შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი გული (ნაწილი პირველი)


19-02-2019, 20:27
ავტორი Natiiaa33
ნანახია 4 140

-ვიგრძენი რომ სული მეხუთებოდა სახლში, ვერ ვისვენებდი, რაღაც შინაგანად მთრგუნავდა და მაწვალებდა. ალბათ სუფთა ჰაერზე გასეირნება მიშველიდა. გათიშული გონებით ისე მივაბიჯებდი სოფლის შარაში, რომ ვერც კი მივხვდი, როგორ ამოვყავი თავი სასაფლაოზე. დაახლოებით ღამის 12 საათი იქნებოდა, ირგვლივ საშინელი სიბნელე ჩამოწოლილიყო, თანაც ეს ნაძვებში ჩაფლული სასაფლაოდან მომავალი სიბნელე საშინლად დამაწვა გულზე.ბოლოდროინდელი მოვლენების გაანალიზება დავიწყე და სასაფლაოსთვის გვერდის ავლა ვცადე. ქურთუკში ჩავრგე სახე და გზა განვაგრძე. სიბნელიდან წამოსული მწვანე სინათლე, ცუდად აღიქვა ჩემი თვალის რეცეპტორებმა
და დამაინტერესა.შესაძლოა საფლავზე დატოვებული, რომელიმე ნივთია ფოსფორის და ის ანათებს. მოკლედ რისი გამომძიებელი ვარ?უნდა ვნახო, გონებაც და გულიც ერთ პოზიციაზე. მიდი და დაიკმაყოფილე ინტერესი-ო მეუბნებიან. ოოჰ ნინა საერთოდ რაგინდოდა ამ შუაღამისას აქ? მობილურზე ფანარი ავანთე და ფრთხილად მივიწევდი ფოსფორის მსგავსი სინათლისკენ.
ღმერთოჩემოო, ჯანდაბა ესხომ გოგოა? ნუთუ სძინავს? აქ, ამდროს? ნაძვზე იყო მიყრდნობილი და თავი ისე დაეხარა ლამის ფეხებში ჩაერგო. ფრთხილად მივადე ხელი. რამდენჯერმე მივმართე მაგრამ რეაგირება არ ჰქონდა. ვცადე მისი თავი მაღლა ამეწია. გული წამში ას დარტყმას ასრულებდა ისე საშინლად მიცემდა. ათ წლიანი პრაქტიკის მიუხედავად არცერთი მკვლელობის დროს ასე არ დავძაბულვარ. ჩემს წინ დაახლოებით 15-16 წლის გოგონა ყელგამოჭრილი უსულგულოდ იდო. მობილურის შუქზე ბევრს ვერაფერს ვხედავდი. სასწრაფოთ გადავწყვიტე ოთოსთვის დამერეკა. საგამომძიებლო სამსახურში ოთო ერთადერთი იყო ვისაც ვენდობოდი, წყვილში ვმუშაობდით და ყოველთვის საქმის უმაღლეს ხარისხიანი გამოძიებით გამოვირჩეოდით. ჩემს შეფს, დიტოს რაღაც დიდად არც ერთი არ მოვდიოდით თვალში. ყოველთვის ჩახლართულ და რთულ საქმეებს გვიყრიდა გამოსაძიებლად, მიზეზს ეძებდა უმნიშვნელო შეცდომაც რომ დაგვეშვა მაშინვე გაგვათავისუფლებდა. მოკლედ ძალიან გამიგრძელდა საუბარი.მობილურზე ოთოს ნომერი ხელის კანკალით ავკრიფე.
-ოთო უნდა მიშველო, ბავშვის ცხედარი ვიპოვე, ჯერ ისევ ცხელია..
-სადხარ ? ახლავე მოვდივარ.
-ჩემთან, სოფლის სასაფლაოზე, პირველი ჯგუფი წამოიყვანე, ეხვაიას ექსპერტები და მოდი მალე..
-ამდროს რასაკეთებდი სასაფლაოზე? ნინა კარგად ხარ?
-რას მეკითხები ახლა? ამშუაღამისას ჩემს წინ 15-16 წლის გოგო ყელგამოჭრილი წევს და კარგად როგორ უნდა ვიყო?
-მოვდივარ ახლავე.
_თბილისის მთავარი საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლები გახლდათ: ნინა აბაშიძე და ოთო დევდარიანი. ერთად ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო. ყველა სირთულეს მარტივად ძლევდნენ თუ მათი გონება ერთ ტემპში მუშაობდა. სადღაც ორ საათში ორი მანქანა გაჩერდა სასაფლაოს კართან.ნინა აკანკალებული იდგა და ელოდა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ დიტოს დანახვა გაუხარდა, ოთოსკენ წავიდა და ხმადაბლა ჩასჩურჩულა:
-ამას აქ რა უნდა? რატომ უთხარი?
-არმითქვამს, არვიცი როგორ გაიგო მაგრამ ეხვაიასთან ერთად დამადგა.
-ვიღაც კაცი ყავს უეჭველი.მაგ საქმეს მოგვიანებით მივხედოთ.
-ქალბატონო ნინა, როგორ აღმოაჩინეთ ცხედარი?
-სასეირნოდ გამოვედი ბატონო დიმიტრი, ფოსფორმა მიიპყრო ჩემი ყურადღება რომელიც მისი ბოტასები ყოფილა..
-სასეირნოდ არა? ღამის 12 საათზე? რაღაც საეჭვოდ ჟღერს.
-რისი თქმა გნებავთ? ნუთუ მე მდებთ ბრალს? იქნებ გასაგებად ისაუბროთ ბატონო დიმიტრი.
-არა, ბრალს ვერავის დავდებ..ამ საქმის პირველი მოწმე თქვენ ხართ, ამიტომ დაკითხვა მოგვიწევს თქვენი.
-ეს საქმე მე უნდა გამოვიძიო, თქვენი ნამიოკები ყოველგვარ საზღვარს სცდება და ახლა კამათის დრო არაა! მიცვალებული ბავშვია, სულ რაღაც 15-16 წლის პატარა ბავშვი!
-ამ საქმეს თქვენ ვერ გამოიძიებთ. მე უკვე გადავაბარე ეს საქმე ბატონ ლევანს და ბატონ ოთოს..ისინი მიხედავენ.
-ნუთუ? და რა უფლებით მიკრძალავთ?
-ვცდილობ კომპეტენტური ვიყო. თუ წინააღმდეგობას გამიწევთ საერთოდ ჩამოგაშორებთ საქმეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოგათავსებთ..
-უფლება არ გაქვთ! წესები და კანონები ძალიან კარგად ვიცი მოგეხსენებათ..
_კამათი განაგრძეს..ფანრების შუქზე ათვალიერებდნენ მიმდებარე ტერიტორიას, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.ნია არ მოეშვა დიმიტრის და მისი დაჟინებული მოთხოვნით მაინც აიღო საქმის გამოძიების უფლება, მაგრამ იმ პირობით თუ მარტო იმუშავებდა, ყოველგვარი დახმარების გარეშე.. ლევანს და ოთოს თუ გამოძიებას ვერ მოასწრებდა სამუდამოდ დატოვებდა სამსახურს..საკუთარ თავში ძლიერ იყო დარწმუნებული და დაუფიქრებლად დათანხმდა. მკვლელობის ადგილს დილის ათ საათამდე ათვალიერებდნენ.ყველა წვრილმანს ზედმიწევნით იწერდა ნინა. იმასაც კი, ვის საფლავთან იყო ცხედარი..აპირებდა გაეგო ვინ იყო ის კაცი და ჰქონდა თუ არა კავშირი გარდაცვლილის ოჯახთან. საგამომძიებლო განყოფილებაში წავიდა, კიბეები სწრაფად აირბინა და თავის კაბინეტში შევიდა, დაფაზე მთავარ ადგილას გარდაცვლილის ფოტო გააკრა, რომლის არც სახელი და არც გვარი არ იცოდნენ..ნერვიულად დაიწყო სიარული, ელოდებოდა შეტყობინებას რომელიც მის მდივანს უნდა მიეტანა.თავში ათასი ფიქრი ერეოდა.
-მშობლები? შესაძლოა მათ ჩაედინათ? მაგრამ ჯერ არც კი ვიცი ვინ არიან მისი მშობლები. იქნებ შეყვარებული ჰყავდა, ან თუნდაც რომელიმე პედოფილს მოუნდა მისი გაუპატიურება..ღმერთოო რა უსაშველოდ იწელება ეს დრო. ხვალ დილით ალბათ ექსპერტიზის დასკვნა უკვე მზად იქნება.დიტო ყველანაირად ხელს შემიშლის..არა, ვერდაუშვებ ეს საქმე, რომ დავკარგო..დასკვნა ლევანზე ადრე უნდა ჩავიგდო ხელში..მგონი სჯობს, ერთხელ მეც ვისარგებლო, შურღაიას ჩემდამი გამოწვეული სიმპატიებით..
_მობილური აიღო, დავით შურღაიას ნომერი მოძებნა, რომელიც მთავარი ექსპერტი იყო და დაურეკა.
-გამარჯობა დავით
-ნინა?
-დიახ, როგორახარ..
-კარგად, გამაოცა შენმა ზარმა.
-პატარა სათხოვარი მაქვს.ნუ თუ ვერ შეძლებ შესრულებას გაგიგებ..
-გისმენ, თურამით შემიძლია დაგეხმარო რათქმაუნდა.
-ექსპერტიზის დასკვნა შეგიძლია პირველი მე გადმომიგზავნო?
-დიტომ მკაცრად გამაფრთხილა
-რომ გთხოვო? ჩვენს შორის დარჩება.
-კარგი, როგორცკი დავასრულებთ პირველ რიგში ფოტოებსაც და დასკვნასაც შენ გადმოგიგზავნი..
_საუბრის დროს, კარზე კაკუნი გაისმა, ნინას მდივანმა ფრთხილად შეაღო კარი და ღიმილიანი სახით შეხედა უფროსს.. საუბარი დაასრულა დავითთან და ხელით ანიშნა შემოდი-ო..
-აბა ალინა, რაგაიგე.
-აიღეთ დოსიე, ყველაფერი აქ წერია. დადგენილია ბავშვის ვინაობა. ნინი ბუკია, მამამისი სანდრო ბუკია და დედამისი ლელი ადანაია.. ჩაქვში ცხოვრობენ უკვე ათი წელია. თბილისიდან გადასულან მაგრამ არავინ იცის რატომ. და ჰყავს 21 წლის და ერთი პატარა ძმა 4წლის. დას ანი ჰქვია ძმას ილია.
-ფინანსური მდგომარეობა?
-საკმაოდ შეძლებული ოჯახია.
-სასწაულია, ჩაქვში მცხოვრები ბავშვის ცხედარი ჭიათურაში იყო? კიმაგრამ რატომ? ეს გამოძიება უთუოდ კარგად დამთავრდება და არ დავუშვებ ამ საქმის საქაღალდეც არქივში მოისროლონ დაუსრულებლად.
-ჩემი იმედი გქონდეთ ქალბატონო. ყველანაირად დაგეხმარებით.
-მხოლოდ შენ გენდობი. ვიცი რომ აქ არის რამდენიმე ადამიანი ვისაც ძალიან მოსწონხარ. _გაუღიმა და მიახვედრა რისი თქმაც სურდა.
-დიახ, ვეცდები ყველანაირად.
-საუბარი დავასრულეთ და ალინა კაბინეტიდან გავიდა. ვერ ვისვენებდი, შინაგანად რაღაც მწვავდა, სული მეხუთებოდა. ოთახს მოვავლე თვალი და მზერა ქოთანში მყოფ მცენარეზე შევაჩერე. ნეტა ბოლოს წყალი როდის დავუსხი? ალბათ ამასაც სული ეხუთება ამ წყეულ შენობაში. ფანჯარა გავაღე, ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, ქუჩაში მოსიარულე წყვილებს მოვავლე თვალი, ოხ ეს სიყვარული რომ არა, ესეთ თავსხმა წვიმაში როგორ ივლიდა კაცი. ვხვდებოდი რომ გარეთ გასვლა მჭირდებოდა, თანაც თუ სწაფად არ გავიდოდი ამ ჩახუთული შენობიდან უთუოდ რაღაც დამემართებოდა. ჩემს საყვარელ დაქალს დავურეკე. მასთან ერთად ყავის დალევა აზრზე მომიყვანდა. სოფოც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დამთანხმდა. ქურთუკი მოვიცვი და კორიდორში გავედი, პოლიციელებს ვიღაც შუახნის მამაკაცი დაეკავებიათ და მისი გინება მთელ სართულზე ისმოდა. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და გარეთ გასულს, ცივი ჰაერი ისე საამურად შემეფეთა ცოტა აზრზე მომიყვანა. მალე მივედი და დავჯექი ჩვენს კაფეში, რუსთაველზე ერთადერთი კაფე იყო რომელშიც თავს კომფორტულად ვგრნობდი. სოფოც მალევე მოვიდა. საშინლად მიყვარს ეს გოგო, მისი ჩახუტება ყველა ტკივილს მავიწყებდა. ორი ფინჯანი ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ.
-აბა ჩემოგოგოვ რახდება შენსკენ ახალი? ახლა რასაქმეს იძიებ?
-16წლის ბავშვის მკვლელობას, მოდი თემა შევცვალოთ, გონებამ ცოტა მინდა რომ საფიქრალი შეიცვალოს.
-უი რასაშინელებაა. კარგი პირადში არანაირი ცვლილებაა?
-ერთიწუთით, ალინა მირეკავს..
-გისმენ ალინა.
-ქალბატონო რაღაც საქაღალდე გამოგზავნეს, შეფუთულია და თქვენი სახელი აწერია.
-ნუთუ ასე მალე?
-არვიცი, მოხვალთ?
-კი ახლავე.
_სწრაფად ადგა, სოფოს დაემშვიდობა და სასწრაფოდ განყოფილებაში წავიდა..კიბეები სირბილით აირბინა, ლიფტით არასდროს მგზავრობდა, დახურული სივრცის შიში ჰქონდა. კაბინეტში გიჟივით შევარდა, ალინას დაუძახა და კარი გადაკეტა. საქაღალდე გახსნა და კითხვა დაიწყო: -სამედიცინო ექსპერტიზის No02898413 დასკვნა. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ცხედარს აღენიშნება სერიოზული დაზიანებები, გარეგანი დათვალიერებით უნდა აღინიშნოს, რომ მიყენებული აქვს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში, რომლითაც დაახლოებით 10:30წთ დადგა სიკვდილი. მარცხენა ყურის ქვედა ნაწილში აღინიშნება სისხლჩაქცევების კვალი, ქვედა ტუჩის მარცხენა კუთხეში სიხლჩაქცევებია და აღნიშნულია ნაკბენი, ასევე ზურგის არეში აღმოჩენილია მრავლობითი ჩალურჯებები. გატეხილი აქვა მეოთხე და მეხუთე მალები. გარდაცვლილი არის გაუპატიურებული მაგრამ გაკვეთისას არ აღმოჩნდა სპერმის კვალი.ფრჩხილების ქვეშ ნაპოვნია ადამიანის კანი რომელის დნმ-საც უკვე ვიკვლევთ.
-ღმერთო აღარ შემიძლია გაგრძელება, პატარა ანგელოზი ასე როგორ გაიმეტეს, ამ ფოტოებს რომ ვუყურებ ერთიანად მეყინება სისხლი. ყველაფერს გავაკეთებ ამის ჩამდენი სამუდამოდ, რომ ციხეში ჩავალპო.
-რას აპირებთ ქალბატონო ნინა?
-ოჯახი უნდა დავკითხო სასწრაფოთ, მისი ოთახიც უნდა გავჩხრიკო იქნებ რამე ხელჩასაჭიდი ვნახო, მეგობრები, სკოლის მასწავლებლები ყველა უნდა დავკითხო.
-გინდათ მეც წამოგყვეთ?
-კარგი იქნება, შენ მასწავლებლებს გაესაუბრები მე ოჯახს. აჭარის მთავარ განყოფილებაში გადარეკე და ბოლოს ორ დღეში შესული განცხადებების სია მაილზე გადმოაგზავნიე. წასვლამდე მინდა ვიცოდე თუ განაცხადეს ბავშვის დაკარგვაზე.
-კარგით ქალბატონო..
_თხუთმეთ წუთში განცხადებები უკვე გადმოუგზავნეს, არცერთი განცადება არ იყო ნინი ბუკიას სახელზე შესული..ნინაც და ალინაც სახლში წავიდნენ, რამდენიმე დღისთვის განკუთვნილი ტასაცმელი ჩაალაგეს და ტაქსი დაიქირავეს..დიდი მანძილი ჰქონდათ ჩაქვამდე გასავლელი, ამიტომ გადაწყვიტა ნინამ facebook-ში შესულიყო და ბოლოს მომხდარი სიახლეებისთვის თვალი გადაევლო. როგორც სჩანს ჯერ-ჯერობით ნინის საქმე არ გახმაურებულა რაც კიდევ ერთი პლიუსი იყო გამოძიების მშვიდად წარმართვისთვის..გზაში ყველანაირად ირთობდნენ თავს და როგორციქნა სასტუმრომდე მიაღწიეს..უკვე ძალიან გვიანი იყო. ერთი ნომერი აიღეს, ცხელი ვახშამი შეუკვეთეს და მშვიდად დაიძინეს. დილით ძალიან ადრე გაიღვიძეს.. ნინა ბიკიების სახლისკენ წავიდა ალინამ კი სკოლისკენ გასწია.
-კარზე დავალაკუნე და გული უცნაურად ამიჩქარდა, ვცდილობდი ღრმად მესუნთქა და მშვიდი გამომეტყველება მიმეღო, კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო სადღაც 45 წლის იქნებოდა. როგორც მივხვდი ნინის დედა უნდა ყოფილიყო, ვუთხარი ვინც ვიყავი და ნერვიულობა შევნიშნე მის სახეზე..სახლში შესულმა თვალი მომავლე სახლა, შიდაკიბით გაკეთებული პატარა ორსართულიანი სახლი იყო..სიჩუმე დავარღვიე და საუბარი ისევ მე წამოვიწყე..
-ქალბატონო ლელი სად ბრძანდება ბატონი სანდრო?
-მოვა შვილო, მეზობელთან გავიდა..
-იქნებ თქვენს ქალიშვილსაც დაუძახოთ?
-ჩამოვა ახლავე, თავის ოთახშია..
_ანის დაუძახა და რამდენიმე წუთში კიბეებზე მისი ფეხის ხმაც გაისმა..
-დეე რახდება? ვინ მოვიდა?
-გამარჯობათ, გამომძიებელი ნინა აბაშიძე გაწუხებთ..
-მოხდა რამე?
_შეეტყო როგორ ანერვიულდა, წყლის დალევა სცადა და ხელი საგრძნობლად უკანკალებდა..სანდროც მალე შემოვიდა, ნინას ხელი ჩამოართვა და საუბარი დაიწყო..
-რითი შემიძლია დაგეხმაროთ ქალბატონო ნინა?
-თქვენი მეორე ქალიშვილი, ნინი სად არის?
_კალამი მოვიმარჯვე და მისი ყოველივე სიტყვის ჩაწერა დავიწყე..
-ნინი დაქალთან წავიდა რამდენიმე დღით..
-სად ცხოვრობს მისი დაქალი?
-ბათუმში.
-სახელი და გვარი?
-ანი დარსანია.ამ ყველაფერს რატომ მეკითხებით?
-შეგიძლიათ დაურეკოთ ნინის დაქალს? თქვენი შვილი დაგალაპარაკოთ..
-ახლავე..
_სანამ სანდრო რეკავდა, ნინა გულდასმით ათვალიერებდა ყველას სახეებს, მიმიკებს, ყველას სახეზე ნერვიული მზერა იკითხებოდა. სანდროს კი მობილურზე არავინ პასუხობდა..
-გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თქვენი შვილი გუშინწინ ღამის 10:30წთ-ზე გარდაცვლილი ვიპოვე, ჭიათურაში ერთ-ერთი სოფლის სასაფლაოზე..
-ჩემიიი გოგოო, რა ჭიათურა, ცოცხალია ჩემი ბარტყიი, რას მატყუებთ. ვინ ხართ? მომშორდიით, ჩემი გოგო მომიყვანეთ სასწრაფოდ, როგორ შეგიძლიათ დედას ასე ეხუმროთ?
_ქალმა კივილი მორთო და ხელები თავში დაიშინა..
-ანი, შენ როგორც ჩანს დიდად არ გაგიკვირდა..
-რასამბობთ? ჩემი და იყო, შოკირებული ვარ, რავთქვა იმასაც ვერ ვხვდები და თქვენ ჩემი დადანაშაულება გინდათ?
-არა, მე ნამდვილად არ მინდა ვინმეს ცილი დავწამო..
_სანდროც ცუდად გახდა, გულზე იჭერდა ხელს და ხმამაღლა ტიროდა..ნინის ოთახში შესვლის ნებართვა ვითხოვე, ისინიც უყოყმანოდ დამთანხმდნენ და ნინის ნივთები დავათვალიერე..საინტერესო არაფერიიყო რამდენიმე ნივთმა მიიქცია ჩემი ყურადღება, დღიურმა და სკოლის რვეულმა სადაც რაღაც მოთხრობები ეწერა. სხვა ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო.. დავემშვიდობე და ვუთხარი რომ თბილისში უნდა ჩამოსულიყვნენ დაკითხვაზე, თან ცხედრის წამოღებას შეძლებდნენ.. სასტუმროში დავბრუნდი, ალინას დაველოდე, მანამდე კი ერთი ყავა შევუკვეთე ნომერში, გონების ამუშავებისთვის საუკეთესო განტვირთვა იყო ყავა და დასვენება..ალინაც სწრაფად დაბრუნდა, მისი მონაყოლიდან ჩანდა, რომ ყველა მასწავლებელი საუკეთესოდ ახასიათებდა ნინის..არასდროს კონფლიქტი არ ჰქონია ბავშვებთან..არც არავინ იცოდა შეყვარებული ჰყავდა თუ არა..ამიტომ გათენებას აღარ დაელოდნენ, იმ ღამითვე დაბრუნდნენ თბილისში რათა, მეორე დღეს, დაკითხვა დალაგებული გონებით, ჩაეტარებიათ.....





იმედია მოგეწონებათ...



№1  offline წევრი n.k.

gaagrdzele sainteresoa veli shemdeg tavs

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

n.k.
gaagrdzele sainteresoa veli shemdeg tavs

მადლობა <3

 


№3  offline წევრი Rania

Saintereseoaa. Ubralod cota dialogebi daamatew. Uxdeba deteqtivss. Ufro qmzqfrebs mravqlcertiliani dialogi
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

Rania
Saintereseoaa. Ubralod cota dialogebi daamatew. Uxdeba deteqtivss. Ufro qmzqfrebs mravqlcertiliani dialogi

მადლობაა <3_ გავითვსლისწინეებ ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent