შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი გული (ნაწილი მეორე)


20-02-2019, 13:24
ავტორი Natiiaa33
ნანახია 1 917

-დილით ადრიანად მივედი სამსახურში, კაბინეტში შესულს ბატონი დიტო შემომყვა, უკვე ვხვდებოდი ჩვენი დიალოგის მიზეზს და იმ მზერასაც, რაც ჩემს მიმართ ჰქონდა მომართული.
-დილამშვიდობის ბატონო დიმიტრი, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ნუ ცინიკოსობ ნინა, არ შეგეფერება ეს ირონიული სახე, რაგინდა ვერ გავიგე?
-რამინდა? მოდი პირდაპირი ვიქნები..მინდა, რომ იმ საქმეების მსგავსად სადაც, ბრალდებული თქვენი ნათესავი ან შორეული ახლობლის ბიძაშვილის ვიღაც იყო,და მალევე მშვიდობიანად სახლში წაცუნცულდა, ამ საქმეშიც მსგავსი რამ არ მოხდეს და სამართალმა იზეიმოს..
-ზღვარს გადადიხარ უკვე! თავხედი ხარ ნინა..
-ჩშშ!! მგონი უკვე დროა რომ ხმას ავუწიო.. ასე არ ფიქრობთ? მგონი გაჩუმება აღარაფრად მიღირს ხომ?
-გამოცანებით ლაპარაკს მოეშვი და პირდაპირ თქვი რაც გინდა..
_დიტო ძალიან დაიძაბა, ნინაც არ აკლებდა აგრესიას და ყოველი სიტყვა მის მიერ წარმოთქმული საკმაოდ დამაჯერებლად და მკაცრად ჟღერდა..
-კარგი, ახლა კარგად მისმინე დიტო. დამღალა ამ ოფიციალურობამ შენისთანა ნაგავთან, შენ პატივისცემის ღირსი კი არა, იმ მიწის ღირსიც არ ხარ, სიკვდილის შემდეგ შენს კუბოს რომ უნდა დააყარონ, ნაგავი ხარ, ერთი დიდი არამზადა, კორუმპირებული ჩინოვნიკი რომლის პარპაშსაც მე მოვუღებ ბოლოს..და თუ გგონია შენ წინ გადამიდგები ცდები. არ გაბედო, გამოძიებაში თუ ხელს შემიშლი ვეღარავინ გამაჩუმებს. ვიტყვი როგორ სცადეთ, ჩემი გაუპატიურება, შენ და შენმა დამქაშმა. მართალია არაფერი გამოგივიდათ მაგრამ ყველა ის მუქარა მაქვს ჩაწერილი რასაც ამ წლების მანძილზე ვისმენდი. არ მოგდიოდი თვალში რადგან საყვარლად არ დაგიჯექი ჰო?
_დიტოს სახე აენთო, არ ელოდა მსგავს სიტყვებს, სკამიდან წამოფრინდა და კი არ ყვიროდა, გამწარებული მხეცივით ღრიალებდა რომელსაც ჭრილობაზე მარილი დააყარეს..
-ვინ გგონია თავი? როგორ ბედავ შე ბო*ო? განა შენ არ გინდოდა ჩემი ყურადღების მიქცევა? ახლა, ახლა რას მაბრალებ? რომელი საქმე იყო ფულის გამო რომ დავხურე? ესხომ აფსურდია?
-მოკეტე! ყელში ამოხვედი უკვე..შენი ყურადღების მიქცევა რაჩემ ფეხებად მჭირდებოდა ერთი გაბღენძილი ვირი ხარ! დროა მოჯდე შენს ადგილას, სამსახურში ახალი მოსული ვიყავი, სულ ღიმილიანი სახით გეგებებოდით, მოწიწებით და ვცდილობდი ჩემისაქმე კარგად შემესრულებია. ფუ რა ამაზრზენი კაცი ხარ! ყველა ის საქმე მაქ შენახული, რომელიც გამოუძიებელი არქივში მოისროლე.. არც კი გაბედო, ხელის შეშლა.
-მე...მე არვიცი უკვე რა გითხრა..
_დიტო თავდახრილი, ნელი ნაბიჯებით, გავიდა კაბინეტიდან.
-ქალბატონო ნინა, გარდაცვლილის ოჯახი მოვიდა _კარი ალინამ შეაღო და ნინას მოახსენა..
-შემოდი ცოტანით და კარი დახურე.
-მოხდა რამე?
-მოხდა.. ეს გამოძიება მთლიანად ჩვენს ხელშია, დაიბარე ოთო და ლევანი, დაკითხვას რომ დავასრულებ მერე მათ მივხედავ..
-როგორ მოხდა, რომ დიტო დაითანხმეთ?
-არაფერი რთული არ ყოფილა, წარსული შევახსენე უბრალოდ..კარგი, სანდრო შეიყვანე ჯერ და ახლავე მოვალ..
_დაკითხვის ოთახისკენ გასწია, შევიდა, კომფორტულად მოკალათდა სკამზე და დაიწყო.
-ბატონო სანდრო, თქვენი ჩვენება, უმნიშვნელო დეტალიც კი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს..
-დიახ, მე ყველანაირად დაგეხმარებით.
-მოკლედ, როდის წავიდა ნინი დაქალთან?
-5ნოემბერს, შუადღისას.
-ცხედარი ნაპოვნია 6ნოემბერს ღამით, 12საათზე და ის მოკლულია 10:30წთ.. როდის უნდა დაბრუნებულიყო სახლში?
-10ნოემბერს მოვალო მითხრა, ძალიან უნდოდა წასვლა..
-რამე უცნაური ხომარ შეგინიშნავთ? ქცევა, საუბარი, ან თუნდაც რამე ისეთი რითაც ყურადღება მიიქცია..
-ვერაფერს ვიხსენებ, წასვლის წინ ძალიან გახარებული იყო, მეხვეოდა და მადლობებს მიხდიდა რომ ვუშვებდი..
-ბიჭები გავგზავნე უკვე, მის დაქალს, მამას, დედას და ყველა იმ ოჯახის წევრს დავკითხავთ..
-ძალიან კარგს იზავთ..
-შეყვარებული თუ ყავდა?
-ადრე ყავდა, მერე თქვა აღარ ველაპარაკებიო.
-ვინ იყო ის ბიჭი? ან თუ თქვა მიზეზი რატომ არ ელაპარაკებოდა?
-ზურა ქვია, ფიფიაა გვარად.არ უთქვამს, არც სერიოზულად ჩამითვლია მის ასაკში შეყვარებული, რომ ყავდა..
-რამდენი ხნის წინ დაშორდა?
-სადღაც ექვსი თვის წინ..
-ნინის მობილური ვერ ვიპოვეთ, ნომერი გვითხარით, რომ დავადგინოთ ადგილმდებარეობა..
-კიბატონო რაპრობლემაა.._კალამი აიღო და დაუწერა..
-ოჯახში როგორი ურთიერთობა გქონდათ ნინისთან?
-ძალიან თბილი და მოსიყვარულე გოგო მყავდა, არ ვკამათობდით, ყველა სირთულეს ერთად ვაგვარებდით..
-სახლში ყველა იყავით 6ნოემბერს?
-კი, ვივახშმეთ და მალე დავწექით მედა ჩემი მეუღლე.
-ანი სად იყო ამ დროს?
-ანი? ანი...ანიც სახლში იყო.
-დარწმუნებული ხართ?
-კი
-კარგით მადლობა, ანი შემოუშვით გთხოვთ..
_რამდენიმე დეტალმა მიიქცია ნინას ყურადღება, დაკითხვის დასრულებამდე დასკვნებს ვერ გამოიტანდა, ამიტომ დაკითხვა განაგრძო..
-ანი გთხოვ კომფორტულად მოთავსდე, წყალი თუ გინდა არმოგერიდოს.
-არა, მადლობთ.
-კარგი, საუბარი დავიწყოთ, როდის წავიდა დაქალთან ნინი?
-5ში
-რამე უცნაური საქციელი ხომარ შეგინიშნავს?
-არა, უფროსწორედ არვიცი, მაგდროს სახლში არ ვიყავი, მაგრამ დედამ მითხრა, რომ ძალიან უხაროდა წასვლა და სიხარულით დახტოდა..
-სად იყავი შენ მაგდროს?
-შეყვარებულთან ერთად ვსეირნობდი..
-იქნებ მითხრა შენი შეყვარებული ვინ არის?
-თორნიკე გაბელია
-ასაკი?
-25 წლისაა..რა გესამებათ ჩემს შეყვარებულთან?
-დაწყნარდი, ჩემი საქმე კარგად ვიცი..როგორი ურთიერთობა გქონდა შენს დასთან?
-კარგი, ხანდახან კი თავს მაბეზრებდა მაგრამ
-რათქვით?
-არაფერი, ყველა და კამათობს ხანდახან..
-გასაგებია.სახლში იყავით 6ნოემბერს?
-როგორც გითხარით შეყვარებულთან ერთად ვსეირნობდი 5ში, შემდეგ მეგობრებთან წავედით და სახლში შვიდში ღამე დავბრუნდი..
-შეგიძლია მაგ მეგობრების სახელი და გვარები ჩამომიწერო?
-კარგით.
-მადლობა, თავისუფალი ხარ,ქალბატონი ლელი შემოვიდეს..
-კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას..თუ შეგიძლიათ საუბარი დავიწყებ, წყალი ან რამე ხომარ გნებავთ?
-არა შვილო, ნინი იყო ჩემი ყველაფერი, ის მინდა მაგრამ სადაა?
-იმ დღეებში, რამე უცნაური ხომარ შეგინიშნავთ ნინისთვის?
-არა, კარგხასიათზე იყო, დედა მოუკვდეს ჩემ ტანჯულ გოგოს..მაგრამ ბოლოს ისეთი სევდიანი სახით წავიდა, დაქალთან მივდივარო, მკოცნიდა და მეხვეოდა სულ.
-რა თქვით? ანუ წასვლისას ცუდ ხასიათზე იყო?
-ხო, მოწყენილი იყო, არც იღიმოდა , წასვლის წინ ჩამეხუტა, დეკო მიყვარხარო და წავიდა.. დეკოს მეძახდა სულ. არც დედას, არც დეე-ს არც დედის.
-რატომ იყო მოწყენილი?
-არვიცი, ვერგეტყვით
-6ნოემბერს სახლში ყველა იყავით?
-ანი არ იყო სახლში. დაქალთან ვრჩებიო მითხრა.მედა ჩემი ქმარი მალე დავწექით..
-ანის შეყვარებულს იცნობთ?
-შეყვარებულს? არც კი ვიცი თუ ყავს..
-კარგით, მადლობა ინფორმაციისთვის..შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს თქვენი დახმარება..
-არარის პრობლემა შვილო, ერთი თხოვნა მაქ.
-გისმენთ.
-იმ არამზადას თუ დაიჭერთ, პირისპირ შემახვედრეთ გეხვეწებით..უნდა ჩავხედო თვალებში, ის შავი გული უნდა ამოვგლიჯო, რომელმაც უფლება მიცა, ყელგამოჭრილი ბავშვი სასაფლაოზე დაეტოვებია. ის ხელები უნდა დავამტვრიო იმ არამზადას, რას ერჩოდა? ჯერ დიდი ტკივილი მიაყენა, წმინდა სული შეუბილწა და შემდეგ ყელი გამოჭრა..ასეთი რაუნდა დაეშავებია ჩემს გოგოს?
-დაწყნარდით გთხოვთ..
_ლელი დასაკითხი ოთახიდან გაიყვანა, თავის კაბინეტში შესვლამდე ალინას ყავის შეტანა სთხოვა.კაბინეტში შესულს, ოთო და ლევანი დახვდა დივანზე მოკალათებულნი..
-მოგესალმებით, მოკედ გეტყვით, ყველა ინფორმაცია მომეცით, რაც მკვლელობაზე მოაგროვეთ..
-გვეხუმრები?
-არამგონია ვხუმრობდე ბატონო ლევან..
_სავარძელი დივანთან ახლოს მიწია, ფეხი-ფეხზე გადაიდო და განაგრძო.
-დიტომ საქმე მე გადმომცა, თქვენ კი დამეხმარებით უბრალოდ.
-ვაა, როგორ მოახერხე?
-ოთო შენ მაინც იცი ჩემი შესაძლებლობები.
-შენ რა ფეხები გაუშალე ამ საქმის გამო?
_ლევანის უეცარმა წინადადებამ სრულიად შეუცვალა სახე ნინას, სავარძლიდან წამოფრინდა, მარჯვენა მუხლი ლევანის ფეხებშორის დივანს მიაყრდნო ერთი ხელი ყელში წაუჭირა, მეორეთი დინაბს ეჭიდებოდა და რაც შეიძლება ახლოს იწეოდა ლევანის სახისკენ..
-ისევ ის წინადადება წარმოთქვი რაც რამდენიმე წამის წინ!
_მისი ხმა ისეთი მტკიცე და სერიოზული იყო, ოთოც კი ადგილზე გააქვავა და ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო .
-რასაკეთებ ნინა? გაუშვი, შეცდომა დაუშვა.
-არგაინძრე ოთო, შეცდომა რომელმაც ჩემი პატიოსნება გადათელა, ამდენი წლის მანძილზე საკუთარი ძალისხმევით ვიღებდი ყველაფერს, თავს არ ვზოგავდი და ახლა ისღა მაკლდა ერთ დეგრადირებულ იმბიცილს ეს ეთქვა ჩემთვის..
_ლევანის სახისთვის თვალიც არ მოუშორებია ისე გასცა ოთოს პასუხი..
-მა..პა...ტი..ე გამიშ...ვი დავიხ..რჩე
-ბოდიში?
-გთხოვ მაპატიე, ბოდიში, ცუდად გამომივიდა..
_ხელი უშვა და დივანს მოშორდა..ორივე ხელი სახეზე აიფარა და დაიყვირა
-ლევან გაეთრიე..
_ლევანიც წამოდგა და მაშინვე გავიდა.. აღარ იცოდა ოთომ რა გაეკეთებია..უბრალოდ მიუახლოვდა, ფრთხილად მოკიდა ხელი მკლავზე და გულზე მიიკრა.. ჩუმად დაუწყო ყურთან საუბარი..
-ნიი საყვარელო ათი წელია ერთად ვმუშაობთ და ჯერ ასეთი არ მინახავხარ, რაგჭირს? ნუთუ ფსიქიკა შეგერყა? მოხდა რამე? შემომხედე გთხოვ..
_ნინას სახე ხელებში მოიქცია, აკვირდებოდა როგორ სდიოდა, ამღვრეული თვალებიდან, ცრემლები.
შემდეგ ისევ გულზე მიიკრა და კითხვა გაუმეორა..
-რა მოხდა?
-რაღაც მოხდა წარსულში რასაც ვერ ვივიწყებ.
-მომიყვები?
-გთხოვ ამ წყეული შენობიდან გავიდეთ ჯერ..
_ხელი მოკიდა, ჩუმად ჩაიარეს კიბეები და ქუჩაში გავიდნენ..სიჩუმე ნინამ დაარღვია..
-სწავლის დასრულების შენდეგ, მუშაობა აქ დავიწყეთ.. გახსოვს ის პირველი დღე?
-რადამავიწყებს.
-პირველივე დღესვე თვალი დამადგა იმ გასიებულმა, ერთი კვირაც არ იყო გასული არქივში რომ გამგზავნა, ვითომ საბუთი სჭირდებოდა..იქრომ შევედი მაგის დამხმარე დამხვდა და უცნაური ლაპარაკი დამიწყო, მერე ეგეც მოვიდა და კედელთან მიმიმწყვრიეს, ხელების სმა და ტასაცმლის შემოხევა დამიწყეს. არვიცი როგორ მაგრამ დიტოს ფეხი ჩავარტყი და ჩაიკეცა, მისი დამხმარე დაიბნა და გამოვიქეცი..სამსახური ვერ მივატოვე, ფული მჭირდებოდა, დედაჩემი ცუდად იყო და საავადმყოფოს ხარჯები უნდა დამეფარა.. იცი? იმ დღეს დავიფიცე რომ ბოლოს მოუღებდი ამ ნაბი*ვრის პარპაშს და ყველა მის მიჩქმალულ საქმეს გამოვააშკარავებდი..ამდენიხანი სამხილებს ვაგროვებდი, ახლა უკვე დროა..







იმედია მოგეწონებათ...თქვენი აზრით ვის შეიძლება ჩაედინა მკვლელობა?



№1  offline წევრი BIG DREAMER

ჯერ მხოლოდ ანის შეყვარებულზე ვეჭვობ რატომღაც. ძალიან უცნაურია ის, რომ მისი ოჯახი არიცნობს იმ ბიჭს. ამან დამაეჭვა და კიდევ დების დამოკიდებულებამ ერთმანეთში. ეტყობა ხშირად კამათობდნენ . საკმაოდ საინტერესო და ჩამთრევი სიუჟეტია , ყოჩაღ! ❤❤❤

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

BIG DREAMER
ჯერ მხოლოდ ანის შეყვარებულზე ვეჭვობ რატომღაც. ძალიან უცნაურია ის, რომ მისი ოჯახი არიცნობს იმ ბიჭს. ამან დამაეჭვა და კიდევ დების დამოკიდებულებამ ერთმანეთში. ეტყობა ხშირად კამათობდნენ . საკმაოდ საინტერესო და ჩამთრევი სიუჟეტია , ყოჩაღ! ❤❤❤

მადლობაა <3 მოტივაციის მომცემია ესეთი კომენტარი

 


№3  offline წევრი Rania

Aramgonia ase iolad iyos saqme. Sakmaod saintereso siujetia. Vfiqrob ninim ragac iseti icoda. Ai dazmis chvenebebi ar emtxveva ertmanetss. Jerjerobit arvici vin mokla nini. Aramgonia es genishnebina am epizodahi. Vnaxott rogor gagrzeldeba siujetiii
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

Rania
Aramgonia ase iolad iyos saqme. Sakmaod saintereso siujetia. Vfiqrob ninim ragac iseti icoda. Ai dazmis chvenebebi ar emtxveva ertmanetss. Jerjerobit arvici vin mokla nini. Aramgonia es genishnebina am epizodahi. Vnaxott rogor gagrzeldeba siujetiii

მიხარია თუ დაგაინტერესათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent