90-იანების ბავშვები (1 თავი)
შუა დღის ოთხი საათი სრულდებოდა,ცა კი ისეთი შავი ღრუბელის საფარ ქვეშ გახვეულიყო,რომ შუა ღამე გეგონებოდათ.მაისისთვის შეუფერებლად ციოდა,კოკისპირული წვიმა კი ისეთი სიძლიერით ეხეთქებოდა დედამიწას,დაკვირვებული თვალი აუცილებლად შემჩნევდა, წვიმის მსხვილი წვეთებისგან გაკეთებულ ნაკვალევს ტალახიან მიწაზე. 16:01 წუთი... ბარის კარი ფერადთმიანმა გოგონამ ისეთი ძალით შემოგლიჯა,რომ სწრაფად შემოჭრილი სუსხისა და ხმაურის ფონზე ყველა მას მიაშტერდა.თვითონ კი ნაცნობი მაგიდისკენ ისე დაიძრა,რომ არც მის მიმართ წამოყრანტალებული უხამსი კომენტარები გაუგია და თითქმის არავინ შეუნიშნავს,გარდა ნაცნობ მაგიდასთან მსხდარი სამი სხეულისა. შეხვედრის ადგილი იგივე,ადამიანთა შემადგენლობა უცვლელი,განსხვავებული მხოლოდ ბარის ინტერიერი იყო,რომელიც პირველყოფილი სახისგან სრულად განსხვავდებოდა და კონტრასტს ქმნიდა ამ ოთხეულთან. -ნინა სულ როგორ იგვიანებ?-მომაბეზრებლად აატრიალა თვალები ქერათმიანმა გოგონამ და შემოსულს მტრული მზერა მიაპყრო. -ნინა უკვე 18 წელია აღარ მქვია!-გამოსცრა კბილებში ფერადთმიანმა გოგონამ და ჯიბიდან სიგარეტის ღერი ამოიღო,წვიმას შარვლის შიგნითაც შეუღწევია და ოდნავ ნესტიან სიგარეტზე თითქმის შეუძლებელი გახდა ცეცხლის წაკიდება. -შეეშვი ამ ღერს,აქ მოწევა ისედაც აკრძალულია-პირიდან გამოსტაცა თათიამ ღერი და შავი თვალები დააკვესა. -როდიდან აკრძალა ჩვენმა მთავრობამ დახურულ სივრცეში მოწევა?-უდარდელად იკითხა და წინ მჯდარ წითურ გოგონას თვალი ჩაუკრა,რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თბილად უღიმოდა. -ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ?-ქერათმიანმა გაოცება ვერ დამალა- უკვე ერთი წელია თითქმის! -ხო იცი,ნატა, მკ..დია ეს ქვეყანაც და ის მთავრობაც,სადაც პრემიერ-მინისტრი სანდრო აბულაძეა!-მისი სახელის ხსენებისას ნინას თალებში წამიერად გაირბინა იმედგაცრუების ნაპერწკალმა,რასაც ბრაზის და სიძულვილის ტალღები მოყვა. -იცის რომ თბილისში ხარ?-როგორც იქნა ხმა ამოიღო წითურმა და შეშინებული თვალები მიაპყრო მეგობრებს. -არ იცის,მაგრამ მალე გაიგებს!-ავის მომასწავლებლად გადახედა სამეგობროს და თითქმის შემშრალ სიგარეტს ცეცხლი წაუკიდა. -ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა-სკამიდან წამოიწია ქერათმიანი ნატა და ისეთი ჩურჩულით განაგრძო საუბარი,თითქოს ვინმეს აინტერესებდა მათი საუბარი-ჩვენს შესახებ ყველაფერი იცის და თუ თვალში მოვეჩხირებით რომელიმე,ხომ იცი დიდ ბომბს გაისვრის ჩვენი სახით. -მაგ ბომბს ტრ..კში გავთხრი და მაგასთან ერთად მოვისვრი. -გეყოფა დიდგულობა,ბავშვობიდან ფინია ძაღლივით იყეფები,მაგრამ ვერავის კბენ რეალურად. -გეყოფა თათია,როდემდე უნდა იყო ნატას კუდი? ნუთუ არ მოგბეზრდა?-ირონიული ღმილით შეხედა ჯერ შავგვრემანს,მერე კი ამაყად მომზირალ ქერას. -ახლა ჩხუბის დრო არ არის,გეყოფა ნინა,თუ შენ ჩაიძირე,ხომ იცი ყველა მოგყვებით? -ჩემი ჟღალთმიანი მშვიდობის მტრედი-თბილად გაუღიმა წინ მჯდარ მარიამს-მაგრამ შეუშვით ამ ტვინებში ეს დედა აფეთქებული,რომ ნინა კი არა რია მქვია უკვე დიდი ხანია.თუ მთელ თბილისს მოივლით ნინა ონიანის ძახილით,მერწმუნეთ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ხვალვე აგვიყვანს ოთხივეს.ასე,რომ რია ვარ,რიიაა! -კარგი ხო,უბრალოდ ბავშვობის ჩვევებს ვერ ვეჩვევით,ხომ იცი ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო-უაზროდ გაიკრიჭა თათია და წინ მდგარი კოკა-კოლა ერთი მოყუდებით დალია. -ხო და გვეყოფა ჭორაობა,საქმეზე გადავიდეთ... იმ დღეს გვიანობამდე განიხილავდნენ საერთო საქმის საკითხებს,გეგმავდნენ ყველა ნაბიჯს,როგორც ბავშვობაში.ადგედნენ გეგმას,რომელიც უნდა აემუშავებინათ თუ საქმე ყველაზე ცუდად წავიდოდა.ამ საქმეში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ჰქონდა და ყველამ კარგად იცოდა,რომ თუ ერთი პატარა ჭანჭიკი მაინც მოეშვებოდა,მანქანა სვლას შეწყვეტდა.თათია მენეჯრი და ბუღალტერი გახლდათ,ნატას საქმე გაყიდვები და კლიენტების მოძიება იყო,მარიამი კი იურისტი გახლდათ და საკმაოდ კარგიც, აი რია? რია კი თითქმის უპროფესიო იყო,მაგრამ საქმეში ყველაზე მთავარი ღერძი.მის ირგვლივ ტრიალებდა სამივე და რომ არა რია,დღეს ვერცერთი იქნებოდა იურისტი,ბუღალტერი და ბიზნესმენი.რია მუდამ პრობლემების მომგვარებელი,დიპლომატი და თუ საჭირო ხდებოდა დაცვაც იყო.არაფერს,მაგრამ ამავდროულად ყველაფერს აკეთებდა. მათი პირველი შეხვედრა? ოთხივე 6 წლის იყო პირველად რომ ერთმანეთი იპოვეს,ოთხივე უპატრონო და უსახლკარო.თათია ბავშვთა სახლში იზრდებოდა, 6 წლის იყო დედამ რომ მიიყვანა თავშესაფარში და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა.ნატას ამბავი შედარებით უკეთესი იყო,ის მაინც იცოდა, რომ მისი მშობლები სლავური წარმოშობის იყვნენ.დედამისი ღარიბ კაცს გაჰყოლია ცოლად და ოჯახიდან გამოუგდიათ,ბედნიერი ოჯახი ექნებოდა,რომ არა დედამისი,რომელიც მის მშობიარობას გადაყვა,მამა კი ფილტვის ანთებამ შეიწირა,როდესაც ნატა 5 წლის იყო.მარიამს არც დედა ახსოვდა და არც მამა,რაც თავი ახსოვდა ქუჩაში იზრდებოდა ერთ მოხუც კაცთან ერთად,რომელიც შვილივით ზრუნავდა მასზე.რია კი უბრალოდ სანაგვეში მიაგდეს,როდესაც რამდენიმე დღის იყო.რომ იპოვეს ხელზე სამაჯური ეკეთა მხოლოდ წარწერით „ნინა ონიანი“.იმ დღიდან ბავშვთა სახლი გახდა მისი ოჯახი,რომელიც მუდამ ზიზღს იწვევდა მასში.ოთხი წლის იყო,პირველად რომ გაიქცა თავშესაფრიდან,პატარა იყო,მაგრამ უკვე იცოდა რომ ქუჩა უფრო უსაფრთხო იყო,ვიდრე ის ადგილი,სადაც არავის უყვარდა და სადაც მხოლოდ ძალადობდნენ მასზე. ამ თავშესაფარში გაიცნო სწორედ თათია,რომელიც გამუდმებით ტიროდა და არავის ეკარებოდა,სანამ კარგად არ სცემდნენ მისი ხმამაღალი ისტერიკით შეწუხებული აღმზრდელები. ბოლოს თავშესაფარი ისევ პატარა რიას მკლავებში ჰპოვა და მას შემდეგ აღარც მოსცილებია. განა რიას არ სტკიოდა? განა რიას არ სძულდა მთელი სამყარო? განა რიას არ ეშინოდა? მაგრამ იცოდა,რომ ტირილი დიდი გოგოების საქმე არ იყო,იცოდა,რომ ტირილით სამყაროს ვერ შეებრძოლებოდა.დღე და ღამ იჯდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,თუ როგორ გაქცეულიყო ამ ჯოჯოხეთიდან და თათიაც თან გაეყოლებინა.ექვსი წლის იყო,პირველი ოცნება რომ აიხდინა და თავშესაფრიდან გაქცეულ მეგობართან ერთად თავისუფლების გემო იგემა. პატრა იყო,მაგრამ იმაზე მეტად აფასებდა ამ გრძნობას,ვიდრე რომელიმე ზრდასრულს შეეძლო.სწორედ იმ ქუჩაში,რომელიც მათი ნამდვილი სახლი გახდა, იპოვეს ერთმანეთი და ყველაფერიც აქედან დაიწყო. პრეზიდენტის სასახლესთან სამი დაბურულშუშებიანი ჯიპი გაჩერდა,პირველი და ბოლო მანქანებიდან დიდი სისწრაფით გადმოვიდნენ დაცვის წევრები და სასახლისკენ მიმავალ პრემიერ-მინისტრს აედევნენ.მაღალი სხეული მსუბუქად და ამავდროულად, ისეთი დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა წინ,რომ სახეზე ეწერა ერთდროულად წამოშლილი ყველა ემოცია,მის შავად მოელვარე თვალებში ხან მრსიხანება,ხანაც კი ის ბავშვური მზერა ჭარბობდა,რომელიც დიდი ხანია არავის ენახა.როგორც იქნა,კაბინეტამდე მიაღწია და უკან მიმავალ დაცვას ცხვირწინ მიუკეტა კარი.თავი მარტო დაიგულა თუ არა,ყელზე მარწუხივით შემოხვეული ჰალსტუხი მთელი სისწრაფით მოიხსნა და იქვე მდგარ სავარძელზე მიაგდო.მერე ნერვიულად დაუწყო პიჯაკში მიმალულ პირველი გამოშვების ნოკიას ფირმის ტელეფონს ძებნა.გრძელი,მოვლილი თითებით სასურველი ნომერი მთელი სისწრაფით აკრიფა და ყურმილის იქით,გაბმული ზარის შემდეგ,როგორც იქნა უპასუხეს. -იპოვე?-მისმა ცივმა და გამყინავმა ხმამ მთელი კაბინეტი დაფარა და წამსვე დაგუბდა ოთახში. -დიახ,ბატონო ალექსანდრე! -სადაა? რას აკეთებს? როდის იღვიძებს,სად მიდის,ვის ხვდება ყველაფერი დაწვრილებით მჭირდება!-გამოსცრა კბილეს შორის და იმის წარმოდგენაზე,რომ სადღაც აქ იყო და ახლოს ჰყავდა,სხეულში სისხლი გაეყინა.ყოველთვის ასე იყო,ბავშვობიდანვე,მასში უცნაურ ემოციებს იწვევდა და მანამდე არ ტოვებდა ეს გრძნობა,სანამ პირისპირ არ ნახავდა. -თბილისში დაბრუნდა,ერთი კვირის წინ ბარ „Shadow”-ში შეხვდა სამ გოგონას,როგორც გავრკვიე ერთ-ერთი მათგანი იურისტი მარიამ... -ვიცი ვისაც შეხვდა,შემდეგ? -საცხოვრებელი ადგილი ჯერ ვერ დავადგინეთ,საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებულია,სამჯერ დაუსხლტა ბიჭებს ხელიდან. -ამიტომაც არის ნინა ონიანი და არა თქვენნაირი ს..რების ჯოგი,გამოცდილ შსს-ს ხალხს ხელიდან როგორ დაგისხლტათ თითის ხელა გოგო?-ისეთი ხმით დაიღრიალა,რომ ნორმალური ადამიანის გული ამ გამყინავ ხმას ვერ გაუძლებდა. -ბოდიში,ბატონო ალექსანდრე,მაგრამ...-თავის გამართლებას ცდილობდა,ყურმილის მეორე მხარეს მყოფია ადამიანი,თუმცა კარგად იცოდა,რომ მიზეზი სულელური იყო.მართლაც სამარცხვინოა,ამხელა რაზმს რომ პატარა გოგო ისე დაეკარგათ სამჯერვე,როგორც ნემსი ქერის ორმოში-იმის თქმა მინდა,რომ სახელიც გადირქვა.ნინა ონიანი დღეს რია ონიანია. -რია-ეს სახელი ისეთი ემოციით წარმოთქვა,რომ თავადაც იგრძნო ის მოზღვავებული გრძნობა,რასაც მონატრება ერქვა. -რაც შეეხება მის საქმიანობას,ისევ არაკანონიერი ბიზენსი აქვთ მას და მის მეგობრებს. -როგორც ჩანს,ძველ ჩვევებს ვერ ივიწყებს-უფრო თავისთვის ჩაილაპარკა მამაკაცმა და წამიერად გაფანტული გონებით კვლავ საქმეზე კონცეტრირდა. -არალეგალურად გააქვთ ქვეყნიდან იარაღი,თუმცა იმდენად გასაიდუმლოებულია და იმდენად კარგად მუშაობენ,რომ სერიოზული მტკიცებულებების გარეშე,მათ დაჭერას ვერ მოვახერხებთ. -და პირადი?-როგორც იქნა გაბედა და იკითხა,რაც სინამდვილეში ყველაზე მეტად აინტერესებდა.წამიერი დუმილი კი საუკუნოდ მოეჩვენა და თითქოს შიშის გრძობაც წაეტანა მის გულსა და გონებას,იქნებ ქმარი ყავს? იქნებ უყვარს ვინმე? კითხვები წამის მეასედი სისწრაფით ირეოდნენ მის გონებაში,სანამ მეორე მხარემ პასუხი არ გასცა. -ამ ერთი კვირის განმავლობაში შეხვდა რამოდენიმე მამაკაცს,თუმცა მხოლოდ ოფიციალური სახე ჰქონდა.დაზუსტებით არ ვიცით,თუმცა დიდი ალბათობით არავინ ყავს სერიოზული-ისეთი სიმშვიდე იგრძნო ამ სიტყვების გაგონებისას,რომ წამიერად ცეცხლმოკიდებული გონება დაუმშვიდდა და მონატრებამ უფრო ძლიერად შემოუტია. -კარგი გასაგებია,ყველაფერს მობილურზე მომწერთ,სად წავა,ვის ნახავს,რას გააკეთებს,არ გაბედოთ და ისევ ხელიდან არ დაგისხლტეთ,თორემ ყველას მოგხსნით და მთელი წელი ციხის კედლებს გახეხინებთ-დაბალი და ამავდროულად ყველაზე უსიამოვნო ხმით გამოსცრა და ყურმილიც დაკიდა. მაგიდაზე მდგარი ჭიქა წყლით გაავსო და ერთი ამოსუნთქვით ისე გამოცალა,თითქოს უწყლობისგან მალე მოკვდებოდა.ანერვიულებული ხელები გადაპარსულ თავზე გადაიტარა და მზერა ერთ წერტილზე მიეყინა.მისი გონება ქაოსს მოეცვა,იცოდა ამ ყველაფრის მიზეზი,მაგრამ ვერ ბედავდა,საკუთარ თავთან აღიარების ეშინოდა.პატარობიდანვე ყველაფერს უმკლავდებოდა,ლომის ხახაში შეყოფდა თავს,მაგრამ საქმე როდესაც ნინას ეხებოდა,ყველაფერი რთულდებოდა.მისი გამბედაობა,სიძლიერე,სიუხეშე სადღაც ქრებოდა და ის ბავშვი იღვიძებდა მასში,რომელიც ოდესღაც არსებობდა. -რია დაირქვა,რატომ რია და არა სხვა?-ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებდა და არ იცოდა,საიდან დაეწყო.-რია-ეს სახელი მოწონდა,იმაზე მეტად მოწონდა ვიდრე ნინა იყო,თითქოს მშობლებს მისთვის საგანგებოდ დაერქვათ ყველაზე შეუსაბამო სახელი.წამიერად გონებამ წარსულში გადააგდო,თვალწინ დაუდგა თმააწეწილი,დაუბანელი და ამავდროულად ყველაზე სუფთა გოგონა.8 წლის იყო რია პირველად,რომ დაინახა.სამ გოგონასთან ერთად იდგა წრის შუაგულში და პატარა,ჭუჭყიანი ხელებით ცდილობდა ლავაში ოთხ თანაბარ ნაწილად გაეყო,თან ამაყად უცქრედა მეგობრებს,რადგან ნადავლი მისი მოპოვებული იყო.უნებლიეთ გაეღიმა,მაშინ თავად 15 წლის იყო და ამ უსახლკარო ბავშვებისგან განსხვავებით მდიდარი ოჯახი ყავდა,მათსავით არასდროს სცმია ჭუჭყიანი ტანსაცმელი და არასდროს უყურებია უბრალო პურისთვის ისეთი ნეტარებით,როგორც ამას რია აკეთებდა.თავისი მდიდრული,შავი მანქანიდან უყურებდა ამ გაწეწილ,ცისფერთვალება ბავშვს და რაღაც ამოუცნობს გრძნობდა.[left][/left] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.