შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 5)


24-02-2019, 17:46
ავტორი kiira
ნანახია 1 962

დილით,რომ გავიღვიძე,უკვე 12 შესრულებულიყო,მაშინვე არ ავმდგარვარ,თვალებდახუჭული ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა სკაისთვის,ისიც კი არ ვიცოდი ბოდიში უნდა მომეხადა თუ არა,მეხომ მისი წარსულის შესახებ არაფერი ვიცოდი.
მთელი სხეულით და გონებით ფიქრდებში ვიყავი ჩაძირული,როდესაც კარების გაღების ხმა მომესმა,თვალები განგებ არ გავახილე,მაინტერესებდა ასე დილაადრიან ოთახში ვინ შემომივარდა.
არ მოძრაობს.
თუმცა ვიცი,რომ არც კარებში დგას.არვიცი,რატომ,მაგრამ გული ამიჩქარდა.აქ ყველა შინაურია და ასე ჩუმად არავინ მოიქცევა.
ყველა ერთის გარდა.
ეს სკაია.
და ახლა ჩემს ოთახშია.
ეს ბიჭი დღითიდღე მაოცებს.
მოულოდნელად მისი ჩურჩული გავიგე.
-რა ჯანდაბას ვაკეთებ-იმდენად ჩუმად ლაპარაკობდა,ნათქვამს ძლივს გაარჩევდი.
ვიგრძენი,რომ მოძრაობა დაიწყო,თანდათან ჩემკენ მოდიოდა,საწოლის გვერდით გაჩერდა.
მის სურნელს ვგრძნობ,ძალიან მეცნობა,თითქოს...თითქოს წარსულს მახსენებს.ქოქოსის და ვანილის სუნი აქვს.ჩემკენ დაიხარა,მარჯვენა მხრიდან თმა გადამიწია.წამით,მისი თლილი თითები ჩემს მხარს შეეხო,რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია,მთელს ტანზე ბუსუსებმა დამაყარა,თუმცა ისინი ცივი არ ყოფილა.არ ვიცი რა მემართება ,ასე არავის შეხებაზე არ ვრეაგირებ.ალბათ გუშინდელის გამოა.
რაღაცას მისჩერებოდა.
-ამის დედაც სკაი,რა გააკეთე.
რაზე ლაპარაკობდა.
საწოლში გვერდი ვიცვალე,ახლა მისკენ ვარ მთელი სხეულით მიბრუნებული.
მისი სუნთქვა დამძიმდა.
-ამდენი დრო გავიდა,შენ არც კი შეცვლილხარ.რას მიკეთებ მია.
გული გამიჩერდა.
ის მე აქამდეც მიცნობდა?
მეც ვიცნობდი?
რატომ არ მახსოვს?
ჰანტერმა იცის?
ლეიამ?
ბლუმ?
უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში.უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა.
სკაი გასწორდა და კარებისკენ წავიდა,მე ვეღარ მოვითმინე,საწოლში წამოვჯექი და ხმადაბლა დავუძახე.
-სკაი?
სადაცაა ოთახიდან გავიდოდა,მაგრამ ჩემმა კითხვამ გააჩერა.პანიკის მიზეზი არ მქონდა,მას არაფერი გაუკეთებია. ასერომ მშვიდად ვკითხე.
-აქ რას აკეთებ?
-ამმ...მე...მინდოდა მეკითხა,ხომარიცი ლეია და ჰანტერი სად წავიდნენ-არც შემოტრიალებულა ისე მკითხა.
გასაგებია რისთვისაც შემოსულა.თუმცა მაინც მგონია,რომ სიმართლეს არ ამბობს,ამას რამოდენიმე წამის წინ ნათქვამი სიტყვები მოწმობს.
-დღეს ლეიას დაბადებისდღეა და წვეულებისთვის ადგილის დასაჯავშნად წავიდნენ,დღეს სკოლაში არ მივდივართ.
-კარგი.-და სწრაფად გავიდა ოთახიდან.რაღაც გაბრაზებული არ ჩანს გუშინდელის მიუხედავად კარგ ხასიათზეა,მაგრამ მაინც ვაპირებ დალაპარაკებას.როგორმე ხომ უნდა გამოვისყიდო დანაშაული.
სწრაფად ავდექი,პირი დავიბანე და თმის აწევა რომ დავაპირე მაშინ შევნიშნე მარჯვენა მხარზე,მხრის ცოტა ქვევით ,ჩალურჯება,რომელსაც ხელის ფორმა ჰქონდა და ადვილი მისახვედრი იყო რომ ხელის მოჭერისგანაა.გუშინ რატომ ვერ შევნიშნე,ან რატომ ვერ ვიგრძენი ტკივილი?
და უცებ გონება გამინათდა.
აი რას უყურებდა სკაი.მაგრამ რატომ ადარდებდა რაც დამიშავა?მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება.
მოკლედ,თმის აწევა გადავიფიქრე.ისევ შავი ფერის ტოპი ჩავიცვი,ამჯერად გულზე ცოტა ამოღებული და ოთხი ხაზი X-ად გადაჯვარედინებული.თეთრი ჯინსის,მუხლს აცდენილი,მაღალწელიანი მოდგმული კაბა ავარჩიე,რომელსაც ჯიბეებთან წვრილი ჯაჭვები ჰქონდა.კიბეებზე ჩავირბინე და სკაის დანახვაზე სვლა შევანელე,სიცილად არ მეყო იმის დანახვა,რომ სამზარეულოში ტრიალებდა და რაღაცას გამწარებული ეძებდა.ფხუკუნი დავიწყე.ალბათ გაიგონა,რადგან მკითხა.
-რა გაცინებს-მეც უცებ დავსერიოზულდი.
-ვინ იცინის,სად-ვითომ ვერ გავიგე რას გულისხმობდა.
შემომხედა,ფეხებიდან თმის წვერამდე ამათვალიერა.
-რაიყო ჩაის დალევაც არ შემიძლია?
-გეთქვა და გაგიკეთებდი,გეტყობა რაღაცას ვერ პოულობ.
-საიდან უნდა ვიყო დარწმუნებული,რომ საწამლავს არ ჩამიყრი.არა მადლობა,ჩემს ლამაზ სხეულს ვერ გავრისკავ სიკვდილისთვის.
-სერიოზულად?-მობეზრებულად შევხედე-მე და საწამლავი?-წარბები ავზიდე-კარგი მაშინ რადგან მანდ ხარ მეც გამი...-და უცებ დაავლო თავის ჭიქას ხელი და სამზარეულოს მოშორდა,როგორც ჩანს იპოვა რასაც ეძებდა.-კარგი დაივიწყე,მეთვითონ.
ჩავედი და ჩაის მომზადება დავიწყე.ჩემს ჭიქას ვეძებდი ზედა თაროებზე,როდესაც იატაკზე რაღაცის სრიალის ხმა გავიგე,დავიხედე და ჩემს ფეხთან ჩემი სახლის ,,ჩუსტები'' დავინახე.
-ჩაიცვი.
გაისმა სკაის ხმა,რომელიც ტელევიზორთან იჯდა და ჩაის წრუპავდა.
ახლაღა გამახსენდა,რომ სრულიან ფეხშიშველი ვიყავი.
-უკაცრავად?არავის უკითხავს რა ჩავიცვა და რა არა.
-შენი მოვლის თავი არ მაქვს და არც ვაპირებ,ასერომ ჩაიცვი.
-რომც გავცივდე არავინ გთხოვს,რომ მომიარო.შენ თვითონ ტიტლიკანა დარბიხარ სახლში და ხმას არ ვიღებ,კეთილი ინებე და შენც დადუმდი.
-მე მიჩვეული ვარ და იმუნიტეტიც მეტი მაქვს.
-ხოდა შეგერგოს ეგ შენი იმუნიტეტი,მეკი თავი დამანებე.მეთვითონ მივხედავ ჩემს თავს.
მიუხედავად იმისა,რომ მართალი იყო ჩემი იმუნიტეტის ნაკლებობის ნაკლებობაში,არაფერი იცოდა ჩემს სიჯიუტეზე.
-კიბატონო,როგორცშენ იტყვი.
ჩემკენ ზურგით იჯდა მაგრამ დარწმუნებულივარ ღიმილმა გადაურბინა რომელსაც ,,თავდაჯერებული'' ჰქვია.
მინდოდა მეკითხა გუშინდელზე,ან იმაზე დღეს რაც თქვა მაშინ როდესაც ,,მეძინა'',მაგრამ როდესაც გამახსენდა,პირველივე დღიდან როგორ უკრავს ჩემს ნერვებზე,მობოდიშებაც გადამავიწყდა და იმიტაცია გავაკეთე თითქოს რაღაცის ჩარტყმა მინდოდა თავში
-დავინახე-მომაძახა
ამაზე უფრო მომეშალა ნერვები და ახლა დავეჯღანე.
-ეგეც.
-დარდი კვირაში-დავავლე ჩემს ჩაის ხელი და კიბეებზე ავირბინე.ოთახში შესვლის თანავე კარები მივხურე,ჩემს საწოლთან კუთხეში მივედი და ჩავიკეცე.მუხლები გულთან მივიკარი,ხელები შემოვხვიე და თავი შიგ ჩავრგე.გულის დამშვიდებას ვცდილობდი რომელსაც ახლა შევამჩნიე,რომ ბაგა-ბუგი გაჰქონდა.ასე რატომ მანერვიულებს მასთან ერთად ერთ გარემოცვაში ყოფნა,მე მას არც კი ვიცნობ,მეტიც,პირველად ვხედავ,ასეთი ქცევები კი უცნობ ადამიანებთან მითუმეტეს ბიჭებთან,არასოდეს მახასიათებდა.ახლა კი,თითქოს დედამიწამ პირიქით დაიწყო ბრუნვა და მეც მასთან ერთად ვმოძრაობ.
სკაის ქცევებს ვერ ვხვდები,ძალიან არაპროგნოზირებადია.ერთ მომენტში ბაბნიკია,რომელიც შენს დაკერვას ცდილობს,მეორეში ადამიანი ,რომელიც გემუქრება იმის გამო რომ რაღაც დაუშავე,მესამეში ისე ლაპარაკობს,თითქოს დიდი ხანია გიცნობს და შენს ნახვას საუკუნეები ელოდებოდა,დანარჩენ მომენტებში უბრალოდ ნერვებს გიშლის!!!ამ დროს კი შენ მას პირველად ხედავ.ამ ყველაფრის მიუხედავად,არვიცი საიდან,რატომ,მაგრამ დარწმუნებული ვარ ,რომ სხვა ბიჭებისგან გამოირჩევა.
მსგავს ფიქრებში ფილმის ყურება მომინდა,მაგრამ ვერცერთს გული ვერ დავუდე.უკვე შუადღეს გასცდენოდა,ავდექი და ლეიასთვის საჩუქრის საყიდლად წასვლა გადავწყვიტე,თან ჩემთვისაც ვიყიდდი რამეს.თმები მაღლა ავიწიე და ფეხზე ,,პუმას'' კედები მოვირგე.ტელეფონი ავიღე და ჰანტერს მივწერე.
-სად დაჯავშნეთ?
-21 ვესტ ბროდვეიზე
-თუ სახლში არ დაგხვდით იცოდე,რომ საჩუქარზე წავედი,თან ჩემთვისაც გამოვაყოლებ რამეს.-როცა ეს ესემესი წაიკითხა მაშინვე დამირეკა.ცოტაარიყოს გამიკვირდა კიდეც.
-რაიყო
-...
-რა?
-...
-რატომ?
თვალები გადავატრიალე.
-კარგი დამელოდე.
ქვევით ჩავედი და სკაის დავუძახე.
-სკაი.
სიჩუმე.
-სკაააიი.
-რაგაყვირეებს!-თავი წამოყო მდივნიდან-რაჯანდაბა გინდა.
-ნორმალურად მელაპარაკე და ტელეფონს უპასუხე-ავუწოდე მობილური,მან ერთი დახედა და მკითხა.
-ვინაა.
-შეყვარებული,ჰანტერია ვინ იქნება,შენთან უნდა ლაპარაკი.
გამომართვა და ყურთან მიიდო.
-გისმენ
-...
-აჰაამ-მე შემომხედა და ეშმაკურად გაიღიმა.ეს უკვე არ მომწონს.
-...
-კარგი,რა პრობლემაა,კარგად.-გათიშა და ტელეფონი დამიბრუნა.
-ჩაიცვი და წავედით.
მგონი რაღაც მომესმა.
-მე მაცვია უკვე და რას ნიშნავს წავედი ,,თ''?
-იმას,რომ მე და შენ საყიდლებზე ერთად მივდივართ ლამაზო,შენი თავი მე ჩამაბარეს და შენს ჩაცმულობაზეც მე ვიზრუნებ.
-რააააა???!!!!-დავიყვირე ბოლო ხმაზე.
-ნუ ყვირიხარ და წადი ჩაიცვი.
-უკაცრავად და რამე მეტყობა შიშველის?
-აბა ეგ შენ ჩაცმულობა გგონია?სად აქვს შენს ძმას თვალები,ქუჩის ბო*ი კი არ ხარ,ყველაფერი გიჩანს.
-მე მომწონს და ასეც წამოვალ.-ჯიუტად ვიდექი ჩემს აზრზე.
-გამოპიცვალე.
-არა
-კარგი,შენ თვითონ მთხოვე.
ერთი ხელი მარცხენა ხელზე მომკიდა,მეორე კი ფეხებზე შემომხვია და წამში მის მხარზე ავღმოჩნდი გადაკიდებული და მეორე სართულისკენ დაიწყო სვლა.მისი შეხება კანს მიწვავდა,სხეული მთლიანად ამიხურდა.თუმცა ამას ყურადღება არ მივაქციე და კივილი მორთე.ეჭვი მაქვს მთელს სამეზობლოს ესმოდა ჩემი განწირული ხმა.
-რას აკეთებ,სულ გაგიჟდი?ახლავე დამსვი,მოგკლავ გეფიცები მოგკლავ სკაააააიიიი!!!!
ჩემი ყვირილი უშედეგო გამოდგა.მეორე სართული გაიარა და მესამეზე ავიდა,იქ ერთი ოთახი სარდაფში ვაქციეთ და სწორედ იქ აღმოვაჩინე ჩემი შიში.სარდაფში შემსვა და და კარი დამიკეტა.სრული სიბნელე ჩამოწვა.საიდან გაიგო,რომ ნიქტოფობია მაქვს.
აქ დაიწყო ჩემი ისტერიკა,თავიდან არ ვიმჩნევდი,მეგონა მეხუმრებოდა.
-თუ გგონია,რომ მაგით გადამაფიქრებინებ ძალიან ცდები.
ხმას არ მცემს.შემეშინდა .მან რა ,აქ დამტოვა??
-სკაი გთხოვ აქ ყოფნა არ მინდა...
-ისევ სიჩუმეა.ღრმად ვსუნთქავ.ჰაერი არ მყოფნის.კარებზე ხელებს ვურტყამ.
-არ ვხუმრობ,მეშინია გამიღე კარი სკაი...
ვგრძნობ ძალა როგორ მეცლება.ეს ადგილი ჩემთვის კოშმ,არივითაა,სადაც სიბნელე მშთანთქავს.
-სკაი...-ბოლოჯერ ხმაწართმეულმა ამოვთქვი,ძირს დავეცი და სწორედ ამ დროს გაიღო კარი,დავინახე სინათლე და ფერწართმეული სკაი,მაგრამ ჩემს თვალებში კვლავ სიბნელე ჩამოწვა.
სკაის თვალებიოს ფერი.
შავი.



№1 სტუმარი სტუმარი tasoo

კაარგიაა მომეწონა მაგრამ უფრო დიდი თავები რაა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი kiira

სტუმარი tasoo
კაარგიაა მომეწონა მაგრამ უფრო დიდი თავები რაა heart_eyes heart_eyes heart_eyes

მერი რაღა გავზარდო :დდ ისედაც პირველად ვწერ :დდ

 


№3 სტუმარი სტუმარი Salome

Au ra karg momenshi shewyvite :(rodis dadeb

 


№4  offline წევრი kiira

სტუმარი Salome
Au ra karg momenshi shewyvite :(rodis dadeb

ასეთ მომენტებში უნდა შეწყვიტო ,რომ მკითხველი დააინტერესო :დდ ზუსტად არ ვიცი,ვეცდები მალე დავდო <3

 


№5  offline წევრი -Unknown-

არმყოფნის, კიდევ გაზარდე რაა. ძალიან ძალიან მაგარია.. უფრო და უფრო კარგი და საინტერესოა, ყველა ერთმანეთზე უკეთესი.. სულმოუთქმელად ველიი.. ძალიან მაგარი გოგო ხარ,ასე გააგრძელე.. და იცოდე ამაზე პატარა თავს არგაპატიებ, უნდა გაზარდო! ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი kiira

-Unknown-
არმყოფნის, კიდევ გაზარდე რაა. ძალიან ძალიან მაგარია.. უფრო და უფრო კარგი და საინტერესოა, ყველა ერთმანეთზე უკეთესი.. სულმოუთქმელად ველიი.. ძალიან მაგარი გოგო ხარ,ასე გააგრძელე.. და იცოდე ამაზე პატარა თავს არგაპატიებ, უნდა გაზარდო! ❤️❤️❤️

ვეცდები ❤❤❤მაგრამ ამაზე მეტი რაღა გავზარდო ვეღარ ვხვდები უკვე :დდ

 


№7 სტუმარი სტუმარი -unknown-

ახალს თავს როდის დადებ? ძალიან კარგია!:)

 


№8  offline წევრი kiira

სტუმარი -unknown-
ახალს თავს როდის დადებ? ძალიან კარგია!:)

დღეს საღამოს ❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ...

male dadeb axal tavs?

 


№10  offline წევრი kiira

სტუმარი ...
male dadeb axal tavs?

ველოდები როდის გაივლის შემოწმებას ,სავარაუდოდ დაიდება მალე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent