შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 3)


22-02-2019, 13:53
ავტორი kiira
ნანახია 2 064

გავშრი,გავიყინე,გავშეშდი,ფერი და მადა ერთდროულად დავკარგე.თვალები დავხუჭე,თავი გავასწორე,იმედი,მქონდა,რომ ის ადამიანი არ იქნებოდა ვისაც ვფიქრობდი,1...2...3...თვალები გავახილე და დაკივლება დავაპირე როცა უცებ უკნიდან მომიდგა და ცალი ხელი პირზე ამაფარა,ცალი კი მუცელზე მომხვია.მოულოდნელობისგან გავქვავდი და გაჩუმება ვამჯობინე.მანამ არ გავნძრეულვარ სანამ არ მკითხა
-გინდა გაგიშვა?
სასწრაფოდ თავი დავუქნიე
-იკივლებ?
ახლა გავაქნიე
ნელ-ნელა ორივე ხელი მომაშორა,მე კი ისევ იგივე პოზიციაში ვიდექი.ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა და დახშული ხმით მითხრა.
-რაიყო ლამაზო,იმდენად მოგენატრე,რომ ვერ დაელოდე ჩემს გამოსვლას და პირდაპირ აბაზანაში მივარდებოდი?შიშველი რომ ვყოფილიყავი?თუ ამის იმედი გქონდა?
-შენ რა,სულ გააფრინე?აქ რას აკეთებ!უკან მომყვებოდი?-შევტრიალდი და ხელი ვკარი.
-ნუ ყვირიხარ თორემ ისევ გაგაჩუმებ,ოღონდ ამჯერად სხვანაირად.
რთული წარმოსადგენი არაა რას გულისხმობდა,ამის გაგონებაზე სისხლი თავში მომაწვა,ხელი ავწიე და სილა გავაწანი,იმდენად ძლიერად მომივიდა ,რომ ხელის გული მეწვოდა,მის ქვედა ტუჩზე კი ბლანტი სითხე შევნიშნე.კარგი,ასეთი ძლიერიც თუ ვიყავი არ მეგონა.გარტყმისგან თავი შეუტრიალდა,ამ პოზაში გაშეშდა,სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე,სისხლი ცერა თითით მოიწმინდა,ენა კბილებზე გაისვა და თავი ნელა შემოატრიალა ჩემკენ,ნელ-ნელა მიახლოვდებოდა,მე ყოველ მის ნაბიჯზე ერთით უკან ვიხევდი,ბოლოს რათქმაუნდა წასასვლელი აღარ დამრჩა,ხელები ჩემს უკან კედელს მიადო ,ჩემი თავი კი მის ხელებს შორის მოექცა*თითქოს ფილმში ვიყოთ*.ჩემზე ორი თავით მაღალია.მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ წელს ზემოთ არაფერი ეცვა.
-გაფრთხილებ,ასე აღარ მოიქცე,თორემ ძალიან გავბრაზდები,ჩემს გადამტერებას თვით სატანას მტრობა გერჩივნოს.
ასე უცებ როგორ გარდაიქმნა ,რამოდენმე წამის წინ ზედმეტად თავდაჯერებული იყო,ახლა კი თვალებში ბრაზის ნაპერწკლებსაც კი ვხედავ.ეტყობა,რომ ასე ჯერ არავინ მოქცევია.რა საკვირველია,თავი ზედმეტად სიმპათიური გონია და ფიქრობს ,რომ ასეთი რამის გასაკეთებლად არცერთ გოგოს თავში არაფერი არ გადაუტრიალდება,როგორ შეიძლება ასეთ ბიჭს სახეში ხელი გაარტყა?არანაირად!სილამაზე ყველას ხიბლავს.
ასე უსუსურად დგომა არ შემეძლო,ასერომ რაც პირველი მომაფიქრდა ის ვუთხარი.
-თორემ რა?!
ახლა კმაყოფილების ღიმილი აიკრა.
-შემდეგ რაც მოხდება,იმაზე პასუხისმგებელი მე აღარ ვიქნები ლამაზო.
-შენ რა,მართლა გგონია,რომ რახან სიმპათიური ხარ ყველა დებილივით ყველაფერზე თავს დაგიქნევს?
-შენ ახლა შენი პირით თქვი რომ სიმპათიური ვარ არა? საინტერესოაა,ეს დაიმახსოვრე,რადგან მე არ დამავიწყდება ,იქნებ სულ მალე ისიც მითხრა რომ მოგწონვარ?
ახლა გავიაზრე რაც ვთქვი და თავის დაძვრენას შევეცადე.
-ისე იყავი როლებში შეჭრილი მეთქი თავი ფილმში გონია და ხელი შეგიწყვე.
-ეგ მალე გაირკვევა ხელი შემიწყვე თუ რასაც ფიქრობდი ის თქვი.
-მისმინე ჩემო ბიჭო,ასეთი ლაპარაკით მხოლოდ შენს ნაშებს თუ მოხიბლავ,ნორმალურ გოგოსთან კი ,,ლამაზო'' ,,პატარავ'' ,,ტკბილო'' და მსგავსი სიტყვებით ლაპარაკი არ უნდა დაიწყო,იმიტომ,რომ ყველა მათნაირი თავქარიანი არაა.
-ოჰოო როგორ აჭიკჭიკდა,ერთი ამას დამიხედეთ,შენ ჩემს ნაშებზე ნუ ინერვიულებ,მაგათ მე მივხედავ.
-ხოდა წადი მიხედე,ჩემი სახლიდანაც მოშორდი.ხომართლა აქ რაგინდა?
და ამ დროს გაისმა ჰანტერის ხმა.
ბიჭი მომშორდა,აბაზანაში შევიდა და კარები მიხურა,ორ წამში კი ჩემი ძმაც გამოჩნდა.
-მია,სკაი არ გინახავს?
-ვინ?
აბაზანის კარებიც გაიღო და გამოვიდა მისი უდიდებულესობა,ასეთ მოკლე დროში სპორტული შარვლის და მაისურის ჩაცმა როგორ მოახერხა არ ვიცი მაგრამ ახლა კი მიიღებს ჰანტერისგან,-შოუ იწყება -გავიფიქრე ჩემთვის,თუმცა იმედები მალე გამიცრუვდა,კონკრეტულად მაშინ როცა ჰანტერმა თქვა.
-აი სად ყოფილხარ,რამდენი ხანია გეძებ.
-შხაპს ვიღებდი,ახლახანს გამოვედი.
გაოცებისგან პირი დავაღე,აი ეს უკვე ნამდვილი ბომბია ჩემს თავში.
-ეს...შენ...შენ ხარ ბლუს და ჰანტერის ბავშვობის მეგობარი?
-ასე გამოდის-ისე გამიღიმა თითქოს პირველად მხედავდეს და მართლა სიამოვნებდეს ჩემი გაცნობა.ჰანტერმა რომ იცოდეს ორი წუთის წინ აქ რა ხდებოდა ,ეს ვაჟბატონი ბავშვობის მეგობრობიდან მტრად გადაიქცეოდა.არა ნამდვილად კარგი მსახიობია,უდავოდ.
-მოიცა თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ?
-არა
-ასე ვთქვათ ვერ მოვასწარით.მე სკაი ვარ,სკაი დე-ლევინი-ხელი გამომიწოდა და ფართო ღიმილიც მოაყოლა.ახლა კი მივხვდი ,რომ თამაშობს.
-მია-მეც რაც შეიძლება ყალბი ღიმილი ავიკარი,როგორც ჩანს მიხვდა,რადგან როცა ხელი ჩამოვართვი იმდენად ძლიერად მომიჭირა,ეჭვი მაქვს მრთელი ძვალი არ დამიტოვა,ადმისდა მიუხედავად სახეზე გამომეტყველება არ შემცვლია.ხელი გავუშვი,ზურგს უკან წავიღე და მტკივანი ხელის გამოძრავებას შევეცადე.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა მიაკო
-მიაკო არა მია..- ვუთხარი ბრაზშეპარვით,შემდეგ გამახსენდა რომ ჰანტერიც აქ იყო და სწრაფად დავამატე-თუ შეიძლება.
-კარგი მიაკო.
უხ!ერთი ამ თავდაჯერებულ სახეზე კიდევ ერთხელ შემეძლოს შემორტყმა.
-კარგი,ერთმანეთს უკვე იცნობთ,ახლა წავედით სადილობის დროა.
ჰანტერი წინ წავიდა,სკაიც გაყვა,მე ოთახში შევედი,ხელი დავიზილე და ბინტით შევიხვიე,გრძელმკლავიანი ჟაკეტი ჩავიცვი დასაფარად და ქვევით ჩავედი.სადილობისას მარცხენა ხელით ვჭამდი,მხოლოდ სკაიმ შეამჩნია ხომ რაღაც მჭირდა რადგან ჩემს წინ იჯდა,მე კი როდადრო სახეს ტკივილისგან ვმანჭავდი,ამისდა მიუხედავად არაფერი უთქვამს მხოლოდ ადგა ,სადილისთვის მადლობა გადაიხადა და თავის ოთახში შევიდა.



№1  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

ვაიმე აქ რეები მოხდება...
სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს აუ როგორ მომწონს ეს ბაბნიკი იდიოტი:დდდ
რა საყვარლები არიან..
ერთი სიტყვით გელი და წარმატებები...))<3

 


№2  offline წევრი kiira

MÔDÎLÎAŇI
ვაიმე აქ რეები მოხდება...
სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს აუ როგორ მომწონს ეს ბაბნიკი იდიოტი:დდდ
რა საყვარლები არიან..
ერთი სიტყვით გელი და წარმატებები...))<3

:დდ ძალიან მიხარია რომ მოგწონს <3 <3

 


№3  offline წევრი fluctus Oceani

მეც მიყავრს ეს აბნიკი დარწმუნებული ვარ რამეს იზამს ვაიმე ზალიან მომწონნსსსსსს არ დააგვიანო რაა მაინტერესებსს

 


№4  offline წევრი kiira

I love you baby
მეც მიყავრს ეს აბნიკი დარწმუნებული ვარ რამეს იზამს ვაიმე ზალიან მომწონნსსსსსს არ დააგვიანო რაა მაინტერესებსს

❤❤❤❤❤❤❤❤ვაიმეე მადლობაააა.
ყოველდღე ახალ თავს დავდებ.❤

 


№5  offline წევრი fluctus Oceani

kiira
I love you baby
მეც მიყავრს ეს აბნიკი დარწმუნებული ვარ რამეს იზამს ვაიმე ზალიან მომწონნსსსსსს არ დააგვიანო რაა მაინტერესებსს

❤❤❤❤❤❤❤❤ვაიმეე მადლობაააა.
ყოველდღე ახალ თავს დავდებ.❤


heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№6 სტუმარი mari

Au dzaan magari iyo <3<3<3 babnikze vgijdebi <3 shemdegs rodis dadeb??

 


№7  offline წევრი kiira

mari
Au dzaan magari iyo <3<3<3 babnikze vgijdebi <3 shemdegs rodis dadeb??

ხვალ ❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

შენ ის კირა ხარ თუ სხვა ... "კოკა კოლა"
:-D
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№9  offline წევრი -Unknown-

ძალიან პატარა თავებია,გაზარდე..

 


№10  offline წევრი kiira

მორი-ელი
შენ ის კირა ხარ თუ სხვა ... "კოკა კოლა"
:-D

სხვა :D

-Unknown-
ძალიან პატარა თავებია,გაზარდე..

ვეცდები <3

 


№11  offline წევრი ბალუუ

შენიშნვნა უნდა მოგცე..ჩემთვის, როგორც ბიჭი მკითხველისთვის, სასიამოვნოა შეხებების სცენების გაცნობა..მაგრამ, მალევე ასრულებ, რაც ხალისს მიკარგავს, მინდება უფრო და უფრო მეტი შევიტყო მათზე. რაც შეეხება თავს, იმედი მაქვს გაზრდი.. და ბოლოს ღმერთმანი, საკმაოდ დიდი პოტენციალია შენში:)))

 


№12  offline წევრი kiira

ბალუუ
შენიშნვნა უნდა მოგცე..ჩემთვის, როგორც ბიჭი მკითხველისთვის, სასიამოვნოა შეხებების სცენების გაცნობა..მაგრამ, მალევე ასრულებ, რაც ხალისს მიკარგავს, მინდება უფრო და უფრო მეტი შევიტყო მათზე. რაც შეეხება თავს, იმედი მაქვს გაზრდი.. და ბოლოს ღმერთმანი, საკმაოდ დიდი პოტენციალია შენში:)))

დიდი მადლობა <3 ვეცდები გამოვასწორო და თავებიც გავზარდო <3

 


№13 სტუმარი maria

❤️????vgijdebishenze ????da ratqmaunda babnikzedac????

 


№14  offline წევრი kiira

maria
❤️????vgijdebishenze ????da ratqmaunda babnikzedac????

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ მადლობააააა დიიიიიიიდიიიი ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent