შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.თავი 4.


23-02-2019, 04:01
ავტორი zia-maria
ნანახია 2 580

-საიდან გაგიჩნდა სურვილი ახვლედიანო გამოიძიო 22 წლის უკან რა მოხდა და რა არის ამ საიდუმლოს მთავარი მიზეზი.
-გოგიტა მე ვერ მომატყვილებ,დრო ნუ გაგყავს და უმჯობესია მომიყვე რა მოხდა იმ ღამით,ამას ისევ შენთვის ვამბობ რომ დაგეხმარო,სადმე არ მიგასიკვდილოს შენც მკვლელმა და თუ ამ ყველაფერს სხვისგან გავიგებ ისე ღრმად ჩაგძირავ ,რომ ვერასოდეს ამოხვიდე ამ ბინძური ჭაობიდან სადაც ხარ ჩარჩენილი.
-გითხარი რაც ვიცოდი და ნუ მაძალებ ვთქვა ისეთი რამ, რაც არ ვიცი.
-ბოლო შანს გაძლევ,მე ისედაც ყველაფერი ვიცი შენთვის უკეთესია თუ თავად მეტყვი.როგორ ან რატომ გაერიე ამ სიბინძურეში,როგორც ვიცი თავადაც ორგანოს თანამშრომელი იყავი.ახლა მივდივარ,მაგრამ დაიმახსოვრე ერთ დღეს თავად მომძებნი რომ ყველაფერი მომიყვე.ნიკა ადგა და წავიდა,გოგიტამ კი ერთი ჭიქა კონიაკით გაავსო და სულმოუთქმელად შესვა.
-მარტო რატომ ზიხარ და თან სიბნელეში.ია გაგას გვერდით დაჯდა,გაგა ფიქრებიდან გამოერკვა იას შეხედა ღრმად ამოიოხრა და უთხრა.
-დავიღალე,ძალიან დავიღალე ია.ყოველ საღამოს საათი როცა 12-ს უჩვენებს ვფიქრობ,რომ რადგან აქამდე არ მოვიდა რაღაც უბედურება მოხდა და მთავარი როლიც ჩემი ძმის არის.
-რა გითხრა,ვერ გეტყვი დამშვიდდი არაფერი მოხდებათქო,ღმერთმაც ქნას არაფერი არ მოხდეს.შენი ტელეფონი რეკავს მგონი.
-ამ დროს ვინ უნდა რეკავდეს.შეშფოთებულმა აიღო ტელეფონი და იას შეხედა.
-გისმენთ,ვინ? როდის,როგორ,ახლა სად არის ან როგორ არის.
-რა მოხდა გაგა.შეშინებული იდგა მის წინ ია და გაგას თვალებში უცქერდა.
-ზვიადის ესროლეს,ის საავადმყოფოშია.
-როგორ არის ან ვინ დაჭრა.
-არ ვიცი,უნდა წავიდე.თქვა და სახლიდან დიდი სისწრაფით გავიდა.
-თორნიკე სად ხარ,აქამდე რას აკეთებ ოფისში.
-რაღაც საქმეები მქონდა და აქამდე შემოვრჩი,მივდივარ უკვე.
-თორნიკე ფრთხილად იყავი,ზვიადი დაჭრეს საავადმყოფოში მივდივარ.
-რაააა,როდის,სად წევს.კარგი,კარგი მეც მოვდივარ მარტო არ იქნები.თორნიკე გაგას გვერდით იდგა და თვალს ადევნებდა გაგას რომელიც ნერვიულად ბოლთას სცემდა.
-რატომ მაინც და მაინც ზვიადის სამეგობრო,ნუთუ ახლა ზვიადის ჯერი დადგა? იქნებ პირველ ჯერზე გაფრთხილება მისცეს,რომ რაღაც მნიშვნელოვანი იცის.
-რას გულისხმობ თორნკე.
-არაფერს არ ვგულისხმობ,უბრალოდ ვისთანაც მეგობრობდა ოთხი უკვე მკვდარია და სამუდამოდ დაადუმეს.
-რუხვაძესთან ხართ?
-დიახ,მე მისი ძმა ვარ.
-გადარჩა,ჭრილბა არ არის საშიში სიცოცხლისთვის,მაგრამ ამ ღამეს აქ გაატარებს.
-შეიძლება ვნახო?
-სუსტად არის,მაგრამ შეიძლება.
-მადლობა ექიმო.გაგამ ფრთხილად გააღო პალატის კარი და ფერდაკარგულ ზვიადის საწოლთან მივიდა.
-შეგიძლია საუბარი?
-შევძლებ.
-გახსოვს რა მოხდა ან როგორ მოხდა?
-როცა ვჯდებოდი მანქანაში,მაშინ მესროლეს.
-მადლობა ღმერთს არ არის სერიოზული ჭრილობა,ფეხში გესროლეს.
-ეს განგებ გააკეთეს,დიდი შანსი ჰქონდა მკვლელს თავში ესროლა,გაგა ეს გაფრთხილება იყო.
-გაფრთხილება?
-რაზე გაფრთხილებს,ვინ არის ეს ადამიანი იარაღით რომ უსწორდება ყველას.
-რომ ვიცოდე ფრთხილად ვიქნებოდი,მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ქალია მკვლელი.
-ქალი? საიდან იცი,შეხედე?
-არა,მას ქუდი ეფარა,მაგრამ მის ხელებს შევხედე ცოტაც და მის ხელებს შევეხებოდი,მაგრამ მესროლა,ჯერ თავში დამიმიზნა,შემდეგ ხელი დაწია დაბლა და ფეხში მესროლა.
-საინტერესოა.გაგა დაღლილი დაბრუნდა,თითქოს თავისივე სხეული მობეზრებოდა,საწოლზე ჩამოჯდა მძინარე მეუღლეს თავზე გადაუსვა ხელი და ცარიელი თვალენით კედელს მიაშტერდა.სწორედ ეს კედლებია უსიტყვოდ რომ ინახავს კაცობრიობის მთელ ამაოებას,თითქოს მთვარის შუქს ელოდება,რომ ყველა შენახული ბინძური საიდუმლო მის შუქზე გამოიტანოს.როგორ არ იბზარება ან როგორ არ ინგრევა ეს ურყევი კედელი ამდენი ტკივილით და უთქმელობით.სასოწარკვეთა,სევდა შემოაწვა გულზე,სული აყვირდა შიგნიდან,მაგრამ არ შეეძლო თავადაც ეყვირა და აჰყოლოდა გულის ხმას.მხოლოდ ქარმა გაუძლო მის უსიტყვო ტკივილს,ისე როგორც ვერ გაუძლო ხის შიშველმა ტოტებმა სიცივეს და ქარს აჰყვა,ერთ ხმაში ყვიროდა ყველა მის დიდ საიდუმლოს,მაგრამ მათი ენა მხოლოდ მათ ესმოდათ.სადაც იყო გათენდებოდა,დაღლილ ადამიანებს უკვე დიდი ხანია სძინავთ,მაგრამ გული როცა დარდით არის სავსე არ გაძინებს დარდი,ალექსანდრეც იჯდა და ფიქრობდა.
-ალექსანდრე რობერტი ვარ უნდა გნახო.
-ახლა,ამ დროს?
-შენს სახლთან ვარ.
-გამოვალ ახლავეს.ალექსანდრემ ქურქი მოიმცვა და გარეთ გავიდა.
-რა მოხდა, რობერტი ხომ მშვიდობაა.
-მშვიდობაა,ინდირამ მოგიკთხა.
-შეგეხმიანა? როგორ არის,ხომ არაფერი ჭირდება.ბედნიერებისაგან სახე გაუბრწყინდა ალექსანდრეს.
-შენეხმიანა და მითხრა,რომ დრო მოვიდა დაბრუნების.
-მიუხედავად იმისა ძალიან გამახარე,არ ვეთანხმები ჯერ-ჯერობით მის დაბრუნებას.
-არც მე და ვუთხარი,რომ ჯერ გაჩერდეს კიდევ,მაგრამ დედაა ხომ იცი უნდა შვილი ჩაიკრას გულში,შვილი რომელიც დედის გარეშე გაიზარდა.
-ვიცი,განა არ ვიცი როგორი რთული არის მისთვის ყოველი დღე?
-შენ როგორ ხარ,ვერ გხედავ კარგად იყო.
-ძალიან დამღლელი დღე იყო ჩემთვის მეგობარო.
-ვიცი,უძილობისგან გატანჯული არ გასული საათები,დაკაწრული სულით ზიხარ და საკუთარი თავის,საკუთარი ხელებით გინდა დაახრჩო.
არასოდეს დანებდე დროს, გარემოებებს და ეცადე თავად მართო ისინი, გადალახე დაბრკოლება იმისათვის, რომ შეიქმნა მომდევნო დაბრკოლება, რათა გადალახო კიდევ უფრო დიდი სირთულე.ეს მუდმივი პროცესია, ეს ცხოვრებაა, სადაც არავის გავუფრთხილებივართ, რომ მარტივი იქნებოდა და არავინ გვიჩვენა გზა, რომელიც ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს.ჩვენ ადამიანები თავად ვაგებთ ქვა-ღორღიან გზას და ნუ გადაუხვევთ გზას, მხოლოდ იმიტომ, რომ გზაა ღორღიანი და სალ კლდესთან წყალი ჩაედინება.თორნიკე თავის კაბინეტში იყო და მნიშვნელოვან საბუთებს ახარისხებდა მის მდივანთან ერთად,რომ კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და გაგა შემოვიდა ორგანოს მუშაკთან ერთად.
-თორნიკე შენთან არიან.თორნიკემ გაგას შეხედა და თვალებით შეეკითხა ,,რა მოხდაო''.
-ბატონო თორნიკე უნდა გაცნობოთ,რომ თქვენი ავტომობილი ვიპოვეთ.
-უკაცრავად?
-თქვენი ავტომობილი დღეს ვიპოვეთ.
-სად იპოვეთ,ჩემი ავტომობილი გარაჟში დავტოვე წასული რომ ვიყავი,დღეს კი მეორე ავტომობილით მოვედი.
-დარწმუნებული ხართ,რომ თქვენი ავტომობილი გარაჟშია?
-დარწმუნებული ვარ,მაგრამ მაინც წავალ და ვნახავ თქვენთან ერთად.თორნიკე ორგანოს მუშაკთან ერთად ჩავიდა გარაჟში და იქ თავისი ავტომობილი არ დახვდა,მაშინ ის იმ ადგილზე წაიყვანა პოლიციელმა სადაც უკვე დამწვარი იდგა მისი საყვარელი ავტომობილი.
-თორნიკე რა ხდება,მართალია რაც გითხრა პოლიცილმა?
-არ ვიცი რა ხდება,რა ჯანდაბა ხდება ჩვენს გარშემო ბატონო გაგა ვინ გამცემს ამ ყველაფერზე პასუხს,ვინმე მეტყვის? იყვირა თორნიკემ და ტელეფონი გათიშა.
-გაირკვევა,ყველაფერი გაირკვევა თორნიკე.მხარზე ხელი დაადო ნიკამ.გაოგნებული დაბრუნდა კომპანიაში,სამუშაოს გულს ვეღარ დაუდებდა და უგზო-უკვლოდ იხეტიალა.დაბნელდა,საათს დახედა 10 სრულდებოდა,ფეხით გაუყვა გზას,გზამ კი იქ მიიყვანა სადაც გულმა უკარნახა,სადაც გულს უნდოდა.ფეხის ხმა მოესმა,გაიხედა და მალიბუ დაინახა,მან კი გვერდი აუარა ვერ შეხედა თორნიკეს,სიბნელეში კი გასროლილი ტყვიასავით გაისმა მისი ხმა.
-მალიბუ.
-თორნიკე? მაპატეთ,ბატონო თორნიკე?
-რატომ ირონიით მალიბუ.
-აქ რას აკეთებთ,რა გინდათ ჩემგან.
-მინდა რაღაც გითხრა,რადგან მინდა ჩემგან გაიგო.მალიბუ ვიღაც ცდილობს მის ბინძურ საქმეში ჩამითრიოს,არ ვიცი მოთმინება რამდენ ხანს გასტანს,მაგრან ვცდილობ რომ არ ავყვე ნერვებს.
-ჩემგან რას ითხოვთ.
-არაფერს ვითხოვ,მხოლოდ მინდა დამიჯერო,რომ არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ყველაფერთან რაც ჩემს გარშემო ხდება ეს ორი თვეა.
-მე რატომ მეუბნები ყველაფერ ამას.
-მინდა გჯეროდეს ჩემი,რომ მშვიდად ვიყო და ჩემი სიმართლისთვის ვიბრძოლო.
-გასაგებია,წადით.
-არ მიპასუხე,გჯერა ჩემი?
-მჯერა თორნიკე.თორნიკეს ამ ორმა სიტყვამ გული გაუნათა და ახლოს მიიწია, მალიბუს წელზე შემოხვია ხელი და მის ტუჩემს ნაზად შეეხო,შემდეგ კი გაბრუნდა და გაგასთან სახლში მივიდა.
-თორნიკე? ასეთ დროს აქ რას აკეთებ,კარგად ხარ?
-არა,არ ვარ კარგად, რადგან ჩვენს გარშემო,ან უფრო გარკვევით რომ ვთქვა ჩემს გარშემო ვიღაც ტრიალებს,მე თქვენთან ვმუშაობ და მაქვს უფლება გავიგო ვის უნდა ჩემი განადგურება,უკან არ დავიხევ ბატონო გაგა და ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვევა.
-არაფერი არ გაირკვევა.იყვირა გაგამ და ფეხზე წამოიჭრა.
-გაირკვევა,რადგან ვიცი რომ შიშში ცხოვრობთ თქვენც და თქვენი ძმაც,არ ვიცი რას მალავთ,მაგრამ ვიცი რომ უფრთხილდებით თქვენს სახელს,თქვენი მაღალი ელიტა არ ჩაიძიროს,რადგან სახელი შეგებღალებათ.შესაძლებელია წარსულს კარგად მალავთ,მაგრამ მტერი ჩასაფრებულია ერთი შეცდომა და ყველაფერს რასაც მალავთ და უფრთხილდებით სინათლეზე გამოვა.გაგა გაფითდრა,ფერი დაეკარგა თორნიკეს შეხედა და უთხრა.
-შენ,შენ რაღაც იცი.
-არაფერი ვიცი,თავადაც გაურკვევლობაში ვარ.
-კომისარო ერთი იდეა მაქვს.
-გისმენ ნიკა.
-მინდა გეგენავა დავაკავოთ,ზვიადის მეგობარი.
-როგორ,ტყუილა?
-არა,ტყუილს მე ვეტყვი.
-რა ტყუილს ეტყვი ლაერტი.
-აქ მოვიყვანოთ და შემდეგ გაიგებ ჩვენს გეგმას.
-წადით,ორივემ რაღაც ჩაიფიქრეთ და არ ამბობთ.ლაერტის გაეცინა,ნიკას თვალი ჩაუკრა და ისევ კომისარს მიუბრუნდა.
-გაეცი ორდენი დააკავონ გეგენავა.
-ახლავეს?
-რას ველოდოთ,ოთხი გვამი გვაქვს.ბრძანება გაიცა და სულ მალე გეგენავა განყოფილებაში მიყვანეს.
-გოგოტა გამარჯობა,აქ რას აკეთებ ჩვენთან სტუმრობა გადაწყვიტე?
-მე ჩემით არ მოვსულვარ.
-ვიცი,ამიტომ გაიცა ბრძანება.
-რა გინდათ ჩემგან.
-სიმართლე მეგობარო,თუ გინდა გადარჩე და სხვაც გადაარჩინო.
-მე არაფერი ვიცი.
-ჩვენ ვიცით ის რაც შენ არ იცი.უთხრა ლაერტიმ.
-რა იცით,თქვენ რა იცით.
-ის რომ ზვიადი რუხვაძეს შენ ესროლე.
-მეეეეეე? მე ვესროლე ზვიადის?
-ჩვენ ასე ვიტყვით,მიდი და სიმართლე შენ დაამტკიცე.
-მე არ მისროლია მისთვის.
-გგონია რუხვაძეები მოგისმენს? უთხრა ნიკამ.
-ორი დღის წინ ხომ შეხვდი ზვიადის.ლაერტი დაუჯდა წინ გეგენავას.
-შევხვდით.
-ხომ იკამათეთ.
-კი,ვიკამათეთ.
-რატომ,წლების მეგობრები ხართ და კამათი რატომ მოგივიდათ.
-ეკონომიურად ვთხოვე დახმარება და უარი მითხრა.
-გეგენავა სიმართლე თქვი.
-სიმართლეს ვამბობ.
-სიმართლე გეგენავა,შენ მხოლოდ სიმართლე გადაგარჩენს.უთხრა ლაერტიმ.
-რატომ არ მიჯერებთ.
-შეხედე ამ ვიდეოს და მიხვდები, თუ რატომ არ გიჯერებთ.ლაერტიმ ტელეფონი ამოიღო და ვიდეო ჩაურთო,გეგენავა კი გაოცებული უცქერდა და შემდეგ ნიკას შეხედა.
-ეს,ეს,ეს მონტაჟია,მე არ მისვრია მისთვის.
-ამ ვიდეოს მის ძმას გავუგზავნით და ჩემზე უკეთესად იცი,რომ მათ ვერსად ვერ დაემალები და ვერც მოერევი.გეგენავა ჩაფიქრდა,მაგრამ მაინც ვერ გატეხა ლაერტიმ მისი ხერხებით და მეთოდებით,ის გაუშვა.
-თქვენ ორივე მართლები ხართ.თქვა კომისარმა და ორივეს შეხედა.
-დარწმუნდი უკვე? ღიმილით უთხრა ნიკამ.
-დავრწმუნდი,მათ რაღაც დიდი საიდუმლო აქვთ და უკვე შიშში ცხოვრობს ორივე,მითუმეტეს ახლა ზვიადის რომ ესროლეს.
-უკვე მართლა დამაინტერესდა,უნდა გავიგო რა ხდება,რა აკავშირებთ მათ ასე ძალიან ერთმანეთთან,რა არის ის ასე ძალიან რომ ეშინიათ.
-არ ვიცი რა არის,მაგრამ ის ვიცი რომ რაღაც ბინძურია.
-მე ვნახავ,მოვინახულებ ავადმყოფს და დავკითხავ,დავაკვირდები მის რეაქციას და ვნახოთ ჩემი დაკვირვება რა შედეგს მოგვცემს.
-კარგია ლაერტი შენ წადი,ამჯერად ჩვენ არ გამოვჩნდებით.ლაერტი აღარ გაჩერებულა,რაღაც ქაღალდები ჩააწყო საქაღალდეში და ზვიადის მოსანახულებლად წავიდა.
-ვინ ხართ.სუსტი ხმით იკითხა ზვიადიმ.
-გამომძიებელი ლაერტი ქობალია.
-ეს ახალია.ჩაილაპარაკა ზვიადიმ.
-როგორ ხართ,თავს როგორ გრძნობთ.
-საძაგლად,რადგან საწოლი არ არის ჩემი მეგობარი.
-მთავარია უნდა გამოჯამრთელდეთ საწოლი რომ დატოვოთ.
-ვეცდები მალე წამოვდგე.
-ბატონო ზვიადი რამოდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ.
-გისმენთ.
-ვიძიებთ 22 წილის უკან მომხდარ ერთ ტრაგიკულ ისტორიას,როგორც ჩემთვის ცნობილია თქვენ იცნობდით გარდაცვლილ დავით ბიბილურს და ინდირა ვერულაშვილს.ზვიადი აწრიალდა,შემდეგ თვალები გაუშეშდა და ფერიც დაეკარგა,მაგრამ თავისი ირონია დაეხმარა მდგომარეობიდან გამოსულიყპ.
-მე ზვიად როხვაძე ვწევარ დაჭრილი,დამჭრა ვიღაც არანორმალურმა ვინც თქვენ უნდა მოძებნოთ და მადანაშაულებთ 22 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ ისტორიაში?
-არ გადანაშაულებთ,ეს თავად თქვით მე მინდა გავარკვიო რა მოხდა იმ ღამით,ეს ჩემი მოვალეობაა.
-არაფლის გაგონება არ მინდა,მიბრძანდით აქედან უნდა დავისვენო.
-ჩემთვის ყველაფერი გასაგებია,თქვენ უკვე გაეცით პასუხი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას ბატონო ზვიადი.თქვა ლაერტიმ და წავიდა,განყოფილებაში მისული პირდაპირ კომისართან შევიდა და უთხრა.
-ნიკოლოზი მართალია კომისარო,მას როგორც გეგენავას ძალიან ეშინია წარსულის.
-როგორ მიხვდი.
-თავად გასცა თავისი თავი.გაეცინა ლაერტის.
-მაშ ასე,ნიკოლოზ შენ ჩემს გვერდით იქნები,ლაერტი შენ მთელი პასუხისმგებლობით მიუდგები ამ საქმეს და ვუბრუნდებით წარსულს,საქმის ძიებას თავიდან ვიწყებთ,რომელიც მოხდა 22 წლის უკან.ვიცი რომ უამრავი დროა გასული და დრო უნდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანას,მაგრამ ამჯერად ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.საქმის მსვლელობის დროს ჩვენც ჩავერთვებით და შენს გვერდით ვართ,მაგრამ ეს საქმე ნიკამ არ უნდა აიღოს,შენ ახალი ხარ და არ გიცნობენ,მე მჯერა შენი.
-დარწმუნებული ვარ კომისარო,ყველა ეს მკვლელობა 22 წლის წინ მომხდარ საიდუმლოს ეხება,აქედან მიდის ყველა ეს დანაშაულებები რაც ამ ორ თვეში მოხდა და ვერ გავხსენით.
-მეც დავრწმუნდი დღეს ამაში,ამიტომ მხოლოდ ჩვენ სამმა ვიცით ამ საქმის შესახებ და არავინ სხვამ.
-ახალმა გამომძიებელმა მომინახულა დღეს.
-ვინ მოგინახულა?
-ქობალია ვარო და არ ვიცი პირველად მესმის.
-ლაერტი ქობალია,ნოდარ იცი ვინ არის?
-არა,არ ვიცი ახალია.
-რა შეგეკითხა.
-პირდაპირ მკითხა,თუ რამე ვიცი 22 წლის მომხდარ ერთ ტრაგიკულ მკვლელობასთან.ვის შეიძლება ეცოდინოს ეს ამბავი გაგა.
-არჩილ დოლიძე,გვენეტაძე ზაალ,სანიკიძე გიორგი,კობა კანდელაკი,მე და გოგიტა.ის ოთხი მკვდარია,მე გაფრთხილება დამიტოვეს.
-გეგენავა?
-სულელი არ არის თქვას,იცის რაც მოელის.
-ნუ იქნები ზვიადი დარწმუნებული მის ერთგულებაში ასე ძალიან.
-ალექსანდრე უნდა ვნახო.თქვა გაგამ და წავიდა,მიდიოდა და ბრაზმორეულმა დაურეკა ალექსანდრეს.
-გაგა? გისმენ,ამჯერად რა უნდა მითხრა,ისევ უნდა დამემუქრო?
-ალექსანდრე ჰაერი თანდათან მძიმდება ჩვენს შორის,კართან ვარ.ალექსანდრემ კარი გააღო და ბრაზმორეული გაგა სახლში შევიდა.ალექსანდრეს ჩაეცინა და გაგას უთხრა.
-ძნელი არ არის მიხვდე,შენს გარშემო ვინ აბინძურებს ჰაერს,მაგრამ ვერ ხვდები,ვერ გრძნობ სიმართლის იმ მწარე არომატს შენს სახლში რომ ტრიალებს.შენს გარშემო მხოლოდ შავ-თეთრი ფერებია,ფერადი გარემო რომ იგრძნო ჯერ სისუფთავის სუნი უნდა შეიგრძნო.
-ვიცი ალექსანდრე რომ გული გტკივა,მეც მტკივა გულიც და სულიც,მაგრამ რა ვქნა ძმა არის ჩემი.
-ინდირა? ვინ იყო ინდირა თქვენი,ერთად გაიზარდეთ 15 წლით დიდი იყავი მასზე,შენს თვალის წინ,შენს ხელში გაიზარდა ასე როგორ გაიმეტე.გული და სული გტკივა? უნდა გტკოდეს,ეს ტკივილი ყოველ დღე თავს უნდა გახსენებდეს.იყვირა ალექსანდრემ და გაგამ სიტყვა ვერ შეუბრუნა.
-მითხარი ვინ არის, ლაერტი ქობალია.
-ახალი თანამშრომელია,ზემოდან არის გამოგზავნილი რომ ძველი ფულით გაყიდული საქმეები,უსამართლოდ გასამართლებული ადამიანები თავიდან დაიკითხოს და თავიდან გამოიძიოს,მგონი ამჯერად მართლა დაერხა შენს ძმას და შენც არ უნდა იყო კარგ მდგომარეობაში,რადგან თავად მოუყვანე ადვოკატი ინდირას რომელიც ნაყიდი გყავდა და მთელი სიბინძურე ალაპარაკე სასამართლოზე.
-ვინც მტკივან ფეხზე დამაბიჯებს,მე უფრო ვატკენ მას ალექსანდრე.
-ნუ მემუქრები გაგა ვიცი რა დებილიც ხარ,ისიც ვიცი უკან არ დაიხევ და ყველაფერს დაივიწყებ,მაგრამ იმასაც უნდა ხვდებოდე რა გელოდება წინ თუ ჩემს შვილებს შეეხები.მე ვცდილობ თქვენგან დავიცვა ისინი,თქვენ ორივე ძმები ჩემზე უკეთ არავინ იცის რა ვირთხებიც ხართ.არა მარტო ჩემს შვილებს,შეეხები ჩემს სიცოცხლეს ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს მეორე დღეს ყველა გაიგებს რაც მოხდა 22 წლის წინ და ვინ იდგა ამ ისტორიის უკან,ვინ არის მთავარ როლში,ვინ გააუპატიურა ინდირა.
-ვერც შენ და ვერც სხვას არ შეუძლია მე შემეხოს ალექსანდრე.
-ეგ მერე თქვი,რომ შენ და შენი ოჯახი ხელშეუხებლები ხართ.რისთვის მოხვედი,აქ რას აკეთებ გაგა.გგონია ისევ ის დროა რაც 22 წლის უკან იყო? მაშინ მუქარებით დააშინე ალექსანდრე და გაჩუმდა,ის დღემდე ჩუმად არის რადგან თავის ოჯახს გაუფრთხილდა,კიდევ იგივეს იმეორებ,აქ მოდიხარ და კიდევ მუქარებით ლაპარაკობ? თავი ვინ გგონია,ვინ ხარ ღმერთი? დედამიწა შენს გარშემო ტრიალებს? ჩემს შვილებს ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს დაინახავ მე პირადად რისი გამკეთებელიც ვარ.არც ის იფიქრო ალექსანდრემ ერთხელ თუ დაუშვა შეცდომა,მეორედ ამის უფლებას მივცემ.არა,ეს არ იფიქრო იგივე არ განმეორდება.წადი და სხვაგან ეძებე შენი საიდუმლოს გამცემი,აქ ასეთი ხალხი არ ცხოვრობს.რადგან ამდენი წლები,თითქმის მთელი ცხოვრება ვერ გაგვიცანი,ახლა გაგაცნობ ჩემს თავს.სიბრაზისაგან თვალებ ანთებული იდგა გაგას წინ იზაბელა და ხელით მიუთითა კარზე გასულიყო სახლიდან.არ ელოდა,იზაბელასგან ამხელა წინააღმდეგობას და ამიტომ ადგა და სახლიდან უხმოდ გავიდა.
-ეს რა გააკეთე,სახლიდან გააგდე?
-რადგან ჩუმად ვარ,თავზე არ უნდა გადამიაროს არავინმა.შენ რა გგონია,მათმა მისი არ დაინდო და შენ დაგინდობს ან შენს შვილებს? ალექსანდრე მე დედა ვარ,შეიძლება ჩემს სხეულში არ ყოფილა ეს ორი ბავშვი,მაგრამ ისინი მე დავზარდე და მე გავუწიე მათ დედობა,ჩემი შვილების დასაცავად კი ყველაფერზე ვარ წამსვლელი.გაგა თავდახრილი გავიდა ალექსანდრეს ეზოდან,იყო დრო როცა მეგობარი არ უშვებდა სახლიდან სანამ ერთად არ ივახშმებდნენ,შემდეგ ჭიშკრამდე მიაცილებდა და სახლში მივიდა თუ არა სანამ არ გაიგებდა არ დაწვებოდა,დღეს? დღეს კი ის თავდახრილი გამოვიდა ამ სახლიდან და ვინ გამოაგდო? იზაბელამ,იზაბელამ აღარ მიიღო ის და რაც უთხრა ის იმსახურებდა ყველა იმ სიტყვას.
-რა მოგივიდათ,რა მოხდა,რა გაყვირებთ.სახლში ნიკა შემოვიდა და ორივეს ცალ-ცალკე უცქერდა.
-დაჯექი აქ,კარგია რომ მოხვედი.ნიკა დაჯდა და ალექსანდრეს შეხედა.
-შორს,შორს დაიჭირე თავი რუხვაძეებიდან, გესმის?
-არ ვიცი რატომ იკამათეთ,მაგრამ მე ჩემი საქმე მიყვარს.არ შევხებივარ მათ,მე სულ სხვა საქმეზე ვმუშაობ,მათი საქმე ლაერტი ქობალიას გადააბარეს ის ახალია და მან თუ საქმეს მოკიდა ხელი,მას ვერ შეაჩერებს ვერც რუხვაძე და ვერც ის ვინც ჰყავს მას მაღლა.ის კანონით მოქმეებს და არავის ჯიბეს არ უყურებს.დამიჯერე,ლაერტიმ ეს საქმე თუ ბოლომდე მიიყვანა იქ მაღლადაც ძალიან ბევრი დატოვებს თანამდებობას.ასე რომ,შენს ძველ მეგობარს ამჯერად მართლა უნდა ჰქონდეს შიშის მიზეზი.
-ფიქრობ,რომ გაუმკლსვდება მათ?
-გაუმკლავდება,შენ არ იცნობ ლაერტის,მან თუ საქმეს მოკიდა ხელი აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე.ქაოსი დატრიალდა გაგას გარშემო.იზაბელას მხრიდან წამოსულმა წინააღმდეგობამ მიახვედრა,რომ მისმა მუქარამ აღარ გაჭრა.ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს კლდიდან ფეხი დაუცდა და მთელი სისწრაფით დაეშვა უფრსკულისკენ და ნაწილებად დაიშალა.მაგრამ არა,ჯერ ისევ ფეხზე დგას.ეს ისტორია თუ მზის სინათლეზე გამოვიდა,ნაწილებად სწორედ მაშინ დაიშლება,ახლა კი ცდილობს ხავსს მოეკიდოს,მისკენ გამოშვერილ ნახევრად ხმელ ტოტს,რომელიც იცის ადრე თუ გვიან მის სიმძიმეს ვერ გაუძლებს და მაინც გატყდება,მაინც ეჭიდება და არ უნდა გაუშვას.
-მამა სად ხარ.შეშინებული ხმა ჰქონდა ფატის.
-მოვდივარ,რა მოხდა შეშინებული ხმა გაქვს.
-ჩვენს სახლის კართან ძია ნოდარის ესროლეს,მამა მოდი ჩქარა.
-რაააა? მოვდივარ.გაფითრებული შევიდა სახლში და ყველა იქ დახვდა.
-მადლობა ღმერთს,გადარჩი.
-ამჯერად გადარჩა,შემდეგი ჯერი ვისია შენი ხომ არა გაგა.გიჟს ჰგავდა ია და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა
-თუ არ დავწყნარდებით,ვერაფერს ვერ გავიგებთ.თქვა გაგამ და ნოდარის მიუბრუნდა.
-დაინახე ვინ იყო?
-დავინახე,მაგრამ სახეზე ვერ დავინახე მასკა ეკეთა,პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და მხოლოდ ერთხელ გაისროლა.
-მოგხვდა,დაჭრილი ხარ?
-არა,არ მომხვედრია.გაგა მკვლელი ქალი არის,მე ასე ვფიქრობ.
-ზვიადიმაც იგივე მითხრა,მაგრამ ამას არ იტყვი.
-კარგი.
-211-ში დარეკეთ,მოვიდნენ.
-დავრეკეთ უკვე და სადაცაა მოვლიან.სახლში ლაერტი შემოვიდა რამდენიმე ორგანოს მუშაკთან ერთად და ყველას მიესალმა.
-საღამო მშვიდობის,ვიცი რომ ყველა ანერვიულებული ხართ,მაგრამ რამდენიმე შეკითხვა უნდა დავუსვა დაზარალებულს თუ ნებას მომცემთ.
-მობრძანდით,დაზარალებული აქეთ არის.
-არა,მადლობა დაჯდომა არ მინდა.დაზიანება არ გაქვთ,როგორც გავიგე მაგრამ საავადმყოფოში ხომ არ წავსულიყავით.
-არა,საავადმყოფო არ მინდა მთავარია გადავრჩი,მაგრამ როგორ ეს თავადაც მიკვირს.
-დამნაშავე დაინახეთ,შეხედეთ რა მანქანით იყო?
-დამნაშავე იმდენად ახლო იყო ჩემთან შემეძლო დამენახა,მაგრამ ვერ შევძლებდი.
-ასე ახლოს იდგა და ვერც ფოტო რობოტის შედგენაში დაგვეხმარები? ნოდარი ჩაფიქრდა და ლაერტის შეხედა.
-ის ტანადობით სუსტი და მაღალი იყო,მაგრამ სახეს ვერ გეტყვით მას მასკა ეკეთა.შევხედე ჩემსკენ წამოვიდა,მომიახლოვდა და რამოდენიმე ნაბიჯში მესროლა.
-ერთი იყო?
-კი,ერთი იყო.
-სხვა არაფერი შეგიმჩნევიათ,რომ ჩავეჭიდოთ და საიდუმლო ამოვხსნათ?
-ვერა,ვერაფერს გეტყვით სხვას.
-გასაგებია,აღარ შეგაწუხებთ დღეისათვის საკმარისია.უკაცრავად,უნდა ვუპასუხო.
-გისმენ კომისარო,რაააა? სად,როდის.არა,მე რუხვაძეებთან ვარ თქვენ სადაც გამომაგზავნეთ,იქ ნიკოლოზი წავიდეს და მეც მალე მოვალ,უკვე გამოვდივარ.
-ისევ მკვლელობაა? შეეკითხა გაგამ.
-არა მაგრამ მცდელობა იყო,ისე როგორც აქ.
-როდის დასრულდება ეს ყველაფერი.თქვა იამ და იქვე სავარძელში ჩაჯდა.
-დიდი იმედი მაქვს მალე,ძალიან მალე ქალბატონო.ლაერტიმ ზვიადის გაუსწორა თვალი და ასე გავიდა სახლიდან.რამოდენიმე წუთში კი კომისარმა შეტყობინება მიიღო.
-მოვდივარ,მაგრამ სასწრაფოდ წადით ახვლედიანთან,ვფიქრობ რომ ის მახეში გააბეს.ორგანოს მუშაკებმა ნიკა სასტიკად ნაცემი იპოვეს უგონო მდგომარეობაში მყოფი მისივე სისხლში იწვა და რომ არ დაკვირებოდა კომისარი მას მკვდარი ეგონათ.დილით იზაბელა საუზმეს ამზადებდა,უეცრად გულის არეში ტკვილი იგრძნო და ალექსანდრემ შეაშველა ხელი.
-რა დაგემართა,ცუდად ხარ?
-რაღაც შეუძლოდ ვარ,ალექსანდრე ცუდი შეგრძნება მაქვს.
-დილა მშვიდობის.მხიარული ხმით შემოვიდა სამზარეულოში მალიბუ და ორივეს ჩვეული ღიმილით გაუღიმა,ცოტა ხანში ტელეფონზე შეტყობიკება მიიღო და ერთი შეიკივლა,სასწრაფპდ ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
-სად გავარდა ასე გიჟივით,შენ რად გინდა ამდენ ბლინებს რომ ამზადებ.
-მთელი ღამე მუშაობს,არ მოსულა ნიკოლოზი და რომ მოვა მოშივებული იქნება.ან რატომ არ მოვიდა, 11 საათია ამ დროს ყოველთვის სახლშია.თქვა გაკვირვებულმა და ალექსანდრეც დააფიქრა იზაბელას სიტყვებმა,ტელეფონი აიღო და ნიკას დაურეკა,მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო.გაკვირვრებულმა გათიშა ტელეფონი და უცხო ნომერი დაფიქსირდა მის ტელეფონზე.
-გისმენთ,კი მე ვარ ალექსანდრე.ჩემი შვილია რა მოხდა,რაააა? კარგად არის? მოვდივართ.თქვა ტელეფონი გათიშა და იზაბელას შეხედა.
-ტყუილა არ გქონია ცუდი წინათგრძნობა,ნიკოლოზი საავადმყოფოშია.
-შეასრულა მისი მუქარა,ჩემს შვილს შეეხო რუხვაძე ალექსანდრე მაგრამ ამჯერად ჯერ შვილს მივხედოთ.თქვა და წინსაფარი მოიხსნა,ალექსანდრეც უკან გაყვა,არ შეეძლო მანქანის მართვა და მებაღეს დაუძახა.
-თენგო უნდა წაგვიყვანო.
-სად მიდიხართ,გამოვიცვლი ახლავეს.
-ჩქარა,ნიკოლოზი საავადმყოფოში წევს.თენგო არც დაფიქრებულა ისე გაბრუნდა უკან და ორ წუთში ალექსანდრე და იზაბელა მიჰყავდა საავადმყოფოში.ფერდაკარგულმა და თვალებში ცრემლებით სავსემ გაიარა ის საშინელი ჰოლი სადაც მალიბუ იდგა და ნიკას მოთქვამდა.
-რა მოხდა,აქ გამოიქეცი რომ არ მოგვიხედე უკან? მალიბუ შემომხედე,ნიკოლოზი ძლიერია ის იბრძოლებს და გადარჩება,არცერთმა ცრემლი არ დამანახოთ.თქვა იზაბელამ მკაცრად და მათთან ერთად ისიც დაელოდა ექიმს.8 საათი არცერთი არ დამჯდარა,რამოდენიმეჯერ კომისარიც მოვიდა ამბის გასაგებად.არც წყალი უნდოდათ და არც ჭამა,სამივე საოპერაციოს კარს უცქერდა გამომშრალი თვალებით.გაიღო,როგორც იქნა კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა,ძალიან დაღლილი,მაგრამ მისი ხმა მტკიცე იყო.
-როგორაა ჩემი შვილი ექიმო.
-ოპერაციამ კარგად ჩაიარა,შედეგებს ვერ გეტყვით ჯერ-ჯერობით,რადგან ძალიან დაზიანებული ჰქონდა თავის ქალის უკანა მხარე.გაკეთდა რთული ოპერაცია,მხოლოდ ის დაგვრჩა რომ უნდა დაველოდოთ ამ წუთიდან 48 საათი.იმედი ვიქონიოთ,რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.რუხვაძეები მშვიდად საუზმობდნენ ვერანდაზე მზის გულზე,რომ გაგამ ცუდი ამბავი შეატყობინა მათ.
-მალიბუ რამდენიმე დღე ვერ მოვა სამსახურში.
-რატომ,უკვე დაიწყო მიზეზების მოძიება? თქვა ზვიაფიმ და უხამსად გააგრძელა ჭამა.
-არ მითქვამს არ მოვათქო,ვთქვი რომ ვერ მოვა.
-მიზეზი? რა არის მიზეზი იცოდა მნიშვნელოვანი საქმეები გვქონდა დასასრულებელი.
-დედა ის მალიბუ არის და მას ყველაფერი ეპატიება,რადგან მამამ მიიღო სამსახურში.
-წუხელ სასტიკად გაუსწორდნენ ცემით ახვლედიანს,ამიტომ მალიბუ მთელი ღამე საავადმყოფოში იყო და ახლაც იქ არის.
-რას ამბობ,როგორ არის.შეშფოთდა ია და გაგას მიაჩერდა,ფატიმ კი მამას ვეღარ შეხედა მისი დაუფიქრებელი სიტყვების გამო.
-მდგომარეობა სერიოზულია,გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია 48 საათი აქვს, კრიზისი თუ დაძლია იმედი ექნება ექიმებს,თუმცა არ იციან როგორი დარჩება.ამ წუთში კი ყველა იქ არის.
-ყველას საქმეში ცხვირს ჰყოფდა და ის მიიღო რაც დაიმსახურა.თქვა ზვიადიმ და გაიცინა,გაგა კი ჩაფიქრდა,რადგან იცოდა ალექსანდრე და იზაბელა მისი ოჯახის წინ დადგებოდნენ.
-ვიცი რომ არ მოგწონს ეს ადამიანი,მაგრამ მას ავალებენ და ვალდებულია გააკეთოს ის რასაც ეტყვის უფროსი.მისი საქმის ერთგულია და ეძიება სიმართლეს,ის თუ არ იქნება,მის ადგილზე სხვა მოვა და იგივე განმეორდება.ყველას სიმართლე აინტერესებს და შენ ნუ გაგახარებს მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა,ყველაზე დიდი მიზეზი შენ გაქვს მისი გამოჯამრთელებისთვის ილოცო,არ უნდა გაგიხარდეს ეს ამბავი,მაგრამ შენ ისედაც უსისხლო ხარ შენი არ გტკივა და არც სხვისი ტკივილი გეტკინება. იყვირა გაგამ და ზვიადის თეფში ძირს გადააგდო,ზვიადიმ კი ისე შეხედა გაგას ყველამ იფიქრა აქ ძმები ხელ და ხელ შეეხებოდნენ.ალექსანდრე გაგას ზარებს არ პასუხობდა,ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა ჯერ მის წინ მომაკვდავი და სიკვდილ-სიცოცხლესთან მებრძოლი შვილი იწვა.მთელი ღამე ადგილიდან არ დაძრულა არცერთი,მათთან ერთად კომისარმა,ლაშამ და ლაერტიმ ასევე
ორგანოს რამოდენიმე მუშაკმა თეთრად გაათენა ღამე.ყველა ცრემლს მალავდა და თავს იმშვიდებდნენ რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.
-ალექსანდრე როგორ არის ნიკოლოზი.
-რობერტი? აქ რატომ მოდი,მე დაგირეკავდი ხომ იცი აქ არ უნდა დაგინახოს ვინმემ.
-ვინერვიულე,როგორ გავათენე ეს ღამე მეც არ ვიცი,როგორ არის ბავშვი.
-ექიმები ჯერ არაფერს ამბობს,48 საათი უნდა გავიდეს,უფლის დიდი იმედი მაქვს რობერტი.
-დამშვიდდი,ნიკოლოზი ძლიერია და სულ მალე კარგად იქნება.
-რობერტი მე თუ ნიკოლოზი დავკარგე,რუხვაძეებს მიწასთან გავასწორებ,ისე გადავუვლი მათ ყველას არცერთი არ შემეცოდება.
-ნუ ამბობ მაგას,ნიკუშა გამოვა მდგომარეობიდან და კარგადაც იქნება.
-მეშინია,თავში აქვს დაზიანება მიღებული და თუ ამ ყველაფრის უკან ისინი დგას არ დავინდობ.თუ ხარ ჩემს გვერდით ხარ თუ არადა უხმოდ წადი,მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს.
-მე თავშიდაც შენს გვერდით ვიყავი ალექსანდრე და ბოლოშიდაც შენს გვერდით ვიქნები,მეგობარს გზაზე არ მივატოვებ და არც ვუღალატებ.ახლა უნდა წავიდე,არ მინდა ვინმემ შემამჩნიოს აქ.
-თორნიკე შეიძლება დაგელაპარაკო?
-შემობრძანდით ბატონო გაგა.
-თორნიკე შენ კარგად იცი რომ მხარს გიჭერ ყველაფერში და შენი მჯერა,მინდა გული გაგიხსნა და საიდუმლო გაგანდო,შენი აზრიც მაინტერესებს.
-მითხარი,თქვენს ჯამრთელობას ეხება?
-არა,კომპანიას.თორნიკე სულ მალე კომპანია გაკოტრდება,ჩვენ აღარ გვაქვს იმდენი შემოსავალი რაც ადრე გვქონდა.
-შეუძლებელია,მართალია შემოსავალი შემცირდა მაგრამ კომპანია ჯერ კიდევ მყარად დგას ფეხზე.
-დგას,მაგრამ კადრების შემცირება მოგვიწევს,რაც ძალიან არ მინდა.
-ქალბატონმა იამ იცის ეს ამბავი?
-რომ იცოდეს,ახლა მკვდარი ვიქნებოდი.
-თუ მაინცდამაინც ატყობთ რაც გელით,ანდერძის დაწერა მაინც მოასწარით სიკვდილამდე.
-თორნიკე მე გული მიწუხს და შენ მეხუმრები? გაუბრაზდა გაგა თორნიკეს,მაგრამ შემდეგ თავადაც გაეცინა.
-მალიბუ როგორ ხართ,ჯერ სიახლე არაფერი არ ვიცით? მალიბუს ლანა მიუახლოვდა და ძალით დასვა მის გვერდით.
-რამე შეჭამე დღეს? გუშინს მერე აქ ხართ,ყავა მაინც დალიეთ ასე არ შეიძლება.ლანა წავიდა და სამივეს ყავა მოუტანა.
-არაფეი არ მინდა შვილო,ყელში არაფერი არ გადადის.უთხრა იზაბელამ და კედელს მიეყრდნო.
-დალიე ძალიან გთხოვ იზაბელა დეიდა,წნევა დაგივარდება უჭმელობით და ცუდად გახდები,უნდა ჭამო რომ ძლიერი იყო.
-წამოდი,ცოტა უნდა დაისვენო.მალიბუ თუ რამე დამირეკე ტელეფონზე,წავიყვან იზაბელას ის ვერ გაუძლებს ზედიზედ ღამის თევას.
-წადით,შეეცადე რამე აჭაო აქ მე ვიქნები.ალექსანდრემ ხელი მოკიდა ძალა გამოცლილ ცოლს და წაიყვანა,მალიბუ მარტო დარჩა და თვალები დახუჭა ცრემლს მისცა საშუალება გულიდან წამოსულიყო და თვალებიდან ედინა,თვალი გაახილა და მის წინ თორნიკე იდგა.
-აქ რა გინდა,თორნიკე რისთვის მოხვედი.
-როგორ ხარ.
-წადი ახლავეს,გთხოვ.
-წავალ,მაგრამ თუ რამე დაგჭირდეს იცოდე შენს ზარს ველოდები და აქ გავჩნდები, შენს გვერდით ვიქნები.
-წადი,წადი ძალა არ მაქვს და შენი აქ ყოფნით უარესად გავხდები.
-მიყვარხარ მალიბუ.
-ფიქრობ,აქ ამ სიტუაციაში ვფიქრობ შენს სიტყვებზე რას მეუბნები?
-ვიცი,მაგრამ ძალა მინდა მოგცე რომ იბრძოლო და არ დანებდე,ნიკა ძლიერია დაძლევს და კარგად იქნება.მივდივარ,მაგრამ შენზე ვფიქრობ მალიბუ.მთელი ღამე მარტო ოყო,ხან კედელს მიეყრდნო,ხან სკამზე დაჯდა და არ უნდოდა თვალები დაეხუჭა ისევ,რადგან სევდიანი და მტკივნეული ფიქრები არ ასვენებდნენ,ნიკას უცქერდა ფანჯრიდან და ცრემლები ახრჩობდა.
-მომენატრე,ძალიან მომენატრე ნიკუშა.შენი ხმა რომელიც ძალიან მიყვარს,ახლა ძალიან მენატრება.შენი გაღიმება,უშენოდ ძნელია უშენოდ სუნთქვაც კი.მენატრება უკვე შენთან გატარებული ყოველი წამი,წუთი,საათი.მენატრება ის დილა როცა ცდილობდი ჩემს გაბრაზებას,ახლა კი ყველა ეს წუთი მეზიზღება რომელიც უშენოდ გავატარე.
-ისევ აქ ხარ და ისევ ტირიხარ,არც სახლში წასულხარ.გამომართვი ეს ყავა დალიე სანამ ცხელია და ძალას მოგცემს.ლანამ ცხელი ყავის ჭიქა ძალით დააჭერინა ხელში მალიბუს და თავადაც მის გვერდით დადგა.
-მალიბუ შვილო,წადით ორივემ და დაისვენეთ აქ მე დავრჩები დილამდე არაფერი პასუხი არ იქნება.ალექსანდრემ მხარზე დადო ხელი მალიბუს და სევდით სავსე თვალებით შეხედა.
-არა,არსად არ წავალ და არც შეეცადო რომ მაიძულო.
-ექიმი მოდის ფეხზე წამოდგა ლანა და ყველამ ექიმს იმედით სავსე თვალებით შეხედა.
-როგორაა ექიმო.ხმა აუკანკალდა ალექსანდრეს.
-ცუდი ინფორმაცია არ მაქვს,მაგრამ სანამ 48 საათი არ დასრულდება დაზუსტებით ვერაფერს ვერ გეტყვით.
-მაგალითად?
-მაგალითად,ჯერ 24 საათი გავიდა მხოლოდ,მაგრამ საშიშრობამ დაგვტოვა,გაიარა.
-ექიმო შესაძლებელია თავში დარჩეს ზიანი?
-დარტყმა იმდენად ძლიერ არის მიყენებული,არ შემიძლია რამე გითხრათ ანალიზის გარეშე,მაგრამ მან იბრძოლა გადარჩენისთვის და იმედია ბოლომდე იბრძოლებს.
-მადლობა ექიმო,ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა.მალიბუ ალექსანდრეს მიუბრუნდა ჩაეხუტა და შემდეგ იზაბელას დაურეკა,ახალი ამბავი აცნობა.
-ცუდი ინფორმაცია არ გვითხრა ექიმმა და წადი დაიძინე,წყალი გადაივლე და გამოიცვალე,მე აქ ვიქნები არ დავტოვებ ნიკას მარტო.მალიბუ აღარ გაჯიუტდა და სახლში წავიდა ლანასთან ერთად,წყალიც გადაივლო და ცოტა წაიხემსეს,დაწვა და დაღლილს მალე ჩაეძინა.ღამე იყო რომ გაეღვიძა და გიჟივით წამოვარდა ფეხზე,სასწრაფოდ ჩაიცვა და ისე წავიდა ლანა არ გააღვიძა,შეშლილი თვალებით შევიდა საავადმყოფოში,თეთრხალათიანი ექიმი საეჭვოდ მიიწევდა წინ და მას გაყვა უკან,ალექსანდრეს სკამზე ჩასძინებოდა თეთრხალათიანმა ჯერ დააკვირდა თუ ეძინა ღრმად ალექსანდრეს და შემდეგ ნიკასთან შევიდა,ამ ყველაფერს მალიბუ კამერით აფიქსირებდა,მიხვდა რომ იმ ვიღაცას ნიკასთვის ცუდი რამ უნდა გაეკეთებინა,ვეღარ მოითმინა და უკნიდან დაეტაკა,ნიღაბი რომელიც სახეს უფარავდა ჩამოგლიჯა და ვერ იცნო,მაგრამ მის წინ იმ წუთში ნიკას მკვლელი იდგა,რომელმაც ხელი კრა მალიბუს და კედელს მიახეთქა,შემდეგ შეეცადა ნიკასთვის ნემსი გაეკეთებინა,მაგრამ მალიბუს ხმამ შეძრა მთელი საავადმყოფო და ალექსანდრეც ფეხზე წამოხტა,ვერ გაიგო რა ხდებოდა,მოულოდნელად უცნობმა მამაკაცმა ხელი კრა და კარებში გაუჩინარდა.ექიმებიც მოვიდნენ და მალიბუ წამოაყენეს,დამნაშავე კი გაექცათ.ცოტა გონს მოვიდა თუ არა ზაზას დაურეკა და მისვლა სთხოვა,ისიც არ დაფიქრებულა,მალიბუსთან მივიდა და მისი გადაღებული ვიდეო აჩვენა.
-ეს განძრახ მკვლელობაა,რადგან მკვლელმა ვერ შეძლო მისი ცემით მოკვლა,ახლა შეეცადა წამლით მოიშოროს.მალიბუ შენ გადაარჩნე ნიკა და მის ბედად მოსულხარ აქ ასე გვიან.
-რამ დამაძინა,ასე როგორ გამოვითიშე. თავს იდანაშაულებდა ალექსანდრე.
-მივხდი რომ რაღაც უჭირდა და წამოვედი.
-ახლა რა ვქნათ კომისარო.შეეკითხა ალექსანდრე.
-დაცვას გამოვყოფ და დღე-ღამის განმავლობაში აქ იქნებიან,ჩვენ დავიცავთ ჩვენს ბიჭს არ ინერვიულო.გადაღლილი ხართ ბატონო ალექსანდრე და ჩაგეძინათ,ბეად მალიბუ გამოჩნდა და ყველაფერი რიგზეა.
-უკაცრავად,მალიბუ თქვენ ხართ? იკითხა ექთანმა გოგონამ.
-მე ვარ,რატომ მეკითხებით?
-პაციენტმა გაიღვიძა და ეს დაწერა და თვალებით მთხოვა თქვენთვის გადმომეცა.ექთანმა ფურცელი მისცა მალიბუს და წაიკითხა თუ არა ღიმილი მოეფინა სახეზე.
-,,დაუძახეთ მალიბუს გარეთ არის''.
-აქ დაგელოდები,წადი ნახე.უთხრა ზაზამ ღიმილით და ისიც სიხარულით შევიდა ნიკასთან მან კი ხელით ანიშნა ქაღალდი და ფანქარი მომეციო,მალიბუმ ჩანთა გახსნა და რვეული ამოიღო,ნიკამ კი ფურცელზე დაუწერა,რომ ზაზასთან შეხვედრა უნდოდა.
-აქ არის კომისარი,გავალ და შემივიყვან.ნიკამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ზაზაც მალე მის საწოლთან იდგა,ნიკამ კი რვეული მოიმარჯვა როგორც შეძლო და დაწერა.
-,,ჩემს ოთახში,ჩემს გარდერობში ჩემი ტელეფონი ნახეთ,იქ სადაც ფეხსაცმელებს ვინახავ,მეორე ტელეფონი მაქვს და იქ ნახავ კომისარო თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას''.ნიკა გადარჩა და ყველა გაოცებული იყო,ასეთი რთული ოპერაციის შემდეგ ნიკამ დაძლია და რთული პერიოდი გადალახა,მდგომარეობა უკეთესობისაკენ წავიდა,მაგრამ ახლა სულ სხვა იყო ზაზას ფიქრები,აინტერესებდა რას ინახავდა ნიკა მის საიდუმოდ შენახულ ტელეფონში,რომელსაც იშვიათად ხმარობდა.
-მალიბუ,მე წაგიყვან და ვნახოთ ტელეფონი ძალიან მაინტერესებს რას ინახავს ასე საგულდაგულოდ.
-ერთი წუთით,ნიკას უნდა შეგეკითხო თუ სად ვეძებო ტელეფონი,მე გკითხავ და შენ თვალებით დამიდასტურე.შენს ოთახში უნდა შევიდე და ვნახო გარდერობში,მაგრამ სად.ნიკამ ხელით ანიშნა.
- ,,გააღე კარი და დაბლა ნახე''.
-დაბლა სად,იქ სადაც ფეხსაცმელები გიდევს?ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა და ზაზასთა ერთად წავიდა,ადვილად მიაგნო ტელეფონი მალიბუმ და ზაზას გადასცა,ზაზამ ტელეფონი ჩართო და სწორედ იმ ღამინდელი ვიდეო გადაეღო ნიკას და ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოასწრო და თავადვე გადააგზავნა მის მეორე ტელეფონზე,ასევე ნახა სხვა უამრავი ვიდეოები რომლის ნახვამ ზაზა ჯერ აანერვიულა და შემდეგ გაეცინა,მიხვდა რომ ნიკა საუკეთესო იყო თავის საქმეში.
-ეს გეგენავა არის,ის ღამეა მას რომ დახვდნენ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის.ყოჩაღ ნიკა ყოველთვის მაოცებდი მეგობარო.სწორედ იმ ღამის შემდეგ გეგენავა დაიკარგა,აორთქლდა და გაქრა,მის კვალს ვერსად ვერ მიაგნო პოლიციამ.მეორე დღეს ისევ მოინახულა მალიბუმ ნიკა და კიდევ ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგო რაზედაც ნიკას გაოცებული უცქერდა.
-მალიბუ ზაზას დაურეკე და უთხარი,იმ ღამით როცა მე მცემეს,იქ გაგა რუხვაძის მანქანიდან გადმოვიდა სამი უცხო მამაკაცი და მათმა მცემეს,დაურეკე და უთხარი ზაზას.
-დარწმუნებული ხარ,რომ მანქანა გაგას ეკუთნოდა?
-დარწმუნებული ვარ და უთხარი,ესეც მნიშვნელოვანია.
-ვეტყვი შენ არ ინერვიულო,ახლავე დავურეკავ და ვეტყვი.მალიბუმ ნიკუშას თხოვნით დაურეკა ზაზას და უთხრა.
-კომისარო მალიბუ ვარ,ნიკას თხოვნით დაგირეკეთ.
-მალიბუ კიდევ რამე გაიხსენა ნიკამ?
-გაიხსენა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,მოხვალ თუ ტელეფონით გითხრა.
-მითხარი,სწორედ ამ ვიდეოს განვიხილავთ ახლა თათბირზე.
-ვიდეოში მანქანა რომ სჩანს,მისი მფლობელი გაგა რუხვაძე არის.ფოტოებში ნახავ მანქანის სერიას და თავად მანქანის ფოტოებს.
-რას ამბობ,მალიბუ ეს როცა გითხრა შეკითხვა გაუმეორე?
-კი,მეც გაოცებული დავრჩი და ორჯერ შევეკითხე,მაგრამ იგივე მითხრა.მთხოვა ეს თქვენთვის მეთქვა და გითხარით.
-მადლობა,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.ზაზამ ბიჭებს გადახედა და თქვა.-ასეთ უძლურ მდგომარეობაში მყოფიც კი ცდილობს დაგვეხმაროს.მალიბუმ კი თორნიკეს დაურეკა და საჩქაროდ შეხვედრა სთხოვა.გაოცებული და გაკვირვებული მალიბუს ზარით,თორნიკე არც დაფიქრებულა ისე ჩქარა მივიდა მალიბუს სანახავად დანიშნულ ადგილზე.
-რა მოხდა მალიბუ.
-რასაც ახლა გეტყვი,მოიქეცი ისე რომ არაფერი იცი და მე შენთვის არ მითქვამს.
-რა მოხდა,რატომ მაშინებ.
-დამპირდი,რომ მე არ მახსენებ.
-სახრჩობელაზეაც რომ ამიყვანონ,შენ მაინც არ გახსენებ და ახლა მითხარი რა მოხდა,ნუ მაშინებ.
-სულ მალე ყველა გაიგებს,მაგრამ პირველი მინდოდა შენ გაგეგო და გცოდნოდა რაც მოხდა.იმ ღამით,როცა ნიკა სცემეს,გაგას მანქანით იყო სამი უცნობი და ისევ გაგას მანქანით წავიდნენ.
-შეუძლებელია,მალიბუ რას ამბობ იმ ღამით მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავდა გაგას სახლში და მეც იქ ვიყავი.ან რა საქმე ჰქონდა გაგას ნიკასთან ის ასე სასტიკად ეცემათ.
-არ ვიცი,მაგრამ ფაქტია რომ ვიდეო უკვე კომისარს აქვს ხელთ.ეს ბაგიდა იყო,ვიღაცამ დარეკა რომ თავს დაეხნენ,ნიკა წავიდა და იქ ის სცემეს,სასტიკად გაუსწორდნენ.
-შეკრული ბანდაა,ადვილი მისახვედრია რომ ნიკას ბაგიდა მოუწყვეს,მაგრამ ვინ,ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
-მინდოდა გცოდნოდა,სულ მალე პოლიცია ყველას დაკითხავს.
-მადლობა,რომ გამაფრთხილე,ეს გამოდის რომ ჩემზე ინერვიულე.
-ნუ დაიწყებ თავიდან თორნიკე.
-შენ თავად გაეცი შენი თავი მალიბუ და ეს თავადაც იცი, რატომ ცახცახებ ახლა? გიყვარვარ და არ გინდა ცუდ რამეში გავეხვიო.
-მე ისევ საავადმყოფოში მივდივარ.
- მე კი სულ გაგიმეორებ,რომ მიყვარხარ.ასე ძნელია შენთვის თქვა ეს ერთი სიტყვა? რატომ არ გინდა გამიგო,მალიბუ სულ შენზე ვფიქრობ.
-გაჩუმდი,გთხოვ გაჩუმდი.
-ძილში არ მასვებებ,ქუჩაში დავდივარ და შენზე ვფიქრობ.მალიბუ უხმოდ ადგა და გაექცა იმ პასუხს,რომელსაც თორნიკე ელოდა,მაგრამ გაშორდა თუ არა თორმიკეს გულზე ხელი მიიდო და ბედნიერმა გაიღიმა.საავადმყოფოში დაბრუნდა,ნიკას პალატასთან მისულს კომისარი იქ დახვდა.
-მალიბუ შეიძლება ნიკა ვნახო?
-ვფიქრობ კი,ის დღეს კიდევ უკეთესად არის.ზაზამ შევიდა ნიკასთან და ღიმილით უთხრა.
-სულ პირველად,როცა ჩვენთან მოდი იმ დღიდან მომწონხარ და აქამდე ჩუმად,უთქმელად ვამაყობდი შენით.შენ მართალი ხარ,მე არ დაგიჯერე როცა რუხვაძეებზე მითხარი,მათ უკან საიდუმლო იმალებაო,გეფიცები მეგობარო ჩვენ ერთდ გამოვიძევთ ამ დიდ საიდუმლოს.ნიკას ჩაეღიმა და ზაზამ თვალი ჩაუკრა.-ვფიქტობ ეს საქმე რომელსაც ჩვენ ვამხელთ,ძალიან ბევრ ადამიანს ჩაძირავს და სწორედ ამიტომ მალავს რუხვაძე მას ასე გულმოდგინედ და მასთან მიახლოვების ნებას არ გვაძლევს.ალექსანდრე გახარებული იყო ნიკას ასეთი სწრაფი გამოჯამრთელებით და ბედნიერებით იყო სავსე.რობერტიმ ისევ მოინახულა ალექსანდრე საავადმყოფოში და უთხრა.
-რობერტი მითხარი რა ვქნა,გადავწყვიტე ყველაფერი ვთქვა და ვამხილო ისინი.
-მომისმინე,ნუ იჩქარებ.ალექსანდრე ყველაფერს მისი დრო აქვს,ვერ შეძლებ ყველა საბუთის შეგროვებას და შენც კარგად იცი რომ გაგა თავს არ დაიდანაშაულებს,შემოგიბრუნდება და თავად გაგანადგურებს.
-ვერ შეძლებს,მე ისეთი სამხილი მაქვს ის ნახოს მთავარმა პროკურორმა და სასამართლოც არ დასჭირდება მის ძმას.ის საბუთი თავად დავითმა დამიტოვა,თითქოს გრძნობდა იმ ღამეს რაც ელოდა და ჩემს ხელთაა დღეს.
-სახლში გაქვს და ამდენი წლები სახლში ინახავ?
-აქ მაქვს და ჩემს გარდა არავინმა არ იცის იმ კამერის შესახებ.
-მომეცი და მე შევინახავ,თუ რომელიმე ჩვენთაგანს რამე მოუვა ერთ-ერთი ამ ყველაფერს მზის სინათლეზე დავეხმარებით რომ გამოვიდეს.
-მალიბუ მოდის და აქ არ უნდა გნახოს.
-კარგი,მივდივარ და მიხარია რომ ბიჭი კარგად არის.რობერტი გავიდა და მეორე მხრიდან მალიბუც მოვიდა.
-როგორ ხარ,იყავი შესული ნახე და ესაუბრე?
-ჯერ არა,ექიმთან ვიყავი შესული და მითხრა რომ ძალიან კარგად მიდის მისი გამოჯამრთელების საქმე.ზაზამ პირობა შეასრულა,რომელიც ნიკას მისცა და თავად ესტუმრა გაგას სახლში.რუხვაძეების კარზე მისულმა ღრმად ამოისუნთქა და კარზე ზარი მისცა,კარი მოსამსახურე გოგონამ გაუღო და სახლში შეიპატიჟა სტუმარი,გაგა კი კაბინეტიდან გამოვიდა და წინ შეეგება კომისარს.
-მობრძანდით კომისარო.
-მაპატიეთ რომ შეგაწუხეთ,მაგრამ ამჯერად მე მოვედი თავად თქვენთან.
-გისმენთ,რას მიირთმევთ რა მოგართვათ.
-არაფერი მინდა,მადლობა.გაგამ თავის კაბინეტში შეიყვანა კომისარი და მოემზადა მოსასმენად,ყურადღებით უსმენდა და გაოცებული იყო რაც კომისარმა უთხრა.
-ბატონო გაგა სანამ რამეს იტყვით,მინდა გაგაფრთხილოთ რომ არსებობს ვიდეო,სადან კარგად და მკაფიოდ სჩანს თქვენი ავტომობილი და მე მაინტერესებს,თქვენ სად იყავით იმ ღამით.
-გასაგებია,მე თქვენი მესმის ხელთ გაქვთ მნიშვნელოვანი სამხილი,სადაც დანაშაულის ადგილზე ჩემი მანქანა არის დაფიქსირებული.
-დიახ ბატონო გაგა.
-შეუძლებელია,ჩემი მანქანა იქ არ იქნებოდა კომისარო.
-მაგრამ ვიდეო სულ სხვა რამეს გვეუბნება.კომისარმა ვიდეოც აჩვენა გაგას და ფერდაკარგულმა შეხედა კომისარს.
-შეუძლებელია,მართლა ვერ ავხსნი ეს რას ნიშნავს,რადგან იმ ღამით სახლში ვიყავი და მყავდა მნიშვნელოვანი სტუმარი.
-ვინ იყო თქვენი სტუმარი,შეიძლება მითხრათ?
-რა თქმა უნდა,ჩემთან სტუმრად პროკურორი იყო,რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მქონდა საუბარი.
-გასაგებია,უნდა ვეძებოთ ვინ გაიყვანა ასე უხმაუროდ თქვენი მანქანა ეზოდან.
-დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებთ,რომ დამნაშავეს იპოვით,მინდა ვიცოდე ვინ ცდილობს დამნაშავედ გამომიყვანოს.არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან რაც ამ ბოლო ორ თვეში ხდება ჩვენს გარშემო,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ყველაფერი ძალიან კარგად აქვს ორგანიზებული და მისი ოცნებაა მე მნახოს დაცემული.კომისარო მე არ მეშინია,მე იმ ღამით აქ ჩემს სახლში ვიყავი და ჩემი სტუმარი თავად პროკურორი იყო.
-გასაგებია ბატონო გაგა ყველაფერს გავაკეთებთ,რომ დამნაშავე დაისაჯოს.კომისარი დაემშვიდობა გაგას და წავიდა,ზვიადიმ თვალი გააყოლა მიმავალ კომისარს და გაგას შეეკითხა.
-რა მოხდა,კომისარს აქ რა უნდოდა.
-ვიღაცა ცდილობს ბინძურ საქმეში გაგვრიოს.
-როგორ,რომელ საქმეში.
-ახვლედიანის ცემაზე ჩვენ გვედება ბრალი და ვერ დავადანაშაულებ გამოძიებას,მათ უტყუარი სამხილი აქვთ ხელთ.
-მაგრამ..........................
-მაგრამ ჩვენ გვაქვს ალიფი,სწორედ იმ ღამის იყო აქ პროკურორი სტუმრად.
-აააააა,გასაგებია.ჩაეღიმა ზვიადის.ზაზა ისევ ნიკასთან წავიდა,დაუჯერებელი იყო მისი მდგომარეობა,როცა საწოლთან მივიდა დაღვრემილმა დაჯდა და ნიკას შეხედა და ნიკას ხმა რომ გაიგონა ფეხზე წამოდგა სიხარულისგან.
-რა მოხდა კომისარო,იმედგაცრუებული დაბრუნდი რუხვაძეებიდან?
-ნიკა შენ კიდეც ლაპარაკობ,როგორ მიხარია შენი კარგად ყოფნა,ნიკა მჭირდები მეგობარო,ძალიან მჭირდები.
-რამოდენიმე დღე და მე ისევ შენს გვერდით ვარ,რა მოხდა იქ სადაც იყავი წასული.
-ნიკუშ ძალიან ფრთხილობენ,მაგრამ რაც მთავარია შენ კარგად ხარ.ეს ყველაფერი შენს გამო მოაწყვეს,მაგრამ შენ უფალმა გადაგარჩინა და ფრთხილად უნდა იყო,მეორედ გადარჩი.ეს ხალხი, ძალიან საშიში ხალხია.
-როგორ ჩაუმწარდათ სიხარული რუხვაძეებს რომ არ მოვკვდი კომისარო.
-ძალიან ცუდად ვარ.
-რატომ,რა გჭირს.
-ხედავ დამნაშავე შენს წინ დგას და ვერ ეხები,არ შეგიძლია დააკავო რადგან მას ძლიერი კედელი ჰყავს ის კედელი კი იცი ვინ არის? თავად პროკურორი.
-ნუ ნერვიულობ,სადღაც დაუშვებს შეცდომას.
-დაუშვებს,შეუძლებელია სულ გაუმართლოს.
-მე იძულებით გამიშვეს მემოგზაურა სრულიად უცხო სამყაროში,თუმცა პირველივე დარტყმა ისეთი ძლიერი იყო წინააღმდეგობა ვერც მე გავუწიე,იმ წუთში გავიფიქრე,რომ ჩემს ცხოვრებას ვეღარასოდეს დავუბრუნდებოდი.უცხო ხმა მესმოდა,რომელიც მიხმობდა,ვიღაცამ ხელი მომკიდა და ძალით წამიყვანა,მაგრამ იმ ხმას ვერ მივუახლოვდი.ინტერესი გამიმძაფრდა და ტვინი რაც შემეძლო დავძაბე,ხელი გავინთავისუფლე და ბილიკს გავყევი ძალიან ბევრი ვიარე,წინ ჩემი ფიქრები და ოცნებები შემხვდნენ,დამალულმა გრძნობებმაც იჩინა თავი და სიძულვილიც იქვე კუთხეში იდგა.მივდიოდი კომისარო და ბილიკი არ მთავრდებოდა,მას ბოლო არ უჩანდა.ბოლოს დავიღალე და ერთი პატარა შენობა შევნიშნე მეც იქით წავედი,უსარკმელო ოთახში ამოვყავი თავი,საიდანაც მხოლოდ მთვარე მოჩანდა.შემეშინდა,კომისარო პირველად შემეშინდა მთვარის.მთვარის შუქზე შევამჩნიე ვიღაც ჩემსკენ წამოვიდა,მაგრამ არ მომიახლოვდა.დავაკვირდი, მამაკაცი იყო მაგრამ ვერ ვიცანი,რადგან სიბნელეში იდგა და მთვარე მხოლოდ მის ტანს ანათებდა.შიშმა ამიტანა,მაგრამ უკან არ დავიხიე და ინტერესით სავსემ ვუთხარი.
-ვინ ხარ,ჩემგან რა გინდა.
-აქედან უნდა წახვიდე,რადგან სიმართლეს მხოლოდ შენ გაიგებ წინ საინტერესო დღეები გელოდება,ნიკოლოზ მხოლოდ შენ შეგიძლია იპოვო ამ საიდუმლოს გასაღები,მხოლოდ შენ და ეს გასაღები სულ ახლოს არის შენთან.
-სად ვეძებო მითხარი,რომ საიდუმლო ამოვხსნა.
-ჩემი სული რომ დამშვიდდეს,შენ ეს საიდუმლო უნდა ამოხსნა და დამნაშავე დაისაჯოს,ნიკოლოზ მხოლოდ სიმართლემ უნდა იზეიმოს და ამჯერად ნამდვილი დამნაშავე დაისაჯოს.ნელა-ნელა გაქრა მთვარეც და ის მამაკაციც და გამოჩნდა თეთრი განათებული ოთახი,ცოტა ხანში კი გავიგონე აპარატის წრიპინი.
-ვიღაცამ გაგაფრთხილა ნიკოლოზ.
-ვიცი ეს გაფრთხილება იყო,მაგრამ ვინ არის ეს მამაკაცი და რა გასაღები უნდა ვეძებო ჩემს სიახლოვეს,ან ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და რა დანაშაულს გულისხმობდა.
-აქედან რომ გამოგწერს ექიმი,მერე ვიმსჯელოთ,ახლა კი წავალ რომ არ გადაგღალო. აი მალიბუც მოვიდა და მარტო აღარ იქნები,მე დაგტოვებთ.ზაზამ დაემშვდობა ორივეს და დაფიქრებული წავიდა,კარი კი ალექსანდრემ გააღო და ღიმილით შეხედა ნიკას.
-როგორ შემაშინე შვილო,მადლობა უფალს რომ შენი თავი დამიბრუნა.უთხრა და ნიკას შუბლზე აკოცა.
-კარგად ვარ,განერვიულეთ მაგრამ ახლა კარგად ვარ.
-ექიმის რჩევები უნდა შეასრულო და არ აკეთო ის,რაც შენ გაგივლის თავში.
-მეეეეე? ჩემზე ამბობ მაგას? მამა უთხარი,მალიბუმ ენა შემაჩვია ძალიან.არადა რომ ტიროდა,როგორ მინდოდა ავმდგარიყავი და მეცემა ერთი კარგად.
-შენ ყველაფერი გესმოდა რასაც ვამბობდი,ასეა ხომ?
-მესმოდა საყვარელო და გთხოვ აღარ იტირო,თუნდაც ჩენს გამო,მაგრამ კარგია თუ არავის გამო არ იტირებ.
-ნუ ამატირებ და არ ვიტირებ.
-წადით დაისვენეთ,უკვე მერამდენე დღეა აქ ხართ და გადაიღალეთ.
-რას ამბობ,დაღლას როგორ ვახსენებ შვილო,რადგან შენ კარგად მყავხარ და ცოცხალს გხედავ.
-ხვალ სახლში ვიქნები და რამოდენიმე დღე გვერდიდან არ მოგშორდებით,წადით და დაისვენეთ გეყოფათ ღამის თევა.
-კარგი,რადგან შენ ასე გინდა,ასე იყოს.მალიბუ,მე ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და მალე დავბრუნდები,უთხარი დედას რომ არ ინერვიულოს.
-მეც ლანას უნდა შევხვდე,თუ მიგასწარი ვეტყვი.
-და თუ მე მიგასწარი,ვეტყვი რომ მალე დაბრუნდები.სამივეს გულიანად გაეცინა და ნიკას დაემშვიდობნენ.მალიბუს და ალექსანდრეს გზები საავადმყოფოს გარეთ გაიყო,ალექსანდრე მოეფარა თუ არა თვალს მოულოდნელად თორნიკე გაჩნდა მალიბუს წინ.
-მე შენთან მოვდიოდი,შენ კი უკვე მიდიხარ.
-სად მოდიოდი,შენ მგონი სულ გაგიჟდი.
-რატომ ფრთხილობ ჩენთან შეხვედრას ასე ძალიან,შეგიძლია მითხრა?
-არ ვიცი.გულწრფელი პასუხით უპასუხა მალიბუმ.
-გშია? მეც მშია,წამოდი ერთ წყნარ ადგილზე წაგიყვან.
-დრო არ მაქვს,ლანას უნდა შევხვდე.
-ლანას ხვალ შეხვდები,დღეს რამოდენიმე საათს მე დამითმობ.გთხოვ,მალიბუ.
-უარი რომ გითხრა?
-არ მივიღებ უარს და დრო ნუ გაგყავს.
-კარგი წავიდეთ,მაგრამ მალე უნდა დავბრუნდე.
-გასაგებია,ახლა შეგვიძლია წავიდეთ?
-წავიდეთ,მაგრამ......................
-მალიბუ წამოხვალ თუ მივმართო ზომებს და ძალით წაგიყვანო.
-ხო კარგი,ნუ ყვირი წავიდეთ.თორნიკე იქვე მდგარ მოტოციკლეტთან მივიდა,მალიბუმ თავის თავზე დაიხედა და გაეცინა,იმ დღეს თავისუფალი ფორმა ჩაეცვა.
-ეს გამომართვი და დაიფარე.
-აუცილებელია?
-კი,აუცილებელია.თორნიკეც მოემგვანა და წავიდნენ,მალიბუ თორნიკეს მოეჭიდა და თორნიკეს კი ეცინებოდა მალიბუს პატარა ხელებს მის ტანზე რომ გრძნობდა.არ უვლია ბევრი და ერთ-ერთ პატარა ფაცხაში მიიყვანა,სადაც ყველას მიესალმა თორნიკე და შაურმაც შეუკვეთა,მალიბუმ არ დამალა,რომ მართლა მოშივებოდა,არ ეყო ერთი და მეორეც შეუკვეთა.თორნიკეს შეხედა და გაუღიმა,შემდეგ კი უთხრა.
-მადლობა,მართლა შესანიშნავი დღე არის.
-შეუძლებელია ადამიანმა შეაფასო ღიმილის უდიდესი მნიშვნელობა,მაგრამ უდავო არის,რომ ახლა შენს სახეს გულწრფელი ღიმილი ამშვენებს და მე ეს მაბედნიერებს.
-გულწრფელი ღიმილით გამოხატავს ადამიანი სიამოვნებას და კმაყოფილებას,ეს ღიმილი კი შენი დამსახურებაა დღეს ამ დაძაბული დღეების შემდეგ მართლა პირველად გავიღიმე გულწრფელად.
-მალიბუ სურვილი მაქვს თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი.
-გავიცნოთ,მე მალიბუ არჯევანიძე ვარ,იურისტი.
-თორნიკე ქართველიშვილი,იგივე პროფესიის ვარ,მაგრამ რამდენიმე წლით გაიყინა ჩემი ცხოვრება.
-როგორ გაიყინა,რას გულისხმობ.
-მეგობრებს რომლებსაც ვენდობოდი,ჩემი იდეები მომპარეს და უზარმაზარი ფული გააკეთეს.
-რატომ გიღალატეს.
-იმიტომ,რომ მე ხალხზე ვფიქრობდი,ისინი კი კომფორტულ ცხოვრებაზე და ჯიბის გასქელება გადაწყვიტეს,ამიტომ ხელი ავიღე ყველაფერზე.გარკვეული დრო სმაც დავიწყე და ამ შავ-ბნელმა ცხოვრებამ ციხის კარზედაც მიმიყვანა.
-ციხის? შენ რა ციხეშიდაც იყავი?
-ვიყავი,მაგრამ არ მომიპარავს,არც მომიკლავს.მხოლოდ იმ ადამიანებს ვერჩოდი ვინც ცუდად ექცეოდა ბავშვებს,ქალებს და მოხუცებს.უსამართლობას ვერ ვიტან მალიბუ და ესაა ჩემი სუსტი წერტილი,რომ სიჩუმე არ შემიძლია.
-თორნიკე საინტერესო ადამიანი ხარ.
-გთხოვ ნუ მიფრთხი,ნუ გამირბიხარ და ჩემი არ შეგეშინდეს.მე ეს ვარ რასაც მხედავ,უბრალო და მეგობრული.
-იცი რა მაშინებს შენში ზვიადი? ისეთი დარწმუნებული ხარ შენს მიერ გაკეთებულ საქმეში,რომ გგონია უშეცდომოდ აკეთებ ყველაფერს,მაგრამ სწორედ იქ უშვებ შეცდომას სადაც არ უნდა დაუშვა.
-გაგა მართალია ზვიადი.ზოგჯერ შენით იღებ გადაწყვეტილებებს და შეცდომასაც უშვებ,შეცდომა რომელსაც იმ წუთში არ სჩანს და ვერ ამჩნევ,მაგრამ დაშვებული შეცდომა დიდი ხნით არ რჩება ბნელში და მალე გამოდის სინათლეზე.
-არ დამიშვია ამჯერად შეცდომა და ვფიქრობ,წარსული ისტორიის ბოლო ფურცელიც დაიხურა.ვიცი რატომ ნერვიულობთ,ახვლედიანი ჯერ კიდევ სუნთქავს სამწუხაროდ,ჩვენდა სამწუხაროდ.
-მოვედი ჩემო დავით,აქ ვარ მაგრამ ძალიან ვნერვიულობ ანამარიაზე ის შეყვარებულია.არ ამჟღავნებს,მაგრამ უყვარს. მას შეუყვარდა ადამიანი რომელიც არ უნდა შეყვარებოდა,გაგას გოგოსაც უყვარს თორნიკე ამიტომ ვნერვიულობ,რუხვაძეები არ გაახარებს მის სიყვარულს.
-მიყვარხარ,რამდენჯერ მითქვამს და გაგიგონია ეს სიტყვა ჩემგან, თუმცა დღეს ჯერ არ მითქვამს.ამის თქმას არაფერი უდგას წინ,როგორ ხარ შვილო,როგორ გრძნობ თავს.იზაბელა სახლში შესულ ნიკას მოეფერა.
-კარგად ვარ დედა,შენ ის მითხარი რა მოგვიმზადე დღეს შენი გემრიელი ხელებით.
-შენთვის ცხარე არ შეიძლება,ამიტომ ქათმის ბულიონი მოგიმზადე.
-კარგი რა მოვკვდი საავადმყოფოს უგემური კერძებით და დღეს უნდა ვჭამო გემრიელად.
-კარგი,მაგრამ ბულიონსაც შეჭამ ბოლოს.
-თავში რას მაჭმევ?
-ქაბაბს ბრინჯით,თუ გინდა პიურეც მაქვს გაკეთებული.
-უხ,უხ,უხ რა გემრიელი მყავხარ.მალიბუს დავუცდი და ერთად ვჭამთ მე და ის,თქვენ მიირთვით წყვილმა ჩვენ ნუ დაგველოდებით.იზაბელას გაეცინა და მალიბუს დაურეკა.
-გისმენ დედა.
-სად ხარ შვილო,მოდიხარ?
-მოვდივარ,მალე სახლში ვიქნები და მშია.
-მზად არის ყველაფერი და შენ გელოდებით.
-გშია? შეეკითხა თორნიკემ და გულიანად გაეცინა.
-არა რა მშია,მაგრამ მათთან ერთად რომ არ ვჭამო,უნდა ავუხსნა სად ვიყავი,ვისთან ერთად,რა ვჭამე და ასე შემდეგ,ამიტომ მოვაჩვენებ თავს რომ მშია.
-ეშმაკობაც გცოდნია შენ.გაეცინა თორნიკეს.იზაბელა სამზარეულოში ფუსფუსებდა,ალექსანდრე და ნიკა საუბრობდნენ.
-ნიკოლოზ დარწმუნებული ხარ,რომ რუხვაძეები არის გარეული შენს ცემაში?
-დარწმუნებული ვარ მამა,უნდოდათ გავეჩუმებინე მაგრამ ვერ შეძლეს,არ გამოუვიდათ.საავადმყოფოშიც რომ მომიგზავნეს ვიღაც და ჩემს ბედად მალიბუ მოვიდა,ესეც მათი მოწყობილია და მინდა გითხრა,შენც ფრთხილად იყავი მაგ ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
-მე იმხელა ძალა მაქვს,ვერ მომერევიან ყველამ ერთად რომ დამეტაკოს.ახლა რას აპირებ,ისევ გინდა დაუბრუნდე შენს საქმეს?
-არ მინდა იფიქრონ,რომ შემეშინდა და ამიტომ მე ვაგრძელებ ჩემს საქმეს.მამა არ მითხრა რამე და გთხოვ,დედაც გააჩუმე.
-ვიცი აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს და ისიც ვიცი,რომ უკან არ დაიხევ,მაგრამ ვფიქრობ კარგად უნდა გაიაზრო ის რომ ფრთხილად უნდა იყო.მალიბუ დაბრუნდა სახლში და ოჯახმა ერთად ივახშმა,რამოდენიმე დღე გაატარა ნიკამ სახლში და ვერ მოისვენა,მას მისი სამყარო იხმობდა და ამიტომ ერთ დილით ნიკამ ფორმა ჩაიცვა და მოემზადა განყოფილებაში წასასვლელად,მაგრამ იზაბელამ ისეთი ცივი ხმით შეიკივლა ალექსანდრე და მალიბუ ჯერ კიდევ მძინარე გამოცვივდნენ თავიანთი საძინებლებიდან.
-რა მოხდა,რა გაკივლებს ცეცხლი გვიკიდია თუ ვინმე შემოგვივარდა სახლში.იკითხა მალიბუმ და ჯერ ერთს შეხედა და მერე მეორეს.
-ალექსანდრე ჩაიცვა,ხედავ რომ ჩაიცვა?
-აბა შიშველი გამოსულიყო?
-შიშველი არა,ხედავ რომ ფორმა ჩაიცვა და მიდის? შენ კი არაფერს არ ეტყვი?
-რა ვუთხრა იზაბელა ყური ავუწიო თუ ტრაკზე მოვარტყა ხელი რომ დამიჯეროს,არ იცი რა ჯინიანიც გყავს? გაუშვი წავიდეს,თავის საქმე თავად იცის.
-დედა გული გამიხეთქე ამ დილა ადრიან.შეუბღვირა მალიბუმ და თავის ოთახში შებრუნდა,იზაბელა კი გაბუტული ბავშვივით დაჯდა სამზარეულოში და არცერთს არ გასცა ხმა,რაზედაც სამივეს გაეცინა.განყოფილებაში შევიდა თუ არა ნიკა თანამშრომლები ღიმილით,ტაშით და მხიარული შეძახილებით შეხვდნენ,ყველა გურწრფელი სიხარულით ულოცავდა გადარჩენას და ლაშამ ხელშიდაც კი აიყვანა ნიკა სიხარულისგან.კომისარს გაუკვირდა ასეთი ხმაური და აურ-ზაური რომ შეიქნა და თავის კაბინეტიც კი დატოვა რადგან გაეგო თუ რა ხდებოდა,ნიკას დანახვაზე კი ბედნიერებისაგან გაუნათდა სახე.
-შენ? შენ ჯერ კიდევ უნდა იწვე ნიკუშ.
-ხომ იცი კომისარო,საწოლი და ფუფუნება ჩემი საქმე არ არის და ვერც ვეწყობით ერთმანეთს მე და საწოლი.
-კარგია,მაშინ მოდი და იცოდე მარტო არ წახვალ.
-სად უნდა წავიდე.
-ამ მისამართზე ანონიმური ზარია,წაიყვანე რამოდენიმე ბიჭი და წადი.
-იმ საქმეზე ვინ არის,ვინ იძიებს.
-ვიცი რაც გაინტერესებს და სრულფასოვნად გადაეცა ქობალიას,შენ ჩამოგაშორეს.დამიჯერე,უკეთესიც არის.
-რატომ?
-რატომ და ასე უფრო მოვადუნებთ მათ ყურადღებას.
-კარგი,შენ უკეთ იცი,ვინ წავიყვანო იქ თავად შევარჩიო ბიჭები თუ შენ გამომიყოფ ჯგუფს.
-ბადრი,ილია,დათო,ლაშა ნიკას წაყვებით.გასცა ბრძანება კომისარმა და ნიკას მხარზე ხელი დაარტყა,ნიკამ კი თვალი ჩაუკრა ლაშას და ბიჭებთან ერთად გავიდა.მალე მივიდნენ მიცემულ მისამართზე და უზარმაზარი სახლი დახვდათ,უფრო დიდი და უზარმაზარი ეზოთი სადაც ბაღი გავერანებული იყო ადამიანის ხელი აკლდა იქაურობას,სახლიც მოუვლელი იყო და ნიკამ ეჭვის თვალით მოათვალიერა მიდამო.
-თქვენ ბაღი შეამოწმეთ,ჩვენ სამი სახლში შევალთ.გასცა განკარგულება ნიკამ და იარაღი მოიმარჯვა ხელში,სახლის კარი შეაღო და სიწყნარე იყო,ნელა-ნელა მოძრაობდნენ ირგვლივ მტვერი დადებოდა ყველაფერს,სახლი უზარმაზარი იყო მდიდრულად მოწყობილი,მდიდრული ვეშით,მაგრამ საოცრად ცუდი სუნი იდგა და ლაშამ თქვა.
-სუნი სარდაფიდან მოდის ნიკოლოზ.სამივე ჩაუყვა სარდაფის კიბეებს და იქ კიდევ ერთი დაკეტილი ოთახი აღმოაჩინეს.ლაშამ საკეტი გატეხა და ჩაბნელებულ ოთახში ფრთხილად შევიდნენ,სიბნელეს თვალი შეაჩვია და ნიკას გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა.გაოცებულები უცქერდნენ ოთახში ორ რკინის მაგიდას,ერთზე ხელსაწყოები იყო მეორეზე კი ალბად პაციენტს აწვენდნენ,უეცრად დათომ იყვირა.
-ოლალააააა,აქ გვამია და ის უკვე გახრწნილია,ნიკა ეს ძალიან დიდი ხნის გარდაცვლილია,ნახე გალიაში დაუმწყდევიათ.
-რა ხდება,ასეთი სასტიკად რატომ მოექცნენ,რა დააშავე ასეთი.თქვა ნიკამ და სარდაფის კიბეებს აუყვა ისევ დიდ ზალაში აღმოჩნდა,ლაშამ გარშემო მიმოიხედა და თქვა.
-დავიჯერო,ამ სიმდიდრეს პატრონი არ ჰყავს?
-აბა გაექურდათ,თუ არ გამოუჩნდებოდა პატრონი.გარეთ გამოვიდნენ და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა სამივემ.
-ილია რა ხდება,რამე იპოვეთ?
-აქ გვამია ნიკა და რა ვქნათ?
-სად ვართ ხალხო,ვამპირთა ბუნაგში? იკითხა ბადრიმ და ნიკას შეხედა,ნიკამ კი კომისარს დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა,სულ რამდენიმე წუთში ეზო ორგანოს მუშაკებით გაივსო რომლებმაც იმ ეზოში არა ერთი,არამედ ოთხი გვამი აღმოაჩინა,სამი ქალი და ერთი მამაკაცის.ნიკამ ისევ სახლში შევიდა და იქ კამერებიც აღმოაჩინა,რაზედაც დაფიქსირებული იყო იმ სახლში რაც ხდებოდა,თუ როგორ ხოცავდნენ ხალხს.
-ვფიქრობ აზრი არ აქვს ძებნას კომისარო,ის მიიღო რაც დაიმსახურა.
-მართალი ხარ ნიკუშ ძაღლი ყოფილა და ძაღლურად მოკლეს და გეთანხმები,საქმე დავხუროთ.
-გვეკუთნის დღეს ლუდი?
-ლუდიც და შაურმაც.გაეცინა ზაზას და ბიჭებთან ერთდ ისიც წავიდა ცოტა რომ განტვირთულიყო.



№1 სტუმარი ბანანა

უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია . ძალიან კარგია. პირობაც შეასრულე დილით ახალი თავი დამხვდა. წარმატებები.

 


№2  offline მოდერი zia-maria

ბანანა
უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია . ძალიან კარგია. პირობაც შეასრულე დილით ახალი თავი დამხვდა. წარმატებები.

heart_eyes მომდევნო დაიდება დღეს 12-ის შემდეგ,მადლობა თქვენ გვერდში თანადგომისთვის. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი manana

ბანანა
უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია . ძალიან კარგია. პირობაც შეასრულე დილით ახალი თავი დამხვდა. წარმატებები.

მადლობა მზია, დაველოდები - მანანა .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent