შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიტყვაზე გაცილებით მეტი (6 თავი დასასრული)


22-02-2019, 22:14
ავტორი artificial
ნანახია 3 225

-ამათ მუშტები თუ არ დაანახე ისე ვერ იგნებენ ვერაფერს - ამოვიბურტყუნე ჩემთვის და კლასი მზერისგან ამწვარი ზურგით დავტოვე, აბა რა იქნებოდა ყველა მე მაკვირდებოდა. ჩემს კლასში მალევე შევედი და ნიას გვერდით არსებულ სკამზე მოწყვეტით დავეშვი - სახლში მინდა - ამოვიკნავლე საწყლად
-გავიპაროთ - იდეა წამოჭრა ნიამ და თვალებ აციმციმებულმა შემომხედა
-სახანძრო კიბიდან?
-წამო - აკისკისკისდა, ჩვენც ჩანთები დავიმალეთ კურტკებში და ახალი იდეით გახარებულები გავემართეთ სახანძრო კიბისკენ
-ჯერ მე ჩავალ, შენ ჩანთები ჩამომიყარე და მერე ჩამოდი -მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადავიხედე, დუტი გავიხადე მოხერხებულად გადავძვერი ფანჯრიდან და კიბეებს ნელა დავუყევი- ჩამომიყარე - ხმადაბალი ყვირილით ავძახე და მანაც უმალვე ისროლა ჩანთები და კურტკა, კურტკა ჩავიცვი და ნიას ჩამოსვლას დაველოდე.
სკოლის ეზოდან ჩუმად გავიპარეთ და ხარხარით გავარძელეთ გზა
-მომენატრა შენთან ერთად გართობა- ძმაკაცივით გადმომხვია ხელი და გულზე მიმიკრა
-ბოდიალი მეზარება და წამო ჩემთან
-კარგი
სახლში მალევე ავედით, vetements -ის უზარმაზარი მუხლებამდე ჰუდი ჩავიცვი, მაღალი წინდები ამოვიცვი და ქუდ დაფარებული გავტანტალდი მისაღებში
-რაღაცნაირად მიყვარს ეს სახლი, სიმყუდროვეა - ბალიშს მოხვია ხელი და დივანზე უფრო მოხერხებულად მოკალათდა
-ყველაფრის მიუხედავად მეც ძალიან მიყვარს აქაურობა - სახლს თვალი მოვავლე, ფანჯარა გამოვხსენი და რაფაზე შემოვჯექი - მოწევ? - სიგარეტი გავუწოდე ნიას, მე კიდე ერთ ღერს მოვუკიდე და ნეტარებით გავაბოლე
-ნუ ხარ შენ ეშმაკი და ნუ ცდილობ მაცდუნო - ცხვირი აიბზუა
-გახსოვს რამაგრა ვერთობოდით?
-ვაიმე სულ დირექტორის კაბინეტში რომ ვიყავით - სიცილი დაიწყო ნიამ - ყველაზე მეტად იცი რომელი მოგონება მიყვარს?
-რომელი? - მეც გამხიარებული უფრო კარგად მოვკალათდი და მონატრებული დაქალის მოსმენა დავიწყე
-ცეცხლმაქრობით დირექტორს რომ შევუვარდით და იქაურობა გავანადგურეთ - სიცილი ატეხა
-მაგ მოგონებას ნუ მახსენებ, შენ კი წახვედი მაგრამ მე ეგ კაცი დღემდე გადაკიდებული მყავს
-ის გახსოვს? გათბობის მილი რომ გავხეთქეთ და მთელი კლასი დატბორილი რომ იყო
-ვაიმე კი - ამიტყდა სიცილი - და ის? სკოლა რომ ჩავკეტეთ ცოცხით და აღარავის რომ აღარ ვუშვებდით
-ვაიმე მუცელი - ხელები მიიჭირა და ორად მოიკეცა
-ტკბილი მოგონებები კაია - ჩავფიქრდი და ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან წარსულის გახსენებაზე.
-მირეკავენ - ახმაურდა ნიას ტელეფონი - გისმენ ძმაო
-პირველ დღესვე შატალო? მეღადავები? - ჩაყვირა ტელეფონში ნიკამ და ნიამაც სიცილი ატეხა
-რა შუსტრი ხარ ძმაო, პირდაპირ მაოცებ
-რა გაკისკისებს გოგო? არ გეყო რაც მაგ სკოლაში დააშავე? მძლივს მივაღებინეთ შენი თავი, დირექტორმა რო გაიგო შენზე ვლაპარაკობდით კაცს ლამის ინფაქტმა დაარტყა
-აშკარად ვუყვარვარ და სიხარულისგან დაემართა ეგრე რა გჭირს ვა?
-ნუ ტლიკინებ ბევრს და მითხარი სად ხარ
-ნინისთან ვარ სახლში და რა პანიკებს მიტეხავ ცუდად ხომ არ ხარ?
-რომელ ნინისთან?
-დაქალთან შვილო - ლ- ჩაარტყა და გაწელა სიტყვა
-რატო არ ვიცნობ?
-ვაიმე ნიკა როდის იყო შენი დის დაქალებს იცნობდი? სულ ის გეკერა პირზე თქვენნაირ ღლაპებთან მე რა მინდაო
-მომწერე მისამართი ამოვდივარ
-ვაიმე შემჭამეთ ბარემ და ეგ არის - ამოიფრუტუნა და ტელეფონი გათიშა- ნიკა ამოვა
-ძმამ გაჭედა - დრამატულად წარმოვთქვი.
კარებზე მალევე გაისმა ზარის ხმა
-ნია გააღე რა - ისე კარგად ვიყავი რაფაზე მოკალათებული ჩამოსვლა აღარ მინდოდა, ვერც სიცივეს ვგრძნობდი და ვერც ვერაფერს სიმშვიდის გარდა
-მობრძანდით - კარები გააღო ნიამ და სამზარეულოშიც მალევე გაისმა ფეხის ხმა
-უყურე ერთი ამათ რა დღეში არიან - ჩაილაპარაკა ნიკამ და მეც თავი მისკენ შევატრიალე.
ღმერთო მეღადავები? რაც მთელი ცხოვრება არ მინახავს დიტო ახლა უნდა ამომადინო ყელში და დღეში რამოდენიმეჯერ დამასაჩუქრო მისი ხილვით?
-საიდან გაიგეთ? - ნიამ კითხა ბიჭებს და თვალებით ანიშნა დაჯექითო
-მთელი სკოლა გაგიჟებულია - ხარხარი ატეხა დიტომ - არ შეგეშინდათ მეოთხედან კიბით რომ მიძვრებოდით? კამერებში დაგინახათ მანდატურმა და სანამ მოვიდოდა მანამდე წახვედით
-ორი ქაჯი - ნიკამ თავი გააქანტურა
-შესწორება - პირველად ჩავერთე საუბარში და მათკენ გავაყრიალე თავი - ორი ქაჯი კი არა, ორი თავისუფლებას მოწყურებული და მოტრფიალე პიროვნება - თეატრალურად ჩამოვუყალიბე და დივანზე მოწყვეტით დავეშვი
-კარგი ჰუდია, ღამით იცმევ ხოლმე? - ფხუკუნით მითხრა დიტომ.
ახლახანს გამახსენდა რომ ზედ sexual fantasies მეწერა.
-არამარტო - თვალი ჩავუკარი და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით დავასაჩუქრე
-ხვალ რას აპირებთ - დაინტერესდა ნიკა
-მე არ წავალ - მხრები უდარდელად ავიჩეჩე
-მერე შენები რას იტყვიან? - ამის თქმა და ნიას წარბების შეკვრა ერთი იყო, ისე დაუბღვირა ძმას მეც კი შემეშინდა
-არაუშავრს - მივმართე ნიას და უდარდელი ღიმილი ავიკარი სახეზე
-რამე არასწორად ვთქვი? - დაიბნა ნიკა
-არაფერი, და*კიდე კარგი?
-კარგი - დაბნეული დამეთანხმა და ნიას მკვლელ მზერას საწყალი თვალებით შეხედა

.........................
უკვე ზაფხულია, გახარებული დავფარფატებ აქეთ-იქით და ეროვნულების პასუხებიც კი არ მადარდებს. თბილისი იხუთება და საშინლად ჭირს გაჩერება ამიტომაც ჩემს საყვრელ რუსიკოს ვურეკავ და მოუთმენლად ველოდები როდის გამცემს პასუხს
-გისმენ - ამოიხვნეშა ალბათ თვითონაც შეწუხებულმა
-არმაინტერესებს არაფერი, ხვალ ყველანი თუ არა მე და შენ მაინც მივდივართ ბათუმში
-უსიტყვოდ გეთანხმები, ბიჭებსაც ვეტყვი და გადმოგირეკავ.
საერთოდ ყველა დაეთანხმა ბათუმში წასვლის იდეას ამიტომაც, ბედნიერმა და აჟიტირებულმა მძლივს მოვხუჭე თვალი.
მეორე დღეს დილით შევიკრიბეთ და ყველა ერთად გავემართეთ ბათუმისკენ.
ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად მაინც ენერგიაზე ვიყავი და ერთისული მქონდა ისე მინდოდა ზღვაში ჩასვლა
-წავედი მე - ახალი შესული ვიყავი სახლში უკან სარაფანით და საჭირო ნივთებით რომ გამოვბრუნდი
-ტასი საით?
-ზღვაზე - თვალები ავუჟუჟუნე და მათი მხრიდან ნასროლი რეპლიკები და წუწუნი დავაიგნორე, მალევე მივედი სანაპიროზე და შეზლონგი დავიკავე, სარაფანა გადავიძრე და ზღვიდან წამოსული სიო ისე მესიამოვნა ქანდაკებასავით გავშრი რამოდენიმე წამით, მალევე გამოვფხიზლდი და ბედნიერმა შევცურე ზღვაში.
ჩემს გახურებულ სხეულს გრილი წყლის შეხება იმდენად ესიამოვნა წამში დამაყარა ეკალმა და გავინაბე. ზურგზე დავიწყე ცურვა და თვალებ დახუჭული მივენდე საოცრად დაწყნარებულ ზღვას. ასე რამდენი ხანი გავლიე არ ვიცი, გონება გამეთიშა და უკვე აღარც კი ვფიქრობდი. ისევ წელზე ხელის შემოხვევამ გამომაფხიზლა და შეშინებული უცებ ავეკარი უკვე კარგად ნაცნობ სხეულს, ჯერ კიდევ თვალებ დახუჭულმა შევისუნთქე სასურველი სურნელი და მის ძლიერ მკლავებში მოვეშვი
-შემაშინე - თვალებში ჩავაჩერდი და საოცრად წყნარი ხმით მივმართე
-მომენატრე - კისერში საყვარელ ადგილას მაკოცა და ჩემი ფეხები მჭიდროდ შემოიხვია მუცელზე - ისეთი ტკბილი ხარ - ყურში მიჩურჩულა და მძიმედ ამოიხვნეშა
-საბა - ამოვიკრუტუნე და კისერი გვერდით გადამივარდა
-უშენოდ ვეღარ ვძლებ ტასი - მეჩურჩულებოდა და ტუჩებს მიხახუნებდა მთელ კისრის არეში - ყოველ დღე და ყოველ წამს შენზე ვფიქრობ, მთელი ჩემი არსებაა შენით არის მოცული - შეურაცხადივით ბუტბუტებდა - უბრალოდ კი არ მიყვარხარ შენზე ვგიჟდები ტასი და ნუ მაწვალებ რა გთხოვ - მთელს ორგანიზმში ქაოსი ტრიალებდა, ისეთი მოულოდნელი იყო სიცივიდან ასეთ უეცარ სითბოში გადასვლა რომ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი, ყველა სიტყვა ერთი წუთის დაგვიანებით ჩამესმოდა ყურში და სიხარულისგან თვალები მიცრემლიანდებოდა. საბა ის ადამიანი იყო რომლის გარეშეც მე უბრალოდ ვერ ვიარსებებდი
-მთელი არსებით მაბედნიერებ - მწყურვალესავით დავეწაფე მის მონატრებულ და ნაზ ტუჩებს.


...............................
დათო აქეთ-იქით მოუსვენრად დაიდოდა და თავის თავთან ჩუმი ბუტბუტით ცდილობდა როგორმა არსებული დილემა გადაეწყვიტა. ელენა უნდოდა, მთელი არსებით სურდა ეს გოგო იმ წამიდან როდესაც პირველად სვანეთში დაბნეული და კარებში ატუზული დაინახა, მართალია ღიმილით ფარავდა ემოციებს მაგრამ მაინც განერვიულებული ჩანდა. ელენა ყველასათვის საყრდენი წერტილი იყო და თავის ტკივილს არავის არ აჩვენებდა, მუდამ გაღიმებული დადიოდა და ყველანაირად ცდილობდა სხვის ხასიათზე მოყვანას. დათო პირველად რბოლაზე მიხვდა რომ მაგრად გაება და ყველა მისი გზა რომში კი არა ელენასთან მიდოდა.
-უნდა წავიყვანო - უფრო თავისთვის ჩაიბუტბუტა და იდეით გახარებული ჩაქანდა კიბეებზე - მე და ელენა წავალთ პროდუქტებს ვიყიდით - გოგოს ხელი გადახვია და სხეულზე აიკრა, ორივეს ისე გააკანკალა თითქოს შუა ივლისი კი არა დეკემბერი ყოფილიყო
-აუ სხვა წაიყოლე რა - აწუწუნდა ელენა და დათომაც წამში დაუბრიალა ბავშვებს თვალები არ გაბედოთ და არ წამოხვიდეთო
-აუ წაყევი რა ელენა, ჩვენ მანამდე სახლს მივალაგებთ - საუბარში ჩაერია რუსა და დათომ ისეთი მადლიერი მზერით შეხედა მარტო ამ მზერისბგამო ღირდა ამ წინადადების თქმა
-ხო მიდი რა - მაშომ იფიქრა ჩემს დას როგორც იქნა ბედი გაეხსნა და ახლა მე ხელის შემშლელი ვარო?!
-კაით ხო - დივნიდან მძლივს აითრია ტანი და მანქანისკენ გალასლასდა, მალევე დაიკავა მძღოლის გვერდით არსებული ადგილი და მანქანაც დაიძრა.
მდუმარედ მგზავრობნენ მაგრამ ელენე დაეჭვდა როდესაც მგზავრობა საგრძნობლად გაიწელა და ბევრ მარკეტს გამოცდნენ
-დათო სად მივდივართ? - ნერვიულობა ეტყობოდა გოგოს და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
დათო მდუმარედ იჯდა მხოლოდ კმაყოფილების ღიმილი დათამაშებდა სახეზე
-დათო გამეცი პასუხი - ხმას საგრძნობლად უმატა და გაამკაცრა
-სადღაც
-სახლში წამიყვანე და მერე შენ სადაც გინდა იქ წადი
-არა
-დათო გააკეთე ის რასაც გეუბნები
-არა
-შენ თავს დააბრალე - ბოროტულად ჩაიცინა და დაძრული მანქანიდან გადახტა, მტკივნეულად დაეცა მაგრამ ეს ტკივილიც დააგნორა და უმალვე გაუყვა ლასლასით გზას. დათომ გაგიჟებულმა გააჩერა მანქანა და ელენასკენ ღრიალით გაიქცა
-გაგიჟდი შენ? - დაჭრილი ლომივით ღრიალებდა და ელენას მკლავებში წვდა - კარგად ხარ? რამე რომ მოგსვლოდა?
-მე უკვე გითხარი გააჩერეთქო შენ არ გამითვალისწინე ხოდა რაცმოხდა შენ თავს დააბრალე - უდარდელად აიჩეჩა მხრები და კმაყოფილი ღიმილი დათამაშებდა სახეზე. აბა არ იქნებოდა კმაყოფილი?! ახლახანს ხო დათო ისე გამოიყვანა მწყობილებიდან როგორც არასდროს, როგორ მოწონდა მის ლამაზ თვალებში აკიაფებული ცეცხლის ნაპერწკლები და ბრაზისგან დაბოხებული და ჩახლეჩილი ხმა. მაზოხისტურად სიამოვნებდა როდესაც გაბრაზებულს ხედავდა და უკვე მთელი სხეული ექავებოდა სურვილისგან რომ მას შეხებოდა და ის ძარღვები დაეკოცნა რომელიც კისერიდან და მკლავებიდან მედიდურად უმზერდნენ
-ჩაჯექი მანქანაში - ყველანაირად ცდილობდა რომ ხმა გაეკონტროლებინა. არ განცდილი უბედურებისგან კი ჯერაც მთელი სხეული უცახცახებდა და ვერ მშვიდდებოდა
-არ ჩავჯდები - უნდოდა დათოსთან ერთად წასვლა მაგრამ სიჯიუტეს ვერ აბიჯებდა და იმის სურვილს რომ ეს ისედაც განრისხებული ბიჭი საბოლოოდ გადაეყვანა ჭკუიდან
-კარგი - ამოიგმინა და გოგო ისე უეცრად გადაიკიდა მხარზე ელენამ გააზრებაც ვერ მოასწრო, არამცთუ შეწინააღმდეგებოდა. მალევე მოათავსა სავარძელზე და შემთხვევით შეშინებულმა კიდევ არ გამექცესო კარები ჩაკეტა და მანქანა უფრო დაწყნარებულმა დაძრა.
ელენა მთელი გზა არ ცემდა ახმას და გაბუსხული იჯდა. ბოლოს დათომ გააჩერა მანქანა და გოგომ პატარა ლამაზ სახლს რომ მოკრა თვალი ასევე ლამაზი ეზოთი გაბრაზება გადაავიწყდა და წამში გადახტა მანქანიდა, ჭიშკარი კი არ შეხსნა შეგლიჯა და ასკინკილით დაიწყო აქეთ-იქით სირბილი
-მოგწონს? - შორიდან აკვირდებოდა დათო გახარებულ ელენას და ახლოს არმიდოდა იცოდა რომ მასთან სიახლოვისას თავს ვერ შეიკავებდა
-საოცრებაა - წამოიყვირა და კისერზე ჩამოეკიდა
-ელენა
-გისმენ - თვალებში ბედნიერი უყურებდა და ისევ მის კისერზე იყო ჩამოკიდებული
-ერთმანეთს რატომ ვუშლით ნერვებს?
-ვერ ვხვდები - მხრები აიჩეჩა
-მე ვხვდები და გაითხრა რატომ?
-რატომ?
-იმიტომ რომ ამ ნერვების მოშლით ვმალავთ გრძნობებს რომელიც ერთმანსთის მიმართ გვაქვს - გოგო ხელში აიტაცა და მუცელზე შემოისვა - დავიღალე პატარა ბიჭივით გრძნობების დამალვით, არ გეტყვი რომ მიყვარხარ ან რამე მსგავს ბანალურ წინადადებას, უბრალოდ იცოდე რომ გაღმერთებ და შენ ჩემთვის ყველაფერს ნიშნავ - ბედნიერებისგან აკისკისებული გოგონა რომ დალანდა მაშინვე მოეხსნა ლოდი მხრებიდან და ლაღად დაეწაფა სასურველ ბაგეებს.

...........................
ყველაფერი რთულად იყო რუსას და ნიკას შორის, ორი ერთმანეთისთვის შექმნილი სული და სხეული არაფრით არ აღიარებდნენ გრძნობებს და მდუმარედ იტანჯებოდნენ და იტანდნენ სულის ტკივილს.
თითქოს თბილისის საზღვრის გადმოკვეთამ ყველას მოუხსნა კომპლექსები და ახლა უფრო თამამად ცდილობდა ნიკა გოგოსთან დაახლოებას, მითუმეტეს გათამამებული იყო ჩემმა ორმა ძმაკაცმა უკვე მოაგვარეს თავიანთი სიყვარულის საქმეები და მე რატოღა გამიჭირდებაო.
-წავედით - მოულოდნელად დაავლო რუსკას ხელი და თავის ოთახში შეაქანა. თვითონაც არ ფიქრობდა და ყველაფერს სწრაფად აკეთებდა
-რას აკეთებ გაგიჟდი? - რუსა გაკვირვებული აცეცებდა თავის დიდრონ ლამაზ თვალებს და ბიჭს უფრო ახელებდა
-კი შენ გამაგიჟე რუსუდან - მისი სახელი ისე ამოთქვა თოთქოს მიყვარხარს ნაცვლად იძახდა და რუსკას ჟრუანტელმაც არ დააყოვნა
-რა მოიფიქრე ახლა? - თვალები აატრიალა მაგრამ, თუნდაც ეს თვალების ატრიალება თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რამხელა ძალას ითხოვდა მისგან
-დამიჯერებ რომ გითხრა არ ვფიქრობ თქო?
-რომ ფიქრობ რა დეგენერატობებს აკეთებ ხოლმე და ახლა რომ არ ფიქრობ ვაფშე რა სიდებილეს იზამ აზრზე ხარ?
-რომ გაკოცო რას იზამ? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა დაბნეულ რუსკას
-მეც გაკოცებ - გათამამებულმა გაუღიმა და მის მკლავებში მომწყვდეული უფრო მოდუნდა.
პასუხით გახარებულ ნიკას თვალებში ჭინკები და ვარსკვლავები აუთამაშდნენ და იმ მომენტში ისეთი საყვარელი, სიმპატიური და ამავედროს სექსუალური იყო რომ რუსა ერთი წამითაც კი ვერ წყვეტდა თვალს და დაჟინებით აკვირდებოდა
-რომ ჩაგეხუტო რას იზამ?
-მეც ჩაგეხუტები
-რომ გითხრა მიყვარხართქო რას იზამ?
-იგივეს გიპასუხებ - ამოთქვა რუსკამ და წამში დაეწაფა ბიჭი მის ბაგეებს, პასუხით მეცხრე ცაზე მყოფი თავის ემოციებს კოცნაში აქსოვდა და ცდილობდა ეს მომენტი ყველანაირად დაუვიწყარი გაეხადა
-ეს კოცნა ბევრს ნიშნავს - ქშენით უჩურჩულა გოგოს და კისერში კბილები დაარჭი
-სიტყვაზე გაცილებით მეტს - უფრო ამოიკვნესა ვიდრე თქვა და თავი გვერდით გადაუვარდა.

..................
ხალხი ვნებათაღელვაში იყო, აი ნინი კი თავის ფიქრებთან დარჩენილი ღამის სანაპიროზე დასეირნობდა და ეტაპობრიურად ეწეოდა, არ ადარდებდა არავინ, გარდა ერთისა, იმ ერთისა რომელმაც დანახვისთანავე დაიპყრო მისი გონება და და ისე უეცრად დაიკავა მისი ფიქრების პირველი ადგილი ვერც გაიაზრა. რომ გითხრათ დიტო კარგ დღეში იყოთქო მოგატყუებთ, ისე მოწონდა ეს პატარა გოგო, ყველაგან ის ელანდებოდა და ყველა გოგოში ცდილობდა ნინის რაიმე თვისება მაინც აღმოეჩინა. მისი ყველაფერი მოწონდა, მისი ჩაკეტილობაც მოწონდა და ის სიწყნარე და სიდინჯე რომელსაც მუდამ ავლენდა. ისე წყნარად შეეძლო ჭკუიდან გადაეყვანე ბოლოს კი ისეთი სიდინჯით, ირონიულ ჩაცინების ღირსადაც რომ არ გთვლიდა უემოციო სახით გტოვებდა რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებდი, ეს ყველა თვისება ერთად და ცალ-ცალკე უგიჟებდა ყველა ორგანოს დიტოს და ერთ ადგილას მოსვენების უფლებას არ აძლევდა
-შეგცივა - უკნიდა მიეპარა დიტო და გვერდით ამოუდგა, როგორც ყოველთვის ახლაც მშვიდი იყო ნინი, ზღვასავით მშვიდი, მაგრამ მასში მაინც იძირებოდა დიტო
-არ მცივა - სიგარეტი ამოიღო და დიტოსაც უსიტყვოდ გაუწოდა, მანაც გამორთვა და ორივემ ერთად და ნეტარებით გააბოლა, თითქოს ამ სიგარეტის ადგილას ერთმანეთს წარმოიდგენდნენ, უსიტყვოდ მიუყვებოდნენ სანაპიროს, ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ მათი გულები საუბრობდნენ და ერთმანეთისკენ შესაერთებლად მიისწრაფოდნენ
-სახლში არ წავიდეთ? - სიჩუმე ისევ დიტომ დაარღვია და ნინის წინ გადაუდგა
-სახლი ახლა ერთ დიდ პორნო საიტად არის გადაქცეული და არმინდა ამ ახალგაზრდა ბავშვს ფსიქიკა დამენგრეს - გაიკრიჭა და იგრძნო დიტომ როგორ გაუსერა კუბიდონის ისარმა გული
-კარგი მაშინ დავჯდეთ თორე დავიღალე - ჟაკეტი ძირს დააფინა, გოგო წინ დაისვა და მკერდზე მიიხუტა, მის სურნელოვან თმებში თავი ჩამალა და უმალ დაიწყო ფილტვების ამ სურნელით ავსება
-ნახე უკვე დაბერდი და ვეღარ ქაჩავ - აკისკისდა ნინი და დიტოს კისერში თავი ჩამალა
-ნინიჩკა მე იმდენს ვქაჩავ შენ არ კი არა ვერ წარმოიდგენ - ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და ახლა მან ჩამალა ნინის კისერში სახე და თავისი ფაფუკი ტუჩებით დაეკონა
-მანდ ნუ მკოცნი - ამოიკნავლა ნინიმ და დიტომაც იგრძნო როგორ დაბურძგლა გოგოს
-რატომ? - ხასიათზე მოვიდა და მის კისერშივე გაიკრიჭა, კბილებით კისერზე გაეხახუნა და უფრო დაბუღძგლა გოგოს
-იმიტომ რომ ძალიან ჩვეულებრივად ვგიჟდები - ამოიოხრა ხმაჩამწყდარმა
-ღირსი ხარ, აბა კარგი იყი მარტო მე რომ მაგიჟებდი და მაგიჟებ გაცნობის დღიდან? - კისრიდან ტუჩებამდე კოცნების ბილიკი გააკეთა და დიდი ხნის სასურველ ბაგეებს დაეწაფა, მაშინვე აივსო ბედნიერებით და ისე ამოიგმინა თითქოს მსოფლიოში ყველაზე გემრიელ რაღაცას სინჯავდა და ნეტარებისგან სად წასულიყო აღარ იციდა. არც ნინი არ იყო კარგ დღეში, წამში შემოტრიალდა, ბიჭის ფეხებზე მოხერხებულად მოთავსდა და მაისურში ჩაბღაუჯებული ხელებით უფრო ახლოს მიიზიდა, არ ყოფნიდა და უნდოდა მთელი არსებით შეეგრძნო, ბიჭის ხელები ხერხემალზე რომ იგრძნო მანდ საერთოდ გაჭედა და დიტოს კისერში ჩამალა თავი მისი თითების მოძრაობისგან გამოწვეული ხმები რომ ჩაეხშო
-შენ არ იცი როგორ მიჭირს ახლა თავის შეკავება, მაგრამ მე შენს მიმართ ვნებაზე მეტს ვგრძნობ, ეს უბრალო სიყვარულიც კი არ არის, ეს ამ სიტყვაზე გაცილებით მეტია - გოგოს პატარა სახე ხელებში ქონდა მოქცეული და ისე ელაპარაკებოდა, თვალებში სხივები უთამაშებდნენ და კოცნისგან აწითლებული ტუჩები საყვარლად უთრთოდა, რაც უფრო დიდხანს უყურებდა მითუფრო ივსებოდა სურვილით რომ ეს გოგო მთლიანად მისი გამხდარიყო მაგრამ ხვდებოდა რომ ეს ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა, იმიტომ კი არა რომ თავისი გრძნობების სისწორეში არ იყო დარწმუნებული, არა! უბრალოდ ხვდებოდა რომ მისი საყვარელი ქალი ჯერ არ იყო ამისთვის მზად და უვლიდა
-გეტყოდი მიყვარხართქო მაგრამ ვთვლი რომ ამ კოცნით სიტყვაზე გაცილებით მეტს გადმოვცემ - მომნუსხველად გაუღიმა და ახლა უკვე თვითონ დაეწაფა საყვარელი მამაკაცის ბაგეებს.

........................
ნიკა და რუსკა, ლაზარე და ნია, ტასო და საბა, დამიანე და მია, მაშო და ცოტნე, ელენა და დათო, დადუ და ლუკა, დიტო და ნინი. რვა წყვილი, თექვსმეტი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანი და ასევე თექვსმეტი გული რომელიც ერთმანეთისთვის ძგერდა.
მათ ერთმანეთის სიგიჟემდე და იმის იქით უყვარდა და მათთვის სიყვარული უბრალო სიტყვას კი არა სიტყვაზე გაცილებით მეტს წარმოადგენდა.
...................................
დ ა ს ა ს რ უ ლ ი❤️
22.02.2019წ 02:32სთ
..................................

და და და დაამ, აი ესეც დასასრული. არ ვიცი როგორი გამოვიდა, არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა, არ ვიცი დააკმაყოფილებს თქვენს ინტერესებს თუ არა, მაგრამ ის ვიცი რომ, მე მეტს ვეღარ ვქაჩავდი.
პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ამხელა შუალედებისთვის, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო ვერ ვახერხებდი უფრო ადრე დადებას.
ჩვენს განათლების მინისტრს რა ვუთხარი, წერისთვის კი არა ჭამისთვის რომ მრჩებოდა დრო მადლიერი ვიყავი და ვარ.
იმედი მაქვს მოგეწონებათ❤️ მაბედნიერებთ, გულს მიხარებთ და უდიდეს სტიმულს მაძლევთ თქვენი კომენტარებით❤️



მომეწონა, ძაან მაგარი იყო მართლა, მაგრამ რომ დამთავრდა არ მომეწონა, გელოდები ხო იცი არა, არ დაიკარგო იცოდე

 


№2  offline წევრი artificial

სიყვარული გულს გვტკენს
მომეწონა, ძაან მაგარი იყო მართლა, მაგრამ რომ დამთავრდა არ მომეწონა, გელოდები ხო იცი არა, არ დაიკარგო იცოდე

მიხარია რომ მოგეწონა❤️ რაღაც პატარა ისტორიები მაქვს დაწყებული და რომელიმეს რომ დავამთავრებ მაშინ ავტვირთავ, არ მინდა გაკოდინოთ და ა.შ

 


№3  offline წევრი kesane123

აუ რაკარგიიყოო <3 ოღონდ მაინტერესებდა დუდუს და ლუკას წყვილს როგორ შეხვდნენ სამეგობროში:/// მთლიანობაში ძალიან კარგიიყო <3

 


№4  offline წევრი artificial

kesane123
აუ რაკარგიიყოო <3 ოღონდ მაინტერესებდა დუდუს და ლუკას წყვილს როგორ შეხვდნენ სამეგობროში:/// მთლიანობაში ძალიან კარგიიყო <3

თბილად შეხვდნენ და ყველამ გაითავისა ის ფაქტი რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ და უკვე აღარ ქონდა იმას მნიშვნელობა რომ ორივე ბიჭი იყო❤️ მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent