შეშლილი ფსიქოლოგი (2)
მეორე დღეს, სვანეთი, უშგული და დადეშქელიანის "ციხე-სიმაგრე" გაბრიელ გასვიანის გამაყრუებელმა ღრიალმა მოიცვა. ყველა გაოცებული იყო მხოლოდ მე ვიყავი არხეინად და სამზარეულოში მშვიდად ვწვავდი კართოფილს. ის კი კვლავ აგრძელებდა ჩემი სახელის ღრიალს. --სესილიაააა.-ღრიალებდა მე კი სიცილით კიბეებზე ავიარე, მის ოთახში შესულს ჩაბჟირებამდე ცოტა მაკლდა. --გისმენ გაბრიელ.-სიცილით ვუთხარი და ზემოდან დავხედე წაქცეულ გაბრიელს რომელსაც ფეხი თაგვის ხაფანგში მოყვა, „შემთხვევით“. --რაარის ეს ამიხსნი?!-ღრიალებდა და ჩასისხლიანებული თვალებს მანათებდა. ფეხი უცბათ დაიხსნა ხაფანგიდან და ძლივს მივიდასაწოლამდე. --რას ღრალებ ამ დილაადრეან შიგ ხოარგაქვს?-იქედან დაჩი უყვიროდა. --ეს ღლაპი მომაშორე დადეშქელიანო სანამ მოვკალი!-გასძახა მეზობელ ოთახში და შარვალი ჩაიცვა. --ნორმალურად მელაპარაკე თორე ამჯერად დაგაბავ.-სიცილით ვუთხარ. თვალი ჩავუკარი და ოთახიდან გავედი. ქვემოთ ჩასულს სამზარეულოში ბებო დამხვდა.-ბები,რაღაც უნდა გკითხო. --გისმენ შვილო.-სიცილით მითხრა. --ბები, შენმა მშობლებმა გუგული დაგარქვეს ვიცი და ნელიკოს რატომ გეძახიან? --ახალი მოყვანილი ვიყავი ბებია და, რამე რომ არ შემშლოდა და დედამთილს არ ავეთვალწუნებიე ყველაფერს ნელა და დაფიქრებით ვაკეთებდი. ჰოდა ჩემმა დედამთილმა, შენ გუგული კიარა ნელი ხარო მასეთქვა, მისმერე ყველა ნელიკოს მეძახდა სამეზობლოში და ქეშემრჩა ბებია სახელად.-ჩაიხითხითა ქალმა. --ბეე წარმოშობით საიდან ხარ?-ვკითხე სიცილით. --გურიიდანვარ ბებია, რავარც შენ.-გამიცინა და სახეზე დაბერებული ხელით მომეფერა.-ჰოდა ბებია იმფერ და უფრო დიდ სიყვარულს გისურვებ რავარიც მე გამოვცადე და კიდევ უფრო დიდ ბედნიერებას»-შუბლზე მაკოცა და ქათმებთან გავიდა. მე გაღიმებული ვიჯექი და გაბრიელი რომ გამახსენდა ისევ ისტერიული სიცილი ამიტყდა. მეორეზე ავირბინე და მის ოთახში გარედან შევიჭყიტე, თან ლიმნიანი წყალი მიმქონდა. --გაბჩოოო, ბიძიკო საით ხარ?-სიცილით ვაკაკუნებდი კარზე და ხმა რომ არ გამცა ოთახში შევედი. რა ჯანდაბა მინდოდა? ან საიდან იშოვა ბუხრის ჭვარტლი ამ დილაადრეან? ჩემი შესვლა და თავზე ნაცრის დაყრა ერთი იყო. --ბარიბარში ვართ ფეფო.-ყურთან მიჩურჩულა და კოჭლობით გაუყვა დერეფანს. --გაბრიეეელ!!-ახლა მე დავიღრიალე.-გაბრიელ გასვიანო სიკვდილს მოგანატრებ! ამწამს შეშლილი ფსიქოლოგი განარისხე არდაივიწყო!-ისევ ვღრიალებდი და დერეფანში ოთახებიდან გამოსულ მოფხუკუნე ბავშვებს ყურადღებას არ ვაქცევდი. --ამათ დილაადრეან რეები ჩაუტარებიათ ტოო. ერთი კოჭლობს, მეორე შავია.-ხარხარებდა დაჩი. მე კი ოთახში შევირბინე, წყალი გადავივლე და თხელი, ყვითელი სარაფანი გადავიცვი, სველი თმა კოსად დავისვი და სახის ნიღბით გავფრატუნდი გარეთ. გაკვირვებულ ხალხს შევხედე და თვალები ავატრიალე. --არაფერი თქვათ თორემ ენას ამოგაცლით სათითაოდ. შენ მითუმეტეს და შენც.-მათეს და გაბრიელს შევხედე და თვალები დავუბრიალე. --შენი თვალების ბრიალის არავის ეშინია ბავშვო.-თვალი ჩამიკრა გაბრიელმა. --ღმერთმა იცის არ მინდოდა ამის გაკეთება.-ვთქვი და ხაფანგისგან ნატკენ ფეხზე ფეხი დავაბიჯე.-ნორმალურად მელაპარაკეთქო გაგაფფრთხილე, გასვიანო! --ფუ შენი.-სიმწრისგან შეიკურთხა გაბრიელმა და ხელში მწვდა, თავისკენ დამქაჩა და ჩემი სახე მის სახესთან იმდენად ახლოს აღმოჩნდა რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. ჰოო, აი ახლა ვიგრძენი რომ გული მაქვს, ფეთქავს სადღაც მარცნივ და აქამდე არასდროს შევუწუხებივარ მსგავსად. --შენი არ მეშინია, არც შენი ხელების და არც თვალების გაბჩო. ახლა კი მოვითხოვ შენი ტორები გასწიო და გასწორების საშუალება მომცე!-მკაცრად ვუთხარი და მისგან თავი დავიხსენი. მია კმაყოფილად მიმზერდა ხოლო ბიჭები გაკვირვებულები მიყურებდნენ.-ნუ მიყურებთ ეგრე.-შევხედე მათ და გამეცინა. სახიდან ნიღაბი მოვიშორე, თმა გავიშრე და ჩემს ტალღოვან თმას კმაყოფილმა შევხედე. მისაღებში ჩავედი და ანდრიას გევრდით დავჯექი, თავი მის ყელში ჩავრგე და მისი სურნელისგან გაბრუებულმა ამოვიკრუტუნე. --ფისო ხარ რაა.-შუბლზე მაკოცა ანდრიამ. --ფისო კიარა ვეფხვია, გაავებული, დაუმორჩილებელი.-ჩაიბურტყუნა გაბჩომ. --გაბჩოს ხმა მესმის.-ამოვიბურტყუნე. --ნუმეძახითქო ამსახელს რამდენჯერ უნდა გითხრა ფეფო?! --და კიდე მევარ ბავშვი.-თვალები ავატრიალე. --მაინც ვერგავიგე რატო ჩხუბობთ.-გაოცებული გვიყურებდა მია. --იმან დაიწყო.-ხელი გამოიშვირა ჩემსკენ. --არ გადაგეგდო ჩემი ზაზუნა ფანჯრიდან მაშინ და არაფერი იქნებოდა! --ზაზუნა კიარა ვირთხა იყო, მაგას როგორ ზრდიდი გოგო სახლში.-გააჟრჟოლა გახსენებაზე. --მერე ფანჯრიდან უნდა გადაგეგდო სადისტო?-ლამის ავტირდი. --პირველი სართული იყო.-თვალები აატრიალა. --საწყალი მერე კატა დაახტა და შეჭამა.-სევდიანად ვთქვი. --მოიცა ეხლა რაგამოდის რო 16 წლის წინანდელი ამბის გამო კლავთ ერთმანეთს?-გაშტერებული გვიყურებდა მათე. --მე სხვა მიზეზი არ მაქვს.-თავი გაიქნია მან და ჩაფიქრდა.-მოიცა როგორ არმაქვს,-რაღაც გაახსენდა-ჩემ კუს მარწყვები რო აჭამე და მოკვდა კიარ დამვიწყებია.-დანანებით ჩილაპაარაკა.-თან გასარეცხი მარწყვები, შხამებით მოვწამლეთ მე და ბაბუამ წინადღეს. --კაროჩე ეს ამხელა ბიზნესმენი კაცი, მთელი საქართველოს გოგოები რო ეტრფიან და ყოველდღე სხვადასხვა ჟურნალშია გამოჭიმული, მისტირის კუს რომელიც 16 წლის წინ ჩემმა დამ მოუკლასავით და ეს ამხელა ფსიქოლოგი და მწერალი ქალი კიდე ზაზუნას რომელიც კატამ შეუჭამა. მიჩნდება კითხვა: თქვენ შემთხვევით დებილად ჰოარხართ?-ბაბუასავით გადმოგვხედა მათემ. --მოიცადე და ამ ცხოველებს რო გავცდეთ არა? კიდე ბევრს გეტყოდი მაგრრამ მშია და არმაქვს სურვილი რომ შენთან საერთოდ დიალოგი მქონდეს.-თვალი ჩავუკარი და სამზარეულოში შევედი. მთელმა დღემ ისე ჩაიარა რომ სულ ვკინკლაობდით, საღამოს სიმართლე თუ მოქმედების თამაში გადავწყვიტეთ. --აბაა გაბოო სიმართლე თუ მოქმედებაა?-ეშმაკურად ჩაიცინა მიამ. --სიმართლე. --პირველი კოცნა რამდენი წლის ასაკში მოგპარეს?-ჩაიხითხითა მიამ. --10.-მანაც ჩაიცინა და მეც გამახსენდა როგორ ვიეჭვვიანე ეს რომ დავინახე და გამეღიმა. --შენ რა გაცინებს შენ ჰოარ გაკოცა.-ჩაიცინა ალექსანდრემ. --ღმერთმა დამიფარა, უბრალოდ შევესწარი.-ჩავიკისკისე. გაბრიელმაც ბოთლი დაატრიალა. --აბაა მათებიჭო, სიმართლე თუ მოქმედება?-თვალი ჩუკრა. --მოქმედება.-საცოდავად გაიღიმა მათემაც. --აქ ამბები დატრიალდება დედა შვილს არ აიყვანს ხელში.-გადმომიჩურჩულა ალექსანდრემ. გამეცინა. --ყველაზე მეტად აქედან ვინც გიყვარს იმას ჩაეხუტე ახლა.-გაიღიმა გაბრიელმა. მათემ ამოისუნთქა წამოდგა და ჩემ გვერდით დაჯდა, ხელი მომხვია და მაგრად მიმიკრა გულზე. მისი სურნელი ახლა უფრო კარგად შევისუნთქე, მისი სიახლოვე ვიგრძენი და გამეღიმა.-კაი ტოო, გავაგრძელოთ.-აბუზღუნდა. --რაიყო გშუურს?-წაისისინა ალექსანდრემ და მუჯლუგუნიც მიიღო მხარში გაბოსგან. მათემ ყელში მაკოცა, ყოველთვის ასე იცოდა, ლოყაზე არასდროს უკოცნია, სულ ყელში მკოცნიდა. მერე თავის ადგილს დაუბრუნდა და ბოთლი დაატრიალა. --აბა მიაკო, რომელი? --სიმართლე.-თვალი ჩაუკრა მიამ. ამას უყურეთ რაა. --ვინც გიყვარს იმას მიწერე ესემესი.-თვალი ჩაუკრა. --მეღადავები მათე? ახლა?-მობეზრებულად თქვა მიამ. --ნახე რო არც უარყოფს რაა.-დაიბუზღუნა ანდრიამ.-ბედი შენი "ღრუზინი" ძმა რომ არ გყავარ.-თვალი ჩაუკრა. მიამ ტელეფონი აიღო და ესემესი გაგზავნა, მათეს შევხედე, სახეზე ფერებმა გადაურბინეს და თვალებში ბედნიერების სხივები გაუკრთნენ. მიას თვალი ჩაუკრა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, შუმჩნევლად მაგრამ გურულ ქალს როგორ რას გამომაპარებენ? --რაღაცის ბჟუილის ხმაიყო მგონი ხო?-ეს ალექსანდრეც რაკარგი დაქოქილი ყოფილა. --ჩემი იყო, კურსელს ვწერდი.-უცბათ დავიცავი ეს ორი დაბნეული არსება და მიას თვალი ჩავუკარი. --რომელს?-ჩამეკითხა ანდრია. --დათას.-გამეცინა იმ არანორმალურის გახსენებაზე. --ძაან ცუდდ გაეცინა ამას.-თვალები მოჭუტა ალექსანდრემ. --რაიყო ძააან მოგენატრა მაგის უაზრო იუმორი?-თვალები აატრიალა დაჩიმ. --გავაგრძელოთ რაა.-გავიღიმე ისევ. --გეუბნებით ცუდად ეღიმებათქო.-ჩაიბურტყუნა ალექსანდრემ. არცისე დაკვირვებული ყოფილა. მიამ ბოთლი დაატრიალა. --ალეეექს, გულში ვინ გყავს?-ეშმაკურად ჩაიცინა. --აღარავინ.-სიმწრით ჩაიცინა ალექსამ. ასე გრძელდებოდა სანამ ჯერი ჩემზე და გაბრიელზე არ მოვიდა. --მესამე მსოფლიო ომი იწყება.-თავი გააქნია დანანებით ალექსამ. --აბა სესი სიმართლე თუ მოქმედება?-გველურად ჩაიცინა. --რადგან შენ სახელით მომმართე, მოქმედებაიყოს შევასრულებ რამეს.-თვალები ავატრიალე. --ჰოდა რაც აქ ვიქნებით იმ დროის განმავლობაში, ყოველ ღამე ჩემს გვერდით დაიძინებ.-ისე კატეგორიული და შეუვალი იყო, გული ლამის გადამიქანდა. --ოპააა, აი ეს მეეჭვება რაღაც სესომ რო გააკეთოს.-თავი გადააქნია ანდრიამ. --გავაკეთებ.-ისე ვტქვი გეგონებოდათ დიდი დილემის წინაშე ვიდექი და როგორციქნა გადაწყვეტილება მივიღე. --რაა?-ყველამ ერთიანად წამოიძახა გაბრიელმაც კი. --რაიყო ჰოარ შემჭამ? უბრალოდ დავიძინებ და მორჩა. ისევ შენთვისაა ცუდი, საშინელი წოლა ვიცი.-თვალი ჩავუკარი. --მე აზრს აღარ მეკითხებით?-მათემ მოჩვენებითი სიმკაცრით წამოიძახა. --წინააღმდეგი ხარ?-კითხა გაბომ და თვაალი ჩაუკრა. --არა.-აფხუკუნდა მათე. თამაში ცოტახანს კიდევ გავაგრძელეთ, მერე ძილი მომერია და დაძინება გადავწყვიტე, ფეხზე წამოვდექი და კიბეზე ავედი, ჩემი ოთახიდან პიჟამოები გამოვიტანე და საწოლში შევწექი, ცოტა ხანში ნაბიჯების ხმაც გავიგე, გაბრიელი შემოვიდა, გაიხადა, სპორტულის შარვალი ჩიცვა და გვერდით მომიწვა. ზურგი მქონდა მასზე შექცეული და ისე ვიწექი, როცა მისი სუნთქვა ძალიან ახლოს ვიგრძენი, ოთახში ალბათ მხოლოდ ჩემი გულის გამაყრუებელი ხმა ისმოდა. წელზე ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა, მერე თავი ჩემს კისერში ჩარგო და იქვე მაკოცა. --რას აკეთებ გაბრიელ? --ვიძინებ.-ამოიბურტყუნა. --ასე? --ჰო ასე. ძილინებისა სესილია. --ძილინებისა გაბრიელ.-გამეღიმა და მშვიდად დამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.