შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

' გრავიტაცია ' (11)


19-02-2019, 21:34
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 300

-დავიჯერე,-უთხრა თენგომ - შუბლზე გაწერია,რომ სრულიად სხვა რამეს ფიქრობ,მე ვინ მკითხავს,მაგრამ ორივე სულელები ხართ,-თქვა და ალექსანდრეს გახედა-აღარ მოხვალ,ჩვენ უკვე წასვლას გვინდა,-მიაძახა საუბარში გართულს - როდემდე გელოდოთ.
-მოვალ,-გოგოებს დაემშვიდობა და სკამიდან წამოდგა - რა გეჩქარებათ,ვიყოთ ცოტახნით კიდევ,არა მგონია სადმე გეჩქარებოდეს თენგო ,- უთხრა როცა მათ მაგისათან მივიდა -ხვალ ლექცია მე მაქვს,შენ კიარა,- სკამი გამოწია და თებეს გვერდით ჩამოჯდა.
-გოგოებს წასვლა უნდათ,მე უკვე მერიდება მათი შეკავება,მეც საკმაოდ დაღლილი ვარ,-უთხრა და დარჩენილი მოჰიტო მოსვა.
-ჩემი წასვლა გეწყინათ თუ რა მოხდა?-ჰკითხა ალექსანდრემ და პიცის ბოლო ნაჭეს დაწვდა -შევჭამ და წავიდეთ მაშინ,არ გაკავებთ,თუმცა შენი საქციელი მაკვირვებს თენგო,შენ აიტეხე პიცერია,თორემ მე ესენი სახლში მიმყავდა ,-საყვედურეივით გამოუვიდა ნათქვამი ალექსანდრეს.
-ხასიათი აღარ მაქვს აქ ყოფნის,სახლში წავალ,წამოვწვები დავიძინებ,-თქვა და პირზე ხელი აიფარა,თითქოს უნდა დაემთქნარებინა.
-ორი საათია აქ ვსხედვართ,აქედან ერთი საათია ვიღაც გოგოებს ეცნობი და აქეთ გავქვს პრეტენზიები,ჩვენთან ერთდ ყოფნა რომ გდომოდა ვიღაცებთან კიარ გაიქცეოდი ,- ბრაზმორეული ხმით უთხრა თებემ ალექსანდრეს.
-ჩემ გამო ხარ აქ?-სიცილით ჰკითხა ალექსანდრემ - მეგონა პიცის მირთმევა გინდოდა,რა მნიშვნელობა აქვს შენთვის სად ვიქნები,დღის პირველი ნახევარი ისედაც შენს განკარგულებაში ვარ,მეც მაქვს საკუთარი ცხოვრება.
-უბრალოდ არ არის სწორი საქციელი,მეტი არაფერი,-თქვა და სკამიდან წამოდგა -წამოდი ნენე,ფეხით წავიდეთ სახლში,-მიუგო თებემ.ნენეც წამოდგა და მისთან მივიდა.
-ასე უეცრად რა გეწყინა,-წამოდგა ალექსანდრეც - მე მოგიყვანე აქ და მე უნდა წაგიყვანო ,-მკაცრად მიუგო.
-კარგი ახლა,არ გინდა ჯელტმენის როლის მორგება.
-ნუ ბრაზობ,თებე,-საკმაოდ ახლოს მივიდა მასთან - ეცადე დამალო შენი გრძნობები,თორემ უკვე ნათელს ჰფენ და უხერხულია,-მიუგო და ჩამოსცილდა.
-ძალიან გინდა რომ შემიყვარდე,მაგრამ ვერ ეღირსები,შეგიძლია ყველა გოგო გაიცნო,ვინც კი აქ ზის.
-კარგით,მორჩით სულელურ კამათს და წავიდეთ,-ჩაერია თენგო-საკმარისი იყო,რაც მოვისმინეთ მე და ნენემ,-თან ნენე შეათვალიერა.
-მაშ,წავედით,-თქვა ალექსანდრემ და პირველი გავიდა პიცერიიდან.

* * *
-მადლობ,თენგო დღევანდელისთვის,-მიუგო ნენემ,როცა ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.თენგო მისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა.ნენე შეცბა,თუმცა მალევე გამოერკვა,ეს ხომ დამშვიდობების კოცნაა.
-შეხვედრამე,ნენე,-უთხრა და მანქანაში ჩაჯდა.
თებე სადარბაზოსთან იდგა და ნენეს უცდიდა,თან ალექსანდრეს აკვირდებოდა.ალექსანდრე გრძნობდა მის მზერას და ცდილობდა არ მიეხედა,აღარ სურდა მისი თვალების კიდევ ხილვა,მის საოცრად ქალურ ტანზე შეხედვა.წარმოდგენაც კი გულს უჩქარებს,როდესაც თენგო მანქანის კარს ხურავს, ალექსანდრე საჩქაროდ რთავს ძრავს და ადგილიდან წყდება მანქანა.
ნენე და თებე მშვიდად აუყვნენ კიბეებს და სახლში შევიდნენ.
-რა ბედნიერებაა სახლში მოსვლა,-თქვა თებემ და სავარძელში ჩაესვენა,ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალები დახუჭა.
-შენ კი ხარ სახლში,მაგრამ მე არა,-მიუგო ნენემ და დივანზე ჩამოჯდა.
-ჩემი სახლი,შენი სახლიცაა,დარჩი,მალე დაბნელდება.
-კარგი დავრჩები თუ მეტყვი რა ხდება თქვენს შორის.
-არაფერი
-მე რას მიმალავ,მითხარი,შეგიყვარდა ალექსანდრე?
-არ ვიცი,არასოდეს მყვარებია და ახლა როგორ მივხვდე რას ვგრძნობ,-თვალები გაახილა და სავარძლიდან წამოიწია-ვაღიარებ,ვიეჭვიანე სხვა ქალს რომ დაუწყო ფლირტი.
-შეყვარებული ხარ,თებე,-უთხრა ნენემ და ხელი ხელზე მოკიდა -დამიჯერე,არც ისაა გულგრილი შენ მიმართ,მგონია რომ ყველაფერს განზრახ აკეთებს რომ მიგახვედროს გიყვარს თუ არა.
-ცალმხრივი სიყვარულის მეშინია,იმაზე ფიქრით რომ შეიძლება ვუყვარდე,ვერ მივალ და ვეტყვი მიყვარხარ, ამ კამათში შემომეყვარე და მინდა შენ გვერდით ვიყო-მეთქი.
-ისე უნდა ვქნათ,რომ ის პირველი მოვიდეს შენთან.
-მეც მაგას ველოდები,-იმედიანად თქვა და წამოდგა-წყალს დავლევ,შენც ხოარ გინდა.
-არა,მადლობ.
-ისე,თენგო კარგი ბიჭი ჩანს,-მიუგო სანამ სამზარეულოში წყლის დასალევად შევიდოდა.
-განსაკუთრებული არაფერი,ჩვეულებრივია.
-სწორედაც რომ მაგითაა განსაკუთრებული,ყურადღებიანი და თბილი ჩანს.
-მაგაში გეთანხმები,ყურადღებიანია.
-კარგი წყვილი იქნებოდით.
-მსგავს რამეზე არც კი მიფიქრია.
-იფიქრებ,აუცილებლად ,-მიუგო ეშმაკური მზერით და თვალი ჩაუკრა.
* * *
-როდემდე უნდა აწვალო,უთხარი რომ გიყვარს,-ურჩია თენგომ ალექსანდრეს-მშვენიერი წყვილი იქნებით.
-ჯერ უნდა გავარკვიო რას გრძნობს ჩემს მიმართ,არ ვაპირებ ჩემი გრძნობები აბუჩად ავაგდებინო,მისი ხასიათი შენ კარგად იცი,თავს დაიფასებს და ნერვები უნდა მომიშალოს.
-ხვალ საღამოს ჩემთან დავპატიჟებ ნენეს,არა მგონია მარტო მოვიდეს,თებეც წამოვა,დასალევს ვიყიდი და რამე მისაყოლებელს,კარგად გამოგათრობთ და მერე ისე კარგად აჭიკჭიკდებით ორივე...
-რა გენიოსი ხარ,აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე,-სიცილით მიუგო ალექსანდრემ.
-ტვინიკოსი ვარ,-კმაყოფილი სახით გადახედა თენგომ.
* * *
-დღეს საღამოს თენგოსთან მივდივარ,-უთხრა ნენემ და სარკესთან მივიდა კაბის გასასწორებლად.
-შენ უკვე აღარ ხუმრობ,-შეათვალიერა თებემ-მე არ დავუპატიჟივარ თორემ წამოვიდოდი.
-მარტო წასვლა არ მინდა,ასე რომ მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.
-რატო გადაწყვიტე მასთან წასვლა?
-დილით უცხო ნომერმა დამირეკა,თენგო იყო,თავაზიანად მესაუბრა და ძალიან მთხოვა რომ მივსულიყავი,-მიუგო ნენემ.თენგომ დილით მართლაც დაურეკა,თან გეგმა გააცნო და ნენემ უარი ვეღარ უთხრა,იფიქრა რომ ამით თებეს და ალექსანდრეს დაეხმარებოდა.
-შავ კაბას ჩავიცვამ,ერთადერთი კაბაა,რომელშიც გამომწვევად არ გამოვიყურები.
-რომელზე ამბობ,ყელში რომ გახრჩობს?
-არა ოდნავ მოღებულია მკერდზე.
-კარგი,ჩაიცვი და წავიდეთ თენგოსთან.
-სად გეჩქარება,რომ გკითხო საერთოდ არ ფიქრობ მასზე,არადა ერთი სული გაქვს სახლში ეახლო,-მიუგო გამხიარულებულმა და კაბის ჩასაცმელად ოთახში შევიდა.
ნენე ისევ სარკესთან იდგა და უცქერდა თავის თმას.
* * *
ალექსანდრე დიდ მოლოდინში არ იყო რომ თებე მივიდოდა,თუმცა ძალიან უნდოდა,რა,თქმა,უნდა,მისი ნახვა,ნერვიულობა რომ დაეხშო ერთი ჭიქა ვისკი დაისხა და დროის გაყვანის მიზნით ცოტ-ცოტას სვამდა.
თენგო ისე გამოეწყო,იფიქრებდით გრანდიოზულ წვეულებაზე მიდისო.
თეთრი პერანგი შავ შარვალში ჰქონდა ჩატანებული და ქამარი გულმოდგინედ მოეჭირა.
ალექსანდრეს თინეიჯერი ბიჭივით ეცვა,მუქი ჯინსის შარვალი და თხელი შავი ფერის სვიტერი,ზემოდან ტყავის პიჯაკით.ცალი ხელი ჯინსის ჯიბეში ჩაეცურებინა,ცალში კი ვისკის ჭიქა ეკავა და მიშტერებოდა,ფიქრებში გართულმა ვერ შეამჩნია,როგორ მიუახლოვდა თებე.
-გამარჯობათ,ბატონო ლექტორო,-მიესალმა და მის გვერდით ჩამოჯდა-დიდი ხანია არ მინახიხართ,თითქმის ერთი ღამეა,-ცინიზმით მიუგო ალექსანდრეს.
-ოჰ,მობრძანებულა ქალბატონი,-თქვა და მისი თვალიერება დაიწყო,უბრალო,შავ კაბაშიც კი საკმაოდ მიმზიდველი მოეჩვენა და ნერწყვის უზარმაზარ ბურთულა გადაყლაპა,თებეს სილამაზით მონუსხულს,ჭიქა ლამის ხელიდან გაუვარდა.
-რას მომაშტერდი,-მიზი მზერა არ ესიამოვნა თებეს-პირველად მხედავ?
-ამ ფორმაში კი,-ღიმილით უპასუხა ალექსანდრემ-კაბა ბევრად გიხდება,მასში ჰგავხარ სექსუალურ ქალბატონს,შარვალი როცა გაცვია მჩხავანა კატას.
-ზედმეტად თავხედური კომპლიმენტია,მიყურეთ როფორც ლექტორმა სტუდენტს და არა როგორც მამაკაცმა ქალს.
-ვისკის ვსვამ,შენც დაგისხავ იქნებ ხასიათზე მოხვიდე.
-ნენე და თენგო რომ მოვლენ ერთად დავლიოთ,-მიუგო თებემ და ნენეს გახედა.
თენგო და თებე შემოსასვლელში იდგნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ,შემდეგ ნენე უკმაყოფილო წამოვიდა თებესკენ და გვერდით მიუჯდა.თენგო ალექსანდრესთან დაჯდა და ვისკის ბოთლს დაწვდა.
-აბა,მოიმარჯვეთ ჭიქები,-მოუწოდა სამივეს.მათაც აიღეს ჭიქები და თენგომ რიგ-რიგობით ჩამოასხა ვისკი - ჩვენ გაგვიმარჯოს,-თქვა,როდესაც ბოთლი დადგა და ჭიქა ხელში აიღო.
-გაგვიმარჯოს!-თქვა ალექსანდრემაც და ვისკი მოსვა.
ოთხივე მოკლე მოკლე სადღეგრძელოებით შემოიფარგლებოდნენ,ამასობაში მსუბუქად შეზარხოშდნენ და ცეკვის ხასიათზე მოვიდნენ.თენგომ ნაზი მუსიკა ჩართო და ნენე გამოიცეკვა,ისინი ჰარმონიულად ცეკვავდნენ ვალსს.
-მოდი,ჩვენც ვიცეკვოთ,-მიუგო ალექსანდრემ და ხელი გაუწოდა.
-კარგი,-დათანხმდა თებე და ხელი დაადო.ალექსანდრემ წამოაყენა და ხელი წელზე შემოხვია,მსუბუქად მიიზიდა თავისკენ და ცეკვაც დაიწყეს.
-ლექტორთან ცეკვა ხომ არ გეუხერხულება?-ყურთან მიიტანა ტუჩები და ჩურჩულით ჰკითხა ალექსანდრემ.თებეს დააჟრჟოლა,ალექსანდრეს ცხელი სუნთქვა რომ იგრძნო კისერთან.
-არ მეუხერხულება,-ხმით თრთოლვით უპასუხა და თავი მკერდზე მიაბჯინა.
-ცუდად ხოარ ხარ?-ჰკითხა ალექსანდრემ,როცა მისი სიახლოვე უფრო მეტად იგრძნო.
-არა,მე კარგად ვარ,ცოტახნით ასე ვიქნები,თუ არ გაბრაზდებით.
-არა,არ გავბრაზდები უფრო გული ამიჩქარდება და მეტად მომინდება შენი მიხუტება.
-მიმიხუტე მერე,არ გიშლი,-ლუღლუღით ძლივს ამოთქვა თებემ.ალექსანდრე თავს კონტროლს ვეღარ უწევს.ორივე ხელი ძლიერად მოხვია და მიიხუტა თებე.
-რაღაც მინდა გითხრა,თებე,-საკმაოდ გაუჭირდა წინადადების თქმა,თითქოს საუბარი დაავიწყდა.
-მითხარი,-მიუგო თებემ
-მე შენ ძალიან ,-ყურები გულის ცემამ დაუხშო და საკუთარი ხმა ძლივს გაიგო.
-რა შენ...
-შემიყვარდი,-ისე უთხრა თითქოს გულიც სიტყვას ამოყვა.
-ახლა ნასვამი ხარ და ვერ აზროვნებ.
-არა,თებე,შემიყვარდი და მინდა რომ ჩემი იყო,დანახვის დღიდან მიზიდავ,გრავიტაციის კანონივით ხარ.
-აბაზანაში შედი,წყალი შეისხი იქნებ გამოფხიზლდე.
-არ მინდა,ვგრძნობ რომ არც შენ ხარ ჩემ მიმართ გულგრილი.
-წამოდი,აქ ნუ ვილაპარაკებთ ამაზე,სირცხვილია ამათთან.
-თენგოს ოთახში შევიდეთ,მინდა რომ ახლა მაინც გითხრა ყველაფერი და ამოვისუნთქო.
-კარგი,წამოდი,-ხელი მოკიდა ალექსანდრემ ხელზე და ოთახში შეიყვანა.
-დარწმუნებული ხარ?-ჰკითხა დაბნეულმა თებემ და ჩამოშორდა,კედელთან ატუზული აკვირდებოდა ალექსანდრეს.
-კი,კი დარწმუნებული ვარ,-მიუახლოვდა ალექსანდრე -მინდა რომ მარტო მე მეკუთვნოდე,ღამეები აღარ მძინავს,მოსვენება დამაკარგინე,სულ შენზე ვფიქრობ,შენთან სიახლოვეზე და ჩახუტებაზე.
-იმედია,სიმართლეა,რადგან მეც გამოგიტყდები და შემიყვარდი,ძალიან შემიყვარდი,არასოდეს არავინ მყვარებია და პირველად ვიგრძენი,რა ძვირფასია ვიღაც ჩემთვის. . .
-შენ ხმაზეც კი გული მიჩქარდება,-თებეს ხელი თავის მკერდზე მიიდო -გრძნობ როგორი გადარეულია ჩემი გული და არა მარტო გული,სხეულიც,მთელ ჩემ არსებას უნდა შენთან.
-ახლა გული გამისკდება,-ხმის კანკალით მიუგო თებემ
-ტუჩები გიკანკალებს,-სახეზე ხელი მოკიდა და მისკენ მიიზიდა,-უნდა გაკოცო და არ მეჩხუბო,-გააფრთხილა და მის აკანკალებულ ქვედა ტუჩს მსუბუქად შეეხო. . .



№1  offline წევრი BIG DREAMER

მოვლენების ასე სწრაფ განვითარებას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა სასიამოვნო წასაკითხი იყო. ❤❤❤

 


№2  offline წევრი დარინა

მიყვარს რა ალექსანდრე და თებე, მათ შორის მართლა გრავიტაციაა, ისე უხდებიან ერთმანეთს, თან რომ კამათობენ მაგრად ვხალისობ ისეთი საყვარლები არიან, სულაც არ მეჩვენა დაჩქარებულიიი, თბილი თავი იყოო მომეწონა თავის დაფასებები რომ არ დაიწყეს, ახლა თენგოს და ნენეს წყვილს ველოდები, მაგრამ ბევრი ტკბილობა მინდა ალექსანდრეს და თებესი.

 


№3  offline წევრი Rania

Vaimee. Zalian kargi iyooo. Imedia daalageben urtiertobas da datkbebiann. Au nene davtengoc gvinda raaa
--------------------
Q.qimucadze

 


№4 სტუმარი სტუმარი LALI

ნუღარ დაწერთ,წერა თქვენი საქმე არააა.საშინელი დაბალი დონის უგემოვნო ნაწერია!სხვა საქმით დაკავდით!

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

სტუმარი LALI
ნუღარ დაწერთ,წერა თქვენი საქმე არააა.საშინელი დაბალი დონის უგემოვნო ნაწერია!სხვა საქმით დაკავდით!

რადგან თქვენ იტყვით აღარ დავწერ... :დდდ ჯობია სხვა საინტერესო ისტორიები ნახოთ. ;)
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№6 სტუმარი ))))

მე მომწონს ველოდები შემდეგ თავს სხვა სი**** ნუ აქცევ ყურადგებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent