შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქცეული /6/


23-02-2019, 20:02
ავტორი BIG DREAMER
ნანახია 1 006

ლენას მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად უკან მაინც დაედევნა, რადგან ყველაფერში გარკვევის დაუოკებელი ჟინი კლავდა. მისი პროფესიაც ხომ ეს იყო. როგორც კარგ დეტექტივს შეშვენის ყველა საეჭვო ფაქტი კარგად უნდა გამოეკვლია.
ის კი არ ადარდებდა, რომ ლენას ცხოვრებასთან მას არაფერი ესაქმებოდა. მისი მიზანი მასზე ყველაფრის გაგება იყო.
და აი მანქანაში მშვიდად ზის, სიგარეტს ეწევა და ტაძარში შესული ლენას გარეთ გამოსვლას უცდის. რატომ?? თავადაც არიცის..
ვერ ხვდება რატომ ადარდებს ქალი, რომელსაც მისთვის უსიამოვნების გარდა არაფერი მოუტანია. იქნებ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს და მეტი არაფერი?
ან იქნებ მისით დაინტერესდა?
არიცოდა, რადგან საკუთარ განცდებს სახელს ვერ არქმევდა.
ის ხომ ჯერ კიდევ გულნატკენი იყო და ძალიან უჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ყველაფერი დასრულდა.
რადგან ახალი ურთიერთობის დაწყების ეშინოდა.იმედგაცრუებას გაურბოდა. არ იყო დარწმუნებული ისევ შეძლებდა თუ არა ,ვინმეს შეყვარებას. სიყვარული ხომ ცხოვრებაში ერთხელ მოდის?! მასაც ყოველთვის ღრმად სწამდა ამის. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულში ასე ძალიან არ გაუმართლა.
გარეთ ლოდინი მობეზრდა და მანქანიდან გადმოვიდა.
ტაძარში შესვლისთანავე შენიშნა, რომ იქ ლენასა და მოძღვრის გარდა არავინ იყო. ამიტომაც ახლოს მივიდა და მათ საუბარს ყური დაუგდო.
მთელი ამ დროის მანძილზე მათ საუბარს უსმენდა და ყურებს ვერ უჯერებდა. თურმე რამდენი საშინელება გადახდენიაო ლენას ფიქრობდა და რაც უფრო მეტს ფიქრობდა მასზე მით უფრო მეტად გრძნობდა სიბრალურს მის მიმართ. მართალია ადრე ლენაზე ბრაზობდა იმის გამო, რომ გაქურდა, მაგრამ ახლა თითქოს მისი ესმოდა და აღარ ჰკიცხავდა ჩადენილის გამო.
პირიქით სურვილი გაუჩნდა დახმარებოდა.
უცებ გონებაში ერთი იდეა მოუვიდა და გადაწყვიტე მანამდე განეხორციელებინა, სანამ ლენა ჯერ კიდევ მოძღვართან საუბარში იყო გართული. მისი ბარგი იქვე სკამზე იდო და ისიც რაც შეიძლება ფრთხილად მიუახლოვდა მას. ჩემოდანი გახსნა და შიგნით ლენას პასპორტი და ცოტაოდენი ფული ჩადო. რისი მეშვეობითაც თავის გატანას შეძლებდა. რაღაც დროით მაინც. ყოველიშემთხვევისთვის კი თავისი სავიზიტო ბარათიც დაუტოვა. თუ ოდესმე მისი დახმარება კვლავ დასჭირდებოდა ან უბრალოდ მადლობის გადახდას მოისურვებდა.
მერე კი ტაძარი ისე დატოვა, რომ არავის შეუმჩნევია. თითქოს იქ არც კი ყოფილა!..



******

ამჯერად სასტუმროს ნომერში იყავი და შენს ახალ საწოლში ნებივრობდი.
ვახშმად კი პიცას მიირთმევდი პეპერონით. შენ ხომ პიცა ყოველთვის ძალიან გიყვარდა, მაგრამ იმ პრობლემების გამო რაც ბოლო დროს თავს დაგატყდა პიცით სიამოვნების შანსი არ მოგცემია. ახლა კი ამის ფუფუნება გქონდა და შენც საყვარელი პიცის ჭამაზე უარს არ ამბობდი.
რათქმაუნდა ეს იმ ფულის დამსახურება იყო , რომელიც ჩემოდანში შემთხვევით აღმოაჩინე. იმასაც მიხვდი ეს ვინც გააკეთა და ამისთვის მისი მადლიერიც იყავი. შენ ხომ ცხოვრებაში ასე კეთილად არავინ მოგქცევია. სწორედ ამიტომაც იყავი ასეთი გაკვირვებული და დაბნეული. იმით, რომ უცხო ადამიანს ადარდებდი და შენს დახმარებას ცდილობდა.
მადლობის გადახდის შანსი კი არ მოგცემია. ამიტომაც გადაწყვიტე მისთვის დაგერეკა. ხელში სავიზიტო ბარათი მოიმარჯვე და ზარი სასტუმროს ნომრის ტელეფონიდან
განახორციელე. ყურმილს მანაც მაშინვე უპასუხა.

- გისმენთ.
- ეს მე ვარ ლენა!
- როგორ ხარ ლენა? გამიხარდა შენი ხმის გაგონება.
- კარგად ვარ, თქვენი წყალობით.
- ლენა თუ მადლობის სათქმელად რეკავ მაშინ აჯობებს ყურმილი დავკიდო.
- რატომ? რამე არასწორად გავაკეთე?
- არა რას ამბობ? უბრალოდ მადლობებს ვერ ვიტან , არმინდა ჩემთან თავი დავალებულად იგრძნო და კიდევ, კარგი იქნება თუ ამიერიდან სახელით მომმართავ და არა თქვენობით. თორემ უკვე თავი მოხუცი მგონია. (ჩაიცინა)
- გავითვალისწინებ თუ სახელს მეტყვი.
- როგორ აქამდე არ მითქვამს?
- თუ სწორად მახსოვს არა.
- აჰ, ეს როგორ დამავიწყდა. ჩემი სახელია ანდრე.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ანდრე. შენი უსაზღვროდ მადლიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მადლობებს ვერ იტან.
- ესეიგი შენსას მაინც არ იშლი არა?? თუ ასე ძალიან გინდა იქნებ მადლობის ნიშნად სადმე შემხვდე, რას იტყვი? ადგილი შენ შეარჩიე.
- ჰმ, ვფიქრობ ასეთ სიტუაციაში უარს ვერ გეტყვი.
- მაშინ ხვალ გნახავ ლენა.
- კარგი ხვალ იყოს. ადგილი კი აჯობებს შენ შეარჩიო.
- სიამოვნებით!

არც კი დაფიქრებულხარ შეხვედრაზე ისე დასთანხმდი. გეგონა, რომ ამით მაინც შეძლებდი მისთვის მადლობის გადახდას. ვინიცის იქნებ დამეგობრებულიყავით კიდეც? შენ ხომ მეგობრები არასდროს გყოლია.
ყოველთვის მარტოს გიწევდა საკუთარ შიშებთან გამკლავება.
შენთვის უცხო იყო მეგობრის თანაგრძნობა და ერთგულება, რადგან შენთან ასე ახლოს ყოფნის უფლებას არასოდეს არვის აძლევდი. ეს კი იმიტომ, რომ გიჭირდა ვინმეს მინდობოდი.
მხოლოდ დედასთან იყავი გულახდილი, მას არასოდეს არაფერს უმალავდი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი გააცნობიერე, რომ მის ადგილს ვერავინ ჩაანაცვლებდა.
მასსავით ვერავის შეიყვარებდი .
არგინდოდა ვინმეს დაახლოებოდი და მერე დაგეკარგა. ადამიანების დაკარგვასთან შეგუება, ხომ ძალიან გიჭირდა. გიმძიმდა იმასთან შეგუება, რომ შეიძლებოდა ვინმე შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წასულიყო.




*******

დილით ადრე დგები და ანდრესთან შეხვედრისთვის ტანსაცმელს არჩევ.
გინდა კარგად გამოიყურებოდე მიუხედავად იმისა, რომ მასთან პაემანი არ გაქვს. ეს უბრალოდ შეხვედრაა და მეტი არაფერიო შენს თავს უმეორებ, რომ ტყუილად არ დაიიმედო თავი, მაგრამ შინაგანად ძალიან ღელავ და ამის აღიარება არ გინდა. თითქოს იმის აღიარებით, რომ ვიღაც კაცმა აგაღელვა და შენში ინტერესი გააღვივა შენი თვითშეფასება დაბლა დაიწევს და ისეთი ამაყი აღარ გამოჩნდები სხვების თვალში როგორიც გინდა, რომ ჩანდე . იქნებ ამას აჯობებს საკუთარ თავთან გულახდილი იყო? და აღიარო ის, რომ მისი ყურადღება გსიამოვნებს?! და ამასთან ისიც, რომ მასთან ყოფნის დროს თავს მარტოსულად აღარ გრძნობ არამედ პირიქით უფრო დაცულად და მშვიდად ხარ.
თუმცა შენ ხომ ყველაზე კარგად საკუთარი თავის მოტყუება გეხერხება არა?!
ცდილობ ყოველთვის გონების კარნახით იმოქმედო. გულს კი არც კი უსმენ, რადგან თვლი, რომ ყველა ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში მიგიღია სწორედ, რომ გონების კარნახით მოხდა, მაგრამ იქნებ ამ ერთხელ მაინც დაგეგდო ყური საკუთარ გრძნობებზე და სურვილებზე? იქნებ ამ ერთხელ მაინც არ შეწინააღმდეგებოდი საკუთარ თავს. რა დაშავდება თუ ერთხელ მაინც მოუსმენ საკუთარ თავს და იმას გააკეთებ, რასაც გული გიკარნახებს? იქნებ სცადო მაინც? თუ ერთხელ მაინც სცდი, წარუმატებლობის ან იმედგაცრუების შემთხვევაში ის მაინც გეცოდინება, რომ სცადე.
და აი ცხოვრებაში პირველად გადაწყვიტე, რომ გაგერისკა .
მართალია ჯერ მზად არიყავი იმისთვის, რომ შენს ცხოვრებაში უცხო ადამიანი შემოგეშვა, მაგრამ თუ არ სცდიდი მაშინ ვერც ვერასდროს იქნებოდი მზად ამისთვის!



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ არ მყოფნის ეს მოცუცქნული თავი. ნელა ჩავიკითხე, კითხვის სიამოვნება რომ გამეზარდა. მომწონხარ ძალიან და იმედია ისტორიაც ბოლომდე გამიმართლებს.

 


№2  offline წევრი BIG DREAMER

Chikochiko
როგორ არ მყოფნის ეს მოცუცქნული თავი. ნელა ჩავიკითხე, კითხვის სიამოვნება რომ გამეზარდა. მომწონხარ ძალიან და იმედია ისტორიაც ბოლომდე გამიმართლებს.


პატარა თავისთვის ბოდიში . არც მე მეყო, მაგრამ უფრო გაჭიანურებას ვარჩიე მომდევნო დღისთვის აღარ გადამედო და მაშინვე საიტზე ამეტვირთა.
❤❤❤ მიხარია , რომ ჩემი ისტორიის კითხვით სიამოვნებას იღებ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent