმდენად აფსურდულად მომეჩვენა ჩემი პასუხი გულღიად გამეცინა.. ისიც ამყვა.. ოდნავ მოვეშვი,განვთავისუფლდი. –ახლა რომ წარმოვიდგენ,როგორ ზიხარ დივანზე,პლედში გახვეული,როგორ გიდევს მუხლზე საფერფლე და,როგორ ეწევი,კატასდტოფულად მინდა ახლოში ვიყო და, გიყურო.–ისე მოულოდნელად აღწერა ჩემი იმწამინდელი მდგომარეობა,გავოცდი,დავიბენი და ირგვლივ მიმოვიხედე. –სულ ტყუილად იყურები გარშემო,სამწუხაროდ,შენი ბინიდან ძალიან შორს ვარ.–ისევ დაუბრუნდა ირონიული ხმა და ,ჩაიცინა. ამჯერად,მისმა ტონმა არ გამაღიზიანა,ვიგრძენი,ირონიის მიღმა გულწრფელი მწუხარება რომ იდგა. პასუხად მეც გამეცინა და დარიჩინიანი ჩაი მოვსვი. –კარგი ჩაია!–კეკლუცურად ვუთხარი და წარბაწეულმა დაველოდე მის პასუხს. ზუსტად,100% ვიცოდი,ამ უცნობის დატოვებულირომ იყო.. –გემრიელად მიირთვი..–ისეთი დოზით გაურია ხმაში სითბო,ვიგრძენიდა, გამაჟრიალა.. კიდევ აპირებდ რაღაცის თქმას,მაგრამ, ამისმაგიერ,ხმაური მომესმა ტელეფონიდან. მერე კი, აღელვებული ხმით მომმართა. –თათუ,ბოდიში რა,უნდა გავთიშო!–მითხრა და ჩემი დასტურის მერე,გამითიშა. გაღიმებული დავრჩი კარგა ხანი დივანზე. პლედში გახვეული. მუხლზე საფერფლე მედო 6 ჩამწვარი ღერით. რა იყო ეს?–ღამის ორი საათიდან, გათენებამდე, მხოლოდ ამ კითხვას ვუსმენდი საკუთარ თავს, პასუხი მხოლოდ ერთი და ლოგიკური მქონდა: სიგიჟე! წარმოუდგენელი სიგიჟე.. __ –გავხეთქე ტელეფონი ნარეკი,სადხარ?–ლამის ხაზებს გამოყვა ნინი,მეოცე ზარზე,როგორც იქნა რომ ვუპასუხე. –რა მოხდა?ომია?თათულიმ აღუ თქვა?კუჭში გავიდა?გაიცინა?–ავბუზღუნდი ეგრევე და საათს დავხედე.12 სრულდებოდა. –დილაობით ასეთი იუმორით იღვიძებ?–ირონიით მიპასუხა,თუმცა,ეგრევე დაუთბა ხმა და,მთავარ საქმეზე გადავიდა.–მოკლედ,დღეს,როგორც ლაშა იტყოდა, თათულის ჩასახვა–გაზრდა–გაჩენას აღვნიშნავთ და,შვიდისთვის რესტორანში მოდი. –სიძეს ვენაცვალე,ძლივს არ გაისვა ჯიბეძე ხელი?–ვიცოდი,აჯუჯრუნდებოდა და,ზუსტად მაგიტომ ვუთხარი. –პასუხის ღირსიც არ ხარ.–უკმეხად მიპასუხა და,მის სიბრაზეზე გულიანად გამეცინა. –კარგი,ვხუმრობ,რა გჭირს..–სული რომ მოვითქვი ვუთხარი და სამზარეულოში გავედი,ყავისთვის წყალი დავადგი. –სხვათაშორის დღეს თათულიმ გაიღიმა.–უკვე მეორედ,რადიკალურად შეეცვალა ხასიათი და ისე დაუთბა ხმა,ლამის ტელეფონს ჩაადნა. –გინესებში გადარეკე,სასწაულის მომსწრე ვართ.–გაოგნებული სახე და ხმა მივიღე და მის გმინვაზე უფრო ცუდად გავხდი. გამითიშა. ღიმილით დავდე ტელეფონი ბარზე და სკამზე დავტრიალდი. პოზიტიურ განწყობაზე ვიყავი. თითქოს,ენერგიით დამუხტული და, მიუხედავად 5 საათიანი ძილისა, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ყავა როგორც კი დავლიე, ფანჯრებიდან გუშინდელი წერილები ჩამოვხსენი და, ტუმბოს უჯრაში შევდევი. ჩაცმა და გარეთ გასვლა მეზარებოდა, თუმცა, ბევრი საქმე მქონდა. მოვწესრიგდი და , პირველ რიგში ბანკში დედას გამოგზავნილი ფული ჩემ ანგარიშზე დავსვი. საკუთარი ხელფასიც მეყოფოდა მანქანის გააკეთებლად, ამიტომ, აღარ დავშალე და გეზი პირდაპირ ხელოსნისკენ ავიღე. ჩემი იქსის კარები 300 ლარი დამიჯდა, ამას პლუს ერთი კვირა,რომელიც უმანქანოდ მომიწევდა ყოფნა და ჯამში,საკმაოდ დიდი ზარალი მივაყენე საკუთარ თავს უყურადღებობით. ტაქსით სალონამდე მივედი და თავი მოვიწესრიგე. ექვსისთვის უკვე სახლში ვიყავი და კაბას ვარჩევდი. პომპეზურობა და ბრწყინვალება ჩემი სტილი არასდროს ყოფილა, სადა,დახვეწილი,უბრალო შავი ატლასის კაბა ჩავიცვი მკლავით და ტყავის გრძელი მანტო მოვიხურე. დაგვიანება არ მჩვეოდა,ზუსტად შვიდზე რესტორნის შესასვლელთან ვიყავი და ნატას ვეხუტებოდი. –მანქანას რა უყავი?–დილის ინციდენტი დავიწყებოდა უკვე ნინის,დამინახა თუარა,მოვიდა და გადამკოცნა. –როგორც ყოველთვის,ჩემი უყურადღებობით ვიწვნიე და,გურამს დავუტოვე.–ავუხსენი მოკლედ და ლაშას მშობლებს მივესალმე. სასიამოვნოდ მიდიოდა საღამო. მათმა ოჯახურმა დამოკიდებულებამ, სითბომ და ურთიერთგანწყობამ კარგ გუნებაზე დამაყენა. სასიამოვნოდ განვიტვირთე და მოვეშვი. ცოტა შევზარხოშდი კიდეც, ლაშა კომპლიმენტებით გვანებივრებდა ქალთა წრეს და თავს გვევლებოდა. ათისკენ უკვე სუფრა არეული იყო და ყველა ცეკვავდა. მრგვალ მაგიდასთან ვიჯექი და ღვინოს შევექცეოდი. ბოლო ათი წუთია თავს არასასიამოვნოდ ვგრძნობდი და, მიზეზს საკუთარ თავში ვეძებდი. ასე მეგონა, ვიღაც დაჟინებით მიყურებდა და ჩემს ყოველ ნაბიჯს ზომავდა. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე,თუმცა,ჩემთვის არავის სცხელოდა. მერე,თითქოს, გუმნით მივხვდიო, ზურგს უკან მივიხედე და სუსტ განათებაში ჩემკენ მომართული მზერა დავიჭირე.. გამაკანკალა. მამაკაცს არც კი უცდია მზერა აერიდებინა, პირიქით, ჯიქურ მიყურებდა.. ალკოჰოლისგან დაბინდული მხედველობა მისი სახის სრული შესწავლის შესაძლებლობას არ მაძლევდა. თუმცა,მაინც მეცნობოდა. თუნდაც ეს დაჟინებული, თითქოს ირონიული, თან მზრუნველი და შემსწავლელი მზერა. საიდან შეიძლებოდა ეს მზერა მცოდნოდა? საკუთარ თავს კითხვა დავუსვი და, მომენტალურად ამომიტივტივდა სახე გონებაში. სიბრაზისგან წამოვენთე სწრაფად ვაქციე ზურგი. –წყევლაა რა,აი ყველგან როგორ უნდა იყოს.–ამოვილაპარაკე და ჭიქაში დარჩენილი სითხე ერთიანად ჩავცალე. მხრები კი, დაჟინებული მზერისგან უფრო მეწვოდა. ადგილზე გაჩერება აღარ შემეძლო, ამიტომ ჩემკენ წამოსულ ლაშას დავთანხმდი და მუსიკას აყოლილ სხეულებს შევუერთდით. მუსიკა რიგებად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, რიტმი და სხეულის მოძრაობები იცვლებოდნენ. უკვე დაღლილობას ვგრძნობდი, ნაცნობი ნოტები რომ მოწვდა ხმას და, სასიამოვნოდ შევჩერდი. ინტერესიანი მზერა მოვავლე დარბაზს, ყველა ნაზად ირხეოდა ელიოტ მოსის “slip|”–ზე. უდიდესი დატვირთვა ჰქონდა ამ მუსიკას ჩემთვის და, ამიტომ დავეძებდი რაღაცას ბრბოში. ზურგიდან რომ შეხება ვიგრძენი შევცბი და, უცებ შევბრუნდი. მკლავებში ჩემთვის კარგად ნაცნობ პიროვნებას მოვექციე და თვალებს არ მაცილებდა. გავშეშდი. მთელი ხეულით მინდოდა დავხსნოდი, მაგრამ, მზერას მივეყინე და, მუსიკას მივენდე. ჩავიკარგე.. ძლიერი მკლავები თითქოს მაკავებდნენ, თუმცა, მელანქოლია ანდამანტივით მიზიდავდა მისკენ.. ფრთხილად მივეყრდენი მკერდს და თვალები დავხუჭე. მიუხედავად იმისა,რომ მას მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი და ისიც არასასიამოვნო ვითარებაში, საოცარი ნდობა გამიჩნდა მის მიმართ და აგრესიაც გაიქარწყლა მუსიკის რითმებში. –ყველაზე მეტად ეს მუსიკა გიხდება ..–ძალიან ახლოს,ძალიან ნაცნობი, ჩუმი,ხავერდოვანი ხმა მომესმა და გავიყინე. გამაკანკალა, ერთდროულად რამოდენიმე ემოციამ დამფარა და, უძირო თვალებში ინტერესით ჩავხედე. ეს ის ხმა იყო.. არ შემეშლებოდა,თუნცად ამ მდგომარეობაში. ხმა ვერ დავძარი და, ვეღარც მოვასწარი, რაწამსაც მუსიკა დამთავრდა, იმწამსვე მომშორდა, ლოყაზე ნაზად მეამბორა და რესტორანი უკანმოუხედავად დატოვა. თვალი არ მომიცილებია, მაღალი სხეული გაბედული ნაბიჯებით მიიწევდა წინ და ქაოსურად დაყრილ,ტალღოვან თმას წამში ერთხელ ისწორებდა. შემდეგ კი, მთლიანად გაუჩინარდა თვალთახედვიდან. აღარ გავჩერებულვარ, მეც, მასსავით, დაუმშვიდობებლად დავტოვე ტერიტორია... __ გათენებიდან მეხუთე ღერს ვეწეოდი ბოლო საათია.. დარიჩინიანი ჩაი ხელებში მომექცია და, პირველად ცხოვრებაში არ ვსვამდი, მხოლოდ მისი არომატი მივსებდა ფილტვებს.. დეკემბრის მეორე კვირას შემოეღო ცის კამარაზე კარი.. ისევ გადავათენე. ისევ დავრწმუნდი,რომ ყოველი დილა, საჩუქარია.. თუმცა, ახლა, როცა ადგილიდან ვერ ვიძროდი, მხოლოდ ხმაზე და, გამორჩეულ ნაკვთებზე ვფიქრობდი. თითოეული შეხვედრიდან, ნაწილ–ნაწილ აღვიდგინე მისი სახის თითოეული მილიმეტრი და, გაგიჟებამდე მივედი. რატომ წინა სამი შეხვედრისას არ მივაქციე ხმას ყურადღება?? ალბათ მაშინ სიბრაზისგან ვერ აღვიქვამდი ბგერებს ... –ჭკუიდან გადავალ!–სუსტად წარმოვთქვი და, ღერი საფერფლეში ჩავსრისე. თითებზე თამბაქოს სპეციფიური სუნი ამდიოდა და ამჯერად, არ გავღიზიანდი. ჩემი ცხოვრებისა და იქრების მკვეთრი ცვლილება მაფრთხობდა, |თუმცა, ხმის კიდევ ერთხელ გაგონების სურვილი შიშს ფარავდა. მთელ სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი და პირველად არ მქონდა არანაირი სურვილი ჩემ საყვარელ საქმეს შევდგომოდი. თუმცა, მოვალეობას ვერ ვუღალატებდი. განცდები სულ ორი საათით გავიყყუჩე და, დღის ბოლომდე ერთგულად წავიყვანე გადაცემა. გამიჭირდა.. ლამის მესიკვდილა ჩემი მუსიკით დამესრულებინა გადაცემა.. გაშეშებული,ურეაგიროდ რომ ვიყავი სავარძელზე, ჩემს მაგივრად ხმის ოპერატორმა გაუშვა მუსიკა და , დაბნეულობიდან გამომარკვია. –რა დაგემართა?20 წამი დააგვიანე.–საყვედურნარევი ხმით მომმართა და უკმაყოფილოდ გავიდა. წამოვედი... ციოდა.. ფეხით გავუყევი გზას გზადკეცილამდე და, მთელი გზა ისეთი განცდა მქონდა,რომ მარტო არ ვიყავი. მაგრამ,ამ განცდის არ მეშინოდა. თავს დაცულად ვგრძნობდი და, მხოლოდ ის მსურდა, რომ დამენახა.. თუმცა,ისე მივედი სახლამდე, მხოლოდ წარმოსახვაში,მკაფიოდ ვხედავდი საოცრად მამაკაცურ ნაკვთებს. __ –გუშინდელი გადაცემა არ მომეწონა,ასე მეგონა,ჰაერში იყავი.–დილას ნინიმ საყვედურებით გამაღვიძა და პირდაპირ ამზარეულოში გავიდა. ცხვირაწეულმა დახედა სავსე საფერფლეს და დარიჩინიან ჩაის და კითხვითსავსემზერა მომაბყრო. არ ვიცი,გამოუძინებელი მზერის მიღმა რა დაინახა, მაგრამ, სახე საგრძნობლად დაუსერიოზულდა და, შესამჩნევად დასევდიანდა. –არ გინდა მომიყვე?–პირდაპირ მკითხა და, თითქოს, გრძნობების გუდას თავი მოვხადე... განუცდელი და,გაურკვეველი ყველა მკრთალი მოგონება და, ბგერები,რომლებიც არ მავიწყდებოდა, დაზუსტებით გადავეცი.. და,დავიცალე.. რომ შევხედე, ისევ სევდიანი მზერა ჰქონდა.. გაურკვევლობაც იკითხებოდა მასში და, თანადგომაც.. უთქმელად ამოიღო თამბაქოდან ღერი და, 26 წლის განმავლობაში,მეორედ გააბოლა. ისევ ჩემს გამო.. გამეღიმა.. შეუძლებელია ის ასეთი იდეალური იყოს, მაგრამ, არის.. სულ რომ არცერთი სიტყვა მინდოდა მისგან, ესეც კი იცოდა და, ისე წავიდა, არც არაფერი უთქვამს.. დაცლილი ჩამოვჯექი ბარის მაღალ სკამზე. ჩვევისამებრ წრიულად დავიწყე ტრიალი და, თავბრუდახვეულმა, ხმამაღლა,ჩემდაუნებურად გამეცინა. საკუთარ თავზე ისტერიულად ვიცინე, მხოლოდ იმიტომ,რომ არარსებულზე მეორე დღეა, ჯამში კი, სულ ორი კვირაა გადავერთე და ეს ისე უცებ მოხდა, რომ ერთიანად დამეტაკა ყველა განცდა. სასაცილო იყო, ამოუხსნელი და, დაუჯერებელი, თუ როგორ უნდა მივკედლებოდი ადამიანს, რომლისიც ჯერ მეშინოდა, გავურბოდი, და ისე ვიხმე დღის სხვაობით, თითქოს მრავალი წლის სიყვარული ყოფილიყოს.. თითქოს სამი წლის მიმდევრობა ბოლო ორ კვირაში გავიარე... ისევ შემეშინდა.. ისევ ავკანკალდი, ამ გრძნობებს და ბგერებს რომ შევეწირე, მერე? მერე რა იქნებოდა?! __ -დღესაც არ გამოჩენილა?–დედის თბილ,წყლიანთვალებს ეკრანიდან ვუყურებდი და, ნელნელა ვმშვიდდებოდი. –მთელი კვირაა არც ერთი სიტყვა,არც ერთი ბგერა..–სევდიანად გავეცი პასუხი და შორიდან,მის ნაოჭიან სახეს მოვეფერე. –ასეთი მიჯაჭვულობა ნორმალურია თათუ?–ღრმად ამოისუნთქა და მკითხა,ალბათ ის,რაც მთელი კვირააა აწუხებდა. –მთელი ეს მოკლე ისტორია რამე სტანდარტულის ჩარჩოს ერგება კი დედა?!ხანდახან ასე მგონია,ხომარ მომეჩვენათქო,მაგრამ,მეათასედ რომ ვკითხულობ შეტყობინებებს,მერე თითქოს ვმშვიდდები და ვიჯერებ,რომ წარმოსახვის ნაყოფი არარის ეს ყველაფერი. –არც კი ვიცი რა გითხრა. –სათქმელი არაფერია დე,ისევე როგორც რაიმე ლოგიკური გაგრძელება თუ დასასრული აქიდან. როგორც არსაიდან გამოჩნდა, ისე არსაიდან წავიდა. მაგრამ,მაინც მიკვირს.. თუ აქამდე ასე ინტენსიურად ჩნდებოდა, მაშინ,როცა მისი ხმის მიღმა,სახეც გავუშიფრე,რატომ გაქრა. რატომ?! ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევს უკვე მისი პირველივე ნაბიჯიდან ..–ერთი ამოსუნთქვით გულში დაგროვილი კითხვები ამოვუშვი და, მის თვალებს ჩავუღრმავდი. თანაგრძნობას მოიცავდა სფეროები და, აშლილ სულს მიმშვიდებდა. როგორც კი საკუთარი თავი ოდნავ დავიბრუნე, ცოტა ხანში გავუთიშე და, რადიოში წავედი, გასვლამდე სახლის თითოეულ ფანჯარაზე ფურცლები გავაკარი.. „დაბრუნდი“ __ –საღამომშვიდობისა ჩემო ერთგულო მსმენელო,22:00 წუთია ჩვენს დეკემბრის ქალაქში,რაც იმას ნიშნავს,რომ თქვენ უსმენთ თათული ღვინიანიძის საავტორო გადაცემას. ჩვენს ფორმატს არც დღეს გადავუხვევ და,კვლავინდებურად, თქვენს განკარგულებაში ვარ,რათა ტკივილი თუ სიხარული გავიზიარო. მანამ,სანამ პირველი მსმენელი დაგვიკავშირდებოდეს, ტრადიციულად,ჩემი შერჩეული მუსიკა თქვენ.–ვასრულებ პირველ ჩართვას და ორწუთიან მუსიკალურ პაუზას დასამშვიდებლად ვიყენებ. არ მივცემ თავს უფლებას,რომ მსმენელთან თუნდაც აღელვება შემეტყოს. მალევე ვირგებ ყურსასმენებს და მიკრაფონში საუბარს განვაგრძობ. პირველ მსმენელთან გასაუბრების საშუალება არ მომეცა და, დღევანდელი თემაც თავისუფალი იყო. ყველას იმაზე შეეძლო ესაუბრა,რაზეც სურდა და, გადაცემაც ჩვეულ ხასიათში გადაიზარდა. –-23:45 წუთია დეკემბრისეულ ქალაქში,რაც იმას ნიშნავს,რომ ჩვენი დღის დასრულებამდე სულ 15 წუთი დარჩა. სასიამოვნო დღის სასიამოვნოდ დასრულების მთავარი პირობა მადლიერებაა! არ დაგავიწყდეთ,მშვიდობიანი დღისთვის მადლობა უთხრათ შემოქმედს,ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს,უთხარით რომ გიყვართ,აფასებთ და გენატრებათ!–რუტინული და,უმნიშვნელოვანესი სიტყვები გულით წარმოვთქვი და რიგით ბოლო მსმენელს მივესალმე. –საღამომშვიდობისა,ეთერში ხართ,გისმენთ.–ღიმილით მივესალმე და,დარიჩინიანი,გრილი ჩაის უკანასკნელი ყლუპი მოვსვი. –საღამომშვიდობისა,თათუ! გავიყინე.. ყურსასმენებში მონატრებული ჩუმი,ხავერდოვანი ხმა სასიამოვნოდ ჩამესმოდა. ხმაც კი ვერ ამოვიღე. გარინდული, მხოლოდ მის მელოდიურ ბგერებს ვუსმენდი და, შინაარსიც კი ვერ გამომქონდა სიტყვებიდან. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე სასიამოვნო ბურუსიდან, ნაცნობი სიტყვები რომ გავიგონე: –მიხმე და მოველ, გელოდი და ამისრულდი ვითარცა ნატვრა.. ბგერებით მსურდი, დაგეძებდი კვალდაკვალ, ყველგან! გიპოვნე–ბგერით, სისათუთიდ ვუვლიდი, ნანატრს.. ვერ ვეხებოდი, მეშინოდა, ვუსმენდი მხოლოდ! ბგერებს– რომ მიხმობდნენ, დამეძებდნენ, მისრულებდნენ, ვითარცა–ნატვრას. –გაოგნებულს ხმაც წამერთვა, ვერც მოვასწარი ვერაფრის თქმა, დაასრულებისთანავე გამითიშა და, როგორც ჩვეოდა, გამოჩენისთანავე, უკვალოდ გაქრა. გაშეშებული,ვერც მაშინ დავიძარი, შენობაში სრულიად მარტო რომ დავრჩი. გონებაში მხოლოდ მისი ლექსი, ტალღოვანი თმა და, გამორჩეული ნაკვთები მედგა.. დროდადრო, ფერმკრთალი ლანდი მკვეთრი რომ გახდა, სულ ოდნავ გამოვერკვიე ნირვანიდან. პატარა ოთახში, სადაც შუაგულში, მაგიდასთან, დარიჩინიანი ჩაის ფინჯნით ხელში, უძრავად ვიჯექი, კიდევ ერთი სხეული მოსულიყო. მაღალი, თვალშისაცემი გარეგნობის, თბილად მომზირალი მონატრებული თვალები ჩვეული ჟინით მათვალიერებდა.. –შორიდან,დიდი ხნის მანძილზე,მხოლოდ შენი ხმა მესმოდა და, ისე დაგიჩემე,ვერც გავიაზრე. უმისამართოდ დაგეძებდი, ყველა ქალს ვუსმენდი,თუმცა, ბგერები,რომელიც ყველასგან განგასხვავებდა, სხვას ვერ ექნებოდა,თუნდაც,მსგავი.. რომ გიპოვე, სრულიად მოულოდნელად, მეგონა მოვკვდებოდი... ისეთი განცდა მქონდა, თითქოს,გული მისკდებოდა. მერე, ნელნელა, გამოვჩნდი, ერთადერთი რამე მინდოდა, რომ ის,რასაც მე განვიცდიდი, შენთვისაც ახლობელი ყოფილიყო და, ბგერებით გეკონტაქტებოდი. მხოლოდ ხმით, თუმცა, მაჯობე. მალევე ამომიცანი.–გამიღიმა და, აბრწყინებული თვალები შემომანათა. დადუმებული მხოლოდ მის მჟღერ ხმას ვუსმენდი.. წუთის მერე, თითქოს, ყველა დაკარგული ენერგია მომეცაო, ჩვენშორის მანძილი სულმოუთქმელდ დავფარე და, ძლიერ მკერდს ჩავეკარი. ამოვისუნთქე. სითბო მთელ სხეულზე სასიამოვნოდ მომედო, მჭიდროდ რომ შემომაჭდო მკლავები. –გახსოვს თათუ?–სილამაზე სიმშვიდეშია,ჰარმონიაში და სულის თავისუფლებაში. ____ მომენატრეთ.. მანამდე კი, მოგესალმებით. რომ არ შემოვსულიყავი და არ დამედო,არ შემეძლო, ყველა ემოცია მომენატრა,რასაც თქვენგან ვღებულობ. იმედია,ისიამოვნებთ. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.