შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიკვდილი(თავი 9)


24-02-2019, 22:01
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 001

ამ დილით რაღაც მეამბოხეობის სურვილი გამიჩნდა. არა, სურვილი არა, უფრო მოთხოვნილება და გრძნობა შეიძლება დავარქვა ამას. მოკლედ რომ გითხრათ მინდოდა ყველაზე და ყველაფერზე უარი მეთქვა და გავქცეულიყავი, გავქცეულიყავი ადგილიდან რომელსაც დედამიწა ჰქვია და სადაც ძირითადად ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, ხოლო რაც შეეხებათ ხელოვან ადამიანებს, მათ ამ სიტყვების გამო ბოდიშს ვუხდი. მათ მინდა ვუთხრა რომ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს არაფრით ჰგვანან გარდა ფიზიკური აგებულებისა. იცით რა? იყო ხელოვანი და იყო განსხვავებული თან არაამქვეყნიური ჯილდოა და თან უდიდესი და სამუდამო წყევლა, თუ გეშინია იმ ჩვეულებრივი ადამიანების არაჯანსაღი კრიტიკის, თუ გეშინია რომ შეგაფურთხებენ, გაგინებენ, დაგცინებენ, გცემენ, გაგლანძღავენ მაშინ თავი უნდა დაანებო ამ საქმეს. მე პოეტი გახლავართ, მაგრამ სიკვდილის საშინელმა შეგრძნებამ დამაწყებინა ამ რაღაცის წერა. მე დღიური, მოთხრობა, ჩანახატი და მსგავსი რამ არასდროს დამიწერია, მაგრამ ალბათ ეს ბედისწერაა, არა? ისე გამოვიდა რომ ლექსების წერაში ჩავარდნა მაქვს და ახლა ამის წერა დავიწყე.
ჩემო მკითხველო, მინდა სიმართლე იცოდე, ის რომ ახლა ცოცხალი ვარ არა ამ ნაწარმოების, არამედ იმ განსაკუთრებული, მშვენიერი, ლამაზი, საყვარელი, ერთადერთი და განუმეორებელი გოგოს, დეას დამსახურებაა რომელიც სიგიჟემდე, არაამქვეყნიურად მიყვარს. მე მხოლოდ მის გამო ვცოცხლობ და რაც არ უნდა იყოს სულ მის გვერდით ვიქნები. ისე კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, სულაც არ ვარ ისეთი ადამიანი რომლის გვერდით გაჩერებაც დიდ სიამოვნებას მოგგვრით, რადგან მთლიანად ჩაკარგული ვარ ხელოვნებაში. ჰო მართლა, სულ დამავიწყდა მეთქვა იმის შესახებ, რომ პიანინოზე ვუკრავ, რაც დამშვიდებაში თუ არა, უარყოფითი ემოციებისგან დაცლაში მაინც მეხმარება.
ამ ყველაფრის წერით ფაქტიურად აღსარებას ვაბარებ ოღონდ არა მამაოს, არამედ ჩემს მკითხველებს. არ გეგონოთ რომ მორწმუნე არ ვარ, უბრალოდ ეკლესიაში ხშირად ვერ დავდივარ სხვადასხვა მიზეზების გამო.
იცით რა მინდა ხოლმე? ყველას და ყველაფრის აზრი და შეხედულება ფეხებზე დავიკიდო, ხელი ჩავკიდო იმ ერთადერთს და ვიხეტიალო თბილისის ქუჩებში, ამაზე უკეთესი რა შეიძლება გააკეთო სიგიჟემდე შეყვარებულმა ადამიანმა? მაგრამ სწორედ ის მკლავს რომ ამის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია, ოღონდ ჯერჯერობით. რა არის ეს ცხოვრება თუ ხანდახან მაინც იმას არ გააკეთებ რაც ასე ძალიან გინდა? არც არაფერი, რადგან ეს ცხოვრება ამაოებაა და მაქსიმალურად უნდა ეცადო შენი "გაისწორო" ისე რომ არავის არაფერი ავნო, თუმცა ხანდახან როცა ამისთვის მსხვერპლის გაღებაა საჭირო, ის მსვერპლიც ხანდახან უნდა გაიღო, ოღონდ მხოლოდ ხანდახან.
დღეისათვის ჩემი აღსარება სულ ეს იყო და ეს, მეტად თავს აღარ შეგაწყენთ და დანარჩენზე შემდეგ გიამბობთ.



მაგარი ხარ ძალიან

 


№2 სტუმარი mari

Au dzan kargia <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent