სამიზნე || (თავი 4)
-გავგიჟდი, ასეთი ცარიელი გვერდები როგორ აქვთ, თავიანთი ფოტოებიც არ უდევთ_დაღლილი თვალები მოისრისა ელენემ და ოთახში განმარტოებულ შვილებს მიაყურადა. -ეგ აქვთ ერთი საერთო,....... მოიცა ეს რა არის?_წინ წამოიწია უცებ ნანო და მუხლებზე დადებული ლეპტოპის ეკრანს ჩააკვირდა. - ესენი ნახე_ელენეს მიუბრუნა და ეკრანზე სასურველი პუნქტი თითით აჩვენა -შენც იგივეს ხედავ? -გრანდ პალასში? საიდან მეცნობა? ჯანდაბაა, ყიფიანის შეყვარებული მუშაობდა მიმტანად_ტაში შემოკრა ელენემ და შემოსულ ნათიას გახედა. -ქუთაისი და საცობი პირველად ვნახე_ხვნეშით დაეშვა დივანზე. -ჯაბა? -ბავშვი მოყავს, აი შემოვიდნენ. -ჯაბა, ჩვენს ოთახში შიყვანე, იქაა ბავშვთა კუთხე, ელენეს ბიჭები უფროსები იქნებიან_სიცილით მიუთითა კარზე. -თქვენ არ აპირებთ?_სხვათაშორის კითხა ელენემ და ისევ ლეპტოპს ჩააჩერდა. -არ ვიცი, არმგონია, ანდრიას ვიცი ძალიან უნდა, მაგრამ მე ჯერ თავს ვიკავებ, თვეში ორი დღე ვარ სახლში, რომელ შვილზეა ლაპარაკი_დაწეპებულ ფრჩხილებს დააკვირდა ნანო. -დაგინახე ლიზას როგორ უყურებდი, ჩვენთან დასამალი არაფერი გაქვს, ეჭვიანობისგან ლამის გასკდი და დამიჯერე არც ისე ტყუილა, რამდენჯერმე მეც კი შევესწარი სახლიდან წამოყებული კერძით რომ გაუმასპინძლდა, მის გენერალზე შეყვარებულია და მისთვის იბრძვის, ანდრია კი რომ შეცდეს ვერაფერს ეტყვი, მას ცოლი უნდა და არა თვეში ორჯერ შემხვედრი მდგმური, რომელთანაც დალაპარაკება კიარა სე*სიც არ აქვს. კაცები ასე არიან მოწყობილები ნანო, ყველამ ვიცით ანდრიას როგორ უყვარხარ, მაგრამ ყველა სიყვარულს აქვს საზღვარი, უნდა გადაწყვიტო შენთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია თუ სამსახურის, რომლის პოვნაც აქაც შეიძლება_თანაგრძნობით გაუღიმა ნანოს და ფიქრის საშუალება მისცა. -რომ მითხრეს ანდრია გეძებთო არც კი დავიჯერე, ასე უნდა დაკარგვა?_ღიმილით გადაეხვია დაჩი -რა ვქნა დაჩი, მართალი ხარ, ვერც გეპასუხები_ხელები გაშალა ანდრიამ. -ესეიგი საქმე რომ არა არც მოხვიდოდი არა? -გკითხო ახლა საიდან მიხვდი საქმე რომ მაქვსთქო?_გაეცინა ანდრიას. -ხომ გითხარი სხვანაირად არ გახსენდებითქო, თან სამუშაო დღეს, შუა დღეს და ყიფიანით. სერიოზულია? ოფისს გარეთ ვისაუბროთ? -მემგონი აჯობებს_მოუთმენლად დაუქნია დავითმა თავი და კარებთან მისვლაშიც დაწინაურდა. -ცოლი მოიყვანე ბიჭო? -არა_გაიკვირვა ყიფიანმა. -აბა შეყვარებული გადაუმალეს სადმე?_ წარბები აეწია დაჩის და ანდრიას გადახედა. -აუ ძურად, აი მაგას მაინც საიდან მიხვდი?_დერეფანში შეაჩერა ყიფიანმა და წინ გადაუდგა. -სპეცრაზმელი სნაიპერი ხარ, ის თვე ნახევარი რაც ერთად ვიმუშვეთ თუ სადმე მივიდოდით სულ ჩუმი, დინჯი და ფანჯარასთან მდგომი იყავი, ფანჯრების ჩამსხვრევაც შენ შეგვატყობინე, ახლა კიდე ორი წუთი იყავით ოთახში და სამჯერ მოასწარი ფეხზე წამოვარდნა, ოთახზე კრუგის დარტყმა და არც კი მიახლოებიხარ ფანჯარას, სიტუაცია რომ დაგეზვერა, ფაქტია შეყვარებული ხარ, ცოლი არაო, ანუ შეყვარებული_მხრები აიჩეჩა დაჩიმ. -მოხარული ვარ გიცნობდეთ, შერლოკ_თეატრალურად ჩამოართვა ხელი ყიფიანმა და ცოტა გამხიარულებულებმა დატოვეს შენობა. -სად არიან ამდენ ხანს_ბოლთას სცემდა ნათია და ვერ ისვენებდა. -თავბრუ დამეხვა_ძალით დასვა ჯაბამ დივანზე და კარებიც გაიღო. -მოვედით, ასეთი რა ხდება?_მაშინვე მოსაცმლის გახდას შეუდგა ანდრია და დაჩი გამოატარა. ნაცნობ უფროს გამომძიებელს ყველა სიხარულით შეეგება და ყავა შეთავაზეს. -ნანო სად არის?_ცოლი მოიკითხა ანდრიამ. -ბავშვებთანაა ოთახში ვეთამაშებიო. -არც მაქვს ამდენი თერმომეტრი ერთად_აღშფოთებით გაშალა ხელები კაცმა -სულ გაგიჟდით? ფანჯრიდან არ გადაყაროს. -ვაპირებდი, უბრალოდ შენ მოგვისწარი_ლამის ენა გამოუყო ქმარს და დაჩი გადაკოცნა. -ჰე აბა, რა ხდება? ელენეს გადახედა ანდრიამ. -მოკლედ, ინტერნეტში ბევრი არაფერი იყო, უკვე დანებებას ვაპირებდით ყველაზე საინტერესო რამ ვიპოვეთ, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე თხუთმეტივე მსხვერპლი ერთ დროს, ერთ ადგილას, უფრო მეტიც ერთად იყვნენ რესტორანში, და აბა თუ გამოიცნობთ რომელშიი? -გრანდ პალასში_ფანჯრიდან ჩამოხტა ყიფიანი და თვალები აუციმციმდა. -სწორია და აბა თუ გამოიცნობთ იმ საღამოს ვინ მუშაობდა? -რა თქმა უნდა ნენე_ისევ დაასწრო სხვებს დავითმა. -თქვენ მოიგეთ ფენი_ფეხი ფეხზე გადაიდო ელენემ და ტაში შემოკრა. -მადლობთ, ხუჭუჭა თმას დავისწორებ, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ახლა? -დაჩის ვიდეოებს გადავცემთ და ვნახოთ რას იპოვის, ჩვენ კი ამასობაში მოპოვებულ ინფორმაციას ჩავუჯდებით, დავინაწილოთ, სახლში გატნევით_ჯაბას დაღებულ პირზე უპასუხა ანდრიამ და ყუთებათ მიაწოდა ბიჭებს. -რამდენი საათია? _კამერებს გადახედა დაჩიმ. -მთელ ღამეს თუ იმყოფინებ მადლობელი ვიქნებით_მოწყენილად გახედა ყიფიანმა. -კარგი, მაშინ სახლში წავიღებ, ლილიაც დამეხმარება, დამიჯერეთ არაფერი გამორჩება_გაეღიმა ცოლის გახსენებაზე და დისკები წამოკრიფა მაგიდიდან. მარტო დარჩენილ ცოლ-ქმარს შორის ისეთი უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს მთელი თვე სხვებს არ ენახათ ერთმანეთი. -ლიზასთან რამე ხდება?_ოთახი გაკვეთა ნანოს სუსხიანმა ხმამ. -ვერ გავიგე?_ისე მოუბრუნა კითხვა ანდრიამ თთქოს შანს აძლევდა შეკითხვა შეეცვალა. -ცოლივით რატომ გექცევა? -იქნებ იმიტომ, რომ ნამდვილი არ მყავს?_ფეხზე წამოდგა კაცი. -ა, ანუ ახლა აღარც გყავს?_იგივე გააკეთა ნანომაც. -და სადმე ხედავ? ბოლოს ქმარი როდის ნახე? როდის მოეფერე? როდის იზრუნე მასზე? ბოლოს როდის უთხარი რომ გიყვარს? როდის კითხე როგორ იყო? მითხარი, გახსოვს?_ყვირილზე გადავიდა გენერალი -ანდრია, ეს ჩემი სამ..... -ახლა გაჩერდი, მაგითი არ გინდა თავის გამართლება, ორმა საავადმყოფომ შემოგთავაზა სამსახური, მაგრამ მაინც გაიქეცი, მაინდამაინც ომში უნდა ყოფილიყავი, არც გიკითხავს მე როგორ დღეში ვვარდებოდი აქ ყოველ დაკარგულ კავშირზე, ყოველი ბომბის აფეთქებაზე, ოველი ქართველის დაჭერის ინფორმაციაზე, იმიტომ, რომ შენი თავი პირველ ადგილზე დააყენე, ლიზა კი მთელი წელია გვერდიდან არ მომშორებია, საჭმელსაც კი მიმზადებდა, იმიტომ, რომ იცოდა სულ გარეთ ჭამიდან კუჭის ტკივილები რომ მტანჯავდა, შენ იცოდი? არა, იმიტომ რომ არასდროს გიკითხავს და დიახ, ალბათ მომწონს მისი ყურადღება, გრძნობა, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ვარ, რომ ვიღაც ზრუნავს ჩემზე და ცოლივით არ მტოვებს. რაც შეეხება შენ კითხვაზე პასუხს, არა, მასთან არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ რაც არ უნდა გააკეთო მაინც მიყვარხარ, მაინც მხოლოდ შენ გხედავ და მაინც შენ რჩები ერთადერთ ქალად, ის კი მეგობრად, რომელიც ჩემს მარტოსულობას იზიარებს. იმედია ახლა დამშვიდდი_ წყნარად ჩაილაპარაკა უკანასკნელი სიტყვები და კარის გამოჯახუნებით უკან მოიტოვა ატირებული ცოლი. ღამის 4 საათი იყო და ჯერ კიდევ უამრავი ხალხი ირეოდა არტ-კაფეში. დახლს მიმჯდარი გენერალი მერამდენე ჭიქას სვამდა ვერავინ მოთვლიდა, მაგრამ სასაცილო იყო ის რომ სულაც არ ეკიდებოდა. მაშინვე იგრძნო გვერდით ნაცნობი ადამიანის მიჯდომა და სასმელი მისთვისაც შეუკვეთა. -საიდან მიპოვე? -ამ კაფეში ისეთ ამბები მაქვს დატრიალებული ყველას ვიცნობ, სახლში რომ არ დამხვდი და ტელეფონიც გამორთული გქონდა, ნანოს ხმაზე მივხვდი დასალევად იქნებოდი. ეს კი მესამე ბარი იყო სადაც დავრეკე და გამიმართლა._სიცილით მოსვა მწარე სასმელი დაჩიმ. -რამე მოხდა? -კი, ვიდეოებს გადავხედე, სახლთან უთვალთვალებდნენ, იმ მანქანას მალე მივაგნებთ, მაგრამ ახლა სხვა რამაა მთავარი, გრანდ პალასის კამერებში გარკვევით ჩანს ბიჭი, რომელიც მსხვერპლთა მაგიდას ხელმძღვანელობდა და მანვე დაარიგა მოგვიანებით ყველა სახლებში. -ვიცით ვინ არის? -რა თქმა უნდა, სახელი, გვარი და მისამართი_ფურცელი დახლზე გაუცურა დაჩიმ. -მაშინ რაღას ვუცდით_გაღიმებულმა აიღო ფურცელი ანდრიამ და სკამიდან ჩამოხტა. -ავიყვანოთ და გავიგოთ რა უქნეს იმ საწყალ გოგოს._ ღიღინით ამოაძვრინა ჯიბიდან ტელეფონი და ყიფიანის ნომერი აკრიბა. ------------------------------------- მაპატიეთ ცოტა გადარბენის დროს დაწერილი თავია და იმედია მაინც მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.