შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიკვდილი(თავები 7, 8)


24-02-2019, 15:59
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 972

თავი 7

დღეს ვალენტინობაა, 14 თებერვალი. დღე რომელიც წესით შენს საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაატარო. მაგრამ მე როგორც ყველანაირად ორიგინალურმა ადამიანმა ამაშიც საშინელი "ორიგინალურობა" გამოვიყენე და დეას ვერ შევხვდი. ვერ შევხვდი იმიტომ რომ მქონდა სკოლა, მათემატიკა და კიდევ მილიონი საქმე ხვალისთვის, თუმცა როგორც ხედავთ ჩემნაირ აყროლებულ ადამიანს კვლავაც გამორჩა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: სიყვარული. საჩუქარი ნამდვილად მაქვს მისთვის მაგრამ როდის გადავცე ან როგორ თუ ვერ მოიცლის და ვერ შემხვდება?
არ გეგონოთ რომ ძალით იმიზეზებს რამეს იმისთვის რომ არ მნახოს, უბრალოდ ძალიან დაკავებულია, ბევრი საქმე აქვს და როგორც ხედავთ ჩემნაირი უსაქმური არაა. სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი რა შეიძლება ადამიანს მოეწონოს ჩემში როცა არც სილამაზით გამოვირჩევი, არც "კაი ტიპი" ვარ და მხოლოდ ვწერ, ვწერ და სხვა არაფერს ვაკეთებ. ვწერ იმ ავტორომანს რომელიც ალბათ ისევე ყარს როგორც დანარჩენი მსოფლიო, რადგან მასში ჩაქსოვილია ჩემი ყველანაირი ბოღმა, გრძნობა და აზრი.
თუმცა ალბათ მისნაირი იდეალური და განსხვავებული ადამიანისთვის ესეც საკმარისია, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.
მათემატიკის გაკვეთილზე მისვლამდე მთელი პეკინის გავლა მიწევს, ზუსტად იმ მონაკვეთის სადაც ველობილიკია გაკეთებული. გზად მილიონობით სასიყვარულო საჩუქარი და სიყვარულით აღსავსე წყვილი შემხვდა, უნდა გენახათ რა ხდებოდა ჩემში, ძალიან მშურდა მათი. მინდოდა რომ ჩემს გვერდითაც ყოფილიყო დეა, გოგო რომელსაც ეძღვნება მთელი ჩემი სიცოცხლე და სიყვარული. გაკვეთილზე მისვლამდე სკამზე ჩამოვჯექი და განვაგრძე მოგზაურობა როგორც რეალურ ისე ამ რეალურის პარალელურ სამყაროში. განვაგრძე ბედნიერი წყვილების ყურება. საშინლად მენატრებოდა, სიგიჟის ზღვარს მივაღწიე. მოვკვდი, მოვკვდი იმიტომ, რომ ვიცოდი რომ ამ დღეს მის გვერდით ვერანაირად ვიქნებოდი...

თავი 8

წინა თავში ვახსენე ასეთი ფრაზა, პარალელური სამყარო. არ ვიცი ვინ რა იფიქრა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით რომ არ ვგულისხმობდი იმ სამყაროს, სასაც სიკვდილის შემდეგ შეიძლება აღმოვჩნდეთ. ოღონდ არ ვიცით ასე აუცილებლად მოხდება თუ არა, რადგან არავინ იცის რეალურად არსებობს თუ არა რამე სადაც სიკვდილის შემდეგ მოვხვდებით, იქნებ საერთოდ უკვალოდ ვქრებით სიკვდილის შემდეგ და ასე უბრალოდ ვწყვეტთ არსებობას ყველანაირი დიდი ფილოსოფიის გარეშე? არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს რადგან ახლა სულ სხვა თემაზე მაქვს ლაპარაკი.
პარალელურ სამყაროში ფიქრები და ოცნებები ვიგულისხმე სადაც გადავარდნა უდიდესი ნეტარებაა, თუმცა მათი ასრულება ბევრად სჯობს ამას. ფიქრები და ოცნებები რომელიც მხოლოდ ამ მშვენიერ, ლამაზ, შეუდარებელ, საოცარ, იდეალურ და განსაკითრებულ გოგოს ეხება. ახლა რომ ჩემთან იყოს ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამქვეყნად არ იარსებებდა. ის ერთადერთი და განუმეორებელია, ჩემი ცხოვრების აზრია. და ერთი რამ ვიცი დაზუსტებით, სანამ ის ცოცხალია, მე მისით ვიქნები ბედნიერი და მეც ვიცოცხლებ, ვიცოცხლებ გოგოსთვის რომელიც ასე ძალიან მიყვარს.



კარგი ხარ ძალიან

 


№2 სტუმარი mari

Dzan kargia,da dzan Kai bichi xar? Shemdegs rodis dadeb?

 


№3  offline მოდერი Giorgi Uertashvili

mari
Dzan kargia,da dzan Kai bichi xar? Shemdegs rodis dadeb?

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes მაქსიმალურად ვეცდები მალე დავდო ❤
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent