ნოემბრის ნაყინი (დასასრული)
ვკითხულობდი წერილს და ისევე მტკიოდა როგორც ნიკას. შეიძლება არ უყვარდა ის გოგო მაგრამ მან აჩუქა შვილი, მისი ნაწილი რომელიც სიგიჟემდე უყვარს. ამის შემდეგ გაასმაგებული ძალით ვეცდებოდი რომ ჩემი დემეტრესთვის არაფერი მომეკლო და სულ ბედნიერი ყოფილიყო. მას ეცოდინება რათქმაუნდა რომ მისი ნამდვილი დედა არვარ მაგრამ ის ამას ვერასდროს იგრძნობს. პატარასთან მივიდა და ხელში აიყვანა. ცრემლი შეშრობოდა და უკვე დანაყრებულ ბავშვს ეფერებოდა. მერე შემომხედა და ხელით მანიშნა რომ მივსულიყავი. მეც არ დავაყოვნე მივედი და გულში ჩავეკარი. თრთოდა, გული საშინლად ქონდა აჩქარებული, პატარას ეფერებოდა, პარალელურად კი მე მკოცნიდა შუბლზე.ვიცოდი განიცდიდა ასეთ ადამიანზე რომ საშინელი სიტყვები აქვს ნათქვამი, ვიცი რომ ნანობს და ყველაფრის დავიწყება უნდა მაგრამ ასე ადვილად არდაივიწყებს. ბავშვი მომიყვანა და გარეთ გავიდა, ვიცოდი არუნდა გავყოლოდი. არც გავყევი, ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს როგორ დაბოდიალობდა ეზოში. ბავშვი ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე გვერდით მივუწექი და მანამ ვეფერებოდი და ვუხაზავდი სახეზე კონტურებს სანამ არ ჩაეძინა. როგორი პატარა და უსუსური არსებააა, როგორი უცოდველი. ცოტახანნს ჩამთვლიმა, მერე ოთახში ნიკა შემოვიდა და ზურგიდან ამეკრო. --ვერაფერს შეცვლი. მისი არჩევანი იყო, ეს ხომ იცი?-ვკითხე და ჩემს წელზე დადებულ მის თითებს ჩემი თითები დავადე. --ვიცი პატარავ.-ცოტახანს გაჩერდა.-მიყვარხარ რადა. უსაზღვროდ, უკიდეგანოდ მიყვარხარ. შენთან ერთად მინდა მომავალი ჩემო პატარავ, ჩემო გვირილა, მინდა რომ შენნაირები და ჩემნაირები გვყავდეს, პატარა გოგონა მინდა ბიჭიც მინდა, ბევრი ავშვი მინდა იმ უზარმაზარ სახლში რომ გამოვცოცხლდე მთელი ჩემი არსებით. ჩემი ყველა ნაიარევი მინდა თქვენით მოვიშუშო.-ჩემს ყელში ლაპარაკობდა. --მე სულ შენთან ვიქნები, ეს ხომ იცი? შენთან და პატარა დემესთან, ჩემს დემესთან და ჩვენს მომავალ შვილებთან ნიკუშ.-თავი შევაბრუნე და ტუჩებში ვეძგერე. ცოტახანს მკოცნიდა მაგრამ უჰაერობამ თავისი ქნა. --ნიშნობა უნდა გადავიხადოთ გრანდიოზული.-გაიცინა.- თორემ ჟურნალისტებს მეტი კიარუნდათ მაშინვე დაწერენ ათას სისულელეს სათაურით: „რა გახდა ცნობილი ბიზნესმენების ნიკა მახარაძის და რადა მოდებაძის მოკრძალებული ქორწილის მიზეზი. რატომ არ გაახმაურეს ეს ამბავი?“ --გავგიჟდები მსგავსი რამე რომ წავიკითხო.-ჩავიკისკისე მე. --ამიტომ იქნებ გადაგვეფიქრა ტბასთან ქორწილი ჩემო გვირილა? --სხვას რას მთავაზობ ბატონო ნიკოლოზ?-ისევ ჩავიკისისე. --გადავიხადოთ ნიშნობა მცხეთაში, ქორწილი გადავდოთ ოქტომბრისთვის და ოქტომბერში საჩვენო ქორწილი გადავიხადოთ სადმე, სადაც მოგესურვება. გინდა?-მისკენ გადავბრუნდი. --მინდა!-გავიცინე და ჩავეხუტე.-მაგრამ , თაფლობის თვე ჩემზე იყოს.-გავუცინე და ბავშვმაც წამოიტირა.გადავბრუნდი და მისი სახის კონტურის მოხაზვა დავიწყე.-ჩუუ პატარავ, დემეე, ჩემო პატარა კაცუნა, არიტირო, დაიძნე, ანგელოზები მოდიან პატარავ, ტკბილად უნა დაგეძინოს დემე, ნახე მამაც აქ არის იცი? --მომიყვანე.-აკრუსუნებული ბავშვი გამომართვა, გულზე დაიწვინა -დაიძინე მამი, ჩემო ვაჟკაცო, ნუ ტირი მამი. ჩუუ.- ბეჭებზე იქამდე ეფერა სანამ არ გაჩერდა. ჩაეძინა და მასთან ერთად ჩვენც ჩაგვთვლიმა. დილამდე უშფოთველად გვეძინა, სამივეს სანამ ოთახში თეკლა არ შემოხტა. --გვრიტებოო, ვაიმე რასაყვარლები ხააართ, ბავშვს წავიყვან და დაიძინეთ თქვენ.-უკვე კარგახნის გაღვიძებული დემეტრე ნიკოლოზს გამოართვა და კარიდან გაუჩინარდა, ნიკამ სხეულზე მიმიკრა და ისევ დავიძინეთ. მშვიდად მეძინა რომ გავიღვიძე დაბლიდან ხმაური და სიცილის ხმა ამოდიოდა. ნიკას შევხედე ეძინა, მისკენ გადავიწიე და სახე დავუკოცნე. --გაიღვიძე ძილისგუდაა, ზღვაზე გავიდეთ საღამოს. შუადღეა უკვე. --აუ დაიკიდე რაა, ბავშვს მიხედავენ და დავიძინოთ რაა.-თვალი არც გაუხელია ისე მითხრა. --ნიკა ახლა თვალებს თუ არ გაახელ და არ წამოფრინდები ფეხზე გეფიცები ცოლად არ გამოგყვები.-კატეგორიულად გამოვუცხადე. გაჭრა, მაშინვე ჭყიტა თვალები და ადგა. მისი ადგომა და ჩემი ხარხარი ერთი იყო. --ეგრე პატარა ქალბატონო არა? შენ დამაცადე ეზოში იცი რაკარგი აუზი გვაქვს?-მხარზე გადამიკიდა, ეგონა შევეწინააღმდეგებოდი მაგრამ მის მხარზე კომფორტულად მოვეწყვე და ისევ ვკისკისებდი. მისაღებში გაკვირვებულ ხალხს ყურადღბა არ მიაქცია, უკანა ეზოში დიდ აუზთან გავჩერდით, არც აცია არც აცხელა მაშინვე წყალში გადამაგდო. --მადლობააა, გაგრილებამ არ მაწყინა, ჰოარ შემომიერთდებოდი? --ნუ რატომაც არა.-თქვა და ისიც მაშიინვე ჩამოხტა, გულზე მიმიკრა და მთელი გულით იცინოდა. --როდის უნდა გაიზარდოთ?-ჩემი სიძე დაგვცქეროდა ზემოდან. --მომეხმარე ბიჭო ამოსვლაში რასმიყურებ.-ხელი გავუწოდე და ნიკას თვალი ჩავუკარი. მანაც ჩემმა დონდლო სიძემ ხელი გამომიწოდა და სანამ ჩემი და დაიკივლებდა არდაუჯეროო მანამ ჩემი სიძე ჩვენთან ერთად გაგრილდა. --ჩვენ რა გაგვზრდის რეზიკო? ვერ გვიყურებ დემე გვყავს უკვე და მაინც ვერ გავიზარდეთ.-ვუთხარი და მოკისკისე საზოგადოებას გადავხედე. --არგეშველებათ თქვენ არაფერი, არადა ვნერვიულობდი ამ წყნარ ბიჭსაც გადარევსთქო და ეს უარესი ყოფილა.-ახარხარდა მამაჩემი. ბავშვი აიყვანა და სახლში შევიდნენ. ჩვენც ავედით, მოვწესრიგდი და ნიკასთან გავედი ოთახში --ნიკუშ. --ჰოუ. --ახლა თბილისში რო წავალთ და ღამე დემეს სურნელი მომენატრება რავქნა? --ეეე სულელოო, როცა მოგინდება წაიყვან და გეყოლება შენ, რაებს ბაზრობ ტოო? --ნეტა დედას დამიძახებს? --გაიზარდოს და ვნახოთ.-გამიღიმა და ქვემოთ ჩავედით. ასე ბედნიერებაში გავატარეთ 1 კვირა, შემდეგ თბილისში წავედით, ხშირად ვიტოვებდი პატარას ჩემთნ, დათუჩს და თეკლას ქორწილზე ხალხი ბევრს ლაპარაკობდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა მეეორე დღეს გაზეთები აჭრელებული იყო და არამარტო მათი ფოტოებით. ყველა შოკში იყო როცა მე ნიკასთან ერთად მივედი. მეჯვარედ მარიამი დაიყენა თეკლამ ხოლო დატუჩამ ბავშობის მეგობარი გოგა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შავი, გამოყვანილი, ღრმად ცაჭრილი კაბა მეცვა, ზემოთ დეკოლტით მაგრამ გამომწვევი არა. ქორწილიდან გაიპარნენ და მაშინვე გონიოში გადაიკარგნენ. ასე გვითხროს ნიშნობაზე გველოდეთო. მეცინებოდა თკლას გაბრწყინებულ თვალებს რომ ვხედავდი. ყველა ძველი ნაცნობი იქ იყო, ბავშობა გამახსენდა. ნიკასთან ერთად წვეულებიდან რომ „მოვტყდი“. რას ვიფიქრებდი ცხოვრებას თუ მას დავუკავშირებდი? ქორწილიდან გადამკვდარი დაღლილი დავბრუნდი სახლში, მკვდარივით დავეცი საწოლზე და ჩამეძინა. მომდევნო დღეს დავისვენე, შემდეგ კი სამსახურში დავბრუნდი. ყველაფერი კარგად მიდოდა, თავზე საყრელად კი მქონდა საქმე მაგრამ ვუმკლავდებოდი. ნიშნობის საქმეებს დედაჩემი აგვარებდა, ამაში მართლაც გამიმართლა. ამხელა ექიმი ქალი როგორ ცქმუტავს როცა დემესთან ერტად მხედავს ნეტავ დაინახოთ. ერთ დღეს სამსახურში, საბუთებში მქონდა თავი ჩარგული, ერთ-ერთი სახლის ინტერიერს ვარჩევდი, კაბინეტის კარი გაიღო და ნიკა შემოვიდა დემეტრე ეჭირა მისი კალათით. სახე გამებადრა, რომ დავინახე ყველანაირი დაღლილობა მომეხსნა. მაღალქუსლიანები გავიხადე და ფეხშიშველი მივედი ნიკასთან. მხურვალედ ვაკოცე და დემე გამოვართვი. --ჩემი სიცოცხლე მოვიდაა.-თავზე ვეფერებოდი, ისიც მიღიმოდა. --მიგვიღებ რადა დედიკო?-ბავშვის ხმით მკითხა ნიკამ.-ისე მართლა შენი თანამშრომლები რატო მიყურებდნენ მოჩვენებასავით? --ჯერ ეგერთი ჩემნაირი სიმპატიური საქმრო ვის ყავს რომ არ შემოგხედონ? მეორეც თუ შეატყვე ნიკა მახარაძე ხარ რავიცი მაინც. და მესამე ბავშვით მოხვედი საყვარელო საქმროვ.-გამეცინა და ისევ ვაკოცე.-რას დაატარებ ნიკოლოზ 2 თვის ბავშვს?! ტან როგორ ცხელა.-ავფორიაქდი უცებ. --მარტო შენგან მიყვარს ნიკოლოზს რომ მეძახი ხოლმე. რაღცნაირად ყურს სიამოვნებს.-გამიცინა და ყელში მაკოცა. --ქალბატონო რადა.-ოთახში ჩემი მდივანი შემოვიდა.-უკაცრავად არვიცოდი დაკავებული თუ იყავით. --არაუშავს ლიზიკო, რამე გინდოდა?-გავუღიმე მდივანს და ბავშვი ხელებში მოვიქციე. --განთავისუფლება მინდოდა მეთხოვა ორი დღით.-დაიმორცხვა. --აკუნამ უნდა მომტტაცოს შენითავი?-გავიცინე. --აკუნა ვინარიკს?-ჩამეკითხა ნიკა. --ჩემი კლასელი და ლიზიკოს შეყვარებული საქმროვ.-გადავიკისკისე ისევ და ლიზიკოს გაკვირვებულ სახეს შევხედე.-დღეს, ხვალ და ზეგ მთელი სამსახური თავისუფლები ხართ. კვირას კი ჩემი ნიშნობაა და ყველას გეპატიჟებით.-ვუთხარი და გავუღიმე. ასე ამგვარად დავისვენე მეც, ჩემმა თანამშრომლებმაც. ნიშნობა ზედმეტად კარგად მიდიოდა. წითელი კაბა მეცვა ჰაერეოვანი, ფარფატა.ნიკა თვალს არ მაშორებდა. 300 კაციანი ნიშნობა იყო, მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები მოდიოდანენ, იმღამით ნიკასთან დავრჩი. უფროსწორად ისევ წვეულებიდან გავიქეცით. ოქტომბრის 3ში ქორწილი გვქონდა. ჯვარი იმ ტაძარში დავიწერეთ სადაც პირველად მნახა ნიკამ. მერე მცხეთაში გადავიხადეთ ქორწილი. ისეთი ლამაზი იყო გადაჭრელებული იქაურობა. მაგრამ ერთ-ერთი, რამაც ქორწილის დღეს გამაბედნიერა ის იყო რომ გავიგე მალე ბიოლოგიური შვილი მეყოლებოდა. დემე უკვე მყავდა, ის ჩემი შვილი იყო და მაინც ვერავინ შეცვლიდა ის. უზარმაზარი ქორწილი იყო, მაგრამ ტრადიციული. ნიკას ჩოხა ეცვა მე კი სადა თეთრი კაბა ჩოხის დეტალებით. ვალსის ცეკვის დროს ვლაპარაკობდით.: --ნიკუშ. --ჰო რადა. --მაშინ რატომ იყავი დარწმუნებული იმაში რომ კიდევ შემხვდებოდი? --იმიტომ რომ შენ ჩემი ბედი ხარ, ბედისწერამ იმ უხილები წითელი ძაფით შენთან დამაკავშირა და ვერავინ შეძლებს ბედისწერის შეცვლას.-მიღიმოდა და ისე მელაპარაკებოდა. --ნიკოლოზ.. --გისმენ.-გაიღიმა. --ორსულად ვარ ნიკოლოზ.-გავუცინე და მის თვალებს შევხედე რომელშიც უსაზღვრო ბედნიერება ამოვიკითხე. უცებ ამწია ჰაერში და ისე დამატრიალა ლამის თავბრუ დამეხვა. --მაბედნიერებ რადა! უსაზღვროდ მიყვარხარ!-მიჩურჩულა და ჩემს ტუჩებს დააკვდა. ყველას გაუხარდა ჩვენი ამბავი, ყველა გვილოცავდა, სვამდნენ, გვლოცავდნენ. მაგრამ როცა ქორწილიდან გავიპარეთ და თელეფონზე ათას სალანძღავ სიტყვებს გვწერდნენ სიცილით ვკვდებოდით. --მერამდენედ გაიპარეთ ხალხო? უნამუსო ხალხი ხართ რაა.-ტელლეფონში ჩმყვირა ჩემმა მეჯვარემ, ანუ თეკლამ. ნიკას მეჯვარე ასევე მისი ბავშობის მეგობარი ბექა იყო. ბიჭი პოზიტივი. --აბა ჰე, ბავშვი რო მოგვენატრება ჩამოვალთ.-ვუთხარი და ტელეფონი გათიშე. --ეჭვი მაქვს ხვალვე უკან წამომიყვან. ყაზბეგში ასე წინდაუკან სიარული არ მომწონს მე.-შემომიბღვირა ნიკამ. --ნუ გვეჯუჯღუნები რაა.-მუცელზე დადებულ მის ხელს ჩემო თითები დავადე, გავიცინე და გზას გავხედე. *20 წლის შემდეგ.* --დედაააააა.-ოთახში შემომივარდა თაია და მე და ნიკას ზედ დაგვახტა. --დაგვაძინეეთ.-ავბუზღუნდი და ნიკს უფრო მივეკარი. --ტყუპები მომკლავენ დედა, ასეთი გიჟი ძმები რატო მყავსს? დემეტრე მინდაა.-ლამის ტირილი დაიწყო თაიამ. --იოანე და დამიანე არ გყოფნის?-გავიცინე მე.- ჩემო ნაბოლარა მალე ჩაოვა დემეტრეც.-თიას ვეფერებოდი თავზე როცა ოთახში ბიჭები შემოვარდნენ. --დედა გამოუშვი ეგ პატარა ჭინკა.-მკაცრად მითხრა დამიანემ. --რა დაუშავე მამა ასეთი?-გაკვირვებულმა კითხა ნიკამ. --ამის დამპალ შეყვარებულს მივწერე რო გეია, ისეთი მართლა არაფერი გამიიკეთებია.-ჩაიკისკისა და მეც ავყევი. --მამა უთხარი რამე. 15 წელია სიცოცხლე გამიმწარა.-ახლა იოანე აყვა ტყუპს. --შენ რაღა გაგიკეთა დედი?-ახლა მას მივუბრუნდი. --ის ვიდეო დამიდო, მთვრალი რო დემეტრეს სიყვარულს ვეფიცები. ისე რაიყო ძმას რო სიყვარული ავუხსნა რამე შავდება?-ჩაფიქრდა იოანე და მალე ხარხარი დაიწყო. --ამხელა 19 წლის მუტრუკები ხართ და რო გირეკავთ აეროპორტში დამხვდითთქო საად დაეთრევით? არა რაა დედა ამხელა როვიყავი ასე გაბრაზებდი მე?-ოთახში დემეტრე შემოვიდა რომელიც 3 თვეა არ მინახავს და ისე ლაპარაკობს ვითომც არაფერი. გაოცებული ვუყურებდი და ვერ აღვიქვამდი რომ ამდენი ხნის მოატრებული შვილი წინ მედგა. --დემეტრეეეეე.-დავიყვირე და მისკენ გავიქეცი, მაგრად ჩაეხუტე და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე. ისევ ისეთი სურნელი აქვს. --დეე მომენატრე ძალიან.-შუბლზე მაკოცა და ახლა თაიას ჩაეხუტა.-ჩემო ჭინკა აბრაზებდი ამათ?-ჩაიხითხითა. --როგორც დამავალე დემე. --აუ ჩვენ ვაბშე არვუყვარვართ რაა, და ეძახე და ერთხელ არმახსოვს თბილი სიტყვა ეთქვას ტოო.-ლაპარაკობდნენ ტყუპები ერთმანეთშ რომლებიც საერთოდ არ გავდნენ ერთმანეთს. --აუ რა ქლიავები ხართ.-აკისკისდა თაია და ორივეს მაგრად მოეხვია. მე მომღიმარ ნიკასთან მივედი და ჩავეხუტე. მათ ერთად დანახვაზე გულში სითბო მეღვრებოდა.-აბა სკოლაში ვის მივყავარ? თუ დავურეკო კოსტას? მაგას არასდროს ეზარება ხოიცით.-თვალი ჩაუკრა ბიჭებს და მათ სახეებზე სიცილი მომინდა. --მაამააა, ძმაკაცებს მიფრთხობს, რაუნდაა?-აწუწუნდა იოანე. --მე წაგიყვან.-ხელი მოხვია დამიანემ.-გაიქეცი ჩიცვი მეც უნიში მივდივარ. --იმგოგოს აღარ შეურიგდე თორე დაგახრჩობ დამი.-გაიცინა და ოთახიდან გავიდა. --ჩვენ რავქნათ?-შემომხედა ნიკამ. --რას მთავაზობ?-ეშმაკურად გავიცინე. --იტალიაში გინდა?-თვალი ჩამიკრა. --ნოემბერია.-გავიოცე. --რა გინდა სანაცვლოდ? ვიცი რო ფრენა გეზარება უბრალოდ.-მაშინვე მიმიხვდა. --ბამბის ნაყინს მიყიდი?-ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე. -თქმა არციყო საჭირო.-მითხრა და მაშინვე მაკოცა. დიახ მე ბედნიერი ვარ რადგან მყავს 4 გადარეული შვილი და მათი წარმოთქმული სიტყვა „დედა“ მაძლიერებს. ხოლო რაც შეეხება ნიკას. ჩვენი სიყვარული? საუკუნეებს გაუძლებს!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.