შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდუმარე ტილო


22-02-2019, 01:34
ავტორი Frigga
ნანახია 954

ჯეი ისევ დაუბრუნდა მაგიდას და ბლოკნოტი ისევ გადაშალა, ოღონდ ამჯერად იცოდა რაზეც უნდა დაეწერა, ამასობაში ბარში პოლიცია შემოვარდა, დიდად არც გაკვირვებია ჯეის, მიხვდა, რომ კალის გამოჰყვნენ, გაშმაგებულები ეძებდნენ ბიჭს, მთელი ბარი ყირაზე დააყენეს, კვამლის სუნი ჯერ კიდევ ბურავა ყველაფერს, მაგრამ მეძებარმა ძაღლებმა მაინც იგრძნეს კალის სუნამოს სუნი და ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ჯეის მაგიდას, ცოტა არ იყოს შიშმა შეიპყრო ჯეი, მაგრამ არ უნდოდა შეემჩნია, აკანკალებულ ფეხებს მთელი ძალით აწვებოდა, რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო, ბარის უსწორმასწოროდ დალაგებული მაგიდები აფერხებდნენ ძაღლებს, პოლიციელები კუთხე-კუნჭულს ათვარიელებდნენ, მაგრამ სანამ იმ განცალკევებულ ადგილამდე მიაღწევდნენ ჯეიმ ჭკუა იხმარა და მაგიდიდან წამოდგა, ნელ-ნელა გაუყვა გზას საპირფარეშოსკენ, აშკარა იყო, რომ კალის სუნი მასაც უდიოდა, კალი ხომ გულში ჩაიკრა და მეძებარ ძაღლებს ვერ გამოაპარებდა ამ წვრილმანს, ამიტომ ეცადა მიმალულიყო, მთელი ძალით მიათრევდა შიშისგან გაკავებულ ფეხებს ბარის ჭუჭყიან და უხეშ იატაკს კი შრუიალი გაუდოიოდა, ერთი-ორჯერ შეხედეს ლოლიციელებმა, მაგრამ ალბათ საჭირო ოთახისკენ მიმავალი, რომ დაინახეს დიდად აღარ მიუქცევიათ ყურასღება, შიში ნელ-ნელა იმატებდა, პოლიციელების შეძახილები უკვე ბუნდოვნად ისმოდა კარს მიღმა, სარჯესთან იდგა ჯეი, ცოტა დამშვიდებული, მაგრამ აშკარა იყო, რომ აქაც კოაგნებდნენ, ამიტომ უნდა გაქცეულიყო, კაბინები ისგა, სამი კაბინა, გადაწყვიტა კარგად დაეთვარიელებინა თითოეული და პირველი კაბინა შეაღო, მაგრამ იმედის მომცემი ვერაფერი ნახა, ასე იყო მეორესა და მესამეს შემთხვევაშიც, ბოლოს მაDლა აიხედა, მაღლა რაღაც ოთხკუთხედი ჩანდა, პირადპირ შუაკაბინის ზემოთ, სავარაუდოდ სავენტილაციო მილი იყო, უნიტაზს დაადგა ფეხი, მერე კაბინის გამყოფ თხელ ფიცარს, მაგრამ წონასწორობის დაცვა ცოტა გაუჭირდა, ამიტომ კედელს აეკრა და ფეხები სწორად დაალაგა, ასე უფრო გაიადვილდა, მაგრამ ზემოთ, რომ აიხედა თითქოს კიდევ წაბორძიკდა, გარედან შეძახილები უფრო და უფრო გარკვევით ისმოდა, ტაც მათ მოახლოებას იუწყებოდა, ამიტომ ჯეი ემოციურად ირეოდა, მაგრამ იხოდა, რომ უნდა ეჩქარა, დიდი წვალების შემდეგ ჩამოიღო ოთხკუთხედი დაფა, მერე ისევ უკან მილში შეაგდო, რომ აძრომის შემდეგ ისევ ამოეფარებინა ცარიეკი ადგილისთვის და ახლა მხოლიდ საკუთარი მკლავების იმედად მთელი ძალით ჩაეჭიდა ამოჭრილ ფიგურას, მართლაც ძლიერი მკლავები ჰქონდა ადრწ ფეხბურთსაც მისდევდა და კუნთები ნამდვილად კარგი ჯქონდა რაც ამ შემთხვევაში ძალიან გამოადგა, აძვრა და ამოეფარა მილს, ჯარის შემომტვრევის ხმამ გული აუჩწარა, ნაჩვფეტებიდან უყურებსა როგორ ყნოსავდნენ ძაღლები მის განვლილ ტერიტორიას, სწრაფადვე გაძვრა მილში და გარეთ გაკოვიდა, შიშისგან გონენა არეული და უმოქმედოდ დარჩენილი ძლივს იკრებდა ძალებს, კარგა ხანს ირბინა, ბოლოს ნაგვის საყრელ ურნასთან შეჩერდა და კორტუმი ნაგავშ მოისროლა, ამით ძაღლებს კვალს დააკარგინებდა.
მაგრამ შიში არ გაუქრა, პირიქით თითქოს გაუძლიერდა კიდეც, იცოდა, რომ ასე ადვილად არ დაანებებდნენ, იმასაც ხვდებოდა, რომ შეიძლებაოდა თითის ანაბეჭდებით დაეჭირათ ან კვალს გამოჰყოლოდნენ, უცნაური შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სივრცეში მირბოდა, არავისთან მაგრამ ყველასთან, შიში ყელში აწვებოდა, სახლებს შორის გარბოდა და არ ასვენებდა აზრი, რომ ცოტაც და დაიჭერდნენ, მუხლებში ძალაგამოცლილი გაჩერდა უჩის კუთხეში, იქ სადაც ბევრი სახლი იდგა, რომ ვერავის შეემჩნია, სუნთქვა აჩქარებოდა და გული ამოვარდნას ჰქონდა, წაბორძიკდა, მაგრამ თავი შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო, წელში მოიხარა და მუხლებზე ხელი დაიდო, ცოტა დამშვიდდა, მაგრამ შიში არ უნელდებოდა, მუხლები უკანკალებდა, წრთი ღრმად ამოისუნთქა და იქვე კედელს მიეყუდა, არავინ ჩანდა, უცებ ხელის შეხება იგრძნო მხარზე, გული ლამის ყელში ამოებჯინა, სწრაფად მიტრიალდა.
- რა იყო ჯეი აქ რა გინდა?
შიშმა ფეხები მოკვეთა ჯეის, მაგრამ არ შეიმჩნია, ცილობდა ემოციები დაემალა, მაგრამ სიმართლის დამალვას ნამდვულად არ აპირებდა, ეს ეგრედწოდებული უცნობი, ჯეის ახლობელი იყო, რომელიც დიდი ხანი არჩანდა, ისე როგორც მისი დანარჩენი ნაცნობები, როგორი უცნაურიც თბითონ იყო, ისეთი მეგობრები ჰყავდა.
- არაფერი ძმა, კი არადა ყველაფერი, მოკლედ არ ვიცი..
სულს ძლივს ითქვამდა ჯეი.
- წამოდი, სახლში შევიდეთ.
განცვიფრებას ვერ მალავდა გაბრიელი და თან ცდილობდა მეგობარს დახმარებოდა, ერთი სახლი გაიარეს, გაბრიელმა სახლის კარი შეაღო და მეგობარი შეიპატიჟა, შესასვლელშივე იგრძნობოდა სასიამოვნო სითბო, შიში ჯერ კიდევ არ გაქრობოდა ჯეის, აკანკალებული თუთებით ეჭიდებოდა მეგობრის ხელს.
- დიდი მადლობა.
ამოილუღლუღა ჯეიმ და სახლი მოათვალიერა, გაბრიელმა ბუხრის ოთახში შეიყვანა და გახურებულ ბუხართან დასვა გაყინული.
- წავალ რამე ცხელს მოვიტან, გარეთ ჩაი მიან ცივა.
გაუღიმა ჯეის და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სამზარეულოში, რამდენიმე წუთში ცხელი ჩაით ხელდამშვენებული შემოვიდა ოთახში.
- დალიე გესიამოვნება, მიაწოდა ჭიქა და თვითონაც ჯეის პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა.
- მომიყევი რა მოხდა.
ჩაი მოსვა გაბრიელმა და ინტერესით შეხედა ჯეის, ერთი აათვარიელ ჩაათვარიელა და მზერა მალევე მოაშორა.
- ბარში ვიყავი, კალი მოვიდა და ხო იცი პოლიცია, რომ დასდევს, მე ჩამეხუტა და მოგეხსენება სუნამოები როგორ უყვარს ამიტომ მისი სუნამოს სუნი ამყვა.
ერთი ამოიოხრა ჯეიმ, ჩაი მოსვა და განაგრძო.
ხო და მერე პოლიცელებმა მეძებარი ძაღლები მოიყვანეს, მათმა ყნოსვამ დამღუპა ერთი სიტყვიატ, რომ გამოვიქეცი ნაგავში ჩავაგდე ქურთუკი, რადგან კვალი ამერია.
- გასაგებია, არამგონია აქ მოგაგნონ.
ჩაიღიმა, წამოდგა და ჯეის მხარზე ხელი დაადო.
- სიკვდილს ჩავხედე თვაკებშუ თითქოს.
დაუბრუნდა ადგულს გაბრიელიც, ძალიან უყვარდა ჯეის საუბრის მოსმენა და იცოდა, რომ ძალიან ნასიამოვნები და შთაგონებული დარჩებოდა, ჯეიმაც არ დააყოვნა.
- ციხე, თითქოს ამ ერთ სიტყვას მთელი სული ამოაყოლა ჯეიმ, მეშინია ამ სიტყვასთან შეხება, თითები უჩვეულოთ მოგრიხა, წარმოთქმას ვერასდროს ვბედავ, მკაცრია და ცივი, ტანში გააჟრჟოლა გაბრიელს, მოყოლით შეიძლება მოყვე, დავიწყებ და მაშინვე წარმომიდგება ბნელი და ნესტიანი ოთახი შმორის სუნით, რამდენიმე საწოლით და საწოლზე ხმარებისაგან გაცრეცილი, გაშავებული თეთრეულით.
შეწყვიტა ჯეიმ, ოთახს მოავლო თვალი და გაეღიმა.
- კარგად მოწყობილხარ.
-შევეცადე.
- კედლებზე ისევ ხატავ?
-კი.
მოკლე პასუხით მოუჭრა გაბრიელმა.
- რა გჭირს?
- უბრალოდ დავიღალე, ვერაფერს მივაღწიე ლიზასთან, მაგრამ რაღა აზრიაქვს, ახლა უბრალოდ შენ უნდა დამშვიდდე და გათბე, დსნარჩენი მეორე ხარისხოვანია.
თავი დახარა გაბრიელმა რამოდენიმე წამით, მერე ისევ წამოდგა და ახლა ყავის ასადუღებლად გაბრუნდა სამზარეულოში, ჯეი რამდენიმე წამით თითქოს დააპაუზესო ერთ წერილს მიაშტერდა, მაგრამ მალევე გამოაფხიზლე გაბრიელის ხმამ.
- შაქრიანი გინდა თუ უშაქრო?
სამზარეულოდან გამოსძახა გაბიმ, ჯეი ფეხზე წამოდგა, ხალიჩებით მოფენილი ოთახი გაიარა და თეთრ სამზარეულოში შეაბიჯა, გაბი გაზქურასთან ტრუალებდა.
- მისმინე, ვხვდები, რომ არ ხარ კარგად, შეგიძლია მომიყვე.
გაზქურას მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო გაბის.
- მოკლედ სიყვარულის ამბავი ხომ იცი!? ზედმეტად რთულიც კია.
ჯეის გაეღიმა.
- ხომ იცი, რომ არ ვიცი?
- არც გირჩევ, რომ გაიგო.
მიტრიალდა გაბი.
- გატყობ გულნატკენი ხარ.
მაინც ჩააცივდა ჯეი, რადგან არასდროს ენახა ასეთი დაღონედაღონებული, პირიქოთ გაბი ალბათ ერთადერთიც კი იყო მათ სამეგობროში, ვინვ მუდმივად კარგ და პოზიტიურ ხასიათზე იყო, მაგრამ სასტიკად შეიცვალა და რათქმაუნდა მიზეზიც ექნებოდა, ეს მიზეზი აონტერესებდა ჯეისაც, ამიტომ გაზქურასთან მდებარე ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და ინტერესით დაუწყო ყურება გაბის, გაბიმ დიდხანს იკავა თავი, მაგრამ ბოლის გადაწყბიტა ფული დაეცალა, უკვე მოხარშული ყავა ჟიქებში დაასხა და ჯეის ბუხრის ოთახისკენ ანიშნა, ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა და ნელა გაუყვა ხალიჩებს.
- მოკლედ ყველაფერი ჩვეულადაა, როგორც ყველა შეყვარებულ ადამიანს მეც მატკინეს, მოგიყვები, მაგრამ დამპირდი, რომ არ შემაწყვეტინებ.
გახურებულ ჰუხართან იჯდნენ, სასიამოვნოდ ითბებოდათ სხეუკი, სახლი ნათეკ ფერებში იყო გადაწყვეტილი, სასიამოვნოდ განათებული და ლამაზად მორთული ხალიჩებითა და ორნამენტებიანი კედლებით, იჯდა ეს ორი ერთმანეთხე დეპრესიული ადამიანი და საუბრობდა სრულ სოჩუმეში, მათუ საუბრის ნოსმენა გესიამოვნებოდათ, ჯეი თაბისებურად კომფორტულდ მოკალათებულიყო სკამზე და ხელში ლურჯი ყავის ფინჯანი ეკავა, თავის ანერვიულებულ თითებზე მოთამაშე მეგობარს შესცქეროდა და ეღიმებოდა.
- არ შეგაწყვეტინებ, გპირდები.
ერთი ჩაისუნთქა ჯეიმ და სავარძელში უფრო კომფორტულად მოთავსებას ეცადა, გაბიმაც არ დააყკვნა.
- ძნელია დაიწყო ისტორიის მოყოლა, როცა არასდროს იცი, როგორ დაიწყო საუბარი, როგორ უთხრა სათქმელი, ცუდი თუ კარგი ამბავი, როგორც იციან, რომლით დავიწყო ცუდით თუ კარგით, მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან რთულია, თითებს ათამაშებს, ბეჭედს აწვალებს, არ გამოსდის, ერთი სიტყვით! ალბათ, ალბათ კი არა, ასეა ყველა ამბავი იწყება შესავალით,
ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ყავა მოსვა, მერე ჯეის შეხედა, აშჯარა იყი, რომ ჯეი დაინტრიგდა, მთეკუ გულისყურით უსმენდა.
ცხოვრებაზე შესავალი, სულიერ სიმარტოვეზე, სიყვარულზე, ცხოვრებისეულ სირთულეებზე, მეც შემიძლია ამოვირჩიო რომელიმე და დავიწყო მომაბეზრებელი ადამიანივით თეორიული ახსნა, მართალია, სასაუბროდ ყველაფერი მარტივია ,თავისუფლად ისაუბრებ სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, როცა ნაცნობის სიკვდილს გაიგებ, ჯერ შეიცხადებ, შემდეგ გულს გატკენს, ვერ დაიჯერებ,იტყვი რა საცოდავია, იმასაც იტყვი,რომ გეცოდება მისი ოჯახის წევრები და მათი ტკივილი გაუსაძლისია, მაგრამ შენ ხო ამას თეორიულად ამბობ, სინამდვილეში ვერც კი მიხვდები, თუ რას გრძნობენ ისინი, შენ რამოდენიმე დღეში შენი ყოფითი პრობლემები დაგავიწყებს ამ დარდს, ისინი კი სიცარიელეს იგრძნობენ მუდამ, მართალია,როცა ამბობენ სანამ არ გამოცდი ვერაფერსაც იგრძნობო, კი ვეთანხმები, თუ სიყვარული არ გამოგიცდია გიჟს დაუძახებ ამ გრძნობით ატირებულ ადამიანს, თავმოყვარეობა დაკარგულ, გაშმაგებულ სატრფოს, რომელსაც მხოლოდ ერთი ღიმილი, მისი ღიმილი ყოფნის დღიური ბედნიერებისთვის. ცხოვრებისეულ სირთულეებზე რას ვიტყვი? დიახ, ალბათ ელოდებით ამაზე პატარა მონოლოგს, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა,ცხოვრებისეული სირთულეები არ არსებობს, ცხოვრება რთულია, ძალიან რთულია, ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები, ვხვდები როგორ რთულდება, როგორ ვიღლები, ვიღლები ცხოვრებით,როცა ყოველიდღე ნაცრისფერია,
- კი, მაგრამ
- ხომ შემპირდი არ შეგაწყვეტინებო? სწრაფათვე გასცა პასუხი გაბიმ და ჯეი ისევ მიეყუდა სავარძელს.
- რთფეროვანი, არანაირი სინათლე, მდორედ მიდის, მიდის და არ ჩერდება, ნელ–ნელა გზა იგრიხება, იკლაკნება გველივით, შემდეგ აღარც სწორია და უამრავი ქვა, გიჭირს სიარული და როდესაც ეს ბილიკი საბოლოოდ დასრულდება და ვრცელ მინდორში აღმოჩნდები, ბედნიერება გინდა შეიგრძნო და წკაპ! ისევ რიყეზე გადიხარ, ფეხშიშველა დაიარები,ეს ბილიკი კი თითქოს დაგცინის, არ მთავრდება, მაგრამ როგორ უნდა დამთავრდეს,როცა არ იცი სად მიდიხარ, არ იცი რა გინდა და რატომ არ ისვენებ? მაგასაც ვერ ხვდები, გიფიქრია ოდესმე შენი თავისთვის კითხვები დაგესვა? კი, ვიცი რო გიფიქრია, მაგრამ პასუხების ძიებაში იყავი მუდამ, მუდამ არჩევანის წინაშე იდექი, იდექი და ფქრობდი,შენ სულ ფიქრობდი,მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ფიქრობდი და ოცნებობდი, ერთხლ მაინც გაგეკეთებინებინა ღირებული, არა, გეშინოდა, ყველაფერს უწევდი ანგარიშს, აი, ამიტომაც ხარ ეხლა მოსაბეზრებელი ადამიანი, უმოგონებო ადამიანი, ყველამ დაგივიწყა, დარჩი ისევ შენ ფიქრებთან და კვლავ არ იცი რა გინდა, კვლავ შენი თავის ძიებაში ხარ, სადაც დაიკარგე.
ჯეი შოკში იყო,არიცოდა, ახლა უკვე აირია, ვერ ხვდებოდა რა შეიძკებოდა ყკფილიყო მეგობრის ასეთი შეცვკის მიზეზი?
ჩაფიქრებული გაბის ხმამ გამიაფხიზლა.
- მგონი ზედმეტად ბევრი ვილაპარაკე.
- სულაც არა პირიქით არასაკმარისია.. შეგიძლია მომიყვე? ასევერაფერი გავუგე.
ყავის ლურჯი ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო და ბუხარის ნაცარს ოდნავ შეუჩხიკინა.
- მომისმენ?
- რათქმაუნდა.
გაუღიმა ჯეიმ დაღონებულ მეგიბარს.
- თავს მიგაბზერებ.
- მისმინე მეგიბარო.. ძალიან შეცვლილი ხარ, შენი ცვლილება მაღეკვებს.
მუხლზე ხეკი დაადო ჯეიმ.
- მინდა ვიცოდე რა გაწუხებს.
- როგორც გინდა.
- ხელზე ხელი დაადო გაბიმ და განაგრძო.
- პირველ რიგში გეტყვი, რომ ის ნამდვილი, ხორცშესხმული არსებაა ისეთივე როგორიც მე და შენ, ოღონდ არა ისეთი, როგორიც შეიძლება ამ ჺმბის მოსმენისას წარმოიდგინო. არა, ის სულ სხვაა. ის სხა რომელიც მხოლოდ სიზმარში შეიძლება იხილოს ადამიანმა.
ჯეის გაბი ასეთი ბედნიერი და ამავდროულად ასეთი უბედური და დაღონებული არასდროს უნახავს გაბრიელი, მის მონაცრისფრო თვალებში ყველაფერს ადვილად ამოიკითხავდით, თავისუფალი იყო, მხიარული და არანორმალურად ნიჭიერი, ახლა ეს გიჟი არსება იჯდა ჯეის წინ, მაგრამ ჯეი მას აღარ იცნობდა, ასეთი არ ენახა.
- ენაცა, აშკარა სიზმარში, რადგან ხელშეუხებელია და მიუწვდომელი. აგრძელებდა გაბრიელი და ხმაში სევდა ეპარებოდა.
- ის ისაა, ვინც შეიძლება მთლიანად წაგართვას ცხოვრება, იმედები და დაგაკარგვინოს რწმენა.
ჯეიმ შეამჩნია, რომ მთელი სხდულით კანკალებდა გაბი, მაგრამ არ შეუწყვეტინებია, პირიწით მთელი გულით უსმენდა.
- ხანდახან ვფიქრობ, ამას შეიძლება იმიტომ აკეთებდეს, რომ შენს ცხოვრებაში მარტო მისთვის დარჩეს ადგილი და მთლიანად დაეუფლოს შენს სამყაროს. მაგრამ - ამის მიუხედავად ის მაინც ისაა. "ის" არასოდესაა მარადიული, მაგრამ მისდამი ლტოლვა არასოდეს ილევა, არცერთ ეპოქასა თუ სამყაროში. ის ყოვლისშემძლეა. დგება დრო, როდესაც შენი ცხოვრება მთლიანად ხდება მასზე დამოკიდებული და გიპყრობს შიში. შიში იმისა, რომ ოდესღაც შეიძლება დაგტოვოს. ადამიანს ყოველთვის აკვირვებდა, თუ რატომ ტოვებენ ისინი, ვინც მათსავე მოსაპოვებლად ყველაფერი დათმო. ის სხვა შემთხვევაა. ის ისაა, ვინც იცის, რომ ასეც უნდა მოხდეს, რადგან მასთან სიახლოვე მხოლოდ ყველანაირ ფასს უკარგავს მის სილჺმაზეს, ოდესღაც ის შენთვის ყველაფრის საწყისი ხდება.
ცოტაც და ატირდება გაბრიელი.
- ყველაფრის ამქვეყნიურისა თუ არაამქვეყნიურის.
გაბი გაჩუმდა, ჯეი შოკისგან კარგახანს გაშტერებული უყურებდა მეგობარს, რომელიც იმდენად შეყვარებული და გატეხილი იყო, რომ ქალივით აკანკალებდა და ფიქრობდა, "მაინც რაარის ეს გრძნობა ასეთი, რომ ადამიანის ამ დონემდე მიყვანა შეუძლია?".
- ჯეიჯეი, მისმჯნე არ მინდა დაიგრუზო.
- უხერხულად ამოილუღლუღა გაბიმ.
- მისმინე ძმაო, გაოგნებული ვარ, ასეთი გრძნობა არასდროს მქონია რაც შენ ამიღწერე ასე გოგოს ვერ დავახასიათებდი, ისე დაახასღმერთიაიათე თითქოს ღმერთია.
- არის, ანგელოზია, პირველად მაშინ დავინახე, როცა კედელის მოხატვას ვიწყებდი, ამდენ ნაცრისფერში ერთი ფერადი იყო, ქუჩის კუთხიდან გამოანათა და თითქოს მზეც კი დაჩრდულა მისმა ღიმილმაღიმილმა, მაშინვე მივხვდი, რომ ჩვეულებრივი არ იყო,მაგრამ ამდენად არაჩვეულებრივიც არ მეგინა, რაც მეტად ვუახლოვდებოდი, მით მეტად მითრევდა მისი გონება და სილამაზე.
გაიგნებას საზღვარი არ ქონდა, ჯეიმ არ იცოდა რა იყო სიყვარული, მაგრამ ახლა ხვდებოდა, რომ უცნაურობის გროვა იყო და თითქოს სადღაც ეტკინა, რომ ვერავის ენდობოდა.
- მისმინე.. ახლა შენ არ შემაწყვეტინო.
- მოგისმენ.
- მოკლედ, სიყვარულს ვერ ახსნი, ადამიანები თავისებურად ცდილობენ გამოხატონ გრძნობა, რომელსაც უბრალოდ გადაჭარბების გარეშე შეუძლია გააბრწყინოს მათი ცხივრება, მაგრამ ეს ადვიკი არაა სიყვარულისთვის ბევრი უნდ იწვალო.
ამოიოხრა ჯეიმ და თითქოს თვალებში სევდა ჩაუდგა, გაბის გახედა, ჩაფიქრებული იჯდა და ყავის ჭიქას თითებს უსლასუნებდა.
- მოკლედ გაბი, თავისი არსით სიყვარულზე დამოკიდებულება იგივეა, რაც დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, ან აზარტულ თამაშებზე, ოღონდ ნარკოტიკის ნაცვლად ცოცხალი ადამიანია. და თუ ის გვერდით არ არის, ადამიანი, ჩათვალეთ, რომ დაკარგულია.
თითები ჭიქას მოაშორა, სკამის საზურგეზე მიეყრდნო და თითქოს რაღაც დააწვაო, ძლივს სუნთქავდა.
- მაგრამ მე სულაც არ ვარ ამ ადამიანზე დამოკიდებული, მე უბრალოდ მომეწონა, არ შმეყვარებია.
თითქოს გულზე მოეშვა გაბის, მაგრამ ხვდებოდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უქმნიდა ილუზიას, ჯეის გაეღიმა.
- ეს გრძნობა იმაზს ადრე და იმაზე ძლიერ გამოვცადე, ვიდრე შენ გგონია, ამიტომ ვამბობ იმას, რასაც რეალურად ვხედავ შენს თვალებში.
თითქოს მზერა აარიდა გაბიმ, მაგრამ ხვდებოდა თვალები მისი სულის სარკე იყო.
- კარგი მაშინ, მითხარი რაარის ეს სიყვარული და როცა დავინახავ მას თუ იგივეს ვიგრძნობ დავიჯერებ, რომ შემიყვარდა.
ნიშნის მოგებით მიუგო ჯეიმ და ბუხრის გვერდით შეშის რიგიდან რამდენიმე შეაგდი ბუხარში.
- კარგი, მე ჩემსას გეტყვი გაბრიელ, მაგრამ იცოდე, არასდროს დაგავიწყდეს, სიყვარულის არ შეგეშინდეს, აზრი არაქვს, უბრალოდ მიიღე ფაქტი.
მოსვა ყავა, ჭიქა მაგიდაზე დადო და თითქოს წარსულში ჩაიძირა.
- სიყვარულზე დამოკიდებულების ტიპური შემთხვევა: ერთი მუდამ იტანჯება, მეორე — თითქმის მუდამ გულგრილია.
ხმაც უეცრად შეეცვალა.
- სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ხშირად მას სხვა გრძნობაში — სიყვარულზე დამოკიდებულებაში ურევენ. სამწუხაროდ, ისიც ისევე გავრცელებულია, როგორც, მაგალითად, ალკოჰოლზე დამოკიდებულება. მაგრამ სიყვარულზე დამოკიდებულების დროს არავის ეუბნებიან, იმკურნალეო, არამედ მას სიმღერებსა და ლექსებს უძღვნიან და სატელევიზიო შოუებით „ტვინს ურეცხავენ.
- ოცდამეერთე საუკუნის ჭირი.
გაეღიმა გაბის, მაგრამ თითქოს არც შეხებია ეს სიტყვები, ისიც ერთ-ერთი ოცდამეეღთე საუკუნის ბიჭი იყო, ხშირად ჰყავდა გოგოები, მაგრამ ფერადის დანახვაზე რაღაც იგრძნო, არიცოდა ეს სიყვარული იყო, თუ უბრალოდ გოგოს განსხვავებულობამ გამოიწვია მასში ამდელა რეაქცია.
- მოკლედ, ვიცი გაბი, რომ შენ უბრალოდ სისულეკედ მიგაჩნია ჩემი ნათქვამი.
წამიერად შეწყბიტა ჯეიმ და ფეხზე წამოდგა.
- არა, მართლა არა.. უბრალოდ არვიმჩნევ, ან არ მემჩნევა არ ვიცი, მინდა მოსმენა, გათხივ, გააგრძლე.
რატომღაც გულმა სხვა ათქმევინა.
ჯეიც უხმოდ ჩამოჯდა სავარძელზე სა განაგრძო.
- მოკლედ გეტყვი... სიყვარულის გამო ადამიანის ცხოვრება პარალიზებული არ ხდება, პირიქით, მას სიხარული მოაქვს. ეს ძირითადი სიმპტომია.
ჯეი წამოდგა, ამჯერად გაბრიელი აღარ შეწინააღმდეგებია.
- წავედი ძმაო.. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
გაბიმ სახე შეიჭმუხნა და მხრები მაღლა აწია, ხელები გამოშალა და როგორც ჩვევიათ ხოლმე ცხვირში ჩაილაპარაკა.
- არაფრის ძმაო, არგცხვენია?
კერი, რომ გამოიხირა მიხვდა, რომ საკუთარ წარსულს კი არ გაურბოდა, ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდებოდა, გარ
ეთაც არ ციოდა, ოდნავ სუსხიანი წარი დასეინობდა ბილიკებს შორის.
ჯეი საკუთარ გონებაში ნელ-ნელა იკარგებოდა, გაუცნობიერებლად ადგავდა ნაბიჯებს და ვერც იმას ვიტყვით რა ხასიათზე იყო, თვითონახ არ იცოდა და იმიტომ.
ფიქრმა შეითრია, რატომღაც სიყვარუკის თემიდან სიკვდილმა გამოათრია და ხელი დაუქნია, შუაღამის სუსხიანი ნიავი მასთან ერთად მოსეინობდა, ისიც გზააბნეული, ორივე დაიკარგნენ, ჯეი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
- მე საერთოდ არ მჯერა, რომ სიკვდილი არსებობს, მაგრამ ადამიანების დიდ ნაწილს ვერაფრით ვარწმუნებ. მართალია, გარდაცვალების სტატისტიკა მათ მხარესაა, მაგრამ ეგეც რაღაც ტრიუკი მგონია.
თავი გააქნია, ერთი ამოიოხრა და ელვა ბოლომდე ამოწია.
- მხატვრულ ტექსტში, კი ბატონო – ეფექტური მეტაფორაა სიკვდილი. ცინიკურად გაეცინა, ფილოსოფიაშიც მოხერხებულად ჯდება, მით უმეტეს, თუ დიალექტიკური თამაშის ნაწილია. მაგალითად, ბოდრიარი ძალიან მიყვარს და ის ჩამთრევ თამაშს იწყებს კითხვით: ვინ არის ის, ვინც უფრო მეტი ადამიანი დახოცა, ვიდრე სტალინმა და ჰიტლერმა ერთდროულად? ფილოსოფოსი ამ პარადოქსს პროცენტული მაჩვენებლებით განმარტავს და ასკვნის, რომ ეს არის კაენი: მან ძმის მოკვლით კაცობრიობის მეოთხედი ამოხოცა. გაეღიმა ჯეის, ბოდრიარი ჩვეული ირონიით განაგრძობს, რომ კაენს კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის უნდა მოეთხოვოს და ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ჰააგის ტრიბუნალიც უკან მორჩება, მაგრამ არა..
უაზროდ აზრიან ფიქრებში გზა იწელებოდა, მიდიოდა არეუკი ნებიჯით ჯეი და თითქის ქუჩები შეხვლილი ეჩვენებოდა ფიქრებით არეულსარეულს, სიბნელე უყვარდა, სინათლე ზედმეტად ყალბი იყო, მაგრამ საჭირო, საკუთარ სადარბაზოში შესულს თითქოს ემოციები მოაწვა, ბურთი გაეჩხირა ყელში, მაგრამ არ უყვარდა ემოციის გამოხატვა, საკუთარ თავთანაც კი, ამიტომ ღრმად ჩსისუნთწა და სიბნელეში დაიკარგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent