შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიკვდილი (თავები 5, 6)


23-02-2019, 14:50
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 003

თავი 5

როგორც მოგეხსენებათ მორალურად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ჰოდა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს არ წავსულიყავი იმ სკოლაში სადაც ახლა ვსწავლობ და წავედი ჩემი ძმაკაცის სკოლაში სადაც 5 წელია აღარ ვყოფილვარ. იქამდე შეიძლება ითქვას თვალდახუჭული მივედი მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ იყო შეცვლილი მისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ აურა ისევ ისეთი დაბინძურებული იყო და ისევ ისე ყარდა ყველაფერი სკოლაშიც და მისკენ მიმავალ გზაზეც. მივედი დავურეკე ძმაკაცს, მითხრა აქედან ყველა გარბის და აქ რა გინდაო. გამოვიყვანე და თითქმის გასულები ვიყავით სკოლის ტერიტორიიდან როდესაც მანდატურმა დაგვინახა და გამოგვეკიდა, აჩი სკოლაში დაბრუნდა მე კი წამოვედი. ჩემს ძმაკაცს ვერ დაველაპარაკე იმაზე რაზეც მინდოდა ლაპარაკი, ჩემი შატალო "წარმატებული აღმოჩნდა" მისი კი ჩაიშალა. მოკლედ ასე, ნუცუბიძეზე ფეხით მარტო ასული, ისევ ისე მარტო ჩამოვედი და დავჯექი, არ მინდოდა არაფერზე ფიქრი რადგან შეიძლებოდა თავი მომეკლა, გუშინ კი დეას დავპირდი რომ ამას არ გავაკეთებდი. არ ვფიქრობ მაგრამ მაინც მეფიქრება სიკვდილზე, დახმარება მჭირდება ხალხო, რატომ არ გესმით ჩემი, რატომ გგონიათ რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ცუდად ყოფნის ან სიკვდილის სურვილის მიზეზი. ზამთარია, 7 თებერვალი, ძალიან ცივა, ალბათ ცოტაც და გავიყინები. დღევანდელი დღიდან ერთი პოზიტიური რამ დამრჩა, ჩემი ორი ძველი მასწავლებელი ვნახე რომლებიც წლებია არ მინახავს, რომლებსაც ეგონათ რომ დავბრუნდი მათ სკოლაში და ძალიან გაუხარდათ თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ასე არ იყო. რათქმაუნდა ნეგატივმაც არ დააყოვნა იმ აყროლებულ სკოლაში, სადაც სულ რამდენიმე მასწავლებელია კარგი. ინფორმატიკის ძველი მასწავლებელი დავინახე, როგორიც იყო ისეთივე დარჩენილა, მხოლოდ კივილი იცის და ალბათ სწორედ ამიტომ გადაუყვანიათ დაბალკასელ ბავშვებთან და ამიტომ აღარ ასწავლის ინფორმატიკას. ეს ბავშვები კი შემეცოდნენ ასეთი სატანისებური ქალის ხელში, რომელიც მხოლოდ კივის, თავის საქმე არც იცის და არც გამოსდის.
ახლა კი მარტო ვზივარ ქუჩაში, ძალიან მცივა, ფიზიკურადაც და მორალურადაც. მინდა ვიღაცამ ტყვია შუბლში დამახალოს და დაასრულოს ყველაფერი. სულიერად უკვე მკვდარი ვარ და იქნებ ფიზიკურადაც მომკლან.

თავი 6

არავინ იცის ის რასაც ახლა გეტყვით, ნუ ვინც იცის ის სერიოზულად არ იღებს ამიტომ თქვენ პირველები ბრძანდებით ვისაც ამას ვეუბნები. მოკლედ სწავლა რომ დავიწყე წლების წინ, ძალიან ბეჯითი და ყველაზე აქტიური მოსწავლე ვიყავი. იმის შემდეგ 9 წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა ჩემში. ყველა ბავშვს ეზარება სწავლა მათ შორის მეც თუმცა აქამდე თუ რამეს ვერ ან არ ვაკეთებდი რაც არ უნდა მომხდარიყო გაკვეთილებს ყოველთვის ვესწრებოდი. დღეს თუ არ ვცდები მესამე შემთხვევაა როცა ინგლისურის გაკვეთილს ვაცდენ, ხვალ კი ალბათ სკოლაში არ წავალ. სიმართლე გითხრათ ხვალინდელო შატალო ჩემს გეგმებში არ შედიოდა, თუმცა ძმაკაცებმა ამიყოლიეს, რა თქმა უნდა არც მე ვიყავი უარზე და მოკლედ ჩვენი შატალო დაიგეგმა. მიუხედავად იმისა რომ ძმაკაცებთან ერთად გართობით აღფრთოვანებული ვარ, სინდისი მაწუხებს, ცუდი შეგრძნება მაქვს, მგონია, მგონია კი არა და ვიცი რომ არასწორად ვიქცევი. მინდა ჩემი წარსული დავაბრუნო, მინდა ისევ ის ბიჭი ვიყო რომელსაც ცუდი ნიშნის მიღების ეშინოდა, ფიქრობდა დედაზე რომელიც მისი ნიშნების გამო ძალიან ღელავდა და მოკლედ რომ გითხრათ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ კარგად ესწავლა. მართალია ახლაც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, თუმცა ახლა ოცნებებშია გადავარდნილი და არავის აზრი აინტერესებს თავის თავთან დაკავშირებით. ამ აყროლებულმა მსოფლიომ მასზეც იქონია ზეგავლენა და ისიც ნაწილობრივ გახდა ამ აყროლებული "საზოგადოების" ნაწილი. ნაწილი იმისა რასაც თუ შეუერთდი ვეღარ გამოეყოფი... ეს კი ნაწილობრივ სიკვდილს ნიშნავს და როგორც მოგეხსენებათ სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით ვეღარ აღვდგებით, ეს მხოლოდ ღმერთმა შეძლო და სხვას არავის ძალუძს ამის გაკეთება...



№1 სტუმარი mari

Gio ????????dzaan Kai iyo,magram coda rom didi tavebi dado ar shegidzlia?

 


ძალიან კარგია, მე მომწონს ეს ყველაფერი, და ჩემს კომენტარს შენ ყოველთვის დაელოდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent