შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიკვდილით შემპყრობილი"- ნაწილი 1


20-02-2019, 15:56
ავტორი azula2023
ნანახია 840

აპრილის თბილი დღე იდგა ფოთლების სუნი: თბილი, გაჟღენთილი ახალი სიცოცხლით. ბუნების კანონზომიერება დაცულია, ხეები დგანან და მსუბუქი ქარი არხევს, მათ მწვანეშეპარულ ტოტებს. მზე უკვე სულს ღაფავს შორეული მთის წვერიდან, ბინდდება. თითქოს სიწყნარეა... მაგრამ არა! განა შეიძ₾ება იგრძნო სულიერი სიმშვიდე ამ გადტვირთულ დედამიწაზე, რომლი სადგურს ჰგავს, რომლის თითეულ გაჩერებაზე ვიღაც ჩამოდის და მგზავრობას ასრულებს. ადამიანები დააბოტენებ ქვაფენილზე სწრაფი, დიდი ნაბიჯებით, ყველა სადღაც გარბის., ყველას სადღაც ეჩქარება და ყვლეას ელოდება ვიღაც. „მას“ კი არსად ეჩქარებოდა და არც არსად ელოდა ვინმე. არ ცდები მკითხველო ესჩვენი გმირია, რომლიც თავიის სუსტი ფეხებითღ, ნელი მშვიდი ნაბიჯებით მიუყვება ქვაფენილს, მის ნელ ნაბიჯებს ბათინკების ყრუ გუგუნი ახლავს თან, რომლსაც მოხდომია ტყავსი მოტკეცილი შარვალი. ტანწვრილია, მაგრამ მასზე ორჯერ დიდი მაისური აცვია. მის სუსტ ქათქათა ყელს რამდნეიმე საინტერესო სიმბოლო ამშვენებს, ამ ყველაფერს კი მისი მოკლე თმები მეტ ხიბლს მატებს და ხაზს უსვამს მშვენიერ ყელს. ეს გოგონა, ჩვეულებრივია, არაფრით გამორჩეული, თუმცა იცით მისი თვალები ის თითქოს სარკეა მისი. ყინულივით ცივი, ტანჯული, ცისფერი თავლები აქვს. ახლა ისღა დამრჩენია სახელი გაგიმხილო ჩემო მკიტხველო. ლუნა, მას ლუნა ჰქვია. ლუნა ტომსონი.

-ტიმ ნეტავ რას გვეტყვიან?
-არვიცი როსა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ თუ გოგო გვეყოლება, ნაყოფის მოშორება მოგიწევს, ერთი გოგო უკვე გვყავს, არ მინდა ჩემი გავრი მემკვიდრის გარეშე დარჩეს. მინდა ბიჭი მყავდეს ბავშვები ისედაც არასდროს მყვარებია.
-ჰო- თქვა ჩუმად როსამ, თავი დახარა და მუცელზე მიიდო თავისი სუსტი, ნაზი ხელები/ გულით ნატრობდა , რომ ბიჭი ჰყოლოდა.
-მისის და მსიტერ ტომსონ გთხოვთ, ექიმი გელოდებათ/
როსას გულისცემა უჩქრადება, ქმარს მორჩილად მიჰყვება, წვება და ამსიურს იწევს. ექიმი ბლანტ სითხეს უსვამს მუცელზე, შემდეგ აპარატი ირთვება და გამოსახულება ჩნდება. ტიმი და როსა ვერაფერს არჩევენ გარდა ერთი პატარა წერტილისა. როსასა თბილად ეღიმება, ტიმი კი ცნობისმოყვარედ შეჰყურებს ექიმს, რომლიც მცირე ხნის ფიქრის შემდეგ ეუბნება მშობლებს, რომ მათ ბიჭი ეყოლებათ. ტიმი და როსა გახარებულები ტოვებენ საავადმყოფოს, როსა სიყავარულით შეჰყურებს ქმარს. იმ ბედნიერი 9 თვის მანძილზე ტიმი სულ როსასათან იყო და უყვარდა, უყვარდა ისე როგორც არასდროს. როსა კი თავს საჭიროდ გრძნობდა და ეს მდგომარეობა ძალიან მოსწონდა .

***
თეთრი პეპელა ფრთების მსუბუქი ფარფატით, თეთრ ფანჯარაში შეფრინდ, რომლეთანაც ტიმი ბოლთას სცემდა. თეთრი კარები იღება ექიმი გამოდის და სიხარულით აუწყებს ტიმს, რომ მშობიარბამ კარგად ჩაიარა და მას ლამაზი გოგონა ჰყავს//
...

***
ნელი, მსუბუქი ნაბიჯეით მიყვებოდა გზას ლუნა, ქვეყნად კი არავინ იყო ვინც ზრუნავდა ამსზე.მცირეოდენ ყურადღებას დედა იჩენდა მის მიმართ, მაგრამ ექვსი წლის წინ მანაც დატოვა, ზოგჯერ როგორი რთულია არ შგთანთქოს მელანქოლლოიამ , ყობველ კუთხეში თეთრი კვამლი გხვდება, , რომლიც გიხმობს გიზიდავს და შემდეგ გშთანთქვას. გამოგაცლის ყოველ ემოციას და შენ უბრალოდ გრძნობ რომ ცარილეი ხარ/.როგორი რთულია მარტოობა და როგორი სასარგებლოა ის სულსითვის. ჩვენ ყველანი ხო სწორედ მარტოობაში ტანჯვაში გამოვიწრთობით. ვაი, მას ვისაც ის არ უგრძვნია, და განწირულია ამა ცხოვრების წიხლ ქევეშ განრთხმევისტის ], ჩვენ არ ვიცით რა როლი , გვეკუთხვნის ამ ცხოვრებაში, მაგრამ ეგ ნამდვილად ვიი რომ ჩვენი ეს უცანური გოგოანა ჩვენი მოთხრობის მტავრი გმირია რომელიც ბოლო ღერ სიგარეტის ნამწვავს აგდებს და ხელს კურტკის ჯიბეში იწყობს და ნელი , მსუბუქუი ნაბიჯებით მიუყვება ქუჩას, მას ხომ არავინ ელოდება, ადამაინები გვერდს უვლიან, დამცინავი სახით უყურებენ მის სიგარეტს, გოგოები პატიოსანი თავლებით უმზერენ ამ თავხედ გოგოს, რომლიც საზოგადოებაში ასე ურცხვად ეწევა, ბიჭები ვნებაანთებული თავლებით მის სუსტ სხეულსლუნა ისევ მუსიკას უსმენს მაგრამ არ უყურებს ადამიანებს, ის სივრცეს გაჰყურებს და მის სიღრმეში იხედება, შემდეგ როგორც ყოველთვის სასფლაოზე ადის, ეს ის ერტადერთი ადგილია სადაც საკუთარ თავს პოულობს სიუმე , მსუბუქი ნიავი, ჩიტების ჭიკჭიკი და მკვდარი სულების საფლავები. გგონიათ მარტოა? არა! ის ყველგან მარტოა გარდა ამ ადგილისა. სულ იქ არის ხოლმე, ჩამოჯდება დედის საფლავის ქვასთან და უსმენს მუსიკას, თან გარემოს აკვირდება , წიგნებს კითხულობს, ხან ხედავს როგორ ჩამოსკუპტება ჩიტი ხის ტოტზე მთების მსუბუქი შრიალით თითქოს ეუბნება:“შემომხედე მე ფრენა შემიძლიაო. .. ხედავს როგორ არხევს ქარი ხის ტოტებს, ფოთლების შრიალს უგდებს ყურს , რომლების თითქოს ეჩურჩულებიან ღრუბვლებს და სხვადასხვა ნივთებს ადარებს, ზოგჯერ ოცნებობს იმ ღრყუბლებზე წამოსკუპდეს, ხელები გაშალოს დაწვეს და ახედოს ას, რომლიც ასე ახლოს იქნება. ტუმცა ეს მხოლოდ ოცენებებია, ამიტომ დგება მშვიდად და მიდის, გზად marlboro-ს იღებს. ერთი ღერის მოწევასაც ასწრებს , შემდეგ სახლის კარს აღებს და განათებულ ოთახში უჩინარდება.
=სად დაეთრევი გოგო ამ ღამით?- უყვირის მისი და ბეტი, რომლიც ლუნაზე 4 წლით უფროსია, სუსტი ქერა თმებით, სახლიდან ოფლის წვეთები ჩამოსდის და ტიმის მიერ დამსხვრეულუი თეფშების ნატეხებს იღებს იატაკიდან ტიმი იქვე მაგიდასთან დგას გაშლილი მაგიდასთან და გაუგებრად გაჰყვირის რაღაცას.-
-მოკეტე მამა! - უყვირის ბეტი და ლუნას ანიშნებს მაგიდა აალაგოს, ისიც ჩანთას დებს და ალაგებას იწყებს.
-აჰ ჩემი უძღები შვილიც მოვიდა, გადი აქედან შენს სახეს რომ ვუყურებ გული მერევა. -უყვირა ტიმმა.
ლუნა ყურადღებას არ აქცევს მას, ამას მიცვეულია მაგრამ უეცრად ძლიერ დარტყმას გრძნობს თვაში, სადაცაა გული უნდა აერიოს, თვალთ უბნელდება მაგიდას ეჭიდება, რომ არ წაიქცეს, შემდეგ ძალას იკრებს თავს წევს და მამის მრისხანე, სიძულვილით სავსე თავლებს ხვდება, ბრაზდება იმდენადა რომ ჭურჭელს რომლიც ხელში უჭირავს პირდაპირ მამაის ფეხებთან აგდებსდა ბოლო ხმაზე ყვირის უმისამართოდ, ძლიერად . ეს ის ყვირილია რომლიც ახრჩობს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ეს ის განწირული ხმაა, რომლიც ახრჩობდა . ეს იყო ის ხმა რომლიც ამდენი წლის მანძილზე დადუმებულიყო,. ლუნამ ზურგი აქცია მათ და თავის ოთახში შევიოდა .საწოლზე წამოწვა, სიგარეტს მოუკიდა და ხელები გაშალა , იწვა და ხეადვდა სიბნელეში მოფარფატე სიგარეტის ბოლს, რომლიც თანდათან დაწვრილდა და სიბნელეში ჩაიკარგა, შემდეგ თავლები დახუჭა და ისევ დაიკარგა იმ სიბნელში როგორც ის სიგარეტის ბოლი.~
ლუნას ეღვიძება, ყურს უგდებს სივრცეს, ჩამიჩუმი არ ისმის, ეტყობა დაწვნენ. იქვე საათს დახედა 4 შესრულებულიყო. ასე განაბული იწვა და სიბნელეს შეჰყურებდა, უცებ კარის გაღების ხმა გაიგო. ჩუმი ჩურჩული, ცოტახანში კი შორიდან სუსტი კვნესა მოისმა, ვნებიანი, მტკინვეული, ნაძალადევი კვნესა, ეს ლუნას და იყო, რომლიც თავის: „საქმეს:“ ასრულებდა კლიენტებს გვიან ღამით იღებდა ლუნა კი ამ დროს ყურსასმენებს იკეთებდა რომ არაფერი გაეგონა. სანამდე შეიძლება იგრძნო ტკივილი? რამდნე ნაწილად შეიძ₾ება გაიხლიჩოს ადამიანის გული? ჩვენ ყველანი ხომ ტკივილით ვიბადებით, ტკივილითვე ვცხოვრობთ და შემდეგ ტკივილითვე ვტოვებთ სამყაროს, მაგრამ ეს უკანასკნელი რაღაც სინანულ ნარევი ტკივილია, როცა კვდები თავლწინ გაგირბენს შენი ეს ერთი ბეწო ცხოვრება, და ის წამიერი სიხარული გაგახსენდება . რომლიც ტრილა ჩაბნელებულ მდელოზე ფეივერკებით გამოწვეულ ნათებას ჰგავს. ბედნიერება? რომლი ბენდიერება? რომელიც სულ რამდნეიმე წამი გრძელდება? არ მჯერა . მე ამ მოპარული ბედნიერების. მიმიფურთებია ამ საცოდავი ბედნიერებისტვის. მაში რისთვის ვცხოვრობთ? ჰეი ზარმაცო ხალხო გაანძრიეთ ერთი ადგილი და მიხვდებით რანი ვართ , რანი ვიყავით და რანიო ვიქნებით აი ამისთვსი ცხოვრობ შენ/.
ბნელი ღამის წყვდიადიდან, ცის უკიდურესი დასავლეთი ნაწილიდან უეცარი ნათება გამოჩნდა. დრო, როდესაც ნათელი შთანთქავს ბნელს. თენდება და იღება ჩვენი გულის ყველა კარიბჭე, რომლებიდანაც სინათლე შემოდის და მთელს გულსა და სულს მოიცავს. დილით შვებას გრძნობ, აღარ გეშინია იმის, რისიც ღამით გეშინოდა. ახალი დღე ახალ მოქმედებების, აზრების, ფიქრების, სიახლეების დასაწყისია, მაგრამ ლუნას ახალი დღე მუდამ ძველი იყო.მის ცხოვრებაში ხომ არაფერი იცვლებოდა, არც თვითონ ცდილობდა რამის შეცვლას. რატომ? დაიღალა, იმდენად რომ სტკიოდა ყველა ძვალი, მთელი სხეული, სული. თავლები გაახილა, ასკილის გემო იგრძნო, სძულდა ახალი დღე, რადგან მისთვის ყოველ დღეს ახალი ტკივუილი მოჰყვებოდა.
ადჰომა ეზარებოდა, ამიტომ თაროზე ჩამოდებულო წიგნი აიღო და კითხვას შეუდგა. წიგნმა ისე ჩაითრია ვერც გაიგო როგორ მიადგა მზე თავის ზენიტს.
-ლუნა ყრუ ხარ?- შემოხეთქა კარები ბეტიმ, ვერ ვიტყვით, რომ ლუნას სძულდა საკუთარი და, მაგრამ არც უყვარდა.
-წამოდი და მომეხმარე- უბრძანა ბეტიმ. ლუნაც უთქმელად ადგა და დას გაჰყვა. ჩუმად, უთქმელად ეხამრებოდა. იმიტომ კი არა რომ აუცილებელი იყო, უბრალოდ ეს თანაგრძნობა იყო, რომელსაც ხშირად გრძნობდა ადამიანების მიმართ, მაგრამ იშვიათად გამოხატავდა. ტიმს ჯერ კიდევ ეძინა, რამდენიმე საათიანი შრომის შემდეგ ლუნა ეზოში გავიდა. კიბეზე ჩამოჯდა, მუხლები მოკეცა და ნიკაპით დაებჯიონა მუხლის თავებს. მზე, რომლიც დილით ასე უხვად ანათებდა დაეჩრდილა შავ ღრუბელს. თვალები დახუჭა და აგირინდა. მალევე ტიმის ხმამ გამოაღვიძა.
-შენმა დამ თქვა ნაგავი გადაყაროსო, იქნება შენი თავიც მაიყოლო- თქვა და ნაგავი ფეხებთან დაუგდო, თვითონ კი სადღაც წავიდა.
-ეჰ ამოიოხრა ლუნამ, ჩანთაში წიგნი სიგარეტი და რვეული ჩადო, შემდეგ ყურსასმენები გაიკეთა, გზად კი ნაგავიც გაიყოლა. გაახსენდა, რომ გუშინდელიდან არაფერი უწამია, ძალიან მოშივდა. საკონდიტროში შევიდა და იმდენი საჭმელი იყიდა, რაც მის მცირე ბიუჯეტს გაწვდებოდა.
იქვე ხეებს შორის სკამზე ცამოჯდა და ჭამას შეუდგა, როცა ძალები ასე თუ ისე აღიდგინა, გზა განგრძო. ისევ თავის საყვარელ ადილს მიაშურა. მუსიკის ფონზე ყველაფერი უფრო ჯადსნური ჩანდა, აქ იშვიათად თუ ნახავდი ვინმეს, ეს ხომ ყველასგან მივიწყებული ადგილი იყო, მაგრამ ამჯერად ლუნას მყუდროება დაურღვიეს, რადგან იმ ადგილიდან სადაც ის ჯდებოდა ხოლმე, მოშორებით დიდი ხის ქვეშ ბიჭი იჯდა, ლუნამ თავი უხერხულად იგრძნო, აქ ხომ სულ მარტო იყო ხოლმე, თავიდან ეგეც იფიქრა მოდი დავბრუნდებიო, მაგრამ ეს ხომ ლუნა, რატომ უნდა დათმოს ის სიმშვიდე, რომლსაც აქ ყოფნა ანიჭებს, ამიტომ დედის საფლავთან ხის ქვეშ ჩამოჯდა სიგარეტი ამოიღო და გააბოლა . ჩვენი უცნობი კი იჯდა ხის ქვეშ და ლუნას უყურებდა. ლუნა კი მას. ახლა ალბათ იფიქრებთ, ო ეს ის მზერაა, რომლიც ატყვევბს ორი ადამინის გულს და კაავშირებს მათ, ამ მზერით მათ მაშინვე უყვარდებათ ერთმანეთი და მთელი ბანლურობები, მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, ან იქნებ ხდებოდა კიდეც, ეს ხომ ჯერ არც მე ვიცი... ისინი უბრალოდ ერთმანეთს აკვირდებოდნენ. ბიჭი მაღალი იყო, სუსტი, შავი ბათინკები ეცვა, გრძელი თმების ბოლოები ჩამოშლოდა მხრებზე, სახის ყველა ნაკვთი გამოკვეთილი ჰქონდა, თავლები კი საოცრად მეტყველი, გვერდით გრძელი რვეული და ფანქარი ედო, ლუნამ მზერა გაუშტერა ბიჭს, რომლიც ამ ხნუის მანძილზე სულ მას უყურებდა, ისე თითქოს მის ყოველ ნაწილს სწავლობსო, ლუნამ თავი უხერხულად იგრძნო, მოწევა შეწყვიტა და წიგნის კითხვას შეუდგა, რომლსაც დილით ასე გამალებით კითხულობდა. წიგნები ლუნასთვის ერთ-ერთი სასიცოცხლო საშუალება იყო. წიგნში ხომ თავად ხარ რეჟისორი, რომელსაც წინ სცენარი უდევს, და უკვე შენი სამეა როგორ გასაქეს მისცემ საკუთარ წარმოსახვას. სწორედ წიგნები გვასწავლიან, ცხოვრების მარტივ მხარეს, ფუნდამეტურს. როგორ არ შეიძ₾ება იყო საინტერესო ამბავი მწერალზე, რომელსაც წერა არ გამოსდიოდა და საბეჭდ მანქანდ იქცა. ზოგჯრ ლუნასაც უნდება უბრალოდ გაქრეს, ყვავილის ქოთანდ იქცეს, ტყემლის ხედ, ჭიანჭველად, მაგრამ არა ადამიანად. ლუნა ისე გაიტაცა წიგნის კითხვამ რომ ვერ ც კი შეამჩნია დრო როგორ გავიდა. ისევ ბიჭის მზერამ გამოაფხიზლა, რომლსაც ხელში რვეული აეღო და გამალებით ხატავდა.უეცრად ბიჭი წამოდგა, რვეული აიღო და ჩანთაში ჩაიდო, ლუნასკენ გამოემართა, უხმოდ ჩაუარა და წავიდა, როგორც ვთქი სასაფლაო ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ლუნა თავს მარტო არ გრძნობდა , მაგრამ ახლა რატომღაც ისევ იგრძნო მარტოობა. მეგობრობა? თანაგრძნობა? სითბო? ეს ის ადამიანური სისუსტეებია, რომლებიც გაჯაჭვებს ამ სამყაროს, უფრო მეტად გიჭირს მისი დატოვება, მაგრამ როგორი საოცარი გრძნობაა, როდესაც ვიღაც შენიანი გეგულება, მცირეოდენი ზრუნვაც კი ზოგჯერ რამხელა სითბოს მოგგვრის, მაგრამ ლუნასთვის ეს ყველაფერი უცხო იყო, როგორც წესი, როცა ადამინები აღარ გყავს ნივთები იაკვებენ მათ ადგილს, მაგრამ ესეც ხომ დიდი სისულელეა.
ისევ გადაეკრა დედამიწის ნაწილს ღამის ბნელი საფარი, ამ დროს ჩვენი ლუნა საწოლში შეწოლილიყო და სიბნელეში ყურს უგდებდა კოკისპირულ წვიმას, მის ხმაურს, ბორგვას, რომელზეც შეგიძ₾ია სხვადასხვა მელოდია ააგო, ლუნას მოსწონდა ის რადგან ირგვლივ არსებულ ხმაურს ახშობდა, ახშობდა საკუთარი „,მე“ს ხმაურს, მაგრამ ნეტავ რას შეუძლია ჩაახშოს ფიქრების ხმა ზოგჯერ როგორ უნდოდა არ ეფიქრა, როგორი ხანგრძნლივი და მოსაწყენი ხდება ცხოვრება. ვინ თქვა ხანმოკლეაო? ნეტავ მალე დასრულდეს, რომ დაღლამ გადუაროს, გაქრეს, სიბნელე გახდეს ან მზის სხივი . თვალები დახუჭა და უცებ იმ უცნობის სახე წარმოუდგა თვალწინ, მაშინვე გაახილა თავლები. ერთხანს ისევ უყურა სიბნელეს, მერე კი ჩაეძინა და ძილში წვიმის შხაპუნი სიმფონიად ექცა.
ძალიან მიხარია,რომ ისევ დაგიბრუნდით ახალი ისტორიით, იმედია მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent