საყვარელი მატყუარები (დასასრული)
თავი სამი -მე არასდროს დამიხატავს ტატუ-ვამბობ და მარიამს გავყურებ. კონიაკით სავსე ჭიქას სვავს მამისმკვლელი თვალებით მიყურებს და ათიდან მხოლოდ სამი ჭიქა-ღა დარჩა სავსე. მე ჯერ კიდევ 4 მაქვს ელენე უკვე მოშორებული გვყავს. ირაკლი დაგვრჩა მაგრამ ჯერ მარიამზე ვმუშაობთ -ჩემთვის არასდროს უკოცნია უჩას-ამბობს თავმომწონედ და მე და ირაკლის გვიყურებს -მე რატო?-წარბებს წევს ქურხული -შენ ძმას ბავშვობაში მაინც არ უკოცნია ლოყაზე?-იცინის გლოველი მე და ირაკლი ორივე ვსვამთ -მე არასდროს, მეე არასდროოს მომწონებია მეგობრის ძმა-ხარხარებს ის თავისი სიტყვებით აღფრთოვანებული და გვაიძულებს დავლიოთ -ნუ რა ბანალურები ხართ რაა-აყოლებს თან ირონიულად -შენ გვყავხარ ორიგინალური და აარჩიე მერე ვინმე სხვა-წარბებს უწევს მარიამი -მე არასდროს მომიტეხავს ხელი-კვლავ ვიცინი და მარიამს ვაიძულებ დალიოს, ჩემდა გასაკვირად ირაკლიც სვამს და ამით თამაშს ეთიშება. -მოვიგე-ვეუბნები კმაყოფილი ბავშვებს და ჩემ ორ ჭიქას დავყურებ. -უსამართლობაა-თვალებს ატრიალებს მარიამი და ხალიჩაზე წვება, მეც მას ვბაძავ და ცოტახანში უკვე სასმლით კარგად გაბრუებულები სიცილით ვკოტრიალებთ იატაკზე. -მოწმინდეს იატაკი, უჩა რომ მოვა შემაქებს-ეცინება ირაკლის, ის დივანზე ზის და მასზე მიხუტებულ ელენეს მშვიდად ძინავს. -ვიდეოს ვიღებ-ფეხზე დგება მარიამი და იწყებს გადაღებას. ეს ვიდეო გახდა ყველაფრის დასაწყისი. მე კისკისით ვხოხავ იატაკზე, წყვილი ჩახუტებული ზის, მარიამი კი ვითომ ჟურნალისტი იყოს ყველაფერს ახმოვანებს. ამის შემდეგ სმა გავაგრძელეთ სამეულმა და დილით გაძვიძებულს სულ არ გვახსოვდა რა მოხდა წინა ღამით. როგორც შემდგომ გავიგეთ ჩვენ ჭკვიან გოგონას, სახელად მარიამს სოციალურ ქსელში ლამაზად აუტვირთავს ვიდეო. მართალია მათეც და გუგაც დაბლოკილი გვყავდა, მაგრამ მოგვევლინა სასწაული, რაღაც გზით მათაც იხილეს ეს ვიდეო. -- სკოლიდან გამოსულს მანქანების სადგომზე ირაკლის მანქანის წინ აყუდებული უჩა რომ დაგვხვდა გოგონებმა "ცოტა" დავიმორცხვეთ -ვაიმეე, ძამიკომ სკოლაში მომაკითხაა-გაიწელა ირაკლი და ძმას მხარზე ხელი გადახვია -ზოგადად სხვას მოვაკითხე მაგრამ არ გაწყენინებ შენც-თვალს მიკრავს -ამოგთხრი თვალებს-ვუღიმი ისე თითქოს ეს ესაა სიყვარული ამეხსნას მისთვის -მერე ძალიან რომ მოგწონს დათმობ? -ვიღაც თავის თავზე შეყვარებულიაა-მეცინება და ამჯერად ირაკლის შევყურებ რაღაცნაირი მზერა აქვს საყვარლობა -წავედით?-გვეკითხება ირაკლი -ქრისტისთან მივდივართ და წამოდი თუ გინდა-ეპატიჟება მარიამი. -წამოვალ, საღამოს ბიჭებთან უნდა გავიდე, შენ რას იზავ უჩა?-ეკითხება ძმას -გაგიყვანთ და საქმეზე წავალ, მანქანა მჭირდება-ეუბნება და ხელიდან მანქანის გასაღებს აცლის ყველა მანქანაში ვჯდებით, უკან გოგონები წინ ბიჭები. -დღეს რატომ არ იყვნენ ის ორი?-კითხულობს ირაკლი და ჩვენკენ ბრუნდება -ვაჟბატონს სიცხე აქვს და მათე თავზე ადგას-მეცინება მე -დღეს საღამოს ახალ ვიდეოს ველოდოთ?-სარკიდან იხედება უჩა და მისი მზერა ჩემკენაა მომართული. -ელოდეთ, იქნებ გაღირსოთ კიდეც-თვალს ვუკრავ. -არაფერი წავიღოთ?-გვეკითხება მუდამ ჩუმად მყოფი ელე -რავიცი, ტორტი თუ უნდა მარიამს-გავხედე ტორტის ხსენებაზე თვალებანთებულ გლოვებს -მინდა, ოღონდ ჩვენ რო ვაცხობთ ის-ახალი იდეა მოდის თავში -აუ მეზარება მეე-ვწუწუნებ კვლავ -არაფერიც, უჩიკო, მაღაზიასთან გააჩერე-ლამის წინა სავარძელზე გადაძვრეს მარიამი ისეთი გახარებულია. თავი წინ აქვს გაყოფილი და დიჯეის ფუნქციასაც ის ასრულებს ჰიპერმარკეთთან ვაჩერებთ და ყველა გადავდივართ. -ნუ დაიწყებ ახლა ბოდიალს, ვიყიდოთ რაც საჭიროა და წავიდეთ-ელენე აფრთხილებს გლოველს, რომელიც მაღაზიების გიჟია. მაღაზიაში შესული 1 ნივთზე შეიძლება სამი საათის შემდეგ სამი იმდენი ნავაჭრით გამოვიდნენ. დავიწყეთ თუ არა თაროებს შორის სიარული, მალევე შევამჩნიე რომ ნელნელა ყველა გაიკრიფა და მხოლოდ მე და უჩა დავრჩით გვერდიგვერდ. -რა საყვარლები არიან-კბილებში ვცრი და კალათში შავ შოკოლადს ვაგდებ. -ძალიან, როგორ მიხვდნენ ჩემ გულის წადილს-ეღიმება მას, მისკენ მაბრუნებს და თვალებში მიყურებს -თავი ფილმში ხომ არ გგონია?-ვცდილობ ნათქვამი ირონიული გამოვიდეს, ჩემი აღელვება და აფორიაქება რომ დაიმალოს. -არა, რატომ? უბრალოდ საშუალებას გაძლევ ჩემი ყურებით დატკბე-მიღიმის ის და უფრო მიახლოვდება -თავი რამეს მიარტყი? თუ სიცხე გაქვს?-ხელს თბილ შუბლზე ვადებ -შენ არ მითხარი ვგიჟდები შენ თვალებზე და კბილებზეო?-ეცინება მას, ჩემ ხელს ხელში იქცევს და ძირს მაწევინებს -მე გითხარი?-თითს გულზე ვიდებ და უნებურად თვალები მიფართოვდება. როდის მერე ვეუბნები ბიჭებს კომპლიმენტებს? თან იმათ ვინც მომწონს -კი შენ მითხარი, თან არაერთხელ, მგონი ექვსჯერ თუ შვიდჯერ-თვალებს ატრიალებს ის -რა მოხდა მერე თუ ადამიანის კბილები და თვალები მოგწონს? დავიჯერო ჩემი ლამაზი თვალები არ მოგწონს?-თვალებს ვჭუტავ და ხელს რომელიც მის ხელშია მოქცეული უკან ვწევ. -კი ძალიან, თვალებიც, კბილებიც და ცხვირიც-ორ თითს მიჭერს ცხვირზე და იცინის -ყველას მოსწონს-ირონიულად ვუცინი და ჩემი კალათიანა მივიწევ იქცე მდგარი ბავშვებისკენ, ნივთები რომ უკვე შეგროვებული აქვთ და ირაკლი მარიამს იჭერს რომ არ გაექცეს სადმე -რაო? სიყვარული და რამე?-ეცინება მარიამს -რაო? გუგა და რამე?-სამაგიეროს ვუხდი და სალაროსკენ მივდივართ. -- ჭიშკართან ჩამოვდივართ ყველა და უჩას ვემშვიდობებით -ქრისტი, დარჩი ორი წუთი-მეძახის უჩა როცა ბავშვები შიგნით შედიან -რა ხდება?-მის წინ ვჩერდები -მართლა მომწონს შენი კბილები-ეცინება, წამიერ კოცნას მიტოვებს ტუჩებზე და როცა ვფხიზლდები მანქანა უკვე შორსაა. იდიოტი.. ანუ რა უნდა თქვას რომ ცუდი კბილები მაქვს?? კარგი, ვიცი, ეს ქალები და გოგოები ცოტა ცუდად ვუყურებთ ბიჭების მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას. ღიმილით ვიტარებ ტუჩებზე ხელს და სახლში შევდივარ. გუგა და მათე დაბღვერილი ზიან მისაღებში. სამი გიჟი დედაჩემთან ერთად სამზარეულოშია. ლაზარე კი საკუთარ ხალიჩაზე მანქანებით თამაშობს. -რას აკეთებთ აბაა?-ვვარდები სამზარეულოში. -დედიკო, მე გავაკეთებ ნამცხვარს, წადით თქვენ გაერთეთ-გვეუბნება დედა და გვაიძულებს მისი ტერიტორია დავტოვოთ. მისაღებში გასულს ორ დაბღვერილ სახეზე სიცილი გვიტყდება. მუსიკებს ბოლო ხმაზე ვრთავთ, მე და მარიამი როგორც ყოველთვის ქაჯებივით ვცეკვავთ და ვიმხობთ ყველაფერს. ირაკლი და ელენე კი ერთად და ლაზარესაც იყოლიებენ ცეკვაში. ისე საყვარლად ცეკვავს პატარა მაიმუნი, მივდივარ და მანამ ვკოცნი სანამ ტირილს არ იწყებს, შემდეგ კი გუგას მიყავს. -ტვინი მეტკინა-ერთ საათიანი ცეკვის მერე მათე გვირთავს სიმღერებს და შუბლშეკრულ მზერას ტყორცნის ელენეს. -მოდი ვითამაშოთ მაშინ, რამე საყვარლობა-კარგ ხასიათზეა როგორც ყოველთვის მარიამი, ეშმაკური მზერით უჯდება გუგას გვერდით და ფეხებს მაგიდაზე აწყობს. არა ხანდახან ამ გოგოს გრძელ ფეხებზე მეც ვიშოკები. #მარიამი გუგას გვერდით ვუჯდები და მის მზერას ვაფიქსირებ. -რაო? ცუდად ხარ?-ვეკითხები და მისი ჭიქიდან ჩაის ვსვამ. -დედაა, ახალი ჩაი გამიკეთეე-გასძახა დედამისს და ჭიქა იქვე დადო-არ მინდა ცოფი გადამედოს -რომ მკოცნიდი მაშინ გადაგედო უკვე-ვხითხითებ და მის კისერში ჩემს მუდამ ცივ, გაყინულ ხელებს ვაცურებ. მაშინვე გველნაკბენივით მშორდება და ყვირის -ცივია, საყინულეში გქონდა ხელები?-ჩემ ხელს მისაში იქცევს და ვგრძნობ როგორ ეპარება სითბო ჩემ თითებსაც -ისეთი რომანწიკულია გუგიკო, ლამის აქვე დავდნე-ვფუკუნებ და მისკენ უფრო ვჩოჩდები, მხარზე თავს ვადებ და ბავშვების მზერას ვაიგნორებ. -განახებ სკოლაში რომანტიკას შენ, მგონი იმ კლასიდან საერთოდ ვერ გამოხვიდე-ხითხითებს ისიც და მის ტუჩებსაც ვგრძნობ შუბლზე, ხელს კი მხრებზე. ასე ჩახუტებულები მანამ ვზივართ სანამ ნამცხვრით ხელში ქალბატონი ეკა არ გამოდის და გაოცებულმა არ იცის რა გააკეთოს. ძლივს დებს ნამცხვარს მაგიდაზე და გვიყურებს -გუგას კი აქვს სიცხე, მაგრამ შენ რა გჭირს მარიამ?-შუბლზე მადებს ხელს, შემდეგ ტუჩებს, ბოლოს კი თერმომეტრს მაჩეჩებს ხელში -არაფერი მჭირს ოო, შევრიგდით ჩვენ ყველანი-ვუცინი და უკან ვუბრუნებ ნივთს -გუგა და ქრისტინა შერიგდნენ? მაგის თქმას ცდილობ?-უფრო უფართოვდება ქალს თვალები -არა დედა, უბრალოდ ზავი დავდეთ-თვალებს ატრიალებს გუგა. -ქრისტიი, ირაკლიი, ელენეე-ყვირის ეკა და წამში ყველანი დივანზე ვზივართ ჩამწკრივებული. -რა ხდება?-მოთმინების ფიალა ევსება ჩემი სიყვარულით დამწვარ რომეოს, ანუ გუგას. -ყველამ სიცხე გაიზომეთ სათითაოდ, წნევის აპარატსაც მოვიტან, სასწრაფოსაც დავურეკავ-პანიკაშია ეკა -რა ხდება დედა?-გაოცებულია ქრისტი -თქვენ მართლა შერიგდით?-კივის უკვე ქალი -არა ღადაობ? ამ იდიოტს როგორ დაველაპარაკები? ზავი დავდეთ უბრალოდ-ეცინება ქრისტინას -ღმერთო მადლობა რომ ამ დღეს მომასწარი-ეცინება ბოლოს ქალსაც და ყველას სათითაოდ გვეხუტება. შემდეგ ლაზარეს ხელს კიდებს და მეორე სართულზე მიყავს დასაძინებლად. როცა ნამცხვარს სულ მოვუღეთ ბოლო კვლავ ისე ჩავლაგდით დივანზე როგორც რამდენიმე წუთის წინ -რა გავაკეთოთ? იმედია თქვენ ორი განდეგილიც შემოგვიერთდებით?-ვეუბნები მათ და ვფიქრობ. -დახუჭობანა, რამდენი ხანია არ მითამაშია-თავისი იდეით აღფრთოვანებულია ქრისტი -ჯობს ფილმს ვუყუროთ, მეზარება სირბილი-ახალი იდეა აქვს ელენეს, რომელსაც ყველა ვეთანხმებით და მალევე კომედია ირთვება ტელევიზორში. მე კვლავ გუგას ვარ მიხუტებული, ელენე ირაკლის -აუ მე რა ვქნაა? აუუ მეც მინდა ჩახუტებაა-უკმაყოფილოა ქრისტინა და მათეს საწყალი თვალებით უმზერს -არა-ხელებს გულზე იჯვარედინებს მათე. -ელენე, ადექი-ფეხზე აყენებს ელენეს ქრისტი და მათეს გვერდით სვამს. თვითონ კი ღიმილით ეხუტება ირაკლის. --- უკვე ღამდებოდა ფეხზე რომ ავდექი და მძინარე გუგას დავხედე. ლოყები სიცხისგან შეწითლებული ქონდა. თმა კი აჩეჩილი. -წავედი მე სახლში, იკუნა, გამაცილე-გავეცი ბრძანება და მის წინ დავდექი. -მერე ელენიკო?-უყურებს ერთმანეთის გვერდით, მაგრამ მაინც ცალცალკე მჯდომ წყვილს და ვხვდები რა გეგმა აქვს. მათეს ეჭვიანობით ცდილობს მათ "დაახლოებას" -ელენიკოს მათე გააცილებს, ადექი, ნუ გეზარება აქვე ვცხოვრობ-ხელზე ვექაჩები და ძლივს ვაყენებ. #ელენე -წავალ მეც, ხვალ გნახავ ქრისტი სკოლაში-ვკოცნი ლოყაზე მას და კარისკენ მივდივარ -დამელოდე მოვდივარ-მესმის მისაღებიდან მათეს ხმა მალევე გამოდის თხელი ქურთუკით დამშვენებული, ხელში ტელეფონით და მანქანის გასაღებით -წავედით-მეუბნება და გვერდს მივლის. მანქანაში ისე ჯდება არც მელოდება. გაბრაზებული ვაღებ უკანა კარს და იქ ვჯდები. გარეთ უკვე ცივა, ოქტომბერია და ვერ გავაცნობიერე რომ თხლად ჩაცმული გარეთ გასვლა, მითუმეტეს საღამოს არ შეიძლება მანქანას ძრავს და მალევე აჩერებს, ისევ მიყრუებულ ადგილზე. სად პოულობს ეს ბიჭი ასეთ ქუჩებს? -რა ხდება?-ვეკითხები უკან გადმოსულს და თვალებში ვუყურებ -მიყვარხარ-მეუბნება პირდაპირ და ვგრძნობ მის ბაგეებს ჩემ ტუჩებზე, ჯერ გაკვირვებული და თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი მის მინაბულ თვალებს. ბოლოს, მეც მიმენაბა თვალები და კისერზე ხელი შევუცურე, მეორე კი გულზე მივადე. -პასუხს არ მეტყვი?-ცოტა ხნის შემდეგ მეკითხება, როცა უკვე მშორდება -ხომ იცი ჩემი დაქალები ვინ არიან?-თვალებს ვჭუტავ და ვიღიმი -ანუ არც ვიოცნებო რამდენიმე თვე პასუხზე-ეცინება მასაც და პირველად ვხედავ მის გულრწფელ ღიმილს. მეც მეღიმება უნებურად და ყელზე ვეხვევი. -ჩემი პატარა-მკოცნის ლოყაზე ის და მანამ ვზივართ ჩახუტებული სანამ სახლიდან არ მომიკითხეს. #ქრისტინა ჯგუფური საუბარი რომ დავამთავრეთ ტელეფონით ლოგინში შევწექი და საბანი გადავიფარე. უკვე ძილის სამყაროში ვეშვებოდი როცა ოთახის კარი გაიღო და შუქი აინთო -რაჯანდაბა გინდა-წუწუნით შევეკითხე კარში გაჩხერილ თვალებდასიებულ გუგას, სიცხისგან და ძილისგან რომ ადამიანის სახე აღარ ჰქონდა. -როდის წავიდნენ ისინი?-მეკითხება და ჩემ სამეცადინო მაგიდასთან ჯდება -აუ როდიდან ვჭორაობთ? მეძინება-თავზე საბანს ვიფარებ და ველოდები როდის გავა. მაგრამ ჩემ ლოგინზე დამჯდარს რომ ვუყურებ ლამის გული მიმდის -მოშორდი ჩემ ლოგინს, დასვრი შენი მტვერით-ფართხალს ვიწყებ მე -ნუ ხარ ჩერჩეტი, ძალიან ამოსული მქონდა ყელში ეს ჩხუბი, მართლა როდის წავიდნენ? ვინ წაიყვანა მარიამი?-ხელებს ბიჭერს და განძრევის საშუალებას არ მაძლევს -ვინ და ირაკლიმ. წასვლის წინ რომ იცოდე ნაზად გაკოცა შუბლზე და საერთოდ, რომ იცოდე მე ძალიან უკმაყოფილო ვარ რომ ჩემ დაქალებს დაადგით თვალი -ირაკლი გეჩხუბება ჩემი ძმა რატომ მოგწონსო?-მეუბნება და მისი სიტყვების გაანალიზების შემდეგ თვალებგაფართოებული შევყურებ. ამან საიდან იცის? -ვიცი, მითხრა უჩამ. შენ რა გგონია ეგეთი იდიოტი ვარ ჩემი და თავის ჭკუაზე ვატარო?-თვალებს მიბრიალებს ის -ღმერთო, ახლა გული ამიჩუყდება, შენ რა მე და მიწოდე?-არასებულ ცრემლებს ვიწმენდ და მის გაბრაზებულ სახეზე ბოლო ხმაზე ვხარხარებ -არ შეირგე მშვიდობა? ნახე ახლა-კვლავ ბეჭზე მიკიდებს და ჩემი კივილის მიუხედავად ძირს ჩავყავარ. -აბა შერიგდნენო დედამ?-ეცინება ვატოს ჩვენ შემხედვარე -ამას ვინ შეურიგდება? სამარეც კი ვერ გამოასწორებს-უცინის უფროს ძმას და სახლის კარს აღებს. გარეთ მსვავს და შიგნიდან მიკეტავს კარს. -ჯანდაბა, ძალიან ცივა-სიცივისგან კანკალს ვიწყებ უკვე და უკანა კარისკენ მივიპარები, კარს ვაღებ თუ არა გუგას ირონიული სახე მეგებება -რაო? ჭკვიანი გგონია შენი თავი?-ცინიკურია ის, გარეთ მიშვებს და კვლავ კეტავს კარს. იქამდე მაყურყუტა გარეთ სანამ ბოდიში არ მოვუხადე და არ დავპირდი რომ დღეიდან წესიერად დაველაპარაკებოდი. -- -უჩა?-მეღიმება როცა მას ვუყურებ, სკოლის წინ დგას დიდი თაიგულით ხელში -ვინ გახდაო 18 წლისოო?-იცინის ისიც -მე გავხდი მაგრამ მაინც პედოფილი რომ ხარ რა ვქნათ?-ირონიას ვერ ვიშორებ, მართალია გუგა, მგონი სამარეც ვერ გამასწორებს -6 წელს მოვუვლით, შენ ის მითხარი გახდები ჩემი შეყვარებული?-მეუბნება და უკნიდან ტაშის და სტვების ხმა მესმის, ეს უეჭველი ირაკლია, ამისთვის მოვუვლი ხვალ -შენდა სამწუხაროდ კი, რა ვქნათ, ასეთი ბედი გქონია, მთელი ცხოვრება უნდა დაგტანჯო-მეცინება მე, ყვავილებს ვართმევ და ლოყაზე ვკოცნი. სკოლის წინ მეტზე არც იოცნებოს -აუ რა ბანალური ხარ უჩიკო-უკმაყოფილოა მარიამი -შემახსენე შენი შეყვარებული ვინაა?-ვიხედები გლოველისკენ -ეგ "იმენა" ბანალურობის პიკია და ეს ბანალურია მარტო-ეცინება მასაც. ---- 5 წლის შემდეგ -წნევა დაარტყამთ-ეცინება გუგას -ვაიმეე, ასე თუ ისე კი აქვთ წარმოდგენა, იციან მალე რომ ვაპირებდით, მაგრამ ირაკლი რომ ეული გვყავს ამდენი წელია ორიენტაციაში ხომ არავის შეგპარვიათ ეჭვი?-საუბრის ხასიათზეა მარიამი, როგორც ყოველთვის. დაქირავებულ მანქანაში ვზივართ შვიდი. მე და უჩა მარიამი და გუგა ელენე და მათე ირაკლი და მარტოობა გადავწყვიტეთ როგორც ყოველთვის რაღაც სიგიჟე გავაკეთოთ და ამდენ წლიანი ურთიერთობის შემდეგ ყველა ერთად გ ა ვ ი პ ა რ ე თ გაგიკვირდათ? ჩვენც გვიკვირს და წარმოგვიდგენია ჩვენ მშობლებს რა დაემართებათ მხოლოდ ის გვამშვიდებს რომ ერთმანეთს საუკეთესოდ იცნობენ და გადაატანინებენ როგორმე -არა თქვენ ხო თავში გიქრით, მე რაღას ამაჩერჩეტეთ ამხელა კაცი-იცინის უჩა -შენ ჩემო ქმარუკა სულით ახალგაზრდა ხარ და თან მაინც პედოფილი-მეცინება მასზე. ჯვარი სვანეთში, ერთ პატარა ეკლესიაში დავიწერეთ და შემდეგ დიდ საოჯახო სასტუმროში დავბანაკდით. ისე საოცრად გავატარეთ ორი კვირა, ძლივს ჩამოგვიყვანეს მშობლებმა. გვაიძულეს რასაც ქვია. -- -დავიღალე-გვერდით მომიჯდა სამსახურიდან ახლადმოსული ქმარი და ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო -თუ მიხვდები რა მოგიმზადეეე?-ფეხზე ვდგები სიცილით და პატარა მუცელს წინ ვბზიკავ. -იმედია საჭმელი-ეცინება მასაც და ღიპუცაზე მკოცნის -არა, უფრო გემრიელი-თვალებზე ხელს ვაფარებ და სააბაზანოში შემყავს. დიდი აბაზანა დაფარულია ვარდის ფურცლებით და სურნელოვანი სანთლებით. -ქრისტინა, ეს მე უნდა გამეკეთებინა ღამის 12ზე, როცა შენი დაბადების დღე დადგებოდა-წარბებს კრავს ჩემი ქმარუკა -ოო სანთლები ვიპოვე და ვეღარ მოვითმინეე, საჩუქარიც ვიპოვეე, აუ რატო დამალე ეგრე ცუდად?-ხელებს გულზე ვიჯვარედინებ და ახლა მე ვბრაზდები მასზე -კარგი რა ქრისტი ყოველ წელს ერთსა და იმავეს რატომ მიკეთებ?-იცინის ის და ეც მიყოლიებს -ბანალურები ხართ ეს კაცები-ვეუბნები და მასთან ერთად აბაზანაში მანამ ვნებივრობ სანამ ქმარი ამოსვლას არ მაიძულებს იმ მარტივი მიზეზით რომ არ გავცივდე 5 თვის ორსული. 12 საათი სრულდება თუ არა ქმრის მოლოცვის მოლოდინში მისი ნაყიდი კოლიეთი ვეცხადები და ვეხვევი -ჩემო მაიმუნო, გილოცავ-მკოცნის ის და გარედან რაღაც ხმები რომ მესმის მიკვირს. გარეთ გასულს უამრავი ფეიერვერკი, დიდი ვარდების თაიგული და რაღაც პატარა ყუთი მხვდება -ვაიმეე, უჩიკო გადააჭარბე მოლოდინს-ვიცინი მასზე და ყუთს თავს სხსნი. თავიდან გაკვირვებული ვუყურებ ერთი შეხედვით პულტს. შემდეგ რომ ვიაზრებ რისი პულტია სიხარულისგან კივილს და ხტტუნვას ვიწყებ -ჩემი საყვარელი მერსედესიიიი-ვკივი და ქურხულს მთელი ძალით ვეხვევი -დაწყნარდი გოგო, ორსულად ხარ-ცდილობს ჩემ დამშვიდებას, მაგრამ რა დამაშვიდებს? -- #მარიამი -მარიამ!-ყვირის გომეთიანი და ქაფიანი თავით, სრულიად შიშველი გამოდის აბაზანიდან -რაიყო?-ვპასუხობ და მის შემხედვარე სიცილი მიტყდება -წყალი რატომ გაცივდა?-აშკარად უკმაყოფილოა ვაჟკაცი -მე რა ვიცი, კაცი შენ ხარ ოჯახში და შენ უნდა იცოდე-წარბებს ვწევ და დივანზე უფრო კომფორტულად ვეწყობი. -ახლავე შემოდი და გაათბე, თორემ გაგეყრები-პრეტენზიას გამოთქვამს. მეც სიცილით შემვდივარ აბაზანაში და რაც იქ მოხდა სრულიად აღარაა თქვენი საქმე. მგონი სწორედ მაშინ ჩაისახნენ ჩვენი ტყუპები დამიანე და იოანე --- #ელენე -ჩემი ცხოვრებაა-სამზარეულოში შემოსული ყელში მკოცნის მათე და ცალი თვალით საჭმელს უცქერს -კარგი, ჭამე ჯერ, მე ვიკუნას დავაძინებ-მეც ვკოცნი და პატარა პრინცესა ამყავს ხელში, ჯერ სულ რაღაც 7 თვისაა მაგრამ მაინც ძალიან ცელქი. -არ დააძინო რა ჯერ, მოვეფერები მამას გოგოს-შორიდან ესიყვარულება ვიქტორიას მათე და ცდილობს სწრაფად ჭამოს, რომ მალე მოიცალოს შვილისთვის...... დასასრული მოკლედ არვიცი რა იყო. უჩა და ქრისტი რატომღაც ვერ გამოვკვეთე და ვერ გამოვყავი როგორ მთავარი გმირები. ეს იყო და იმედია მოგეწონათ. მაინტერესებს თქვენი აზრი. დიიდიიიიიი მადლობა ვინც წაიკითხეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.