შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრეზიდენტის მრჩეველი-შეყვარებულები.(4)


23-02-2019, 00:31
ავტორი vulcan
ნანახია 2 287

-არავითარ შემთხვევაში !
გადაჭრით უთხრა კატომ სანდროს და მაქსიმალურად ცადა მისი თვალებისთვის თვალის მოშორება .
-გთხოვ , მხოლოდ ერთხელ გთხოვ ასეთ რაღაცას !
კატო გაწითლდა , გაშავდა , გაყვითლდა და საბოლოოდ ისევ თავის ძალიან , ძალიან თეთრ კანის ფერს დაუბრუნდა .
-კარგი რა , ალექსანდრე , მეც ადამიანი ვარ ! ისედაც სულ შენი ბრძანებების შესრულება მევალება და ახლა ასეთ სისულელესაც მთხოვ , არ დაიღალე ?! ასე მგონია ორი წლის ბავშვის ძიძა ვარ და იმის სურვილებს ვასრულებ , რამე ნორმალური მთხოვე !
სანდრომ ამოიოხრა და შეწუხებულმა ჩახედა ერთი თავით დაბალ ქალს , შემდეგ კი კატერინას ხელი აიღო და პირდაპირ იმ არსებისკენ გაიშვირა , ვისგან დახსნასაც თხოვდა კატერინას.
-შეხედე , წარმოიდგინე ეს არსება , რომ ჩამომეკიდება და ვეღარ მოვიშორებ , მთელ საღამოს გამიფუჭებს და მერე ჩემი ატანა მოგიწევს. რაც გამიცანი მაგის მერე სულ კარგ ხასიათზე ვარ და ასე უცბად გინდა მნახო როგორი ვარ კატასტროფულად გაბრაზებული ?
მაინც ვერაფერმა გაჭრა , კატერინამ უარი უთხრა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა .
რა გაეწყობოდა , სვლა იმ ადგილისკენ დაიწყო , სადაც ის ქალი ელოდა , რომელსაც მართლა ვერ იტანდა .
ზოგადად , კაცებს სექსი მოსწონთ , მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რა დღეში გაქვს ჰორმონები ან რამდენი ხანია ქალთან არ ყოფილხარ , არც იმას აქვს მნიშვნელობა თუ იმ ერთის გარდა ყველა ქალი გაქრება , რადგან არსებობენ ქალები , რომლებსაც ვერაფრით გაეკარები.
სწორედ ასეთი ქალისკენ მიიწევდა სანდრო და თან ბედს წყევლიდა , რომ ახლა გაჩნდა მაინცდამაინც მის მეგობრებთან ერთად მისი ყოფილი „პარტნიორი“.
რაღა ახლა მოუნდა კატოს გაბრაზება და გაქცევა ? არადა როგორ ჭირდებოდა ამ არსების თავიდან მოშორება !
კატო ოთახში დაბნეული დადიოდა და მომხდარს ერთმანეთთან აფარდებდა .
თუ ჩავიდოდა და დაეხმარებოდა რა დაშავდებოდა ?

კატო

ვერ ვხვდები რატომ განვაცხადე ასეთი მკაცრი უარი , დავხმარებოდი , მომკლავდა ვინმე ?
ხანდახან რა დაუფიქრებელი ვარ !
ახლა მთელი საღამო აქ უნდა ვიჯდე , სანამ ის საზარელი არსება სანდროს ყელზე შემოეხვევა , მერე იმასაც მიაღწევს , რომ საბოლოოდ მოკლედ გაკვალავს გზას სანდროს ოთახამდე , მერე იქნებ ცოლადაც გაყვეს და ბარემ შვილებიც გაუჩინოს..
ღმერთო , არავითარ შემთხვევაში !
და ვითომ რატომ არავითარ შემთხვევაში ? რა ჩემი საქმეა , გაეკიდოს და ცოლადაც გაყვეს, მერე რა ?
მე საერთოდ რა შუაში ვარ , ვიმუშავებ ჩემთვის მშვიდად , ავიტან ორი წლის პრეზიდენტის წუწუნს და მერე წავალ !
მაგრამ თვითონ სანდრომ , რომ მთხოვა ? იქნებ დავეხმარო ?
არა , აქ დავრჩები და ჩემთვის მშვიდად ვიქნები , მართლა ხომ არ გავვარდები ეჭვიანი შეყვარებულივით და ხომ არ მოვიგებ სანდროს სატრფოს როლს ? არავითარ შემთხვევაში, გამორიცხე კატო ეს უაზრო ფიქრები და საერთოდ რატომ ფიქრობ ამდენს ? თვითონ მოიშოროს თავიდან ასე ძალიან თუ უნდა, შენ მხოლოდ მუშაობ და მეტი საერთოდ არაფერი , არ გევალება ასეთი უაზრო დავალებების შესრულება და აღგზნებული ქალების აქეთ-იქით ქნევა !

ავტორი

სანდრო ზედმეტად შეწუხებული იჯდა ლილიანის ლაპარაკით და ღმერთს თხოვდა მეტეორი ჩამოეგდო , ოღონდ გაჩუმებულიყო და თუ აღარასოდეს შეხედავდა არცერთ ქალს !
უცბად სასურველი ხმა გაიგო და ძალიან , ძალიან მადლიერმა შეხედა ახლადმოსულ ძალიან, ძალიან ლამაზად გამოწყობილ კატერინას , რომელიც ღიმილით მიიწევდა მისკენ , ხოლო ქალების ინტერესიან და მამაკაცების სურვილით სავსე მზერებს მოხერხებულად აიგნორებდა .
კატერინა კომფორტულად მოთავსდა სანდროს გვერდით და ღიმილით შეხედა , სანდროს ეღიმებოდა , რადგან აქ მყოფი უამრავი ადამიანიდან მხოლოდ თვითონ ხვდებოდა , რომ კატო ამ ღიმილით „ახლა გადაგარჩინე , მაგრამ არ ინერვიულო სამაგიეროს გადაგიხდის“ გულისხმობდა .
ლილიანი წარბაწეული უყურებდა კატერინას და მისი თავდაჯერებულობის ფონზე თავი ზედმეტად იგრძნო , მაგრამ მიხვდა , რომ წასვლა ძალიან უაზრობა იქნებოდა .
სანდრომ მეგობრებს კატო გააცნო შეყვარებულის სტატუსით , რითაც ერთიანი გაკვირვება გამოიწვია , ხოლო კატერინამ მთელი ძალით მოუჭირა ხელზე , მადლობა ღმერთს , რომ დიდი ძალა არ გააჩნია , თორემ წამის მეასედში საკუთარ „შეყვარებულს“ მოკლავდა .
სანდრომ ზემოდან დახედა და მომნუსხველად გაუღიმა , მიუხედავად იმისა , რომ ყველა გოგო დაიღვენთებოდა გამწარებულ კატერინაზე ამ მზერამაც კი არ იმოქმედა იმდენად იყო გართული შურისძიების გეგმის ძიებაში.
-არ მახსოვს ჩემთვის გეთქვას , რომ მთელი ინგლისისთვის აპირებდი ჩემ შეყვარებულად თავის წარდგენას !
სანდრომ მხრები აიჩეჩა და არაფერი შეიმჩნია .
პრეზიდენტისგან განსხვავებით , კატერინა ცოფებს ყრიდა და თუ კარგად დააკვირდებოდით თავზე ეშმაკის რქებსაც შეამჩნევდით , მაგრამ იმდენად კარგად თამაშობდა მოსიყვარულე შეყვარებულის როლს , რომ ლამის სანდრომაც დაიჯერა მართლა ერთად ვართო , სანდრომ კი არა , თვითონაც დარწმუნდებოდა მალე გონს , რომ არ მოსულიყო და ისევ ბოროტული ფიქრებისკენ , რომ არ გაპარვოდა ყურადღება .
მთელი დაძაბული გონებით ცდილობდა რამე მოეფიქრებინა და წყობიდან გამოეყვანა პრეზიდენტი , მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა .

2 საათის შემდეგ.

ბარში ალაგ-ალაგ ისხდნენ ტურისტები , თითო-ოროლა ხალხში საკმაოდ მარტივად შეამჩნევდით ორ ახალგაზრდას , რომლებიც მთელი გულით იცინოდნენ რაღაცაზე , ყველა ქალის მზერა კაცზე , ხოლო მამაკაცების მზერა კი ქალზე იყო შეჩერებული .
ალბათ არ გეწყინებათ თუ გეტყვით , რომ ეს ორი ახალგაზრდა ბობოქარი კატერინა და თავხედი სანდრო არიან.
კატერინა ძალიან , ძალიან ნასვამი იყო და გულახდილად უყვებოდა სანდროს თავის ცხოვრებისეულ „გრეხებს“ , რაზეც სანდრო მართლა ძალიან ბევრს იცინოდა.
ამასთანავე , მეტად ჭკვიანმა სანდრომ იფიქრა რადგან მთვრალია დღეს მაინც დავაცდევინებ კომპლიმენტებს , თორემ ხვალიდან სისხლს გამიშრობს , დარწმუნებული ვარ მოიფიქრებდა რამე მზაკვრულ გეგმასო .
ჰოდა , თქვენ ხომ იცით როგორი გულწრფელია ფხიზელი კატერინა და აბა წარმოიდგინეთ ნასვამი როგორია.. კატასტროფა !
-მიუხედავად იმისა , რომ სულელი ხარ , მაინც თავხედურად სიმპატიური ხარ !
სანდრო გულიანად ხარხარებდა და არ ჯეროდა , რომ ამ ფრაზას და კიდევ მრავალ ასეთს კატოსგან ისმენდა , რომელიც საერთოდ არ ცდილობდა ფლირტის გაბმას , უბრალოდ მართლა იმას ამბობდა , რასაც ფიქრობდა.
-კიდევ ?
კმაყოფილი სანდრო ყველანაირ ინფორმაციას სტყუებდა , რომ მერე სათავისოდ გამოეყენებინა .
-მოვიფიქრე !
უცბად კატერინამ იმხელა ხმაზე იყვირა , რომ მთელი ბარის ყურადღება მიიპყრო , რომელიც ისედაც მას და სანდროს ეკუთვნოდათ , თუმცა რათქმაუნდა ვერავინ გაიგო ქართულად ნათქვამი ერთი სიტყვა .
-აბა ბრძენო კატერინა , რა მოიფიქრე ?
კატერინამ სიცილი დაიწყო და პასუხი არ გასცა , რადგან ძალიან მოსწონდა თავისი მზაკვრული შურისძიების გეგმა , რომლითაც სანდროს ნამდვილად ჭკუიდან გადაიყვანდა .
ანგარიში აუცილებლად 1:1-ზე უნდა დავსვაო , მკაცრად გააფრთხილა საკუთარი თავი.



№1 წევრი დარინა

მიყვარს რა მე ჩვენი თავხედი პრეზიდენტი, როგორი საყვარელია, აგენის ჩხუბები მაგრად მახსლისებს, კი ებლატავება კატო სანდროს, მაგრამ კაცი ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტია დიდი ამბავი ახლა თუ რაღაცაში დაეხმარა, თან თხოვა კი არ უბრძანა. მომწონს წყვილი, ხო ეჭვიანობებიც სახალისო იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent