შავი გული (ნაწილი მესამე)
-არვიცი რაგითხრა ჩემო პატარა, ერთი შეხედვით ძლიერი, თავდაჯერებული, პრინციპული გოგო ხარ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი რა სათუთი გული გქონდა, როგორი სუსტი და დაუცველი ხარ სინამდვილეში.. -არგინდა ჩემი შეცოდება, ტკივილმა გამაძლიერა, მე შევძელი მაგრამ ნინიმ ვერ შეძლო, ვერ მოერია, ვერ გაუმკლავდა. ალბათ როგორ დაიტანჯა.ამ მკვლელობის ჩამდენს არგავახარებ ოთო. -იცი რა მოხდა? არვიცი ღირს თუ არა ამის თქმა მაგრამ.. -მითხარი.. -ნინი გაუპატიურებულია, მაგრამ არა ადამიანის სასქესო ორგანოთი, არამედ რაღაც მყარი საგნით..და ყველაზე საეჭვო კი ისაა რომ ქალიშვილობა მაშინ არ დაუკარგავს. -რაა? ეგ მე რატომ არ მითხრა? -განმეორებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო.. -დავდუმდი, ერთიანად ვკანკალებ, სული მეყინება, აზრების კორიანტელი ირევა თავში. შეყვარებული? ხომ შეიძლება მას მოეტყუებია და შეეცდინა?ამ საქმეს ასე არ დავტოვებ..ახლავე წადი ჩაქვში.იმ სკოლაში მიდი სადაც ნინი სწავლობდა, მისი მეგობრები დაკითხე, ზედმიწევნით ჩაიწერე ყველა ის პასუხი რასაც გეტყვიან..ასევე გაარკვიე ვინ არის ანის შეყვარებული, ნინის ყოფილი შეყვარებულიც ნახე და ორივე აქ მომიყვანე დღესვე!ის დაქალი ბათუმელი რატოა? სადგაიცნო?ყველაფერი კარგად გაარკვიე.. არასრულწლოვანი თუა გაითვალისწინე მშობლის თანხმობის გარეშე, ვერ დავკითხავთ და ჩვენებაზე ხელს ვერ მოვაწერიებთ.. -როგორც ვიცი, მისი დაქალი დღეს, დაკითხვაზე დაიბარე.. -კი, ისგოგო სრულწლოვანია. საინტერესოა მათი ურთიერთობა როდის, სად და როგორ დაიწყო.. -ყველაფერს გავარკვევ, არიდარდო დამნაშავე დაისჯება.. -იცი კიდევ რა მაინტერესებს? მისი მობილური სად არის? და კიდევ საავადმყოფოდან მისი ავადმყოფობის ისტორია მომიტანე, ექიმიც დაკითხე და ხმა ჩაიწერე.. -ავადმყოფობის ისტორია რაში გჭირდება? -ერთი ეჭვი მაქვს.. -არ მეტყვი? -ჯერ-ჯერობით არა.. არმინდა ცილი დავწამო სანამ მტკიცებულება არ მექნება.. -მეც ვხვდები დაახლოებით..ყოველთვის მაგიჟებდა შენი ასეთი ინტუიცია.. -ოთოო ოხ, ფლირტის დიდოსტატი მყავხარ. -ნეტა მართლა შენ გყავდე.. -რამითხარი? -არაფერი, ჩემთვის ჩავილაპარაკე. -დაიცა ალინა მირეკავს... -რახდება ალინა. -ქალბატონო მოიყვანეს ნინის დაქალი. ანი დარსანია. -დასაკითხ ოთახში შეიყვანეთ და ხუთ წუთში მანდ ვარ. _ძალიან სწრაფად მივიდა განყოფილებაში, კაბინეტში შევიდა კალამი და ფურცელი მოიმარჯვა და დაიწყო საუბარი.. -სად გაიცანი ნინი? -ბათუმში, ზაფხულზე ბულვარში შევხვდი. -ოჯახით თუ მხოლოდ ნინი იყო? -ოჯახით. -რამოხდა 5ნოემბერს.. -ჩემთან მოსვლის შემდეგ, სულ უხასიათოდ იყო. მიზეზს ვეკითხებოდი და გთხოვ ახლა არაო მპასუხობდა. ვიღაც უნდა ენახა, არ მითხრა ვინ. მხოლოდ ის მითხრა რომ ყველაფერს მოაგვარებდა. -რაზე საუბრობდით ხოლმე? -ნინი ხშირად ამბობდა, რომ ვეღარ იტანდა სიცოცხლეს..არ მინდა აქ ცხოვრებაო და როცა გავიზრდები საზღვარგარეთ წავალო. -მიზეზი არ გიკითხავს? -კი, ბევრჯელ. პასუხი კი არასდროს მიმიღია.. -ჯამრთელობის პრობლემები ხომარ ჰქონია? -მნიშვნელოვანი არაფერი როგორც ვიცი, მუცელი ტკიოდა ხოლმე ხშირად, როგორც მეუბნებოდა.. -საავადმყოფოში თუ იყო მაგის გამო? -კი, რამდენიმეჯერ გადასხმაც გაუკეთეს.. -აჰამ კარგი..და მის შეყვარებულზე რას მეტყვი -ზურაზე? -სხვა ყავდა ვინმე? -ზურა კარგი ბიჭია როგორც ვიცი. ნინის ყოველთვის კარგად ექცეოდა.მაგრამ ჩემთან რომიყო მოვისმინე ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურზე, უყვიროდა, წყევლიდა, ლანძღავდა, არაკაცოო მომესმა მაგრამ ვერგავიგე ვის ან რატომ.. -მობილური ვერ ვიპოვეთ ჯერ, ნომრით ვცდილობთ სიგნალი დავიჭიროთ. თუ იცით, ჭიათურაში ჰყავს ვინმე? -როგორც ვიცი ნამყოფიც კი არ იყო მანდ.. -ზუსტად იცი? -დარწმუნებული არ ვარ მაგრამ ნათქვამი ჰქონდა..თბილისს და აჭარას ვერ გავშორდიო. -რა დროს გავიდა შენიდან? -ჩაქვიდან რომ მოვედით დაახლოებით ორ საათში.. -დაინახე ვინმე? -არა არავინ, მითხრა მალე მოვალ და მოგიყვებიო..ღიმილიანი სახით გავიდა და წასვლამდე მაკოცა.. -იქნებ გაიხსენო კიდევ რამე.. -დღიური ჰქონდა. არვიცი რას წერდა მაგრამ იქნებ დაგეხმაროთ.. -დღიური..კი მემაქვს და დროის არასაკმარისობის გამო ვერც გადავხედე..დიდი მადლობა.. -თურამით შემიძლია დახმარება თბილისში დავრჩები.. -კარგი, აი ჩემი ნომერი და თურამეს გაიგებ შეგიძლია დამიკავშირდე.. -მადლობა..ნახვამდის. _კაბინეტში შევიდა, ნინის დღიური აიღო და გადაათვალიერა..რამდენიმდ გვერდი სწრაფად ჩაიკითხა და მნიშვნელოვანი არაფერი ეწერა..ერთ გვერძე კი ვკითხულობთ: -25ოქტომბერი 18:46 დღეს სკოლიდან მოვდიოდი, ისევ შემხვდა და მემუქრებოდა არაფერი მეთქვა. ისედაც როგორ უნდა ვთქვა? მშობლებმა რომ გაიგონ მკვლელობა მოხდება..ვიტანჯები, უთქმელი სიტყვები მახრჩობს, ყოველი დღე ცისარტყელას ფერებით უნდა დაწყებულიყო, ჩემთვის კი შავბნელია. ჩემიგული თბილი, კეთილი და ლაღი უნდა ყოფილიყო.. ახლა კი? ისეთი სიმძიმე დამაქვს ამ გულით რომელსაც ვერავინ აიტანს.. _დღიური სწრაფად გადაათვალიერა, მაგრამ მსგავსი ჩანაწერი არსად იყო..ყოველდღიური რუტინის ჩვეულებრივი ჩანაწერებიიყო. -ოთო რაქენი ჩახვედი? -ჯერ არა, რამოხდა? -დღიურში რაღაც ისეთი წავიკითხე რამაც დამაეჭვა.. ნინის ვიღაც აშანტაჟებდა..რაღაც იცოდა. -კარგი ახლა ვერ გელაპარაკები, ვეცდები ხვალ უკვე მანდ ვიყო და ესორიც ჩამოგიყვანო. თავსმიხედე იცოდე და რამე ჭამე, ესდღეებია არაფერი გიჭამია.. -მართლაც, არც კი შემინიშნავს მხოლოდ ყავას ვსვავ..ოთო მალე მოდი რა, საშინლად მჭირდები.. -რაა? რამითხარი? -რაგაყვირებს? საჭეს მოკიდე წესიერად ხელი. მალე მოდი, გაკოცე.. -მა..მა..კო...ცე?? -ოთო რაგჭირს? -ა-რა-ფე-რი.. კაი მეც გაკოცე.. _იმ დღით საქმის საქაღალდე სახლში წაიღო, საჭმელი მიირთვა, ცხელი შოკოლადი გაიკეთა და ბუხრის წინ დაჯდა..საქაღალდე გადაშალა ყველაფრის გაანალიზება დაიწყო.. -ოჯახის წევრები არასწორ ჩვენებებს იძლევიან, მისი დაქალი ამბობს რომ მკვლელობის წინა დღეს ვიღაცას უნდა შეხვედროდა, უთხრა ყველაფერი დასრულდებაო მაგრამ რა? ბათუმიდან ცხედარი ჭიათურაში? რაღაც წარმოუდგენელია, ამხელა გზაზე რატო უნდა წაეყვანათ? ღმერთოო... _დილამდე ათასჯერ მაინც გადაიკითხა ყველა ჩვენება, დასკვნა და დღიური. მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი არაფერიიყო..დილის ხუთი ხდებოდა, რომ ჩაეძინა.. 9საათზე უკვე სამსახურში იყო, დიტას ცინიკური სახე შეეფეთა შესვლისთანავე..ყელში სპაზმები მოაწვა, ეს კაცი ყველაზე ამაზრზენი არსება იყო რაც კი რამ არსებობს.. წარბები შეკრა, მზერა უფრო გაუმკაცრდა და ხმაამოუღებლად შევიდა კაბინეტში.. -ქაბატონო ნინა, თქვენთან არიან -ვინ? -ვერგეტყვით.. ისე კი სანდო ადამიანი ჩანს. -რახდება? შემოვიდეს.. _მარჯვენა ხელში თაიგული ეჭირა და სახეზე აეფარებია, მარცხენაში კი შოკოლადების შეკვრა. -ოთოოოოო -ასე თუ გაგიხარდებოდა გუშინვე დავბრუნდებოდი.. _ხელები გაშალა და ნინა მაგრად ჩაეხუტა.. -ვაი როგორ მჭირდებოდი...შოკოლადი რომ მჭირდებოდა შენ რა იცოდი? -ვგრძნობ, შენ რაც გიხარია და გწყინს ყველაფერს ვგრძნობ..ახლა გაიქეცი მიდი, ჩამოგიყვანე ის ორი ბიჭი ზურა და თორნიკე.. -შენრომ არ მყავდე.. _ლოყაზე აკოცა და კარისკენ წავიდა.. -ნინაა -რამოხ... _წელზე ხელი შემოხვია და მის ტუჩებს დაეწაფა, მთელ გრძნობას ატანდა იმ კოცნაში. რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა ნინას..ჯერ აქამდე არასდროს რომ არ განუცდია..ერთიანად დაეხორკლა მთელი სხეული, ხელები აუკანკალდა და დენდარტყმულივით უეცრად მოსწყდა ოთოს ტუჩებს, სიტყვის უთქმელად გაიქცა კაბინეტიდან..უკვე დრო იყო დაეკითა ის ორი რომლის ჩვენებაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო... შემდეგი თავი ყველა მოვლენას უფრო მძაფრ სიუჟეტს მისცემს..იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.