შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიკვდილი(თავები 3, 4)


22-02-2019, 21:12
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 025

თავი 3

ალბათ გახსოვთ მედეაზე რომ გეუბნებოდით ჩემი ნამდვილი სიყვარულიათქო. არც ვაპირებ ამის უარყოფას, რადგან ის ერთადერთი და განუმეორებელია. ახლა ის რომ ამას კითხულობდეს დიდად არ ესიამოვნებოდა, მაგრამ ვალდებული ვარ ყველაფერი ვუთხრა ჩემს მკითხველს.
სკოლის გარდა ყველგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ. ჰოდა დღესაც არ დავარღვიე ეს ტრადიცია და ჩემს საყვარელ მათემატიკის მასწავლებელთანაც სამარშრუტო ტაქსით წავედი. ცოტა ხანში გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი როდესაც ხნიერი ქალბატონი და მამაკაცი ამოვიდნენ, ადგილი კი თავისუფალი არ იყო, ვერც ვერავინ მოიფიქრა ადგილის დათმობა მათთვის, მაგრამ ეს რა სალაპარაკოა, ისიც მიკვირს ასეთ აყროლებულ და ზიზღით სავსე მსოფლიოში რომ სიცოცხლის უნარი რომ შემოგვრჩა. ხოდა რას ვამბობდი, მე და დაახლოებით ჩემი თანატოლი გოგონა ავდექით და მათ ადგილები დავუთმეთ. ის ისეთი ლამაზი იყო, გამიკვირდა ჩემი მუზა რომ არ გახდა, მაგრამ ალბათ უბრალოდ ფიზიკურ სილამაზეზე წერამ მობეზრება იცის და თან მითუმეტეს მისთვის ვისაც არც იცნობ, არც ადრე იცნობდი და არც გაქვს სურვული გაიცნო, რადგან შენთვის არ არსებობს სხვა გარდა იმ ერთადერთი ჭეშმარიტი ადამიანისა, რომელსაც დეა ჰქვია. მასთან განშორებას მერჩივნა სამარშრუტო ტაქსი აფეთქებულიყო და მოვმკვდარიყავი, რადგან მასთან განშორება მაინც მომკლავდა თან უფრო მწარედ. მომკლავდა იმიტომ რომ ვერ დავწერდი ერთერთ ლამაზ ადამიანზე, თუმცა ის კი უნდა ვაღიარო რომ არაფრით იყო განსაკუთრებული.
და აი მივიდა ეს უბრალო და გამონაბოლქვით სავსე მასა გაჩერებასთან. ჩავედი და ისიც ჩამომყვა. მეგონა ცოტა ხანს მაინც ვივლიდი ჩემი პოტენციური მუზის გვერდით მაგრამ იქვე შევიდა, უცხო ენების სწავლების ცენტრში.
მისი იქ შესვლა და ჩემი სიკვდილი კი ერთი იყო.

თავი 4

და აი დღეს მღელვარე ზღვის ტალღასავით მოაწყდა ჩემს სულს ხორციელი სიკვდილის სურვილი. საშინელი შხამივით შემოვიდა და მთელი სხეული მოიცვა. დაფარული ვარ ამ ცხოვრების შხამიანი გარემოთი. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და ნათესავებს. ზოგადად მძულს ეს პლანეტა სადაც არ აფასებენ სიყვარულს და ფეხებზე ჰკიდიათ ვინ ხარ. რაც უფრო დიდებული ხარ მით უფრო მეტი უმნიშვნელო ადამიანი დაგცინის რომელიც არაფერს წარმოადგენს. მინდა გადავეშვა სიკვდილის მორევში საიდანაც ვეღარ გამოვალ. ადრე მინდოდა ჩემი სახელი დამეტოვებინა ამ ქვეყანაში მაგრამ ახლა ეგ უმნიშვნელო რამ არის ჩემთვის. როცა სიკვდილი გსურს და სხვა არაფერი რომელ დიდებაზე და პოპულარობაზეა ლაპარაკი. ყველა მეცოდება ვინც ჩემს გვერდითაა: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და დეა. დეა - ის გოგო რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა და ყველაფერი შეცვალა, გოგო რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და ყველაფერზე ვარ წამსვლელი მისი კეთილდღეობის გამო. არ ვიცი ეს როგორ გავუკეთო მათ, ალბათ დიდი რაოდენობით დარდი და ეგოიზმი მჭირდება იმისთვის რომ სიკვდილის სურვილი ავისრულო. ჩემს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა რომ იცოდნენ ახლა რას ვგრძნობ ალბათ აღარ გამკიცხავდნენ მოწყენილობისთვის, ინდიფერენტულობისთვის, სიზარმაცისთვის და მარტო ყოფნის სურვილის ქონისთვის. მაგრამ მათ ეს არ იციან და ვერც გაიგებენ სანამ ამ ჩანაწერებს არ წაიკითხავენ ან სანამ ჩემს გვამს არ იპოვიან.

დავიღალე, ყველაფერი სპერმის სუნად ყარს და გაუსაძლისია ამ ქალაქში, ამ ქვეყნიერებაზე ცხოვრება. ჩემი ადგილი აქ არ არის, ჩემი ადგილი იქ არის ზევით, ცაში, კოსმოსში, ღმერთთან ან თუნდაც ჯოჯოხეთში რომელიც ალბათ დღევანდელ ქცეყნიერებასთან შედარებით სამოთხედ მოგვეჩვენება. ეს სწორედ ის ადგილია სადაც ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ თავიანთი თითოეული მოთხოვნა დაიკმაყოფილონ, როგორც ფიზიოლოგიური ისე მატერიალური. იმატა ძარცვის და გაუპატიურების ფაქტებმა, ეს ქვეყნიერება კოშმარული სიზმარია საიდან გამოსაფხიზლებლადაც სიკვდილია საჭირო.
მარტოობა მჭირდება, რამდენიმე დღით მაინც. მინდა ბოლო ხმაზე დავიღრიალო, ყველას და ყველაფერს დავარტყა და დავამტვრიო. ძალიან მძიმედაა ჩემი საქმე, ალბათ ფსიქოლოგი მჭირდება რომელსაც ამ ყველაფერზე დაველაპარაკები და გულზე მომეშვება. სიმართლე გითხრათ რაც ამ მოთხრობის, ჩანახატის, დღიურის თუ რაღაცის წერა დავიწყე(არც ვიცი რა არის და არც მაინტერესებს) ლექსების წერას შევეშვი და აშკარად უფრო მძიმე გახდა ჩემი მდგომარეობა. აქამდე თუ უბრალოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ როგორ მოვიკლა თავი: დამამშვიდებლებით, ალკოჰოლური სასმელით(რომლის მიღებაც დაუშვებელია ჩემთვის) ვენების გადაჭრით, მაღალი სართულიდან გადახტომით თუ რითი. ჩემი ერთი შეხედვით საინტერესო და უნაკლო ცხოვრება სინამდვილეში ასეთია ჩემთვის: მადლობელი ვარ რომ არ ვშიმშილობ, რომ ხშირად ვმოგზაურობ ევროპაში, რომ მაქვს ძვირფასი ცხოვრება, მაგრამ რაღაც მაკლია, არ ვიცი რა. საშინელ დეპრესიაში ვარ და აღარაფერი მინდა. მსურს რომ განვშორდე ამ საშინელ ქვეყნიერებას და დავრჩე მარტო, სრულიად მარტო...



აი მაგარი ხარ? ახლახანს ლიტორიკული კითხვა დავსვი, და პასუხიც ბათელია, ნამდვილად მაგარი ხარ, მომწინხარ ძალიან

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

სიყვარული გულს გვტკენს
აი მაგარი ხარ? ახლახანს ლიტორიკული კითხვა დავსვი, და პასუხიც ბათელია, ნამდვილად მაგარი ხარ, მომწინხარ ძალიან

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent