ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 7)
ვიცი ძალიან პატარა თავია,მაგრამ უმდა დამედო!მალე გაგრძელებას დავდებ. გელით.. როდესაც მშობლები დავკარგე ყოველთვის ვფიქრობდი ამაზე დიდი უბედურება თუ იარსებებდა ჩემს ცხოვრებაში.შემდეგ დროთა განმავლობაში გავურბოდი ამ ფიქრს რადგან მივხვდი,რომ ძალიან ცოტა ადამიანი დამრჩა და მათზე ცუდის გაფიქრება,უბრალოდ ცუდად მხდიდა.ბევრი დაძმური ურთიერთობა მინახავს მაგრამ ჩემთვის ერეკლე,არამხოლოდ ძმასავით იყო,მე მის მეტი ოჯახის წევრი აღარ დამრჩა იმიტომ,რომ ჩემი ოჯახი შემოიფარგლებოდა ჩვენით.მამა და დედა ყოველთვის ისე ექცეოდნენ ერეკლეს რომ მე არცკი მიფიქრია იმაზე რომ ის სხვაა,ჩემი ღვიძლი ძმა არაა.იმდენად მივეჯაჭვე მას რომ არცკი მინდოდა სხვა რამეზე ფიქრი. ახლა როდესაც თორნიკემ ტელეფონით ეს ამბავი მითხრა,რაც განვიცადე ეს გრძნობა არ გადმოიცემა.სუნთქვა შემეკვრა,ტელეფონი გამივარდა,ერთ ადგილას გავშეშდი.. იოანე მომვარდა,მისი ხმაც ბუნდოვნად მესმოდა.ტელეფონს წვდა და ლაპარაკობდა..სხვა არაფერი მახსოვს სანამ კლინიკაში არ მივედით.დერეფანში თორნიკე იყო ჩაკეცილი,თავს არ ჰგავდა. მას მივვარდი -როგორარის?მითხარი ცოცხალია? თორნიკემ შემომხედა და ცარიელი თვალებით მომაჩერდა -კი..ცოცხალია,მაგრამ ცუდადაა...ექიმებს ელოდებიან. ამ დროს ექთნებმა და ექიმმა გამოიარეს და მათ საუბარი გავიგეთ -ვერა!ვერ მოდიან! -კი მაგრამ,პაციენტს დავკარგავთ.. -გზაში არიან მაგრამ არვიცი... უკვე გონებას ვკარგავდი და როგორღაც აზრზე მომიყვანეს.იოანე მივარდა ექიმებთან. -ექიმი ვარ,ოპერაციას მე გავაკეთებ.სწრაფად! -არა!თქვენ ვერ ჩაატარებთ ოპერაციას! -ახლა მაგის დროა? -ვერ შეგიშვებთ საოპერაციოში! -შემიშვებთ!-უცებ დაიღრიალა -უფლება არ გვაქვს.. -უფლება არ გაქვთ თქვენი სიჯიუტის გამო ადამიანი იმსხვერპლოთ! იოანეს სასწრაფოდ ჩააცვეს საოპერაციო ფორმა.ჩემთან მოვიდა პირბადისა და ქუდის გამო მხოლოდ თვალები უჩანდა. ხელი მოვკიდე,ძლივს ამოვიკვნესე -გადაარჩენ არა? ხელები მაგრად მომიჭირა. -პირობას გაძლევ..დამელოდე,ერეკლეს დაგიბრუნებ...ხომ გჯერა? -კი.. შუბლზე მაკოცა და საოპერაციოში შევარდა.ძირს დავეშვი თორნიკე მოვიდა და მაგრად მომეხვია. -გაიღვიძებს,გნახავს როგორი ბედნიერი ხარ! -ასე იქნება? -კი..ძმები დედ-მამიშვილებს არ ტოვებენ,არც ის დაგვტოვებს.მის გარეშე რა გვეშველება?არაფერი!ჰოდა არ მიგვატოვებს! ორივე ცხარე ცრემლით ვტიროდით. -როგორ მოხდა?-მხოლოდ რამოდენიმე ხნის შემდეგ ვუთხარი -მეგობრებთან ერთად იყო მანქანაში.დიდი,სატვირთო მანქანა დაეჯახათ.. -დანარჩენები? -ყველა ნორმალურადაა.მხოლოდ ერეკლეა შედარებით მძიმედ.მის მხარეს დაეჯახა. ამ დროს დავინახე დერეფანში ლიზა,ტირილით მორბოდა. ორივეს გადაგვეხვია -როგორაა? -ჯერ არ ვიცით. საათები გადიოდა,ადგილიდან არ გავნძრეულვარ.გაშეშებული ვიჯექი და ველოდი. როგორც იქნა გაიხსნა საოპერაციოს კარი და იოანე გამოვიდა.მასთან მივვარდი -კარგადაა..ნუ გეშინია.. შუბლზე მაკოცა..-ხომ დაგპირდი. -მადლობა..მადლობა... ვერ ავღწერ რამდენად დიდი ბედნიერება ვიგრძენი. თორნიკე გადამეხვია -ხომ გითხარ არ დაგვტოვებს-მეთქი.. ცოტა ხნის შემდეგ მასთან შევედი. უღონოდ მაგრამ გონზე იყო. -რა სახე გაქვს გოგო-ძლივს გაიღიმა -შემაშინე.. -არ დაგტოვებ ხო იცი..არ მაქვს ამოს უფლება. -ვიცი.ერე შენ რომ.. -კაი რა. -კარგი.. -შენმა გმირმა გადამარჩინა -ის მეორეა შენს მერე ვისაც პირობა ჯერ არ გაუტეხავს. -ვიცი. .... თითქმის ერთი თვე გავიდა.იოანეს თაბაშირიან ხელს და კოჭლობას თუ არ ჩავთვლით კარგადაა.ყველა თავს ვევლებით და ვუვლით.რაც შეეხება იოანეს,დღითიდღე ვხვდები,რომ ცხოვრებამ დიდი საჩუქარი მარგუნა მისი სახით.თუმცა ამ ბოლო დროს ხდება ის რაც არასდროს მომხდარა აქამდე,როგორ ვთქვა არც კი ვიცი,თუმცა ფაქტია რომ მე და ლიზას ურთიერთობა ძველებურს აღარ ჰგავს.იცით სხვანაირი ტკივილია,როდესაც საქმე საუკეთესო მეგობარს ეხება.მინდა ამაზე ვრცლად მოგიყვეთ.შეიძლება ადამიანმა ყველაფერი დაივიწყოს,ყველაფერი დათმოს მაგრამ ამის დათმობა იოლი არ არის,განსაკუთრებით მძიმეა როცა ხედავ რომ ის თვითონ გშორდება,სხვაგან მიდის,ნელ-ნელა გიუცხოვდება.სიმართლე რომ ვთქვა,ახლაც არ ვიცი ამ ყველაფრის მიზეზი.ყველაფერი იქიდან წამოვიდა რომ ლიზამ დაახლოვება დაიწყო ერთ ადამიანთან,რომელთანაც ადრე ვმეგობრობდით.ვერ ვიტყვი,რომ ის არასრდროს არაფერი იყო ჩემთვის,პირიქით,იყო დრო,როდესაც ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.თუმცა მოხდა ისე რომ მან რაღაც ზვარი გადაკვეთა,ბევრჯერ.ესკი გახდა მიზეზი იმისა რომ ახლა მხოლოდ გამარჯობით ვეკონტაქტებით ერთმანეთს.აი ამ ადამიანთან იწყო ლიზამაც სიახლოვის დაჭერა.რა თქმაუნდა არ მომწონდა ეს ამბავი თუმცა არაფერი მითქვამს,ვიფიქრე მე დაკავებული ვარ ამ ბოლოს და ამიტომ რატომაც არ უნდა გაერთოს მეთქი?ამით რათქმაუნდა ჩემს თავს ვამშვიდებდი. ვერ ავღწერ რა გრძნობაა როცა ის ადამიანი გტოვებს რომლის იმედიც მთელი ცხოვრება გეგონა გექნებოდა.ამ თემაზე რთულია ისაუბრო მოკლედ.ეს ამბავი დღემდე გულს მიღრღნის რადგან მან იმის ღირსიც არ გამხადა ეთქვა:„იცი მე მივდივარ,შენთან მეგობრობა აღარ მინდა!“ უბრალოდ წავიდა.. გულს მიმდუღრავს ყოველთვის ეს ფაქტი.როგორ შეეძლო ესე მომქცეოდა.რამდენი ღამე ტირილით დამიძინია ეს სხვაა. არავის ვესაუბრები ამ თემაზე,რადგან ჩემთვის უდიდესი ტკივილია ამაზე საუბარი,თუმცა მინდა,დღესაც მინდა გავიგო რატომ?რატომ?!ამას არ ვიმსახურებდი!არა... გული მეწვოდა. ვხედავდი ლექციაზე იმ გოგოსთან ერთად იჯდა. გვერდი ჩამიარა და მხოლოდ სალამი მითხრა.. არ მინდა დავიჯერო რომ არ ვუყვარვარ.. რატომ მიმატოვა. მე ამას არ გავაკეთებდი.. რთულია აპატიო ის რასაც შენ არ გააკეთებდი.. მაგრამ..ის.. ის სხვაა.. თუმცა არვიცი...მას უნდოდა მეპატიებინა?..არ ვიცი... ...... ერთი რამე მინდა გითხრათ შემო კარგებო.არ უღალატოთ მას,ვისაც უყვარხართ.. მ.ბ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.