შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრეზიდენტის მრჩეველი-პრეზიდენტი თავხედია.(3)


21-02-2019, 18:04
ავტორი vulcan
ნანახია 1 451

ბოლოჯერ უყურებდა ადგილს , რომელშიც ყოველდღე კვდებოდა და თავს კარგავდა .
ადგილს , სადაც 2 წელი , 730 დღე გაატარა.
ციხეს , რომელშიც იკარგებოდა , იქ ყველა მისი ოცნება მოკვდა , ყველა იმედი და პერსპექტივა ქარს გაატანა , რადგან ეშინოდა , რომ რაღაც უფრო დიდთან შეჭიდებას ვერ გაუმკლავდებოდა .
ამ სამსახურმა ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა მის მორალში , მაგრამ იმედოვნებდა , რომ მისი ამოუცნობი შიში კვლავ ამ ტერიტორიასთან არ მოიყვანდა .
ბევრჯერ ფიქრობდა წასვლაზე , აი, ახლა ავდგები, წავალ, განცხადებას დავწერ და წამოვალ , იმას მივყოფ ხელს , რაც მინდაო..
განცხადება არ დაუწერია.
იქ, ჰოლდინგში, ყოველდღე ეგონა , რომ წამოვიდოდა და აღარ მოუწევდა გარემოში ყოფნა , სადაც 24 საათს ატარებდა და ამ საათებში ყველაზე უსარგებლო , უბედურ და საცოდავ ნივთად გრძნობდა თავს .
ფიქრობდა, ასე იმიტომ ვარ , რომ ვერაფრით გავიგე რა ჯანდაბას ველოდები ცხოვრებისგანო , იქნებ ერთხელ მაინც ჩემმა დაწყევლილმა ფეხებმა იქ მიმიყვანოს , სადაც მელოდებიან , სადაც მინდა ყოფნაო .
კომპანიას ქედი მოუხარა და ზუსტად იმ მომენტში მიხვდა , რომ აქ აღარასოდეს დაბრუნდებოდა , არ ჰქონდა მნიშვნელობა სამსახურის გარეშე დარჩებოდა თუ ფულის გარეშე , აქ აღარ დაბრუნდებოდა.

ავტორი

-კარგია , რომ წამოხვედი , იქაურობამ ბოლომდე გაგწურა , დაო.
გაღრეჭილი ტატერინა ყბაში ლარიან შოკოლადებს იქანებდა და კატოსაც სთავაზობდა , მაგრამ რათქმაუნდა პასუხად უარს იღებდა , ზედმეტად არ ენდობოდა საქართველოში დამზადებულ 99 თეთრიან ნივთიერებას , რომელსაც ნავთის გემო ჰქონდა .
-ისე , საერთოდ , რომ შევწყვიტო მუშაობა ? ვიყიდოთ ხოლმე ეს ლარიანი შიკალადკა , გამოვწუროთ ნავთი და გავყიდოთ , რა გგონია სპარსელებს საიდან აქვთ ფული ?
როგორც ქერებს შეეფერებათ ტატიანასაც გულწრფელმა , მომხიბვლელმა , მაგრამ სულელურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-მართლა მაქედან აქვთ ფული ?
კატო უკვე ფიქრობდა დამაძინებელს ჩავუყრი სანამ გადამრევსო , მაგრამ ალბათ პრეზიდენტმა იგრძნო და სწორად იმ მომენტში გადაარჩინა ტატა.
კატერინამ წარბაწეულმა დახედა ტელეფონს , მეორე დღეს უნდა დაეწყო მუშაობა და არ ელოდა თუ რამე პრობლემასთან შეჭიდება მოუწევდა.
იფიქრა იქით გავალ ტატამ რამე არ წამოიყვიროს და არ შემარცხვინოს სულო , მაგრამ სანამ მოიფიქრებდა ადგომას მანამდე ტატამ მოასწრო და ტელეფონს უპასუხა , რომელიც ეგრევე კატოს შეაჩეჩა.
-გისმენთ ბატონო ალექს..გოგრიჭ..გისმენთ ბატონო პრეზიდენტო !
თან ტატას უყურებდა , რომელიც სპეციალურად ეუბნებოდა , რომ ალექსანდრე ან გოგრიჭიანი დაეძახა , რადგან ზედმეტად "ფანობდა" კატოსა და ალექსანდრეს წყვილის პერსპექტივას , თუმცა
-გამარჯობა , იმიტომ დაგირეკე , რომ მეთქვა..
-სამსახურთან დაკავშირებითაა რამე ?
ეს ტატამ თქვა , მაგრამ ალექსანდრემ ხმა რათქმაუნდა ვერ გაარჩია , მითუმეტეს ტელეფონში.
სამაგიეროდ კატომ იმხელა ხმაზე მისცხო გვერდებში ტატას ხელი , რომ მთელი სამეზობლო შემოვარდა კინაღამ.
-არა ტატერინა, მოვენატრე და მირეკავს !
გაავებულმა კატომ ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა და ცალკე გასვლა დააპირა , მაგრამ ტატამ ფეხი დაუდო და ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნა .
-ხო, იმის თქმას ვაპირებდი , რომ გადავიფიქრე.
ალექსანდრემ იფიქრა ინტრიგას შევიტან ცოტა , ვნახოთ როგორ შეხვდება ამ ამბავსო და თითქმის დარწმუნებული იმაში , რომ კატო წიკვინს დაიწყებდა ტელეფონი ყურისგან მოშორებით გასწია.
-კარგი , არ არის პრობლემა .
ალექსანდრემ ტელეფონი ყურთან მიიტანა და მთელი ძალით მიიჭირა რატომ არ კივისო .
-ჰო , იმას გეუბნებოდი გადავიფიქრე , ხვალიდან არ დაიწყებ მუშაობას . გუშინ მგონი გითხარი ინგლისში მივდივარ-თქო..პირდაპირ შეხვედრაზე წამოხვალ ჩემთან ერთად .
დაბნეულმა კატომ თავი ვერ მოაბა პასუხს , ვერ მივხდა პრეზიდენტმა კითხვით მიმართა წასვლაზე თუ ბრძანებით ამიტომ დაფიქრება ჭირდებოდა.
აი , სამაგიეროდ ტატა არასოდეს ფიქრობდა !
პირდაპირ აჯახა პრეზიდენტს რა პრობლემაა , აეროპორტში შევხვდებით , დეტალები მომწერეთო , დაემშვიდობა და გათიშა .
სახლში ორი გოგონა დარბოდა .
ერთი მეორეს მოსაკლავად მისდევდა და თუ დაიჭერდა აუცილებლად მოკლავდა !

გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე.

ტატას კიდევ ერთხელ ეუბნება რა უნდა გააკეთოს მისარ ყოფნაში.
ამოწმებს პასპორტს, საბუთებს, ტელეფონსა და დამტენს .
ყველაფერი ადგილზეა.
-მომისმინე , სახლი არ გადაწვა. ღამე ვინც არ უნდა დაგიკაკუნოს არ გააღო. თუ ვინმე სახლში შემოგივარდა პოლისჯოხს კართან დადებულს გიტოვებ , რომ უცბადვე ხიო.
უკმაყოფილო ტატერინა ისე იქცეოდა , თითქოს არ უსმენდა კატოს დედა-შვილურ დარიგებას , მაგრამ რეალურად გონებაში ყველაფერს ინიშნავდა , რომ მართლა რამე სტიქიური უბედურება არ მოეხდინა .
-კარგი, დედიკო.
თავიდანვე მკაცრად გააფრთხილა , რომ გაცილებას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა , ბოლოსდაბოლოს პრეზიდენტთან ერთად ინგლისის მეფე-დედოფლის სანახავად მიდიოდა თუ ჯიჰანისტებთან მიფრინავდა ირანში მძიმე რეპორტაჟზე ?!
მაინც ვერაფერი მოუხერხა თავს და ძლიერად ჩაეხუტა ტატერინას , შემდეგ კი გამოძახებულ "ღიპიან-ჭიპიან" ტაქსის მძღოლს მანქანაში ჩაუხტა , თან მისი საეჭვო შესახედაობის გამო ტატა გააფრთხილა , რომ რამე ნომერი იციო.
სულაც არ აღმოჩნდა ტაქსის მძღოლი ცუდი ვინმე.
ძალიან საინტერესო ამბები მოუყვა კატოს ინგლისზე , როდესაც გაიგო , რომ იქ მიდიოდა.
აეროპორტთან მისულმა ტაქსისტმა ინტერესით გადახედა წინ მდგარ უამრავ შავ ტანსაცმლეში გამოწყობილ მამაკაცს , რომლებიც გაყინული გამომეტყველებით ერთ ადგილას იდგნენ, ხოლო შუაში ვიღაც იყო, ფაქტია ვიღაცას იცავდნენ .
-ნეტავ ვინ არის , დადიან ხოლმე მილიარდი დაცვებით, გავიგეთ , რომ ფულიანია !
უკმაყოფილო ტაქსისტი თავისი ბედით ნაწყენი წუწუნებდა და კატოს ისე უსვამდა კითხვებს , თითქოს საქმეში დიდად იყო ჩახედული , მაგრამ დიახ, ამჯერად კატომ ძალიან კარგად იცოდა ვის იცავდნენ დაცვები.
-პრეზიდენტია.
გულწრფელად გაუღიმა კატომ ტაქსისტს , ფული მისცა და გაოცებული ტაქსისტის მზერა არ შეიმჩნია , როდესაც პრეზიდენტისკენ დაიწყო სვლა.
დაცვებმა რათქმაუნდა შეაჩერეს.
-იცით ქალბატონო, ალბათ ხვდებით , რომ ბატონ პრეზიდენტთან ვერ მიგიშვებთ, ჩვენ აქ სწორედ იმიტომ ვართ , რომ დავიცვათ იგი ხალხისგან ..
ამაყად ლაპარაკობდა ერთ-ერთი გიგანტი დაცვა და ზემოდან უყურებდა კატოს , რომელიც ლამის კოჭებამდე წვდებოდა.
ალექსანდრემ დაინახა თუ არა შექმნილი ვითარება რა დავაშავეო საკუთარ თავს ჰკითხა და დაცვისკენ გაიწია.
-შემოუშვი , ჰგავს ახლა ეს მკვლელს ? -ღიმილით გადახედა ამ აყლაყუდა ხალხს შორის მოქცეულ ციცქნა კატოს და ისევ დაცვას მიუბრუნდა-ჩემი მრჩეველი გაგიცნია უკვე , ახლა შეგვიძლია წავიდეთ.
კატო გვერდით ამოიყენა და გზა განაგრძო , როდესაც აეროპორტის უკანა მხრისკენ დაიწყეს სვლა კატომ იფიქრა რამე შეთქმულებას ხომ არ მიწყობენო , მერე ისევ უცბად გაეხსნა გონება და მიხვდა , რომ ახლა საერთაშორისო მკვლელთან კი არა , არამედ პრეზიდენტთან ერთად იდგა , შესაბამისად საეჭვო ნამდვილად არაფერი იყო.
-რომ გკითხოთ სად მივდივართ-თქო უზრდელობაში ჩამეთვლება ?
პრეზიდენტმა შექმნილი ქაოსის გამო თავი დახარა და კატოს ტუჩებთან ძალიან ახლოს მიიწია , რომ გაეგო რის თქმას ცდილობდა.
-არა , ნუ გავიწყდება , რომ შენ რჩევებს მხოლოდ ოფიციალურ საკითხებში არ მაძლევ, მასე , რომ იყოს ნებისმიერს ავიყვანდი , მაგრამ აქ საქმე პირად ცხოვრებასაც ეხება, რის გამოც აუცილებლად კარგად უნდა გამიცნო და მეც ასევე , რომ შემდეგ რჩევები მომცე.
ახლა კი , კერძო თვითმფრინავამდე ბიჭები მიგვაცილებენ , ვერაფრით დავარწმუნე , რომ უსაფრთხოდ ვარ.
"მართლა ვფიქრობდი , რომ პრეზიდენტი ხალხით გაჭედილი თვითმფრინავით იფრენდა ? "
რათქმაუნდა, არც უფიქრია , რომ ჩვეულებრივი თვითმფრინავით წავიდოდნენ , მაგრამ არც ის უფიქრია კერძოთი წავალთო .
რა მნიშნვნელობა აქვსო , გაიფიქრა და კომფორტულ სავარძელზე თავი დადო.
პრეზიდენტმა დაცვა გააცილა და კატოს გვერდით მშვიდად მოთავსდა.
თვითმფრინავმა მობილიზება დაიწყო და სულ მალე აფრინდებოდა კიდეც.
როგორც ყოველთვის ამ მომენტში კატოს სიამოვნებისგან თვალები ეხუჭებოდა და თავს მუდამ ზღვაზე წარმოიდგენდა, ყურს წყლის ხმა უპობდა და ნეტარი განცდისგან მეცხრე ცაზე ნავარდობდა ხოლმე..
მაგრამ ამ ყველაფერს ახლდა შიშიც, რომელიც ყოველთვის აიძულებდა აფრენა-დაფრენისას რამისთვის ხელი მოეკიდა.
ახლაც თვალები დახუჭა და გონებრივად გაფრინდა , მაგრამ ეს აფრენა სხვებს არ ჰგავდა, ეს უფრო სწრაფი და ბევრად, ბევრად საშიში ჩანდა, ალბათ სწორედ ამიტომ ვერ გაიაზრა როგორ ჩაარჭო პრეზიდენტს ხელზე ფრჩხილები და როგორ შეწყვიტა სუნთქვა ცოტახნით.
ალექსანდრემ თავი შეიკავა ემოციის გამოხატვისგან , რომელიც კანში ღრმად ჩასობილმა ფრჩხილებმა დაუტოვეს და კატოს გრძელ, ქათქათა თითებს დააკვირდა.
სად არ შეხებია ქალის ფრჩხილები, სხეულის ყოველ ნაწილზე , მაგრამ როგორც ჩანს ხელზე ყველაზე მტკივნეულიაო, ფიქრობდა და თვითონვე ეცინებოდა თავის უაზრო ფიქრებზე.
თვითმფრინავმა წონასწორობა დაიჭირა და მშვიდად განაგრძო ფრენა.
კატომ თვალები გაახილა და დააკვირდა ხელებს , რომლებიც იმდენად ღრმად ჰქონდა კანში ჩარჭობილი , ალბათ პრეზიდენტის დაჭრისთვის სამუდამოს მიუსჯიდნენ ან ლინჩის წესით გაასამართლებდნენ.
-ჯერ ახლა გამიცანი და უკვე მკაწრავ ?!
პრეზიდენტს თვალებში "ლუციფერები" უხტოდნენ და ძლივს იკავებდა სიცილს კატოს სახეზე , რომელიც მაშინვე მიხვდა , რომ სიტყვა "კაწრვა" მეტად ორაზროვანი იყო..
-ბოლოს შენნაირი თეთრი ადამიანი ბებიაჩემის გასვენებაში ვნახე.
ალექსანდრე კანის ფერზე აკვირდებოდა გოგოს , რომელსაც სულ ახლახანს შეემჩნია , რომ პრეზიდენტი ძალიან სიმპატიური იყო და ისიც შეამჩნია , რომ მასთან ყოფნის მანძილზე ხშირად მოისმენდა თავხედურ რეპლიკებს , თუმცა ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, აქ მხოლოდ იმიტომ იყო , რომ მუშაობდა და როგორც კი მოუნდებოდა წავიდოდა !
- და ვინ იყო ვინც ის თეთრი ადამიანი ვინც ნახე ?
პრეზიდენტმა ჩაიხითხითა და მოჭუტული თვალებით უპასუხა ბებიაჩემიო.
მიუხედავად იმისა , რომ პრეზიდენტი პრეზიდენტი იყო და კატო კატო, მაინც არ მორიდებია და ხელზე ხელი მიარტყა.
-რა მალე გაშინაურდი, მეთქი მორცხვი გოგოა და გამიჭირდება ამასთან ლაპარაკი ან პირიქით, ავაწითლებ ხოლმე-თქო და შენ ასე მიცრუებ იმედებს ?
-მართლა ფიქრობ , რომ ჩემი გაწითლება, შერცხვენა ან დაბნევა ისეთი მარტივია , რომ ხშირად ამაწითლო და დამაბნიო ხოლმე ?
-როგორ გეტყობა , რომ ჯერ არ მიცნობ,-გამხიარულებულმა პრეზიდენტმა თავისი ბალიში აიღო და კატოს მუხლებზე დადო შემდეგ კი თავი კომფორტულად მოათავსა ზედ.
-ხელს ხომ არ გიშლით ? არა, თქვენ მიშლით და მეთქი მეც ხომ არ გიშლით-თქო.
-ტყუილად ანთხევ შხამს , არც თავს ავწევ და არც შენ ადგები და საერთოდ, რამდენს ლაპარაკობ ? ცოტა დაისვენე !
-ხო , თქვენი თავი , რომ მადევს ზედ ძალიან ვისვენებ , ენით აღუწერელ სიამოვნებას ვიღებ !
-ჰო , სიამოვნებასაც გააჩნია , რამე სხვა სახის სიამოვნებით თუ გინდა დასვენება თქვი, გერიდება ?
კატომ ისეთი თვალებით დახედა პრეზიდენტს , რომელსაც ხელები კატოს ფეხებისთვისაც და ბალიშისთვისაც ერთდროულად შემოეხვია , რომ მზერით მოკვლა , რომ შეიძლებოდეს , გოგრიჭიანი აუცილებლად დაკაწრულ-დასისხლიანებული ეგდებოდა სადმე.

თვითმფრინავი დაჯდა თუ არა , პილოტმა ერთმანეთზე მიძინებული გვრიტები გააღვიძა და აცნობა ინგლისში ვართო.
-რომ არ ეთქვა ინგლისში ვართო თავი პაკისტანში გვეგონა ?
პრეზიდენტი მთქნარებით წამოდგა , პილოტს მადლობა გადაუხადა, თავისი და კატოს ჩანთა გადაიკიდა და თან ანიშნა გაყოლოდა.
გარეთ არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ ორი ახმახი იდგა .
თავისი ჩანთა იმათ მიაჩეჩა , კატოსი თვითონ ჩადო მანქანის საბარგულში და კარი გააღო , რომ კატო შეეტარებინა.
მანქანას ახლა ვერ ვატარებ, მძინავს ნახევრადო განაცხადა და წინ დაცვა დასვა, თვითონ კი კატოსთან ერთად უკან მოთავსდა.
ფეხებზე ხელი მოხვია და ისევ მშვიდად დადო თავი.
კატომ ფართხალი დაიწყო , მაგრამ პრეზიდენტის ბოხმა, ღიმილშეპარულმა ხმამ გააჩერა.
-არ გაბედო განძრევა, თორემ აქ დაგტოვებ იცოდე !
ფართხალი შეწყვიტა და თავი მინას მიადო.
ბოლოს ინგლისში , რომ იყო ძალიან, ძალიან წვიმდა , თვითონ კი როგორც წვიმის ჭეშმარიტი და უაზროდ ერთგული ფანი , ინგლისის ქუჩებს მშვიდად მიუყვებოდა მეგობართან ერთად , წარმოუდგენლად ენატრებოდა ის დრო , რადგან ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ გრძნობდა , რომ იცოდა , რაც უნდოდა, სწორედ მანამდე , სანამ კატასტროფა არ მოხდა.


კატასტროფაში ყველას მეგობრის გარდაცვალება ან ვინმეს სიკვდილი ან ძარცვა ან ათასი რამ შეიძლება გეგონოთ ამიტომ პირდაპირ გეუბნებით მასეთი რამეები არ იფიქროთ, ყველაზე მარტივი ლოგიკისკენ წადით..
რადგანაც თავს ვერ ვუყრი , რომ დიდი თავები ვწერო, პატარებს ვწერ და სამაგიეროდ თითქმის ყოველდღე , როგორც შევძლებ გავზრდი, უბრალოდ ჯერ კიდევ ვცდილობ ჩამოვაყალიბო ის რის გაკეთებასაც ვაპირებ ამ ნაწარმოებში.
მეც კატოსავით ჩამოუყალიბებელი არსება ვარ ამიტომ იმედია გამიგებთ ! მადლობა ყველას , ვინც მამხნევებთ და მეუბნებით , რომ პირველი ისტორიისთვის კარგია, დიდი მადლობა .



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

მოუთმენლდ ველოდები შემდეგ თავს ❤️ პრეზიდენტი მაგარი ტიპი ჩამს :დ

 


№2  offline წევრი დარინა

მე უკვე შეყვარებული ვარ ჩვენს პრეზიდენტზე, მისი სითავხედეც მომწონს, ვნახოთ კატო როგორ გაუმკლავდება ამ ყველაფერს, ალექსანდრეს იმედი მაქვს მიახვედრებს ჩვენს კატოს თუ რა უნდა და რისკენ მიისწრაფვის, რა ვქნა მართლა ძალიან მომწონს წყვილი უხდებიან ერთმანეთს.

 


№3 სტუმარი A

Vau martla momwons istoria. Dzalian pozitiuri da mxiarulia. Ase gaagrdxele radgan satirali da dasagruzi realur cxovrebashic bevria aq ki cota xnit realobas vwydebi da dadebiti ganwyobit vimuxtebi.... Warmatebebi da aba shen ici ar daagviano xolme.

 


№4  offline წევრი Maia G.

მომწონს ძალიან ❤ გელოდები ხვალ ❤❤

 


№5  offline წევრი ანნა ა

ძალიან მომწონს <3 მართალია პირველი ისტორიისთვის კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent