შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზ ღ ვ ა რ ი (სრულად)


23-02-2019, 17:54
ავტორი Dead girl
ნანახია 5 291

ზღვარი
თავი პირველი


ყოველთვის სხვადასხვა სიტუაციებში წარმოვიდგენდი უნივერსიტეტის პირველ დღეს,მაგრამ ისეთი,როგორიც რეალურად გამოდგა არასდროს წარმომედგინა. თხუთმეტ სექტემბრამდე,ანუ სწავლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩემმა საამაყო ძმამ,რომ აიჩემა კლუბში წავიდეთ,ჩემს ნეინას,ანუ - მე გამხნევება სჭირდებაო,აზრი ვერავინ შევაცვლევინეთ და ასე აღმოვჩნდი ჩემს ძმასთან,თორნიკესთან და მის თორმეტ ძმაკაცთან ერთად კლუბში ღამის პირველ საათზე. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არც კლუბი დაგვიმხია თავზე და არც ვინმე საინტერესოს შევხვედრილვარ. ვიჯექი,ვსვამდი და ხალხს ვაკვირდებოდი. სხვადასხვანაირი იყო ყველა. ზოგი უბრალოდ მოსულიყო,ზოგს კი იმ ტკივილის დავიწყება უნდოდა რაც რეალურად აწუხებდა. ხალხის თვალიერებისას,უცნაურ მზერას,რომ გადავეყარე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი უხერხულად. მივხვდი,რომ ლოყები ამიხურდა და ხველა დამაწყებინა. საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა უცნობს,თითქოს არაფრით,მაგრამ ამავდროულად ყველაფრით გამორჩეული. ხომ ამბობენ ხოლმე,ზოგის თვალებში მხოლოდ ფერი ჩანს,ზოგისაში კი მთელი სამყაროო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა ჩემს გულს,თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაქრა და მხოლოდ მე და ის ბიჭი დავრჩით. მისი გაცნობის სურვილი ფეხის თითებში შემიძვრა,მთელი სხეული მოიარა და სულ რამდენიმე წამში გონებამდეც მიაღწია.
მალევე მომიყვანეს გონს.ის უცნაურად იღიმოდა,ისე,თითქოს ჩემს თითოეულ ფიქრს კითხულობდა და ფარულად დამცინოდა.
- ნეინა,გაიცანი,საბა გელოვანი. - უცნობზე მიმითითა თორნიკემ.
ვერ მივხვდი მიხაროდა,თუ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი რეაქცია იყო.
- ნეინა არდოთელი - თითქოს გვარი,რომ არ მეთქვა არ იცოდა ვინ ვიყავი.ჩემს თავზე გამეცინა

თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და უკვე მერამდენე ჭიქა ავიღე დასალევად ღმერთმა უწყის.
- ბევრს სვამ - წარბაწეულმა საბამ უკვაყოფილოდ მიმითითა ჭიქაზე
- არ მიყვარს ხალხი,რომელიც სხვის საქმეში ერევა,საბა
მისი სახელი სხვანაირად წარმოვთქვი,ძალით კი არა,უბრალოდ ასე გამოვიდა.
იმ ღამემ,ავისმომასწავლებლად მშვიდად ჩაიარა.მეგონა გელოვანს ვეღარასდროს ვნახავდი,თან მიხაროდა,თან მწყინდა ეს ამბავი,მაგრამ თითქოს ცხოვრება გიჩალიჩებსო მეორე დილას ჩემი ოთახიდან გამოსულმა,დივანზე,მძინარეს,რომ მოვკარი თვალი ვიფიქრე,მეჩვენებოდა.
- დედა! - ვყვირი მთელი ხმით,მაგრამ ამავდროულად ფრთხილად.
სანამ ანინე ოთახიდან გამოსვლას მოასწრებს მანამდე ვათვალიერებ გელოვანის უნაკლო სხეულს.განიერი მხრები,ოდნავ წამოზრდილი წვერი,შავი,დიდი ტუჩები და ოდნავ კეხიანი ცხვირი აქვს.

- რა ხდება? - ფიქრს დედაჩემის ნამძინარევი,ოდნავ ბოხი ხმა მაწყვეტინებს
- ამას აქ რა უნდა? - თავით ვანიშნებ ბიჭისკენ,რომელსაც უშფოთველად სძინავს.
- სტუმარია შვილო - წყრომით მეუბნება,მაგრამ ამავდროულად მის თვალებში მუდარას ვამჩნევ. ვერ ვხვდები რას მემუდარება საკუთარი დედა.
- რამდენი ხნით დარჩება?
- ერთი თვით - საუბარში თორნიკე ერთვება
ამ თემას გაგრძელება აღარ მოჰყოლია,მაგრამ შინაგანად მაინც მჭამდა ფაქტი,რომ მას ჩემს ჭერქვეშ უნდა ეცხოვრა ერთი თვის განმავლობაში.
არ ვიცოდი რას ვერჩოდი საბას,ვერც იმას ვხვდებოდი რა მინდოდა.ან მის მიმართ უზომო სიმპატიით ვიყავი განწყობილი,ან საშინლად არ მომწონდა და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი,რომ დიდად არც გელოვანს ვეხატებოდი გულზე.
აბაზანაში შევედი,თავი მოვიწესრიგე,კლასიკური პიჯაკი მოვირგე და სახლიდან გასვლას ვაპირებდი თორნიკეს და ანინეს საუბარს,რომ მოვკარი ყური.
- როგორ შეგეძლო მისი აქ მოყვანა? - თითქმის ყვიროდა ქალი
- კარგი რა,დედა! - თორნიკეც არანაკლებ გაღიზიანებული გახლდათ.
- ხომ იცი,რომ ავადაა,თორნიკე. - შემდეგ იყო სინანული,ტკივილი და ჩემი მწარე ჩაღიმება.
გზაში ათასჯერ გავლანძღე ჩემი ბედი,ცხოვრება,ავადმყოფობა და საერთოდ ეს დედამიწა.პირველივე ლექციაზე ათი წუთი ბედნიერად დავიგვიანე.გაცნობის რიტუალს უკვე ჩაეარა.საკუთარი ადგილის დაკავებიის შემდეგღა მოვავლე თვალი ოთახს.არაფრით გამორჩეული იყო.ისევ მოსმენილზე ვფიქრობ,ვერ ვიგდებ თავიდან ანინეს ხმას,რომელიც ტკივილით არის სავსე.
ლექციები უაზროდ გაიწელა,თუმცა ბოლოდან ზრდილობიანად მიკრეს თავი,რადგან ჩემი ტელეფონი ურცხვად ამღერდა.
- არდოთელი,დატოვე ოთახი თუ შეიძლება
მეც რა უნდა მექნა,ავდექი და ფეხაკრებით გამოვიპარე აუდიტორიიდან,თუმცა როგორც კი გამოვედი მუშტი მთელი ძალით გავუქანე კედელს.ბლანტმა,წითელმა სითხემაც არ დააყოვნა და იმწამსვე იფეთქა სისხლმა,რომელიც ილიას უნივერსიტეტის კედლებს უკვე ლაქად ეტყობოდა.შენობიდან ჩქარი ნაბიჯით გავედი.მხოლოდ ერთხელ დავაკვირდი უკან სისხლით დატოვებულ კვალს.
სამარშრუტო ტაქსში კუთვნილი ადგილი დავიკავე და სახლისკენ ავიღე გეზი.
ხომ არის ხოლმე მომენტები,როცა საკუთარი სახლიც უცხოდ გეჩვენება,თითქოს იქ არავინ გელოდება,იქ არავის სჭირდები.
- დედა,მოვედი - ძლივს გასაგონად წარმოვთქვი და ოთახში ფეხაკრებით შევიპარე.
- ნეინა,ხელზე რა გჭირს?
- ჩემს ოთახში რა გინდა?
- ხელზე რა გჭირს?
- ჩემს ოთახში რა გინდა?
სანამ თორნიკე არ შემოვარდა ტაფების რახა-რუხით ბოლო ხმაზე ვუყვიროდით ერთმანეთს.
- გაეთრიეთ. - ვუღრიალე ბოლოს ტირილამდე მისულმა

სიმაღლის მიხედვით დაწყნენ და სხვა ოთახში გავიდნენ.წამლები დავლიე და საწოლში შევწექი.ვერ დავიძინე,თავში უცნაური ფიქრები მიტრიალებდა.ორი საათი ვიწრიალე ლოგინში,მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერი მოვუხერხე.სასტუმრო ოთახიდან ხმაური ისმოდა,შევცბი.ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გავედი. საოცარი არეულობა დამხვდა.ტელევიზორში ფეხბურთი იყო ჩართული.ემოციებში მყოფი მსაჯი უაზროდ ისროდა სიტყვებს აღტაცებისგან, მოთამაშეები კი აქეთ-იქით უაზროდ დარბოდნენ.მაგიდაზე ლუდის ბოთლები ეყარა,ერთ დივანზე ჩემი ძმა იჯდა,მის კალთაში ვიღაც გოგო მოკალათებულიყო,რომელიც უცნაურ,კრუტუნისნაირ ხმას გამოსცემდა.სავარძლებში, ერთში საბა იჯდა,მეორეში - ვაჩე.მათაც გოგონები ჰყავდათ გვერდით.ჩემს დანახვას აშკარად არ ელოდნენ.აიშვეს ბიჭებმა რადგან ანინე სახლში არაა. მე თქვენ გაჩვენებთ!
- ნეინა - უაზროდ ამოილუღლუღა ჩემმა ძმამ,მეტი ვერაფრის თქმა ვეღარ შეძლო და გაჩუმება არჩია.
- ნეინაჩკა,როგორ მომენატრე - წამეაფერისტა ვაჩე,არადა მე ხომ ვიცი სულიერად რა ნაგავიცაა.საერთოდ რატომ მეგობრობს ჩემი ძმა მის ნაირებთან არ მესმის.
- ჩკას გარეშე თუ შეიძლება. - მიუხედავად იმისა,რომ არ მეძინა ხმა მაინც დამბოხებოდა.ჯერკიდევ წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გაბრუებული ვიყავი.

მათი უაზრო სახეების დანახვაზე გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.მაგიდიდან მარლბოროს წითელი კოლოფი ავიღე და კვლავ ოთახში შევბრუნდი.არ მესმის ,როგორ შეუძლიათ აკოცონ ერთს და უყვარდეთ სხვა.შეეხონ სხვის სხეულს და მეორეს სამუდამო ერთგულებას ეფიცებოდნენ. ვერც იმას ვხვდები რაში სჭირდებათ გოგონებს ასეთი ურთიერთობები,ცივი,უსიყვარულო და მხოლოდ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე დამყარებული.
სიგარეტს მოვუკიდე,კვამლმა ყელი ჩამიწვა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ფილტვები კვამლით შევივსე და შემდეგ ისევ გარეთ გამოვუშვი.
მოულოდნელად ჰარმონიული სიჩუმე ძველი კარის ჭრაჭუნმა დაარღვია.
- ნეი,ბოდიში რა. - ჩემი ძმა იყო
ამ მომართვამ ძალიან იმოქმედა ჩემზე.
მე და თორნიკე პატარები,რომ ვიყავით დედამ და მამამ ზღვაზე წაგვიყვანეს.მაშინ, მე თერთმეტი წლის ვიყავი,თორნიკე - თექვსმეტის. ბავშვობიდანვე მიტაცებდა ცურვა,ამიტომაც ჩემს ძმაზე ბევრად კარგადაც ვცურავდი. ერთხელ,ცუდ ამინდში ზღვაზე გასული თორნიკე ტალღამ,რომ ჩაითრია მისი დაკარგვის შიშმა მთელი გულ-მუცელი ამიწვა.
- ნეი,მიშველე !
ისეთი დაუცველი იყო იმ წამს,ისეთი უსუსური,რომ ვერ გავუძელი მის ასეთ მდგომარეობას და მაშინვე მეც დიდ ტალღებში ჩავიკარგე.
იმ დღის შემდეგ თორნიკესთვის ნეინა მოკვდა და დაიბადა - ნეი.
ბოლოს ასე მამის დაკრძალვაზე მომმართა და სწორედ ის დღე იყო და დაბრუნდა ისე ნეინა.
ამ მოგონებების გახსენებაზე ჩამეღიმა.
- არაუშავს - მეტი ვერაფრის თქმა მოვახერხე,მოულოდნელად შევტრიალდი მისკენ და თორნიკეს გვერდით მდგომი საბა და ვაჩეც დავინახე.
ვაჩე ჩამეხუტა,მისი ყოველი სიტყვა,მოქმედება თუ გამოხედვა ზედმეტად ყალბი იყო ჩემთვის.
გოგონები წასულიყვნენ,ოთახიც დალაგებული დამხვდა.ჩემს ძმასთან ძალიან,ძალიან ახლოს მივედი,ისე,რომ სხვებს ჩემი ხმა არ გაეგოთ და ვუთხარი :
- ნუ გეშინია,შევძლებ!
მამისგან,ერთადერთი სასარგებლო ის ვისწავლე,რომ ნებისმიერ შემთხევაში,ყველას,ყოველთვის უნდა დაანახო,როგორი ძლიერი ხარ.რა ირონიული არა?! ადამიანი,რომელიც სულიერ სიძლიერეს მასწავიდა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ხშირად შემომიტევს ხოლმე ნიკა არდოთელზე,მამაჩემზე ფიქრები.მე ხომ მისი გაყინული სხეული,უსიცოცხლო თვალები პირველმა ვნახე.
მაშინ ცამეტი წლის ვიყავი,სკოლიდან დაბრუნებულს სახლის კარი ღია,რომ დამხვდა ეს საეჭვოდ მომეჩვენა,მაგრამ დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია ამაზე.სამზარეულოში შესულს კი ასეთი სცენა დამხვდა. მამაჩემი,ჩემი კერპი,ჩემი ყველაზე საყვარელი,მისაბაძი ადამიანი თოკზე უსიცოცხლოდ,გაყინული,მკვდრისფერდადებული ეკიდა და აღარ სუნთქავდა.მის ღაწვებს ბოლო ცრემლი შეჰყინვოდა.იქნებ ნანობდა თავის გადაწყვეტილებას,მაგრამ უკვე სინანულიც გვიან იყო.
თავი მეორე
ყოველთვის,როცა ამას ვიხსენებ,სინანულის კი არა,სიბრალულის გრძნობა მიჩნდება. სწორედ მამის სიკვდილით იყო გამოწვეული ჩემი ფსიქიკური აშლილობა,სამჯერ ნაცადი თვითმკვლელობა და საბოლოოდ სასოწარკვეთილი დედაჩემის ‘’მწარე’’ განაჩენი,ანუ - ფსიქიატრიული და ფსიქიატრიულში გატარებული ექვსი წელი.
ხალხი,რომელსაც არასდროს შეუგრძვნია ის,რასაც ჩვენ ვგრძნობთ ვერ აღიქვამს სწორად იმას,რაც ჩვენს,ანუ ე.წ. გიჟების ან ‘’არანორმალურების’’ თავს ხდება.ყოველთვის,ყველას,განსაკუთრებით კი ნათესავებს და ახლობლებს აქვთ იმედი,რომ გამოჯანმრთელდები,ისევ ნორმალური გახდები,მაგრამ დამიჯერეთ თუ ერთხელ სიგიჟის ზღვარს გადააბიჯებ ნორმალურ,ჩვეულ ცხოვრებას ვეღარასდროს დაუბრუნდები,რადგან შეიგრძნობ იმას,რაც შენ განსხვავებულად,არაორდინალურად გაქცევს. არც გინდა საყვარელ ადამიანებს გაუცრუო იმედი და ყოველდღიურად ცდილობ დაარმუნო,რომ მათნაირი ხდები.ხანდახან,ამის გამო ძალიან იღლები,რადგან გიწევს სიცილი,ტირილიც კი აკონტროლო.
საგიჟეთი,რეალურად არც მხოლოდ თეთრი კედლებია და არც ჩაკეტილი ხალხი.ბევრი კარგის აღმოჩენაც შეიძლება.მაგალითად იქ ყოფნის პირველივე წელიწადს,ჩემთან,ოთახში პატარა,ქერა გოგონა შემოიყვანეს. ხელში თოჯინა ჩაებღუჯა და ხმას არ იღებდა.ლურჯთვალება სათამაშოს ნიტატოს ეძახდა.როგორც მოგვიანებით გავიგე,უფროსი და გარდაცვლია,გოგონა კი მასზე მიჯაჭვული ყოფილა.ნიტატო კი საყვარელი თოჯინისთვის დის საპატივსაცემოდ დაურქმევია. ისეთი საყვარელი იყო,ისეთი ლამაზი და უცხო გარეგნობის პატრონი,რომ ცოტა შემეცოდა კიდეც იმ ადგილისთვის,მაგრამ ეგოისტურად მაინც გამიხარდა მისი ჩემთან მოხვედრა.
მე და ლაირა (გოგონა ჩემი ოთახიდან) ძალიან დავმეგობრდით,ხანდახან ნიტატოსაც კი მთხოვნიდა ხოლმე.საგიჟეთში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ პირველად გაიღიმა. ექიმები ამბობდნენ ‘’ნეინას დამსახურებაა ესო’’ და მეც გაჯგიმული,ყელმოღერებული ამაყად მივაბიჯებდი თეთრ კედლებს შუა,რომლებიც საერთოდ აღარ მეჩვენებოდნენ ისეთი საზარლები,როგორც ადრე. პირიქით,თითქოს მათ შევეჩვიე.
საბოლოოდ ისე მოხდა,რომ მე და ოთახის გოგონას დამშვიდობება მოგვიწია,რადგან ფსიქოტროპულების დახმარებთ ‘’გამოჯანმრთელება’’ მოახერხა.
ხშირად,ისეთ საინტერესო თემებზე მესაუბრებოდა ხოლმე,რომ ვერ ვხვდებოდი ასეთ პატარა,ნაზ არსებას,როგორ შეეძლო მსგავს რამეებზე ფიქრი.
- ნეინა,სიკვდილზე რას ფიქრობ? - ულამაზესი ლურჯი თვალებით მომაშტერდა
- არ ვიცი,ლაირა.არანაირად არ მჯერა ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობის - ცხვირი უაზროდ ავიბზუე და კვლავ ხატვას მივუბრუნდი
- მე კი მჯერა,რომ არსებობს,უბრალოდ იქ საერთოდაც არ არის ედემის ბაღი ან თუნდაც ანგელოზები არ დაფარფატებენ
- აბა? აბა რისი გჯერა? - ვერ ვხვდებოდი რისი თქმა სურდა და ეს კიდევ უფრო მაოცებდა
- მჯერა,რომ იქ ჩვენნაირები არიან
- ანუ?
- არაჩვეულებრივები და შეიძლება ცოტა გიჟებიც - გაიცინა,ჩამეხუტა,მეორე დღეს კი მისი წასვლის ამბავი გავიგე

როგორც გავიგე,ჩვიდმეც სექტემბერს,ანუ ხვალ საბას დაბადების დღეა და მე ვერ ვხვდები რა შეიძლება ვაჩუქო.კარგად არ ვიცნობ,მაგრამ ჩემი ოდნავი არანორმალურობა ყოველთვის მეხმარება იმაში,რომ ავარჩიო ან თუნდაც თავად შექმნა ორიგინალური საჩუქრები.
საღამო ისე მიილია ვერც გავიგეთ.თორნიკე და ვაჩე დიდი წვეულების მოწყობას აპირებდნენ და რადგანაც ანინე ორი კვირა სახლში არ იქნებოდა მე ადვილად დამიყოლიეს საბასთვის სიურპრიზის გაკეთებაზე. რა თქმა უნდა არც ზედმეტად გამოპრანჭვას ვაპირებდი და არც დიდად ‘’ელიტაში’’ გარევის სურვილი მქონდა. თერთმეტი ხდებოდა ჩემთან თორნიკე,რომ შემოვიდა და საღებავებში ამოგანგლული,რომ დამინახა უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- ნეი,გთხოვ მოეშვი ხატვას და გაემზადე,მალე თორმეტი გახდება. - ისეთი ხმა ჰქონდა და ისეთი თვალებით მიყურებდა არ შემეძლო შევწინააღმდეგებოდი.
აბაზანაში შევედი,ოც წუთში გავემზადე და კვლავ ხატვას მივუბრუნდი.დარწმუნებული ვარ ანინე მომკლავს ეს ზედა’ც,რომ დავალაქავო,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ ეს ნახატი განსაკუთრებულია,რადგან საბასთვისაა.
არ მინდა ზედმეტად ბანალურად გამომივიდეს,მაგრამ ხანდახან იმდენად პათეტიკურები და ბანალურები ვართ ადამიანები!
წვეულება,რომ დაიწყო მუსიკის ღრიალითა და არანორმალური ხმაურით გავიგე.წამლები დავლიე,საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში,რომ შევძლებდი ნორმალურ ადამიანებში გავრეულიყავი და ოთახიდან გავედი.
ალბათ ყველა,ვინც ამას კითხულობთ და ფეხდაფეხ მომყვებით იფიქრებთ,რომ ჩემს გამოჩენას ყველა დიდი აღტაცებითა და გაკვირვებით შეხვდა,მაგრამ სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ,რომ თორნიკეს და ვაჩეს გარდა არავის შევუმჩნევივარ.
ესეც ასე. ისევ ისეთი შეუმჩნეველი ვარ,როგორიც აქამდე ვიყავი და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა წვეულებაზე ვარ,უნივერსიტეტში თუ ქუჩაში.იუბილარს მივუახლოვდი და საგულდაგულოდ შეფუთული ნახატი ჩავბღუჯე.
- საბა,გილოცავ. - ისე იდიოტურად და ჩვეულებრივად ჟღერდა ეს მილოცვა,რომ ჩემს თავზე მომეშალა ნერვები.
გაუკვირდა,არ ელოდა.
მე კიდევ მიყვარს როცა ადამიანებს ვაკვირვებ,ასე,რომ მის რეაქციას კმაყოფილი ვაკვირდებოდი.
- უი ხო,ეს შენ! - მივაწოდე საჩუქარი - დიდი ბიჭი გაიზარდე - დავაყოლე და გადავიკისკისე
მაშინვე გახსნა.სიმართლე,რომ გითხრათ არ ველოდი მისგან ასეთ საქციელს.ველოდი,რომ ისე მოისვრიდა სხვა საჩუქრებთან ერთად,როგორც უსარგებლო,მობეზრებულ სათამაშოს ისვრიან ხოლმე პატარა ბავშვები და მხოლოდ რამდენიმე თვის ან თუნდაც წლის მერე ახსენდებათ მისი არსებობა.ყველაზე საშინელ შემთხვევაში კი საერთოდ არ ახსენდებათ.
ჯერ გაუკვირდა,მერე თვალები გაუნათდა,გაეღიმა და გადამეხვია.ის დავუხატე,რამაც პირველად მიმიზიდა და მიმაჯაჭვა მასზე.
მისი თვალები.
- საბუ,კაი რა,ჩემი საჩუქარი არ ნახე და მისას ნახულობ? - ხელი აკრა ჩემთვის უცნობმა გოგონამ ნახატს.გული უსიამოვნოდ შემეკუმშა და წამიერად სუნთქვა გამიჭირდა.
ვიცნობდი ამ გოგოს,თან ძალიან კარგად.ირინა იყო,უფრო სწორედ ირინკა ლესელიძე.ღრმა ბავშვობაში ,მახსოვს ერთად ვთამაშობდით,შემდეგ თორნიკეს მოწონდა,მაგრამ ირინკასთვის ეს არასდროს გაუმხელია.მეც ეგოისტურად მიხაროდა,რადგან გულის სიღრმეში არასდროს ვიყავი ამ გოგოს მიმართ დიდი სიმპატიით განწყობილი.
გაკვირვებული,თითქოს შეშინებული ვაცეცებდი თვალებს იქით-აქეთ,მაგრამ რეალურად ამ შემთხვევაში საკუთარი თავის უფრო მეშინოდა.
- ნეი,გაიცანი ირინკა ლესელიძე,ჩემი შეყვარებული - საბამ ბედნიერად წარმიდგინა უკვე კარგად ნაცნობი გოგონა
შემაქანა.
გამაცია.
არ ველოდი.
- სასიამოვნოა,ირინკა - გავიღიმე და ოთახში შევბრუნდი.
ერთხელ გამიელვა თავში მათზე ფიქრმა და მერე ისიც უკვალოდ გაქრა.
საბა და ირინკა.
ირინკა და საბა.
გელოვანი და ლესელიძე.
ლესელიძე და გელოვანი.
ჩემი ჯერკიდევ არ დაბადებული ან მხოლოდ ოდნავ გაზრდილი გრძნობები მაშინვე ჩაიფერფლა და იმ უაზრო,მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვან ნახატს გაყვა,რომელიც სულ მალე ჩემგარდა აღარავის ემახსოვრებოდა.
თავი მესამე
დილას,თვალებდასიებულს უზომო თავისტკივილით გამეღვიძა.არადა მახსოვს წინა ღამით არც მიტირია და არც დამილევია.ალბათ როგორც ჩემი ექიმი იტყოდა ფსიქოლოგიურად გადავიღალე,ან შეიძლება დიდი ხნის წინაც გადავიღალე,მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი.
როგორც წესი,საშინელი გულმავიწყობა არ მჩვევია,მაგრამ იმ წამს დამავიწყდა სახლში სხვების არსებობა და პიჟამოსამარა გავედი ოთახიდან.პირი იმდენად მიშრებოდა ქვეყნად ყველას არსებობა დამავიწყდა.ხმაურის გაგონებისას უსიამოვნოდ შევიშმუშნე და მხოლოდ მაშინ დავბრუნდი სამწუხარო რეალობაში. უკან საბა მედგა,ირინკას მოხუტებოდა ზურგის მხრიდან და რაღაცას ეჩურჩულებოდა,გოგონაც დაუფარავად კისკისებდა. ჩემს დანახვაზე გაჩერდნენ.აშკარა იყო არ მელოდნენ. ირინკა გაბრაზდა,რადგან იდილია დავურღვიე,ხოლო საბა რას გრძნობდა ვერ ამოვიცანი,მაგრამ სიმართლე,რომ გითხრათ დიდად არ მიდარდია.
- უკაცრავად. - ეს მიმართვა ზედმეტად ოფიციალურად მეჩვენებოდა,მაგრამ რა უნდა მექნა?! წარმოიდგინეთ რა სასაცილო სიტუაციაა,როცა შენს ‘’მოსისხლე მტერს’’ შენივე სახლში ბოდიშს,რომ უხდი!
საათს,რომ დავხედე მხოლოდ გამახსენდა,რომ უნივერსიტეტში ვიყავი წასასვლელი.მალევე მოვემზადე,მოვწესრიგდი,ჯინსი ამოვიცვი,პერანგი მოვირგე,ჩანთა მოვიკიდე,ერთი დავიყვირე ,,დღეს გვიან მოვალ’’ - თქო და სახლი დავტოვე. რეალურად არსად წასვლას არ ვაპირებდი,მაგრამ მინდოდა შეემჩნიათ სახლში უჩემობა.მინდოდა მოვნატრებოდი,ან თუნდაც ვინმეს ეთქვა,რომ რამდენიმე საათის განმავლობაში დავაკლდი.
გზაში მხოლოდ იმას ვფიქრობდი,რომ ძალიან კარგი წყვილი იყო ლესელიძე და გელოვანი.მხოლოდ ოდნავ მშურდა ირინკასი.ის ხომ ჩემთვის უკვე ასე ძვირფას სხეულს ეხებოდა მაშინ,როცა სურდა და სადაც სურდა.თითქოს ერთი წამით გვალზე ცრემლი მომადგა,მაგრამ არ მივცემდი საკუთარ თავს მათ გამო ტირილის უფლებას. ეს ზუსტად ვიცოდი.
უნივერსიტეტში მისულმა ისევ შეუმჩნევლად დავიკავე ჩემი ადგილი.ტელეფონი შევამოწმე და დაველოდე ლექციის დაწყებას.

სხვათაშორის კურსელებიდან ორი ძალიან კარგი და თავაზიანი ბიჭი გავიცანი,ლევანი და დაჩი.
ლევანი - კარგი ბიჭია,ქერა,მაღალი ცისფერთვალება,აი ისეთი გოგონები,რომ გიჟდებიან და რა თქმა უნდა მასაც არ აკლია ყურადღება.რაც არ უნდა იყოს არასდროს იჩრდილება.
დაჩი - შავგვრემანი,მწვანეთვალება,მასაც არ აკლია ყურადღება,აი იცით როგორი ტიპია?! ბე ემ ვე,რომ ჰყავს და თავში აქვს ოდნავ ავარდნილი,მაგრამ საერთო ჯამში,მაინც კარგი ბიჭია.
ახლა კი,როცა ეს ორი ზემოთხსენებული მეტნაკლებად გაგაცანით,გეტყვით რა უნდოდათ ჩემგან და საერთოდ როგორ მოხდა,რომ მე,ყველაზე ჩაკეტილ ადამიანს უეცრად ორი ნაცნობი,შეიძლება ითქვას ორი ახალი მეგობარი შევიძინე.
- ეი,მომაწოდე რვეული! - ჩემი კურსელი გოგონა ( შემდეგ როგორც გავიგე თათუკა) უაზროდ მთხოვდა,რომ მისთვის შემთხვევით გადაგდებული რვეული მიმეწოდებინა,მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდი,სიმართლე,რომ ვთქვათ არც მე ვიცი რატომ.
გოგონა ჩემთან მოვიდა,სათვალე მოიხსნა,თმა უკმაყოფილოდ გააქნია და კიდევ ერთხელ მომმართა
- ე,დაყრუვდი გოგო? - საფეთქელთან თითი,რომ ვიგრძენი გავშრი.ღრმად ვსუნთქავდი,ამ აუდიტორიაში მხოლოდ მე ვიცოდი რა ძალის პატრონი ვხდებოდი,როდესაც ზღვარს კიდევ და კიდევ ერთხელ ვაბიჯებდი,ამიტომაც ვეცადე გავჩუმებულიყავი.
- თათუკა! შეეშვი - ლევანი იყო.
გოგონას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.ვერ მიხვდა რატომ მიცავდა ჩემთვის ძალიან უცნობი,ხოლო მისთვის ახლობელი ორი ადამიანი.
ამ დიალოგის მერე იყო,რომ მივყევით-მოვყევით და საერთო ენაც გამოვნახეთ. გოგონები შურის თვალით მიყურებდნენ.ეს მზღუდავდა და თავისუფლად საუბრის საშუალებას არ მაძლევდა. ღმერთო,ნამდვილი კატასტროფა ისაა,რომ ის ადამიანები გაშტერდებიან,რომელთაც საერთოდ არ იცნობ და რატომრაც გგონია მაინცდამაინც შენზე ლაპარაკობენ.
აუდიტორიიდან გამოსვლას ვაპირებდით დაჩი რომ მომიბრუნდა მანქანის გასაღების ტრიალით :
- ყავა ხომ არ დაგველია? - თავაზიანად გამიღიმა. რაღაცნაირ გრძნობას აღძრავდა ჩემში ეს ბიჭი,მაგრამ ვერანაირად შეედრებოდა საბას.მისი ქცევები,სიტყვები და თუნდაც თვალები სულ სხვანაირად მეტყველებდნენ. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. ამ ბოლო დროს,ნუ,დაახლოებით უკვე ორი დღეა ასეთი რაღაც დამჩემდა. ყველას ვისაც გავიცნობ საბას ვადარებ.
- დიდი სიამოვნებით. - ღიმილით ვპასუხობ მეც,მანქანაში ვჯდები და ველოდებიი როდის დაიკავებს დაჩი საკუთარ ადგილს. ოდესმე გქონიათ ბედის ირონიასთან საქმე?! მე კი. უფრო სწორედ უკვე - კი. ბედნიერი ღიმილი სახეზე მეყინება უნივერსიტეტთან საბას წითელ პორშეს,რომ ვხედავ და თან ვამჩნევ,რომ ზუსტად ჩემი მიმართულებით იყურება.
აშკარად თვალით მანიშნებს და გულიც მიგრძნობს,რომ არასწორად ვიქცევი,როდესაც არჩვაძეს მივყვები კაფეში,მაგრამ რა უნდა გავაკეთო?! ახლა ქაჯივით ხომ ვერ გადმოვუხტები მანქანიდან,უი,იცი რა? რაღაც სხვა საქმე გამომიჩნდა და სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ შენთან ერთად წამოსვლას - თქო. სანამ დაჩი ლევანს ელაპარაკება ჩემი ტელეფონი წკრიალს იწყებს
- გადმოდი. - საბას ვუყურებ.თვალებს მიბრიალებს და ისევ ამ ერთ სიტყვას იმეორებს. მეც დაპროგრამებულივით ვემორჩილები. დაჩი გაკვირვებული მიყურებს,მაგრამ როგორც კი გელოვანს ამჩნევს თვალები სიბრაზით ენთება და სახეზე წითლდება.
ჩემ გამო,რომ არ იყოს ასეთ მდგომარეობაში აუცილებლად დავცინებდი,მაგრამ სამწუხაროდ ისეთ მდგომარეობაში არ ვარ,რომ სიცილის დრო ან თავი მქონდეს.
- ეს იყო შენი საქმე? ამის გამო აპირებდი სახლში დაგვიანებას? - თავს უაზროდ აქნევს აქეთ-იქით.იმედგაცრუებული ჩანს,მე კი ყველაზე ნაკლებად მინდა,რომ ასე იყოს.
პასუხის დაბრუნებას ვერ ვასწრებ რადგან დაჩი გვიახლოვდება.
თავი მეოთხე
თითქოს დაჩის ნაბიჯები ნელდება.ხალხის აღარ მესმის,რომლებიც ჩემ გარშემო ბუზებივით ბზუიან.ვეღარც საბას თვალებს ვამჩნევ,უბრალოდ ვხვდები,რომ ნერვიულობა ისტერიკაში გადამდის და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო.
როგორც იქნა დაჩი ჩვენამდე აღწევს.საბას გულგრილად,ცივი ხელისჩამორთმევით ესალმება და მე მიბრუნდება.
- ნეინა,არ მოდიხარ? - ისე მეკითხება,ვიცი პასუხი უკვე იცის და მხოლოდ თავის გაქნევით ვპასუხობ
- მომაკითხეს - თითქოს ახლა დავიწყე ლაპარაკი ისე გამიჭირდა ამ ერთი სიტყვის წარმოთქმა.
გელოვანს სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.დაჩის ბოდიშის მოხდით გავეცალე და წითელ პორშეში კუთვნილი ადგილი დავიკავე.არ მინდოდა გვესაუბრა,საერთოდ არ მინდოდა შეემჩნია,რომ გვერდით ვეჯექი,მაგრამ ალბათ უკვე შეამჩნევდით იმას,რომ ღმერთი დიდად არასდროს მწყალობს.
- კარგი გოგო ხარ - თავდაჯერებულად ჩაილაპარაკა ჩემმა გვერდითმჯდომმა
- უკაცრავად? - გაურკვევლობაში ვიყავი,ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ან რას ითხოვდა ჩემგან
- ნეი,ჭკვიანი გოგო ხარ და მგონი უნდა ხვდებოდე ვისთან ღირს მეგობრობა და ვისთან არა
- დაჩი კარგი ბიჭია - ჩავიდუდუნე ჩუმად და თავი დავხარე.
საუბარი ამით დავასრულეთ.მივხვდი,რომ რაღაცის თქმა კიდევ სურდა,მაგრამ არ იცოდა როგორ ეთქვა.
- ნეი,მოდი ვიმეგობროთ რა - სანამ მანქანიდან გადავხტებოდი სწრაფად მითხრა.გავიბადრე,საბასგან ამას ნამდვილად არ ველოდი.იმდენად უცხო იყო ეს სიტყვა ჩემთვის,რომ ამ ერთ,სხვებისთვის უმნიშვნელო სიტყვას შეეძლო დღის კი არა,მთელი კვირის განწყობა შეექმნა ჩემთვის
თავი დავუქნია.
გამიღიმა.
მომეჩვენა,რომ ეს ჩვენი თავის დაქნევა და ღიმილი მხოლოდ მეგობრობაზე თანხმობა არ იყო.გული მიგრძნობდა,რომ ამის უკან რაღაც უფრო დიდი იდგებოდა,რომელსაც ჯერ ვერ ჩავწვდი,მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი მივმხვდარიყავი.
სახლში გახარებულმა შევაბიჯე. რა თქმა უნდა არავის გამორჩენია ჩემი შეცვლილი მიმიკა და განწყობა.ანინეს ვაკოცე,თორნიკეს ჩავეხუტე და ღიღინით შევაბიჯე ჩემს ოთახში.ნერვები მომეშალა იმაზე,რომ ისევ ისე დამხვდა ყველაფერი,როგორც დავტოვე.მინდოდა რაღაც შემეცვალა,ამიტომაც უმალ გამინათდა თვალები და მომინდა ახალი იდეა მალევე განმეხორციელებინა.

ორ საათში ჩემი ოთახის ვარდისფერი კედლები ნახატებით გახლდათ აჭრელებული.
ერთ კედელზე კი გარკვევით,დიდი,წითელი ასოებით ეწერა : ,,ეს მხოლოდ დასაწყისია.’’
გახარებული ვიყავი,მომწონდა,რომ ცოტახნით მაინც დავივიწყე რეალური ‘’მე’’,დავივიწყე რეალური ნაინა და გავხდი ისეთი,როგორებიც სხვები არიან .
ლაირას სიტყვები გამახსენდა:
- ნეინა,იცი?განსაკუთრებული ხარ შენ! - ერთხელ,სრულიად მოულოდნელად შემომიტრიალდა და მითხრა.ასეთი ქცევები ახასიათებდა.ვერასდროს მიხვდებოდი როდის რაზე დაგიწყებდა საუბარს
- რითი? - გამეცინა
- განსხვავებული ხარ ყველასგან,გთხოვ არასდროს გახდე ნორმალური,რა! - ციმციმა თვალები შემომანათა და ამით დავამთავრეთ საუბარი.


ჩემი ფსიქოლოგის სიტყვები მახსენდება ხოლმე
- ნეინა,იცი?ხანდახან დრო ისე გარბის,რომ უკან შემობრუნებულს აღარაფერი გხვდება,მნიშვნელოვანი მოგონებებიც კი.
ერთი თვე,ისე გავიდა,რომ უკან მოხედვა კი არა,უბრალოდ დღეებისთვის თვალის გადავლებაც ვერ მოვასწარი. ისიც კი აღარ მამხიარულებს უკვე,რომ ერთადერთი მეგობარი,რომელიც მყავს - საბაა. მგონია,რომ ისეთი მარტოსული ვარ,ვინმემ რომ ოდნავადაც გამიღიმოს მაშინვე შემიყვარდება.
დაჩის დაბადების დღეა,აი იმ დაჩის,ვითომ,რომ კარგად გავიცანი და იმდენად დამიახლოვდა,რომ ჩემი დაპატიჟებაც კი მოუნდა.ვფიქრობ,ეს ფარსია.უბრალოდ უნდა მაჩვენოს,რომ მე მენდობა,ჩემთან კარგად გრძნობს თავს.

თავს ცუდად ვგრძნობ,მგონია,რომ ისევ ფსიქიატრიულში უნდა მიკრან თავი.
ავად ვარ.
სუნთქვა მეკვრის.
არასრულფასოვნების შეგრძნება დღითიდღე უფრო ღვივდება ჩემში.
ვგრძნობ,დახმარება მჭირდება,მაგრამ არავინ მყავს ისეთი,ვინც რეალურად დამეხმარება.
არ კი არა,უბრალოდ ვერ დამეხმარება,რადგან ცხოვრებაში,რეალურად არავის ადარდებს შენი პრობლემები შენგარდა.
თავი მეხუთე

თორნიკე და საბა თავიანთი მთელი ძალებით ცდილობენ დამარწმუნონ,რომ დაჩის დაბადების დღეზე წასვლა ღირს.სიმართლე,რომ გითხრათ უზომოდ მიკვირს ,,იუბულარმა’’ საბა,ირინკა და თორნიკე ჩემთან ერთად,რომ დაპატიჟა,რადგან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი გელოვანი და ჟურული დიდად ვერ იტანდნენ ერთმანეთს.ეს ეჭვი იმის შემდეგ უფრო გამძაფრდა რაც ჩემი ძმისა და საბას ლაპარაკს მოვკარი ყური :
- ესეიგი იმ ნაბიჭვართან ერთად მიდიოდა?- დარწმუნებული ვიყავი ჩემზე და დაჩიზე იყო ლაპარაკი,ამიტომაც ყურები უმალ ვცქვიტე. ისე,რა უაზრო საქციელი იყო საბას მხრიდან ჩემდე და ჟურულზე მოყოლა ჩემი ძმისთვის ...
- ხო,მასთან ერთად. - გელოვანი ჩაფიქრებული უკრავს თავს თორნიკეს და უკვე აღარ ვიცი მერამდენე ღერ მარლბოროს იღებს მოსაწევად.
ისეთი წინათგრძნობა მქონდა,რომ ამ სიძლვილის უკან რაღაც დიდი იმალებოდა.იმდენად დიდი და ზემოთხსენებული ორისთვის არასასიამოვნო,რომ ორივე საკუთარ ბნელ კუთხეში ინახავდა ამ ამბავს.
საბოლოოდ,თორნიკეს საფირმო ‘’ჩექმებიანი კატის თვალების’’ დახმარებით დამითანხმეს წავსულიყავი იქ,სადაც ზუსტად ვიცოდი არავინ მელოდა და თუ მელოდა ჩემი გამოჩენიდან ორ წუთში რაღაც სხვაზე გადაიტანდა ყურადღებას...

მოკლე,ატმისფერ კაბას ვიცვამ.ზოგადად,დიდად კაბები არ მხიბლავს,მაგრამ არის ხოლმე მომენტები,როცა უბრალოდ საჭიროება მოითხოვს.ამავე ფერის ტუჩსახს მკრთალად ვიტარებ ბაგეებზე.ჩემს საყვარელ თეთრ კეტებს ვირგებ და ოთახიდან აუღელვებლად გავდივარ.ჩემს გარეგნობას არც დაღებული პირით და არც გამაოგნებელი შეძახილებით არ ხვდებიან.
ცხოვრების ირონია.ისე არასდროს არაფერი ხდება,როგორც ფილმებში და წიგნებშია ჩემო ძვირფასებო.
სინამდვილეში,საბას წამით წამონთებულ თვალებს ვამჩნევ,მაგრამ თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ,რადგან მგონია მეჩვენება.ჩემი ოთახის გვერდითა კარი იღება და ირინკაც იკავებს ადგილს საბას გვერდით. საერთოდ არ მაფორიაქებს მათი ერთად დანახვა,მიუხედავად იმისა,რომ თუ საბა ოდნავ მაინც მომწონს უნდა მეხამუშებოდეს მათი წყვილი.
დედაჩემს ლოყაზე კოცნით ვემშვიდობები და გულში უსიამოვნოდ მკრავს ის ფაქტი,რომ მამა არ მეუბნება ‘’შვილო,ჭკვიანად იყავიო’’ ან ‘’თორნიკე,შენს დას მოუარეო’’. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ახლა ტირილის დრო არ მაქვს,ამიტომაც მაინც ვიღიმი და მანქანაში ადგილს ვიკავებ.ჩემს გვერდით ირინკა ჯდება.წინ თორნიკე და საბა იკავებენ ადგილებს და (არა)სასურველი სახლისკენ მივიწევთ.
სახლში შესვლისთანავე ცხვირს მიწვავს ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი.ასევე თავს მატკიებს ხმამაღალი მუსიკა და კიდევ ერთხელ გულში ვწყევლი ჩემს ძმასა და მის ძმაკაცს ჩემი აქ ‘’წამოთრევისთვის’’. დაჩი მომენტალურად გვამჩნევს და ჩვენკენ მოემართება.უფროსი არდოთელი და გელოვანი ცივი ღიმილით ართმევენ ბიჭს ხელს და მალევე შორდებიან.
- რა ლამაზი ხარ ! - დაუფარავ სიყალბეზს და ოდნავ ცინიზმს ვგრძნობ მის ხმაში
- მადლობა,გილოცავ. - ლოყაზე ვკოცნი ჟურულს და საჩუქარს ვუწვდი.ისიც ზრდილობის გულისთვის მეუბნება,რომ არ იყო საჭირო,მაგრამ ვგრძნობ ძალიან უხარია,რომ მასთან მივედი,თანაც ძვირფასი საჩუქრით და თანაც ასეთ ‘’მხლებლებთან ერთად’’.

ხალხისგან შორიახლოს ვიკავებ ადგილს,რადგან არ მინდა ამ უსიამოვნო ბრბოში გავერიო.ხალხი ცეკვავს,მღერის,ვსამს,ერთობა მე კიდევ ვზივარ და ვუყურებ როგორ ერთობიან საბა,ირინკა და თორნიკე ერთად.
ამ ფიქრებში გართული ვეღარც ვარჩევ,როგორ მიახლოვდება ჩემთვის უცნობი მამაკაცი და ჩემთან ზედმეტად ახლოს ჯდება.
- გამარჯობა - თავმომწონედ მიღიმის და თმას მარჯვნივ ხელით იწევს.ეჰ,რა ბანალური დასაწყისია.
- გამარჯობა - ზრდილობისთვის მობეზრებულად ვპასუხობ და ჩემი კოქტეილის წრუპვას ვაგრძელებ
- რა გქვია? - არ მომწონს მისი ხმის ტემბრი.ზედმეტად ცივი და მშრალია
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვპასუხობ
- ნეინა.
- მე - ლადო.
- არ მიკითხავს.-თვალებს სასაცილოდ ვატრიალებ და ვხედავ,რომ საბა და თორნიკე სუნთქვაშეკრულნი იცქირებიან ჩემკენ
ე.წ. ლადო ჩემკენ უფრო ახლოს იწევს და კიდევ უფრო მოახლოებულ ჩემს ძმას,რომ ვხედავ შვებით ვსუნთავ.
- გამარჯობა,ლადო - გამყინავი ხმით პასუხობს ჩემი ძმა. მის თვალებს ასეთ ცივს პირველად ვხედავ და სიმართლე,რომ გითხრათ ოდნავ მეშინია კიდეც
ჩემი გვერდითმჯდომი უხმოდ მშორდება და დანარჩენები უხმოდ იკავებენ ჩემს გვერდით ადგილს. საბა თავით ანიშნებს თორნიკეს რაღაცას და ისიც ჩვენგან შორს,მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოს დგება.
გელოვანის თითებს ჩემს მუხლზე,რომ ვგრძნობ მგონია,რომ სამყარო ჩერდება.
- ნეი,ჭკვიანად. - მხოლოდ ორ სიტყვას მეუბნება,მაგრამ ისეთი ხმთ,მგონია,რომ უზომოდ მცხელა,მაგრამ ამავდროულად ვიცი,რომ წყალი კი არა,ყინულიც ვერ გამაგრილებს.
ის დგება და ირინკასთან მიდის,მაგრამ ამავდროულად ძალიან შეუმჩნევლად მიკრავს თვალს.
არ მესმის,როგორ შეუძლია ასე მეფლირტაოს მე და შემდეგ თავის გოგოსთან იდეალური შეყვარებულის როლი ითამაშოს.
ვგრძნობ,რომ ჰაერი მჭირდება,თანაც სასწრაფოდ ! ამიტომაც სახლს შეუმჩნევლად ვტოვებ და უკანა ეზოში გავდივარ.
არ ვიცი რამდენი ხანი ვჩერდები გარეთ,მაგრამ ფაქტია სახლში ატეხილი აურზაური მაფხიზლებს . სასწრაფოდ შევრბივარ სახლში და თვალწინ გადაშლილი სანახაობა მაგიჟებს !
საბა და დაჩი,თორნიკე და ლადო ერთმანეთს დატაკებიან და გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს. საბოლოოდ მხოლოდ იმას ვამჩნევ,რომ ლადო უჩუმრად იღებს დანას და ჩემს ძმას მხარში ძლიერად ურტყამს.
თორნიკე ტკივილისგან იმანჭება.ამასობაში დაჩი მომენტს იყენებს და საბას სახეში მუშტს ურტყამს.გელოვანი ხმამაღლა იგინება და სისხლს იწმენდს როგორც ჩანს გატეხილი ცხვირიდან.
წვეულების ეპიცენტრიდან ცხვირგატეხილი საბა და დაჭრილი თორნიკე ძლივს გამომყავს და მხოლოდ ლადოს ერთი წინადადება მიტრიალებს თავში : ,,გაგანადგურებ,ზუსტად ისე,როგორც შენ გამანადგურე,გეფიცები.’’
არ ვიცი,რაც გინდათ ის უწოდეთ ამას,ქალური წინათგრძნობა თუ ჩემი წინასწარმეტყველური ნიჭი,მაგრამ ფაქტია ამის თქმის დრო დადგა :
ხომ ვამბობდი?!
საავადმყოფოში წასვლაზე ბიჭები უარს ამბობენ,ამიტომაც იძულებული ვარ ანინესთან მივიყვანო ორივე და დარწუნებული ვარ ის კარგად მოუვლის და ერთ-ორს გემრიელადაც მიაწყევლის !
ამის წარმოდგენაზე სიცილი მინდება,მაგრამ რატომღაც სიცილის თავი არ მაქვს,რადგან ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად ვატარო მანქანა.
- დედა ! - საჩქაროდ ბოლოხმაზე ვკივი სახლში შესული და თორნიკეს პირველივე დივანზე ვახეთქებ,ხოლო საბას ცხვირისთვის ყუნულებზე გავრბივარ.
- დედა ! რა არის შვილო ეს ! - ტრადიციული ქუთაისური აქცენტით კივის დედაჩემი,თან ტირის და გაუთავებლად ამბობს ‘’ შვილო,შენ მოგიკვდა დედაო’’.
- კარგად ვიქნები,ანინე - ძლივსმოკრებილი ძალებით,ღიმილით პასუხობს თორნიკე.
ბიჭები ისეთი დაღლილები არიან,რომ ჭრილობების დამუშავების შემდეგ ტახტზევე ეძინებათ. მე კიდევ მხოლოდ მაშინ ვხვდები როგორ ძლიერად დავღლილვარ და როგორ საშინლად მტკივა ზურგი,ამიტომაც ძალაგამოცლილი ვეხეთქები საწოლზე და მაშინვე მეძინება.
სიზმარში უკვე მომხდარ სცენას ვხედავ,ოღონდ ამჯერად უფრო გამძაფრებულად და მხოლოდ ახლა ვხვდები როგორ მაკანკალებს. ძილში ტირილი მიტყდება,ვბორგავ და გამოღვიძებას ვერაფრით ვახერხებ. სადღაც შორიდან ვიღაც მეძახის,მაგრამ ვერ ვფხიზლდები და ეს კიდევ უფრო მაშინებს. მერამდენედ,ღმერთო . . .
-ნეი, გაიღვიძე რა. - ოდნავ მანჯღრევს თორნიკე და უკვე ნათლად ვგრძნობ ცივ წყალს სახეზე და ოფლში გაწურულს მეღვიძება.
ძმას მთელი ძალით ვეკვრი და ვცდილობ აჩქარებული სუნთქვა დავიმშვიდო. სხვების შეშინებულ სახეებსაც ვხედავ,მაგრამ იმ წამს მხოლოდ თორნიკესთან ვგრძნობ შვებას და ამიტომ მთელი ძალით ვებღაუჭები,თითქოს უხილავი ჭაობი მითრევს და ის ერთადერთი საშუალებაა არ ჩასაძირად.
ვეღარაფრით ვიძინებ. სასტუმრო ოთახში სავარძელზე ფეხმორთხმით ვჯდები და აქეთ-იქით ქანაობას ვიწყებ.ჯერ კიდევ ვერაფერს ვიაზრებ. ტელევიზორის შიშინი სიჩუმეს არღვევს. ვერც ვამჩნევ როგორ შემოდის ჩემთან საბა და ხელებს მხვევს.
-მე შენთან ვარ. - ჩურჩულებს და ცხვირს ჩემს ყელში რგავს.
ახლა უზომოდ მადლობელი ვარ მისი. ვგრძნობ,რომ მარტო არ ვარ.
ყველას ვამშვიდებ და თავდაჯერებულად ვამბობ,რომ კარგად ვარ და შემიძლია ოთახში მშვიდად დაძინება,ამიტომ ფეხზე ვდგები და საწოლისკენ მივბობღავ,მაგრამ როგორც კი დედა და თორნიკე ოთახში შედიან მაშინვე ვუხვევ გზას და მათ ვაყურადებ.
-არაა კარგად. პირიქით,ძალიან ცუდადაა. იქნებ კვლავ დაბრუნდეს . . . - ვერ ვხვდები მშობელ დედას როგორ შეუძლია ისევ ოთხ კედელში გამომკეტოს მიუხედავად იმისა,რომ ხედავს თავის კონტროლს ვცდილობ. რა ვქნა,ვერ ვიგებ,როგორ შეიძლება შვილს დახმარების ხელი კი არ გაუწოდო,უბრალოდ საგიჟეთში უკრა თავი.
წამით ვხედავ როგორ ენთება ჩემს ძმას თვალები სიბრაზისგან და ვგრძნობ ყველა მოწოლილი გრძნობა როგორ ძლიერად მიჭერს ყელში,თითქოს ეს-ესაა უნდა ამოხეთქოს ვულკანივით და ყველაფერი დარჩენილი წალეკოს.
-არც გაბედო მისი კვლავ გამოკეტვა,ანინე! - ვიაზრებ როგორი გაბრაზებულია,რადგან დედას სახელს არასდროს ეძახის.
-აბა რა გინდა,გამაგებინე! შეგვარცხვინოს? - არცერთი ნერვი არ უტოკდება ისე ამბობს ამას და გულში რაღაც ძალიან,ძალიან მტკივა.
- ის ავადაა და ჩვენი დახმარება სჭირდება! როგორ შეგიძლია ასე საკუთარ ქალიშვილს მოექცე? - ყვირის გამწარებული და იმ წამს ჩემს თავში ახალი იდეა მწიფდება.
ოთახში შევრბივარ და პატარა ზურგჩანთას ვალაგებ. მხოლოდ ორ წყვილ ტანსაცმელს,წამლებს და დღიურს ვიდებ ჩანთაში. ტელეფონს საწოლზე ვტოვებ და როგორც კი ვრწმუნდები,რომ ყველამ დაიძინა სახლიდან ვიპარები.
მე,ნეინა არდოთელი სახლიდან მივდივარ.
არ ვიცი სად უნდა წავიდე,რა უნდა გავაკეთო,როგორ უნდა ვიცხოვრო,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ მშობლიურ სახლში ვეღარ გავჩერდები,რადგან ყოველ დღე უფროდაუფრო ძლიერად ვგრძნობ როგორ უცხოვდება ყველაფერი გარშემო.
-შენ არასდროს მიგიღებენ,რადგან განსხვავებული ხარ. - საკუთარ თავს მტკიცედ ვეუბნები ამას და ღამის წყვდიადს მივაპობ.


თავი მეექვსე.

არდოთელების ოჯახში სულ სხვანაირად გათენდა დილა. მხოლოდ მზის ამოსვლისას შეამჩნიეს გოგონა,რომ სახლში არ იყო და პანიკა ატყდა.
-შენი ბრალია ყველაფერი! - აბობოქრებული თორნიკეს ყვირილი აღვიძებს საბას და მხოლოდ ნეინა უტრიალებს თავში.
მაშინვე დგება საწოლიდან,მაისურს და შორტს ნაჩქარევად იცვამს და სამზარეულოში გადის. ყველაფერი სიგარეტის ორთქლშია გახვეული. ქალს,დედას,რომელმაც საკუთარ შვილს ცხოვრების სურვილი მოუსპო,თვალები ცრემლებით აქვს სავსე,მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს,რომ არასწორი შვილის მიმართ არასდროს არაფერი გაუკეთებია. ანერვიულებული ძმაკაცის დანახვისას ბიჭი ძლივს ბედავს ხმის ამოღებას :
-რა მოხდა?
- ნეინა წავიდა. - ამ ორ სიტყვას რაღაც საშინელი გრძნობით ამბობს უფროსი არდოთელი და გეფიცებით,ამხელა ბიჭი ცხოვრებაში პირველად ტირის.
სამივეს ფიქრი აწკრიალებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინა.
-გამარჯობა,ძვირფასო. - ლადო იყო.
ააკანკალა თორნიკეს. წარმოდგენაც არ უნდოდა,რომ ნეინა მის ხელში შეიძლება ჩავარდნილიყო. შეეშინდა. მართლა უღმერთოდ შეეშინდა პატარა დის დაკარგვის.
-გისმენ. - მთელი გამბედაობა ამოაყოლა ამ სიტყვებს.
- ძალიან ჭირვეული დაიკო გყავს სხვათა შორის.
ხომ იცოდა... ზუსტად იცოდა მას,რომ ჰყავდა ნეინა,მაგრამ მაინც ჰქონდა პატარა იმედი,რომ მისი ყველაზე საშინელი ფანტაზიის ნაყოფი იყო ეს.
-თითიც,რომ ... - დასრულება არ აცადა.
- ჩუმად,მშვიდად და წყნარად,თორნიკე. - მლიქვნელურად ჩაიცინა ბიჭმა. - მისამართს მოგწერ და მოდი,პირობები იცი... მხოლოდ რამდენიმე გმირი შეიცვალა,თორემ ისტორია იგივეა თუ გახსოვს.
ყურმილი დაკიდეს.
და გულისმოსაკლავად ჩამოკრა უბედურების ზარმა.
საბას ახსნა აღარ დასჭირვებია. ლადოს ხმის გაგონებისთანავე მიხვდა ყველაფერს და ჩემოდნიდან საგულდაგულოდ გადანახული იარაღი ამოიღო. რას იფიქრებდა ექვსი წლის შემდეგ ამის ხმარება ისევ თუ დასჭირდებოდა...

თავი მეშვიდე
- ხარ. - ზიზღით წარმოთქვა ხელ-ფეხ შეკრულმა გოგონამ და გულში ვეღარც ითვლიდა მერამდენედ დაიწყო ლოცვა.
ლადო დანას წმენდდა. ვიღაც უცნობი ბიჭი ნეინას თვალმოუშორებლად აკვირდებოდა და იღიმოდა. ეშინოდა გოგონას.ეშინოდა საშინლად,მაგრამ ლადოს ამას არასდროს აჩვენებდა. ცდილობდა არ გაგიჟებულიყო და სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ხელები სტკიოდა. თოკები დაუნდობლად უხეხავდნენ მაჯებს .
-ახლა ჩვენ ცოტას გავერთობით - ხმამაღლა როხროხებს დადიანი და დანას აქეთ-იქით აფრიალებს.
პირველი ნაკაწრი არდოთელისთვის ისეთი მწარე იყო,რომ დაიღმუვლა და ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან.მეორე იმდენად მტკივნეული აღარ იყო. ტანსაცმელი თავიდან ბოლომდე გასისხლიანდა...
-ჩემზე კარგად იცი,რომ გვიპოვის... გვიპოვის და აი მერე... აი მერე გეფიცები,სისხლის ყოველ წვეთს გაზღვევინებს. - თავდაჯერებულია ნეინა,უზომოდ თავდაჯერებული.
დადიანი საშინლად ბრაზდება. იმდენად უბინდავს გოგონას სიტყვები მას,რომ ვეღარც კარის ხმას იგებს და ვეღარც სახეალეწილ თორნიკეს ხედავს.

უფროსი არდოთელი პატარა დაიკოს დანახვისას შეშდება. გელოვანს კი დასარტყმელად აწეული ხელი ჰაერში უჩერდება. არ ჯერა ნეინას ასეთს,რომ ხედავს. ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება და აი მათ გამოფხიზლებას მოყვება ნამდვილი ჯოჯოხეთი.
მხოლოდ ის ახსოვს გათანგულ,ნაწამებ გოგოს დადიანს,რომ გამეტებით ურტყავდა თორნიკე,საბა კი მას ეხვეწებოდა არ დაეხუჭა თვალები ...

თეთრი კედლების დანახვა მაშინებს. მგონია,ისევ იქ ვარ,სადაც დაბრუნება არ მინდა და მაშინვე ვხტები საწოლიდან,მაგრამ უეცარი მოძრაობა თავბრუს მახვევს და ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვახერხებ,რომ საწოლზე ვეცემი. სავარძელში ბიჭებს სძინავთ.ორივეს ხელზე სისხლი აქვთ შემხმარი. წინა ღამის კოშმარი თავში მიტრიალებს და ტირილი მიტყდება.
-ყველაფერი კარგადაა,მე აქ ვარ,მე აქ ვარ! -ხელებს მთელი ძალით მიჭერს ძმა და მის მხარზე თავჩამოდებული მშვიდად ვგრძნობ თავს.

ეს ამბები ისე ჩუმად ჩამთავრდა,რომ ორი კვირის თავზე ნეინამ ეჭვისთვალით ჰკითხა ბიჭებს :
-დავიჯერო ახლა ლადოსთვის არაფერი დაგიშავებიათ? - დოინჯშემორტყმული დაადგა თავზე ძმას.
ამხელა კაცები ორი წლის ბავშვებივით აიტუზნენ კედელთან და გაისუსნენ. ბავშვებს ჰგავდნენ, აი იმათ,დამალულ შოკოლადს,რომ შეჭამენ და დედა ფაქტზე წაასწრებს.
ტელეფონის ზარი იყო. გოგონა იძულებული გახდა დაკითხვა ცოტახნით შეეჩერებინა და საბას მობილურს უკმაყოფილოდ დააშტერდა.
-ხო ირი - უკმაყოფილო ხმა ჰქონდა გელოვანს,რაც გულის სიღრმეში გაუკვირდა,ამავდროულად გაუხარდა მომლოდინე გოგონას.
თორნიკე თავიდანვე ამჩნევდა ამ ორს შორის გაჩენილ ნაპერწკლებს და გულში უკვე გეგმებს აწყობდა რა უნდა სცმოდა დის ქორწილში. საბა ლაპარაკს,რომ მორჩა ქურთუკი მოიცვა,მეჩქარებაო და გავარდა სახლიდან.
-იდიოტი! ხისთავიანი სვანი! - გამოაცხადა გაბუტულმა არდოეთელმა და ისე,რომ ძმისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ოთახში შეიკეტა.

თავი მერვე

ლესელიძის სახლთან იდგა გელოვანი და მოუთმენლად აბოლებდა სიგარეტს.გოგონას გამოჩენისთანავე გადააგდო და ღრმა ამოსუნთქვით დაალაგა გონებაში სათქმელი.
როგორც ყოველთვის ირინა კისერზე ჩამოეკიდა და ძვირფასი მეორე ნახევარი კოცნითაც დააჯილდოვა. ამჯერად,საბაში ნამდვილად არ გამოუწვევია კმაყოფილება ამ საქციელს. პირიქით,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ტუჩები ამოუწვეს და უზრდელობა,რომ არ ყოფილიყო ნამდვილად გადაიტარებდა ხელსახოცს ზედ.
-სალაპარაკო გვაქვს,ირინკა. - მისმა ხმამ სულ სხვანაირად გაიჟღერა რაღაცნაირ,დაძაბულ ჰაერში და გოგონაც უმალ დაიძაბა.
- ბანალურ ტექსტებს არ ვიწყებ. ისედაც იცი,რომ არ მიყვარს მსგავსი რაღაცეების თქმა,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა აქ უნდა შეწყდეს.
ლესელიძეს თვალები ცრემლებით აევსო. ტყუილი ცრემლებით. მხოლოდ ის ადარდებდა ძვირადღირებულ საჩუქრებს,რომ აღარავინ აჩუქებდა და სიმპატიურ ბიჭთან ერთად ვეღარ მივიდოდა წვეულებებზე. დანარჩენი,სულერთი იყო მისთვის. გოგონამ სადარბაზოს კიბეები ნაჩქარევად აირბინა და საბას გასაგონად ძლიერად მოაჯახუნა სახლის კარი.
გელოვანს ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა გულიდან და უხაროდა. ახლა თითქოს მზად იყო ნეინას გრძნობებში გამოტყდომოდა.

ბევრი ისეირნა თბილისის ქუჩებში.მივიწყებულ ადგილებშიც კი შეიარა და შებინდებისას დაბრუნდა ადგილას,რომელიც მისთვის მართლა სახლად გადაქცეულიყო.
ნეინა სახლში არ იყო. ცოტა ანერვიულდა ბიჭი,მაგრამ ოთახში,რომ შემოვიდა და ჩანთა დაღლილმა მოიფრიალა მაშინვე დაუმშვიდდა სახე.
უმცროს არდოთელს ლოყები აწითლებული ჰქონდა და მძიმედ სუნთქავდა,თან რაღაცაზე იღიმოდა.
-მომკლავენ ეს ქუჩის ძაღლები ერთ დღეს! - თვალები აატრიალა და სასაცილოდ ჩაიფხუკუნა.
- ახლა კი,ჯენტლმენებო,თქვენ მე მომიყვებით რა გაკავშირებთ იმ მანიაკთან!- დაამატა ისე,თითქოს კვლავ ძაღლებზე ლაპარაკობდა და პასუხის მოსასმენად გაირინდა.
ბანალური ისტორია აღმოჩნდა დადიანის და რაღაც უაზრო გაუგებრობაში გარდაცვლილა და მისი ჭკუით გადაწყვიტა შური ეძია იმათზე,ვინც ყველაზე ნაკლებად იყვნენ შუაში.
,,ნეტავ რომელი საუკუნეა?!’’ გაიფიქრა გოგონამ,ლადოსგან დატოვებულ შრამზე ხელი ჩამოისვა და უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად თავი აქეთ-იქით გააქნია.
მხოლოდ ღამის სამ საათზე აღმოაჩინა წამლები,რომ აღარ ჰქონდა და ანერვიულდა. გახშირებული სუნთქვა ძლივს დაირეგულირა. ეცადა ყველაფრის გარეშე დაეძინა,მაგრამ ზღვარს იქით გადასვლის შიშმა მაინც თავისი ქნა და უხმოდ ატირდა. ტკბილი ძილის სასურველად შესულმა გელოვანმა ეს,რომ დაინახა გაშრა
არ ელოდა.
ვერ იტანდა ნეინას ცრემლებს და რა ექნა?!
მალევე გაარკვია რა წამლები სჭირდებოდა და ნახევარ საათში პარკებით ხელში დაბრუნდა უკან.
ასეთი იყო საბა.
არ იცოდა როგორ,რატომ ან სად შეუყვარდა ეს არანორმალური პატარა ბავშვი ასე,მაგრამ დარწმუნებული იყო,არასდროს გაუშვებდა და ისიც ზუსტად იცოდა,რომ ვერასდროს შეეგუებოდა მის ცრემლებს.
ასეთი იყო საბა,რა ექნა?! თუ უყვარდა... უყვარდა ბოლომდე. სანახევრო სიყვარული მისთვის არ არსებობდა.

გახარებულმა არდოთელმა წვრილი ხელები,რომ შემოხვია კისერზე დაუარა და რა დაუარა ჩვენს ბიჭს ... ღმერთს გულში მადლობას უხდიდა ასეთი საოცრება,რომ ჰყავდა გვერდით და მისი სურნელით ივსებდა ფილტვებს.


ნაწილი მ ე ო რ ე
თავი მეცხრე
ერთი წელი იყო გასული,რაც გელოვანი არდოთელებთან აღარ ცხოვრობდა და ნეინას უღმერთოდ ენატრებოდა ბიჭი,მაგრამ ნეინა იყო ბოლობოლო და ამას ხმამაღლა ხომ არ იტყოდა?! საბასაც ეცინებოდა გოგოს ქცევაზე.
ოცდაორი დეკემბერი იყო.
ყინავდა გარეთ და უმცროს არდოთელს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ცხვირი არ გაეყო მთელი დღე სახლიდან,მაგრამ ტელეფონი,რომ აწკრიალდა და საბას ფოტოს მოჰკრა თვალი მაშინვე წამოხტა და მზადება დაიწყო. იცოდა,შეხვედრა უნდა ეთხოვა ბიჭს.
ათი წუთიც არ დასჭირვებია მოსამზადებლად.ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა.სახლის კარიც ინსტიქტურად გაუჯახუნა და მაშინვე სირბილით დაუყვა კიბეებს.
იმ წამს,ისეთი სხვანაირი ეჩვენა,საბა,რომ ეტკინა. საბა გელოვანი ეტკინა. აქამდე თუ სიხარულით მორბოდა მასთან ახლა მისალმება ძლივს გაბედა და გვერდით მიუდგა. აცადა სანამ ხმას ამოიღებდა და მანაც ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა სათქმელი
-რუსეთში უნდა წავიდე ისევ ,რა ... ერთი,ან ორი წლით,ნეი. - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და ამხელა კაცი პატარა,უსუსურ ბავშვს დაემსგავსა.
ხომ გითხარით,ეტკინა არდოთელს გელოვანი. მის გარეშე ერთი დღე ვერ წარმოედგინა და წარმოიდგინეთ ორი წელი... ვერ გაძლებდა. ვერ გაუძლებდა ზუსტად იცოდა,მაგრამ ეს ხომ ნეინა იყო. გზიდან მიაძახა კეთილი მგზავრობაო.საბამ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო,რომ გოგონა უკვე სახლის კარს კეტავდა.
იქვე ჩაიკეცა და გაუაზრებლად წასკდა ცრემლები.
კარზე ზარი იყო. ცრემლები ხელით უხეშად მოწმინდა და გარეთ გაიხედა. გელოვანი,რომ ვერ დაინახა მშვიდად გააღო კარი და ძირს დაგდებულ წითელ ვარდს მოკრა თვალი.

,, მიყვარხარ და არ დამივიწყო,კნაჭა.
ჩამოვალ,იცოდე,აუცილებლად ჩამოვალ და მერე...
მერე სულ სხვანაირად იქნება.
ხომ გჯერა ჩემი,კნაჭა?! მიყვარხარ
და მარტო ჩემი ხარ შენ.’’

ვარდისფერი ფურცელი გულში ჩაიკრა და ყვავილის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა. მხოლოდ იმ წამს გაიაზრა,რომ საბა უბრალოდ თორნიკეს მეგობარი არ ყოფილა მისთვის. საბა ბევრად მეტი იყო. გელოვანს ფესვები ღრმად გაედგა გოგონას გულში და ნეინამ იცოდა,რაც არ უნდა ეცადა ვერ ამოძირკვავდა მას იქიდან.

თავი მეათე

არ გაუცილებია გელოვანი და არც ერთხელ დაურეკავს. მხოლოდ ჩუმად,გულში იკლავდა ტკივილს და ცდილობდა მეგობრებთან გადაეყოლებინა გული. არაფერი შველოდა,მაგრამ ხომ ცდილობდა მაინც.
რაც საბა წავიდა,სიგარეტის მოწევასაც უფრო მიეჩვია. საბას სიგარეტს ეწეოდა,მარლბოროს წითელს. თავის კონტროლიც უფრო ისწავლა და ნელ-ნელა წამლებზე დამოკიდებულებაც მოიშორა. მხოლოდ მაშინ,მთელი გული,რომ ეწვოდა სვამდა დამამშვიდებლებს და სიზმრების სამყაროში სიამოვნებით მიაბიჯებდა.

ვაჩესთან მიდიოდა თორნიკე,რომ ატყდა შენც უნდა წამოხვიდეო და სულ ძალით წაათრია და მეგობრებთან. არ შეეძლო ასეთს,რომ უყურებდა.
ბავშვები საბას ელაპარაკებოდნენ. ისეთი მონატრებული იყო ეს ხმა გოგონასთვის,წამით მუხლებში სისუსტე იგრძნო და იქვე მდგარ სკამთან ჩამოჯდა. სწრაფად ამოიღო ჯიბიდან სიგარეტი და პირველი ნაპასი დაარტყა. თვალები მიელულა. ეგონა,საბა აქ ედგა და ისე ელაპარაკებოდა. ხმა უფრო დაბოხებული ჰქონდა და რაღაც სხვანაირად ლაპარაკობდა. თითქოს გამოცვალესო და ეს ცვლილებებიც ეტკინა გოგონას.
-ნეინა როგორაა? -საკუთარი სახელის გაგონებისას უმალ ჭყიტა უმცროსმა არდოთელმა თვალები.
კარგადააო მხოლოდ ეს უთხრეს და შემდეგ ზარიც შეწყდა.
ვერ პატიობდა უმისოდ გატარებულ ვერც ერთ წამს ! ვერ პატიობდა. თქვენ აპატიებდით?! არ უნდა დაეტოვებინა ასე, რა ... წითელი ვარდების გარდა,რაღაც უნდა ყოფილიყო! რაღაც,რაც არ იყო...
თავი მეთერთმეტე

სამაგობროში ხმა გავარდა გელოვანი საქართველოში ბრუნდებაო. ერთი წლის კი არა... ოთხი წლის შემდეგ ინება ბიჭმა ჩამობრძანება. შეცვლილი იყო ორივე,მაგრამ მაინც უყვარდათ.
სახლში იყო ნეინა იმ საღამოს და საბას საყვარელ ლიმონიან ჩაის სვამდა. მერე რა,რომ ზაფხული იყო და ცხელოდა,უყვარდა ეს ჩაი და რა გაეკეთებინა?! უკვე ვეღარც ითვლიდა სიგარეტის მერამდენე ღერს უკიდებდა კარი,რომ გაიღო და სახლში თავი გელოვანმა შემოყო.
ეგონა ისევ ეჩვენებოდა და ყურადღება არ მიაქცია.
-წადი რა! ნუღა მეჩვენები,ყელში ხარ უკვე! - ამოიკნავლა საცოდავად და თვალები ცრემლებით აევსო.
ახლა ბიჭს ჩასწყდა გულში რაღაც ძალიან მწარედ და სევდიანი თვალებით მოეხვია ყველაზე საყვარელს მისთვის. გოგონა გაშრა.
სულ ორი დღის წინ ფიქრობდა ვერ ვაპატიებო... როგორ მატკინა ასე ძალიანო,მაგრამ გეფიცებით! ჭკუას დაგაკარგვინებთ ისეთი კარგია... ისეთი საოცარია მონატრებული ადამიანი.
-მირჩევნია სუნთქვა დავივიწყო,ვიდრე შენ დამავიწყდე,გეფიცები. ვერ გადავიტან სადმე,რომ გნახო და ჩემი არ იყო...ჩემი არ გერქვას. - გოგონა სურნელით გაბრუებულმა ამოიჩურჩუმა გელოვანმა და გულზე უფრო მჭიდროს მიიკრა.

უყვარდათ ერთმანეთი.ნეინასთვის სიგიჟის ზღვარი იყო საბა. შეუძლებელია,ადამიანი გიყვარდეს და რამე ვერ აპატიო,რამე ვერ გაუგო...

ნეინასთვის სიგიჟის ზღვარი იყო გელოვანი.
საბასთვის ანგელოზი იყო ნეინა.



№1  offline წევრი DI ANA

ძალიან უცნაური და ლამაზი ისტორია იყო, დილის განწყობა შემიქმენი შენ მე❤ მადლობა❤

 


ძალიან მაგარი იყო

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent