შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრეზიდენტის მრჩეველი-შეხვედრა (2)


20-02-2019, 20:54
ავტორი vulcan
ნანახია 1 482

-არა, მაინც რაზე ფიქრობდი? გამაგიჟებ, გეფიცები კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა და..
ანთებული თვალებით უყურებდა თავისზე ერთი თავით მაღალ, ძალიან, ძალიან სიმპატიურ კაცს და სურვილი ჰქონდა მიეხრჩო, თან იმაზე ფიქრობდა რას არ ინატრებდა გოგო ამ სიტუაციაში და მარტო მე თუ ვინატრებ ასეთი კაცის მოკვლასო..
თუმცა, არ მოუკლავს.
იდგა და ელოდებოდა როდის დაასრულებდა აფორიაქებული ოთახში ბოდიალს , რომ მერე თვითონ შეეტია, მერე რა თუ უფლება არ ჰქონდა ?
ენას ხომ ვერასოდეს, ვერასოდეს აჭერდა კბილს , ახლაც უცბად დაიწყო ლაპარაკი და..
მდივანი ოთახთან იდგა და შესვლას ვერ ბედავდა, თუმცა მაინც კარგად დაინახა რაც შიგნით ხდებოდა.
წარმოუდგენლად ანერვიულებული კაცი , რომელიც ძლივს სუნთქავდა , თავით იყო ჩაფლობილი თავისზე პატარა სხეულში და მიუხედავად იმისა , რომ ალბათ ქალი ორი წუთის უკან ძალიან დიდ წინააღმდეგობას გამოავლენდა, ახლა იდგა და შეშფოთებული , მაგრამ აკიაფებული თვალებით ეხვეოდა მამაკაცს ..

2 თვით ადრე

პრეზიდენტის სახლის წინ მდგომი ტერიტორიას ათვალიერებდა რამე ხომ არ შემეშალაო.
ზოგადად, ალბათ კატოსაც და თქვენც წარმოგიდგენიათ , რომ ყველა პრეზიდენტს დიდი რეზიდენცია და 1700 დაცვა უნდა ჰყავდეს..
ჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან ლამაზი სახლის წინ მდგომი , სადაც 2 დაცვა იდგა თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მაგრამ საბედნიეროდ ბევრი ტვინის რყევა აღარ მოუწია, რადგან ერთ-ერთმა დაცვამ სახლში შეაცილა.
ლამაზი ნახატები და ნივთები ამშვენებდა.
მაქსიმალურად ფრთხილობდა, რადგან იცოდა რაღაცას აუცილებლად გააფუჭებდა აქედან წასვლამდე, როგორც ჩვევია..
კაბინეტის კართან მისულმა სრულიად შემთხვევით მოისმინა გოგრიჭიანის(პრეზიდენტის) ლაპარაკი.
-რა დროს ქალია , რაც პოლიტიკაში ჩავერთე ქალი ნანახიც არ მყავს მგონი , მარტო მანდილში გამოწყობილ პოლიტიკოს ქალებს თუ ვნახულობ და იქიდანაც ზოგი შავი ქამრის მფლობელია, ზოგი კიდე დედად მეკუთვნის..მეც მინდა გამოსვლა, მაგრამ მართლა არ მცალია..
კატო შეამჩნია და ისე , რომ მზერა არ მოუშორებია ტელეფონზე უთხრა მერე დაგირეკავო.
-ისა..გამარჯობა, არ გისმენდით , უბრალოდ ამ წამს მოვედი და საერთოდ არაფერი გამიგია, არც ის , რომ ქალი არ გყოლიათ და არც ის , რომ პოლიტიკოსები..
რა ქნას? ტყუილი არასოდეს შეეძლო, ახლაც ისე დაიწყო ლაპარაკი , რომ ბოლოს მიხვდა რამდენად ეფექტურად დაიწყო პრეზიდენტთან გასაუბრება.
თავის თავს უბრაზდებოდა პრეზიდენტის მრჩეველი კი არა "ენაგაუჩერებელთა საერთაშორისო უნივერსიტეტის" დეკანი უნდა ვიყო ან საერთოდაც დამფუძნებელიო..
-პირველ კრიტერიუმს უკვე აკმაყოფილებ, ახლა შეგიძლია დაჯდე.
გოგრიჭიანმა მაშინვე მოიწონა კატერინას გულწრფელობა და პირველივე წამიდან მიხვდა , რომ აუცილებლად აიყვანდა.
თვალი საქმიანად შეავლო ძალიან დახვეწილ ქალს და ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა , ქალებს , რომლებსაც იცნობდა ორი უკიდურესობა ახასიათებდათ: ან მახინჯები იყვნენ და საოცარი განათლების პატრონები ან , ძალიან ლამაზები მანამ, სანამ პირს გააღებდნენ..
-ორ დღეში ინგლისში შეხვედრა მაქვს, სადაც ინგლისის მეფე-დედოფალიც იქნებიან. პრინცს უკვე შევურჩიე , მაგრამ დედოფალს ვერაფერი მოვუხერხე, დიდი ხანია ვფიქრობ რა შეიძლება ვაჩუქო და ვერაფერი მოვიფიქრე, რას მირჩევდი?
ათასი ვარიანტი განიხილა გოგრიჭიანმა, ფიქრობდა რაღაც ძვირფასს მეტყვისო და მშვიდად(როგორც ყოველთვის) ელოდა პასუხს.
-გირჩევდით თავი შეგეკავებინათ ძვირფასი საჩუქრისგან. ლოგიკა , რომ ჩავრთოთ ინგლისის დედოფალს ნამდვილად არ გაუკვირდება ბრილიანტით მოოქროვილი ნივთები ან ვილა, თუნდაც რამე მსგავსი.
რამე უფრო სიმბოლური და დასამახსოვრებელი ყოველთვის უკეთესია.
ზოგადად, ქალებს ისეთი რამეები უყვართ , რასაც ვერ იყიდი, მაგალითად ლექსი ან დღესასწაული, რომელსაც მას მიუძღვნი ან ლამაზი საღამო , მაგრამ რადგანნ ვერც ლექსს მიუძღვნით, ვერც დღესასწაულს და ვერც ლამაზ საღამოს, გირჩევთ ლარნაკი აჩუქოთ , რომელიმე ძველი ნიმუში, რადგან როგორც თავად აღნიშნა ინტერვიუში, ანტიკვარიატის დიდი მოყვარულია, სახლში კი ძალიან ბევრი ლარნაკი აქვს, ასე ვთქვათ კოლექციონერია.. მიუმატეთ კიდევ ერთი ნამუშევარი და ნამდვილად გაუხარდება.
-კარგი, მე მომწონს შენი კანდიდატურა .. ხვალიდანვე დაიწყებ , მაგრამ სანამ თვითონ განაცხადებ თანხმობას ერთი რამ უნდა იცოდე, რაზეც ირაკლის არ უთქვამს.
კატომ დაინტერესებული მზერა მიაპყრო პრეზიდენტს.
-ჩვენი ურთიერთობა ხალხისთვის და განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის საყვარელ თემად იქცევა, მიუხედავად იმისა , რომ ვაპირებ ხალხს შენი თავი ჩემი უახლოესი მეგობრის სახით გავაცნო, მაინც იქნება ძალიან, ძალიან ბევრი ჭორი მე და შენს "საიდუმლო" ურთიერთობაზე, მუდამ შეეცდებიან გაიგონ შენგან ინფორმაცია, დარწმუნებული ხარ , რომ გინდა მუშაობის დაწყება?
კატო ჩაფიქრდა.

კატო

სახლში დაღლილი შევდივარ და დღევანდელი დღისგან დაცლილი ტატას გვერდით ვებერტყები, ვფიქრობ ახლა ამოვისუნთქებ-თქო , მაგრამ მაცდის ვინმე ? პრეზიდენტმა , რომ მითხრა ჟურნალისტები დაგვესევიანო დარწმუნებული ვარ არ იცოდა, რომ სახლში უკვე მყავს ერთი მოშინაურებული , მაგრამ მაინც გარეული ჟურნალისტი, თან პროფესიით მართლა ჟურნალისტი რომაა ?!
-ტატერინა, ტყუილად წვალობ, სიტყვას არ გეტყვი სანამ რამეს არ შევჭამ, ვერ ვაზროვნებ. ჩემ სიმორცხვეს რა ვუთხარი თორემ შემომთავაზა კაცმა ჩაი და ნამცხვარი, სალათა, რავიცი, ალბათ მიხვდა , რომ სულ მშია და ლამის ყველაფერი მოატანინა იმ თვალებჟუჟუნა მდივანს , მაგრამ უარი ვუთხარი, იქ , რომ ჭამა დამეწყო სიტყვა არ მექნებოდა ნათქვამი გამომაგდებდა, ზარალს მოვუტანდი სერიოზულს ხომ იცი რამდენს ვჭამ..
-ოო, რა დროს ეგ არის, აგიყვანა თუ არა ?
მშვიდად დავიწყე ჭამა და ჩემზე მოშტერებულ , გაბრაზებულ ტატას ყურადღებას არ ვაქცევდი სანამ ბოლომდე არ ვჭამე.
მერე მშვიდად გავრეცხე ჩემი თეფში და ასევე მშვიდად დავიწყე ყავის კეთება.
აი , ტატა ნამდვილად აღარ იყო მშვიდად, ხოდა, სანამ ყელში მწვდა დავიწყე მოყოლა.
-მივედი, წარმოიდგინე არაფერი გამიტეხავს. მოვისმინე როგორ ლაპარაკობდა ქალი არ მყოლია ამდენი და ამდენი ხანიაო, მერე დამინახა და მეთქი გეფიცებით არ გისმენდით სულ არ გამიგონია ქალზე, რომ ლაპარაკობდით-თქო..
მერე მკითხა ინგლისის დედოფალს რა ვაჩუქოვო , ლამის ვუთხარი სერენადა უმღერე, მე რას მეკითხები-თქო და უცბად გამახსენდა , რომ პრეზიდენტის მრჩევლად ვაპირებდი მუშაობას და თანაც პრეზიდენტის კაბინეტში ვიჯექი, აი, ხომ იცი ხანდახან ვითიშები და დავფრინავ ხოლმე და..
მერე მითხრა მე მომწონს შენი კანდიდატურა, მაგრამ ის თუ იცი , რომ ჟურნალისტები ძალიან ბევრს იჭორავებენო , მანდ უკვე დავფიქრდი და მივხვდი , რომ არ მინდოდა მანდ მუშაობა.
-კატო, არ გაბედო და არ მითხრა, რომ უარი უთხარი ! ყველა ჟურნალისტს ჩემი თამადობით ენას ამოვადღლიზნავ ოღონდ მითხარი , რომ უარი არ გითქვამს !
მძიმედ ამოვიხვნეშე და ტატას მობეზრებულმა გავხედე.
-შენს წინაშეა მომავალი პრეზიდენტის მრჩეველი, აი, იცი როგორი თანამდებობა მაქვს? იმდენად უცნაურია ასე მგონია , რომ პოლიციის უფროსის თანამშრომლის ასისტენტის მეგობრის თანამშრომლის ძაღლის მომვლელი ვარ !
-დიდი ამბავი, -მხრები აიჩეჩა გახარებულმა ტატერინამ,-ეგ მეც მგონია.


პატარაა , მაგრამ მეტს ვერ ვახერხებდი და სულ , რომ არ დამედო ჯობდა ეს დამედო რაცაა..მადლობა შეფასებისთვის, რომელიც წინა თავზე დამიწერეთ !



№1  offline წევრი Rania

Moutmenlad velodebi gagrzelebasss. Zalian sayvarlobaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი დარინა

უკვე ძალიან ძალიან მომწონს ალექსანდრე შეხვედრის მომენტზე ბევრი ვიცინე, ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნება.

 


№3  offline წევრი ubraloooo tipi

ძალიან მომწონს! პირველი ისტორიის თაობაზე ზედმეტად დახვეწილი და საინტერესოა. გელოდები მოულოდნელად. <3

 


№4  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

ძალიან ძალიან საინტერესოა...
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...))
წარმატებები..))<3

 


№5  offline წევრი vulcan

Rania
Moutmenlad velodebi gagrzelebasss. Zalian sayvarlobaaaa

მადლობა , დავამატე ახალი და არვიცი ზუსტად როდის დაიდება .. მიხარია , რომ მოგწონს !

დარინა
უკვე ძალიან ძალიან მომწონს ალექსანდრე შეხვედრის მომენტზე ბევრი ვიცინე, ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნება.

დავამატე ახალი თავი და ალბათ მალე დაიდება.. ჰო, რაც შეეხება ალექსანდრეს ახალ თავში მიახლოებითი წარმოდგენა შეგექმნებათ საყვარელ ლუციფერზე.. მადლობა , რომ მოგწონს !

ubraloooo tipi
ძალიან მომწონს! პირველი ისტორიის თაობაზე ზედმეტად დახვეწილი და საინტერესოა. გელოდები მოულოდნელად. <3

დავამატე ახალი თავი, სავარაუდოდ მალე დაიდება.. რაც შეეხება დახვეწილ წერას, უღრმესი მადლობა ! ყველაზე დიდ ქებად იმას ვთვლი, როდესაც ნაშრომს მიქებენ და მიხარია , რომ მოგწონს.
დიდი ხანია ვწერ, უბრალოდ არასოდეს ამიტვირთავს , ჩემი მსმენელები ძირითადად მეგობრები იყვნენ , ახლა კი გადავწყვიტე სხვებსაც გავეცნო პატარ-პატარა ისტორიებით ! <3

MÔDÎLÎAŇI
ძალიან ძალიან საინტერესოა...
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...))
წარმატებები..))<3

დავამატე ახალი თავი, ალბათ დაიდება მალე ! heart_eyes
მადლობა , მიხარია თუ მოგწონს, ვეცდები იმედები არ გაგიცრუო !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent