შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰეტეროქრომია...(3)


19-02-2019, 01:08
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 1 237

მათ საუბარს გაკვირვებული ვუსმენდი და წამოვიძახე
-მოიცა მოიცა ქალბატონი კიარა რუბი ვარ, ვინ დაბრუნდა და საერთოდ გამაგებინეთ დანის რას ერჩით?-ვამბობ და ჩემსავოთ გაკვირვებულ ბიჭებს მზერას ვუსწორებ..
-არ გახსოვთ? თქვენ მოგიტაცეს, მაშინ როცა ჩვენს რასას ყველაზე მეტად ესაჭოროებოდით ახლა კი თქვენ ჩვენს წინ დგახართ... დაკარგული იყავით და დაბრუნდით...-მეუბნება ერთერთი მათგანი და კულონზე მანიშნებს-თქვენი კულონი წლების წინ დაიკარგა, ზუსტად მაშინ როდესაც თქვენ გაუჩინარდით მაგრამ გუშინ ამ კულონმა თავისი შესაძლებლობები დაიუბრუნა და სწორედ მისი საშუალებით გიპოვეთ...
მას კი არაფერს ვერჩით-მანიშნებს დანიზე რომელიც საუბარს დაბნეული უგდებს ყურს...-ქალბატონო ულის თქვენ ჩვენთან ერთად წამოხვალთ და გადაგვარჩენთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს...
მეუბნება და კარებისკენ მანიშნებს-ახლა სახლში წაგიყვანთ საჭირო ნივთები აიღეთ და წავიდეთ...
-რას ლაპარაკობთ? საერთოდ ვერაფერი გავიგე, ვერაფერი-ვუმარცვლი და თვალებგაფართოებული ვიყურები-რომელი რასა ან რა ულისი? მე რუბი ვარ ჟურნალისტი გესმით?
-ყველაფერი დავიწყებული გაქვთ ვიღაც საგანგებოდ ცდილობს დაგიმალოთ ჩვენი არსებობა..თქვენ ერთერთი ჩვენგანი ხართ...-მეუბნება და მკლავზე ხელს მკიდებს-ბოდიში უხეშობისთვის მაგრამ ყველასთვის ასე აჯობებს..-მეუბნება და გასასვლელისკენ მიმათრევს, მე ვუძალიანდები მაგრამ ვერაფერს ვხდები...ცხვირზე ნაჭერს მაფარებენ, მეც ვითიშები და ბოლო რასაც ვხედავ, დანია რომელიც გამწარებული ცდილობს ჩემს გადარჩენას მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოა...
გონს უზარმაზარ ოთახში მოვდივარ, რომელიც მდიდრულადაა მოწყობილი.. გაოცებული ვაცეცებ თვალებს, როდესაც ოთახში ის შავებში გამოწყობილი კაცი შემოდის ოთახში, რომელიც გოგონას პოვნისას ვნახე...
გაღვიძებულს რომ მხედავს ავად იღიმის და ჩემკენ ნელი, დინჯი ნაბიჯებით მოდის.. მე დაბნეული, შეშინებული და განცვიფრებული უკან ვიხევ, მაგრამ როცა ვაანალიზებ რომ ვერაფრით გადავირჩენ თავს მის წინ ვდგები და კიყხვისნიშნიანი თვალებით ვაჩერდები
ისევ ის ავი ღიმილი და საუბარს იწყებს
-ოჰ როგორ არ შეცვლილხარ ულის-ამთავრებს წინადადებას და ჩემს სახელს ხაზს უსვამს-თუ რუბი უნდა დაგიძახო?-მეკითხება და თვალებში მაჩერდება-თვალები.. შენი თვალები, ისევ ისეთი სუფთაა..-ამბობს და უკან ტრიალდება-არაფერი გახსოვს?-მეკითხება და ვხვდები რომ ხმის ტემბრი შეცვლილი აქვს...
-კი მაგრამ რა უნდა მახსოვდეს? მე რუბი ვარ რუბი... სხვაში გეშლებით გესმით?-მტკიცედ ვამბობ-შემობრუნდით, შემომხედეთ..
ის ტრიალდება და თავიდან ბოლომდე მათვალიერებს
-არა, არა... შენ ხარ-ჩემთან ახლოს მოდის-არ გახსოვარ?
-არა..-ვეუბნები და სუნთქვა მეკვრება რადგან ის მეტად ახლოსაა...-ვინ ხართ?
-ტომასი ვარ-მეუბნება, უკან იხევს, ერთს მათვალიერებს, იღიმის და ოთახიდან გადის...
საღამომდე არავინ შემოდის, ოთახიდან გასვლა რამდენჯერმე ვცადე მაგრამ არაფერი გამოვიდა, კარები ჩაკეტილი იყო
ოთახიდან გასასვლელს ვეძებდი როცა კედელზე სურათი დავინახე..
სურათზე ოთხი ადამიანი იყო ორი უფროსი და ორიც უმცროსი..
კაცს ხელი ქალის წელზე ჰქონდა შემოხვეული და მის წინ მდგარ ჩახუტებულ ბავშვებს ღიმილით უცქერდა.. ბავშვები.. ღმერთო ჩემო იქიდან ერთერთი მე ვიყავი, შავი გრძელი ნაწნავებით.. გვერდით კი ტომასი იდგა..
ვუცქერ სურათს და თვალებს არ ვუჯერებ ისევ ისეთი ვარ როგორიც ადრე..სურათის კუთხეში მაქსია
-არარსებობს-ვბუტბუტებ ჩემთვის-ღმერთო შეუძლებელია..
ოთახში ახალგაზრდა გოგონა შემოდის
-გამარჯობა ქალბატონო მე მატილდა ვარ თქვენი დამხმარე-მეუბნება და თავს მიკრავს
-მატილდა სად ვარ?-ის დაბნეული მიყურებს და მეუბნება
-არ იცით?-მე თავს ვაქნევ ის კი კიდევ უფრო გაოცებული მპასუხობს-მიწისქვეშეთში ვართ ქალბატონო...

პ.ს აი ვიცი რომ პატარაა მაგრამ ისე მეძინება ესეც ძლივს დავწერე
ბოდიში ვინც კითხულობთ და დაპირება ვერ შევასრულე
იმედია მოგეწონებათ..
მადლობა თქვენ...))<3



№1  offline წევრი Rania

Ho patara iyoo. Zalian sainteresoaaa. Gelodebi moutmenladd
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

Rania
Ho patara iyoo. Zalian sainteresoaaa. Gelodebi moutmenladd


მადლობა..))დავდებ მალე..))<3

 


№3  offline წევრი BIG DREAMER

მიწისქვეშეთშიო?? შემთხვევით ვამპირები ხომ არ არიან?? ???????????? სასწაულად ჩამითრია სიუჟეტმა. მალე დადე რაა!! ❤❤❤

 


№4  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

BIG DREAMER
მიწისქვეშეთშიო?? შემთხვევით ვამპირები ხომ არ არიან?? ???????????? სასწაულად ჩამითრია სიუჟეტმა. მალე დადე რაა!! ❤❤❤


ძალიან დიდი მადლობა..)))<3
დავდებ მალე..)))<3

რათქმაუნდა გავაგრძელებ))
დღეს ღამე დავდებ ახალ თავს ეხლა ვწერ))<3

 


№5  offline წევრი Elea_Nora

მიწისქვეშეთი? აუ ძალიან მაგარია! როგორ მომწონს ფანტასტიკა! აუ და ის პორტრეტი რაარი? ან ის გოგო ვინაა? აუ ძალიან მაინტერესებს! უკვე ერთი სული მაქვს როდის დადებ! გელი და წარმატებები!❤❤

 


№6  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

Elea_Nora
მიწისქვეშეთი? აუ ძალიან მაგარია! როგორ მომწონს ფანტასტიკა! აუ და ის პორტრეტი რაარი? ან ის გოგო ვინაა? აუ ძალიან მაინტერესებს! უკვე ერთი სული მაქვს როდის დადებ! გელი და წარმატებები!❤❤


უღრმესი მადლობა ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს თქვენი კომენტარები და აუცილებლად მალე დავდე გპირდებით...)))<3

 


აუუუ მაგარიააააა!!!♡♡მალე დადე და დიდი თავები რააა❤ არ შეწყვიტო ძასნ კაია♡♡

 


№8  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

მწერალი როგორც ასეთი❤
აუუუ მაგარიააააა!!!♡♡მალე დადე და დიდი თავები რააა❤ არ შეწყვიტო ძასნ კაია♡♡



მადლობა დიდი... რათქმაუნდა მალე დავდებ და არ შევწყვიტავ♡♡♡ ვეცდები თავებიც გავზარდო♡♡♡

 


№9  offline წევრი Maryam_

ვაუ.. ძალიან საინტერესოა
ველოდები შემდეგ თავს
და წარმატებები heart_eyes !

 


№10  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

Maryam_
ვაუ.. ძალიან საინტერესოა
ველოდები შემდეგ თავს
და წარმატებები heart_eyes !


ძალიან დიდი მადლობა...♡♡♡
მალე დავდებ. ..♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent