შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზე


22-02-2019, 21:27
ავტორი levani8
ნანახია 1 069

ქალაქი, სადაც მზე განსაკუთრებით უყვართ, უყვართ მისი თვალისმომჭრელი სილამაზე, ის თუ როგორ ანათებს ირგვლივ არემარეს, მისი სითბო და მზრუნველობა ყოველი მცხოვრებლის მიმართ გამოჩენილი, განცდა მისი გამოჩენისას, როდესაც შეახებს თავის სათუთ ხელებს და აღავსებს სიმშვიდით და იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ არაფერია მუდმივი, რომ წვიმისა თუ ქარბუქის შემდგომ აუცილებლად დადგება დღე მისი გამოჩენის, დადგება დღე როდესაც მწუხარებას სიხარული შეცვლის, უიმედობა იმედით შეიცვლება, რომ სინათლე აუცილებლად აჯობებს ბნელს და ბოლო ნათელი და მშვიდი იქნება, ქალაქი სადაც მზე განსაკუთრებით უყვართ იმედითაა სავსე. მზე, რომელმაც უამრავი მოგონება დამიტოვა, ქუჩის კუთხეში მწოლიარე მოხუცთან ვნახე, მოხუცთან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ სახლი დაეწვა და ქუჩაში უწევს მარტოდმარტო ცხოვრება. მე ვიცნობ ამ მოხუცს, ვიცნობდი უწინაც სანამ სახლი დაეწვებოდა და პირველ დღეებს როდესაც ქუჩაში უწევდა ცხოვრების გაგრძელება. ვხედავდი მის სახეს, მის გამოხედვას. იყო ცოცხალი, მაგრამ მის თვალებში სიცოცხლის ნაპერწკალიც კი არ მოჩანდა, მახსოვს პირველი განცდა რაც დამეუფლა მისი ნახვისას, ეს იყო უიმედობა,რომ არ შემეძლო დახმარება, რადგან მისი სურვილი, უფრო დიდი იყო ვიდრე ჩემი. სურვილი მისი მის თვალებში გარკვევით ამოვიკითხე, - მას არ უნდოდა სიცოცხლე. ვხედავ მზეს, რომელიც ქუჩის კუთხეში მწოლიარე მოხუცს, რომელსაც აღარ უნდოდა სიცოცხლე, შეახო თავისი თბილი და ნუგეშით სავსე ხელები, ეს შეხება იმდენად განსაკუთრებული იყო, იმდენად ძლიერი და თვალისმომჭრელი, რომ წამიერად გაქრა მოხუცის სახეზე უიმედობა და სურვილი სიკვდილის,- არ ვიცი მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, მაგრამ ახლაც ნათლად მახსოვს, როგორ იცვლებოდა იმ მომენტში მოხუცის სახე, რომელიც აღარასოდეს შეცვლილა. ქალაქში, სადაც მზე ყველას შეუყვარდა, სადაც დღე მის გარეშე არ მთვარდებოდა, სადაც მცხოვრებნი მარტო იმისგამო გამოდიდოდნენ გარეთ, რომ ენახათ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ, ყოველ მნახველში განსაკუთრებულ ემოციებს ტოვებდა, ის ყველგან იყო ყოველი მათგანის გულში, ეს იყო ქალაქი, სადაც მზე შეიყვარეს. დაღამება არავის ამწუხრებდა, რადგან სჯეროდათ, რომ მისი ნახვის შემდგომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ისევ შემოვიდოდა მათ გულში იმედი, სიმშვიდე, სიხარული, ნუგეში და რწმენა, - ეს იყო მზე, რომელმაც უამრავი ადამიანი შეცვალა, - მზე, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოეშვა და სამუდამოდ გაქრა....



№1  offline წევრი Maryam_

კარგია❤ ძალიან მომეწონა❤

 


№2  offline წევრი sunriseN

ძალიან კარგი იყო ემოციებით დატვირთული და სასიამოვნო წასაკითხი <3

 


№3  offline წევრი fluctus Oceani

კარგია ველი ახალს ძალიან მსუბუქი და ლამაზი წასაკითხია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent