შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

90-იანების ბავშვები (2 თავი)


24-02-2019, 15:16
ავტორი Ioana
ნანახია 1 274

რია ონიანი ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამუდმებით გრძნობა მასზე ადევნებული ძაღლების სუნს,მაგრამ თითქოს ამით ერთობოდა.როცა საჭიროდ თვლიდა მათ ცხვირწინ აკეთებდა ყველაფერს,თამაში რომ მობეზრდებოდა,ისე უცებ გაუჩინარდებოდა ხოლმე,რომ კაცი თვალის მიდევნებასაც ვერ მოასწრებდა. ბავშვობიდან ასე იყო,მთელი ცხოვრება მალვა და შეუმჩნევლად ყოფნა უწევდა.იცოდა ვისთან უნდა ედიდუგლა და ვისთან არა,მოკლედ რომ ვთქვათ ლომის ხახაში თავს ისე არ ჩაყოფდა, თუ არ იცოდა,რომ ნადავლი არ გახდებოდა.ზედმეტად გონებამახვილი იყო და კარგად იცოდა,ვისი დაგეშილი ძაღლებიც უთვალთვალებდნენ და სპეციალურად ისეთ რაღაცეებს აკეთებდა,რომ სანდრო აბულაძე მწყობრიდან გამოეყვანა.სიმართლე გითხრათ,ამ საქმეშიც პროფესიონალი იყო.
დილის 5 საათი ხდებოდა ტელეფონის გაბმულმა ზარმა,რომ გააღვიძა.
-რია-მოესმა მარიამის შეშინებული ხმა.
-რა ხდება?-დაბოხებული ხმით უპასუხა,ისე რომ თავადაც გაუკვირდა თავისი ინტონაციის.
-რია? შენ ხარ? მგონი სხვაგან მოვხვდი-დაბნეული წითური თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცეებს,რაზეც რიას ეღიმებოდა.ყველაზე მეტად რატომ უყვარდა მარიამი? მათ შორის ერთადერთი იყო,რომელიც ცხოვრებამ ვერ გააბოროტა და საჩუქრად ბავშვური გულწრფელობა დაუტოვა.
-მე ვარ მარიამ, გისმენ.
-ვერ ვიძინებ,არ შემიძლია,შენზე ვღელავ!
-ღმერთო ჩემო!-ამოიხვნეშა და რაღაც მომენტში სითბო იგრძნო სხეულში,მასზე იშვიათად ზრუნდავდნენ და ღელავდნენ ადამიანები-კარგი რაა წითურო,როდემდე უნდა იყო ესეთი მშიშარა? რა განერვიულებს?
-სანდრო მანერვიულებს,რომ მოინდომოს ხომ იცი ციხიდან არ გამოგახედებს და ჩვენც თან მიგვაყოლებს!
-ანუ შენ თავზე ღელავ ხო შე აფერისტო?
-ოოოო-გაბრაზებული მარიამი უკვე ყურმილის დადებას აპირებდა,მაგრამ მაინც არ ასვენებდა რიაზე ფიქრი.
-ნუ ნერიულობ,ვიხუმრე! უბრალოდ,არ მინდა ბევრი იფიქრო იმაზე,რაც ჯერ არ მომხდარა.სანდროს ლეკვები ერთი თვეა დამსდევენ და ის ვერ გაუგიათ სად ვცხოვრობ და მაგათ რისი ტრ*კი უნდა ჰქონდეთ? თუ რომელიმე დაგვიჭირეს მთავარია გეგმას მივყვეთ და ყველაფერი დალაგდება.ასე რომ ახლა გადაბრუნდი და დაიძინე,იმაზე ნუ ღელავ რაც არ ვიცით,მოხდება თუ არა.
ყურმილი როგორც კი დადო,გვერდით გადაბრუნდა,მაგრამ ძილი არ მიკარებია.განა თვითონ არ იცოდა,რომ ყველაფერი ცუდის მაუწყებელი იყო,რაც მის ირგვლივ ხდებოდა? უბრალოდ იმდენად იყო შეპყრობილი სურვილით,რომ სანდრო გაეგიჟებინა და მის მრისხანებით ანთებულ თვალებში ირონიული მზერით ჩაეხედა,ჩაეხედა და ყველაფერი ეთქვა,რომ უკვე საფრთხესაც აღარ უფრთხოდა.ერთადერთი რაც ადარდებდა მეგობრები იყო,თორემ დანარჩენი ველაფერი სულ ერთი გამხდარიყო მისთვის.არც ფული ადარდება და არც კაცები,არც მდიდრული მანქანები და ნივთები.
მთელი ღამე გაათენა და როგორც კი რვა საათი გახდა გოგონებს დაურეკა.
10:00 საათი... შეხვედრის ადგილი იგივე, ბარი „Shadow”, იგივე სამი მომლოდინე სახე და ამჯერად რიას ფიფქივით თეთრად შეღებილი თმა.
-დღეში რამდენჯერ იცვლი თმის ფერს?-გაკვირვებული თათია თვალს არ აშორებდა მის ახალ იმიჯს.
-შენ კიდევ რით ვერ შეეჩვიე,მალე თმა რომ გადაიპარსოს არც გამიკვირდება-ნატამ მომაბეზრებლად აატრიალა თვალები და ქერა თმა უკან გადაიყარა-რა ხდება,რატომ შევიკრიბეთ?
-უნდა მოვრჩეთ!-მტკიცე ხმით წარმოთქვა თეთრთმიანმა რიამ და სიგარეტს გაუკიდა,ბარიდან ხმა რომ მოესმა-აქ არ ვეწევით,თორემ ჯარიმაა!-თითქოს არაფერი გაუგიაო ისე განაგრძო ნაპასის დარტყმა და მეგობრების ინტერესით მომზირალ თვალებს შეხედა-რა გაკვირვებულები მიყურებთ? საქმეს უნდა შევეშვათ,სანამ ციხის კედლები გვახეხინეს!
-შენ რა გაგიჟდი?-გაკვირვებული ნატა ჯერ რიას უყურებდა გიჟივით,მერე მეგობრებს გადახედა იმის ნიშნად,თქვენც თქვით რამეო.
-არა,ნატა საკალელო-ირონიულად გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა მის გვერდით მჯდარ გოგონას-გონება რომ არ დამიკარგავს,იმიტომ გეუბნებით.სანდროს დამქაშები დამსდევენ ერთი თვეა,მართალია ჯერ იმით კმაყოფილდებიან რა საკენკსაც ვუყრი,მაგრამ მალე მეტს მოინდომებენ და კარგად იცი,თუ სანდრო მოინდომებს ამ საქმის გასახსნელად,ერთი თვეც არ დასჭირდება,ხო და საქმიდან უნდა გამოვიდეთ მანამ,სანამ პრემიერ-მინისტრი ამ საქმეს ბოლომდე აიღებს,თან ისე რომ უფროსობასთან პრობლემები არ შეგვექმნას.
-მე ვეთანხმები რიას-როგორც იქნა,ხმა ამოიღო თათიამ-მინდა,რომ მშვიდი ცხოვრება დავიწყო,არცერთი ვართ პატარა,უკვე დროა საკუთარ მომავალზეც ვიფიქროთ,ოჯახის შექმნა და ის თბილი გარემო მჭირდება,რომელიც არასდროს მქონია და ამას ვერ მოვახერხებ,თუ მთელი ცხოვრება არაკანონიერად ვიმუშავებ.
-მართალია ბავშვი,თქვენ არ გინდათ წყნარი ცხოვრება?-კითხვისნიშნით გადახედა მარიამს და ნატას.
-გვინდა,განა შენ არ გინდა?-ინტერესით კითხა წითურმა რიას-მაგრამ განა ასეთი მარტივია? ხომ იცი ამ საქმინდა სუფთად ვერ გამოვალთ,ხომ იცი რომ ჭაობში ვართ და რაც მეტს ვიმოძრავებთ,უფრო ღრმად ჩავეფლობით.როგორ ფიქრობ? მივალთ უფროსობასთან და ვეტყვით,განცხადება უნდა დავწეროთ წასვლის თაობაზე,რადგან წყნარი ცხოვრება მოგვინდა და მეგობრულად დავიშალოთო? და ისინიც ხელს გამოგიწვდიან,თბილად ჩაგიხუტებენ და გეტყვიან,ისე იყოს როგორც გინდათო?
-მარიამ სულელს ვგავარ? რა თქმა უნდა,ვიცი რომ ესე მარტივი არ იქნება.მაგრამ რამე ისეთი უნდა შევთავაზოთ,რაზეც უარს ვერ იტყვიან და სანაცვლოდ კი დაგვითხოვენ.
-და მაინც რა უნდა შევთავაზოთ?
-ეგ მე ვიცი,რიკის დავურეკავ და ამ დღეებში თურქეთში წავალ,უფროსობას შევხვდები!
-იმ სულელ რიკის როგორ ენდობი? თვეების სახელებიც კი არ იცის,როგორ უნდა დაგვეხმაროს?-გაურკვევლობაში მყოფი ნატა,ცისფერ თვალებს აკვესებდა და თან რიას ყველა სიტყვას მონდომებით იბეჭდავდა გონებაში.
-რიკი სულელია,მაგრამ იმაზე ერთგულია ვიდრე რომელიმე ადამიანი,ვისაც კი ვიცნობ.ასე რომ,მისი გონება არც არაფერში მჭირდება,როდესაც ჩემი მაქვს! რაც მჭირდება,ეს ერთგულებაა.
-ხომ მაგრამ მარტო ვერ წახვალ-აღელვებული წითური ნერვიულობისგან,თავის კულულებს ეთამაშებოდა და ყოველ წუთს წყალს სვამდა-იქ მარტოს ვერ გაგიშვებთ,მითუმეტეს მსგავსი წინადადებით მიდიხარ! ხომ იცი,რომ საქმეზე მარტოები არ დავდივართ?
-ვიცი,მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა და ნუ ღელავ! ჩემზე ამდენს ნუ ნერვიულობ,ცოტა შენ თავზეც იზრუნე-თბილად გაუღიმა რიამ და გოგონებს გადახედა-მოკლედ, დიდი კონტეინერი ჩამოდის აზერბაიჯანიდან ათ დღეში,ძალიან დიდი საქმეა,მინიმუმ ხუთი მილიონის თემაა და ამ საქმის აღების ყველას ეშინია,რადგან გარკვეული რისკებია,ხო და ჩვენ ავიღებთ.თურქეთში გადავიტანთ და წილსაც მცირეს მოვითხოვთ,სანაცვლოდ კი თავისუფლებას მივიღებთ!
-და რა ჯანდაბად მინდა,თუ რისკი დიდია და თბილისშივე ამიყვანს შსს?
-თათია,მთელი ცხოვრება რასაც ვაკეთებდით სულ რისკი იყო,მაგრამ გამოგვდიოდა ხო? ხო და ახლაც გამოგვივა! ან ვრისკავთ ამ ერთხელაც,ან არა და ერთ თვეში სანდრო საქმეს გახსნის და გლდანის ციხეში შევხვდებით სამივე ერთმენთს! თანახმა ხართ?
-მგონი ღირს,რა მნიშვნელობა აქვს ერთ თვეში ჩაგვსვამენ თუ ათ დღეში? ღირს გარისკვად,ამიტომ მე თანახმა ვარ-თქვა ნატამ და მომლოდინედ შეაჩერდა დანარჩენებს,რომლებიც როგორც ყოველთვის მეგობრების მხარეს იდგნენ.

დილის 12 საათი იყო,რომ დაიშალნენ.მთელი ეს დრო,სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა ბიჭი,საკმაოდ ახლოს ისხდა გოგონების მაგიდასთან და დიქტოფონით იწერდა მათ საუბარს.დაშლამდე ათი წუთით ადრე დატოვეს მაგიდა და კარებში გაუჩინარდნენ.ნახევარ საათში კი პრემიერ-მინისტრი ისმენდა ამ საუბარს და ყოველ ჯერზე,როდესაც რიას პირით წარმოთქმული მისი სახელი ისმოდა,საშინელ ბრაზს გრძნობდა,თუმცა რთული იყო იმის თქმა,სიძულვილი უფრო მეტი იყო მასში თუ სიყვარული.

ბარიდან წამოსულმა რიამ რიკის ნომერი აკრიფა და ერთ-ერთი გარეუბნის სკვერში დაუთქვა შეხვედრა,როგორც წესი კვლავ დააგვიანა.
-მგონი შენი თავის საუკეთესო ვარიანტია ეს სტილი-ღიმილით შეეგება საშინლად გამხდარი,თმა გაბურძგნული რიკი.
-ანუ დავიტოვო ეს ფერი?-ასევე ღიმილით წავიდა მისკენ და აბურძგნული თმა კიდევ უფრო აუჩეჩა-მგონი მომენატრე იცი?
-მართლა?-სიხარუსლისგან ისე წამოიყვირა ბიჭმა,რომ ვერც გაიაზრა.მერე უცებ დარცხვენილს სიწითლემ გადაურბინა და რიას,რომ არ შეემჩნია ზურგი აქცია და სკამისკენ წავიდა დასაჯდომა,თუმცა ქალის დაკვირვებულ თვალს არ გამოპარვია,მისი ბავშვური საქციელი.ერთ რამეს მიხვდა იმ წამს,რომ ადამიანებში ყველაზე მეტად ბავშვურობა იზიდავდა,ალბათ იმიტომ,რომ თავად არასდროს ყოფილა ბავშვი,არასდროს ყოფილა უდარდელი,ბავშვურად გულწრფელი და მიმდობი.ამიტომ უყვარდა ადამიანებში ის,რაც თავად აკლდა,ყველაზე მეტად.
-მოკლედ თურქეთის ორი ბილეთი უნდა იყიდო შენს სახელზე და ხვალ დილით უნდა გავფრინდეთ,უფროსობასთან საქმე მაქვს!
-ესე უცებ,რა მოხდა? თავად არ დავუბარებივართ და შენ ისინიც ხო არ მოგენატრა?
-საქმიდან გამყავს გოგოები და სანაცვლოდ საქმე უნდა შევთავაზო! ისეთი საქმეა უარს ვერ იტყვიან,რომ არ გამოვიდეს სანდრო ერთ თვეში ყველას დაგვიჭერს!
-უბრალოდ,რომ ადგეთ და ცოტა ხანი სხვა ქვეყანაში გადაცხოვრდეთ არაა?
-სულელი რომ იყავი კი ვცოდი,მაგრამ ასეთიც არ მეგონე იცი? შენ რა გინდა,რომ მთელი ცხოვრება კონტენიერები ზიდო ერთი ქვეყნიდან მეორეში?
-არაა,არ მინდა!
-ხო და ჩვენც არ გვინდა,თან მთელი დღეა სანდროს ლეკვები თან დამყვებიან,ძაან სულელები არიან იცი?
-ჩემზე სულელები?-გულუბრყვილოდ იკითხა გამხდარმა.
-შენ მათთან შედარებით ბევრად ჭკვიანი ხარ-რიკის ამ კითხვაზე გულიანად გაეცინა რიას-სპეციალურად,მათ გასაგონად ვთქვი,რომ კონტეინერი აზერბაიჯანიდან ჩამოდის ათ დღეში თქო,არა და რუსეთიდან შემოგვაქვს ერთ კვირაში.ეგ ს*რების ჯოგი სანამ გონზე მოვა,ჩვენ უკვე თურქეთში ვიქნებით.და კიდევ ერთი რამე,გოგოებმა არ უნდა გაიგონ!
-რა არ უნდა გაიგონ?
-თუ საქმე ცუდად წავიდა და სანდრომ ყველაფერი გაიგო,გოგოებს გაბარებ და და საქმიდან გაგყავს,მთელ საქმეს ჩემ თავზე ვიღებ! იცოდე,რომ გაბედო და რომელიმეს სიმართლე უთხრა,ხომ იცი რომ ენას ფესვებიანად ამოგთხრი და თვალსაც არ დავახამხამებ!-ისეთი მრისხანებით გადახედა რიკის,რომ შეშინებულმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
-და შენ? შენ რა გეშველება?
-მე დასაკარგი არაფერი მაქვს ხომ იცი? ციხეში ვიჯდები თუ გარეთ ვიქნები,ჩემთვის სულ ერთია! არავინ მყავს,ვისთვისაც ღირს ბრძოლა,ერთადერთი გოგოები არიან და მათთვის ვაკეთებ ამასაც.თათიას ერთი ბიჭი უყვარს და ვერ უტყდება,რადგან ეშინია,რომ ამ საქმის გამო მასაც დაკარგავს,მარიამს ძალიან დიდი მომავალი აქვს,ზუსტად ვიცი,რომ მისგან საუკეთესო ადვოკატი და იურისტი დადგება,ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე,მაქსიმუმ ორ წელში ყველა მასზე ისაუბრებს.ნატას კი შვილი უნდა,უნდა რომ ბავშვები იშვილოს და მათზე იზრუნოს,აი მე? მე არავინ მყავს ისეთი ვის გამოც დავრჩები,შვილსაც კი ვერ ვიყოლიებ,განა ჩემნაირმა ქალმა რა უნდ მისცეს მას ისეთი,რომ კარგი მომავალი ქონდეს? მე არც პროფესია მაქვს და აღარც ბრძოლის თავი.ოცდა ათი წელია ცხოვრებას ვებრძვი და უკვე ძალიან დავიღალე დასვენება მინდა!
-და მე? მე რომ მომენატრები?-საწყალი ლეკვის თვალებით უყურებდა გამხდარი ბიჭი და კიდევ ვერ ამოეხსნა ამ ქალის ფენომენი.
-შენ ჩემო ყურებპარტყუნა მეგობარო,დაიხურავ ხოლმე ქუდს და თვეში ერთხელ ციხეში მომინახულებ ! ისე რა ქენი? თვეების სახელები ისწავლე?
-კი, აბა რაა-ამაყად გაიჯგიმა,თითქოს დიდი საქმე გაეკეთებინოს.
-აბა ახლა რა თვეა?-ინტერესით კითხა რიამ.
-ივნისიი-ომახიანად შესძახა,კმაყოფილი გამომეტყველებით.
-ვააა-გაკვირვებულმა ახედა,ნერვიულობისგან ფეხზე წამომხტარ ბიჭს-მერე რომელი თვე მოდის,მაგასაც თუ მეტყვი,იმ ამბავს მოგიყვები ასე,რომ გაინტერესებს!
-რა თქმა უნდა გეტყვი-შეთავაზებით აღელვებულმა რიკიმ გონება დაძაბა,უნდოდა სწორად ეთქვა,მაგრამ აღელვებისგან ნოემბერი წამოაყრანტალა და ახარხარებული რიას დანახვისა,ეგრევ მიხვდა,რომ ძალიან აურია.საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ხელები შემოირტყა თავში.
-თორმეტივე თვეს რომ ისწავლი,გეფიცები ჩემი და სანდროს ამბავს მოგიყვები!
-მაშინ ვისწავლი,აი აუცილებლად ვისწავლი-მონდომებით წამიყვირა და მომღიმარ რიას მიაშტერდა.
მეორე დღეს გუდა-ნაბადი აიკრა და რიკისთან ერთად თურქეთში გაფრინდა,რა თქმა უნდა,სანდრო აბულაძის დამქაშებს ეს ამბავი არ გამოპარვიათ და ნახევარ საათში უფროსსაც გააგებინეს ყველაფერი.
-ბატონო ალექსანდრე,ობიექტი თურქეთში აპირებს გაფრენას ვიღაც მამაკაცთან ერთად და რას გვიბრძანებთ? ავიყვანოთ თუ გავუშვავთ?-ის რომ რია მიდიოდა და თან მამაკაცთან ერთად,უკვე პიკი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრისთვის,ისედაც ყელში ქონდა უკვე ამ ქალის საქციელები.თუმცა აყვანის ბრძანებას თავად ვერ გასცემდა,ეს შსს-ს საქმე იყო,თანაც არავითარი ნივთმტკიცება არ ქონდათ.ამიტომ იძულებული იყო გაეშვა და თავისი დამქაშებიც გაეყოლებინა.
-უკან გაყევით,ერთი წუთით არ დატოვოთ მარტო! და ყველაფერი გამაგებინეთ!
იმ დღეს რიას და რიკის თვითმფრინავში ორი ახალგაზრდა მამაკაციც იჯდა,რომლებიც დავალებას ასრულებდნენ.ათათურქის აეროპორტი ჩაფრენის თანავე,რიამ იყნოსა ძაღლების სუნი და რიკისთან ერთად ხალხში ისე შეერია,რომ მათი კვალი უკვალოდ გაქრა.როგორც კი დარწმუნდა,რომ უკან აღარვინ მიყვებოდათ უფროსობას დაურეკა თურქული ნომრით:
-გისმენ!
-ბაბასთან მინდა შეხვედრა!
-ვინ ხარ?
-რია ვარ!
-ბაბას არ სცალია და მგონი წესები იცი! სანამ ბაბა შენ ნახვას არ მოისურვებს,ხომ იცი ვერ ნახავ!
-აუცილებელი საქმეა! უთხარი,რომ დიდ თევზს დავიჭერთ!
-ტყუილად ცდილობ!
-ხომ იცი,რომ ჩემი ვალი გაქვს ალი? ხო და თუ გინდა,რომ გაგიბარო,მიდი და ბაბას ისე დაელაპარაკე,რომ დღესვე მოინდომოს ჩემი ნახვა!
-კარგი ვეცდები!
-არ ეცდები,გააკეთებ!
გაბრაზებულმა დაკიდა ყურმილი და რიკის მიუბრუნდა,რომელიც მთელი ეს პერიოდი უაზროდ აცეცებდა თვალებს.
-რაო რა გითხრეს?
-ალის ველოდები,დიდი იმედი მაქვს დაგვეხმარება,თუ არა და ძალით მოგვიწევს შეჭრა!
-გაგიჟდი? დაცვას ხუთი წამიც არ დასჭირდება,ისე გაგვასხმევინებს ტვინს!
-რიკი მოკეტე და ცოტა ხანი თვეებზე ივარჯიშე!-სიტყვა არ ქონდა დასრულებული,რომ რიას ტელეფონი ამღერდა.
-დღეს,საღამოს რვაზე,ძველ ქარხანასთან,გირჩევნია სერიოზული საქმე ქონდეს და ტყულად არ აწუხებდე!
-გასაგებია!-ყურმილი სწრაფად დაკიდა,შემდეგ კარტა ამოიღო და შუაზე გეადატეხა.შემდეგ კი რიკის მიუბრუნდა,რომელიც გაცხარებული ეკამათებოდა საკუთარ თავს,იანვრის მერე რომელი თვე მოდიოდა!
-თებერვალი!
-რაა?-გაკვირვებულმა ამოხედა თეთრთმიანს და უაზროდ გაიკრიჭა.
-რა და იანვრის მერე თებერვალი მოდისთქო! წავედით,დღეს საღამოს ბაბა უნდა ვნახოთ!
-იქნებ შენ წახვიდე და მე სადმე დაგელოდო?
-მშიშარა! რა თქმა უნდა,არ მჭირდები! თავს მარტოც გავართმევ!
-არ ვარ მშიშარა,უბრალოდ თუ ორივეს მოგვკვლავენ ვინღა გვიშველის? ერთ-ერთი თუ გარეთ დარჩება,უფრო დაეხმარება მეორეს,არა?
-თუ მომკლეს,შენი დახმარება რაღა ჩემ ფეხებად მენდომება?
-ხოო,მაგაზე არ მიფიქრია იცი?
რვა საათამდე ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ,შემდეგ კი რიკი იქ დატოვა,თავად ბაბასთან წავიდა.თან ბიჭი გააფრთხილა,უკან თუ აღარ დავბრუნდი ნატას დაურეკე და დანარჩენს ისინი მიხედავენო.
რვა საათი სრულდებოდა,სტამბულის ერთ-ერთ გარეუბანში,რომ ყვითელი ტაქსი გაჩერდა,იქიდან კი გამხდარი და მაღალი სხეული გადმოვიდა.თეთრი გრძელი თმა საოცარ კონტრასტს ქმნიდა მის ჩაცმულობასთან.ტაქს რიამ ფული გადაუხადა და გაუშვა,თავად კი ერთ-ერთი ძველი საწყობის კარებთან მივიდა და ჯერ სამჯერ დააკაკუნა სწრაფად,შემდეგ კი ორჯერ ნელა.კოდური ხმის შემდეგ კარი მასზე ორი თავით მაღალმა მამაკაცმა გაუღო,რომელსაც ქვედა ყბა უშნოდ ქონდა მოღრეცილი და სიცილის დროს უფრო საშინელ სურათს ქმნიდა.
-გამარჯობა,ალი!-ღიმილით მიესალმა მამაკაცს.
-გიხდება თმები!-დამანჭული სახით გადახედა გოგონას და წინ გაუძღვა,დახვეული უმაჯირებო კიბით მეორე სართულზე ავიდნენ,სადაც ბატონი ბაბა,საგანგებოდ მისთვის მოტანილ სავარძელში იჯდა და თავისი ნადებიანი,მახინჯი კბილებით თხილს მიირთმევდა.შიგადაშიგ სიმსუქნისგან შეწუხებული ორგანიზმი,ქშინვას უშვებდა მისი პირიდან და რომ არა მნიშვნელოვანი საქმე,ალაბათ მის ნახვას რია არასდროს მოისურვებდა.
-გამარჯობა,ბაბა ბეი!-მიესალმა რია,თუმცა არც უფქირია რომ მისი ხელისთვის უნდა ეკოცნა.ერთადერთი რაც არ გამოსდიოდა ეს მოჩვენებითი პატივისცემა და სიყვარულის გამოხატვა იყო ადამიანების მიმართ,რომლებიც გულზე არ ეხატებოდა.
-ალიმ მითხრა,რომ მნიშვნელოვანი საქმე გქონდა-ავად გაიღიმა და ხელი გაპოხილ შავ თმაზე გადაისვა.
-მე და გოგოები საქმიდან გავდივართ!-პირდაპირ მიახალა სათქმელი,ისე რომ არც დაფიქრებულა.ამის ხსენებაზე კი სავარძელში მჯდარ მამაკაცს საშინელი ხარხარი აუტყდა,რომელიც მრისხანებამ ჩაანაცვლა.
-ან რჩები,ან აქვე გავცემ შენი დახვრეტის ბრძანებას!
-უკეთესი ვარიანტიც მაქვს,ან გაგვიშვებთ,ან ხუთ მილიონიან საქმეს დაკარგავთ!-ირონიულად შეხედა წინ მჯდარს და უდარდელი ღიმილი აიკრა სახეზე.
-რა საქმე?-თანხის რაოდენობით აღფრთოვანებული ბაბა წამში მოლბა და რიასკენ წაიწია.
-რუსეთიდან გადმოსატანია დიდი კონტეინერი იარაღების და კარგად იცი,რომ რუსებთან მოლაპარაკება,არც ისეთი მარტივია,ისიც იცი,რომ ამხელა თანხის ტავარი,დიდი ხანია არავის შემოუტანია თურქეთში.ისიც იცი,რომ რუსეთიდან აქ მოსახვედრად,საქართველოში უნდა გაჩერდეს საქონელი.ისიც იცი,რომ ამ საქმეს არცერთი შენი კაცი არ დათანხმდება და საქმეს ბაქოს ხალხი წაგართმევს! ასე,რომ შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო,მხოლოდ ერთი პირობით! ამ საქმის შემდეგ მეც და გოგოებიც მივდივართ,და ვივიწყებთ ერთმანეთის არსებობას! აბა რას იტყვით?-მთელი ეს დრო,ბაბა ინტერესით უსმენდა და თავადც კარგად ხვდებოდა,რომ ხუთი მილიონი უბრალო ფული არ იყო და ისიც,იცოდა რომ ასე მხოლოდ რიას შეეძლო გარისკვა.
-დავფიქრდები!
-არა,ან ახლავე მომცემთ თანხმობას ან არა და მე აღარ ვიქნები თანახმა და ფულს დაკარგავთ!-რიამ კარგად იცოდა,რომ ბაბა თუ დაფიქრდებოდა,ამ საქმეზე უარს იტყოდა,ახლა კი ფულით დახარბებული იყო და დათანხმების მეტი შანსი არსებობდა.
-რა გარანტია მაქვს,რომ საქმე არ ჩავარდება?
-გარანტია არასდროს გქონია ჩემი მხრიდან,უბრალოდ ვრისკავდით ყოველთვის! თორმეტი წელია ამ საქმეს ვაკეთებთ და ოდესმე დამიღალატები ხარ? როგორც ვიცი,არცერთხელ,ხო და ან ვრისკავთან ან არა!
-კარგი,ჯანდაბას! მაგრამ იცოდე,საქმე რომ ჩავარდეს,ჩემი ბიჭები ოთხივეს გიპოვიან და ჯერ კარგად გიხმარენ,მერე კი თქვენს ლეშს საჯიჯგნად მიუგდებენ მგლებს და იმ ავადმყოფ რიკის,ზედ დაგაყოლებენ!
-თანახმა ვარ,მხოლოდ შენ ბიჭებს უთხარი,რომ ან*ლურის გარდა ყველა პოზა მევასება და გაითვალისწინონ!-ირონიულად გადახედა მის დამქაშებს და ტერიტორიაც დატოვა.


პ.ს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ერთი პატარა კომენტარიც კი ადამიანისთვის,რომელიც მთელი გულით წერს.ვიცი და ვეთანხმები ყველა იმ მკითხველს,რომელმაც არ იცის,ღირს თუ არა კითხვის დაწყება,რადგან ბევრი წინა მოთხრობა არ დავასრულე.მე ის შემიძლია გირჩიოთ,რომ უბრალოდ დაელოდოთ შემდეგ თავებს და მერე გადაწყვიტოთ.რაც შეეხება ისტორიას,ვიცი რომ ცოტა გაიწელა ეს საქმის ამბები,მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე ვერ გადავალ სანდროს და რიას ამბავზე,რადგან სწორედ ეს საქმე დააკავშირებთ მათ ერთმანეთთან.ამიტომ ბოდიში,თუ ჯერ-ჯერობით ბევრი ექშენი არაა.მიყვარხართ და კომენტარებს ნუ დაიზარებთ,სიყვარულით იო იო...[left][/left]



№1 სტუმარი სტუმარი სოფო

ოჰოო საინტერესოდ განვითარდა მოვლენები,ერთი სული მაქვს რია და ალექსანდრე როდის შეხვდებიან ერთმანეთს ❤️ რიკის პერსონაჟიც მომწონს,მეტი ხალისი შემოაქვს,ასე რომ ველი ახალ თავს ❤️

 


№2  offline წევრი დარინა

არ ვიცი მაგრამ რატომღაც რია მაღიზიანებს, მეტისმეტი აქვს აღებული თავის თავზე, ხოდა სანდროს ხალხი ნამეტარი სუსტად გყავს დახატული, რაც არ უნდა მაგარი იყოს რია, როგორ უნდა დაუძვრეს, ბოლოს და ბოლოს პრემიერ მინისტრია და ისეთი ხალხი უნდა ყავდეს მიჩენილი თვით რიაც კი ვერ უნდა ხვდებოდეს, ისე აცურებს ვითომ არაფერი, წარსულში რა მოხდა და რატომ ყავს შეძულებული სანდრო ალბათ გავიგებთ ვნახოთ, რა როგორ იქნება, შეხვედრა მეც მაინტერესებს, მაგრამ ვერ ვხვდები ისეთი რა მოხდა მათ წარსულში, არადა ის 15 წლის სანდრო პატარა რიას როგორ უყურებდა.

 


№3  offline წევრი Ioana

დარინა
არ ვიცი მაგრამ რატომღაც რია მაღიზიანებს, მეტისმეტი აქვს აღებული თავის თავზე, ხოდა სანდროს ხალხი ნამეტარი სუსტად გყავს დახატული, რაც არ უნდა მაგარი იყოს რია, როგორ უნდა დაუძვრეს, ბოლოს და ბოლოს პრემიერ მინისტრია და ისეთი ხალხი უნდა ყავდეს მიჩენილი თვით რიაც კი ვერ უნდა ხვდებოდეს, ისე აცურებს ვითომ არაფერი, წარსულში რა მოხდა და რატომ ყავს შეძულებული სანდრო ალბათ გავიგებთ ვნახოთ, რა როგორ იქნება, შეხვედრა მეც მაინტერესებს, მაგრამ ვერ ვხვდები ისეთი რა მოხდა მათ წარსულში, არადა ის 15 წლის სანდრო პატარა რიას როგორ უყურებდა.


დიდი მადლობა,რომ კითხულობ და მითუმეტეს შენ აზრს აფიქსირებ.ეს რიას გონია,რომ თვითონ აკონტროლებს სიტუაციას,სინამდვილეში ესე მარტივად არაა საქმე :დდ ბევრს არ ვილაპარაკებ,თორემ წინასწარ დავფქვავ ყველაფერს :დდ

სტუმარი სოფო
ოჰოო საინტერესოდ განვითარდა მოვლენები,ერთი სული მაქვს რია და ალექსანდრე როდის შეხვდებიან ერთმანეთს ❤️ რიკის პერსონაჟიც მომწონს,მეტი ხალისი შემოაქვს,ასე რომ ველი ახალ თავს ❤️


მადლობა დიდი heart_eyes ვეცდები,იმედები არ გაგიცრუოთ kissing_heart

 


№4  offline წევრი დარინა

ცოტა დამამშვიდე ამხელა პრემიერმინისტრი კაცი დებილად რომ არ გამოიყვანეე, არადა ხომ სულ რაღაც მცირე მომენტებში გამოჩნდა სანდრო მაგრამ რატომღაც მომწონს და ვნახოთ ბოლომდე თუ იმედებს გამიმართლებს, ხოდა აი ისეთი ბომბა უნდა იყოს სანდროს და რიას შეხვედრა რომ აღვფრთოვანდეე.

 


№5  offline წევრი Ioana

დარინა
ცოტა დამამშვიდე ამხელა პრემიერმინისტრი კაცი დებილად რომ არ გამოიყვანეე, არადა ხომ სულ რაღაც მცირე მომენტებში გამოჩნდა სანდრო მაგრამ რატომღაც მომწონს და ვნახოთ ბოლომდე თუ იმედებს გამიმართლებს, ხოდა აი ისეთი ბომბა უნდა იყოს სანდროს და რიას შეხვედრა რომ აღვფრთოვანდეე.


აჰაჰა :დდ შევცდები საუკეთესო შეხვედრა მოვუწყო ორივეს heart_eyes სანდრო კიდევ მეტის ღირსია წარსული ცოდვების გამო,თუმცა პატარა იყო და ეპატიება joy

 


№6  offline წევრი დარინა

აუ რატომ მომიკალი გულიიი, იქნებ მაგის გარდა სხვა მიზეზი ქონდააა, აუ მე მინდა რომ ქონდეს, არ გამიფუჭო ეს პერსონაჟი, მომწონს და რა გავაკეთო, ან იმედია ისეთ რამეს გააკეთებს რომ პატიებას დაიმსახურებს, მაინც მომწონს ეს წყვილი მიუხედავად ჩემი რიასადმი დამოკიდებულებისა.

 


№7  offline წევრი izabella

საინტერესო ისტორია ჩანს, როგორც ვხვდები წინ დიდი ამბები გველის. რაღაც ძალიან ცუდს მიჰქარავდა წარსულში ალექსანდრე, თორემ რიასნაირი გოგო ასე ადვილად არ დათმობდა.

 


№8  offline წევრი Rania

Me momcons ria. Tan zalian. Martalia zedmetad tavdajerebulia. Magram otxeulis lidwria da chirdebaa. Arvici ramoxda sandrosa da mat shoris. Magram ragac sainterwso iqneba. Ra gikvirtt. Ramdeni damnashaveaa. Clobit dasdeven tvit inteepolic ezebs da faqtze ver gamoichiress. Mitumetes qalebi gacilebit moxerxebulebi ariann. Moutmenlad velodebi momdevnoss
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent