გამიზნული შხამი #4 (+18)
ფილმი თავისთვის მიდიოდა.ხმაც კი არ გვიშლიდა ხელს. -ანუ მაინც მომეწონება? ვკითხე და ჩავიცინე. -არა, აი მარტივად აგიხსნი. ჩემსწინ მოკალათდა და ფეხები გადააჯვარედინა.მის ბავშვურ ქცევაზე ჩამეცინა. -შეჩვევა არ ნიშნავს რომ ის მოგწონს. მაგალითად, შენ ხომ მე შემეჩვიე. 4. - საიდან მოიტანე? მისმა ახსნა-განმარტებამ იმდენად დამაბნია სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ვფიქრობდი და ვაანალიზებდი რომ არ შემელო მეფიქრა და გამეანალიზებინა, რეალურად რა მითხრა. აი რა დამმართა ყინულის თვალება ნატალიამ. - ყოველდღე ვკონტაქტობთ- თითქოს ჩემი კითხვისგან დარცხვენილმა თავი ჩახარა და მოიბუზა. - მეგობრებიც, ყოველდღე კონტაქტობენ, ნატალია. მეგობრებს ეჩვევი, აბა შენ რა გგონია? - არაფერიც არ მგონია, მე არ მყავს მეგობრები. დააბოლოვა თუ არა ღრმად ნაწყვეტად ჩაუშვა ჰაერი ფილტვებში და საკუთარ პატარა ჩანთას დაეჯაჯგურა. ხომ ვამბობდი, იყო მასში რაღაც სევდიანი. როგორ შეიძლება ადამიანს ერთი მეგობარი მაინც არ ყავდეს? მით უმეტეს გოგოს. ვისთან ერთად დადის შოპინგებზე, კაფეებში საჭორაოდ? მაგრამ ეს ხომ ნატალიაა, ალბათ საყიდლებზე და გოგოშკურად სალონებში ყოველ კვირა არ დარბის. სანამ ფიქრებში გართული ვიყავი, მოასწრო თავისი პატარა მოწითალო ჩანთიდან მარლბოლო შავი გოლდის ამოღება. კიდევ ერთი დასკვნა, ანუ ასე თუ ისე პროგნოზირებადია. სულ ერთი მარკის სიგარეტს ეწევა. - აქ მოწევა შეიძლება? - კი, მაგრამ ნუ მოწევ. - თეთრეული ახალი გამოცვლილი გაქვს? წარბ აწევით მკითხა. რა?! -აა..არა..? - მაშინ მიზეზს ვერ ვხედავ. მხრები აიჩეჩა და გემრიელად გააბოლა. კოლოფი საწოლზე მოშორებით დადო, ანუ მანიშნა თუ გინდა ჩემთან ერთად მოწიეო. არ მინდოდა. არ მომწონდა რომ ეწეოდა. - მეგობრობაა, როცა ერთმანეთს მავნე ჩვევების დაძლევაში ეხმარები. გავუღიმე მსუბუქად. - ჩვენ მეგობრები ვართ? - არა? - არ მეგონა, მეგობრებთან სექსით თუ კავდებოდი, ან თუ კოცნიდი, ან სახლში ღამის გასათენებლად თუ მოგყავდნენ. ამოიხვნეშა და ბრაზმორეული აუჩქარებლად წამოდგა ფეხზე. ვერ მივხვდი რას აკეთებდა მაგრამ ფანჯრაში გაბნეულმა გადაფერფლილმა სიგარეტმა ყველაფერს მიმახვედრა და აზროვნების რეალური უნარი დამიბრუნა. როგორც იქნა! მე რა ახლა, მართლა მეგობრობაზე დავუწყე მას საუბარი? რა დებილი ხარ, დამიანე! დე-ბი-ლი. ვერც იმას ვეტყოდი ჩემი კვლევის ობიექტი ხართქო და ვერც იმაზე შევეწინააღმდეგებოდი რომ მისი ბაგეების დაკოცვნა ასე მსიამოვნებდა. - მართალი ხარ. წარბები ამიწია, მისი თვალები მეუბნებოდნენ “ხომ ვამბობდი” და საკუთარ ჩანთას ხელი დაავლო. -მიდიხარ? - თუ დავრჩები, მგონია რომ შენს მეგობრულ საზღვრებს დაარღვევ და მერე მე დამაბრალებ. უკვე დამცინოდა, მისი ტონი დამცინავი იყო, ამას ვგრძნობდი. - უბრალოდ დარჩი. - დამიანე, როგორ დავივიწყო ის საზიზღარი, სამარცხვინო ფაქტი, რომ ვიღაც მკოცნის, მეალერსება და მერე მეგობარს მიწოდებს? ეს მგონი იმაზე დიდი შეურაწყოფაა ვიდრე იმ კახპებთან ჟიმა*ბა, ხუთ წუთში რომ აგდებ. ესეც ასე, გამოაჩინა კლანჭები. მომწონდა მისი პირდაპირობა და სიუხეშე. როგორც ჩანს როგორც მე ვერ მომელენებინა მისი ნიკუშასთან გართობის ტყუილები, ვერც მას მოელენებინა ის შავგვრემანი ნახევარ საათიანი გოგო, ვისთანაც შემომისწრო. ჩემი ოთახი თურქული სერიალის გადასაღებ მოედანს ემსგავსება. საკუთარ თავს დავცინი. - მგონი მაგის მერე საკმარისი დრო გავიდა. არც შენ ხარ ანგელოზი. - მერედა, მითქვამს რომ ვარ? ჩაიცინა და ზღურბლს გასცდა. ფეხი ავუბი. ამ შუაღამეს მართლა წასვლას აპირებდა?! მხოლოდ იმიტომ რომ მეგობარი ვუწოდე? აი აქ განვიცდი პროფესიულ დაკნინებას, რაც გოგოებთან ურთიერთობას მოიაზრებს. მისნაირთან შეხება ჯერ არ მქონია, ჯერ არ მოვქცევივარ გოგოს ასე. ამდენი ხანი მგონი გოგოსთანაც არ მქონია ურთიერთობა. და ორი თვე სრულიად საკმარისი იყო იმისთვის რომ დიდი დრო დამერქმია ჩემი ასეთი ცვალებადობისთვის. ზუსტად ამას ჰქვია მოგონება გამოწვეული წარსული უარყოფითი გამოცდილებით! რომ ცდილობ გაიხსენო ერთხელ მაინც იქნებოდი ასეთ სიტუაციაში, მაგრამ არა, არ ვყოფილვარ. ვცდილობ გავიხსენო როგორ დავიძვრინე თავი ასეთი სიტუაციისგან, მაგრამ როცა თვითონ სიტუაცია არ არსებობდა, ქმედებაც არ იარსებებდა. მგონი ვდებილდებოდი. ჩემს ცხოვრებას ნამდვილ საეკრანიზაციო მომენტად არ ვაქცევდი. აუჩქარებლივ დავედევნე, ხმის ამოუღებლად. თორემ ისევ რაიმე სისულელეს წამოვროშავდი. ჭკვიანი გოგო იყო, საპასუხოს მაშინვე მომიფიქრებდა. უკან მოუხედავად დატოვა ჩემი სამფლობელო და მეტიც, კარიც კარგად მომიჯახუნა. ხვალ მეზობელი ამის გამო კარგად გამომლანძრავდა, მაგრამ არც პირველი იქნებოდა და ალბათ არც უკანასკნელი. ასეთი ჩვევა იმის მერე მქონდა, რაც დაღლილ დაქანცული ამოვდიოდი ხოლმე ოფისიდან და გაუცნობიერებლად ვაბრახუნებდი კარს. ახლა ნატალიაც დაემატა. რაღა დამაძინებდა. საკუთარი ოთახის უკვე გამაღიზიანებელ წითელ შუქებში ჩავიკარგე და პროექტორი გავთიშე. სიგარეტი გავაბოლე და ფანჯრიდან იმის იმედით გავიხედე რომ სადმე ნატალიას მოვკრავდი თვალს. არასდროს მყოლია ნამდვილი შეყვარებული და არასდროს მიზრუნვია ვინმეზე, თუ ნიკუშას და ჩემს ძმას, ზურის არ ჩავთვლით. ახლა კი ვფიქრობდი, როგორ მივიდოდა სახლში ამ შუაღამისას? არ ვაპირებდი მთლად გავბანალურებულიყავი და ცოტა ხანში დამერეკა. ისიც ალბათ ბანალურად არ მიპასუხებდა, ასერომ საწოლი ავშალე და შიგნით შევწექი. *** -ღრუბლებიდან ჩამოფრინდები დამიანე? ხელი ამიქნია ცხვირწინ ნიკუშამ. ლექციაზე მეძინა, როგორც ყოველთვის და როგორც ამ ბოლოდროს. ასე უცაბედად ბოლოს ნატალიამ გამომაფხიზლა. ორი დღე გავიდა მას შემდეგ და არც ლექციებზე ჩანდა. მაინც გავბედე და ერთადერთ სანდო ძმაკაცს კითხვა პირდაპირ დავუსვი. - შენ რომ ყინულის პრინცესას ეძახი, ის ხომ არ შეგხმიანებია? - რაიყო დამიანე, ჩემი და რაფოს კლუბში შემოსვლა ხო არ გინდა? - მგონი, ისევ თამაშგარეთ ვარ. - ანუ მგონი, არა? ნიკუშა უკვე მაღიზიანებდა. ცხოვრებისეული ფაქტი: ადამიანს სიმართლე ყოველთვის აღიზიანებს, და მომავალშიც ასე გაგრძელდება, სანამ კაცობრიობა იარსებებს. მაგრამ მაინც არ შევდიოდი მათ კლუბში. ჩემმა კითხვებმა ფუჭად ჩაიარა, საინტერესო ძმაკაცისგან ვერაფერი გავიგე. რა გაეწყობოდა. დარეკვა მართლაც არ მინდოდა. რამეს ისევ ავურევდით ერთი ან მეორე. მერე ისევ შეიცვლებოდა, ერთ დღეს ჩემთან მოკუსკუსდებოდა ბატინკებით და მეორე დღეს თავს ამარიდებდა გამომწვევ ტანსაცმლით შემოსული. აი ამას ერქვა ნამდვილი წამება. წამებში დავიგეგმე მომდევნო რამდენიმე საათი და სახლში გავეშურე. მალევე ჩემი რაფაელიც ამოვიდა. ცოტა მილაგ მოლაგებაში დამეხმარა. -მთელ ამბებში ხარ ხო? რო ჩამოვდიოდი ორი ტიპი ამოდიოდა აქეთან. -არც მკითხო რაფო. თუ ყველაფერი კარგად წავიდა ბოლოს შენზე და ნიკუშაზე ერთ კაი ქეიფს და ზღვის პირას დავენებას მე ვკისრულობ. გულიანად გამეცინა და ბიჭები ერთმანეთს გადავეხვიეთ. -თავს როგორ ართმევ? ვკითხე შეპარვით. -მთავარია არ გავეკარო, დანარჩენი სიგარეტით გამაქვს. დამაჯერებლად გამიღიმა. -ხომ იცი ყველანაირად დაგეხმარები. ამ ნაგავს არ ვგულისხმობ- ხელი მოვავლე ჩემს ოფისს.- ნამდვილ მხარში დგომაზე ვსაუბრობ. -ვიცი, დამიან. მაგიტომაც გაფასებ. კარგი ბიჭი იყო რაფაელი. ოდნავ წარბი უთამაშებდა ხოლმე ნევიულად. როცა ბრაზდებოდა ნებისმიერი რამის გაკეთება შეეძლო მაგრამ რაც ჩემთან გამომჟღავნებული გქონდა, კარგი გულის პატრონი იყო. ერთმანეთის პირადში არ ვერეოდით. ალბათ ყველა მეგობრობა-ძმაკაცობას აქვს საზღვრები, ხომ ასეა?! შენი პირადი, ღრმა ფიქრები მხოლოდ ერთეულებმა იციან. ჩემი და რაფოს შემთხვევაში კი ეს ერთეულები არ არსებობდა, საკუთარი თავისთვის ვინახავდით ყველა ემოციას. რომ ვუთხარი გავდივარ, კლიენტებს უნდა შევხვდეთქო, მხოლოდ ის იკითხა სად მივდიოდი და მალევე ჩამომშორდა. ვატყობდი, მართლა აღარ უნდოდა ნარკოტიკთან რაიმე, ოდნავი სიახლოვე მაინც ჰქონოდა. ალბათ ასეა, თავს რომ ანებებ ჯობია არც კი შეხედო, არც კი დაინახო ის რაც ადრე სიამოვნებას ერთიანად განიჭებდა და ამავდროულად გფიტავდა, ძალას გაცლიდა. ჩაბნელებულ პარკში ვიჯექი, საფირმო ღამის ტანსაცმლით. ანუ შავებში და მესამე კლიენტს ველოდებოდი. რაღაცნაირად მოსაბეზრებელი სამუშაო მქონდა, მაგრამ ამდენ ფულს სხვანაირად ვერც ვიშოვიდი. არ ვაპირებდი ჩემი მშობლების დადანაშაულებას, მაგრამ რეალურად ყველაფერი ჩემი ავარდნილობის და მათი ბრალი გამოდიოდა. - შენ ბიჭო ნორმალური ხარ, ამხელა კაცი ყელზე ჩამოკონწიალებული თითებით რო ვეხვეწები შენს დირექტორს, სკოლაში შენ და შენი უტვინო ძმაკაცი დაგტოვოთ? შეიღრინა მამაჩემმა და ხელი უხეშად აიქნია. - დაანებე ლაშა თავი. ხოიცი ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს. თითქოს დამიცვა დედაჩემმა, მაგრამ მის სიტყვებში ჩემს მიმართ მომართული აგრესია უფრო იგრძნობოდა. -ან ზურიკას რა მაგალითს აძლევ, არ გრცვენია? იმის გამივრად რომ კაცობა ასწავლო, ბავშვს თქვენი სათადარიგო გეგმებისთვის იყენებთ თურმე! - შემეშვი და დაუჯერე დედაჩემს. ჩამეცინა და ზურგი ვაქციე.ზუსტად ეს იყო პირველი ჩემს მიმართ დაშვებული შეცდომა. არასდროს აქციო ზურგი მშობელს როდესაც გეჩხუბება და ცდილობს რაიმე შეგაგნებინოს. მოკლედ ყველაფერი მაგარი ალიაქოთით დამთავრდა. წივილ კივილი. დედაჩემი ცალკე ზურის უკიოდა შენი ოთახიდან არ გამოხვიდეო. მამაჩემი საერთოდ ზურიკელასთან კონტაქტს მიკრძალავდა. ხოდა ამომასხა, ორივეს ის ჩემზე მეტად გიყვართ მეთქი და კარიც გავიჯახუნე. გენები რის გენებია, ლაშა რომ არ დამწეოდა. საერთოდ აღარ დაგინახო აქ მოსულიო და ეგიყო. თინეიჯერ, 18 წლის ბავშვს მეტის თქმა არც დამჭირდა. მეორე დღესვე გადავურეკე ნიკუშას, ბარგი ჩავალაგე და მაგასთან წავედი. ისე რომ არცერთისთვის არაფერი მითქვამს. ერთადერთი ზურიმ იცოდა სად ვიყავი. რამდენიმე დღეში ბინაც ვიშოვე ქირით, სადაც ეხლა ვარ ოღონდ უკვე ნაყიდი მაქვს და ჩემი პირადი საკუთრებაა. ალბათ ასე დაიწყო, ჩემი ნარკო დილერობაც. იმ დროისთვის ყველაზე იოლ საქმედ მომეჩვენა. მოხალისესავით დავიწყე სხვადასხვა ბარებში გასაღება. მაგრამ ხომ გაგვიგია, ერთხელ რომ ამოისვრები ნეხვში მერე გამოსვლა რთულიაო. ოღონდ ჩემს შემთხვევაში მას მერე იმდენი წელი გავიდა, ამოსვლა შეუძლებელი გახდა. უნივერსიტეტის ფულს ჩემით ვიხდი. არა, ასეთი ტირანი მშობლებიც არ მყავს. რათქმაუნდა მალევე მეხვეწნენ დაბრუნდი დაბრუნდიო, მაგრამ არ დავბრუნდი. ეს ერთის მხრივ კარგი გამოდგა. დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვიე და საჭმლის კეთება ვისწავლე. პირველი რამდენიმე თვე ძირითადად უგემურ და დამწვარს ვჭამდი, მაგრამ ნელნელა დაიხვეწა ყველაფერი. დედაჩემმა რამის დამიჩოქა კიდეც, ფულს ჩვენ გადაგიხდითო, მაგრამ დღმდე იციან რომ მაგარ გაჩითულ კომპანიაში ვმუშაობ ასისტენდად და კარგი ხელფასიც მაქვს.მაგარი სისულელე კია, ამ გახრიოკებულ ქვეყანაში ასისტენტს არავინ უხდის იმდენს რომ უნივერსიტეტის ფული იხადოს, იცხოვროს და სახლი იყიდოს. დედა დავაწყნარე. შენი ბრალი არაფერი არის მეთქი. მე მინდა ასეთქო. ასე რომ, რამდენჯერმე თუ ავივლი თვეში მათ სანახავად. ამ ორი თვის განმავლობაში კი სამჯერ მომიწია, ზურის გამო. როგორც ვატყობდი კლიენტმა გადამაგდო, ან უბრალოდ გადაავიწყდა. ფეხების ზლაზვნით წავედი სახლამდე. ნელა მივსეირნობდი, რომ გაჩერებაზე, ჩემგან ოცი მეტრის მოშორებით ნაცნობი სხეული დავინახე. მაშინვე ტელეფონზე საათს დავხედე. ღამის თერთმეტი სრულდებოდა. გზა უცებ გადავირბინე და ნატალიას გვერდით მივუდექი. ვერ შემამჩნია, მბჟუტავი ლამპიონის შუქზე ჩანთაში იქექებოდა და რაღაცას გამწარებული ეძებდა. მისი ნახვა ძალიან გამიხარდა, მაგრამ არ ვიცი, მას იგივე ემოცია დაეუფლა თუ არა. - რამე დაგეკარგა? ვეცადე მხიარული ტონი მქონოდა, რომ ყველაფერი, წარსული დიალოგის ჩათვლით გამენეიტრალებინა. შეცბა, ნამდვილად არ მელოდა. თვალებში შემომხედა და მიცნო თუ არა თავი ჩაქინდრა. ისევ ქექვა გააგრძელა მაგრამ ამჯერად მისი ღრმა, ანერვიულებული სუნთქვა მესმოდა. - ნატალია, პატარა ბავშვივით ნუ მაიგნორებ ამხელა კაცს. - არ გაიგნორებ, მგონი სახლის გასაღები დავკარგე. - ამიტომაც იქექები შუა ქუჩაში? - არ იფიქრო რომ შენს დასანახად დავდივარ, აქვე ვცხოვრობ. უხეშად მაგრამ თბილი ხმით მიპასუხა და სახე გაასწორა. -იპოვე? თავი დამიქნია და გზას გახედა. რამეს ელოდებოდა? აქვე თუ ცხოვრობდა ფეხით წავიდოდა. უკვე შემჩნეული მქონდა რომ ღამე ფეხით სიარულის მოყვარული იყო. ვციდლობდი მისი თვალებისთვის შემეხედა და რაიმე ემოცია დამენახა, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი. ყბების ძვლები ოდნავი სიგრილისგან დასჭიმვოდა და აქეთ იქეთ აქნევდა თავს. მხრებზე ხელები მოვკიდე და ერთ ადგილასგავაჩერე. მეც ადამიანი ვარ. მეც მოთმინების უნარი გამაჩნია. -ერთ დღეს ჩემთან ყოფნა გინდა, მეორე დღეს კი არაფრად მაგდებ. ამიხსნი ამ საქციელს?! ვცდილობდი არ მეყვირა. მეზიზღებოდა როდესაც სუსტი სქესის წარმომადგენელთან ხმის აწევა მიწევდა. მითუმეტეს ნატალიასთან. თავისი ყინულის თვალები, მიუხედავად იმისა რომ სულ ძირს იხედებოდა, დაბნეულმა დაახამხამა, ხმადაბლა ყელი ჩაიწმინდა და შემომხედა: -შენ რა.. გრძნობები გაქვს? -ნატალია! -რა? დამიანე. -ყოველთვის ასეთი უნდა იყო?! მისი მდუმარება ის იყო, რამაც თავიდან მიმიზიდა და იმაზე მეტად აქცია ვიდრე უბრალო, ინტერესის ობიექტი. ახლა კი.. ახლა ეს მდუმარება ნერვებს მიგლეჯდა! -არვიცი,ვნახოთ... -არ იცი, ვნახოთ? შენ სულ გააფრინე გოგო? მხრები აიჩეჩა და სანახევრო ღიმილით რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა. თუმცა ჯერჯერობით წასვლას არსად ჩქარობდა. -მოიცა.. საშინლად დავიბენი და მივუახლოვდი, თვალებში მივაშტერდი. ახლა სხვანაირი იყო.ის ცივი, გაყინული თვალები სხვაგან წასულიყვნენ და სითბოთი, ტკივილით გაჟღენთილი მაცდური თვალის ჭრილის ფორმის თვალები აქეთ-იქეთ იყურებოდნენ. -რა ფერის თვალები გაქვს.. ჩემთვის უადგილო რეპლიკა წამოვროშე და თავი შევიბერტყე. თვალები დაახამხამა და ისევ ძირს დაიწყო ყურება. -ხო, განათებაზე სხვა ფერი ჩანს ხოლმე. ნერვიულად ჩაიცინა და მიმოიხედა. ფერის დიდად არაფერი შემომჩნევია, მაგრამ რაც დავინახე მართალი იყო. მისთვის არც უნდა მეყვირა. რას ვთხოვდი… -სახლში არ მიდიხარ? ვკითხე და იქვე ჩამოვჯექი. ნერვიულად აიბუზა და გარშემო მიმოიხედა. ძალიან უსუსური შესახედი იყო, ასეთს რომ ვუყურებდი გული მეკუმშებოდა. ეს რაღა უბედურებაა დამიანე!!! - მივდივარ. - რავი, რაღაც ორ მეტრ კვადრატულს არტყავ წრეებს და.. უხილავი სახლი თუ გქონდა არ ვიცოდი. დამცინავად გამომივიდა, თუმცა არც კი გაღიმებია.მაშინვე სახე მომექუფრა. მივუახლოვდი. -წამო, ეხლა მაინც გაგაცილებ. - არა, დამიანე. ეს რაღა იყო. ხმა მგონი პირველად აუკანკალდა. ჩემი ეშინოდა თუ რა ხდებოდა?! -კარგი რა ნატალია, სამი თვეა ერთმანეთს ვიცნობთ. ერთხელ მაინც მომეცი სახლში მიცილების უფლება. წინადადება დავასრულე თუარა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ცარიელ ქუჩას, სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ღრმად ამოისუნთქა. გვერდით დავუჯექი. რაღაც ხდებოდა. მისი ასეთი მდგომარეობა ერთიანად მყინავდა და მოძრაობის უნარს მაკარგვინებდა. ცოტახანში მივხვდი, რომ ჩუმად ტიროდა. ვერ გავბედე მეკითხა რა მოხდა. ხელი ჰაერში ავწიე რომ მისთვის მომეხვია მაგრამ უკან დავაბრუნე. ეს ფილმებში მქონდა ნანახი, კიდევ ნიკუშა ასე იქცეოდა ნინისთან ხოლმე.. მტევანი მხარზეჩამოვადე და მსუბუქად მოვუჭირე რამდენჯერმე, ნუგეშის მიზნით. - შეგიძლია დამელაპარაკო. ხმა ჩავიწმინდე. ცოტა ხანი ისევ იმავე პოზიციაში სლუკუნებდა. თავის სახეს არაფრით მანახებდა და მეც მტევან ჩამოსვენებული მის მხარზე, ჰორიზონტს გავცქეროდი, სანამ საბოლოოდ არ დაწყნარდა და თვალებიდან არ გამოიხედა. -დაუბრუნდი რეალობას? -რა?! - მე რომ თვალებს ვხუჭავ ან ხელებს ვიჭერ, სიშავეა ხოლმე. მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე. ძალიან დიდ სისულელეებს ვლაპარაკობდი ამ ბოლო დროს, მაგრამ ალბათ ნატალიასთან ყველანაირ, აკრძალულ თუ დასაშვებ ზღვარს ვცდებოდი. ეს არც ჩემს თავს მოსწონდა. - ყველაფერი კარგადაა. ახლა წავალ. თავჩახრილმა გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. უცებ იმდენად გამხდარი მომეჩვენა, ვიფიქრე გადატყდებათქო. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენება იყო. აშკარად არ ვიყავი კარგად. მთელი გულით მინდოდა მიმეცილებინა, მაგრამ საკმარისად ვიცნობდი, საიმოსოდ რომ მცოდნოდა ეს ძალდატანებით არ უნდა გამეკეთებინა. -თუ გინდა მიდი, გამოიცვალე, ან მე მოგცემ ჩემს ქურთუკს და სადმე გავიდეთ. რაცარუნდა იყოს გულს გადააყოლებ. გრილი ჰაერი ხარბად შეისრუტა ცხვირით. სიგარეტს მოუკიდა და თავი დამიქნია. -აქ დამელოდები? -როგორც გინდა. მხრები ავიჩეჩე. კიდევ დააქნია თავი თვალებში სწრაფად შემომხედა, ასევე დაიგუბა ფილტვებში კვამლი და სწრაფი ნაბიჯებით მომშორდა. გაჩერებიდან იქამდევადევნე თვალი სანამ რომელიღაც კორპუსს არ მიეფარა და გაუჩინარდა. ღრმად ამოვისუნთქე. რატომ იტირა?! აშკარადრაღაცაზე დარდობს. ყველაფერს გავარკვევდი, აფსოლიტურად ყველაფერს. მისი ყინულის თვალების დნობას ვერაფრით ვუძლებდი! თხუთმეტ წუთში ბარდიულზე გემრიელად მოკალათებულმა მისი სხეული დავლანდე. მომდგარი ჯინსები, ტყავის ქურთუკი და ქუსლიანი ბათინკები ეცვა. თმა გაეშალა და იდნავ დატალღული მხრებზე ჩამოყროდა. იქამდე ვერ გავააზრე ჩემი უაზრო ღიმილი სანამ მისი სწორი ფეხები ერთ მეტრში არ დამიდგნენ. თვალებში შევხედე და კვლავ გავუღიმე. ნიკუშასთვის უკვე დარეკილი მქონდა. ვატყობდი არიყო ნატალია ჩვეულებრივი გოგო, რომ კაფეში წავსუკიყავით, ან ატრაქციონებზე, ან კინოში. ასერომ აბესაძე ამისთვის შესანიშნავი გამოსავალი იყო. -მანქანა კორპუსთან მყავს. -და სად..მივდივართ? ყოყმანით მკითხა და ფეხი ამიბა. -ნახავ. ზუსტად ვიცი, მოგეწონება. -ანუ გენდო? -როგორც გინდა. ჩამეცინა. ჯელტმენივით გავუხსენი კარი, თვალები აატრიალა და შიგნით მოთავსდა. სწრაფად მოვუარე ჩემს მხარეს და საჭეს მივუჯექი. კარგი, ჩემში მოწოლიკი ადრენალინი, თუ რაც ერქვა სასწრაფოდ უნდა გამომეშვა აქედან. სანამ მანქანას დავქოქავდი სწრაფად გადავიწიე ნატალიასკენ და გაყინულ ტუჩებზე შევეხე. უბრალოდ მსიამოვნებდა. მოულოდნელობებით გამორჩეულმა ახლაც არანაკლებ დავაბნიე, რადგან შეკრთა. მაგრამ არც უყოყმანია ისე გამიხსნა ტუჩები და ცხელი ენა უნებართვოდ ამოგზაურა ჩემთან ერთად. სიამოვნებისგან გაბუჟებული ორ წუთში მოვშორდი. სანახევროდ ვხედავდი როგორ ილოკავდა ღიმილით ტუჩებს. აქ ხმის ამოღება უკვე ზედმეტი იყო. დანიშნულების ადგილას მალევე გავჩნდით. ნატალიას ტუჩებით გაბრუებულმა იმდენად სწრაფად ვატარე, აზრზე ვერც მოვედი. ნიკუშა ტრიალ მინდორზე მანქანას ფარებს შორის იდგა და წინა მხარეს წამომჯდარიყო. -როგორც იქნა. თვალები დაგვიბრიალა, როგორცვე მანქანიდან ორივე გადმოვედით. იქაურობას თვალი მოვავლე, ყველაფერი უკვე გამზადებული ჰქონდა. მისი მანქანის და უკვე ჩემის ფარები არემარეს კარგად ანათებდა. სამიზნეები ყველაზე მსხვილ ხეზე იყო გაკრული და მანქანის თეთრ სინათლეს თვალის მომჭრელად ირეკლავდა. ჩემი ყინულის პრინცესა აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს. მგონი, ვერაფერი გაეგო. -დალევ? ვკითხე ხმადაბლა და მივუახლოვდი. თავი თვალებდახრილმა დამიქნია და მზერა აბესაძეზე გადაიტანა. -ანუ ასე, ნიკუშას ჯამბაზობას სთხოვ და ისიც პატარა ბავშვივით გამამხიარულებს? დამებღვირა და ნიკუშას ერთჯერად ჭიქაში ჩამოსხმული ლუდი გამოართვა. -ჯამბაზზე უკეთესია ამ საქმეში. თვალი ჩავუკარი. თვალებით მეკითხებოდა “სულელო დამიანე, რაზე საუბრობ საერთოდ?! საერთოდ არარის რომანტიკული გოგოს ტყისკენ წაყვანა შუაღამეს, შენს ძმაკაცთან ერთადო” აბესაძეს თავი დავუქნიე. მისი ჭიქა იქვე მოათავსა და მანქანიდან პატარა იარაღი ამოიღო. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ნატალიამ. ცივი მეტალის დანახვისას თვალები აენთო. ახლა მართლაც ზღვასავით ლურჯი ჰქონდა. -დაწყნარდი, არ დამივალებია რომ მოგკლას. უკბილოდ ვიხუმრე, როგორც ყოველთვის და მასაც როგორც ყოველთვის ჩაეღიმა. -დაამთავრე და წამო. ჭიქაზე ანიშნა ნიკუშამ. ყინულისთვალებამ ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა ოქროფერი სითხე და ჭიქა მომაჩეჩა. ვუყურებდი, როგორ მიიყვანა სამიზნესგან ათი მეტრის მოშორებით და ახსნა დაუწყო. -გისვრია ოდესმე? -არა. -მარტივია, თითი მსუბუქად აქ უნდა გამოკრა. აუხსნა ნიკუშამ და იარაღი გადატენა. მეტრა სამოცდახუთი სიმაღლის გოგოს უკნიდან ამოუდგა და მთლიანად დაჩრდილა, მაგრამ შესანიშნავად ვხედავდი მე ნატალიას. ხელებში დააჭერინა, თან ეუბნებოდა, რომ ღრმად ესუნთქა. -დაუმიზნე და ისროლე, შეიძლება ააცილო, მაგრამ მთავარი გასროლის მომენტია.რაც არუნდა გაწუხებდეს ამ ტყვიას გაატანე. მთელი ადრენალინი ამ ტყვიას გაატანე. თავი დაუქნია ნატალიამ და ჰაერი იმდენად ღრმად შეისუნთქა რომ მეც კი გავიგე. იარაღი ორივე ხელს შორის მოიქცია და თვალი თავდაჯერებულმა გაუსწორა. -ოღონდ არსად წამოგცდეს, რომ ეგ ხელში დაგაჭერინე. მაშინვე გამანთავისუფლებენ.- გაეცინა ძმაკაცს. -გამოდის შენი მომავალი და კარიერა ამწამს ხელებში ჩამიგდე. სრულიად ურეაქციოდ, სერიოზულად უპასუხა ნატალიამ რაზეც სიცილი ვერ შევიკავე. ნიკუშა შეუმჩნევლად, ნელნელა მოშორდა და მე გადმომხედა.მომღიმარმა თავი დავუქნიე. ვხვდებოდი რომ სწორ სიტუაციაში ჩავაგდე ყინულის გოგო. ვუყურებდი, ისე ამაყად ეჭირა იარაღი, თვალის დაუხამხამებლად უყურებდა, მაგრამ მოქმედებას არ ჩქარობდა, ღრმად სუნთქავდა. -რამდენი ტყვიაა? ხმადაბლა იკითხა ნატალიამ, ისე რომ არ განძრეულა, თავიც კი არ შეუხრია. -რავი, ექვსამდე იქნებ.. სიტყვა არ ჰქონდა ნიკუშას დასრულებული რომ ყურები ამიწიულდა, ერთხელ..ორჯერ…სამჯერ… შემდეგ კი წუილთან ერთად ნატალიას გახშირებული სუნთქვა მოედო მდუმარე არემარეს. გაუძრევლად იდგა, თუმცა მისი მკერდი ადი-ჩადიოდა. ტუჩები შუაზე გაეპო. თავი ჩახარა და იარაღიც ხელის კანკალით დაწია. მოვუახლოვდი. ნიკუშა დაშტერებული, წარბაწეული უყურებდა ხან მე, ხან მას. -კარგად ხარ? ხმადაბლა ვკითხე და ვეცადე მისთვის თვალებში შემეხედა. -ასეთი თავისუფლება დიდი ხანია არ მიგრძვნია. ამოიბურტყუნა და თვალებში შემომხედა. ნასიამოვნებმა, ღიმილით თავი დავუქნიე, ხელიდან იარაღი გამოვართვი და ნიკუშას მივაწოდე. -და ხასიათი?... პასუხად მისი პატარა მკლავების მოხვევა ვიგრძენი. მკერდზე თავი მომადო და მისი სურნელით ერთიანად ამავსო. ნიკუშა უფრო მეტად დაშტერდა და ლუდის ორ ლიტრიანი ბოთლი, მგონი მთლიანად ჩაცალა. გაბადრული ვიდექი. ვერაფერს ვგრძნობდი. პატარა სხეული რომელიც მეკვროდა, სიხარულს მანიჭებდა. იმ სიხარულს რომ მე მის უხასიათობას მოვერიე. აბესაძე კარგად მომზადებულიყო, მინდორზე მჯდარებმა კიდევ რამდენიმე ლუდის ბოთლი გამოვცალეთ. ახლა სხვანაირი იყო ნატალია. იმაზე ბევრად სხვანაირი, ვიდრე ნიკუშას დაბადებისდღეზე. იცინოდა, სიცილი საშინლად უხდებოდა. უბრალოება ალამაზებდა. რამდენჯერმე ჩვენი ლაზღანდარაობის დროს ჩვენი ტუჩებიც შეერთდნენ, მაგრამ ამაზე არცერთი ვაკეთებდით კომენტარს. უბრალოდ იმ მომენტით ვტკბებოდით, რაც ახლა გაგვაჩნდა. *** მაქსიმალურად ვცდილობ კომფორტი შევიქმნა, ჩემს პატარა ბინაში მაინც შევქმნა მშვიდი და სასიამოვნო სამყარო, თუმცა არ გამომდის. არასდროს ვყოფილვარ ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო გარშემო არსებული პრობლემები დაეიგნორირებინა. ორი დღეა ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, მაგრამ არაფრით გამოდის. სანამ ერთი მოვლენის გადახარშვას მოასწრებს ჩემი გონება, უარესი ხდება.უარესსში კი ჩემი და ნატალიას ურთიერთობას ვგულისხმობ. მგონი ჭკუიდან ვიშლებოდი. სოციალური ქსელით ვცადე მისი გამოჭერა და პირიდან სიტყვების ამოგლეჯვა. მხოლოდ ის გავიგე რომ იმ ღამით იმდენად დაბნეული და ნასვამი მივიდა სახლში რომ კიბეზე ფეხი აუცდა და თავი მოაჯირს ჩამოარტყა. თან ეს ყველაფერი ისე ოსტატურად და მშვიდად მომიყვა, თვალები შუბლზე ამივიდა. მე მის ადგილას და ნიკუშა მის ადგილას ერთმანეთს წუწუნში ამოვხდიდით სულს. ნატალიას კი თითქოს არც აინტერესებდა საკუთარი დაბნეულობის ამბავი. არადა ხომ ვხდედავდი, რეალურად არც ისეთი პროგნოზირებადი იყო როგორც ვფიქრობდი. მის პიროვნებაში იმდენი ხასიათი ითქვიფებოდა, რამდენ გოგოსთანაც ვყოფილვარ ცხოვრებაში. ანუ ბევრი. საბოლოოდ გადავდგი ის ნაბიჯი, როგორც ნორმალურ, ზრდასრულ ადამიანს შეეფერება სადმე დამეპატიჟებინა. არა, ეს არ იქნებოდა პაემანი, არც რაიმე სხვა. უბრალოდ მის გვერდით ყოფნა მინდოდა. მისი სიტყვები მახსენდებოდა და გულზე მწარედ მწკმეტტდა რაღაც. დავიჯერო ასე ლაქუცა ძაღლივით შევეჩვიე? შეულებელია. ხალხს მე ასე მარტივად არ ვეჩვევი. ან თუ სიმართლის რაღაც წვეთი მაინც ურევია ამ ამბავს, ეს ყველაფერი შეჩვევაზე მეტია. *** -ანუ ბილიარდს პირველად თამაშობ? გამეცინა. გამოუცდელობა კიას დაჭერაში უფრო საყვარელს ხდიდა. თავი დამინქია. დაიხარა რომ თავისი სვლა განეხორციელებინ. თმები გვერძე გადაეყარა. მის საფეთქელთან სიწითლე და სილურჯე ნათლად იყო, თვალის არეალისკენ პუდრით დაეფარა. აშკარა იყო რომ მაგრად ჩამოარტყა თავი. მიხვდა რომ მივაშტერდი და თმები თავის ადგილას დააბრუნა. - შენი ჯერია. გამიღიმა და ჯოხი გამომიწოდა. - სიმართლე თუ გაინტერესებს, ბილიარდი სატყუარაა. მე უფრო შენი ამბების მოსმენა მაინტერესებს. ჩაეცინა, კია იქვე ჩამოდო და თვითონაც ჩამოჯდა. ჩვეულებრივი მაისური, მაგრამ კარგად მომდგარი ჯინსები ეცვა. - თუ ღმერთის გწამს, დამიან. ჩემი ამბები?! - არა, ღმერთის არ მწამს. მისი გაცინებული სახე ნელნელა დასერიოზულდა. პატარა ბავშვს დაემსგავსა, რომელსაც ტრაგედიას ეტყვიან და იქიდან გაქცევა სურს. არადა დიდად მორწმუნეს არც თვითონ გავდა. მისი ქცევებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებდი. არიყო მონაზონივით გოგო. ძალაუნებურად მის სახეზე გამეცინა. უფრო დაახლოვა წარბები ერთმანეთს და ყინულის თვალები შემომანათა. –რატო იცინი? – მკითხა დაეჭვებულმა. -ღმერთი არ არსებობს -თავი გავაქნიე და წამით ჭერს ავხედე, შემდეგ მის ლურჯ თვალებს დავუბრუნდი. შოკისგან თვალებგაფართოებულმა გამომხედა. - არსებობს! - იმდენად მკაცრად მითხრა, უცებ წარმოვიდგინე ბავშვურად როგორ წამოხტებოდა ფეხზე და როგორ დაიწყებდა ფეხების ბაკუნს სიმართლის დასამტკიცებლად. -ნატალია რა მიამიტი ხარ -ხელი ავიქნიე -ღმერთი თუ არსებობს ამდენი უსამართლობა რატომ ხდება? –არ დაგავიწყდეს რომ ღმერთის გარდა ეშმაკიც არსებობს. - მითხრა პაუზის შემდეგ და ეშმკაის ხსენებაზე უარესად დასერიოზულდა. –შენ ალბათ იმასაც ფიქრობ რომ დემონები არსებობენ, ხო? – არ შემეძლო, არ გამეცინა. მხარზე ხელი გაბრაზებულმა მომარტყა და სიცილში ამყვა. მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, საშინელი ხუმარა ვიყავი დაბადებიდან. –მე მარტო ჩემი თავის მწამს და მარტო ჩემი თავის იმედად ვარ ამქვეყნად. სხვა ვერავინ დამეხმარება. ჩემი ისევ ჩემი სათრევია.– თვალებში შემომხედა – ნურასდროს ნურავის იმედზე ნუ იქნები ნატალია, თორემ მერე იმედები გაგიცრუვდება და გული ძალიან გეტკინება. თვალებგაფართოებული მიყურებდა. ოდნავ წამოიწია, წინ ჩამოყრილი თმა ყურებზე გადაიწია და თვალები შემომანათა. მე ვიჯექი, ის იდგა, ასე ერთმანეთს პირისპირ ვუყურებდით. -ჩემდამი გრძნობა გაქვს? თითქმის ჩურჩულით მკითხა. იმდენად ახლოს მედგა, მის სუნთქვას საკუთარ სახეზე ვგრძნობდი. -არა. საკუთარმა პასუხმა გული გამალებით ამიჩქარა. -აბა, აქ იმიტომ ვართ რომ..მოგენატრე? -არა. არადა პირველ შეკითხვაზე მაგაშიც არ ვიყავი დარწმუნებული.მეორეზე კი, მოვატყუე. რა აზრი ჰქონდა ან ერთზე ან მეორეზე დადებითი პასუხის გაცემას, როცა მაინც არაფერი შეიცვლებოდა. თავი თითქოს ნაწყენმა ჩახარა. მას ასეთს ვერ ვუყურებდი. ვერასდროს! - წამოდი, წავიდეთ. მითხრა თავჩახრილმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. -სად? - ერთი ადგილია. იქ აუცილებლად უნდა მიგიყვანო. და უარი არ მიიღება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.