ცოტა შეშლილები (სრულად)
-ჭკუიდან ავჭრი-ვეუბნები ანანოს და ვიცინი ლამაზი კალიგრაფიით ღია ვარდისფერ ფურცელზე წერას ვიწყებ "ვიცი უცნაურია წერილს რომ გიტოვებ, მაგრამ ამ გრძნობებს ვეღარ ვერევი, მიყვარხარ ლაზარე" ამ იდიოტურ ტექსტთან ერთად ხატვას ვიწყებ, შავი პასტით მის ფიგურას და სახეს ვხატავ და ფურცელს ორად ვკეცავ. ჩემ სუნამოს ვაშხურებ და ლამაზად ვკრავ შავი ლენტით, თეთრ შოკოლადთან ერთად. ვიცი გიჟდება შოკოლადზე, თან თეთრზე. -შენ თვითონ მიუტან?-უკვე სიცილისგან ცუდადაა ანანო. -არა, ლიზა უნდა წავიყვანო თან, იმას გავატან-მეც მეცინება და ხელჯოხის დახმარებით ძლივს ვდგები ფეხზე. კიდევ ორი კვირა და ამ დაწყევილ თაბაშირს მოვიხსნი -ელენა, გიჟი ხარ-ვერ ჩუმდება ჩემი საუკეთესო მეგობარი. -მე კი არა, მალე ლაზარე ლეთოდიანი გაგიჟდება-თვალს ვუკრავ და მის ბინას ვტოვებ. ლიფტს ვიძახებ და ერთი სართულით დაბლა, ჩემს სახლში ჩავდივარ. -დედიკო ლიზის გავასეირნებ?-წინ ვეტუზები დედას და საწყალი თვალებით ვუყურებ -ელენა, ასე სად უნდა გაასეირნო? ვერ მოუვლი-უკმაყოფილოა ნინო. -რას ქვია ვერ მოვუვლი? მანქანით გავისეირნებთ, დედა გთხოვ-ყელს ვიწელავ და მანქანის გასაღებს ხელში ვათამაშებთ. ძლივს ვითანხმებ და ჩემ ოთხი წლის დასთან ერთად ვტოვებ მალევე სახლს. -ლიზიკო, რომ შეხვალ კითხავ "ლაზარე ხარ?'' გაიმეორე?-ვარეპეტიციებ პატარა წულუკიძეს. -ლაზალე სენ ხარ?-მეუბნება ისიც და ჩემგან შემდეგ მითითებებს ელის -შემდეგ ეტყვი, ეს შენთან გამომატანეს, მიცემ და გამოიქცევი -ეს სენთან გამომატანეს-ამბობს და ბარათს მიწვდის. -ზარი როგორ უნდა დარეკო გახსოვს ხო?-კიდევ ერთხელ ვამოწმებ მას -კი იქ რომ დიდი ქოთანია იმაზე ავძვრები და ზარს დავრეკავ-ჩამომისხაპუნა მან და მეც ნება მივეცი წასულიყო. მქონდა ლიზიკოს იმედი, ჭკვიანი ბავშვი იყო. ზუსტად ვიცოდი ლაზარე მარტო ცხოვრობდა, თანაც ამ მომენტში მარტო იყო. ლაზარეს სახლის პირდაპირ ჩემი და ანანოს კიდევ ერთი მეგობრის, ქეთოს სახლი იყო, სწორედ ქეთოს სახლიდან ვუთვალთვალებდით სულ ლაზარეს, რომელიც ყოველ ღამე სხვადასხვა ქალთან ერთად მოდიოდა და ზედმეტად მექალთანეც გახლდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ გავხუმრებოდით ჩვენს პრინცს. ლიზიკო ნელა შევიდა ეზოში "საჩუქრით" ხელში. როგორც დარიგებული გვყავდა მაღალ ქოთანზე ავდა და ზარი დარეკა, მერე ჩამოცოცდა და სანამ კარს გააღებდა კართან აიზუტა. კაცმა კარი რომ გააღო შორიდანაც შევნიშნე მისი გაკვირვებული სახე. მე და ქეთო ღობის ძირში ჩაწოლილი ვუთვალთვალებდით მათ. ლიზიკოს ხმას ვერ ვარჩევდი, მაგრამ პირის მოძრაობით მივხვდი რომ ლაზარემ რაღაც უთხრა. შემდეგ ლიზამ ხელში მიაჩეჩა პარათი და შოკოლადი და სირბილით გამოიქცა უკან. ღობეს ამოეფარა და ჩვენ გამოგვხედა პირზე თითი ავიფარე იმის ნიშნად რომ ჩუმად ყოფილიყო. ლაზარემ ბარათი გახსნა და წაიკითხა, გაიღიმა, შემდეგ უფრო ხმამაღლა გაიცინა და ბარათს დასუნა. ამჯერად მე გამეცინა. კარი მიიკეტა თუარა ლიზას ვანიშნე ნაჩვენები ტრაექტორიით დაბრუნებულიყო ქეთოს სახლში. ისიც უკანა კარიდან შემოვიდა ეზოში და კისკისით მოგვიახლოვდა -ახლა მეც ხომ მიყიდით შოკოლადს?-თვალები უბრწყინავს მას -კი ჩემო სიცოცხლევ, ბევრს, ოღონდ დედას თუ არ ეტყვი-წავუყენე პირობა და ლოყაზე ვაკოცე. --- -რა მივწეროთ?-ვეკითხები გოგონებს -მიწერე რომ მის სურნელზე და თვალებზე გიჟდები-მეუბნება ქეთო -თვალები კარგი აქვს მაგრამ იქნებ ოფლის სუნი ასდის ადამიანს?-ეცინება ანანოს -დაიკიდეთ, დავწერ ეგრე-მეცინება მეც "შენი სურნელი გონებას მაკარგვინებს, შენი თვალები კი საოცარია" კიდევ ერთ უაზრობას ვწერ ფურცელზე. შეიძლება ცოტა ბოროტებიც ვართ მაგრამ იმდენი გოგო გვინახავს მისი სახლიდან თუნდაც ატირებული წამოსული, უკვე არ გვანაღვლებს. ამჯერადაც შავი პასტის ვხატავ მას ფურცელზე. სახლის კართან მდგომს და წელსზემოთ შიშველს. რა თქმა უნდა, ეს უბრალო ჩანახატებია. კვლავ ჩემ სუნამოს ვასხურებთ ბარათს, ახლაც თეთრ შოკოლადთან ერთად ვკრავთ და მის სახლს გავყურებთ. ზუსტად ერთი კვირაა გასული წინა შემთხვევიდან. თუმცა ამჯერად შუაღამეა, ლიზას ნამდვილად ვეღარ გავუშვებდით. მეც ვერ წავიდოდი რადგან ფეხი კიდევ ერთი კვირა უნდა მქონოდა თაბაშირში. ბარათის მიტანა ანანომ აიღო თავის თავზე. შავ შარვალსა და ოლ სთარის კეტებზე შავი კაპიშონიანი ჟაკეტი ჩაიცვა და ამავე ფერის კეპი დაიხურა -სულ ვოცნებობდი ასე ჩაცმული სადმე შევპარულიყავი-აღფრთოვანებულია ანანო. ჩვენ კვლავ ღობის ძირში ჩაწოლილები ვუმზერდით როგორ ქურდივით მიიპარა სახლის კართან ანანო. ვიცოდით ლაზარე გარეთ არ გამოიხედავდა, ვიღაც ნაშასთან ერთად ალბათ ალერსით იყო დაკავებული. ჯერ ბარათი დადო ძირს. შემდეგ ზარი დარეკა და უკანმოუხედავად გამოიქცა, 20 წამში ალბათ უკვე ჩვენთან ერთად იმალებოდა სამალავში. ნათურა ანათებდა მის შესასვლელ კარს. 1 წუთზე მეტი ველოდეთ კარს როდის გააღებდა. როგორც იქნა გააღო და არემარე მოათვალიერა. ვერ შენიშნა ძირს დადებული ბარათი და კარი მიხურა, უკვე იმედი გვქონდა გადაწურული გაოცებული სახით რომ გახსნა კარი და ბარათი და შოკოლადი ხელში აიღო. ამჯერადაც წელს ზემოთ შიშველი, შორტების ამარა იდგა კარში. ბარათის წაკითხვის შემდეგ ალბათ სურნელი ეცა კვლავ სუნამოსი, ცხვირთან მიიტანა და რამდენიმე წამი არ მოუშორებია. შემდეგ კი ღიმილით შევიდა სახლში. -იქნებ ბანალურად ეჩვენება ეს ყველაფერი და სულ არ მოქმედებს მასზე?-ჩურჩულებდა ქეთო -ვნახოთ რამდენ ხანში წავა ის ქალი-ამოიჩურჩულა ანანომ და ყველა კვლავ გაყურსულები ველოდებოდით იმ ქალის წასვლას. 15 წუთი არ იქნებოდა გასული ქალი გაბრაზებული სახით რომ გამობრძანდა სახლიდან და თავი ძლივს შევიკავეთ ხმამაღლა რომ არ ავხარხარებულიყავით. -- -ეს ერთიც და შემდეგ კვირას უკვე მეთვითონ გადავალ მოქმედებაზე, ეს თაბაშირი ხომ ვერ მოვიშორე რაა-აწუწუნებული დავყურებდი ფეხს. -დაუწერე რომ შემდეგში სიურპრიზი ელის-ამბობს ქეთა -და შემდეგი კვირა ჩავაგდოთ, ორი კვირის თავზე კი რამე ვუჩალიჩოთ-კმაყოფილია ანანო -აუუ რა სიმპატიურია და რა გაფუჭებული??-ვწუწუნებ და ბართზე წერას ვიწყებ "შემდეგ კვირას, საჩუქარს ელოდე" მხოლოდ ამას ვწერ და კვლავ სახლის კართან მდგომს ვხატავ, ბარათით სახესთან, თვალდახუჭულს. თეთრ შოკოლადთან ერთად ვახვევ და სუნამოც არ მავიწყდება. -ანანო, აბა შენ იცი, სახლში არ არის მხოლოდ დადებას მარტივად მოახერხებ-ამშვიდებს ქეთა. მე ჩემი მოტეხილი ფეხის გამო ვერ მივდივარ, ქეთო კი იმის გამო რომ ყველაზე მეზობელი იცნობს ლაზარეს ჩათვლით და რომ ვინმემ გამოიჭიროს ცუდად გვექნება საქმე. იგივე ფორმაში გამოწყობილი ანანო ჩუმად მიიპარება ეზოში. სახლის კართან ბარათს დებს და უკან მორბის. -- -კიდევ კარგი კვირა დღე თავისუფალი გვაქვს თორემ მის რეაქციებს ვერც ერთი დავაკლდებოდით-ხითხითებს ქეთა და ყავით ხელში მისი სხვენის ფანჯრიდან ვუყურებთ როდის მობრძანდება სახლში ლაზარე. -რა კარგია მამაშენმა რომ ეს დაბურული ფანჯრები აარჩია-იცინის ანანო. სამივე ფანჯარაზე ვართ აწებებული, ვიცით გარედან ვერ დაგვინახავს ვერავინ, თავად დავტესტეთ. უკვე საღამოს 8 საათი იყო სახლში რომ მობრძანდა ბატონი ლაზარე. კართან მისული ძირს დაიხარა და შემდეგ გასწორდა -მესამე სართულიდან ცუდად ჩანდა მისი ემოციები, თუმცა ცხვირთან რომ ბარათი მიიტანა არ ყოფილა რთული გასარჩევი -აუ რა საყვარელია-უნებურად მცდება ბაგეებიდან და გოგონები სიცილით მიყურებენ -შენ მგონი მართლა რომ შეუყვარდე მეორე დღესვე ცოლად გაყვები-დამცინოდა ანანო -მართლა კი არა, შეუყვარდება, ვერ ხედავ სურნელზე როგორ დებილდება ტიპი?-ეცინება ქეთოსაც. -კარგი, ჩვენ მოსამზადებლები ვართ, ორ კვირაში უნდა გამოვაშტეროთ-ვეუბნები და ფეხზე ვდგები. -ექიმთან როდის წახვალ?-ინტერესდება ქეთო -ზეგ წავალ, ანანო, წავედით ახლა-ფეხზე ვაგდებ მას და სახლის უაკანა ეზოში გავდივართ. ჩემი მანქანაც იქ აყენია. --- -მოკლედ მე დავხვდები ტაქსით, ჩავაჯენ და წამოვიყვან იმ ადგილზე. იქ სიბნელეა და შენ დახვდები სახე დაფარული, შენი სუნამოთი და თეთრი შოკოლადით. მომაჯადოვებელი ხმით და გააგიჟებ-აღფრთოვანებულია ანანო -მე იქვე ვიქნები შენ მანქანაში, რომ მოაჯადოვებ მერე ისე გაქრები არ დაემშვიდობები და წამოვალთ მანქანით, შენ პრინცს იქ დავტოვებთ. -მერე ნომრები? რომ დაიმახსოვროს და გაარკვიოს?-უცებ ავფორიაქდი მე -დროებით ნომრებს დავფარავთ, იქ პატრული არ იქნება და ცოტა მანძილს რომ გავივლით რითაც დავფარავთ მოვაშოროთ და ვსო-გენოისი ეგონა თავისი თავი ქეთოს -წავედით ახლა, კვირას აქ ვართ, ვნახოთ როგორ დაელოდება ჩვენი ბატონი წერილს-თვალს ვუკრავ ქეთოს და მე და ანანო სახლში მივდივართ. -- -შენები სად არიან?-ვეკითხებით მის სახლში შესულ ქეთოს -ძინავთ იდიოტებო, ჯერ 7 საათია-თვალებს ატრიალებს მალაღურაძე და სხვენისკენ მიდის, ჩვენც უკან მივდევთ. სხვენი ჩვენი "შეკრების" ადგილია. მთელი დღე მორიგეობით ვუთვალთვალებთ ფანჯრიდან ლეთოდიანს. -ელენა, სახლიდან გამოდის-კივის სადღაც დილის ათი საათისთვის ანანო. -თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით, ალბათ წერილს ეძებდა-ბინოკლში იჭყიტება ის -მომაწოდე-ვართმევ ბინოკლს და ახლოდან ვაკვირდები როდის გამოდის ეზოდან ის. სანამ თავის მერსედესში ჩაჯდებოდეს კიდევ ერთხელ ავლებს გარემოს თვალს და მიდის. -მოდით კიდევ დავუტოვოთ წერილი-ვაჩერდები გოგონებს -არა, მოითმინე იქით კვირამდე-თვალებს მიბრიალებს ანანო -აუუ, მგონი მიყვარდებაა, რა საყვარელიაა-წუწუნით ვეხეთქები სავარძელში და ხელებს გულზე ვიჯვარედინებ. -ჩვენც ხომ მაგ თემაზე ვმუშაობთ რომ შეუყვარდე და რაღა გინდა?-ეცინება მალაღურაძეს. -ქეთო, მოკეტე და წადი, საჭმელი ამოიტანე-ვუბღვერ და კვლავ ფანჯარასთან მდგომ ანანოს ვუყურებ შუადღის პირველ საათზე ვაჟბატონი მარტო ბრუნდება სახლში და ჩვენც ამის შემდედვარე სიცილით ვიგუდებით -ააღელვე და ააფორიაქე ბიჭი ელე-იცინის ქეთო მთელი დღე ვუთვალთვალებდით. ხუთჯერ მაინც გამოვიდა და შეამოწმა კარის წინ იდო თუ არა წერილი, სამჯერ ფანჯრიდან მომზირალიც შევნიშნეთ-აი რატომ უნდა ჩასვა მუქი ფანჯრები. ღამის სამ საათამდე არ ჩამქვარა შუქი, ბოლოს კი ალბათ დაიძინა. ჩვენ მაინც მთელი ღამე ვუთვალთვალებდით. ყავით გაჭყეპილი ვიცინოდით და თავზე ვიმხობდით ყველაფერს. შუქი, რა თქმა უნდა, გამორთული გვქონდა რომ არ შევემჩნიეთ. -- "კვირას 10 საათზე სახლიდან გამოსულს მანქანა დაგხვდება და გამოყევი" ვწერ წერილში. მის გამოსახულებსაც ვხატავ ბარათზე, ფანჯრიდან მომზირალს, პირველად მიჩნდება სურვილი ეს ბარათი იმაზე მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ წერილია, მეორე ნახატსაც იქვე ვხატავ, მანქანასთან მდგომს. სუნამო და თეთრი შოკოლადი არ გვავიწყდება. წინა წერილებს ყოველთვის კვირა დღეს, ან ღამეს ვუტოვებდით. ამჯერად შაბათი დაღამდა თუ არა, მე მოვემზადე, თავზე კაპიშონწამოფარებული და კეპით მივირბინე მის სახლთან, ბარათი დავტოვე და ზარი დავრეკე. ისეთი სისწრაფით გავიქეცი და სამალავში ჩავხტი, ჩემი თავის გამიკვირდა, არც მონატეხი ფეხი მიშლიდა ხელს. -ასეთი გართობა მალდივებს მირჩევნია-ხითხითებს ქეთო და თვალს ვადევნებთ როგორ გამოდის გაღიმებული სახლიდან და პირდაპირ იღებს ძირს დაგდებულ წერილს. -გოგო დილით თუ საღამოს ეგ რომ არ მიგვიწერია?-უცებ აგონდება ანანოს -დაიკიდე, გველოდოს რომელ ათ საათზე მივალთ-ვფხუკუნებ მე. -დიდი მადლობა, საყვარელო-ხმამაღლა იძახის ლაზარე, იცინის და ამატებს-საოცარი სურნელია -აუ რა საყვარელიაა-ლამის ვდნები იქვე. ტრადიციულად ცხვირთან მიაქვს ბარათი, შემდეგ კი სახლში შედის. ჩუმად, უკანა კარიდან ვიპარებით ქეთოს სახლში და ვკისკისებთ -ამ შუაღამეს სად იყავით?-გაკვირვებული გვიყურებს ხალათში გამოწყობილი პაატა, ქეთოს მამა -ეზოში, ხატუჭობანას ვთამაშობდით-არ უჭირს ტყუილის მოგონება ანანოს. პაატა გვიჯერებს. ან რატომ არ უნდა დაგვიჯეროს, იცის მიუხედავად ასაკისა, 20 წლის გოგონებს არასდროს გვიფიქრია პრანჭვასა და ბიჭებზე, პირიქით ბევრად ბავშვურად ვცხოვრობდით ვიდრე ნებისმიერი 13 წლის გოგო. თავიდან, ესეც ისეთივე თამაში იყო როგორიც თუნდაც "დახუჭობანა", თუმცა უკვე აღარ ვიცი, ჩემთვის ეს თამაშია თუ არა. -დილის ათ საათზე ვხედავთ ფანჯრიდან როგორ იხედება ყავის ჭიქით ხელში ლაზარე, უცხო მანქანას რომ ვერსად ხედავს უკან ბრუნდება. სადღაც მიდის, 9 საათზე ბრუნდება, ეს ანანოსგან შევიტყვე, მე უკვე იქ ვარ სადაც ერთმანეთს უნდა შევხვდეთ. გზატკეცილია, ერთი დიდი ხე დგას, ხის ქვეშ ძელსკამი, ქალაქის ხედიც ჩანს, ერთი სიტყვით ძალიან რომანტიკული ადგილია. სპეციალურად ავარჩიეთ, უფრო რომ გავაგიჟოთ. მანქანას და ქეთოს ოდნავ მოშორებით ვტოვებ, ქეთო ოსტატურად აკრავს ფერად წებოვან ქაღალდს მანქანის ნომერს და ისე მელოდება მანქანაში. მე ძელსკამზე ვზივარ. დაახლოებით 11ის 20 წუთზე უნდა მოვიდნენ, მანამდე კი ერთი საათია. დრო ძალიან ნელა გადის. მხოლოდ 10 საათზე შემოსული ანანოს ზარი მაფხიზლებს. -რა ხდება?-ვპასუხობ და ვნერვიულობ. წესით არ უნდა დაერეკა -შენი ვაჟბატონი არ წამობრძანდა. მოვიდა, მძღოლს რაღაც წერილი დაუტოვა და სებრძანდა ისევ სახლში-გამწარებულია ანანო, ჩურჩულით ყვირის. -კარგი, ტაქსს ფული მიეცი და გაუშვი, წერილი კი არ წაიკითხო სანამ არ მოვალთ-სირბილით მივდივარ ჩემი მანქანისკენ. ქეთოც გაბრაზებულია, ალბათ ანანომ მასთანაც მოასწრო დარეკვა. სწრაფად ვაცლი ფერად ქაღალდს მანქანის ნომერს და ისე ჩქარა მივდივარ ქეთო კივილს იწყებს -ნელა გოგო, აქ თუ მოვკვდით საერთოდ ვეღარ შეხვდები-კივის ის -კაი, ვსო, მაგ იდიოტს ჭკუას ვასწავლით-მანქანას ვანელებ. 15 წუთში მანქანას ოდნავ მოშორებით ვაჩერებთ, თითქმის სხვა უბანში. ნამდვილად დააეჭვებს ვაჟბატონ ლაზარეს ახლა რომ ქეთოს სახლში, თუმდაც უკანა ეზოში მანქანით შევბრძანდე. სხვენში ველოდება ანანო და წერილს დაჰყურებს. -გახსენი-მეუბნება და მეც სწრაფად ვხსნი, შავი შოკოლადიც იქვე დევს. "ჩემთან პაემნისთვის ბევრად მეტია საჭირო" წერია წერილში ჩვეულებრივი კალიგრაფიით. თან სასიამოვნო მამაკაცის სურნელი ასდის. -საზიზღარი, თავისი სუნამოც კი დაასხა-ნერვები მეშლება მაგრამ მაინც ვიცინი. -ახლავე დავუწერ საპასუხო წერილს-ვამბობ და ბარათს ვიღებ -არა, იცოდე ახლა 2 კვირა სულ მცირე არაფერს ვწერთ. უნდა მიხვდეს რა დააშავაა-უარზეა მალაღურაძე -კარგი რა, ვერ მოვითმენ ორი კვირა-საწყალ სახეს ვიღებ -ხოდა წავიდეთ ორი კვირით სადმე-იდეას აყენებს ანანო -ამილახვარი, პირველად მომწონს შენი წვეტიანი აზრები-ეცინება ქეთოს. -რაჭაში წავიდეთ, შარშან მამამ სახლი იყიდა, ხოიცი გიჟდება მთის აგარაკებზე-იდეა აქვს ქეთოს. -წავიდეთ, ეგრე ჯობია-ვეთანხმები მეც. -- ხვალ უკვე რაჭაში მივდივართ, საყიდლებზე ვართ მე, ქეთო და ანანო. ჰიპერმარკეტში უამრავ პრდუქტს ვყიდულობთ 2 კვირა რომ გვეყოს, წინ ლაზარე ლეთოდიანს რომ ვხედავთ. -ჯანდაბა აქ რა უნდა?-ვეჩურჩულები ანანოს. -მის სახლთან ახლოს მდებარე ჰიპერმარკეტში ვართ და რა გიკვირს?-მეუბნება ქეთო და მოახლოებულ ბიჭს გამარჯობას ეუბნება. ისიც თბილად ესალმება და გვერდს უვლის -აუ მშურს-ვუცინი ქეთას. -კარგი, დაწყნარდი. წავედით ახლა სალაროსთან და მერე რაჭაში --- ორი არაჩვეულებრივი კვირა გავაკარეთ რაჭაში. ჯერ ივლისის შუა რიცხვები იყო, მაგრამ იქ მაინც ძალიან ციოდა. იქედან ჩამოსული ძლივს შევეგუეთ თბილისის ცხელ ჰავას. -დღეს რაღაც განსაკუთრებული გვინდა-ვეუბნები გოგონებს -შოკოლადი და კიდევ?-ტუჩზე ხელს იდებს და ისე ფიქრობს ანანო -ვარდი-ამბობს ქეთო -ბანალურია-უარყოფს ანანო -რამე შენი ნივთი-მეუბნება მალაღურაძე -მაგალითად?-ვინტერესდები -შენი თვალები დაუხატე, ლურჯი ფანქრით-ეცინება ანანოს და ამაზე ქეთოს თანხმდება. "ცუდი ბიჭი ხარ, ამჯერად ჩემი თვალებით დატკბი და არა შენი თავის გამოსახულებით" ვწერ და სარკეში ჩემ ცალ თვალს კარგად ვაკვირდები. ჯერ წარბს ვხატავ, შემდეგ ლურჯი კალმით თვალს და წამწამებს -საკმარისია მხატვარო, მორჩა, სუნამოც და ვსო-კმაყოფილები არიან გოგონები. შოკოლადთან ერთად წერილს ლენტით კვრავ და ჩუმად ვიპარები მის კართან. კვირაა, დილის ოთხი საათი. ბარათს ვუტოვებ და ზარს ვრეკავ. კიდევ ერთხელ ვტკბებით ცქერით და უკვე შესვლას აპირებდა კარები რომ გამოიკეტა და გამობრუნდა. ქუჩაში გამოვიდა და მიდამო მოათვალიერა. ჩვენ ქეთოს ეზოში ვიყავით, ღობის ქვემოთ პატარა ჭუჭრუტანიდან ვიხედებოდით და ვერ გვიპოვიდა. ჯერ ერთ მხარეს აუყვა ქუჩას, შემდეგ მეორე და მის ღობესთან ბარათი დადო. -ნეტა თავისი დაწერილია?-ჩამჩურჩულა ქეთომ -როგორც კი შევა სახლში აიღე ბარათი, უეჭველი გამოგეკიდება მაგრამ ქვემოთ ჩაირბინე და მერე მეორე ქუჩიდან ამოდი და უკანა კარიდან შემოძვერი-მარიგებს ანანო და მანიშნებს ავდგე. მალევე შედის ლეთოდიანი სახლში. ქეთოს ეზოდან უკანა კარით მივდივარ. სირბილით ვუახლოვდები ლაზარეს მიერ დატოვებულ ბარათს და ჯერ კიდევ არ მაქვს აღებული ხელში სახლის კარი რომ იღება -ახლა კი დაგიჭერ-სიცილით ყვირის და სირბილს იწყებს. მეც მთელი ძალით მივრბივარ და თან უკან ვიხედები, ჯერ კიდევ შორსაა ჩემიდან. სწრაფად ვუხვევ პატარა ჩიხში და სულ სხვა ქუჩაზე გავდივარ, მანამდე გავრბივარ სანამ ოდნავ თვალს არ ვეფარები, შემდეგ კი ვიმალები, ისეთ კარგ სამალავში აღმოვჩნდი, ამ შუაღამეს ვიცი, ვერ დამინახავს. გაწბილებული მიდის სხვა მხარეს და მანამ არ გამოვდივარ სამალავიდან სანამ გოგონები არ მაცნობებენ ლაზარე სახლში შევიდაო. სხვენში ვხსნი მის ბარათს "გამოჩნდი" ეწერა ბარათში, მისი სუნამო ესხა და შავი შოკოლადიც ზედ ჰქონდა მიწებებული. ---- კვლავ კვირაა, ამჯერად შუადღეა, სახლში არაა და უფრო გაბედულად მივდივარ. იმ ინციდენტის შემდეგ გადავწვიტე რომ აღარ გამერისკა სამალავიდან გამოვდივარ და მის ეზოში შევდივარ, სახლთან ბარათს ვდებ, მისი ნახატით, როცა ქუჩაში მორბის. წერილიც დართული აქვს, რა თქმა უნდა. "შემდეგ კვირას მანქანა მოგაკითხავს საღამოს ათზე" ვწერ კვლავ. გეგმა იგივეა რაც მაშინ. თუმცა ბარათი დავდე თუარა უკნიდან ჭიშკრის დაკეტვის და სიცილის ხმა მესმის. -გამოგიჭირე პატარავ-ახლოდან იმაზე ბოხი ხმა აქვს ვიდრე ველოდი. გაფართოებული თვალებით ვუყურებ და ინსტიქტორად გავრბივარ, სახლის უკან აუცილებლად ექნება ისეთივე გასასვლელი როგორიც ქეთოს სახლს აქვს. ჭიშკარს ვეჯაჯგურები რომ როგორმე გავაღო, ამ დროს კი წელზე ვგრძნობ ძლიერ ხელებს. -დამსვიი-ვკივი და ვფართხალებ, ხელს პირზე მიჭერს და უკანა კარიდან სახლში შევყავარ. თვალებიდან უნებურად მცვივა ცრემლები დივანზე მსვავს და წინ მიდგება. -აბა? მოიხადე ქუდი-ჯერ კაპიშონს მხდის, შემდეგ კეპს და მის ყავისფერ თვალებზე მიშტერდება მზერა. ახლოდან ისეთი სიმპატიურია, ვიდრე შორიდან ჩანთა. წამოერად ვუყურებ თვალებში. სახეზე ხელებს ვიფარებ და დივანზე რომელზეც ვზივარ სახით ვემხობი. #ლაზარე უკვე მერამდენე კვირაა მისი სურნელი მელანდება ყველგან. მგონი იმ პარანოიკად ვიქეცი ყველას რომ "სუნავს". დღე არ გავიდოდა მისი ბარათები და ჩანახატები არ მენახა. იმდენად ჩამითრია ამ თამაშმა, ვერც კი მივხვდი როგორ ჩამოვშორდი ყოველდღიურ "გართობას'' ყოველ კვირას უკვე მოთხოვნად მექცა მისი გამოგზავნილი შოკოლადით პირის ჩატკბარუნება, სულ სხვანაირი გემო ჰქონდა. მისი სურნელის შეგრძნობა. ახლა აქ მყავს, წინ ზის, მის ლურჯ თვალებს ხელით იფარავს და დივანში თავჩარგული სლუკუნებს -გასწორდი, ნუ მაიძულებ ძალის გამოყენებას-მკაცრად ვეუბნები -იქნებ გამიშვა? აღარასდროს შეგაწუხებ გპირდები-სუსტად ისმის მისი ხმა. გამხდარ სხეულზე, შავი, მუხლზე გადახეული შარვალი აცვია, შავი ოლ სთარის კეტები და ამავე ფერის აშკარად დიდი ზომის ჟაკეტი. -გასწორდი-სიმკაცრეს ვმატებ ხმას და რეაგირება რომ არ აქვს მე თვითონ ვაყენებ, ხელებს ვაშორებინებ სახიდან და მის წინ ჩამუხლილი, სახე ზედმეტად ახლოს მიმაქვს მასთან. დაბნეულია, თან საშინლად, ეს მის ლურჯ თვალებში არაჩვეულებრივად იკვეთება და უცებ მახსენდება, ხშირად მინახავს ის ამ უბანში, თან ჩვენ ანც ქეთოსთან ერთად და წამიერად ვხვდები თუ საიდან მითვალთვალებდნენ, საიდან იცოდნენ თეთრი შოკოლადი რომ მიყვარს და უბრალოდ საიდან მიცნობდნენ. -მეგობრები სად გყავს?-მეცინება მის შეშინებულ სახეზე -ღმერთო, ქეთო, ანანო, როგორ ინერვიულებენ-თითქოს მხოლოდ ახლა გაახსენდა მათი არსებობა, ფეხზე წამოხტა და კარისკენ გაიქცა გზაში ვიჭერ, კვლავ მის წვრილ წელზე ვაცურებ ხელს და პატარა სხეულს ჰაერში ვწევ. -გამიშვიი-კივიც ის, მე კი კვლავ დივანზე ვაბრუნებ -შენი თვალის ნახატი გამომიგზავნე არა? დატკბიო?-ისე ვეუბნები წელიდან ხელებს არ ვაშორებ. დივანზე ზის, მის ფეხებშუა კი მე ვარ მოქცეული, იატაკზე მუხლებზე დამდგარი. ხმას არ იღებს. ვხედავ უხერხულად ზის, დარწმუნებული ვარ მამაკაციც პირველადაა მასთან ასე ახლოს, აწითლებულ ლოყებსა და დაბნეულ თვალებზე ეტყობა. ხელების ჩემ გულზე უწყვია და ცდილობს უკან გამწიოს -შენი საოცარი სურნელი მაბრუებს-ვეუბნები და ცხვირს მის ყელს ვუხახუნებ, მის კანის დახორკვლავ ვგრძნობ, ჭრუანტელიც არ აყოვნებს. ყელზე რომ ტუჩებით მივეკარი მეგონა ხელში ჩამადნებოდა, მაგრამ იმდენად მიზიდავდა, იმდენად ახლოს იყო ის სურნელი, ის ადამიანი რომელზეც უკვე კვირები იყო ვფიქრობდი, თავს ვერ ვიკავებდი. -გამიშვი გთხოვ-ვგრძნობ ხმა უკანკალებს. -მაგაზე მაშინ გეფიქრა, ჩემი მოჯადოება რომ გადაწყვიტე-თვალებში ვუყურებ და ისე ვაკვდები ტუჩებზე, დარწმუნებული ვარ გააზრებას ვერ მოასწრებდა. ლამის ჭკუიდან გადავდივარ მის თითებს რომ თმებში ვგრძნობ, ვერ ვშორდები, მიწვევს და ვერ ვხვდები რას მიკეთებს ეს პატარა გოგო. თავიდან არ ვაძლევ მოშორების უფლებას, მერე კი მშორდება და ვხვდები, არეულია, ერთმანეთში ერევა ემოციები ისევე როგორც მე. -გამიშვი გთხოვ-ჩახლეჩილი ხმით მეუბნება და მხრებიდან ხელს მაშორებს -ვერ გაგიშვებ, ჯერ შენი ბარათი უნდა ვნახო-მეცინება, მასთან ერთად ვდგები ფეხზე და ბარათის ასაღებად მივდივარ. შიგნით შემომაქვს ბარათი და ვკითხულობ -არ შეიძლება ახლავე წავიდეთ სადაც მომავალ კვირას უნდა წავსულიყავით?-ვეკითხები და შოკოლადს ვხსნი, ვკბიჩავ და შემდეგ მის ტუჩებთან მიმაქვს. -არ მინდა-თავს მიქნევს და ცდილობს ჩემგან მოშორებით დაჯდეს -მოდი, მოდი-მეცინება მის მორცხვობაზე, წელზე ხელს ვხვევ და კალთაში ვისვამ, ყელში ვკოცნი და შოკოლადის ნატეხს ვუდებ პირში. მგონია რომ ჩემია, ახლობელია და უკვე ჩემი სულის ნაწილია. მგონია რომ უკვე დიდი ხანია ვიცნობ. არ მჯერა, რომ ჩემი 28 წლიანი ცხოვრების შემდეგ, მაშინ როცა სერიოზულ ურთიერთობაზე არასდროს, არასდროს მიფიქრია ეს პატარა გოგონა წუთებში მარწმუნებს საპირისპიროში -ლაზარე-მესმის მისი ჩურჩული და ტანში ჭრუანტელი მივლის, მისი მადისაღმძვრელი ტუჩებიდან რაწმოთქმული ჩემი სახელი სულ სხვანაირად ჟღერს, ისე, გულს რომ გაგითმობს -გისმენ-ვუღიმი და მის ლურჯ თვალებს ვუყურებ -მცხელა და სახლში მინდა, ხვალ რომ ვისაუბროთ არ შეიძლება?-ამჯერად თვითონ იდებს პირში შოკოლადის ნატეხს მეცინება მასზე, შუა ივლისში, როცა მთელი ქალაქი სიცხისგან იწვის დიდი და თბილი ჟაკეტი აცვია -წაგიყვან სახლში და ხვალ სერიოზული საუბარი გველის-ფეხზე ვდგები და მასაც ვაყენებ კალთიდან -მე მანქანით ვარ, ჩემით წავალ-დაბნეული მეუბნება და ჯიბეებში ხელებს იწყობს -ოჰ, მანქანაც გვყოლია-მეცინება და ვუყურებ როგორ შეიძლება ქუჩაში მისთვის ქურადღება არ მიმექცია? უბრალოდ ისე ამევლო გვერდი როგორც უბრალო ბავშვისთვის. -წავალ კარგი?-ამბობს და ნელა მიიპარება კარისკენ. -ხვალ, ათ საათზე მანქანას ველოდები, იმ ადგილზე უნდა წამიყვანო, ამდენი ხანია რომ მპირდები, და ისე, როგორც დაგეგმილი გქონდა-ვკოცნი ლოყაზე და მის გაოცებულ თვალებს ვუყურებ. -წადი ახლა და ხვალ ველოდები მძღოლს-თვალს ვუკრავ და ცხვირწინ ვუხურავ კარს, ჭუჭრუტანიდან ვუყურებ არეული ნაბიჯებით როგორ შევიდა ქეთოს სახლში და გულიანად გადავიხარხარე დაქალების საუბარი რომ წარმოვიდგინე #ელენა უკვე ათის ოცი წუთია, წუთიწუთზე ველოდები როდის მოიყვანს ქეთა ჩემი მანქანის ლაზარეს. ვნერვიულობ, მთელი სხეულით ვგრძნობ მისდამი სიყვარულს არათუ მარტო გულით. გუშინდელი მისი ქცევიდან გამომდინარე გოგონებმა მხოლოდ ერთი დასკვნა გამოიტანეს "შეუყვარდი იმ იდიოტს" ძელსკამზე ვზივარ, ხელებს ნერვიულად ვიმტვრევ ფარების შუქი რომ მენათება, მალევე მანქანა ჩერდება და ლაზარე გადმოდის, მანქანა კი ადგილს შორდება. -ეს რა რომანტიკული ადგილი შეგირჩევია პატარავ?-მიახლოვდება ის, მთვარის შუქი იმდენად ანათებს არემარეს, გარკვევით ვხედავ მის თბილ სახეს და მოციმციმე თვალებს ჩემ გვერდით ჯდება, ხელებს ბეჭებზე მხვევს და შუბლზე მკოცნის -როგორ ხარ?-ვეკითხები და ნელა ვხვევ წელზე ხელს, მერიდება, ჯერ სულ მეორე დღეა რაც ვიცნობ და გული ლამის გამისკდეს ამდენი ემოციით -მიყვარხარ ელე-კითხვაზე არაჩვეულებრივად მპასუხობს და ტუჩებზე მკოცნის, მისი სიტყვებით გაოცებული და ბედნიერი გაუბედავად ვყვები კოცნაში და ხელს თმებში ვუცურებ. -მეც მიყვარხარ ლაზარე-ვშორდები თუ არა ვპასუხობ და თავს გულზე ვადებ. თითქმის გათენებამდე ვზივართ, ასე ჩახუტებული. ცოტახანს ჩამეძინა კიდეც და მისმა კოცნამ გამაღვიძა -წავედით პატარავ შენთან-მითხრა სიცილით და ფეხზე ადგა -რა გვინდა ჩემთან?-გაფართოებული თვალებით გავხედე -მშობლები უნდა გავიცნო-ცხვირზე მკოცნის, დარეკვას ვაპირებდი ქეთოსთვის რომ გამაჩერა, ფეხით წავიდეთო. ასე, მზის ამოსვლის ფონზე, თითქმის 2 საათი მივსეირნობდით ჩემს სახლამდე და წამითაც არ გაუშვია ხელი ჩემთვის ლაზარეს, წუთი არ გასულა შუბლზე რომ არ ეკოცნა და წუთი არ ჩაუგდია რომ არ ეთქვა რომ მთელი გულით ვუყვარდი. --- -ვის უთვალთვალებთ?-ოთახში შემოვიდა გაკვირვებული ლაზარე. -ანანოს სატრფოს-გამობზეკილი მუცლით წავედი მისკენ, ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და გავუცინე -კარგი, წავიდეთ, იმედია იმ ბიჭსაც არ გააგიჟებთ-გაუცინა გოგონებს და ასე სიცილით დავტოვეთ ანანოს სახლი. არა რა, სრულ ისტორიებზე რომ ვგიჟდები ისე არაფერზე :დ :დ გთხოვთ გამოხატოთ აზრი რას ფიქრობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.