ბუმერანგი.თავი 5.
-,,ბარში ვარ და გელოდები,ეს ღამე მინდა შენთნ გავატარო''.ზვიადიმ ტელეფონზე სოციალურ ქსელში შეტყობინება მიიღო უცნობისგან და გაოცებულმა ჯერ უცნობის ფოტოებს გადაავლო თვალი,მოწონების ნიშნად ჩაახველა და პასუხიც დაუყოვებლივ დაუბრუნა უცნობს. -,,დარწმუნებული ხართ,რომ რაც მომწერეთ ჩემი მისამართით იყო გამოგზავნილი? იქნებ სხვას წერდით და შეცდომით ჩემთან გამოაგზავნეთ.'' მოუთმენლად დაელოდა პასუხს და აი ისიც,მიიღო. -,,უკაცრავად,შემეშალა სხვას ვწერდი.'' -,,გაპატიებ თუ ახლოდან გამეცნობით.'' -,,ისე არ შეიძლება პატიება?'' -,,როგორ არა,მაგრამ სურვილი მაქვს გაგიცნოთ''. -,,არ მაქვს ბევრი დრო,მხოლოდ ერთი საათით''. -,,ეს ტყუილია,სულ რამდენიმე წუთის წინ მთელი ღამით რჩებოდი ჩემთან.'' -,,ეს შეცდომაა,მე მეგობარს ვწერდი.'' -,,მეც მეგობარი ვარ,დამელოდე''.გოგონამ ღიმილით გადარეკა ტელეფონზე და წყნარი,მშვიდი ხმით თქვა.'' -თევზი ბადის გარშემო ტრიალებს და დიდი იმედი მაქვს,რომ გაებმება. -ფრთხილად იმოქმედე,მეც აქ ვარ მაგრამ ვერ გამოვჩნდები,მიცნობს. -გასაგებია,მე ჩემი ხერხებით ვიწყებ თამაშს. -მშვიდად იყავი,ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა. -მოვიდა,ვთიშავ.გოგონამ ტელეფონი გათიშა და ჭიქაში ჯერ კიდევ დარჩენილი ლურჯი სითხე მოსვა.ზვიადიმ კი მაგიდას მოუახლოვდა და გოგონას მიესალმა. -გამარჯობა,შეიძლება შემოგიერთდე? -ჩემი საკუთრება არ არის ეს მაგიდა და სკამი,ამიტომ შეგიძლიათ დაბრძანდეთ.ზვიადიმ შეკვეთა მისცა და სკამი ხმაურით გამოსწია. -არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი და პირდაპი გეტყვი,თანახმა ხარ რომ ვიმეგობროთ? -სიმართლე გოთხრათ,არ მეგინა თუ მოხვიდოდით. -რატომ გეგონათ,რომ არ მოვიდოდი? -მეც პირდაპირ გეტყვით,თქვენ ხართ ტიპი რომელიც მხოლოდ დღევანდელი დღის ცხოვრებით ცხოვრობს. -რას უნდა ველოდი,ხვალინდელი დღით თუ ვიცხოვრებ. -არ ვიცი,ალბად ბევრ რამეს. -ზვიადი რუხვაძე,ჯერ გავიცნოთ ერთმანეი პატარა ქალბატონო.ზვიადის გამოწვდილ ხელს,თავისი ნაზი და ნატიფი ხელი შეაგება გოგონამ და უთხრა. -ხატია დოლიძე,მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ მე არ ვარ ქალი ერთი ღამით. -ოპა,ოპა მაშ აქ რატომ მომიყვანე,მეთამაშები? -არა,არ გეთამაშებით,მე ჩემი ადგილი მყარად მიჭირავს.ზვიადის ჩაეცინა და ხატიას უთხრა. -საინტერესო ადამიანი ხართ. -ახლა კი როცა ახლოდან გაგიცანით,სურვილი გამიჩნდა უფრო ახლოს გაგიცნოთ. -მაგალითად,როგორ შემიძლია დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესები? -ვინ ხართ და რას საქმიანობთ,ქორწინებაში ხართ თუ არა ან თუ იყავით ოდესმე. -გასაგებია,ქორწინებაში არ ვარ და არც არასდროს არ ვყოფილვარ,რას ვსაქმიანობ? ჩემი კომპანია მაქვს. -თავისუფალ დროს რას აკეთებთ,თუ ვერ პოულობთ ადვილად თავისუფალ დროს. -მართალი ხარ,ძნელად ვპოულობ თავისუფალ დროს და როცა ვპოულობ ვმოგზაურობ,რომ დაღლილობა მოვიხსნა და განვიტვირთო. -მოგზაურობა მეც ძალიან მიყვარს,შემიძლია მთელი მსოფლიო შემოვიარო და არ დავიღალო,მაგრამ ამის ფუფუნება არ მაქვს,რადგან ძვირი ღირს ცხოვრება სიამოვნებისთვის. -ჩემს გვერდით არ მოგიწევს ეკონომიის გაკეთება,მხოლოდ კარგად უნდა დაფიქრდე.მაშ,ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. -გაუმარჯოს.ჭიქას ჭიქა მიუჭახუნა ხატიამ და სასმელი თავადაც მოსვა. -მითხარი სად გინდა წასვლა და წავიდეთ,თუნდაც ახლა. -თუნდაც ახლაში,გულისხმობ რომ ახლავეს? -დიახ ახლა,დაფიქრებაც არაა საჭირო. -მინდა იქ წამიყვანო,სადაც სხვა ქალი არასოდეს არ წაგიყვანია თუ არსებობს ასეთი ადგილი რა თქმა უნდა.ზვიადის გაეცინა და ხატიას უთხრა. -ეშმაკი ხარ ან კარგად თამაშობ, ჯერ ვერ გამოვიცანი რა გაქვს ჩაფიქრებული.მოულოდნელად ჩაფიქრდა,ხატიამ ხელზე ხელი დაადო და უთხრა. -შეგიძლია მითხრა თავისუფლად რასაც ფიქრობ,მე ასეთი ვარ რასაც ვფიქრობ,ვამბობ. -კიდევ გიმეორებ,რომ ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ ხატია. -ვიცი,არა მარტო საინტერესო,ძალიან მალე ვიცი ადამიანთან გახსნა,ეს კი მიადვილებს უცხოსთან დაახლოებას,მაგრამ თქვენს თვალებში შიშს ვხედავ. -რას ხეავ,შიშს? რისი უნდა მეშინოდეს ან ვისი. -ზვიად გეშინია,გეშინია რომ თქვენი ნამდვილი სახე არ გამოვიცნო. -ბატონო? გაოცებულმა შეხედა ხატიას ზვიადიმ და თითქოს პორველად ინანა, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში,თვალი თვალში გაუყარა ხატიას და უთხრა. -ვინ ხარ,რატომ გაინტერესებს ასე ჩემი გაცნობა. -მინდოდა გამეგო თუ გამომყვებოდი,მაგრამ შენ გეშინია არ ამოიცნოს ქალმა თქვენი ფიქრები,თქვენი ნამდვილი საზე ან ფიქრობ ქალებს მხოლოდ ფული აინტერესებთ და ფულის გამო ჭირდებით. -მიცნობ,შენ მე კარგად მიცნობ და იცი ვინც ვარ. -ვინ არ გიცნობთ თქვენ ზვიად რუხვაძეს,ქალების გულთამპყრობელს და ქალების რისხვას.მე შემეძლო მეთამაშა თქვენით და მეთქვა არა,არ გიცნობთ და არც ვიცი ვინ ხართ,მაგრამ ეს არ შემიძლია. -რატომ,რატომ ან რამ შეგაჩერა. -თუ ფიქრობ მე თქვენი ჯიბე მაინტერესებს,უნდა გითხრათ რომ არა,ფული არ მაინტერესებს,ისედაც მაქვს საკმარისად.თუ სწორად გამოვიცანი თქვენი ფიქრები,მაშინ დაივიწყეთ ყველაფერი და ეს ღამე არ ყოფილა.თუ ჩემთან მეგობრობა გინდათ გავრძელოთ,უნდა შეიცვალოთ. -როგორ უნდა შევიცვალო. -ნიღაბი რომელსაც ატარებთ,ჩამოიხსენით და თქვენი სახე უნიღბოდ დამანახეთ.ახლა კი დაგემშვიდობებით და წარმატებულ ღამეს გისურვებთ.ხატიამ წამოდგა და ზვიადიმ ის ხელის აწევით შეაჩერა. -ერთი წუთით,მე ჯერ არსად არ მივდივარ. -თქვენ არ მიდიხართ? თქვენ წახვალთ თუ არ წახვალთ ეს არ მაინტერესებს,მე კი არ ვაპირებ აქ დავჯდე და თქვენ გიყუროთ იმიტომ რომ ჯერ არ გეჩქარებათ წასვლა და ვფიქრობ,დღეს საკმარისია საუბარი პირველად გაცნობილ მამაკაცთან.ხატიამ დაემშვიდობა და წავიდა,ზვიადი კი ჩაფიქრებული დარჩა. -ღმერთო პირველად ვარ ასეთ მდგომარეობაში,ვინ არის ხატია დოლიძე.ვინ ხარ ხატია და ვინ გიბოძა ასეთი გარეგნობა ან ასეთი ჯადოსნური ღიმილი,მაგრამ მე არ მომხიბლა შენმა არც ღიმილმა და არც გარეგნობამ,მე შენმა პირდაპირობამ გამაოცა.ხატიამ დატოვა ბარი და ტელეფინზე დარეკა. -,,გამოვიდა და თევზი ბადეში მოხვდა''. -,,კარგია,ასე გააგრძელე ჯერ ადრეა ზეიმი''. -,,როგორც მიბრძანებთ,ბოს''. -,,ხატია ირონია არ გიხდება,თუ გინდა ერთ დღეს შენც წახვიდე მნიშვნელოვან დავალებაზე,ეს საქმე შენი შანსია''. -,,კარგი ლაერტი კარგი,როგორ იცი ყველაფრის ჩამწარება''. -,,სახლში წადი და მშვიდად დაიძინე''. -,,ტკბილი ძილი მამიკო''.გაბრაზდა ხატია და ტელეფონი გათიშა,სიბრაზისაგან კი სულ გამორთო და სახლში წავიდა. -რა მოგივიდა,სულ გაღიმებული დადიხრ თითქოს შენს ფიქრებში უღიმი ვიღაცას და ეს სულ რაღაც ორ-სამ დღეში მოხდა,არ გინდა დამელაპარაკო?უთხრა ზვიადის ნოდარიმ გაოცებულმა. -დაჯექი და მომისმინე.ის საოცარი ქალია და რამაც მე მომხიბლა მასში იცი რა არის? ის რეალობასთან არის ძალიან ახლოს,რომ წავიდა მეგონა ჩემი სული სხეულს გაეყარა და მე სულით ცარიელი დავრჩი გრძნობების გარეშე. -შენ ქალმა დაგატყვევა? ზვიადი დღეს ქალებს ფულიანი მამაკაცები იზიდავთ. -არა,ყველას ნუ გააიგივებ ერთმანეთთან,რადგან თურმე არსებობენ გამონაკლისები და ის ერთი გამონაკლისი მე გავიცანი ნოდარ. -დარწმუნებული ხარ,რომ მისი ნახვა ისევ გინდა? -როგორც გიჟი,მხოლოდ არ ვიცი სად ვნახო. -არ ვიცი რა გითხრა,სიტყვებს ვერ ვპოულობ რადგან პირველად გნახე ასეთ მდგომარეობაში. -ნუ ეცდები დამამშვიდო,მხოლოდ ჩემზე იფიქრე რომ ისევ ვნახო. -ხატია როგორ ხარ,როგორ მიდის ჩვენი გეგმა? -შესანიშნავად,მე ასე ვიტყოდი.ახლა დარწმუნებული ვარ ზის და მელოდება როდის დავურეკავ ან როდის გავუგზავნი შეტყობინებას. -რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? -დარწმუნებული ვარ,ბატონი ზვიადი რუხვაძე რომელიც ყოველთვის იმას ღებულობს რაც უნდა,ამჯერად ვერ მიიღო და სწორედ ესაა მას რომ აგიჟებს,მაგრამ მე არ გადავდგამ პირველ ნაბიჯს,ნაბიჯი მან უნდა გადმოდგას და მან უნდა მეძებოს. -ჰოდა დაელოდე,შენ არ დაურეკო. -რა თქმა უნდა არა,მინდა გაიაზროს ის რაც ვუთხარი. -ფიქრობ რომ ძებნას დაგიწყებს? -თუ გინდა ნიძლავი დავდოთ,ის ჩემს ძებნას დაიწყებს. -ხომ იცი,რომ მეც ეს მინდა. -წავალ ბართან და მანქანაში დაველოდები,დღეს ის იქ აუცილებლად მოვა და თუ მარტო მოვიდა,ჩვენი გეგმა წარმატებით მიიწევს წინ თევზი სამუდამოდ დატყვევებული მეყოლება. -კარგი,მხოლოდ შეცდომა არ დაუშვა,ამის უფლება არ გაქვს. -წავედი ლაერტი და შეგეხმიანები.ხატიამ ტელეფონი გათიშა და იმ ბარისკენ წავიდა სადაც პირველად ნახა რუხვაძე.მანქანა ისე დააყენა,რომ წინ თავად ყველაფერს უყურებდა.თითქმის ერთი საათის ლოდინის შემდეგ ზვიადი მართლაც მოვიდა და ტელეფონზე დარეკა. -ლაერტი რუხვაძე მოვიდა. -მოვიდა? მარტოა? არ დაგინახოს რომ უთვალთვალებ,ფრთხილად იყავი. -მოვიდა და მარტოა ახლა კი არა მარტო თევზი მყავს ხელთ,შემიძლია ვთქვა ჩიტიც კი გაება მახეში.დღეს გადაიხდის ყველაფრისთვის. -შენ არ გაბედო და მარტო არაფერი მოიმოქმედო ხატია.ხატიამ ჩაიცინა და ტელეფონი გათიშა,ზვიადიმ კი ბარში შევიდა და ორმაგი ვისკი მოითხოვა,თვალით კი ბარი მოათვალიერა რადგან ნაცნობ თვალებს ეელოდა დახვდებოდა,მაგრამ შეცდა ის თვალები იქ არ დახვდა. -მოვიდა ბიჭი,ალბად ერთი სული აქვს როდის მომეხვევა და წადილს აისრულებს.ოცნებობდა აქ მოსვლამდე,მოვიდოდა და ყურში ჩამჩურჩულებდა რომ ვუყვარვარ,მოვენატრე და დაგვიანებისთვის მისაყვედურებს და მე რას ვეტყვი? ვეტყვი რომ ცხოვრებისეულ სიძნელეებს ვერ გაუძლო ჩვენმა ,,გულწრფელმა'' გრძნობამ და ჩვენი შეხვედრა ცხოვრების მახე იყო,რომელშიც ორივე გავებით.ხატია ფიქრობდა და ვიღაცამ მანქანის მინაზე მიუკაკუნა.შეშინებულმა შეხედა მოულოდნელ სტუმარს და გაოცებულმა უთხრა. -აქ რა გინდა,აქ რას აკეთებ.ხომ იცი რომ ერთად არ უნდა დაგვინახოს,ეს სარისკოა. -შენ რაზე ფიქრობ,შემეშინდა სისულელე არ ჩაგედინა და წამოვედი. -ვფიქრობ,მახე რომელიც ჩემს ოჯახს დაუგეს რამოდენიმე წლის წინ,დამნაშავე დღემდე თავისუფალია,მხოლოდ არავინმა იცის მე როგორ დავზარალდი იმ ღამით და როგორ გავნადგურდი. -დამშვიდდი,ხატია სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ისე ვიმოქმედოთ. -ლაერტი ადამიანის უდიდესი დანაშაული იცი რა არის? -ვიცი,ნდობა და იმ ნდობის დაკარგვა. -მართალი ხარ,მაგრამ არის კიდევ ერთი მწარე გრძნობა,რომელსაც ,,სიყვარუილი'; ჰქვია. -სიყვარული? -სიყვარული რომელიც გარედან ლამაზია და გთხოვს შენს გულში შეუშვა,მაგრამ როცა უარს ამბობ ის ელოდება შენს არასწორად გადადგმულ ნაბიჯს და იქ დაგარტყამს,სადაც არ ელოდები. -ხატია შეგიძლია მითხრა და გამენდო,რატომ ვერ იტან ასე ძალიან რუხვაძეს? -მე მან მატკინა,ძალიან მატკინა ლაერტი. -მინდა გავიგო რა დაგიშავა,რომ მეც ეს ზიზღი მქონდეს მის მიმართ როგორც შენ. -სულში ჩამაფურთხა,ძირს დამცა და შემდეგ ზემოდან გადამიარა. -არ ამბობ და გულს არ ინთავისუფლებ იმ ტკივილისგან,რაც ასე ძალიან გტკივა,მაგრამ მე მოვითხოვ რომ მითხრა და მინდა ვიცოდე,ხატია რატომ ამოდენა ზიზღი რუხვაძის მიმართ. -18 წლის ვიყავი მამაჩემთან სახლში რომ მოვიდა მაღალი,შავგვრემანი და ძალიან სიმპატიური მამაკაცი.დედამ ისე მიიღო ის როგორც მამას უფროსი და საოცარი მაგიდა გაშალა სტუმარი მიიპატიჟა და მოგვიანებით კიდევ ორი შემოუერთდა მათ.გვიანი ღამე იყო რომ წავიდნენ,მაგრამ მე არ მეძინა,გულში ჩამივარდა ეს მამაკაცი და შორიდან ჩემს ოცნებებში ვეტრფოდი.მოგვიანებით გაიგე,რომ მამაჩემი ამ მამაკაცის მარჯვენა ხელი ყოფილა.არაფერს არ გვაკლებდა,ყველაფერი გვქონდა და ორი წლის შემდეგ გავიგე,რომ ყველა ის ბედნიერი ღიმილი,სიხარული თუ სიყვარული რაც ჩვენს ოჯახში იყო სისხლიანი ფულით ყოფილა ნაყიდი და გვიან გავაცნობიერე რამდენი დედის,რამდენი ობლად დარჩენილი შვილების ცრემლი ერია ჩვენს ბედნიერებაში.ერთ საღამოს მამას ვეჩხუბე და ის სახლიდან წავიდა,არ დაბრუნდა იმ ღამეს მე კი დილამდე ველოდე.მაშინ უვე 19 წლის ვიყავი,სტუდენტო 16 წლის ტყუპი და-ძმა მყავდა. -გყავდა და აღარ გყავს? -არა,აღარ მყავს და,და ჩემი ძმა იმ ღამის შემდეგ აღარ საუბრობს. -დაიცალე ხატია და გთხოვ,რომ ყველაფერი მითხრა. -სამ სართულიან სახლში,მაღლა სხვენში იყო ჩემი ოთახი.როგორც მე მინდოდა ისე გამიკეთა მამამ,გარშემო სულ მინებში იყო და ვტკბებოდი დილით ფარდებს რომ გადავწევდი და მზის სხივები მომეფრქვეოდა,მეგონა ყოველ დილით ზღაპარში ვიღვიძებდი.მამა არ მოვიდა,უკვე თენდებოდა ხმაური რომ გავიგონე, ვიფიქრე მამა მოვიდა მთვრალი და არ ჩავერევი,დედა მიხედავსთქო რადგან ბოლო პერიოდი სულ ცუდ ხასიათზე იყო და სულ კამათობდა,უმიზეზოდაც კი გვეჩხუბებოდა,ამიტომ არ ვიცოდი როგორ ხასიაღზე იქნებოდა და თავი ავარიდე,მიკვირდა კიდეც მისი ასეთი უცნაური ქცევები.შაბათი დღე თენდებოდა და დაწოლასაც არ ვჩქარობდი,რადგან ვიფიქრე, დილით ადრე არ ვიქნები წასასვლელი და გემრიელად გამოვიძინებ-მეთქი,ხმაური ჯერ უფრო გაძლიერდა და შემდეგ მიწყნარდა.მეც ჩამეძინა,უეცრად ძილში ვიგრძენი ჩემს გვერდით საწოლი დაიწია და ვიღაც შემომიწვა,შემეშინდა და ადგომას შევეცადე,მაგრამ ვერა,ადგომა ვეღარ შევძელი რადგან მისი ხელები სარტყელივით შემომეხვია და წასვლის ნება არ მომცა,ყურში კი საზიზღრად ჩამსისინა. -ყველა იმას ღებულობს,რასაც იმსახურებს ვინც ზვიადი რუხვაძეს უღალატებს. -შეხედე რომ ის იყო,აღიდგონე სახე? -არა,ის რაც მითხრა,ჩემთვის საკმარისი იყო.იმ დღიდან დღემდე 5 წელი გავიდა და ამ წუთების მოლოდინში ვარ,რომ შური ვიძიო,არც შენ არ გაქვს უფლება შემაჩერო. -დაწყნარდი,შენები? თქვი რომ და-ძმა გყავდა. -როცა ყველაფერი დასრულდა და მიიღო ის რაც უნდოდა წავიდა,მე კი ნაწამები სხეულით ავდექი.კიბეებზე ნელა-ნელა ჩავედი და სულ დამავიწყდა ჩემი მდგომარეობა,მე გაოცებული დავცქეროდი სისხლის გუბეში მწოლიარე დედაჩემის სხეულს,გვერდით კი ჩემი დის შიშველი სხეული ეგდო,ნაწამები დაღეჭილი და დალურჯებული.ჩემი ძმა ვერ შევნიშნე.ახლოს მივედი დედასთან და აკანკალებული ხელით შევეხე,ის აღარ სუნთქავდა,მაგრამ მისივე მკერდში მალავდა ჩემს ძმას,რომელმაც შეშინებულმა შემხედა და რომ დამინახა სიხარულისგან ტირილი დაიწყო.5 წელი,ლაერტი 5 წელი ჩემს ძმას არ დაულაპარაკებია,მისი ხმა არ გამიგონია.ის ახლა 21 წლის არის და ჩემს გამო რომ არა,მის გამო უნდა გავაკეთო ეს. -ისინი,ვინც თქვენს სახლში შემოვიდა? -მოვიდა პოლიცია,ყველაფერი დაათვალიერეს და ჩაიწერეს,მაგრამ....................... -მაგრამ დამნაშავე დღემდე თავისუფალია. -დიახ ასეა,დამნაშავე დღემდე თავისუფალია. -ხატია მე გპირდები,ლაერტი ქობალია რომ ყველა პასუხს აგებს შენი ამ უზარმაზარი ტკივილისთვის. -მნიშვნელოვანი არ მითქვამს. -გისმენ,მინდა რომ ბოლომდე დაიცალო. -შვილი მყავს,4 წლის გოგონა და მას ანასტასია ჰქვია. -იმ ღამიდან? -დიახ,იმ ღამიდან.ვისაც ეჭვი შეეპარება,მე წინააღმდეგი არ ვარ დნმ-ის ანალიზი გაკეთდეს და დარწმუნდებიან,მე კი აქ მაქვს ამ ანალიზის პასუხი. -ვიფიქრე,ვინმემ მისი სახელი და გვარი გამოიყენა,მაგრამ რადგან ეს ანალიზიც მის მამობას ამტკიცებს,ესე იგი მართლა თავად იყო. -ის იყო და მინდა დაიტანჯოს,მინდა ჩემი თვალით ვხედავდე მის ტანჯვას.შენ სამხილებს აგროვებ და ჩემს ოჯახში მომხდარი იმ ღამის ტრაგედიის სამხილები მე მაქვს და მე მოგცემ. -როგორ,საიდან გაქვს სამხილები. -სახლში,შემოსასვლელში ვიდეო კამერები გვქონდა და მე შევინახე ის ჩანაწერები. -ეს მთავარი სამხილები, მაშინ გამოძიებას არ ამოუღია? -აზრი არ ჰქონდა,ამ სამხილების გამოჩენას რადგან მივხვდი პოლიცია მას მოსყიდული ჰყავდა და როცა შევხედე გამოძიება სწორად არ მიმდინარეობდა,რა მიხვედრა მას უნდოდა,რომ მას ვიღაც ბობოლა ძია ჰყავდა იქ მაღლა და ყველაფერს თავიდან აიცილებდა. -ბოღმით ხარ სავსე,მართალია შენ ცუდად მოგექცნენ,მაგრამ მე მომანდე ის და კანონი დასჯის მას. -კარგი,გენდობი და შენთვის მომინდვია.უთხრა ხატიამ და ლაერტი დამშვიდებული წავიდა,ნიკამ კი მისი გამოცდილებით და გონებით მიაგნო მათ,ვინც იმ ღამით ცემა და სასტიკად გაუსწორდა ორ მამაკაცს,რომლებიც გაოცებულები უცქერდნენ ნიკას. -რაო ბიჭებო,მოჩვენება დაინახეთ? მაშ ასე,სახლი ალყაშია,დასხედით და თქვენთვის უკეთესია თუ მეტყვით ვისი დავალებით მოქმედებდით,ვინ გასცა ჩემი მოკვლის ბრძანება და ვინ გადაგიხადათ. -ყველაფერს გეტყვით,მხოლოდ არ დაგვიშავო არაფერი.თქვა ერთმა. -თქვი ვინ დაგავალათ. -რუხვაძემ.რუხვაძის დავალებით ვმოქმედებდით. -რამდენი გადაგიხადეს და ფული სად არის. -იქ არის,ხელი არ გვიხლია.ნიკამ გარდერობიდან საკმაოდ მოზრდილი ჩანთა ნახა ფულით სავსე,ორივე ფეხებში დაჭრა და შემდეგ კომისარს დაურეკა. -ზაზა მე ვარ,მისამართს მოგწერ და მოდით მხოლოდ ლაშა და ლაერტი წამოიყვანე. -სად ხარ,მარტო სად წადი ნიკა.ნიკამ გაუთიშა ზაზას და მისამართი მიწერა,სულ მალე მოვიდა ზაზა თან ლაშა და ლაერტი ახლდა. -სანამ საყვედურს იტყვი,გეტყვი რომ ვიპოვე ისინი ვინც მე მცემა და გავიგე ვისი დავალებით მუშაობდნენ.აქ ფულია და ეს გამოძიებას დაურთეთ.გაბრაზდა ზაზა და უნდოდა ნიკა თავადაც ეცემა. -რატომ წამოდი მარტო,რატომ მოქმედებ მარტო როცა საქმე შენს სიცოცხლეს ეხება ნიკა. -ნუ ყვირი,ეს ფული აიღე და იმ ოჯახებს მოახმარე ვინც ამათ ხელიდან დაიხოცნენ,ზოგი ახალგაზრდა ქვრივია,ზოგი კი ობლები,დამიჯერე ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.ეს ფული არსად არ ჩანს,მე კი აქ ვარ სახეზე დაზარალებული. -ისევ სხვებზე ფიქრობ და არა შენს თავზე.რომ ვერ მორეოდი მათ,რა მოხდებოდა. -რა მოხდებოდა და ვერ გაიაზრა ის რომ ისევ საავადმყოფოში ამოყოფდა თავს,მაგრამ ეს დარტყმული თავი ამდენს აიტანდა თუ არა ის არ უფიქრია უაზროს,ჩემთვის მაინც გეთქვა სად მოდიოდი მარტო რომ მოდიოდი.ლაშა გაუბრაზდა ნიკას. -დაბადებიდან დარტყმულია და იცის რომ არაფერი დაემართება.ვერ მშვიდდებოდა ზაზა. -დამშვიდდით,ყველაფერი კარგად დავგეგმე და ისე ვიმოქმედე.შენ რატომ არაფერს ამბობ,რატომ ხარ ჩუმად.მიუბრუნდა ნიკა ლაერტის. -სიტყვა აღარ დარჩა ლექსიკონში შენ რომ გიწოდო და იმიტომ ვარ ჩუმად.ნიკას გაეცინა და ზაზამ გაბრაზებულმა შეხედა. -წადი,წადი რომ გხედავ ნიკა შენი შეხედვაც კი ნერვებს მიშლის. -კარგიიიიიიი,მივდივარ და დღეს დავისვენებ.ღიმილით შეხედა ნიკამ ზაზას და თვალი ჩაუკრა,რომელმაც გაბრაზებული თვალი გააყოლა მიმავალ ნიკას,ნიკაწავიდა და მთელი გზა სახლში მისვლამდე ზაზას სახეზე იცინოდა.მხიარული სახით შეაღო სახლის კარი და შეხედა თუ არა იზაბელას თქვა. -დედა,მშია. -რა ადრე მოდი შვილო,მალე იქნება მზად შენი საყვარელი ტოლმა მოვამზადე დღეს. -მმმმმმმ,კარგია.მალიბუ სად არის,ჯერ არ მოსულა? -მოვიდა და მაღლაა,მგონი წევს. -წევს? რატომ,ავად არის? ] -ხასიათზე არ იყო,არ ვიცი რა სჭირს.ნიკამ ქურთუკი გაიხადა და მალიბუსთან ავიდა,ფრთხილად შეაღო კარი და შეხედა მალიბუ თმებს იმშრალებდა. -ოჰოოო,მოხვედი მშვიდობის დამცველო? -მოვედი,როგორ ხარ. -მე მშვენივრად,შენ? -მეც მშვენივრად ვარ. -რა გიხარია ასე ძალიან,ცოცხალი რომ ხარ? -დავიჭირე ისინი ვინც მე მცემა. -მართლა? კარგია,ვისგან იყვნენ ან ვინ იყვნენ. -არ ვიცი ვისგან იყვნენ,მაგრამ ვინც მათ საქმე მისცა კარგად გადაუხადა. -ღმერთო რა საშინელებაა. -უამრავი ფული გადაიხადეს ჩემს გაჩუმებაში,მაგრამ იმედები გაუცრუვდათ, მე აქ ვარ ცოცხალი და ჯამრთელი.ზვიადი იჯდა და ელოდა როდის შემოაღებდა ხატია ბარის კარს,ხატია კი გარეთ ელოდა მანქანით და უთვალთვალებდა.ერთი საათის ლოდინის შემდეგ ზვიადიმ გადაიხადა ფული და მოწყენილი გავიდა ბარიდან,მოულოდნელად მის წინ კი ხატია გაჩნდა. -დაგაგვიანდა.ხატიამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -მე არ მითხოვია დამელოდეთქო და როგორც მახსოვს არც დროზე შევთანხმებულვართ.მკაცრი იყო ხატიას ხმა. -მგონია რომ თავს მაჩვენებ,რომ არ გაინტერესებ საერთოდ თუ მეჩვენება და ვცდები,რომ გამირბიხარ. -გეჩვენება და გამატარე. -დამშვიდდი პატარა ქალბატონო,ჩემთან სიმკაცრე არ გაგივა. -ვიცი და მინდა გავიგო რას მიზამ, მომკლავ? ზვიადის ფერი წაუვიდა და ხატიასკენ გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა გაშეშებული. -რა თქვი? ვინ ხარ და რატომ გამოჩნდი. -იქნებ ასეა საჭირო ან დრო მოვიდა ჩემი გამოჩენის. -რისთვის არის საჭირო ან ვისთვის. -შენთვის,მხოლოდ შენთვის. -არა,ვერ შემაშინებ და ვერც უარს მეტყვი ჩემთან წამოსვლაზე. ზვიადიმ ხელი წაავლო ხატიას და მის ტუჩებს დაეპატრონა,მაგრამ ხატიამ ხელი კრა გაბრაზებულმა შეხედა და გაშლილი ხელის ხუთი თითი წითლად დააჩნდა ზვიადის მარჯვენა ლოყას. -რას აკეთებ,იცი რომ გულს მირებს მოძალადე მამაკაცები? გაბრაზებულმა შეხედა და ფეხი ამოარტყა,ზვიადიმ დაიღმუვლა და ცალ ფეხზე დაიჩოქა,ხატიამ კი სჩქაროდ გაეცალა,მანქანა აამუშავა და წავიდა. -ვერ წახვალ,ვერ გამექცევი და ასე ვერ დამტოვებ,იცოდე მაინც გიპოვი და გაგანადგურებ. -ეს ჯერ დასაწყისია ბატონო ზვიადი.თქვა ხატიამ და ღამის სიბნელეში ჩაიკარგა.კომისარმა თავის კაბინეტში შუქი ჩააქრო და კარები გამოიკეტა,მაგრამ შეაჩერა ლაერტის ოთხიდან გამოსულმა შუქმა და კარი შეაღო. -ლაერტი კიდევ აქ ხარ,არ წასულხარ? -კომისარო მე წასული მეგონეთ და აღარ შემოვედი თქვენთან,მობრძანდით.ზაზამ დაღლილი დაჯდა და ლაერტის შეხედა. -გისმენ ლაერტი.ლაერიმ კომისარს ყველაფერი უამბო ზვიადის და ხატიას შესახებ,ასევე ხატიას ისტორიაც უთხრა და ზაზა გაოცებული უსმენდა. -როდის მოხდა მკვლელობა იცი? -5 წელი არის გასული კომისარო. -4 წელია რაც მე აქ ვმუშაობ,ესე იგი ჩემამდე მომხდარა და არანაირი საქმე არ დევს არქივში,არც გამოძიებულში და არც დაუსრულებელ საქმეებში. -ეს იმიტომ,რომ აქ ჰყავდა მყარი კედელი და ხელს აფარებდა მის ყველა დანაშაულს,და ეს იცით როგორც ხდება. -ვიცი,ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ.კარგია,კარგად მიყვები და მომწონს შენი მუშაობა. -არის კიდევ რაღაც,რაც მინდა იცოდეთ. -კიდე რა ამოჩხრიკე,რაც მე არ ვიცი. -ბიბილურის საქმეზე მინდა გითხრათ. -გაიგე რამე ამ საქმეზე? -კომისარო,ინდირა ვერულაშვილი რომელიც უვადო პატიმრობით დააკავეს და ის ცნობილი იყო საკუთარი მეუღლის,დავით ბიბილურის და ერთადერთი ქალიშვილის მკვლელობაში,ის გარდაიცვალა სასჯელის გამოტანიდან რამოდენიმე თვეში. -როგორ გარდაიცვალა,რა არის მისი გარდაცვალების მიზეზი. -მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი კამერაში და მასთან ერთად დაიწვა სხვებიც,მაგრამ უნდა გითხრა,რომ მე ეს ყველაფერი არ მჯერა. -არც მე მჯერა,გააგრძელე შენი ვერსიით და ინტუნიციით მუშაობა. -ვფიქრობ,ეს ყველაფერი ჩაწყობილია კომისარო. -რა თქმა უნდა ჩაწყობილია და ამ გეგმას ხელს აფარებს ძალიან დიდ თანამდებობაზე მყოფი პირი.შენ რას ფიქრობ ლაერტი.ფიქრობ ინდირა ვერულაშვილის სხეული სხვა იყო და ის დღე ცოცხალია? -კომისარო სწორედ ეს იყო გეგმის მთავარი ხერხემალი,გაგანთავისულკებ და შენ ჩუმად იქნები.რა გამოდის? თავისუფლების სანაცვოდ ინდირასგან სიჩუმე მოითხოვეს. -ყველაფერი სწორად გათვალე. -ფოტოები ვნახე და ძალიან მიმზიდველი ქალია ინდირა. -ჯერ კიდევ არის კვანძები გასახსნელი ამ საიდუმლოში და წინ დიდი საქმე გაქვს,ამ საქმის გახსნით ლაერტი დიდ წარმატებას მიაღწევ,ძალიან დიდს. -რა თქმა უნდა ვიბრძვი წარმატებისთვის,მაგრამ მე უფრო სიმართლის დასამტკიცებლად ვიბრძვი კომისარო და მჯერა,სიმართლე ბოლოს ჩვენს ხელში იქნება.სინდისიც მშვიდად გვექნება,როცა ყველაფერი გაირკვევა,გამჟღანდება და 22 წლოს დამალული სიმართლე საშკარაოზე გამოვა,ნამდვილი დამნაშავე კი სასჯელს მოიხდის. ზოგჯერ ერთი წამი,მთელ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის და თავდაყირა აყენებს მოვლენებს.შემდეგ კი უფალს ვთხოვთ ჩვენივე არეული ცხოვრების დალაგებას,ადამიანი რომელიც არასოდეს არ უშინდება არავის და არაფერს,ახლა გაოგნებული დგას სახეწაშლილი და ვერ გარკვეულიყო რა მოხდა,მაგრამ იმ ერთმა ზარმა მისი ცხოვრება გაანადგურა,გონება დაკარგა და როცა გონს მოვიდა მხედველობა ჯერ კიდევ დაბინდული ჰქონდა,მაგრამ გაგას ხმა გაიგონა და იმედი მოეცა. -აქ ვარ შენს გვერდით,რა მოხდა ზვიად ნუ მაშინებ.ზვიადი კი ვერაფერს ვერ გრძნობდა,ესმოდა გაგას ყვირილი,ღრიალი მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.როგორც იქნა ძალა მოიკრიბა გაგას შეხედა და შეეცადა ფეხზე წამომდგარიყო,გაგამ კი მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -გონდაკარგული გიპოვე შენს კაბინეტში და არ ადგე, დაბალი წნევა გაქვს. -ეს,ეს,ეს შეუძლებელია.გაგა გეფიცები არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი.უთხრა გაგას სუსტი ხმით. -ჯერ დამშვიდდი და მერე მითხარი რა დაგემართა,როცა დამშვიდდები. -დავმშვიდდე? როგორ დავმშვიდდე გაგა ამ წუთში ბანკიდან დამირეკეს ჩემი ანგარიშზე ფული აღარ დევს,ანგარიში განულებულია. -როგორ თუ განულებული,ეს როგორ უნდა მომხდარიყო. -არ ვიცი,არაფერი არ ვიცი და ვერც ვხდები ეს როგორ მოხდა. -ზვიადი ეს არ იყო შენი საკუთარი თანხა,ეს კომპანის თანხა იყო რაზედაც ყველა აქციონერს მიგვიწვდებოდა ხელი.შენ კომპანიის ანგარიშით სარგებლობდი და გინდა მითხრა კომპანიის ანგარიში არის განულებული? ხვდები საერთოდ რას ამბობ? იქნებ ვერ გაიგე კარგად რა გითხრეს. -გაგა არ გესმის? ფულმა თითქოს ფრთები გამოისხა და გაფრინდა,ანგარიშზრე არაფერი აღარ არის. -ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა,ვის შეეძლო შესულიყო შენს ანგრიშში და გაეტანა მთელი თანხა.ზვიადი ვინ გაამწარე ასე ძალიან,რომ შენმა წინდაუხედავმა საქციელმა ჩვენ ყველა გაგვანადგურა. თავისუფლება, რაც უფრო მცირდება მით უფრო მცირდება ცხოვრების აზრის პოვნის და შექმნის შანსიც,თუმცა საინტერესოა,რომ თავისუფლება არის ის რისი სრული წართმევაც შეუძლებელია.სანამ არსებობს პიროვნება,განსჯის უნარით და საკუთარი პერსპექტივით რეალობაზე, არსებობს მისი თავისუფლებაც, და ეს არის ის, რაც არის შეუმცირებადი მოცემულობაა ადამიანად ყოფნაში,ანუ თავისუფლება არის თანდაყოლილი ბიოლოგიური მოცემულობა, რომლის ადამიანისთვის სრული წართმევა იდეაში მის მოკვლას ან მისთვის განსჯის უნარის წართმევას გულისხმობს.ზვიადისათვის თავისუფლება მის ცხოვრებას მეტ აზრს და პოზიტიურ გამოცდილებას სძენს,მისთვის თავისუფლების წართმევის მცდელობა აქამდე ამაო ეგონა,რადგან მას ვერ ეწინააღმდეგება ვერავინ ვერასდროს და არის მიმართული ცხოვრების დინების წინააღმდეგ,მაგრამ დღეს ის ცარიელი ჯიბით დარჩა,რომელიც უზარმაზარი მარცხია მის ცხოვრებაში. -გისმენ საყვარელო,უკვე გზაში ვარ და სულ მალე გნახავ. -ხატია რაც შეიძლება სულ მალე უნდა მოხვიდე შვილო. -თინა დეიდა ნახევარ საათში სახლში ვიქნები,რა მოხდა ანერვიულებული ხარ. -ანასტასიას მაღალი სიცხე აქვს და ექიმი გვჭირდება. -დაუძახე ექიმს,სასწრაფოდ ნახოს ბავშვი და მეც მოვალ. -კარგი საყვარელო,ახლავეს დაურეკავ. -ფიქრის დრო არაა თინა დეიდა და ახლავე დაურეკე, შესაძლებელია დოზის გაზრდაა საჭირო. -ძვირია შვილო წამლები -ფული არის,არ ინერვიულო და ექიმს დაურეკე. -რა მოხდა,რა მოგივიდათ,რა გაყვირებთ თქვენი ხმა ყველას ესმის.რა ფულზეა საუბარი,კომპანიის ფულზე? ია გაბრაზებული ხან გაგას უცქერდა და ხან ზვიადის. -ფული გაქრა,ია ფული აღარ არის ანგარიშზე -როგორ თუ არ არის და თუ არ არის,შენ ვერ ხვდები პასუხი ვის უნდა მოსთხოვო და სად უნდა ეძებო დამნაშავე? -არ ვიცი,არ ვიცი ძებნა საიდან დავიწყო. -მე ვისი ძებნა საიდან უნდა დაიწყო და სად უნდა ეძებო შენი ფული.შეხედა გაგას გაბრაზებულმა. -სად უნმდა ვეძებო,მიმანიშნე და გამიკვლიე გზა. -შორს არ არის საჭირო წასვლა და ნურც ფიქრით დაიღლი გონებას,აგერ გყავს დამნაშავე შენი ძმა. -რას ამბობ,ვერ მხედავ როგორი განადგურებული ვარ? ფეხზე წამოხტა ზვიადი და იას შეხედა. -რას ვამბობ? ვერ გაიგონე რა ვთქვი თუ გინდა მისაყვედურო ეს რა ვთქვი შენზე.დიახ, ვთქვი ის რაც სიმართლეა და სულ არ მაინტერესებს თუ არ მოგესმა კარგად ჩემი ნათქვამი.ნუთუ დავიჯერო,რომ ვერ ხვდები ამ ყველაფერს შენი რომელიმე საყვარელი რომ გააკეთებდა? არც ისაა გამორიცხული,რომ ვიღაც გაამწარე და გაგას დაუკითხავად ისევ ბინძური საქმე გააკეთე და თავის გადასარჩენად,შენი ბინძური სახელის დასაფარად კომპანიის ფული გამოიყენე,მაგრამ გაფრთხილებ,ამ კომპანიაში 5000-მდე დასაქმებული მუშა მუშაობს,შენს გამო რომ ერთი მათგანი უმუშევარი დარჩეს მე თავად ვიზრუნებ შენს განადგურებაზე. -ია დაწყნარდი და გაიაზრე რას ამბობ.ვიცი ზვიადიმ ბევრი შეცდომა დაუშვა,მაგრამ არ ფიქრობ რომ შენი ეს ბრალდება საკმაოდ მძიმე ბრალდებაა ჯერ ჩემთვის და შემდეგ მისთვის? იამ გაბრაზებულმა მიუბრუნდა გაგას და უთხრა. -არასოდეს ჩავრეულვარ კომპანიის საქმეებში,მე მაქვს ჩემი საქმე და მაკმაყოფილებს ის,მაგრამ ჩემმა მშობლებმა მათი წლები აქ ჩადეს,ამ კედლებში.მათ შემდეგ ინდირა და დავითი განაგებდა ყველაფერს და კითხვა არ მჭირდებოდა თუ როგორ მიდიოდა საქმე და როგორი გვქონდა ეკონომიური მდგომარეობა.დავითის შემდეგ ხელმძღვანელობა ხელთ აიღე,მოგანდე ყველაფერი მაგრამ ვხედავ თქვენ ორმა გაასწორეთ მიწასთან ყველაფერი,ალბად ეს იყო თქვენი მიზანიც.არც დამეკითხე ისე უწილადე აქციები შენს ძმას და დირექტორის სკამზეც წამოაჯინე,არც ამაზე გითხარი არაფერი რადგან მეგონა რასაც აკეთებდი ეს კარგად გქონდა გააზრებული,დღეს კი მესმის რომ ფულიც გაქრა.ამ ზომამდეც მივედით რომ ერთმანეთს ფულს ვპარავთ,ყოჩაღ ასე გააგრძელეთ. -ია რას ამბობ,მთელი ჩემი ახალგაზრდობა აქ ვმუშაობ და ეს კომპანია ჩემთვის მეორე სახლია.22 წელია რაც მმართველი ვარ ამ საქმის და ვფიქრობ ჩემი ერთგულება შენთვის არა ერთხელ დამიმტკიცებია.ახლა გთხოვ დაწყნარდი და შევეცდები ყველაფერი გავარკვიო. -უნდა გაარკვიო,ერთ კვირას გაძლევთ დროს,მხოლოდ ერთ კვირას.არ გაარკვევ,არ გაიგებ სად წავიდა ფული ასე უმისამართოდ ან ვის შეეძლო ეს გაეკეთებია,მე და შენ ერთ კვირაში სერიოზულსად დავილაპარაკებთ გაგა. -ია მომისმინე. -შენ მომისმინე,აზრს არ შევიცვლი და ეს ჩემი სიტყვები მიიღე გასაფრთხილებლად.გაგა მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში,იქვე მდგარმა ნოდარი რომელიც აქამდე ჩაფიქრებული იჯდა,თავი ასწია და ზვიადის შეხედა. -დაფიქრდი,კარგად დაფიქრდი ვის შეეძლო ეს გაეკეთებია. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი.თქვა ზვიადიმ და ჩაფიქრდა,შემდეგ კი თვალები დახუჭა და თქვა. -შეუძლებელია. -რა არის შეუძლებელი. -არაფერი,რაღაც აზრმა გამიელვა თავში. -არ ვიცი რა აზრები გაწუხებს,მაგტრამ მე დანამდვილებით მინდა გითხრა,რომ ვიღაც ტრიალებს ჩვენს გარშემო. -ვინ,ნოდარ ვინ. -ის ვისაც ჩვენი კომპანიისათვის ცუდი უნდა. -ხატია სად ხარ. -ლაერტი ვერ გნახავ დღეს,სახლში მივდივარ. -კარგი,ხომ მშვიდობაა. -ბავშვს მაღალი სიცხე აქვს და ექიმს მინდა მივუსწრო. -კარგი,მიხედე ბავშვს და რომ მოიცლი შემეხმიანე აუცილებლად. -ყველაფერი ისეა შენ რომ გაგახარებს,მაგრამ რამდენიმე დღე ვერ გამოვჩნდები. -კარგი,კარგი ბავშვს მიხედე,მე შეგეხმიანები ტელეფონით. -საშიში არ არის? -არა,თუ ეჭვი შეეპარება და შეეცდება შენს ნომერს მოუსმინოს,ამას ვერ შეძლებს. -რატომ? ის ხომ ყოვლის შემძლე რუხვაძე არის. -ჯერ არ აქვს უფლება და შემდეგ იქ ძალიან კარგი ნაცნობი მყავს,ყველაფერს შლის.ჩვენს საუბარს ვგულისხმობ. -ეს ნომერი რომ არავინ არ იცის,მხოლოდ ჩვენ ვიცით მე და შენ. -კი მაგრამ,ყოველ შემთხვევაში სიფრთხილე ჯობია.ხატია დღეს თუ ვერ მოახერხო,ხვალ აუცილებლად უნდა შეხვდე ზვიადის რომ ეჭვი შენზე არ აიღოს -ვიცი ლაერტი ის არ დანებდება,მაგრამ დარწმუნებული ვარ კვალს ვერ დაადგება,ვერასოდეს ვერ გაიგებს სად და როგორ წავიდა მისი ფული,სად გაფრინდა ან ვინ შეუწყო ხელი მათ გაქრობას.მეც რომ დავფიწრდი,არ შეიძლება ასე აუხსნელად გავქრე,დღესვე შევხვდები და ბოდიშს მოვუხდი. -ბოდიშს? რატომ უხდი ბოდიშს.შეეკითხა გაოცებულმა ლაერტიმ. -ვეტყვი რომ მე სხვა სამყაროს ვეკუთნი ის სხვას და ასე ჩამოვიშორებ. -კარგი,მაგრამ არ უნდა აღელდე და მშვიდად უნდა იყო. -ყველაფერი კარგად იქნება,დიდი სურვილი მაქვს ის სიმშვიდე,რომელიც 5 წლის წინ დავკარგე უნდა დავიბრუნო,მინდა ის გულიანი სიცილი დავიბრუნო ჩემი ყელიდან რომ ამოდიოდა და ყველას ჩემს ირგვლივ გულიანად რომ აცინებდა,ისე რომ არც კითხულობდნენ რა იყო ამ სიცილის მიზეზი. გრძნობების არ დამალვა მინდა,გართობა მინდა.მე ეს ყველაფერი დავკარგე ლაერტი და ჩემი ცხოვრება ძალიან გართულდა.მაგრამ დარწმუნებული ვარ ის რაც ჩემია,უჩემოდ ვერ გაძლებს და ახლა,როცა არა ამქვეყნიური სიმშვიდით რომ გესაუბრები,გპირდები ერთ დღეს ჩემში ყველა დაცარიელებული გრძნობით დავდგები შენს წინაშე,ახლა მხოლოდ შენი დახმარებით მინდა გავიკვლიო გზა რომ ჩემი დაკარგული ყველაფერი დავიბრუნო და თავისუფლების სუნით დავტკბე.შენ,ლაერტი შენ უნდა გამიშალო ის დაკეცილი ფრთები,რომ ავფრინდე და ძირს დაშვებისას მიწაზე მყარად დავდგე,მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ და მადლობა საერთოდ რომ არსებობ მეგობარო. -ხატია.......................... -არაფერი არ მითხრა,მე შენ ბოლომდე გენდობი. -ყველაფერს როგორც დასაწყისი დასასრულიც აქვს და ნუ გაიხლართები შენი ფიქრების ვაკუუმში ისე როგორც ობობა ქსელში,გამოსავალი ყველაფრისგან არსებობს.მართალია ჩვენ ადამიანები ცხოვრებაში ძალიან ბევრ უსამართლობას და ტკივილს ვეჯახებით,მაგრამ მე მჯერა ვინც ტკივილი მოგაყენა და საერთოდ ვინც ტკივილს აყენებს სხვას ისინი ძალიან იაფ-ფასიანი სულის და სხეულის მატარებლები არიან,რომლებიც ძვირად ღირებული ტანისამოსით იმოსებიან. ხატია დაიმახსოვრე,დღეს თუ არა ხვალ ვერავინ ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას და ყველა აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის,ეს გარდაუვალია. -მართალი ხარ,ამიტომ უნდა იყო ადამიანი უბრალო და გულით ღირსეული,ვიდრე უგულო და ძვირადღირებული.შეხვედრამდე ლაერტი. -შეხვედრამდე ხატია.ხატიამ გათიშა ტელეფონი და თავისთვის ჩაილაპარაკა. -ცხოვრების მუდმივი და დეპრესიული პაციენტი გავხდი.ხელები საჭეს შემოაჭდო და თავი ზედ დაადო სისუსტემ სძლია,გაახსენდა წარსული წლები და ცრემლი წამოუვიდა.დასევდიანდა,აყვა გრძნობებს რომელიც ტკივილით და სევდით იყო სავსე. -არა,არა,არა არ ვიტირებ,დროა ცრემლი შევიშრო და ღიმილი რომელიც დავკარგე დავიბრუნო.გაგანადგურებ,ზვიად რუხვაძე შენც გაგანადგურებ და ყველას მას ვინც მე ასე სასტიკად მომექცა.დროა გულმა გულიდან წამოსული სიხარული შეიგრძნოს,უნდა გავდევნო სულიდან ის ტკივილი რომელიც აქ ბატონობს.რაც ყველაზე ცუდია, მინდა ძირს დაცემუული გნახო,მაგრამ გული უმართავია და როცა შენთან ახლოს ვარ ვიყინები.მინდა დაგივიწყო და თან მინდა მახსოვდე,მიყვარდე და თან მძულდე.ხან მინდა ზღვა გადავცურო და გავექცე რეალობასაც და მოგონებებსაც,რომელიც ჩემში დიდ ტკივილად არის აზვირთებული ის არც წინ მიშვებს და არც უკან დახევა შემიძლია.დაწყნარდი გულო,შენ ხომ საოცარი უნარი გაქვს აითვისო შენში გამეფებული შიშველი ტკივილი,რომელიც ცდილობს ჩემით შეიმოსოს,გულიც ცარიელია და ვერავინ ვერ შეავსებს ამას დრო უნდა,ძალიან დიდი დრო.უბრალოდ დროა მიხვდე ხატია რომ ცხოვრება არ იწყება იმით რითაც მთავრდება და არ მთავრდება იმით,რითაც იწყება.სული გამიმწარე ზვიად მაგრამ მე დავიბრუნებ ჩემს სულს დამშვიდებულს და დაწყნარებულს,მაგრამ შენ გამწარდები,გპირდები ძალიან გამწარდები.ნეტავ ისეთი ღილაკი მომცა,ერთი თითი დავადო და ჰაერში ნაკუწებად,ნაწილ-ნაწილ გაგფანტო.არ მივცემ სიკვდილს უფლებას მოვიდეს,რადგან ჯერ თვალებში უნდა ჩამხედო და გაიხსენო ეს სევდიანი თვალები,რომლებიც შენი ზიზღით არის სავსე.უნდა გაიგო ვინ ვარ,აუცილებლად უნდა გაიგო.გეთანხმები მეგობარო,ცხოვრება ძალიან რთულია მაგრამ მე მივყვები ამ სირთულეებს. -ხატია სად ხარ შვილო,ძალიან დაგაგვიანდა. -მოვდივარ,უკვე მოვედი თინა დეიდა.ცრემლი მოიწმინდა,მანქანის კარი ჩაკეტა და სირბილით გალია გზა სახლამდე,სახლში შესულმა მიიხედ-მოიხედა მაგრამ ექიმს ვერ შეხედა,სახლი კი ბუშტებით იყო მორთული და ხატიას წინ 4 წლის გოგონა გაღიმებული იდგა. -დაბადების დღეს გილოცავ დედიკო,მიყვარხარ. -მაპატიე რომ განერვიულე შვილო,დღეს შენი დღეა და ანასტასიას სურვილი იყო ასე მოელოცა დაბადების დღე დედასთვის.ხატიამ მუხლებზე დაეცა და ატირდა. -დედა,დედილო რატომ ტირი? -წარმოდგენა არ გაქვს დედას როგორ ძალიან უყვარხარ,შენ მხოლოდ ჩემი სინათლე ხარ,ჩემი ცხოვრების აზრი და ერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. გადაღლილი და ჩაძირული ფიქრების მორევში სადაც მის რეალურ სახეს კარგავს და გაგიჯების ზღვარზე მიიყვანა მისმა ამჟამინდელმა მდგომარეობამ და მონოტორულად ჩაესმის იას ნათქვამი ფრაზები, ,,შორს ნუ წახვალ,დამნაშავე ახლოს გყავს და ის შენი ძმა არის,მასში ეძებე დაკარგული ფული''.სიმშვიდე დაურღვია ამ სიტყვრებმა. -გპირდები,მაქსიმალურად გამოვიყენებ დროს და თითოეული სიტყვისთვის პასუხს მოვთხოვ.ქაოსი იყო ზვიადის ტვინში,სიმშვიდე ჩაუჭრეს და ზუსტად,დანამდვილებით იცოდა,რომ მისი არც მის საკუთარ ძმას არ ესმოდა.ყველა მიძინებულმა ტკივილმა და ემოციამ ერთბაშად იფეთქა გაგას გულიდან და ზვიდის გაბრაზებულმა შეხედა. -ვერ ვამხელდი რას ვგრძნობდი და განვიცდიდი ყველა შენი ბინძური საქმის დამალვის დროს,არაფერს ვამბობდი და ყველას ასეთი მშვიდი ვეგონე,მაგრამ გულში დუღდა ის გრძნობა რომ შენ და მე ერთი სისხლი გვქონდა.დღემდე არ ამიმაღლებია ხმა შენს მიმართ,მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა.არ შემიძლია დავდგე ჩემი მეუღლის წინ და მან ჩემში სიყალბე დაინახოს,შენ ძალიან ღრმად შედი უკვე იქ,სადაც არ უნდა შესულიყავი.დღეს სადაც არ უნდა გავიხედო ჩიხია,ბნელი ჩიხი.აღარ მყოფნის ჩემი შინაგანი სიმშვიდე,არც გარემო არის აქ ისეთი სიმშვიდე რომ შევინარჩუნო.ჩემი თავი შემაზიზღე,რადგან შენ შურმა,ღალატმა და სიძულვილმა დაგაბრმავა.ბავშვობიდან მოგყვება ეს სიბოროტე და გზად ყველას ანადგურებ,დაიმახსოვრე სწორედ ეს გრძნობა დაგღუპავს ბოლოში და იმ დროს შესაძლებელია მე არ ვიყო შენს გვერდით. -იმედი მაქვს შენმა გაბრაზებამ დაგიცხრო გულის ტკივილი,მაგრამ ჩემი ფიქრი მხოლოდ და მხოლოდ ისაა,ვიპოვო დამნაშავე და სხვა არაფერი.ამიტომ გპირდები ვიპოვი,ვიპოვი და აქ მოგიყვან რომ თავად ნახო რომ მე ამჯერად არანაირი კავშირი არ მაქვს კომპანიის ფულის გაქრობასთან.გაგას თვალებში შეხედა და იმ წუთში გაგამ პირველად დაინახა მისი ძმა სინანულით სავსე,ზვიადიმ კი უკან-უკან დაიხია და ოთახიდან გავიდა,ჯერ უმისამართოდ იარა და ბოლოს იმ ფაცხაში მივიდა სადაც პირველა ხატია ნახა,მაგრამ აი გამართლებაც ამას ჰქვია,ხატია იქ იყო და მუსიკის ჰანგებში ჩაძირული ნელა-ნელა სვამდა,მაგარ ალკოჰოლურ სასმელს ,,Samaia''-ს.ზვიადიმ წარბი მაღლა ასწია და ხატიას უთხრა. -Samaia-ს მიირთმევ,ეს სასმელი ძალიან მაღალი ალკოჰოლით არის და ვფიქრობ შენთვის მძიმე დასალევი იქნება.ჭაჭა რომელიც ხასიათდება ნაზი და დაბალანსებული გემოთი,ასევე ხანგრძლივი დაბოლოებით. -ვიცი რომ ჭაჭაა და მას მამაკაცები ,,ახალგაზრდა ქალის მტკიცე ხასიათს'' უწოდებენ. -არ ვიცი ვინ რას უწოდებს,მაგრამ დღეს ეს ავირჩიე. -რადგან ეს სასმელი აირჩიე,ვფიქრობ რთული იყო შენთვის დღევანდელი დღე. -მართალი ხარ და მინდა სათქმელი პირდაპირ გითხრა,რადგან არ მომწონს ის რაც ჩვენს შორის ხდება. -რას გულისხმობ,დღეს ძალიან რთული დღე მქონდა და გთხოვ,თუ სათქმელი გაქვს როგორც თქვი პირდაპირ მითხარი. -ბოდიში მინდა მოგიხადო.ზვიადიმ გაოცებულმა შეხედა ხატიას და უთხრა. -ბოდიში? რისთვის ან რატომ იხდი ბოდიშს. -ეს ჩემი შეცდომაა,რომ აქამდე არ შევწყვიტე ეს არაფლის მთქმელი შეხვედრები.ჩვენ მომავალი არ გვაქს,მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ და თქვენს წრეს როგორც რუხვაძეებს და მათ მაღალ ელიტას გაქვთ,შორს ვარ. -ჯერ გაიცანი ჩემი იჯახი და .............................. -არა,არ არის საჭირო რადგან მე მივდივარ და ვეღარ გნახავ.მინდოდა ეს მეთქვა,რომ შენს წინაშე მართალი ვყოფილიყავი. -ხატია აქამდე ქალების არ მჯეროდა,არ მჯეროდა მათი სიტყვების და არც მათი ცრემლების.არც არასოდეს მომისმენია ქალისთვის,მაგრამ არასოდეს შემხვედრია ქალი შენისთანა. -ჩემისთანა? -არც შემყვარებია აქამდე. -რა, ახლა გიყვარს? -ვიცი რომ გაგიკვირება,მაგრამ ახლა ვიცი რომ მიყვარს. -იცი რომ საშიშია ის მამაკაცი,რომელსაც არასოდეს არ ჰყვარებია? უცნაურია ეს ყველაფერი,ძალიან უცნაური -რატომ მიგაჩნია უცნაურად.გგონია ხელს მოგკიდებ წამოგაყენებ,აქედან გაგიყვან და საწოლს შემოგთავაზებ? -ეს თუ არა,მაშ რა არის მიზეზი ჩემთან დაახლოვების? -მოდი ჯერ ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და სათქმელი მერე ვთქვათ. -გავიცნოთ? გულისხმობ რომ ჩვენ ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს? -დიახ,შევხვდეთ და ვისაუბროთ,მინდა ერთმანეთზე უფრო მეტი ვიცოდეთ. - მე მომწონხარ,ზვიადი მართლა მომწონხარ მაგრამ არა ისე რომ ერთად ურთიერთობაც ავაწყოთ. -რატომ? გაუკვირდა ზვიადის. -მამაკაცს რომელსაც არ უყვარდება,არც ჰყვარებია არასდროს,ასეთ მამაკებს გრძნობები არ გააჩნიათ. მამაკაცი მაშინ იზიდავს ქალს,როცა ის იმ ქალის გამო იწვის. -მე კი რაც გაგიცანი იმ დღის შემდეგ,სულ შენზე ვფიქრობ და ნუ ჩაიქნევ ხელს,გავიცნოთ ჯერ ერთმანეთი ახლოს და კარგად. -თუ ვიცი საბოლოოდ რა იქნება ჩვენს შორის,მაინც გავაგრძელო? -საბოლოოდ არავინ არ იცის რა იქნება,ან როდის რა მოხდება. -დღეს სულ სხვანაირი ხარ ზვიადი. -გითხარი,რომ ძალიან რთული დღე მქონდა,მაგრამ ვიღიმი რადგან ბედნიერი ვარ.დღემდე ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდებოდა თამაში მეგონა და ძალიან ვერთობოდი.შენ,შენ კი ვერ გეთამაშები,გული არ მაძლევს უფლებას გეთამაშო.იმედი მაქვს აღმოჩნდები ერთ დღეს ჩემს მიერ შექმნილ სამყაროში და .................... -მე ჩემი სამყარო მაქვს და არ ვაპირებ არაფლის შეცვლას. -მე კი მინდა შევცვალო,მინდა გავიდე ჩემი ოცნებების ლაბირინთებიდან და დაველოდო იმ დღეს,იმ წუთებს როცა გეტყვი,რომ უშენოდ ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.