შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი ფსიქოლოგი (3)


23-02-2019, 13:06
ავტორი kesane123
ნანახია 2 265

დილით გაბრიელზე ვიყავი მიხუტებული და მის კისერში მქონდა თავი ჩარგული, ნელნელა მზის სხივები მაღვიძებდნენ, მისი გულისცემის ხმა მესმოდა, უნებურად გამეღიმა. წამოდგომა ვცადე მაგრამ მისმა მძიმე ხელმა შემაჩერა.
--გაბი გამიშვი.-ვუთარი და ისევ ვცადე მისი ტორებისგან თავის დახსნა.
--აუ დაიძინე რაა.-ამოიზმუვლა.-ჩუუ ხმაარ გავიგო.
რაუნდა მექნა მეც მის ნებას დავყევი და მისი მშვიდი სუნთქვის მოსმენისას დამეძინა, როცა გავიღვიძე მის გულზე მედო თავი, მას კი ხელები ქონდა შემოხვეული, შევიშმუშნე და მანაც თვალები დააჭყიტა. ისეთი საყვარელი იყო ახალგაღვიძებული მომინდა ის ბრიალა შავი თვალები დამეკოცნა მაგრამ იმდენად უაზროდ ვფიქრობდი მაშინვე უკუვაგდე ჩემი სურვილები.
--რატო ვერისვენებ?-ამოიბურტყუნა.
--რომელია საათია?-ამოვიზმუვლე.
--ბოლოს რო ვნახე 4 იყო. ალბათ ხუთია.-თქვა და თვალები ჭყიტა, ფეთიანივით წამოფრინდა ფეხზე და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო კარადაში.-ფუუ როგორ დამავიწყდა რაა.
--ჰოხარ ძმაო ჯანზე?-ვუყურებდი გაშტერებული.
--ადექი გოგო რაგბი იწყება, რუსეთი-საქართველო თამაშობს.-სწრაფად მითხრა და სააბაზანოში შეფრინდა. ამის გაგონებაზე მეც მის გზას გავყევი და ოთახში გავიქეცი. სწრაფად გადავივლე წყალი ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი, გაბრიელს რომ შევასკდი.
--ადამიანი ხარ თუ რკინა?-ცხვირი დავიზილე.
--თამაშ იწყება გოგო რადროს ეგარის?-ხელი ჩამავლო და კიბეებზე ჩამიყვანა კიარა ჩამათრია. ყველა მისაღებში იყო და ტელევიზორს მისჩერებოდა.
--ეშველათ ხალხო აპლოდისმენტები.-ტაში დაუკრა ალექსანდრემ და დანარჩენებიც აყვნენ.
--თამაში დაიწყო?-ვიკითხე და სამზარეულოში გავვარდი გადამალული ჩიფსების გამოსატანად.
--იწყებააა.-გამომძახა მიამ. მეც გავედი ჩიფსები მაგიდაზე დავყარე და ერთი შეკვრა ავითე, გემრიელად შევექცეოდი სანამ გაბრიელმა არ ჩამიტანტრა ხელები, მაგრამ არაფერი მითქვამს. ცოტახანში გაწითლდა და ხველება აუტყდა.
--რაარის გოგო ეს, წიწაკას ცოცხლად ჭამ? რაუბედურებაა რაარის?-ძლივს ლაპარაკობდა და ცივ წყალს სვამდა.
--ამიტომ იკითხე ხოლმე რას ვჭამ და მერე გადაწყვიტე გინდა თუ არა.-თვალი ჩავუკარი.
--არა რაა გურული ფსიქოლოგი საშიშია.-თავი გააქნია მიამ.
--შეშლილი დაგავიწყდა მიი, შეშლილი ფსიქოლოგი.-თვალი ჩაუკრა ჩემმა ძმამ და ტუჩის კუთხე ჩატეხაა. თამაშს ვუყურებდი და გაბრიელის შეძახილებზე სიცილით ვიგუდებოდი. დანარჩენებიც არ აკლებდნენ, ალექსანდრე და ანდრია კი ისეთ მკვლელ ხუმრობებს აძრობდნენ ყველა ერთხმად ვიცინოდით. თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და შიმშილმაც საკმაოდ შემაწუხა. მერე ვჭამე, ისევ გავერთეთ, ბებოს მივეხმარე, გარეთ ეზოში ვისეირნე და ძილის დროც დადგა. ოთახში ავედი და ლოგინზე გაშხლართულ გაბრიელს შევხედე, თვალები ავატრიალე და ზედ დავახტი.
--მეტკინა მსუქო.-ამოიზმუვლა.
--რაიო? პირველი ხარ ვინც რეალურად მითხრა როგორივარ.-სიცილით ვუთხარი- ყოჩაღ გაბი, კარგია როარმატყუებ.-უარესად ავკისკისდი.
--მემეგონა მცემდი მაგისგამო.-გაკვირვებულმა ამომხედა.
--ისეთ გოგოს ვგავარ ჩემს გარეგან ნაკლებს რომ მეუბნებოდნენ და ვცემო? ნწნწ, იმედები გამიცრუე გაბი.-თავი გავაქნიე.
--არ მეძინება.-თავი გააქნია.
--არც მე.-ლოგინზე მეც მის მსგავსად გავიშხლართე.
--რავქნათ?-შემომხედა.
--ვითამაშოთ.-გავიცინე პატარა ბავშვივით.
--რა ვითამაშოთ?
--სიმართლე თუ სიმართლე.-ჩავიკისკისე.
--დაიწყე.
--პირველად ვინ გიყვარდა?
--პირველად? პირველად არავინ!
--არ გყვარებია?-თვალები ვჭყიტე.
--ნუ როგორ არა სულ ის მიყვარს, 11 წლიდან დაახლოებით.-ჩაიღიმა.-აბა პატარა ქალბატონო იგივე კითხვა მაქვს.
--მე ცოტა რთული ვარ მაგ საკითხშ, არავინ მომიშვია ახლოს, არავინ მიზიდავს ისე რომ ჩემი გული ვაჩუქო.
--ანუ შეყვარებულიც არგყოლია.-ჩაეღიმა.
--შენ გყავდა?
--შეყვარებული? არაა, ეგ საჩემო საქმე არ არის. სამაგიეროდ საყვარლები მყავდა.-გაიცინა.
--და რა განსხვავებაა შეყვარებს და საყვარელს შორის?-გავიოცე.
--შეყვარებულს არასდროს აკადრებ იმას რასაც საყვარელს. მერო შეყვარებული მეყოლება, ქორწილამდე თითის დამკარებლის დედაც.. აი საყვარელისთვის კი არც პირველი იქნები და არც ბოლო.
--კაარგი გასაგებია. გააგრძელე.
--ოცნება?
--ერთფეროვნებისგან თავის დაღწევა. მაგიჟებს მინდა რომ გავუძლო ერთფეროვან ცხოვრებას. ამისთვის კი მინდა რომ შემიყვარდეს მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილა ისეთი ვინც ჩემს გულს აამუშავებდა,მგონი.-ჩაფიქრდა.-შენი ოცნება?
--სიმშვიდე, ყველასგან შორს, თუნდაც რამდენიმე დღით რომ დავისვენო. სრულიად საკმარისია, საყვარელი ადამიანი, ბუხარი, წიგნი, წყნარი მუსიკა, წვიმა და მთები. ყველაფერი მაქვს, საყვარელი ადამიანი მაკლია და ღმერთი.
--ღმერთი?
--ჰო ღმერთი.-გაიღიმა.-ჰარმონია მაკლია, ჰარმონია კი სიყვარულშია.
--რთული ხარ.
--როგორც ყოველთვის. ადრეც ასეთი ვიყავი უბრალოდ შენ არ გახსოვს. ან ძალიან პატარა იყავი ან მხოლოდ ჩემი გაბრაზება გიდოდა, ეს გსიამოვნებდა მე კი ცოტა მაკლდა შუაზე რომ არ გამეგლიჯე.-აროხროხდა.
--სულ ჩამოხვედი?
--სულ ჩამოვედი.
--დრეს არ გვიჩხუბია.-გამეღიმა.
--დღეს ზავი გვქონდა, ხვალ დანდობას არ ელოდო შერვაშიძე!-მკაცრად მითხრა.
--არც შენ გასვიანო!-გამეცინა, ზურგი შევაქციე და საბანში ჩავძვერი.-ძილინებისა გაბრიელ.
--ძილინებისა სესილია.-ხელი ისევ წელზე მომხვია და სხეულზე ამიკრა. არ გამიპროტესტებია, უბრალოდ მსიამოვნებდა მისი შეხედა და უფლებას ვაძლვდი ჩემთვის სიამოვნება მოენიჭებინა. დილით რომ გავიღვიძე ლოგინში აღარ იწვა. სწრაფად წამოვდექი, ვიცოდი რაღაც საშინელებას გამიკეთებდა. ფეხები ოთახის ჩუსტებში შევყავი და ბრაახ, იატაკმა მომენატრეო და ჩავეხუტე.
--გაბრიეეეეეეელ.-დავიყვირ და ცოტა ხანში ჩემს წინ მდგომი გაბრიელი დავინახე რომელსსაც ხელში დასატენი დრელი ეჭირა და გამარჯვებული ღიმილით დამყურებდა.
--რაო პატარავ?
--ამისთვის გადაგიხდი გაბრიელ.-წამოვდექი და ჩემს კუთვნილ ოთახსი გავვარდი. დანარჩენებს ცხენები გამოყავდათ. სანამ დაბლა ჩავიდოდით გავიგე გაბრიელის ოთახიდან შხაპის ხმა, მეც ერთი მწარე იდეა მომაფიქრდა. სამზარეულოში ჩავირბინე და პილპილს დავავლე ხელი. ოთახში ავედი და მის საცვლებში კარგად შევაზილე, რამდენიმე ცალკე დავდე რომ მართლა იმპოტენტი არ გამეხადა. გიჟი ვართქო გითხარით უკვე? ოთახიდან ისე გამოვედი წარბი არ შემიხრია. დაბლა ვიყავი, დანარჩენებთან ერტად, მიასდა მათეს ვუყურებდი როგორი საყვარლები იყვნენ. მერე ანდრიასთან მივედი და ცხენზე უკან შემოვუსკუპდი.
--ჩემო გვირილა კაია გაბრიელთან?
--უფ ნუიტყვი ისეთი.-ჩავიხითხითე.-მალე ნახე შენ მაგის გაწითლებული თვალები და დაჭიმული ვენები. იმედია ცხენს არაფერს დამართებს.
--რა ჩაიფიქრე ასეთი შე მაიმუნო?
--სუსტ წერტილში ვაჭერ ფეხს.
მალე გაბრიელიც გამოვიდა, არხეინად იყო, ვითომც არაფერიო, მერე ცხენზე თვალის დახამხამებაში შემოხტა და სწრაფად წავიდა ტყისკენ, თან დაიბარა არ მომძებნოთ საქმე მაქვსო. ტყეში საქმე? ველურია ჰო ვამბობ? ან რატომ არაფერი ეტყობოდა? რა უგრძნობია ღმერთო! ბევრი ვისეირნეთ ცხენებით, მერე სახლში დავბრუნდით, ძალიან დაღლილი ვიყავი, ვჭამე, ლიმნიანი ჩაი დავლიე და დასაძინბლად წავედი. შუა რამე იყო, ფეხის ხმამ გამაღვიძა, უფროსწორად სირბილის, და გახშირებული სუნთქვა, შემოსვლა და სააბაზანოში შეკეტვა ერთი იყო. გაჭრა! გავიფიქრე და გვერდი ვიცვალე. ცოტა ხანში სააბაზანოდან გამოვიდა და გვერდით მომიწვა, არ ჩამხუტებია, მის დაკაწრულ ტანს შევხედე რომელსაც გარედან შემოსული მთვარის შუქი დანათოდა და მკაფიოდ ჩანდა. ფეთიანივით წამოვხტი.
--რა ჯანდაბა გჭირს.
--დაიძინე რაა.-ამოიღმუვლა სიმწრით.
--მითხარი რა გჭირსთქო!-სანათი ავანთე საწოლის გვერდით და კარგად დავაკვირდი, ახლა ჩალურჯებებიც დავინახე, სიწითლეები და კიდევ ათასი რამ.
--ცხენმა გველი დაინახა და დაფრთხა, მირბოდა და ბოლოდ ქვებზე დავეცი. ძლივს ვიპოვე ცხენი და მერე ძლივს მოვაღწიე აქამდე. პლიუს ამას ჩემს საცვლებში ერთ მოუსვენარ არსებას წიწაკა შეუზლელიია და ახლა ძალიან გთხოვ დამაძინე რა. დავიღალე.-სანათი ჩააქრო, ხელი მომხვია გულზე ამიკრა და დაიძინა. მეც მის გზას გავუდექი და მალე აღმოვჩნდი მორფეოსთან. ასე გადიოდა ყოველი დღე, ხან მე ვღრიალებდი ხან ის. ბოლოს უკვე ყველას ყელში ჰქონდა ამოსული ჩვენი ასეთი კინკლაობა დ აურეაქციოდ გვიყურებდნენ. ასე მხიარულებბაში გავლიეთ 10 დღე. 2 ივლისიდან 12 ივლისამდე. 12 ივლისი ჩემი დაბადების დღეა, ამავე დროს პეტრე-პავლობა და ამიტომ ყველა ლამარიაში წავედით ღამისთევაზე. შიგნით ვიდექი და საგალობლებს ვისმენდი, ზოგს მეც ვყვებოდი. 12ს რომ გადასცდა გარეთ გამიყვანეს, ყველა სათითაოდ მილოცავდა. პირველი როგორ ყოველთვის მია იყო, მერე დანარჩენები. სახლში რომ მივედით საჩუქრების მოცემა დაიწყეს და ისევ თავიდან მილოცავდნენ.
--ჩემოო, როგორ მიყვარხაარ, გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!- თვალები დამახუჭინა და ხელზე რარაც დამიდო. თვალები რომ გავახილე ბედნიერებისგან სად მეფრინა აღარ ვიცოდი. ამ უბრალო რარაცამ იმდენად გამაბედნიერა აქამდე რომ არაფერს გავუბედნიერებივარ. ხელზე მედო ვერცხლის ყელსაბამი რომელშიც ცოცხაალი კესანე იდო, მისი პატარა ნამცეცა ყვავილი.
--ეე დამშვიდდი ახლა ჩემი დროა.-გვერდით გაწია მია ანდრიამ.-ახლა მოგილოცო და ბანალურობები დავიწყო არმინდა ისედაც იცი რო ყველაფერი საუკეთესო მინდა შენთვის ჰოდა აი ეს შენ.-ხელზე ლამაზი ტყავის ბლოკნოტი დამიდო რომელიც თოკით იყო შეკრული.-მინდა რომ აქ შენი ყველაზე ფარული სურვილები ჩაწერო, შესაძლოა მომდევნო წგნისთვისაც გამოგადგეს.-მაგრად ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა.იცის რაც მაბედნიერებს!
--ჩემი სესუნიაა, ჩემო ფისუნიაა, ჰოიცი როგორც?-თავი ღიმილით დავუქნიე ის კი მაგრად მომეხვია და საჩუქარი მომაწოდა. უფრო სწორად მუყაოს პარკი, შიგ ჩავიხედე, მერე დაჩის შევხედე, ეს ისარის რაც მე მგონია? ეს იყო შოკი როცა იქედან შავი ყუთი ამოვირე რომელზეც როლექსი ეწერა. ამ საქონელმა საიდან გაიგო ეს საატი რომ მინდოდა?ჩემმა სილამაზემ ამოანათა,ყუთიდან. არანაირი თვლები და სისულელეები უბრალო მოდელი მაგრამ მაინც განსაკუთრებული. ვერცხლისფერი, შუაში ოქროსფერი ზოლით. მის გვერდით კი მთვარის ქვებიდან გაკეთებული სამაჯური იყო.
--დაჩი მიყვარხარ.-სიცილით ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე.
--მიმიშვით თქვე თავკომბალებო ჩემ სესოსთან.-ალექსანდრემ მომაშორა დაჩის სიცილით. -აბა თუ გამოიცნობ რომელ ხელშ მაქვს შენი საჩუქარი?
--ააამ მარჯვნივ?
--არა ორივეში.-გაიცინა და თეთრი, მოზრდილი, დიორის ყუთი მომაწოდა.-ვიცი რომ კოლექცია გაქვს მაგრამ ეს განსხვავებულია მერწმუნე.-ყუთი გავხსენი და იქედან კი ნაცრისფერი შარვალი და მისი შესაფერისი პიჯაკი ამოვიღე,ასეთი არასდროს მინახავს, მართლაც რომ განსხვავებული იყო.-აპ აპ აპ ეს ყველაფერი არ არის ჩემო დაიკო. ექსკლუზიურად შენთვის და მიათვის, ჩემივე დიზაინით შექმნილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომელიც თქვენს გარდა არავის ეცმევა, არასდროს!-ახლა დივნის უკნიდან ამოაძვრინა ორი ყუთი და მე და მიას პირები დაგვრჩა ღია როცა ფეხსაცმელები ვნახეთ.
--შენ რა დამცინი? ეს მართლა შენი დიზაინია?-გაოცებული ვუყურებდი შავ ფეხსაცმელს, მარალ ოდნავ სქელ, ოთხკუთხედ ძირზე, საოცრად უხდებოდა ჩემს შარვალს და პიჯაკს. სასწრაფოდ ავდექი და მაგრად მოვეხვიე.
--მიმიშვებთ ახლა მეც?-მობეზრებულად თქვა მათემ. ხელში სასაჩუქრე პარკი მომაწოდა რომელიც დიდი ინტერესით გავხსენი. ჯერ ყუთი ამოვიღე. შინ იცით რაიდო? ურჩხული და ლამაზმანი ნანახი გაქვთ? ვარდი რომ არის ფურცლები რომ სცვივა, შუშაში იყო მოქცეული ოღონდ წიტელი კიარა ყვიტელი ვარდი იყო. ჩამოყრილი სამი ფურცელი კი შავი. რომ დავინახე გამეღიმა, ეს ხომ ცემი საყვარელი მულტფილმია. მერე ჩემი ყურადღება ალბომმა მიიპყრო რომელზეც ამოტვიფრული იყო სვანეთის კოშკები, იქვე წარწერაც იყო გაკეთებული „მიყევი შენს ოცნებას“ გადავშალე და ყველა ჩვენი ფოტო იყო იქ, ჩემი ძმის და ცემი, დაბადებიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა იქ იყო, გვერდით კი მოვლენის თარიღი და მოკლე არწერა ეწერა. ცრემლები წამომივიდა ჩემი მეექვსე დაბადებისდღე რომ დავინახე, ყველა ჩემს ირგვლივ იყო შემოკრებილი, კამერას უყურებდა ყველა მე კი გაბის ვკოცნიდი ლოყაზე და ისიც გაკვირვებული და გაოცებული სახით იყურებოდა სივრცეში. მატე მოვიდა და მაგრად მომხვია ხელები.
--მიყვარხარ ჩემო პატარა გვირილა.
--მეც მიყვარხარ მათე.-ლოყაზე ვაკოცე და ყურში ჩავჩურჩულე.-გაპატიე ძამი.-ახლა უფრო მაგრად ჩამიკრა გულში. მერე მომშორდა და გაბის გაბრწყინებულ სახეს შევხედე.-აბა ბატონო გაბრიელ თქვენ არაფერს მჩუქნით?
--რაღა უნდა გაჩუქო ყველაფერი მოგიძღვენი.-ჩაიბურტყუნა ჩუმად თუმცა მე მაინც გავიგე და თვალები ვჭყიტე მაშინვე მაგრამ არაფერი შემიმჩნევია.-სადღაც აქ უნდა იყოს საჩუქარი, მოიცა მოვძებნი.-მოჩვენებითი ძებნა დაიწყო, ბოლოს დივნის ბალიშის უკნიდან სიცილით ამოაძვრინა საშუალო შავი ყუთი, გახსნა და პირი ღია დამრჩა როცა ყველასგან გამორჩეული და უიშვიათესი შავი ბრილიანტი ამოვიცანი. ყელსაბამი და ბეჭედი უცბათ გამიკეთა და ჩამეხუტა.-შენს დღეს გილოცავ ფეფუნი.-მერე მომშოორდა და შუბლზე მაკოცა.ხელი გადამხვია და ჩემტან ერთად დაეშვა დივანზე.
--სად იპოვე ეს უიშვიათესი ქვა? -ტუჩის კუთხე ჩატეხა.
--ამაზე იშვიათი სახეობა შენ ხარ, ამიტომ ყველაფერს ორიგინალურს და განსხვავებულს იმსახურებ. და ნუმიყურებ ისე თითქოს შეუძლებელი გავაკეთე, ერთი კენჭია მეტი ჰოარაფერი.-გაიცინა და მის თვალთან პატარა ნაკეცები გამოჩნდა. თვალები განსაკუთრებით უწვრილდებოდა როცა იცინოდა, ისე მესაყვარლებოდა ამდროს. ასე სიცილ-ხარხარში ვიყავით როცა კარი ვიღაცამ შემოაღო და ოთახში არც მეტი არც ნაკლები ლევანი შემოვიდა. ჰო აი ის ლევანი, ჩემზე ძალის გამოყენება რო სცადა. ხელში იარაღი ეჭირა და პირდაპირ მე მიმიზნებდა.
--ოჰჰ ვხედავ ახალი სახმარი გოგო გიყოლია გაბრიელ გასვიანო, არც მეტი არც ნაკლები სესილია შერვაშძე, როგორ მეცინება.-გადაიხარხარა.
--მგლების ბუდეში შენი ფეხით შეჯლაგუნდი შე ახვარო?-ასპარესზე ჩემი ძმა წამოვიდა. გაბრიელი ჩუმად იდგა არაფერს აკეთებდა, ან რაუნდა გაკეთებინა, უბრალოდ მეფარებოდა და ჩემს სხეულს მის დიდ სხეულს აფარებდა.
--შენ ვაბშე ჩუ, შენ რა ძმა ხარ შენს დას უნივერსიტეტში ეძახე შე ო. მამენტ სიმართლე იყო მარა ყველას თვალწინ რამ გათქმევინა ეგ?-ისევ გადაიხარხარა.
--აი შენკიდე შესირო, როგორ იყო? ჩემი და დღესაც არვიცი სადარის შენგამო! სინდისი არ გაწუხებს ალექსანდრე? აი შენს გამო უნდა ისჯებოდეს შენი ბიძაშვილი? რა დასანანია არა?-თავით გაბრიელისკენ ანიშნა.- ჩემი დის გამო თქვენ აგებთ პასუხს! თითოეული თქვენგანი! განსაკუთრებით შენ, შე პატარა ბოზანდარა.-ჩემსკენ გამოიხედა ირონიული სიცილით.
--აიკრიბე შენი გუდანაბადი და როგორც შემოხვედი ისე გადი ლევან! არ ვხუმრობ, იცი რისი გამკეთებელიც ვარ და ნუ მაიძულებ გავაკეთო!-კბილებში გამოსცრა გაბრიელმა.
--წავალ, დიახ წავალ, ოღონდ მარტო არა! აი მაგას გამატანთ.-ჩემზე ანიშნა რასაც გაბრიელის გულიანი ხარხარი მოყვა თან ლევანისკენ მიიწევდა და ბოლოს მის წინ დადგა.
--ერთ წამს დამიცადე.-თითით ანიშნა და ტელეფონში ჩაიხედა მალე ტელეფონიდან თორის, რაგნაროკის საუნდტრეკი გაისმა, ჯერ ხარხარებდა მის გაოცებულ სახეზე რომელსაც ბიჭების გულიანი სიცილი მოყვა. მერე მისამღერში სიცილი შეწყვიტა გაბრიელ გასვიანმა და იმხელა შემოარტყა ლევან ჩიხლაძეს რომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და იატაკზე დაეცა. გაბრიელი დაიხარა და ერთი მაგრად კიდევ შემოარტყა.-ამისმერე იცოდე ვისთან და როგორ ილაპარაკო. მე გაგაფრთხილე გახსოვს? სესილიას მიეკარები და სამარე ხართქო, აი ახლა შენ დამღუპველი შეცდომა დაუშვი გესმის? ამას ასე ადვილად ვერ დაუძვრები ლევან! ახლა ადგები და შენი ფეხით გახვალ ამ სახლიდან თუ სიცოცხლე გინდა! თუარადა დიდ ბებიასთან მოკითხვას დაგაბარებ შე ახვარო!-წამოდგა ტელეფონი გამორთო და ჩემკენ წამოვიდა, ჩამეხუტა და ის ის იყო მეც ხელები უნდა მომეხვია რომ დავინახე როგორ დაუმიზნა იარაღი გაბრიელს. მესწრაფად გადავეფარე მას და მისთვის განკუთვნილი უცხო სხეული ჩემს სხეულში ვიგრძენი. მეორე გასროლის ხმაც გაისმა, მაგრამ ამჯერად ჩემიანი არავინ, დავინახე როგორ ეგდო ლევანი ძირს, მესმოდა როგორ ღრიალებდა ანდრია, დაჩი ყვიროდა მანქანა მოიყვანეთო, ალექსანდრე გავარდა მე კი გაბრიელის ბოლო სიტყვები გავიგე:
--იცოცხლე!- და გავითიშე.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაუუუ საოცრება იყო

 


№2  offline წევრი kesane123

სტუმარი ანი
ვაუუუ საოცრება იყო

მადლობა❣️❣️

 


№3 სტუმარი ჯდნდ

დადებ დღეეს?

 


№4  offline წევრი kesane123

ჯდნდ
დადებ დღეეს?

მალე დაიდება ახლა❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent