შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე || (თავი 5)


24-02-2019, 19:35
ავტორი naattii
ნანახია 1 931

-სად მიგვყავს?_ საჭესთან მჯდომ ანდრიას გადმოხედა ყიფშიძემ.
-გახსოვს ქოხი, სადაც გენერალი გვყავდა თავისი ოთხი ბიჭით დაბმული? დაჩიმ გამახსენა, რომ ისევ თავისუფალია.
-და მის ბღავილსაც ვერავინ გაიგონებს_გათიშულ ბიჭზე ზემოდან დაჩერებულმა ყიფიანმა გამოსცრა კბილებში და წიხლი მიარტყა ბიჭს -ნაბი*ვარი.
-მოვედით_მაშინვე გადავიდა ანდრია და ქოხისკენ წავიდა, ბიჭთან ყიფიანი მაინც არავის მიუშვებდა.
თავადვე შეათრია ოთახში, სკამზე დასვა და ხელ-ფეხიც ორმაგად შეუკრა.
-არ გამოვაფხიზლოთ?_ მაინც ვერ ისვენებდა.
-მიდი_სიცილით დაუქნია თავი გენერალმა და ფანჯარასთან მდგომმა სიგარეტი ამოიღო.
-ეწევი?_ლამის შუბლზე აუვიდა თვალები ყიფშძეს.
-ხდება ხოლმე_მხრები აიჩეჩა მანაც და უკვე გონზე მოსულ ბიჭს გახედა.
-ააამის დედაც_თვალები დაეხუჭა როგორც კი თვალი მოავლო ვის ხელში იყო და ქვემოდ დახარა.
-კარგი, ესეიგი გაცნობა არ მოგვიწევს, მშვენივრად გვიცნობს თურმე_ტაში შემოკრა ანდრიამ და ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა -დაიწყებ პირდაპირ თუ....
-მე... მე არაფერი ვიცი, არც თქვენ გიცნობთ_ძლივს ამოთქვა ტირილის პირას მყოფმა.
-კარგი, მოდი ახლა ასე აგიხსნი, ის გოგო, რომელიც წაიყვანეთ აი ამ ბიჭის შეყვარებულია, ანუ ჩვენი ყველას ოჯახის წევრი, შეგეშინდა, ესეიგი გვიცნობ, ანუ ისიც იცი ზუსტად ამ ქოხში გენერალს და მის დამქაშებს რაც დაემართათ, ახლა ორი ვარიანტი გაქვს ან ნებითვე გვიპასუხე, ან ისე მიგაგდებ ყიფიანთან სხეულის ნაწილებს რომ დაგაგლეჯს არცერთი ხმას არ გავიღებთ.
-თქვენ ხომ გენერალი ხართ? კანონს ემსახურებით, თქვენ?_დაჩისკენ მიმართა მზერა -მთელი ცხოვრება ასეთების დაჭერას არ მიუძღვენით? მე არც არაფერი ვიცი და არც არაფერი დამიშავებია. ნუთუ ასე იოლად მისცემთ უფლებას მაწამოს?_სასოწარკვეთილება ჩანდა ბიჭის ხმაში.
-როცა საქმე ოჯახის წევრს და მითუმეტეს უდანაშაულო გოგოს ეხება, თანახმა ვარ მეც დამნაშავე გავხდე_ბეჭზე დაარტყა დაჩიმ ხელი და ოთახი დატოვა. ტყვემ ამჯერად ანდრიას გახედა მავედრებელი მზერით, მაგრამ ის უკვე ფანჯრის რაფას დაბრუნებოდა და მორიგ ღერს ეწეოდა.
-სად წაიყვანეს ნენე?_წვრილი დანა დაეკავებინა ყიფიანს ხელში.
-ააარ ვიცი_უკვე ცრემლები შერეოდა ხმაში.
-ცუდია_მთელი ძალით მოიქნია დავითმა დანა და ისიც უშეცდომოდ დაეშვა ტყვეს მკლავზე, მისმა ღრიალმა ჩამოწოლილი სიჩუმე საბოლოოდ გაარღვია.
-ახლა მომისმინე, დანა პირდაპირ არტერიასთანაა, ოდნავი განძრევა და გაჭრის, არტერია თუ გაიჭრება რამდენიმე წუთში სისხლისგან დაიცლები და დამიჯერე არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, ამიტომ ეცადე კითხვაზე სწორად მიპასუხო და არ მაიძულო დარტყმით არტერია გავჭრა.
-კარგი, კარგი, არ ვიცი გოგო სადაა, მე საღამოს დაგეგმვა მთხოვეს.
-ის 15 კაცი როგორ მოწამლეთ?
-ნარკოტიკი თავად მიიღეს, იცოდნენ, რომ ექსპერიმენტი იყო, თუმცა სულ სხვა სახის.
-ნენე?
-ნენემ გაიგონა ტელეფონით დამკვეთს როგორ ველაპარაკებოდი და მათი გაფრთხილება ცადა.
-ამიტომ მოიშორეთ?_უკვე ღრმად სუნთქავდა ყიფიანი
-არ ვიცი რა უქნეს, აიყვანეს აინტერესებდათ რა გაიგო და ვის რა უთხრა, მე მხოლოდ სმენის შემდეგ დავხვდი და მოტყუებით ჩავიჯინე, დამაინებელი დავალევინე წყლის ბოთლიდან და მათ ჩავაბარე, მეტი არაფერი ვიცი, დავალებას ვიღებ ვაკეთებ და მორჩა.
-ვისგან იღებ დავალებებს ან როგორ?_ანდრიაც ჩაერია დაკითხვაში.
-კონვერტით მიგავნიან, არავის ვიცნობ, ფულსაც იგივე გით მიხდიან.
-როგორ კონვერტით?
-სხვადასხვა გით, მეც არ ვიცი როგორ, ხან ჩანთაში მხვდება, ხან სახლში პირდაპირ კარებიდან შეცურებული, გეფიცებით არავის ვიცნობ, მავალებენ ვაკეთებ.
-და დავიჯერო ასე კარგად იქედან გვიცნობ, რომ კონვერტით იღებ დავალებებს? იცი გენერალი რატომ გავხდი? იდიოტი არ ვარ_ნელა მიახლოებულმა მოისროლა ანდრიამ სიგარეტის ნამწვი და ხელი კისერში წაუჭირა -ახლავე მოყევი რაც გამოტოვე.
-გიორგი, ბატონი გიორგი_ ლივს ამოიხრიალა ბიჭმა და ანდრიამაც ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
-რა გიორგი?
-შენი წინამორბედი, მას ვიცნობდი, თავიდან მასთან ვმუშაობდი, როცა დაიჭირეს დავიმალე, მაგრამ ფული შემომაკლდა და დავბრუნდი, ეგენი კი კარგად იხდიან.
-ეგენი?
-თვითონ და ვინც ყავს პარტნიორი, ბიჭები ამბობ დიდი „კრიშა“ აქვსო.
-ვინ არის?
-გგაიჟდით? აბა მე ვინ მეტყოდა?_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და წამოიკვნესა კიდევაც.
-ახლა იმდენად უშეცდომოდ ჩამოგვითვალე ის ბიჭები ვისაც გოგო გადაეცი, რომ დავფიქრდეთ შენ ცოცხლად დატოვებაზე.
-მარტო ერთს ვიცნობ, წვერას ეძახიან. მეტი მართლა რომ მომკლად არავინ ვიცი, მე უშუალოდ გიორგისთან ვმუშაობდი.


-რას უპირებთ იმ ბიჭს?_სიჩუმე დაარღვია ელენემ და ანდრიასთან შეკრებილებს მოავლო თვალი.
-ისე ყველაფრის ღირსი კია_ბავშვების ოთახიდან გამოსულმა ჩაილაპარაკა ნათიამ.
უკვე გათენებულიყო, მაგრამ ბავშვებს ჯერ კიდევ ილის სურვილი ქონდათ, ამიტომ, სანამ მშობლები ბჭობდნენ ყველას ერთად ეინა ანდრიასა და ნანოს საინებელში.
-ჯერჯერობით იქ იქნება, ხელი შევუხვიეთ და საჭმელი მიგვაქვს, არ ვიცით რაში დაგვჭირდება. ახლა ელენეეა დამოკიდებული ამ წვერას როდის იპოვის_გოგოს გადახედა ანდრიამ, რომელიც უკვე კომპიუტერს მიჯდომოდა და დაჩისა და ანდრიას პაროლებით მთელი ალებით ეებდა რამე ხელჩასაჭიდს.
უეცრად ჩამოვარდნილი სიჩუმე ნანოს ტელეფონმა დაარღვია, მაშინვე მიხვდა ანდრია ვინც დარეკავდა ასეთ დროს.
-გისმენთ მეთაურო_მაშინვე ოთახის მეორე ბოლოში გადაინაცვლა ნანომ. -მაგრამ, მე ხომ...., კარგით, მესმის მეთაურო, ...... გასაგებია...... როგორც მიბრანებთ._იცოდა ამას რა მოყვებოდა, იცოდა როგორ გაუცრუებდა ქმარს იმედს, იცოდა რას ამოიკითხავდა მის სახეზე, იცოდა, მაგრამ მაინც შემობრუნდა და ოთახისკენ წავიდა.
-მაპატიეთ, უნდა წავიდე_ანდრიას მწარე ჩაცინება დააიგნორა და კარადა გამოაღო, რაც შეილებოდა სწრაფად უნდა გამზადებულიყო.


-მანქანა ვიპოვეთ_რამდენიმე წუთში დაჩის ტელეფონი ახმაურდა და მორიგემაც გააგებინა ახალი ამბავი.
-რომელი მანქანა?_ფანჯრიდან მობრუნდა ყიფიანი.
-ნენეს რითიც უთვალთვალებდნენ_ჩუმად ჩაილაპარაკა ანდრიამ და დაჩის მიაჩერდა, რომელიც ფურცელზე რაღაცეებს ინიშნავდა.
-გასაგებია, დიდი მადლობა ლალი_ტელეფონი გათიშა და ბიჭებს მოუბრუნდა -იცნობდეთ და გეშინოდეთ თეიმურაზ გამცემლიძე.
-ეგ?
-ის არის ვინც ნენეს სახლთან უთვალთვალებდა და განრიგი დაიზეპირა, ახლა ეს ნაბი*ვარი ავიყვანოთ და იქნებ იმ გოგოს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ, შემდეგ კი გიორგის დატოვებულ ანდერძს და იმ დიდ „შიშკას“ მივხედოთ ერთი ასეთი უშიშარი რომ არის.
მალევე მოიტოვეს უკან ბინის კარი და გოგონები იქვე დატოვეს, მაგრამ არ იცოდნენ წინ რა ელოდათ, სადარბაზოდან გასულებს ათამდე ჟურნალისტი დაესია და ერთმანეთს არც აცლიდნენ ისე აყრიდნენ კითხვებს:
-„გენერალო, მართალია, რომ თავისუფლებაზე დარჩენილმა დამნაშავეებმა 15 ადამიანი იმსხვერპლეს?“
-„ბატონო გამომიებელო, გოგონა მართლა გატაცებულია?“
-„ბატონო ანდრია, მართალია, რომ ორი წლის წინ დახურული საქმიდან დაუკავებელი დატოვეთ ისეთი კრიმინალები, რომლებიც ახლა ქალაქს აწიოკებენ?“

-ჯანდაბა, ამათმა საიდანღა გაიგეს?_ოფლი მოიწმინდა დაჩიმ შუბლიდან.
-15 გარდაცვლილია, გასაკვირია აქამდე რომ ვერ გაიგეს, ჯანდაბა, ახლა ყველაფერი გართულდება_საჭეს მთელი ძალით დაარტყა მუშტი და მაშინვე დაქოქა მანქანა როგორც კი ყიფიანი ჩაუჯდათ.



№1  offline წევრი დარინა

ნანო უკვე ნერვებს მიშლის, თან ეჭვიანობ, მაგრამ ანდრის გულს მაინც ტკენს, კარგი იქნება ერთს კარგად თუ ვინმე შემოულაწუნებს, ჩემი დაჩი ხო კაცის ეტალონია რა ვქნა ჩემი პირველი სიყვარულია და პირველ სიყვარულს ხომ ვერ ვივიწყებთ. ვიცი ანდრიას და დაჩის დუეტი ერთად ყველაფერს შეძლებენ.

 


№2  offline მოდერი naattii

დარინა
ნანო უკვე ნერვებს მიშლის, თან ეჭვიანობ, მაგრამ ანდრის გულს მაინც ტკენს, კარგი იქნება ერთს კარგად თუ ვინმე შემოულაწუნებს, ჩემი დაჩი ხო კაცის ეტალონია რა ვქნა ჩემი პირველი სიყვარულია და პირველ სიყვარულს ხომ ვერ ვივიწყებთ. ვიცი ანდრიას და დაჩის დუეტი ერთად ყველაფერს შეძლებენ.

შემოელაწუნება არ ინერვიულო :D ნუ დაჩი თავისთავად და პლიუს ანდრია ხომ საერთოდ... ❤️

 


ნანო უკვე ნერვებს მიშლის. ასეთ სიტუაციაში მარტო დატოვა ანდრია და მეგობრები და თან ეჭვიანობს კიდეც. არა ბიჭოს შენმა მზემ, შენ იარე აღმა-დაღმა და ანდრია გულზე ხელებდაკრეფილი დაგელიდება. დროზე მოვიდეს ეს გოგო აზრზე.
რაც შეეხება გამიძიებას: მგონი ინფორმაციამ ჟურნალისტებში სპეციალურად გაავრცელეს. მაშინ გენერალი რომ დაიჭირეს მინისტრი მშრალად გამოძვრა. ხოდა ახლა ძალიან გააქტიურდა ბატონი მინისტრი.
გელოდები❤

 


№4  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ნანო უკვე ნერვებს მიშლის. ასეთ სიტუაციაში მარტო დატოვა ანდრია და მეგობრები და თან ეჭვიანობს კიდეც. არა ბიჭოს შენმა მზემ, შენ იარე აღმა-დაღმა და ანდრია გულზე ხელებდაკრეფილი დაგელიდება. დროზე მოვიდეს ეს გოგო აზრზე.
რაც შეეხება გამიძიებას: მგონი ინფორმაციამ ჟურნალისტებში სპეციალურად გაავრცელეს. მაშინ გენერალი რომ დაიჭირეს მინისტრი მშრალად გამოძვრა. ხოდა ახლა ძალიან გააქტიურდა ბატონი მინისტრი.
გელოდები❤

როგორ მიყვარს შენი შეფასებები ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent