შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.თავი 1.


20-02-2019, 22:10
ავტორი zia-maria
ნანახია 4 473

-არავითარი ხმაური,შენ გაფრთხილებ რომ ზედმეტი არაფერი არ გააკეთო,გესმის?
-მენდობი?
-დაგიჯერებ,თუ ეს საქმე უხმაუროდ ჩაივლის.
-მე ყველაფერს ისე გავაკეთებ,რომ ეჭვი ვერავინ აიღოს ჩვენზე.
-ვნახოთ,ახლა კი წადით.მაღალი,ოდნავ ჭაღარა შერეული მამაკაცი სახლიდან გამოვიდა და იმ მიმართულებით წავიდა სადაც უკვე ელოდა მანქანა.ნერვიულობდა,მაგრამ არ იმჩნევდა.
-მზად ხართ,გავიდეთ?
-მზად ვართ,გავიდეთ.შავი მერსედესში ოთხი მამაკაცი ისხდა და ოთხივე ნერვიულობდა,მანქანა დიდი სისწრაფით მიდიოდა გზატკეცილზე და ბოლოს სვლა შეანელა,საათს დახედა ღამის 2 საათი სრულდებოდა,რგვლივ სიჩუმე სუფევდა,მხოლოდ ერთი უზარმაზარი სახლიდან ჯერ კიდევ გამოდიოდა შუქი.
-დავით დააძინე ანამარია უკვე გვიან არის,დილით ბაღში უნდა წავიდეს.
-წავიდეთ საყვარელო,დავიძინოთ ერთად?
-მე და შენ ერთად დავიძინოთ?
-არ გინდა მამიკოს ჩაეხუტო?
-ლოგოლ ალა,დავიჯინოთ მამიკო.დავითმა პატარა ხელში აიყვანა და საძინებელში მიჰყავდა,რომ ტელეფონმა დარეკა.
-ვინ არის ამ დროს,მე ვუპასუხებ.
-არა,იყოს მე ვუპასუხებ.უთხრა დავითმა და ტელეფონი აიღო.
-გისმენთ.
-დავით,დავით ახლავე დატოვე სახლი და სახლიდან წადი,გესმის?
-რა მოხდა,ალექსანდრე.
-რობერტიმ დამირეკა,რუხვაძეები მოდიან შენთან და წადი,დატოვე სახლი დავით.დავითმა ტელეფონი დააგდო და იყვირა.
-ინდირა,ინდირა სად ხარ,წაიყვანე ანამარია და წადი სახლიდან,მაგრამ მგონი დავაგვიანეთ.კარზე ზარია,შემდეგ კი ბრახუნი გაისმა.
-რა მოხდა,დავით ვინ არის ამ დროს.
-ბავშვი დამალე,შენც დაიმალე და ხმაურზე არ გაბედოთ,არ გამოხვიდეთ.
-ამიხსენი რა მოხდა დავით.
-ახსნის დრო არ გვაქვს,დაიმალეთ.დავითმა იქვე მდგარ 4 წლის გოგონას ხელი მოკიდა და სასტუმრო ოთახში კარადაში დამალა,იცოდა საძინებელში იპოვნიდნენ.
-რაც არ უნდა მოხდეს,ანამარია აქედან არ გამოხვიდე და გახსოვდეს მამას ძალიან,ძალიან უყვარხარ ისე როგორც დედას.ეს ზღაპრის წიგნი კი მუდამ თან გქონდეს,ალბად ერთ დღეს დაასრულებ ამ ზღაპრის წაკითხვას შვილო.პატარას შუბლზე აკოცა და იარაღით ხელში საძინებლის კართან დადგა,კარების შემომტვრევის ხმა გაისმა,რასაც ინდირას შეკივლება მოჰყვა და დავითიც ჩაიკეცა რადგან შეკივლება იარაღის ხმამ გადაფარა.ვერ დაიცვა საყვარელი ქალი,ვერ დაიცვა პატარა შვილი ის მოკლეს,ინდირა კი ერთ-ერთმა მათგანმა გააუპატირა იქვე იმ კარადის წინ სადაც პატარა ანამარია იყო დამალული და ცდილობდა არ ეტირა,თუმცა 4 წლის ბავშვმა არც იცოდა რა ხდებოდა იმ წუთებში მის თავს.სახლს ბენზინი მოასხეს ცეცხლი წაუკიდეს,გულშეღონებული ინდირა კი თან წაიყვანეს.ანამარია? რა ბედი ეწია ანამარიას ის ცეცხლში დარჩა,როცა ერთმა უცნობმა მამაკაცმა სირბილით მივიდა სახლთან,სახლში შევიდა და პატარას ტირილის ხმა შემოესმა,კარადა გამოაღო და შეშინებულმა,ცრემლებით სავსე თვალებმა შემოანათა.
-პატარავ აქ ხარ,შენ ცოცხალი ხარ.ხელი მოკიდა და სახლიდან გაიყვანა,იდგა უცნობ მამაკაცთან ერთად ხელჩაკიდებული ანამარია და უცქერდა მის სახლს რომელიც უკვე გახვეულიყო ცეცხლის ალში,ეზოში კი უამრავ ხალხს მოეყარა თავი.
-ძია,მამა და დედა იქ დარჩა.
-პრინცესა,შენი მამა დღეიდან მე ვარ.
-მალთა? ლომ ალ გიჩნობ?
-მე გიცნობ საყვარელო და ამიერიდან ჩემთან იქნები,არასოდეს მიგატოვებ და როცა დიდი გოგო გაიზრდები,სიმართლეს თავად გეტყვი.
-მე ვიჩი სიმალთე.
-რა იცი,რა დაინახე.
-ჩუდმა ადამიანებმა ჩემი მამიტო მოკლეს,დედა კი სადაც წაიყანეს.
-დედა წაიყვანეს?
-კი,წაიყანეს.
-კარგი,ეს ყველაფერი დაივიწყე,ამ წუთიდან შენ ჩემი შვილი ხარ,დრო რომ მოვა თავად გაიგებ ყველაფერს საყვარელო.მე ალექსანდრე ვარ,მაგრამ მამას დამიძახებ.
-ჩემი მამიტო გინდა ლომ იყო?
-მინდა და ვარ მე შენი მამა.
-დედა? დედაჩ მეკოლება?
-გყავს დედა და შენი ძმა ნიკოლოზი ისინი სახლში გველოდებიან.
-მაჩინ ჭავიდეთ.ალექსანდრემ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ალმოდებულ სახლს,ცრემლი პატარას ჩუმად მოიწმინდა და გულში პირობა მისცა გარდაცვლილ მეგობარს.
-გეფიცები ძმაო პირობას ვდებ ამ ალ-მოდებული სახლის წინ,რომ მოვა დრო და შენი პრინცესა თავად იძიებს შურს შენს მტრებზე.პატარას ხელი მაგრად ჩაკიდა და უამრავ ცნობისმოყვარე ხალხში გზა გაიკვლია,მეორე ხელში კი ჰქონდა დავითის ვიდეო-კამერა სადაც მნიშვნელოვანი ჩანაწერი ინახებოდა.
22 წლის შემდეგ.
-მალიბუ,სად ხარ მალიბუ.
-აქ ვარ დედა.
-დილა-ადრიან ჯერ კიდევ სიცივეა და შენ აუზში ხარ?
-ნუ ბრაზობ,ჯამრთელობისთვის კარგია დედიკო დილით ცივი წყალი ძვლებს აკაჟებს.
-კარგი,მამა წავიდა და დამიბარა,რომ საუზმის გარეშე სახლიდან არ გაგიშვა.
-ორივემ პირი შეკარით ჩემს წინააღმდეგ?
-როგორც ხედავ,ჩვენც ვზრუნავთ შენს ჯამრთელობაზე.
-კარგი,გნებდები.მომიმზადე რა ჩავიცვა,დღეს მნიშვნელოვანი გასაუბრება მაქვს და შენი გემოვნებით ჩავიცვამ.
-კლასიკური თ............
-არა,თავისუფალი სტილი მირჩევნია,მოტოციკლით წავალ დღეს.
-კარგი შვილო,მაგრამ..........................
-მაგრამ ვიცი რომ ფრთხილად უნდა ვიარო დედა.
-მე კი რჩევას მოგცემ,დღეს თუ მე დამიჯერებ უკეთესია თუ კლასიკური ფორმით მიხვალ გასაუბრებაზე.
-კარგი ახლაც გნებდები,შეარჩიე რაც შენს გულს გაუხარდება და ხომ ხედავ,დაიმახსოვრე რომ დამჯერი შვილი გყავს დედიკო.
-ათასში ერთხელ გაიგონებ ჩემს ნათქვამს და მერე მთელი თვე ამაზე ლაპარაკობ, ხომ ვარ დამჯერიო.მალიბუს გაეცინა და ბუზღუნით მიმავალ დედას თვალი გააყოლა.
-მალიბუ არჯევანიძე-ალექსანდრე არჯევანიძის და იზაბელა თევდორაძის ნებიერა ქალიშვილი.
-კიდევ წყალში ხარ? ამოდი,საკმარისია უკვე გაცივდები.წყალი გადაივლე,თმები გაიშრე,ისაუზმე და შემდეგ ჩაიცვი,მეც მოვემზადები.
-მიდიხარ სადმე?
-ერთად გავიდეთ,მე ბაზარში მივდივარ,მამაშენმა დღეს შეკვეთა მომცა.
-რა შეკვეთაა,რაღაც ხდება მგონი, რაღაც საინტერესო უნდა გვითხრას.შეკვეთას მაშინ გაძლევს,როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.
-რა ხდება მეც არ ვიცი,საღამოს ერთად გავიგებთ.
-კარგი,დაველოდოთ საღამოს.მალიბუმ თავი მოიწესრიგა,ცოტა ისაუზმა დედას გული რომ არ ატკინოს და მასთან ერთად გავიდა სახლიდან.
-აბა წარმატებები შვილო.
-საღმომდე დედა.
-საღამომდე.
-ძია თენგო დედას გაბარებ და გაუფრთხილდი.თენგოს გაეცინა და მიმავალ მალიბუს თვალი გააყოლა.
-რა მალე გავიდა იზაბელა 22 წელი,მალიბუ გაიზარდა.
-გაიზარდა,ლამაზი გოგო დადგა და მოვიდა დრო რომ უნდა მეშინოდეს.
-გეშინია,რომ სიმართლეს გაიგებს?
-არ გაიგებს სხვისგან,ალექსანდრემ გადაწყვიტა თავად უთხრას სიმართლე.
-ალექსანდრე ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს,ჩემი აზრით სწორია და ასე უკეთესიცაა,ერთ დღეს რომ გაიხსენოს რამე წარსულიდან გული დაწყდება,უკეთესია ორივემ უთხრათ რაც მოხდა მის ცხოვრებაში.
-რომ შეგვიძულოს?
-მალიბუ შენ გაზარდე იზაბელა და ის ძალიან დაკვირვებული გოგონაა,არ მგონია შეიძულოს ის ადამიანები ვინც ხელი ჩაჭიდა მარტოდ დარჩენილს,გულში ჩაიკრა და შვილად მიიღო.
-ვნახოთ,ბედს და უფალს მივანდოთ ყველაფერი და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.მალიბუმ თავის საქმეები მოილია და გასაუბრებაზე წასვლის დროც მოვიდა,ძალიან ჭირდებოდა მეორე სამსახური.თმები გაისწორა,ტელეფონში კიდევ ერთხელ ნახა მისამართი,ჩანთა აიღო და თავაწეულმა მტკიცე ნაბიჯებით დატოვა თავისი კაბინეტი.გარეთ გამოსულმა იქვე თავის მოტოციკლეტს შეხედა, და შემდეგ ტანზე დაიხედა,ჩაეცინა და თავის თავს უთხრა.
-სისულელეა კლასიკურად ჩაცმული მოტოციკლეტით მივიდე გასაუბრებაზე.იქვე მდგარ ტაქს ხელი აუწია და ამაყად,უთხრა მისამართი მძღოლს,მძღოლმა ერთხელ შეათვალიერა მალიბუ სარკეში წარბი მაღლა ასწია და მისთვის ნაცნობ მისამართზე წავიდა,მალიბუ კი ფიქრებმა გაიტაცა.მისთვის თითქოს დრო გაჩერდა,თავის თავში ჩაიკეტა ეს რამდენიმე წუთი და სამყაროს გამოთიშული მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა და გამოიყვანა ფიქრების ბლანტი მორევიდან.
-მოვედით.მალიბუმ თვალი შეავლო მის წინ მდგარ დიდ სახლს და ცოტა არ იყოს სახლამდე შესასვლელმა გზამ შეაშინა.გარედანაც ჩანდა გზიდან თუ როგორი რთული და დახუთულია ამ სახლში ყველაფერი,ჯერ არ შესულა და უკვე სული ეხთებოდა.
-მადლობა.უთხრა მძღოლს და ფული გადაუხადა,ნელა-ნელა მიუახლოვდა დიდ დახურულ ჭიშკარს და დააკვირდა,ვერ გაიგო საიდან შესულიყო.უეცრად კარი გაიღო და ისე სწრაფად გამოვიდა ვიღაც ეზოდან,გვერძე გაწევაც ვერ მოსწრო და უცნობთან ერთად მალიბუც ძირს აღმოჩნდა.მალიბუმ რომ გააცნობიერა რაც მოხდა,მამაკაცს შეხედა და სიბრაზისგან გაცეცხლებულმა შეუყვირა.
-ბრუციანი ხარ თუ ელამი.
-შენ აქ რას აკეთებ,ჩემს მოსაკლავდ გამოგაგზავნეს?
-სიელამე არ გეტყობა,მაგრამ როგორც მივხვდი ტვინით ავადმყოფი ხარ.შენ გააღე კარი და იმ შავი კარიდან ჯადოქარივით გამოვარდი.
-მე ვარ დამნაშავე,ამ მდგომარეობაში რომ ვართ?
-აბა მე ვარ?
-ამხელა ადამიანი,მეტრო და 80 ვარ სიმაღლეში ვერ დამინახე?
-უკეთესია აბრძანდეთ და წახვიდეთ,ბოდიშის მოხდაც არ დაგავიწყდეთ.მამაკაცი წამოდგა,მალიბუსაც შეაშველა ხელი,ახლოს მიიწია თვალებში ჩახედა და უთხრა.
-მე რატომ მოვიხადო ბოდიში,როცა დამნაშავე თავად ხარ.
-რა გითხრა ყველა ნაკლთან ერთად,შენ ყრუც ყოფილხარ.
-არც ერთი ვარ,არც მეორე და არც მესამე, შენ ის მითხარი აქ რას აკეთებ.
-შენი საქმე არ არის სად წავალ და რას გავაკეთე,ვინ ხარ რომ გითხრა აქ რისთვის მოვედი,თავად ვინ ხარ.
-მებაღე ვარ ამ სახლში.
-მეტი ადგილი ასეთ სახლში რომ არ გექნება ისედაც მივხვდი,გამატარე თუ არ გინდა მაგ სახე გაგიერთიანო.
-დამშვიდდი,დამშვიდდი, მიხარია შენი გაცნობა.
-არა ნორმალური ხარ.უთხრა მალიბუმ და ღიად დარჩენილ ჭიშკარში გაუჩინარდა,თმები ხელით შეისწორა და იქვე მდგარ მამაკაცს უთხრა.
-გამარჯობათ,მელოდებიან გასაუბრებაზე.
-თქვენ?
-დიახ მე,მალიბუ არჯევანიძე.
-მე წავიყვან სტუმარს ქალბატონთან.
-კარგი.მალიბუს წინ მამაკაცი იდგა და გაოცებული აკვირდებოდა გოგონას.
-გამარჯობა,გაგა რუხვაძე ამ სახლის უფროსი.
-გამარჯობათ,მალიბუ არჯევანიძე.
-წავიკითხე თქვენი სივი და უნდა ვაღიარო,რომ ძალიან მოხიბლული დავრჩი,იშვიათია დღეს ამ დროში და თან თქვენს ასაკში ასეთი ენერგიული ახალგაზრდა,თქვენი მშობლები თქვენით უნდა ამაყობდეს.
-ალბად იამაყენბდნენ ჩემს გვერდით რომ იყვნენ.
-როგორ,თქვენ ხომ ბატონი ალექსანდრე არჯევანიძის შვილი ხართ.
-დიახ,მე ალექსანდრე არჯევანიძის შვილი ვარ,მაგრამ არა საკუთარი შვილი.მე ბავშვთა სახლში გავიზარდე გარკვეული წლების,შემდეგ მიშვილა მათმა და მფარველობა გამიწია.
-მშობლები? ხმა ჩაუწყდა გაგას.
-ჩემი ბიოლოგიური მშობლები მე ძალიან პატარა ვიყავი რომ დავკარგე.
-ძალიან ვწუხვარ.
-ძალიან კარგად მესმის იმ ბავშვების,მშობლების გარეშე რომ იზრდებიან და თვალები სულ მოლოდინით რომ აქვთ სავსე.
-ვფიქრიბ თქვენ სწორედ ის კადრი ხართ,ვისაც ჩვენ ვეძებთ ამ სამსახურისთვის.
-იმედია.
-მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ,რომ ძალიან ბევრი სამუშაო გაქვს წინ და ძალიან საპასუხისმგებლო.
-ბატონო გაგა სამუშაო იყოს და არ მადარდებს,სწორედ ესაა საინტერესო როცა სამუშაო გღლის და დღის ბოლოს შედეგს ხედავ,თუ მე ამირჩევს თქვენი მეუღლე,იმედებს არ გავუცრუებ მას.
-ჩემი მეუღლე არა,მე უნდა აგიყვანო სამსახურში და უკვე აყვანილი ხარ.ეს მცირე გასაუბრება რაც თქვენთან მქონდა ამ რამდენიმე წუთში,მე ძალიან კმაყოფილი ვარ,ვნახოთ რას გვეტყვის ქალბატონი,წამოდი ერთად მოვუსმინოთ მას.მალიბუ ერთი შეხედვით მოეწონა,როგორც გაგას ისე იას ამიტომ ბევრი შეკითხვები არ დაუსვია მალიბუსთვის და ისიც დაეთანხმა მეუღლეს.
-მალიბუ აყვანილი ხარ ამ კადრზე,ხვალ შევხვდებით ბავშვთა სახლში, თქვენი სივი ჩემთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია.
-დიდი მადლობა.
-გაგა მე ვმუშაობ,გააცილე სტუმარი,შენ კი მალიბუ ძალიან ბევრი საქმე გელოდება წინ.
-ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო და ყველაფერი ისე იყოს როგორც თქვენ გსურთ.
-გამოვა,ყველაფერი გამოვა დარწმუნებული ვარ.საღამოს ვახშამი გვაქვს,ხომ არ მოხვიდოდი.
-შესაძლებელია?
-რატომაც არა,შესაძლებელია საღამოს 9 საათზე აქ იყავი.
-მაშინ საღამომდე.მალიბუ ღიმილით დაემშვიდობა იას და გაგამ გაცილა სტუმარი,ღიმილით მივიდა სახლამდე,სახლშიც გაღიმებული შევიდა და იზაბელამ მიხვდა,რომ გასაუბრება წარმატებით დასრულდა.
-კარგ ხასიათზე ხარ,როგორც მივხვდი გასაუბრებამ კარგად ჩაიარა.
-კი,კარგად ჩაიარა სამსახიურში ამიყვანეს,მამა დაბრუნდა?
-მამაც სახლშია და შენ გელოდებით,დაიბანე ხელები.
-ახლავე,დღეს მართლა მომშივდა,მგრამ ბევრს ვერ შევჭამ საღამოს ვახშამზე დამპატიჟეს.
-ხოოოო? ძალიან მალე დაგპატიჟეს მნიშვნელოვან ვახშამზე,რა ხდება?
-არ ვიცი,ნელა-ნელა გავიგებ,მალიბუმ არა მარტო ხელები,წყალიც გადაივლო და ისე დამჩატდა,ეგონა მთელი დღის ჭუჭყით იყო დამძიმებული.ჯერ კიდევ სველი თმებით იყო სამზარეულოში რომ შევიდა,ვიღაცამ უკნიდან ხელები შემოხვია და ყურში უჩურჩულა.
-გაიზარდე,26 წლის ხარ და ჯერ კიდევ ვერ გადაეჩვიე სველი თმებით სიარულს,პატარასაც ასე გიყვარდა სიარული.მალიბუ გაშეშდა,მის წინ მდგარ იზოლდას და ალექსანდრეს შეხედა როლებიც თბილად იღიმოდნენ,შემდეგ ნელა-ნელა შებრუნდა და მასზე ორი თავით მაღალ მამაკაცს შეხეა.
-უ,უ,უკაცრავად.................
-უ,უ,უკაცრავად,ვერ მიცანი?
-მივხვდი,რომ უცხო არ ხართ,მაგრამ არ გეწყინოს,ვერ გიცანი.
-ჩემი მალიბუ,იცი რომ ეს სახელი მე დაგარქვი? შენ რა,მე მართლა ვერ მიცანი? გოგო ნიკუშა ვარ,გაბრაზებულზე რომ ნიკოლოზს მეძახდი დაგავიწყდა?
-ნიკუშა?
-ჰო,ჰო ამ სახლში რომ მოდი დამალობანას ერთად ვთამაშობდით და დედას საყვარელი ვაზაც კი შეიწირა ჩვენმა თამაშმა,იმ დღეს ორივე დავისაჯეთ.
-როგორ დავისაჯეთ.
-დედა გაბრაზებულ იყო ძალიან და ორივე უვახშმოდ დაგვაწვინა.
-ვაიმე ნიკუშა,ჩემი ნიკუშა ერთხელაც რომ აღარ მომწერე,მერე მე სხვაგან წავედი და რომ დავბრუნდი სახლში შენ უკვე წასული დამხვდი.პირველი პერიოდი რომ დავცილდით ერთმანეთს,გამახსენდა შენს სახელს ძილშიდაც ვამბობდი,გეძახდი და არ მაგონებდი.
-ძალიან შორს ვიყავი საყვარელო და ამიტომ არ მესმოდა შემი ხმა,მაგრამ შენი გულის ხმა მესმის ახლა.
-გულს გაგიხმობ,თავს წაგაცლი და ფეხებს მოგამტვრევ არ დამელაპარაკო.გამომეცხადა ამდენი წლის შემდეგ,იცი რამდენი წელი გავიდა რაც წადი?
-16 წელი გავიდა მალიბუ და ახლა სულ დავბრუნდი.
-16 წელი გავიდა და კიდევაც რომ მეკითხება ვიცანი თუ ვერ ვიცანი.გულმოსულმა შეაქცია ზურგი ნიკუშას მაგიდას გადახედა და ასევე გულმოსულმა თქვა.
-დედა მშია.ყველას გაეცინა,ნიკუშამ ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა მალიბუ.
-დასხედით ბავშვებო,დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა დაგელაპარაკოთ.
-მივხვდი რომ საუბარი მნიშვნელოვან თემას ეხება.
-როგორ მიხვდი.შეეკითხა მალიბუს ალექსანდრე.
-სერიოზული ხარ მამიკო.თქვა და ალექსანდრე მაინც გააცინა მისი გულუბრყვილობით.
-მალიბუ მინდა რომ მომისმინო,ეს საუბარი პირადად შენ გეხება.
-მე? ამჯერად,გეფიცები დედა არაფერი გამიფუჭებია.
-არა შვილო,ვფიქრობ დრო მოვიდა სიმართლე გაიგო.
-რა სიმართლე მამა,ჩვენს შორის არის საიდუმლო?
-არის და ეს დიდი საიდუმლოა,მე დროს ველოდი და ეს დრო დადგა,მიჭირს მაგრამ უნდა გითხრა.
-რა უნდა მითხრა რაც არ ვიცი,ვიცი რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ ხართ,მაგრამ მინდა გავიგო სად არიან ჩემი მშობლები და ჩემი აღზრდა თქვენ რატომ ითავეთ.ალექსანდრემ იზაბელას შეხედა და შემდეგ ისევ მალიბუს მიუბრუნდა.
-გახსოვს? შენ გახსოვს ის დღე?
-მახსოვს მამა,მართალია ბუნდოვნად,მაგრამ მახსოვს.
-რა გახსოვს შვილო.ცრემლი მოერია იზაბელას და მალიბუს შეხედა.
-ბუნდოვნად მახსოვს ნიღბიანი ადამიანები,დედას ქერა თმა ჰქონდა,ისიც მახსოვს მამა ყოველ საღამოს ზღაპარს მიკითხავდა,იმ ღამითაც მიკითხავდა ზღაპარს,მაგრამ უეცრად კარადაში დამმალა და მე იქედან ვხედავდი მათ.ვუყურებდი როგორ ცემდნენ დედას,შემდეგ სიწყნარე,სიჩუმე და ვიღაცამ კარადის კარი გააღო,ხელში ამიყვანა და გაბურული სახლიდან გამომიყვანა,დილით რომ გავიღვიძე ჩემი ოთახი ვერ ვიცანი,მაგრამ მითხარი რომ თქვენ იყავით ჩემი დედა და მამა.მახსოვს არ მოგითხოვია ჩემთვის წარსული დამევიწყებინა,პირიქით მითხარი დრო რომ მოვა თავად შეგახსენებო და მე ველოდი ამ დღეს.
-გახსოვს,შენ ყველაფერი კარგად გახსოვს.
-თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ,ჭერი მომეცით და ლუკმა გამიყავით,შვილად მიმიღეთ.მადლობა ამ ყველაფრისათვის,მაგრამ მინდა ყველაფერი დაწვრილებით ვიცოდე,ვინ იყო მამაჩემის მტერი და რატომ გაჩნდა მტრობა მათ შორის.
-მაგის დროც მოვა საყვარელო,კიდევ ცოტა მოითმინე.
-კარგი,მე სხვას არაფერს შეგეკითხებით.ვიცი რომ თავად მეტყვი როცა საჭიროდ ჩათვლი.დედა,შენი დახმარება კიდევ მჭირდება.
-მზად ვარ საყვარელო,რაში გინდა ჩემი დახმარება.
-საღამოსთვის უნდა გამომაწყო.
-გასაგებია,დღეს უნდა ბრწყინავდე.
-ადექი,უნდა წავიდეთ საჩქაროდ.სკამი გამოუწია ნიკუშამ მალიბუს და ფეხზე წამოაგდო.
-სად უნდა წავიდეთ,შენ კარგად ხარ?
-მაღაზიაში,ჯერ კიდევ ადრეა და ვიყიდით სათანადო კაბას.მალიბუმ ჯერ ნიკას უყურა,შემდეგ ალექსანდრეს მიუბრუნდა და წარბაწეულმა უთხრა.
-ვინ მისცა ამდენი უფლება,ასე რომ მელაპარაკება.
-მე,მე მივეცი უფლება.
-რატომ?
-შენ გაიზარდე შვილო,ძალიან ლამაზი ხარ და ამიტომ საჭიროება მოითხოვს ნიკუშა ყოველთვის შენს სიახლოვეს იყოს.მალიბუმ ღრმად ამოისუნთქა,იცოდა ნიკუშა არ დაანებებდა წაუსვლელობას და ფეხათრევით გაყვა უკან.
-მეტი სიჩქარე არ გაქვს?
-ხომ მოვდივარ.
-მეჩვენება თუ ისე მოდიხარ,თითქოს ძალით მიმყავდე.
-ოხუუუუუ,წამოდი.უთხრა გაბრაზებულმა და ნიკუშას წინ გაასწრო,მაგრამ უეცრად მოუბრუნდა და თვალებმოჭუტულმა უთხრა.
-შენ,შენ რა მითხარი,მალიბუ ეს სახელი მე დაგარქვიო,და რა მქვიოდა აქ მოსვლამდე?
-ალექსანდრე გეტყვის თავად,ახლა წამოდი კაბის ყიდვა მოვასწროთ.თითქმის სამი საათი არჩევდნენ კაბას და ხან მალიბუს მოსაწონი კაბა ვერ იპოვეს,ხან ნიკუშასი.გაბრაზებული გამოვარდა მალიბუ მაღაზიიდან და რამოდენიმე მაღაზიის ვიტრინას ისე ჩაუქროლა სურვილი არ გასჩენია რომელიმეში შესულიყო,მხოლოდ ერთ-ერთი მაღაზიის წინ გაჩერდა და ვიტრინაში მანეკენის ტანზე მორგებულ კაბას უცქერდა.
-რას მიაშტერდი,იპოვე რასაც ეძებდი?
-მგონი ვიპოვრე რასაც ვეძებდი.
-საჩქაროდ შევიდეთ თორემ დაიკეტება,შენც დაგაგვიანდება აქ დგომის დრო აღარ არის.ნიკუშა მაღაზიაში შევიდა და კონსულტანტ გოგონას უთხრა.
-იმედია მოგისწარით.
-უკვე ვკეტავთ,დასრულდა სამუშაო საათები.
-რამოდენიმე წუთი მოგიწევს მოცდა,ვიტრინაში რომ კაბა არის ის უნდა ავიღოთ,იმედია გაქვთ, სხვა შემთხვევაში მომიწვს ჩემი ხელით გავხადო მანეკენს ის კაბა.
-გვაქვს ერთი,მხოლოდ ფერშია განსხვავება.
-გვაჩვენე და შემდეგ გადავწყვიტავთ რომელს ავიღებთ.გოგონამ იისფერი კაბა მოიტანა,მაგრამ ნიკუშამ შეხედა და უთხრა.
-ის ჯობია ფერში,იმედია წინააღმდეგობას არ გამიწევთ.
-არა,თუ სხვა გზა არ არის ის აიღეთ,მაგრამ ეს ფერიც ძალიან კარგია.ნიკუშამ სასწრაფოდ გახადა მანეკენს კაბა და მალიბუს მიუტანა.
-დაკვირვება არ უნდა,სასწრაფოდ ჩაიცვი.
-ჩაცმა რა საჭიროა.
-მალი სასწრაფოდ ჩაიცვი კაბა,თმებიც გასაკეთებელი გაქვს.
-კარგი,კარგი ნუ შეაშინე შენი სიბრაზით ეს ადამიანი.მალიბუმ კაბა ჩაიცვა და ნიკუშას წინ დატრიალდა.
-შესანიშნავია,სწორედ ამ სტილს ვეძებდი.მასე წამოდი და სალონშიდაც შევიდეთ.ნიკუშამ ფეხსაცმელების სექციაში გავიდა და შავი მაღლები აიღო ხელში,მალიბუს შეხედა და ახლოს მივიდა.
-ეს ნახე შენი ზომა თუ არის.
-მაქვს ფეხზე ნიკა არ გინდა,სახლში ხომ უნდა გავიაროთ.
-არა,ვერ ვასწრებთ,ამიტომ მოირგე ფეხზე ესენი რომ გეუბნები.ნიკუშამ ყველაფრის ფული თავად გადაიხადა და კიდევ უფრო გააბრაზა მალიბუ მისმა გადამეტებულმა ყურადღებამ.
-გასწორდი გოგო,ასე მობუზული უნდა იარო ჩემს გვერდით?
-ნუ მელაპარაკები,შენი ხმა ნუ მესმის ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ შენზე.
-ჯერ თმები გაიკეთე და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ.სალონში შევიდნენ,რამდენიმე ვარცხნილობა ნახა და ერთ-ერთი მიუთითა იქ მომუშავე გოგონას,ჩაეცინა რადგან იცოდა,კიდევ უფრო ძალიან გააბრაზებდა მალიბუს მაგრამ იმ კაბას სწორედ ის ვარცხნილობა უხდებოდა.სახლში მაინც შეიარა,ჩანთა აიღო და ალექსანდრემ როცა მალიბუს შეხედა,ცრემლი მოერია საოცრად ლამაზი იყო,სიტყვა ყელში გაეჩხირა და იქვე მდგარ იზაბელას შეხედა.
-ჩემო პრინცესა,საოცრად გამოიყურები.უთხრა იზაბელამ.
-შვილო ნიკუშა წაგიყვანს.
-არა,საკმარისად დამაწყვიტა დღეს ნერვები,ტაქსით წავალ.
-არა,ვერ გაგიშვებ ტაქსით,იქედან როგორ წამოხვალ,მალიბუ გთხოვ მომეცი ნება ნიკუშა გამოგყვეს და სახლშიდაც ის მოგიყვანს,რომ მეც მშვიდად ვიყო.ვეღარ შეუბრუნა სიტყვა ალექსანდრეს და იქვე მდგარ ნიკუშას მიუბრუნდა,თვალებში შეხედა და უთხრა.
-შიგნით არ შემომყვები.
-რატომ,სტუმრებს დავაფრთხობ?
-შესაძლებელია,გამორიცხული არაფერია.
-გაჩუმდი,შენმი ხმა რომ მესმის მგონია სახლში გველი შემოიპარა და ის სისინებს,გაბრაზებული გველი.
-გესმით რას მეუბნება?ნიკუშან თვალი ჩაუკრა ალექსანდრეს ხელი წაავლო მალიბუს და გარეთ გაარბებინა,მაგრამ მალიბუმ უკივლა.
-ნელა შე მხეცო ვერ დავდივარ ასე ჩქარა მაღლებზე.ერთი შეხედა,ღრმად ამოისუნთქა და მხარზე გადაკიდებული მალიბუ წუთში მიიყვანა მანქანასთან,მალიბუს კივილი კი მთელ ეზოს მოედო.როცა ძირს დასვა,გაბრაზებულმა უთხრა.
-სიარული თუ არ იცოდი,ჯერ გევარჯიშა და შემდეგ ჩაგეცვა.უხმოდ მივიდნენ დანიშნულ ადგილზე და ნიკუშამ შეხედა.
-არ შემოგყვები შიგნით,მაგრამ თვალს გადევნებ.
-თუ არ შემოდიხარ,აქედან თვალს როგორ მადევნებ.
-მე აქ ვრჩები,მაგრამ ჩემი თვალებია იქ.
-აააა, შენ აქ რჩები და შენი თვალები იქ მითვალთვალებს?
-დიახ,ნიჭიერი ხარ ყველაფერი კარგად გაიგე,ახლა წადი.მალიბუმ კიდევ ერთხელ შეუბღვირა ნიკუშას და წავიდა,ნიკუშამ კი თვალებით გააცილა და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე,მალიბუ კი წინ მიიწევდა და გრძნობდა,უამრავი წყვილი თვალი როგორ გაოცებული უცქერდნენ,ზოგი მოწონებით,ზოგი აღფრთოვანებული,ზოგი შურიანი თვალით და გულში ფიქრობდა.
-დამშვიდდი მალიბუ შენ ხომ თავდაჯერებული და პოზიტიური ხარ,მარცხიც ბევრჯერ განიცადე მაგრამ წარმატებაც მოჰყოლია ამ მარცხს.უეცრად ყურში ჩურჩული მოესმა.
-ზომაზე მეტად ნუ იქნები თავდაჯერებული,უნდა ვაღიარო რომ ლამაზად გამოიყურები,მაგრამ რომ გგონია ყველაფერი გააკეთე ამისათვის,არც იმდენი,შენზე ლამაზებიც მინახავს.მალიბუ მობრუნდა და მის წინ ისევ ის ურცხვი მამაკაცი იდგა სმოკინგში გამოწყობილი,რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და უღიმოდა.
-ოპააააა,მებაღეებიც დადიან ასეთ საღამოებზე?
-დადიან,დადიან გართობა მათაც ხომ უნდა.გაეღიმა მამაკაცს.
-სმოკინგიც კი გქონიათ,ალბად სათუთად ინახავთ ასეთი დღეებისთვის.
-დიახ,მეგობრისგან ვითხოვე და ვუფრთხილდები ძალიან არ გავაფუჭო.
-მორჩი ხუმრობას,აქ რას აკეთებ.
-თავად რას აკეთებ აქ ან რატომ მეკითხები,დილით ვერ მომკალი და გინდა ახლა მომკლა? არ გირჩევ,ცოდო ხარ თავს ვერ გაიმართლებ,რადგან უამრავი თვითმხილველი გეყოლება.
-მასხარა.უთხრა მალიბუმ და გაეცალსა.
-მოხვედი საყვარელო?
-მოვედი,საღამო მშვიდობის.
-გაიცანით,ჩვენი ახალი იურისტი თავშესაფარში,მალიბუ არჯევანიძე.
-ძალიან სასიამოვნოა,ასეთი ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრი გვჭირდებოდა ქალბატონო ია.უეცრად ჩოჩქოლი ატყდა,ხალხი ერთმანეთში აირია და გარკვევით ისმოდა გოგონას ხმა,რომელიც განწირული ხმით ითხოვდა შველას.
-მიშველეეეთ.ნიკუშა არ დაფიქრებულა ისე შეიჭრა ეზოში,მალიბუს ეძებდა მაგრამ უეცრად ხალხს გამოეყო,სახლის უკანა მხარეს გავიდა,კიბეს აყვა და დაინახა მამაკაცს გოგონა ჩაებღუჯა ხელში და დანით აიძულებდა გაჩუმებულიყო,გოგონა კი ტიროდა და გაშვებას სთხოვდა.
-გამიშვი,გთხოვ გამიშვი არაფერს არ ვიტყვი.
-უიარაღოდ ვარ,გოგონა გაუშვი და ჩვენ ორმა ვილაპარაკოთ.
-წადი,წადი თორემ ერთის ნაცვლად ორი გვამი იქნება ამ ვერანდაზე.უეცრად ნიკა გოგონას მკლავში სწვდა და მისკენ დასწია, თან უყვირა.
-ახლავეს წადი,აქ ნუ გაჩერდები.გოგონა შეშინებული გაიქცა,ნიკუშა კი ხელდახელ შეეტაკა გაავებულ და გამხეცებულ მამაკაცს,გაუჭირდა მაგრამ თავადაც ძლიერი იყო და დასცა დამნაშავე.ეზო პოლიციით გაივსო,მალე გამოჩნდა ნიკუშა რომელსაც მკლავზე მოეჭირა ხელი,მაგრამ სისხლს ვერ აჩერებდა.
-ნიკოლოზ აქ რას აკეთებ,მაგრამ კარგია რომ შენ იყავი და გოგონა გადაარჩინე.
-ჩემი და მოვიყვანე აქ წვეულებაზე და ამ ინციდენტს შევესწარი.
-ყოჩაღ,ყველგან შენს კვალს ტოვებ მეგობარო.ალექსანდრე ფიქრებში იყო გართული,როცა ახალ ამბებში იმავე ინციდენტის შესახებ გამოაცხადეს და შეშინებულმა ტელეფონზე დაურეკა ნიკას.
-კარგად ვარ,ნუ გეშინია უბრალოდ პატარა ნაკაწრია.მალიბუმ ხალხის ბრბო გაარღვია და ნიკუშას შეხედა.
-აქ როგორ გაჩნდი,მანქანაში დაგტოვე რამე რომ მოგსვლოდა?
-არაფერი არ მომსვლია,ცოცხალი ვარ.გაუღიმა მალიბუს და ხელი სისხლიან ადგილზე მიიდო.
-საავადმყოფოში უნდა წაავიდეთ,ექიმმა უნდა გნახოს.
-მალიბუ ჩვენს სუპერმენს იცნობ? შეეკითხა იამ და მალიბუს გაუღიმა.
-ვიცნობ,მალიბუ ჩემი და არის ქალბატონო.
-ხოოო? მეგონა მალიბუ დედისერთა შვილი იყო.
-მალიბუ მამას პრინცესაა ისე როგორც მისი ძმის,სხვა რამ გაინტერესებს ქალბატონო?
-არა,არა ახლავეს ექიმი მოვა და მოგხედავთ.
-არ არის საჭირო,ჩვენ წავალთ.მალიბუმ აღარ დაძაბა სიტუაცია და ნიკა თავად წაიყვანა საავადმყოფოში.ექიმმა ექვსი ნაკერი დაადო ჭრილობაზე და თან გააფრთხილა.
-ეს მერამდენე შემთხვევაა, გაქვს დათვლილი? ამჯერად რამოდენიმე დღე უნდა იწვე ყმაწვილო.
-ექიმო მე და საწოლი კარგად ვერ ვეგუებით ერთმანეთს.
-რამდენი დღე საწოლიდან არ ადგები,გესმის?
-მეხუმრები ხომ?
-მე არა შენ ხუმრობ ყოველთვის,მეტყობა რომ ვხუმრობ? გაუბრაზდა ნიკას ექიმი.
-ჩემი ბრალია აქ რომ ხარ,არ უნდა წამეყვანე.
-მაინც წამოვიდოდი,გგონია მარტო გაგიშვებდი?
-იდიოტი და თავნება ხარ,იცოდი ეს?
-ვიცი,ეს შენს გარდა ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის.
-როგორ ხარ,კიდევ გტკივა?
-კარგად ვარ, ექიმმა ექვსი ნაკერი დამადო,სულ არ შევებრალე,ისე მშვიდად ადებდა ნაკერებს ერთი გაფიქრება ვიფიქრე მეშოკს უკერავს თავსთქო.
-ექვსი ნაკერი ცოტაა? შენ ხუმრობ,მე კი გული ლამის გამისკდა შენს პერანგზე სისხლი რომ დავინახე.
-კარგი,ყველაფერი დასრულდა ცოცხლები ვართ და სახლში წავიდეთ.უხმოდ მივიდნენ სახლში,ეგონათ ჩუმად შევიდნენ მაგრამ ალექსანდრეს ხმამ ორივე ადგილზე გააშეშა და შუქიც აინთო.
-როგორ ხარ ნიკოლოზ.
-ოოოხ,გაბრაზებულია.კარგად ვარ მამა,რატომ არ გძინავს?
-გელოდებოდი,რა მოხდა.ნიკამ მოკლედ მოუყვა რაც მოხდა,ალექსანდრე კი ჩაფიქრებული უსმენდა,მხოლოდ ქალების გასვლის შემდეგ შეეკითხა.
-ის იყო,ნახე?
-იყო,ვნახე საერთოდ არ შეცვლილა თუ არ ჩავთვლით უფრო გათეთრებულია.
-ნაძირალა,მოვიდა დრო პასუხი აგოს მის ჩადენილ დანაშაულზე.7 საათი იყო რომ გაიღვიძა,საშინელი ჭექა ქუხილის ხმა გაისმა და შეშინებული წამოჯდა საწოლზე.სადღაც მეხი ჩამოვარდა,ქარი ზუზუნებდა,შესცივდა,საბანში ჩაძვრა შეეცადა დაეძინა,მაგრამ შიშისგან ვერ დაიძინა.ადგა,წყალი გადაივლო და ნელა-ნელა შეუდგა თავის მოწესრიგებას,უეცრად წინა საღამს მომხდარი ინციდენტი გაახსენდა და მოიწყინა.
-აბა,აბა მოწყენილობა არ გვჭირდება,დღეს ხომ ახალ სამსახურში მიდიხარ ეს კი მშვენიერი საშუალებაა გაბრაზებული,მოწყენილი და დაძაბული განწყობა სრულიად შეცვალო.მალიბუმ უკან მიიხედა და ალექსანდრე დაინახა კარებში დამდგარი,რომელიც უღიმოდა.
-შეუძლებელი არის ამ ღიმილის გარეშე დილით სახლიდან გასვლა,მე ხომ ეს ღიმილი და შენგან წამოსული სითბო ძალას მაძლევს.
-ეს პირველად მითხარი,არ ვიცოდი ასე ძალიან თუ გიყვარდა ბებერი ალექსანდრე.
-ბებერი? კარგი რა ახლა ყვავილობ და ჩემს სიყვარულში ეჭვი შეგეპარა ოდესმე?
-იქნებ მე ვმალავ სახეს და უბრალოდ უბრალოდ ეს ღიმილი მხოლოდ შენ გეჩვენება ასეთი თბილი და საყვარელი.
-ადამიანის სახეზე გამოსახულ ღიმილს სწავლა არ სჭირდება,ის ხელოვნური არაა და შენ არც შეგიძლია ხელოვნურად მიიღო ღიმილიანი სახე მე შენ კარგად გიცნობ,ძალიან კარგად და ამიტომ მიყვარს ეს სახე გულწრფელი ღიმილი რომ ამშვენებს.ალექსანდრემ გულში ჩაიკრა მალიბუ და უთხრა.
-მე შენ ძალიან მიყვარხარ და შენს გამო სულსაც არ დავთმობ,ახლა წავიდეთ ვისაუზმოთ და დროა გავიდეთ,ყველას ჩვენ-ჩვენი საქმეები გვაქვს.ხელი-ხელ გადახვეულები შევიდნენ სამზარეულოში,სადაც საოცრად გემრიელი სურნელი ტრიალებდა და იზაბელამაც ღიმილი შეაგება მისთვის ორ საყვარელ ადამიანს.
-როგორ მიხარია ეს აურა რომ ტრიალებს ამ სახლის კედლებში,ყველა ბედნიერ ღიმილს რომ ასხივებს.
-ამ სახლში არსებული აურა და ბედნიერი ღიმილი ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიამოვნებაა,ესე იგი თქვენ ჩემს ცხოვრებაში ბევრად ღირებული ხართ და რომ ვიცი ეს სასიამოვნო სურნელი და გულწრფელი ღიმილიც აქ ტრიალებს,ასმაგად ბედნიერი ვარ.
-რა ხდება აქ,რა შეკრებაა არ დააძინებთ ადამიანს,ფილოსოფოსო შენ გამოდიხარ სიტყვით? დილა მშვიდობის ყველას.ნიკა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი მიუჯდა მაგიდას და მალიბუს შეხედა.
-მალიბუ მოგესალმე და შენ ბუსავით რატომ მიყურებ?
-მხიარული ადამიანები გვიან ბერდებიან და დიდხანს ცოცხლობენ,შენ კი ასეთი უჟმური რომ ხარ ასაკი გემატება და ტვინი გაკლდება.
-რატომ მიწვევს,რატომ უნდა ცუდი ვუთხრა და მერე მთელი დღე გაბღვერილი დადის,იბერება ბუშტივით და რომ დაველაპარაკო მეშინია არ გასკდეს.
-კარგი,რაც გინდა თქვი დღეს ვერ მომიწამლავ ხასიათს,მივდივარ და შეგიძლია მარტო ისისინო გველივით.ნიკუშას ენა გამოუყო და სახლიდან გავიდა.10- წუთით ადრე მივიდა პირველ სამუშაო დღეს,რაზედაც შექებაც დაიმსახურა,იამ გააცნო თუ რა ევალებოდა,უამრავ თემებზე ისაუბრეს და წავიდა,კარებში გასვლისას კი უთხრა.
-ეს შენი კაბინეტია,წარმატებები.ყველა ქაღალდი კარგად და დაკვირვებულად წაიკითხა,თითოეულ ფურცელს რამოდენიმეჯერ გადაავლო თვალი,დაახარისხა და არქივის საცავში მიჰქონდა ის რაც მისთვის საჭირო არ იყო,რომ ვიღაც შეეჯახა და ყველა ქაღალდი ძირს მიმოიფანტა.
-სადაც არ უნდა შემხვდე,სავალდებულოა ყოველ შეხვედრაზე დამეტაკო?
-თქვენ დამეტაკეთ და მე მსაყვედურობთ,თვალები მიხატული გაქვთ?
-თუ დაფიქრდები,ეს ჩვენი შეხვედრები ყოველთვის შეჯახებით რატომ იწყება,მე ვფიქრობ რომ რაღაცას გვანიშნებს.
-გვანიშნებს კი თქვენ მართალი ხართ,ცოტა კორექტულად უნდა იყოთ და საფრთხესაც ავიცილებთ.
-იგივეს გეტყოდი მეც,ფრთხილად იყავი აქ კედლებს ყურებიც აქვს და თვალები.
-რას გულისხმობთ,რომ მე განგებ დაგეტაკეთ?
-არა,ეს არ მიგულისხმებია,მაგრამ აქ ფრთხილად იყავი მართლა გეუბნები ჯერ ახალი ხარ და არავის არ იცნობ ყველას გულს ნუ გაუხსნი.
-მადლობა.მალიბუ წავიდა,სახელები ახლაც არ გაუცვლიათ ერთმანეთისთვის,მაგრამ მიდიოდა და იღიმოდა.ალექსანდრე სახლიდან გადიოდა,რომ კარი გააღო და გაოცებული გაშეშდა კარებში.
-შეიძლება შემოვიდე?
-შეეეეენ? შენ აქ რისთვის მოსულხარ გაგა.
-ალექსანდრე დიდ დროს არ წაგართმევ,ერთი კითხვა მაქვს და გთხოვ გულწრფელად მიპასუხე.
-ველოდი შენს მოსვლას,მაგრამ ასე მალეც არ გელოდი.
-შევხედე თუ არა სისხლი ძარღვებში გამეყინა,ვიცანი და არ უარყო, ვიცი რომ ის არის.რა იცის ჩემს შესახებ,თუ შენ გამომიგზავნე რომ შური იძიოს წარსულზე.
-ერთ კითხვას დაგისვამო და შენ ორი კითხვა დასვი,ამიტომ მხოლოდ პირველ კითხვაზე გიპასუხებ,გაგა მან არაფერი არ იცის,არაფერი.
-არაფერი რომ ამბობ,საერთოდ არაფერი?
-საერთოდ არაფერი,მაგრამ გაფრთხილებ მალიბუს რამე რომ შეემთხვეს,ვერ გადამირჩებით ვერც შენ და ვერც სხვა, არც დავფიქრდები 22 წლის უკან ჩადენილი დანაშაული როგორც ბომბი ისე გასკდება და შენი ცოლიც გააფრთხილე,არ დაავიწყდეს ვის ადგილზე ზის და შეახსენე ვინ უნდა იჯდეს დღეს იმ სკამზე.
-ყველაფერი კარგად იქნება,ანამარიას არავინ არ შეეხება მე გპირდები რომ ის კარგად იქნება.
-მეც ეს მინდა და არა სხვა რამ.
-ყველაფერი კარგად ქნება,თუ ეს შევძელით და პარტნიორები დავარწმუნეთ,ვფიქრობ რომ დაგვიმტკიცდება ჩვენი იდეები და ეს ძალიან კარგი ჩვენთვინაც და კომპანიასაც უზარმაზარ მოგებას მოუტანს.
-მოვაგვარებთ ყველაფერს თუ ლამაზი ცოლი ჰყავს ჩვენს პარტნიორებს.
-ზვიადი ჩვენ ვმუშაობთ და არა სასიამოვნო იდეებზე არ ვფიქრობთ,კეთილი ინებე და ერთხელ მაინც ჩაები სერიოზულად საქმეში.ზვიადი არ ელოდა შენიშვნას უფროსისგან რა თქმა უნდა ამდენ კოლეგებთან ერთად და სიბრაზით სავსემ შეხედა მის წინ მდგარ გაბრაზებულ უფროსს.
-თავისუფლები ხართ,შეგიძლიათ წახვიდეთ.ყველა ფეხზე წამოდგა და უკვე კარებში გადიოდა ზვიადი,უფროსის ცივმა ხმამ რომ შეაჩერა.
-შენ დარჩი,საქმე მაქვს შენთან.ყველა გავიდა და ჯერ ერთმანეთს უცქერდნენ გაბრაზებულები,შემდეგ კი უფროსის ხმა ექოსავით მოედი კომპანიის კედლებს და ყველამ მის კაბინეტს შეხედა.
-შენ სულ გამოშტერდი,თუ სულ დაკარგე ნამუსი.
-ვის ეუბნები ამ სიტყვებს,მეეეე?
-ჩვენს გარდა აქ ხედავ ვინმე დგას სულიერი?
-შენ ხომ არ დაგავიწყდა მე ვინ ვარ და ვის ადგილზე ზიხარ შენ დღესდღეობით.
-არ მაინტერესებს ჩემამდე ვინ იჯდა ამ სკამზე,მე ვალდებული ვარ ახლანდელი ჩემი სახელი გავამართლო და თუ გინდა მუშაობა იმუშავე,არა თუ სხვის იდეებზე იდგე და ფულს ისე იღებდე თითქოს დღე და ღამ ამ კომპანიაზე ფიქრობ.
-მოკეტე,მოკეტე ხმას დაუწიე თორემ სამუდამოდ მოგაკეტინებ და დაგადუმებ,გაგიტკბა უფროსობა და ვფიქრობ უკვე დროა შენი ადგილი სადაც არის იქ გაგაგზავნო.
-დამსახურება უნდა ამ სკამის მიღებას ბატონო ზვიადი,დაიმსახურებ? მე ორივე ხელებს ავწევ და უხმოდ დაგითმობ ამ ადგილსაც და მთელ კომპანიასაც,მაგრამ შენ ძალა არ გაქვს ოფლით ნაშოვნი ფული გედოს ჯიბეში,შენ სხვა გზებით შოულობ ფულს.ზვიადი გაბრაზებული გამოვარდა უფროსის კაბინეტიდან,ცნობისმოყვარე თანამშრომლებს გვერდი აუარა და წავიდა,სახლში მისული პირდაპირ გაგას კაბინეტში შევიდა და უთხრა.
-რა ხდება ზვიადი.ფეხზე წამოდგა გაგა და ზვიადის გაბრაზებულმა შეხედა.
-მინდა რომ ის გაუშვა კომპანიიდან.
-ვინ,ვის გულისხმობ.
-ვინც ჩემს ადგილზე ზის დღეს.
-თორნიკე? რატომ,რა მოხდა.
-ისეთი შეურაცყოფილი გამოვედი შეხვედრიდან,გარეთ გამოსულმა ცრემლი შევიკავე,ხალხი ყველა მე მიყურებდა თორემ ბღავილი მინდოდა.დამცინა,გაგა დამცინა გესმის? მართლა უფროსივით მექცევა,უნდა დაელაპარაკო და მიუჩინო მისი ადგილი და გააგებინო,რომ ის არ არის ჩემი უფროსი, მე ვარ მისი უფროსი.
-სანამ ამ სცენარს მოიფიქრებდი,მე უკვე ვიცოდი შენ რისთვის გიყვირა თორნიკემ და მადლობა თქვი,რომ დღეს მეორედ დავითანხმე ის შენს გვერდით რომ იმუშაოს და შენ აგიტანოს.შენ რომ დაგლოდებოდი,უკვე ის კომპანია აღარ იარსებებდა.ნუთუ დაგავიწყდა,რომ თორნიკემ გადაარჩინა ჩვენი ყველაფერი დაკარგვას? მას შემდეგ რაც დირექტორად დავნიშნე კომპანია აყვავების გზებზე მიდის,გადახედე წარსულ წლებს როგორ მუშაობდა ინდირა და დავითი,შენ კი მათ შემდეგ აიღე ხელში სადავეები და თითქმის ყველაფერი გაანულე,ბევრმა კომპანიონმა ისიც არ იცოდა თუ კიდევ ვარსებობდით.
-რა გინდა მითხრა გაგა რომ თორნიკეთი ვარსებობთ?
-დიახ,თორნიკეთი ვარსებობთ დღეს.შენ რას აკეთებ? კომპანიის ფულით ჭამ,სვამ,სამოგზაუროდ დადიხარ,ქალს არ უშვებ რომ არ შეეხო და ვფიქრობ ტვინი სულ გამოგელია.
-ვერ ვიჯერებ,არ მჯერა,რომ ჩემი ძმა ვიღაც თორნიკე ქართველიშვილის მხარეს დგას.ჩემთან თამაში არც ერთს შეგრჩებათ,გესმის? მიცნობ და იცი რისი ჩამდენი და გამკეთებელი ვარ.
-ზვიადი გონს მოდი,მთელი ეს წლებია ამ სიტყვებს გიმეორებ,მაგრამ შენს ტვინში არაფერი არ შედის.
-მეორედ,მეორედ კიდევ აიმაღლებს ხმას ჩემს წინაშე და არ ვიცი რა მოხდება,მე გაგაფრთხილე.მიცნობ ძალიან კარგად შენ პირადად და იცი სადამდეც შემიძლია მივიდე.
-ვიცი რაც შეგიძლია,ისიც ვიცი ბავშვებსაც რომ არ ინდობ და მათ უსუსურობას,მათ ასაკს არ ითვალისწინებ.
-ნუ მირტყამ ყოველთვის ამ სიტყვას და ნუ მახსენებ მაგ შეცდომას.
-შენი შეცომა არ გინდა გაიხსენო,სხვას უნდა უსწორო თითქოს შენ უშეცდომო კრავი ხარ.შენი მუქარა ისე ჩავთვლი,რომ არ გამიგონია,უკეთესია ბოდიში მოუხაო თორნიკეს დღევანდელზე.
-რაააააა? ბოდიში მოვუხადო თორნიკეს მეეეეე?
-აღარ დაიღალე შემს გარშემო შექმნილი ამდენი აურზაურით და პრობლემების შექმნით?
-რასაც ვამბობ გამკეთებელი ვარ გაგა.
-თუ ვერ ეწყობი და მასთან ერთად მუშაობა არ შეგიძლია თავი აარიდე.
-როგორ,როგორ ავარიდო თავი.
-ნუ მიხვალ შეხვედრებზე,არ არის აუცილებელი ყველა შეხვედრას დაესწრო.
-მე ნუ წავალ შეხვედრებზე,მე ვისიც არის კომპანია?
-კარგად იცი როგორ გახდა შენი კომპანიის აქციები და ვფიქრობ არ გინდა ეს შეგახსენო.
-აუცილებელია ეს შემახსენო?
-აუცილებელია მაშინ,როცა შენ უფროსობას იჩემებ და ნამდვილი უფროსი კი ამ დროს სხვა არის.
-ვინ არის,ჩვენს გარდა კიდევ ვინ არის კომპანიის მფლობელი.
-დროს უნდა ყველაფერს,რომ ყველაფერი ზუსტად გაიგო.
-რა მოგივიდათ,თქვენი ხმა გარეთ ისმის.
-შენს ქმარს უთხარი ჭკუას მოუხმოს,მეორედ არ ვიქნები ასეთი ლმობიერი,წყნარი და გულკეთილი.ზვიადი გარეთ გავარდა,იამ კარი დაკეტა და გაგას შეხედა.
-რა მოხდა,რატომ ყვირის.
-თორნიკეს ვერ ეგუება,ვერ აიტანა რომ სამართლიანი შენიშვნა მიიღო მისგან.ესეც რომ არა ისევ სმა დაიწყო და არ იცის რას ამბობს და რას აკეთებს.
-ასე იყო ყოველთვის,ყველა პრობლემა მისგან მოდის.თორნიკე დაღლილი გამოვიდა კომპანიიდან,სახლთან მისული იყო რომ რაღაც გაახსენდა,მანქანა მოაბრუნა და ღიმილით გაუდგა გზას.ადვილად მოძებნა სასურველ მისამართზე მდგარი უზარმაზარი სახლი და არც დაფიქრებულა კარზე ზარი მისცა,კარი გაიღო და კარში საღამურით გამოწყობილი მალიბუ გაოცებული უცქერდა მის წინ მომღიმარ თორნიკეს.
-ბატონო თორნიკე? დაიბნა მალიბუ და ალექსანდრეს ხმამ გამოიყვანა მდგომარეობიდან.
-ვინ არის ამ დროს შვილო.
-უკაცრავად რომ ასეთ დროს შეგაწუხეთ და მყუდროება დაგირღვიეთ,მალიბუ ეს მოგიტანე ვიცოდი რომ დაგჭირდებოდა და ძებნას დაუწყებდი.
-ჩემი ტელეფონი? რამდენი ვეძებე.მალიბუს სახეზე გამოსახულმა წრფელმა სიხარულმა გაახარა თორნიკე მისმა ამ ღიმილმა, მასში ურწმუნოებით და უნდობლობით სავსე გაყინული გული გაალღო.
-მობრძანდით,მე მალიბუს მამა ვარ ალექსანდრე არჯევანიძე.
-მსმენია თქვენზე ბატინო ალექსანდრე.ნიკუშაც დაბრუნდა სახლში სამსახურიდან და ,მოულოდნელმა სტუმარმა გააოცა,ჯერ მალიბუს დააკვირდა და შემდეგ თორნიკეს.
-სტუმარი კარში უნდა გააჩერო,არ უნდა შემოიპატიჟო? შენ შემოიღე ეს წესი თუ სადაური წესია მალიბუ.
-უკაცრავად, კიდევ გიხდით ბოდიშს,გადავეცი მალიბუს რისთვისაც მოვედი და მივდივარ.
-ბატონო თორნიკე თქვენი მხრიდან მოსაწონია თქვენი თავაზიანობა,მობრძანდით მე ისედაც ვაპირებდი თქვენს ნახვას და გაცნობას,არ დავმალავ და მინდოდა გამეცნო ის ადამიანი ვისთანაც ჩემი შვილი მუშაობს.
-თქვენს წინ დგას უბრალო ადამიანი სუფთა წარსულით,თორნიკე ქართველიშვილი.ალექსანდრეს გაეცინა და ხელით აჩვენა გზა სახლში შესულიყო,თორნიკეც მორიდებული შევიდა დიდ და უზარმაზარ მისაღებში,ალექსანდრემ კი მხოლოდ ერთხელ თქვა.
-იზაბელა სტუმარი გვყავს საყვარელო,უცხო სტუმარი.
-გასაგებია ალექსანდრე.იზაბელამ მოკრძალებული მაგიდა გააწყო და მამაკაცები მაგიდასთან მიიწვია,ისინიც ცოტა-ცოტას სვამდნენ და საუბრობდნენ.
-ამიერიდან მშვიდად შემიძლია ვიყო,რადგან ვიცი ჩემი შვილი ვის გვერდით არის.თორნიკეს მოეწონა ალექსანდრე და მასთან საუბარი,მოეწონა ეს მყუდრო და წყნარი სამყარო,სიამოვნებით პასუხობდა ყველა მის მიერ დასმულ კითხვას.ალექსანდრემ დაიჭირა მომენტალურად თორნიკეს ბაგეზე შეპარული ღიმილი,მალიბუს აწითლებული ლოყები და თავადაც ჩაეცინა,ის ძალიან კარგად მიხვდა ამ ღიმილის საიდუმლოს და უთქმელი განცდების უსიტყვოდ გამოხატვა რაშიც მდებარეობდა.თორნიკეს კი მთელი დღის დაძაბულობა მოუხსნა ამ მყუდრო სამყარომ,მშვიდმა საუბარმა და თბილმა მიღებამ.რთულ მდგომარეობაში მყოფისთვის სულის მოსათქმელი საშუალება აღმოჩნდა მალიბუს სახლში მისვლა და ნამდვილად ნასიამოვნები დარჩა მისი გადაწყვეტილების.საათზე დაიხედა,შემდეგ ალექსანდრეს შეხედა და მორიდებულად თქვა.
-უნდა წავიდე,მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებსთვის.კმაყოფილი დაბრუნდა სახლში,ცოტა სახლთან მისვლამდე ზვიადის მანქანა შეამჩნია და გაიფიქრა არ გამოჩენილიყო,ძალიან არ უნდოდა იმ მშვიდი საუბრის შემდეგ ზვიადისთან შეხვედრა ნერვების მოშლა და კამათი,ზვიადი კი საათზე იხედებოდა და ბოლოს მოთმინების ფიალა რომ დაეწურა წავიდა,თორნიკე კი უკან გაყვა და ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიყვანა,თორნიკემ თავი გაქნია და სახლში დაბრუნდა.
-აქ გაფლანგე შენი ძმის ქონება და თავი ისე მოგაქვს თითქოს მილიონერი იყო,გავიგებ საიდან გაქვს ეს სიმდიდრე,კარგი გზებით ნაშოვნი რომ არ გაქვს ეს უდაოდ მისახვედრია,დაფიქრებაც არ უნდა რისი ჩამდენი ხარ.თორნიკე ზვიადიზე ფიქრობდა,ზვიადი კი ამ დროს ძველ პარტნიორებს შეხვდა.
-დავიკარგეთ,როგორ ხართ ბიჭებო.
-დავიკარგეთ,მაგრამ ჩვენ ჩვენი შეხვედრის ადგილიც გვაქვს,გითხარით აქ ერთად არ უნდა გვმნახოს არავინმა.
-ზაალის უნდოდა შენთან შეხვედრა,სათხოვარი აქვს და მეც ამიტომ დაგირეკე.
-გისმენთ,რა ხდება.სერიოზული სახე მიიღო ზვიადიმ.
-ჯამრთელობით ვერ არის კარგად,ხვალ ოპერაციას იკეთებს და დახმარება გთხოვა.
-ფული გინდა? რისი ოპერაციაა ასე რომ შეგშინებია ზაალ.
-გულის ოპერაციას ვიკეთებ უფროსო.
-დარწმუნებული ხარ,რომ ოპერაცია კარგად ჩაივლის,თუ ფული იქ მიგაქვს სხვა ქვეყანაში.გაეცინა ზვიადის,მაგრამ უცებ გაჩუმდა და ზაალს მიაჩერდა.
-მე ოჯახი მყავს უფროსო შვილები,ჩემი ცოლიც ვერ არის კარგად ჯამრთელობით,მეც რომ რამე დამემართოს,მინდა ოჯახში ცოტაოდენი თანხა დავტოვო.
-შენ რაც გინდა ის დატოვე,ჩემგან რა გინდა ან რამდენს ითხოვ.
-როგორც გახსოვს მე სიჩუმე შევინარჩუნე 22 წელია გასული და შენც თავისუფალი ხარ,ვფიქრობ მოვიდა დრო ამ სიჩუმისთვის გადამიხადო.
-რამდენი გინდა.
-მე არ გისახელებ ციფრს,ეს თავად უნდა იცოდე თუ რამდენი გიღირს შემი თავისუფლება.
-კარგი,ხვალ დილით ფულს მიიღებ,ანგარიშზე დაგირიცხავ,მაგრამ ამის შემდეგ გაქრები არ გიცნიბ და არ მიცნობ,ახლა კი დაგტოვებთ.ზვიადი ფეხზე წამოდგა და კლუბი კბილების კრაჭუნით დატოვა.
-გოგიტა მომეჩვენა თუ ზვიადი მშვიდად დათანხმდა ჩემს მოთხოვნას.
-არ მოგეჩვენა,მაგრამ მე მისი ეს სიმშვიდე უფრო შემაშინებდა.არ ვიცი რა ჩაიფიქრა,მაგრამ ფრთხილად იყავი.
-რას გულისხმობ,რამეს დამიშავებს?
-არაფერია მისგან გამორიცხული,ის რომ მშრალად და სუფთად გამოვიდეს საქმიდან ყველაფერზეა წამსვლელი,მას შემზე უკეთ ვიცნობ.ბარიდან გასვლისას ზვიადი დაცვამ შეაჩერა და შეეკითხა.
-ყველაფერი რიგზეა უფროსო?
-კი,ყველაფერი კარგად არის ბიჭებო.
-თუ რამეში დაგჭირდებით,ჩვენ აქ ვართ.
-დამჭირდებით,სულ მალე დამჭირდებით.უთხრა დაცვის ბიჭებს და წავიდა.გაბრაზებულმა კი ჩაილაპარაკა.
-ერთი ზარი და ორივეს გაგაქრობთ,უკვე თქვენი არსებობა ჩემზე ძალიან მოქმედებს არა დადებითად,არამედ უარყოფითად.პერსონალური მსახიობები ხართ მაგრამ არა,მე მოვდუნდები და იფიქრეთ რომ თანახმა ვარ თქვენს ყველა სიტყვაზე.ფიქრებში იყო ჩაძირული სახლს რომ მიუახლოვდა,უკვე ძალიან გვიან იყო და მიუხედავად იმისა გაგას არ ეძინა ჭიქაში კონიაკი დაისხა,მასთან მივიდა და გვერდით დაუჯდა,გაგასთვის სიბრაზეს კიდევ არ გადაევლო და არც შეხედა ზვიადის ისე შეეკითხა.
-რატომ ხარ აღელვებული და რატომ უთვალთვალებდი თორნიკეს.
-შენ საიდან იცი.
-მე ყველაფერი ვიცი,ისიც ვიცი ღამის კლუბში შენს ძველ პარტნიორებს შეუერთდი ახლა რა გეგმა დასახე,გინდა თორნიკე მოკლა?
-არა,თორნიკესთან დალაპარაკება მინდოდა ერთი-ერთში,მაგრამ არ მოვიდა.კლუბში კი იმიტომ წავედი,მათმა დამირეკა და მივედი,ისინი ვნახე ორივე ერთად და ფული მთხოვეს.
-ისევ?
-ისევ.
-რატომ,რა გითხრა რისთვის დაჭირდა ფული.
-ოპერაციას იკეთებს და არ ვიცი რა ვქნა.
-ამ ისტორიიდან ვერასოდეს განთავისუფლდები ეს ერთი და მეორე,მე რატომ მეკითხები,როცა დანაშაული ჩაიდინე მე მითხარი წასვლის წინ რას ფიქრობდი და რა გქონდა გულში? როგორც დააშავე გამოსავალიც მოძებნე.
-ძმაო შენი ერთი სიტყვა და პრობლემაც მოგვარდება.
-ვიცი და სწორედ ეს მაშინებს მეც,ერთ დღეს ზვიადი ყველაფერი გამჟღავნდება.
-რა უნდა გამჟღავნდეს,საქმე ისე კეთდება კვალი არ რჩება.შენ რას გააკეთებდი ჩემს ადგილზე.
-მე არასოდეს ვიქნები ისეთი არა კაცი,როგორიც შენ ხარ და ვწუხვარ რომ ჩემი ძმა ხარ,მაგრამ ეს აღარ შეიცვლება.
-ეს წარსულია გაგა და უკვე დავიწყებული,მითხარი ახლა რას გააკეთებდი.
-შენ გააჩინე ეს პრობლენა და შენვე მოაგვარე,მე ნუ გამრევ.
-რა გავაკეთო.................................
-ყველაფერი,შეუძლებელიც კი უნდა შეძლო რომ ეს ბინძური წარსული არ გამჟღავნდეს.
-კარგი,ვიცი რაც უნდა გავაკეთო.
-კიდევ სისულელეს ჩაიდენ და მერე მე მომადგები,ჩემმა დახმარებამ და საქმეების დამალვამ გაგათამამა,მაგრამ დაიმახსოვრე,კიდევ ერთი სისულელე და მე მოგიღებ ბოლოს რომ შენგან დავისვენო.ისეთი მკაცრი მზერით შეხედა გაგამ ძმას რომ ზვიადიმ სიტყვის შებრუნება ვერ გაბედა და უხმოდ გაეცალა.გულის სევდისგან მეტყველებს პირი ყოველთვის,როცა გულში ვერ ვიტევთ სათქმელს,სიტყვები ნელა ნელა ამოდის გულიდან და ისიც შვებას გრძნობს.ალექსანდრე და ნიკუშა ისხდნენ და საუბრობდნენ.
-მოწყენბილი ხარ,კარგად ხარ?
-ვცდილობ კარგად ვიყო მაგრამ არ გამომდის.
-ნუ იტანჯავ თავს,შენ ხომ არ ხარ დამნაშავე.
-იგივე დანაშაული თუ არ ჩავიდინე,მაინც დამნაშავე ვარ,რადგან უნდა მეთქვა სიმართლე,არ უნდა დამეფარა ხელი მათზე.არ გავაკეთე,ყველაფერს შევეშვი,რადგან მათთან ვმუშაობდი მეც და იძულებული ვიყავი გავჩუმებულიყავი.დამემუქრნენ,იზაბელას სიცოცხლით დამე უქრნენ,მაგრამ ახლა ვერ ვისვენებ,რადგან იმ ღამეს ვერ ვივიწყებ,შეუძლებელია დაივიწყო მალიბუს შეშინებული ცრემლით სავსე შავი თვალები და ცეცხლში გახვეული სახლი.
-დედა მაღაზიაში ჩავალ და მალე ამოვალ.
-სად მიდიხარ ამ დროს,მე წავალ მალიბუ.
-არა,მე რაც მინდა შენ ვერ მომიტან მას.
-რატომ, დებილი ვარ მარკეტში მისვლამდე დამავიწყდეს რასაც მეტყვი?
-ნუკოლოზ საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები.უთხრა მალიბუმ გაბრაზებულმა და კარი გამოაღო.
-ნიკოლოზ შეეშვი,იქნებ ისეთი რამ უნდა შენ ვერ გეტყვის.
-გასაგებია.თქვა და კარი გააღო და მალიბუს გასძახა.
-არ დააგვიანო მალიბუ.
-არა,მალე დავბრუნდები.ერთი საათი გავიდა და მალიბუ არ დაბრუნდა,აწრიალდა ნიკა და ალექსანდრე,იზაბელაც თითქმის ატირდა.
-რატომ არ გაყევი,სად წავიდა.ფეხზე წამოდგა ნიკა რომ კარი გაიღო და მალიბუ შეშინებული,სახეწაშლილი დაბრუნდა სახლში.
-რა მოგივიდა,რა მოხდა.შეეშინდა,ხელი მოკიდა და მისაღებში გაიყვანა,წყალიც მიუტანა და გვერდით დაუჯდა.
-ტელეფონი სად გაქვს,გირეკავდი. ნიკუშ იცი როგორ შემეშინდა?
-ტელეფონი? ოთახშია,მაპატიე საყვარელო.ასე ძალიან რატომ შეგეშინდა,რამე მოხდა მარკეტში?
-მარკერტიდან რომ გამოვედი იქ მეორე ქუჩაზე სიბნელე რომ არის ჩხუბობდნენ, მგონი ვიღაც მოკლეს.
-მერე?
-მერე მიატოვეს და წავიდნენ.
-იცი რომ ნამდვილად მოკლეს?
-ვიცი რაც გაიფიქრე,ეს მეც გავიფიქრე და რომ წავიდნენ მივედი ახლოს,მაგრამ დამაგვიანდა.ორჯერ ესროლეს,მკვდარია საცოდავი.
-ღმერთო რა ქვეყანაში ვცხოვრობთ,წიწილებივით ხოცავენ ხალხს გზაში.შენ ამ ყველაფერს უყურებდი? რომ დაენახე ვინმეს ხლა აქ იქნებოდი შვილო? ატირდა იზაბელა და მალიბუს მოეფერა.
-ფრთხილად მივედი,მათგან მესამე მანქანას ვიყავი ამოფარებული ვერ შემხედავდნენ,შავი ჯიპით იყვნენ,მაგრამ მარკა არ შემიხედია.
-მათ შეხედე სახეზე ვინ იყვნენ.მალიბუ ჩაფიქრდა,შემდეგ ნიკუშას შეხედა და დაბნეულად უთხრა.
-არა,სიბნელე იყო და სახეები ვერ გავარჩიე.
-ნამდვილად?
-ნამდვილად,არ ვიცი ვინ იყვნენ.
-არ მჯერა შენი,მაგრამ რადგან არ ამბობ ვფიქრობ რაც ჩაიფიქრე კარგად გაქვს გათვლილი ყველა ნაბიჯი,კარგად იცი რასაც შეეჭიდები,მაგრამ მარტო არ ხარ,შენთან ერთად ჩვენც ვართ მეც და ალექსანდრეც.გესმის ჩემი?
-მესმის,მაგრამ მე.............მალიბუ ალექსანდრეს მტკიცე ხმამ გააჩუმა.
-მალიბუ მე ყოველთვის დაგიცავ შვილო,მაგრამ გთხოვ ყველაფერი კარგად გათვალო და კარგად დარწმუნდე შენს გადაწყვეტილებაში.ყველა დეტალი ათასჯერ გაზომე,გველივით გონიერი უნდა იყო ყველა საქმეში და მტრედივით უმანკო ყველას თვალში.სიძულვილს არასოდეს მოაქვს ადამიანისათვის სიკეთე,არც ზიზღს.ზიზღი და სიძულვილი,იცოდე ეს ორი გრძნობა თუ შენში გამეფდა ცხოვრებას ვერ მოერგები,ვერ მიიღებ სწორ გადაწყვეტილებებს,მხოლოდ გაგანადგურებს მათთან ერთად ცხოვრება და დამარცხდები,მარტო დარჩები.საქმეს მშვიდად და დაწყნარებულად უნდა მიყვე,ენერგიაც მეტი გექნება და მხარდაჭერაც.სხვასთან ერთად შენი სიბრაზე არასოდეს არ უნდა გამოხატო,ეს ისე უნდა დამალო,რომ ვერავინ შეგამჩნიოს.დამპირდი რომ შემდეგში,უფრო დაკვირვებული იქნები და უფრო ფრთხილი.მალიბუმ ალექსანდრეს შეხედა,ვერ გაუძლო მის თვალებს თავი დახარა და უთხრა.
-გპირდებით ორივეს,რომ თქვენს გარეშე არაფერს არ გავაკეთებ.
-კარგი,წადი ახლა დაღლილი ხარ.მალიბუ წავიდა,ალექსანდრე და ნიკა კი კიდევ დიდხანს საუბრობდნენ.თავის ოთახში ასულმა საღამურები ჩაიცვა და დაწვა,დაღლილს და ნანერვიულებს მალე ჩაეძინა,დილით კი წვიმის ხმამ გააღვიძა და ხასიათი გაუფუჭდა,მაგრამ იზაბელას ოთახში შესვლამ და მისმა ერთმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა.
-ადექი.იზაბელა კარგი მეგობრული დედაა,მაგრამ ის მკაცრია,მისი გამოხედვა მალიბუსთვის 26 წლის ასაკშიც კი საკმარისია გააკეთოს ისე როგორც ის ითხოვს,იზაბელა თვალებით ესაუბრება შვილებს როცა გაბრაზებულია და ამ დროს სრული სიწყნარე და სიჩუმეა სახლში.მალიბუ ადგა,გაახსენდა რომ დღეს რიხვაძეებთან უნდა მივიდეს სახლში,იამ იქ დაიბარა მისულიყო,საათს შეხედა და მშვიდად ადგა.მოემზადა,ისაუზმა,დედას დაემშვიდობა და წავიდა.რაღაცნაირი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ელოდა,მაგრამ ვის.ჯიბეებში ხელებჩაწყობილი აუჩქარებლად შევიდა დიდ უზარმაზარ ეზოში და სახლისაკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკს გაუყვა,კარი ღიად დახვდა რამოდენიმეჯერ დაიძახა და არავინ არ გამოეხმაურა,ბოლოს შევიდა და მისაღები ცარიელი იყო,სახლში სიჩუმე იდგა.თვალი ერთ-ერთი ოთახის კარს დაადგა და ისიც იქით წავიდა,გაუმართლა რასაც ეძებდა სწორედ იქ მოხვდა,ეს გაგას სამუშაო კაბინეტი იყო.სასწრაფოდ გადაათვალიერა რაც უნდოდა,რამდენიმე მნიშვნელოვან ქაღალდს სურათიც გადაუღო და გავიდა,მაგრამ რომ ეგონა გადარჩა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა,მოულოდნელად უცხო ხმამ შეაჩერა.
-ვინ ხართ,აქ რას ეძებთ,კაბინეტში რა გინდათ.მალიბუ გაშეშდა,წარსულის კადრებმა გაიელვა მასში წუთიერად.,,ეს ხმა,საიდან ეცნობა ეს ხმა''. მაგრამ მშვიდად შებრუნდა და შეხედა მის წინ უცხო მამაკაცის ბრაზმორეულ სახეს.
-ბოდიში,შემეშალა.
-მიღებულია თქვენი ბოდიში,მაგრამ ვინ ხართ.
-მალიბუ არჯევანიძე.
-არაფერს მეუბნება ეს სახელი და გვარი,კარგი აქ რა გინდა,ვისთან ხარ.
-მე თქვენს კომპანიაში ვმუშაობ,დღეს აქ დამიბარა ქალბატონმა იამ და რადგან სახლს არ ვიცნობ,შეცდომით შევაღე ეს კარი გასასვლელს ველოდი,არ ვიცოდი საით და როგორ მომეძებნა გასასვლელი.
-იამ აგიყვანსა სამსახურში?
-დიახ,ქალბატონმა იამ და ბატონმა გაგამ.
-აქეთ წადი,ის კარი გააღე და იას იქ ნახავ.
-მადლობა.მალიბუ წავიდა,მაგრამ მამაკაცმა შეაჩერა.
-როდიდან მუშაობ კომპანიაში,რამდენი თვეა.
-თვე არ არის,დღეს მეორე დღე არის ბატონო,ჯერ საცდელი ვადით ვარ.
-ისეთი შეგრძნება მაქვს,სადღაც მყავხარ ნანახი.
-მე პირველად გხედავთ,არ ვიცი.
-კარგი,წადი და შემდეგში შეცდომა არ გეპატიებათ,ფრთხილად იყავით.
-გასაგებია.მალიბუ გაეცალა თუ არა მამაკას ღრმად ამოისუნთქა,გულზე ხელი დაიდო და მის დამშვიდებას შეეცადა,ცოტა რომ დამშვოდდა და სუნთქვაც დაუმშვიდდა იას კაბინეტისკენ წავიდა,მაგრამ მოულოდნელად იქვე კიბეს ამოეფარა და შიშისგან ცახცახებდა.
-მკვლელობა ვარკეთილში,მოკლულია 60 წლის გვენეტაძე არჩილი.მოკლულს მანქანის საბარგულში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა........................
-ზვიადიიიიიიიიიი.გაისმა გაგას სიბრაზით სავსე ხმა და მალიბუს შეეშინდა,იქვე ამოეფარა კიბეს.
-აქ ვარ,რა მოხდა.
-კიდევ არ ეშვები სისულეებს?
-მითხარი რაც გინდა და როგორც გინდა გააკეთე,შეუძლებელიც კი უნდა შეძლოო და მეც გავაკეთე.
-ვინ ხარ შენ,ფსიხოპატი? გსიამოვნებს ადამიანების წვალება და კვლა?
-არ მომიკლავს,გაგა გავაფრთხილე და ისე დავტოვე.
-გინდა დამაჯერო შენი ტყუილებით?
-არ მომიკლავს გეფიცები,მე ცოცხალი დავტოვე.
-ნუ უარყოფ,უნდა ვიცოდე შენ თუ გააკეთე.
-გაგა არ მომიკლავს,როგორ დაგაჯერო.
-ზვიადი ვიღაცამ დაგინახა რომ ცემე ის ადამიანი და შანსი გამოიყენა,მან დრო იპოვა და ის მოკლა.
-მე არ მომიკლავს,დამიჯერე.
-ალიფი გვჭირდება,ალიფი რომელიც იქნება დამაჯერებელი.მალიბუ კანკალებდა,თრთოდა არა მოსმენილისგან,არამედ არ დაენახა რომელიმეს იქ რომ იყო,როგორც იქნა ხმაური შეწყდა და მან აკანკალებული ხელით ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა.
-მობრძანდით.
-დილა მშვიდობის ქალბატონო ია.
-მალიბუ მოხვედი? დაგაგვიანდა.
-ვიცი,ეს სახლი ისეთი დიდია ნახევარი საათია თქვენს კაბინეტს დავეძებ,თითქმის ამ სართულზე ყველა ოთახის კარი გავაღე.იას გაეცინა და უთხრა.
-გეთანხმები,დიდი სახლია და ჩემი ოთახი კი სახლის ამ მხარეს არის,რადგან ხმაური ვერ აღწევს აქამდე და მშვიდად ვმუშაობ.მოდი,დაჯექი ბევრი სამუშაო გვაქვს.ია და მალიბუ უკვე მუშაობდნენ,რომ ზვიადიმ გაგას შეაკითხა კაბინეტში და უთხრა.
-კომპანიაში ახალი გოგო აიყვანეთ?
-ავიყვანეთ,შენ საიდან იცი.შეხედა გაგამ.
-ცოტა ხნის წინ,ამ კაბინეტიდან გამოვიდა და გამიკვირდა.
-შეუძლებელია.გაუკვირდა გაგას.
-კარგი გოგოა,მომეწონა.გაგამ მრისხანედ შეხედა და უთხრა.
-გაფრთხილებ,გესმის? გაფრთხილებ,რომ მალიბუსგან თავი შორს დაიჭირო და ახლოს არ მიუახლოვდე.
-კარგი,კარგი რამ გაგაგიჟა.მალიბუ გვიან დაბრუნდა სახლში,მაგრამ ამჯერად ტაქსით.სახლის კარს გასაღები მოარგო და წუთიერად გაითიშა,ზვიადის სიტყვები გაახსენდა,შეეშინდა და მთელ სხეულში სიცივემ დაუარა.კარის ხმაზე ნიკა შეეგება,მაგრამ მალიბუმ შეხედა თუ არა ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-არ შემეკითხო არაფერი,გთხოვ.
-რატომ რა დაგემართა.
-ცუდად ვარ,დღეს მთელი დღე ცუდად ვარ.
-ჩემო პატარავ,რა გჭირს მითხარი.
-არ ვიცი,მხოლოდ ის ვიცი რომ თქვენი დაკარგვა არ მინდა.
-არ დაგვკარგავ საყვარელო,ეს ასე ძალიან რატომ განერვიულებს.გადაიღალე,ახლა დაიწყე იმ ხალხთან მუშაობა და ასე ძალიან იღლები.
-მალიბუ ჩვენთან იმუშავე და ასე დატვირთული არ იქნები.
-დღეს მძიმე დღე მქონდა,გაგას ძმას ზვიადის შევხვდი და ისეთი გრძნობა დამრჩა რომ ის იყო იმ ღამით ჩვენს სახლში,მან გააუპატიურა დედა და მერე სადღაც წაიყვანა,მამა კი მან მოკლა.
-მალიბუ შენ 4 წლის იყავი,მართლა ყველაფერი გახსოვს იმ ღამიდან?
-არ მახსოვდა,სულ რამდენიმე თვეა რაც ვიტანჯები და ღამით საშინელ კადრებს ვხედავდი ძილში.ერთ დღეს მოულოდნელად ქუჩაში ნიღბიანი მამაკაცი დავინახე და სწორედ იმ ნიღაბით აღვიდგინე ნელა-ნელა მივიწყებული კადრები.გამახსენდა,რომ ორი ნიღბით იყო,ერთი უნიღბოდ,ამიტომ აღვიდგინე მისი სახე კარგად.
-ადექი,წამოდი დაისვენე.დედა და მამა არ არიან სახლში, ჩვენ კი დილით ვისაუბროთ უფრო კარგად და გარკვევით.მოიცადე,არაფერს არ შეჭამ? წყალი გადაივლე,დაღლილობა მოგეხსნება და უკეთ იგრძნობ თავს,მე მაგიდას გავშლი და ერთად ვივახშმოთ.მალიბუ წავიდა,წყალი გადაივლო და დაღლილობა მართლა მოუხსნა ცხელმა წყალმა,ნიკამ კი ალექსანდრეს დაურეკა.
-ნიკოლოზ რა ხდება,მალიბუ არ მოვიდა?
-მოვიდა,მას ახსოვს,ყველაფერი ახსოვს მამა.
-ვიცი,ჩენს კაბინეტში შედი და იქ უჯრაში ვიდეო-კამერა დევს,ის დამალე ჩემს მოსვლამდე არ ნახოს,იმ ღამის თითოეული დეტალი იმ კამერაშია აღწერილი,მე კი ისე ვჩქარობდი იმ უჯრის დაკეტვა დამავიწყდა,გასაღები შენ შეინახე.
-კარგი,დავკეტავ რომ დაიძინებს.
-მოვედი,შენ მართალი იყავი,წყალმა დაღლილობა მომიხსნა მაგრამ მომშივდა.
-მოდი,დედამ ყველაფერი დაგვიტოვა მზად.
-ნიკუშ იზაბელას და ალექსანდრეს რატომ ეძახი დედას და მამას,მე ვიცი რომ ისინი შენი მშობლები არ არიან ისე როგორც ჩემი.
-შენ რატომ ეძახი,მეც ვიცი რომ ისინი შენი მშობლები არ არიან.მე ამ ორმა ადამიანმა გამზარდა,მალიბუ მათმა მიპატრონეს და სასწავლებლად საზღვარგარეთ გამიშვეს სადაც უამრავი წლები გავატარე.
-მეც არ შემიძლია სხვაგვარად შევხედო ამ საოცრად კარგ ადამიანებს.
-მალიბუ მე და შენ ერთი მიზანი გვაქვს.
-რა მიზანი,რაზე ამბობ.
-როგორც შენ,მეც მინდა რუხვაძეების განადგურება.მეც მისი მტრებიდან ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ვარ,ისე როგორც შენ.
-მაშინ ერთად ვითანამშრომლოთ.
-არ ვარ წინააღმდეგი,ვითანამშრომლოთ და ერთი გეგმით ვითამაშოთ.რას იზამ,თანახმა ხარ?
-თანახმა ვარ.
-შესაძლოა მოვლენებიც შეიცვალოს ჩვენს შორის,მზად ხარ?
-რა მოვლენებს გულისხმობ.
-გეტყვი,მაგრამ ახლა არა,იცოდე თუ ეს ნაბიჯი გადავდგი ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იქნება.
-კარგი,მე თანახმა ვარ და რასაც გავიგებ ყველაფერს მოგიყვები.უნდა დავიძინო ახლა ძალიან დაღლილი ვარ.
-დაისვენე,მაგიდას მე მივხედავ.მალიბუს შუბლზე აკოცა და გაუშვა თავად კი რამდენიმე წუთი ჩაფიქრებული იჯდა,შემდეგ მაგიდა მიალაგა და თავადაც დაწვა.დილიდან ცუდ ხასიათზე ადგა,უხმოდ დადიოდა და თითქოს უნდოდა ყველასათვის შეუმჩნეველი ყოფილიყო.თავის გონებაში ალაგებდა დღის გეგმებს,მაგრამ ეს მისი დაწყობილი აზრები ტელეფონზე უცხო ნომერმა გაუფანტა.
-გისმენთ.
-მალიბუ არჯევანიძეს ვესაუბრები?
-დიახ მე ვარ,ვინ ბრძანდებით.
-უნდა შეგხვდე,რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა.
-არ გიცნობ ვინ ხართ და ამიტომ არც მოვალ.
-მალიბუ ეს შენს წარსულს ეხება.შეკრთა,ცრემლი მოაწვა ყელში,მაგრამ თავის გაკონტროლება შეძლო.
-სად მოვიდე.
-მოგწერ მისამართს.ჩაიცვა და სახლიდან გავიდა,მისამართიც მიიღო და წავიდა.დიდი შენობა იყო ორ სართულიანი,ასევე კეთილმოწყობილი უზარმაზარი ეზო ჰქონდა სახლს.უეცრად გონება გაუნათდა და გაახსენდა,იცნობდა ამ სახლს,ამ კიბეებს,აქ ხომ ალექსანდრემ მოიყვანა პატარა რომ იყო.ხელი-ხელ ჩაკიდებულმა შეიყვანა შენობაში და უთხრა.
-საყვარელო დროებით აქ იცხოვრებ.
-აქ უნდა დამტოვო?
-გპირდები,რომ დროებით დაგტოვებ და სულ მალე წაგიყვან აქედან.
-მართლა წამიყვან, და აქ არ დამტოვებ.
-მართლა წაგიყვან,რამდენიმე დღეში მოვალ ჩემო პატარავ.
-მოხვედი შვილო? მალიბუს წინ ასაკოვანი ქალბატონი იდგა.
-მოვედი,გისმენთ რა უნდა მითხრათ ჩემს წარსულზე.
-აქ რომ მოგიყვანეს წითელი საპატარძლო კაბა გეცვა,მე მომეკედლე და მაშინ მალიბუ არ იყო შენი სახელი.
-რა მქვიოდა,ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი იცი?
-ვიცი შვილო,ანამარია გქვია და გვარი შები ბიბილურია,ანამარია ბიბილური.ნუ იხედები უკან წარსულში,წინ წადი რადგან დიდი მომავალი გაქვს.
-მე საუკეთესო მშობლები მყავს,ეს ყველაფერი ვიცოდი,ვიფიქრე უფრო მნიშვნელოვან რამეს მეტყოდით.
-იცოდი?
-დიახ,სკოლა რომ დავამთავრე ჩემმა აღმზრდლებმა სიმართლე მითხრა.უკან დაბრუნდა,მაგრამ ყურებში იმ ქალის სიტყვები ესმოდა შენ ანამარია ბიბილური ხარ და არა მალიბუ არჯევანიძე.
-გავიგებ,ყველაფერს გავარკვევ.ვიცი რომ ჩემი ნამდვილი ვინაობის მიღმა დიდი საიდუმლო იმალება,ისიც ვიცი,რომ ზვიად რუხვაძე ყველაფერზე პასუხს აგებს.დედაჩემი ცოცხალია,ვგრძნობ რომ ცოცხალია და ვფიცავ ყველა მწარედ აგებს პასუხს თითოეული ჩემი დაღვრილი ცრემლისთვის.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან გამიხარდა რომ დავინახე შენი ისტორია.საინტერესო ჩანს
ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia miako 15
ძალიან გამიხარდა რომ დავინახე შენი ისტორია.საინტერესო ჩანს
ველი შემდეგ თავს

heart_eyes შენ როგორც ყოველთვს პირველი ხარ,გაიხარე ჩემო კარგო შევეცდები ხვალ დავდო. kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი mia miako 15

გამიხარდა რომ დავინახე.წარმატებები????????❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent