გაქცეული /5/
შუაღამეა ბნელა, მთვარის შუქი კი ფანჯრიდან მკრთლად აღწევს და სახეზე დაგნათის. ძალიან ღრმად გძინავს. იმდენად ღრმად, რომ ვერც კი ამჩნევ კაცის ჩრდილს, რომელიც შენი საწოლის თავთან აღმართულა და ფრთხილად უგდებს ყურს შენი ძილის რიტმს. მოგვიანებით სილუეტი სახისკენ იხრება და თითის ფალანგებით მოზომილად და ფრთხილად დაუყვება შენი ნაზი სახის კანს. ოდნავ შეიშმუშნე შეხებისას, მაგრამ თვალები ჯერაც დახუჭული გაქვს. ის კი შენზე დაკვირვებას აგრძელებს. ამჯერად შენს თმებში ხლართავს თითებს და მის არომატს ნესტოებით მთელი ძალით ისრუტავს. მერე კი მთელი ყურადღება შენს ალუბლისფერ ტუჩებზე გადააქვს. შენს უმანკო , ბავშვურ ბაგეებზე, რომლებსაც ჯერ არავინ შეხებია. კაცის აჩრდილმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო და შენს უმწიკვლო ტუჩებს მწყურვალივით დაეწაფა. შენ კი დენდარტყმულივით წამოხტი საწოლიდან და თვალებ გაფართოებული მიაშტერდი მას, ვინც პირველი კოცნა მოგპარა. კივილს აპირებდი, მაგრამ პირზე ხელის გული აგაფარა. - არ შეგეშინდეს ძვირფასო, მე ვარ! მისი ხმის გაგონებაზე შეცბი და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაგიარა. რასიფიქრებდი, რომ მამინაცვალი შენს კოცნას გაბედავდა. რაც უფრო გიახლოვდება მით უფრო კარგად გრძნობ იმ ალკოჰოლის სუნს, რომლითაც მისი ტანსაცმელი იყო გაჟღენთილი. შიშისგან თვალის გუგები გაგიფართოვდა, გაოგნებული და დაბნეული შესცქერი კაცს, რომელსაც რაღაც ცუდი განძრახვა აქვს. უფრო გიახლოვდება და საწოლზე შენს გვერდით ჯდება. ცალი ხელით თმებზე გეფერება ცალი კი შენს პირზე აქვს აფარებული. ასე უცნაურად ის არასდროს მოქცეულა,ამიტომ გონზე მოსვლა გიჭირს. მისი ყოველი მოძრაობა გაშინებს და გაფიქრებინებს იმას, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა მოიმოქმედო. მისი მკლავებიდან თავი როგორღაც უნდა დააღწიო. მხოლოდ ის მოიფიქრე, რომ ხელზე გეკბინა. რასაც მისი შემზარავი ყვირილი მოჰყვა. ამით ისარგებლე და საწოლიდან წამოხტი. კარი ღია იყო და გაქცევას შეძლებდი. მას, რომ მკლავზე ხელი არ მოეჭირა და საწოლზე არ დაენარცხებინე. ცდილობ გაჯიუტდე და წინააღმდეგობა გაუწიო. ის კი სახეში სილას გარტყამს და ამით ცდილობს დაგიმორჩილოს. ძალ ღონეს იკრებ და მთელს ხმაზე გაჰკივი,მაგრამ არ გაქვს იმის იმედი, რომ ვინმეს ხმას მიაწვდენ, რადგან სახლში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ და მეტი არავინ! - არ შემეხო! მომშორდი.. მზად იყავი მუდარაზეც კი გადასულიყავი , რათა როგორმე მისგან თავი დაგეღწია. ის კი მაინც თავისას აგრძელებდა. - ნუ გეშინია არაფერს გატკენ. ხელებს მაგრად გიკავებს წინააღმდეგობის გაწევა, რომ ვერ შეძლო. - არ გინდა გთხოვ, გემუდარები! - ო ნინო, რომიცოდე როგორ მომენატრე. - ვინ ნინო?? გამოფხიზლდი! მე ლენა ვარ. - არ გინდა ძვირფასო გულს ნუ მტკენ. - მომშორდი მეთქი ცხოველო. შენი ცოლი მკვდარია! მე ლენა ვარ მისი შვილი... აზრი არ აქვს მაინც ვერაფერი შეასმინე ,რადგან ის ისევ ჯიუტად თავისას იმეორებს და თავს უფლებას აძლევს შეგეხოს. შენ კი ცხარე ცრემლებს ღვრი და საკუთარი თავი გეზიზღება იმის გამო, რომ სხვას ვერაფერს აკეთებ. მისგან თავს ვერ იცავ! ზაზას კი არაფერი ანაღვლებს,ის შენს ბავშვურ და უმწიკლო სხეულზე თავის ბინძურ ხელებს უდიერად დაატარებს და შიგადაშიგ მისი გარდაცვლილი ცოლის სახელს გეძახის. - მოგკლავ! გეფიცები ამას არ შეგარჩენ. არ გაცოცხლებ ზაზა ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს. სიმწრით იმუქრები, რადგან ამის გარდა არაფერი დაგრჩენია. ის კი კვლავ თავისას აგრძელებს. - ღმერთმა დაგწყევლოს! მეზიზღები. მეზიზღებიიიი.. შეშინებული თვალებს ფართოდ ახელ და სულ მთლად გაოფლილი ცრემლებს ხელის გულით იწმენდ. გულის ცემასაც მაშინვე იწყნარებ როცა აცნობიერებ, რომ უკვე გაიღვიძე. საზარელი კოშმარიც უკვე დასრულდა, მაგრამ შენ თავს უკეთ მაინც ვერ გრძნობ. ხოლო ერთადერთი რამაც შეიძლება ამ სიტუაციაში დაგამშვიდოს ეს ტირილია და შენც ცხარე ცრემლით სტირი და ცდილობ მთელი შენი დარდი ამ ცრემლებში ჩააქსოვო და ოდნავ მაინც იგრძნო შვება. შენი მოთქმის ხმაზე ოთახში მასპინძელი შემოდის და შენი მდგომარეობით ინტერესდება. - ლენა კარგად ხარ?? კაცი შეშინებული და დაბნეული თვალებით გიყურებს და ცდილობს გაერკვეს რა დაგატყდა თავს. შენ კი მხოლოდ ახლა გააცნობიერე ის, რომ ღამე ისევ მის სახლში გაათენე. რაც სიმშვიდეს ოდნავადაც არ გგვრის. - კარგად ვარ, მადლობა მასპინძლობისთვის ახლა კი ჩემი წასვლის დროა! საწოლიდან წამოდგომა დააპირე, მაგრამ მან მკლავზე ხელი მოგიჭირა და ადგომის საშვალება არ მოგცა. - არ შემეხო! ხელი მომაშორეე… მისმა შეხებამ ის საშინელი კოშმარი გაგახსენა, რომელიც ახლახანს ნახე და ემოციებსაც კონტროლი ვეღარ გაუწიე. - კარგი, კარგი დამშვიდდი. მე უბრალოდ შენი დახმარება მინდა. რა დაგემართა ცუდი სიზმარი ნახე? - რა შენი საქმეა? შენ რატომ გადარდებს? არ გაბედო და თითი აღარ დამაკარო! - ხმას დაუწიე! როგორ იქცევი? - შემეშვი, უნდა წავიდე, უნდა წავიდე!. შეშლილივით ბუტბუტებდი ის კი გაოცებული და გახევებული იდგა. შენი არაადეკვატური ქცევის მოტივს ვერ იგებდა. შენ კი არც აპირებდი, რომ მისთვის რამე აგეხსნა . - სად მიდიხარ? მე წაგიყვან! - არ მჭირდება! თვითონ წავალ. არ გაბედო და უკან არ გამომყვე! - რას მეჩხუბები ვერ გამიგია რამე დაგიშავე?? თუ წასვლა გინდა წადი. გგონია შეგაჩერებ?? მასაც ამოუვიდა უკვე ყელში შენი უაზრო ისტერიკა. მას ხომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ასე რატომ იქცეოდი. მან ხომ არაფერი იცოდა შენს მძიმე ბავშვობაზე და იმ ყველაფერზე რისი გადატანაც მარტოს მოგიხდა. თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ის შენს დახმარებას მაინც ვერ შეძლებდა.გაბრაზებულმა აკანკალებული ხელი ჩემოდანს დაავლე და კარი ხმაურით მიიხურე. შენ ისევ გარბოდი, ოღონდ ამჯერად არიცოდი რას ან ვის გაურბოდი. ალბათ საკუთარ თავს და შენს მძიმე წარსულს, რომლის გონებიდან ამოშლა ძალიან გინდოდა, მაგრამ არ შეგეძლო ტკივილის დავიწყება. **** ისევ თავდახრილი და გზა აბნეული მიაპობ ქუჩებს და ცდილობ შეეგუო იმ ფაქტს, რომ სულ მარტო დარჩი.. თავი საშინელ კოშმარში გგონია, საიდანაც გამოღვიძება ძლიერ გწადია, მაგრამ საუბედუროდ შენი კოშმარი ცხადზე ცხადია და როგორც არ უნდა ეცადო გაღვიძებას მაინც ვერ შეძლებ! სასოწარკვეთილი ეძებ იმედს გამოსავალს, მაგრამ ამაოდ. ბედისანაბარა შუაგზაზე იდექი და რაღაცას ელოდი! ოღონდ რას არ უწყოდი, ალბათ ეს რაღაც სასწაული იყო. სასწაულების ხომ ბავშვობიდან გწამდა?! არ შეგეძლო დაგევიწყებინა ის თუ როგორ გამოგიწოდა ამ უცხო კაცმა დახმარების ხელი , შენ კი სანანებლად გაუხადე ის , რომ დაგეხმარა. ისე თითქოს და სხვა არჩევანი გქონოდა. შეიძლება ის იყო კიდეც შენი სასწაული? შენ კი უმადურო ის ვერ დააფასე . ახლა რისი იმედი უნდა შეიძლება ის იყო კიდეც შენი სასწაული? შენ კი უმადურო ის ვერ დააფასე ახლა რისი ან ვისი იმედი უნდა გქონდეს?? უფლის! .. ჰო, რათქმაუნდა უფლის განა სხვა ვისი? ახლაღა გაგახსენდა, რომ საუკუნეა არ გილოცია. იქნებ იმიტომ, რომ ადრე სინანულს ვერ გრძნობდი და თავი ღმერთის მოწყალების ღირსად არ მიგაჩნდა? ხო, სწორედ ამიტომაც არ დადიოდი ეკლესიაში. იმიტომ, რომ ვერავის მოუყვებოდი იმაზე რაც ჩაიდინე , არ შგეძლო ამაზე ვინმესთან საუბარი. გულისიღრმეში ვინ იცის იქნებ ნანობ კიდეც შენს საქციელს, მაგრამ ამის აღიარება არ გინდა, თითქოს ამით საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენს გამოუტან. როგორც არ უნდა იყოს იმ მომენტში სხვაგვარად მაინც ვერ მოიქცეოდი. ემოციებს ვერ აჰყვებოდი. ცივი გონებით უნდა გემოქმედა. სხვაგვარად კი მთელს ცხოვრებას დაინგრევდი. თუმცაღა საბოლოოდ მაინც დაგენგრა. ახლა ხომ მთელი დარჩენილი ცხოვრება სინდისის ქენჯნასა და საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაატარო?! ამ მტანჯველ ფიქრებში გართული ნელი ნაბიჯებით მიაპობ ქუჩებს. უცებ თავზე წვიმის წვეთების დაცემას გრძნობ და მაღლა იხედები. რომში ისევ გაწვიმდა. შენ კი კვლავ ქუჩაში ხარ ჩემოდნით ხელში. ნაბიჯებს აუჩქარე და ირგვლივ მიმოიხედე. რამე მშრალ ადგილს ეძებდი, სადაც წვიმას თავს შეაფარებდი. მოპირდაპირე ქუჩაზე კი კათოლიკურ ტაძარს მოჰკარი თვალი , რომლის კარიც ღიაა დაგხვდა და შენც მაშინვე კვეთ გზას. რათა ეკლესიას შეაფარო თავი. ტაძარის ნათელ , სიწმინდით მოსილ კედლებს შორის იდექი და იესო ქრისტეს გამოქანდაკებულ პირისახეს შესცქეროდი . იქვე ხანშიშესული მამაო იდგა, რომელსაც თავი სალოცავად ჩაექინდრა. მრევლი კი ჯერ კიდევ არსად ჩანდა - აღსარებისთვის მოხვედი შვილო? უცნობის ბოხმა ხმის ბარიტონმა ისე დაგაფრთხო, რომ მეტყველების უნარი წაგერთვა. აღსარებაო? ნუთუ მართლა ამისთვის მოხვედი? არა, აღსარების ჩაბარებას ნამდვილად არ აპირებდი. შენ უბრალოდ წვიმისგან დასველება არ გინდოდა, სულ ეს იყო. - იცით მე უკვე წასვლას ვაპირებდიო. იცრუე ისე თითქოს რაღაც აკრძალულს აკეთებდი. - რადგან აქ ხართ ბარემ წირვასაც დასწრებოდით. - მე.. მე...არ შემიძლია. მოძღვრის თხოვნამ დაგაბნია, საერთოდ რატომ გაუბი საუბარი? - რა არ შეგიძლიათ წირვის დაწყებამდე მოცდა? - არა, არა მე აქ არ უნდა ვიყო! უნდა წავიდე.. ცოდვებმა ისევ შეგახსენეს თავი და გასასვლელისკენ გიბიძგეს. რაღაც მაგიური ძალა კი ფეხს გათრევინებდა და მოძღვრისკენ გექაჩებოდა. გულკეთილი, სათნო ბერიკაცისკენ, რომელიც თბილი თაფლისფერი თვალებით გიმზერდა. და ის ის იყო ზღურბლზე ფეხი უნდა შეგედგა, რომ თავი უკან მიიბრუნე და ღვთისმშობლის ლამაზი ნაკვთებისკენ გაგექცა თვალი. მერე აწყლიანებული თვალები დახმარებისთვის ხელგაწვდილ ღვთისმსახურს მიაპყარი. უეცრად მუხლებში უცნაური ძალა იგრძენი და კარს მოსცილდი. ფეხებს უკვე თავისით მიჰყავდი მამაოსკენ. მერე უეცრად მუხლი მოიყარე და მოძღვარს მარმარილოსავით თეთრი და დანაოჭებული ხელები დაუკოცნე. " გმადლობთ, გმადლობთო. " ტირილ-ტირილით ბურტყუნებდი კაცი კი გაოცებული შესცქეროდა მის წინ მუხლმოყრილ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც უთუოდ ძლიერ უჭირდა. შენკენ დაიხარა და თავი აგაწევინა ადექიო გთხოვა მერე კი ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ცრემლების მოსაწმენდად გამოგიწოდა. კათოლიკ მოძღვარს შენთვის არაფერი უკითხავს უბრალოდ იდგა და გიყურებდა. უყურებდა შენს სინანულითა და ტანჯვით აღსავსე თვალებს და შენს სათქმელს უთქმელად ხვდებოდა.. როცა დამშვიდი მისუსტებული ხმით სთხოვე აღსარება მსურს, თუმცა კათოლიკე კი არა ვარო. ამაზე კი მამაოს გაეღიმა და ესღა გითხრა; - ამას მნიშვნელობა არ აქვს შვილო, რადგან უფლის წინაშე ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ. ამის გამგონეს გულში სითბო ჩაგეღვარა და სასწაულების არსებობაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდი. აქ ამ უცხო ქვეყნის მიწაზე, კათოლიკური ტაძრის გუმბათის ქვეშ, შენ ის ჩამქრალი იმედის ნაპერწკალი იპოვე,რომლის პოვნის იმედი უკვე აღარც გქონდა და, რომელიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო შენთვის. ამ ყველაფერს კი მხოლოდ მაშინ მიხვდი , როცა მოძღვარს გული გადაუშალე და უფალს მასში გაბატონების უფლება მიეცი!.. მას შენს წარსულზე ყველაფერი უამბე. ის ყველაფერი რაც ადრე არავისთვის გითქვამს! პს. ახლახანს დავასრულე ამ თავის წერა და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რადგან ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. იქედან გამომდინარე, რომ ეს ჩემი პირველი ისტორიაა საიტზე და ძალიან ვნერვიულობ ყოველ ჯერზე,როცა ახალ თავს ვდებ. მადლობა ყველას ვინც კითხულობს და საკუთარ აზრს მიზიარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.