ბუმერანგი.თავი 6.
-ჩემი ცხოვრება ერთ უცნაურ სიზმარს ჰგავს,მაგრამ ვერ გეტყვით ეს სიზმარი კარგია თუ ცუდი.მეშინია,მეშინია იმიტომ რომ არ ვიცი სად აღმოვჩნდები და ვინ იქნება ჩემს გვერდით.თორნიკემ გაოცებულმა შეხედა მალიბუს ორივე ხელები მოკიდა და შეეკითხა. -რა დაგემართა,რა გჭირს მალიბუ. -ვიცი რაც მჭირს,მაგრამ თქმის მეშინია. -თქვი,მოგისმენ და შენ დაიცალე გულში დაგროვილი დარდისგან,განთავისუფლდი იმ სევდისგან რაც გიჭერს და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. -ვიტყვი,მაგრამ ჯერა არა,ჯერ დრო არ არის.თქვა ჩურჩულით და თორნიკესთან მოშორებით დადგა. -მალიბუ სად ხარ,მალიბუ უნდა გნახო.ანერვიულებული და თან არეული ხმა ჰქონდა ლანას. -რა მოხდა,ლანა კარგად ხარ? -არ ვარ კარგად,შენთან მოვდივარ და შენთან უნდა დავრჩე ამიერიდან. -სახლში არ ვარ,სახლშიდაც არავინ არის ჯერ,თენგო ძიას უთხარი და გაგიღებს სახლის კარს,მეც ახლავე მოვალ. -კარგი.მალიბუმ ტელეფონი გათიშა და თორნიკეს შეხედა. -უნდა წახვიდე,წადი მაგრამ სხვა დროს გავაგრძელებთ და ყველაფერს მეტყვი,გესმის? ყველაფერს. -მიხვდი რომ უნდა წავიდე,მივდივარ.მადლობა, რომ მომისმინე თორნიკე.ფეხზე წამოდგა,ჩანთას ხელი დაავლო და თითქმის სირბილით გაეცალა თორნიკეს. მას ხომ თორნიკეს გვერდით ყოფნა სულს უხუთავდა.გულაჩქარებული მივიდა სახლში და უკვე იქ მისულ ლანას ზემოდან დააცქერდა,რომელიც სავარძელში იჯდა და მალიბუს მოსვლამდე ორი კილო შოკოლადის შეჭმაც კი მოესწრო. -რა მოგივიდა,რა მოხდა დეპრესიაში ვართ? -დავშორდით. -მოიცა,მოიცა რა მოხდა ვის დაშორდი? -ლაშას. -ლაშა ვინ არის? -ნიკოლოზის მეგობარი. -მე რატომ არ ვიცოდი? -მეგონა ჯერ სერიოზული არაფერი არ ხდებოდა ჩვენს შორის. -გეგონა,ესე იგი გეგონა.კარზე ზარი იყო და ორივემ ერთმანეთს შეხედა,ლანა ფეხზე წამოფრინდა და სირბილით მივიდა კართან,რომელიც სიხარულით გააღო,რადგან ეგონა იქ ისევ ის დახვდებოდა,ვის გამოც ამ დღეში ჩავარდა. -საყვარელო დაბრუნდი? კარში გაღიმებული ნიკა იდგა,რომელმაც ლანას შეხედა და უთხრა. -იმედი გაგიცრუე,რადგან მე ნიკოლოზი ვარ. -არ უნდა გამეღო კარი,არ უნდა გამეღოოოოო.ხმამაღალი ხმით მოთქვამდა ლანა,ნიკამ კი მალიბუს შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -რა დაემართა,რა სჭირს ავადაა? -სიყვარულს დაშორდა და დეპრესია აქვს. -ვის დაშორდა,ლაშას? ვერ ვიჯერებ,ლაშას სიგიჟემდე უყვარხარ უაზრო და ძალიან მიკვირს,თუ რამ შეაყვარა შენი თავი. -შენ იცოდი და მე არ ვიცოდი? გაოცებულმა შეხედა მალიბულ ნიკოლოზს. -რაო დაქალმა არ გითხრა შეყვარებული რომ იყო და იწვის სიყვარულის ცეცხლით? -ნიკოლოზ გაჩუმდი თორემ თემს თავზე პასუხს არ ვაგებ. -არა ძალიან მიკვირს და მინდა გავიგო, რა გაუკეთე იმ ბიჭს რომ შეშალე და შენს გარდა სხვაზე არაფერზე ფიქრობს. -ნუ მელაპარაკები იმ ვირზე,ბოდიშს მომიხდის,ნახეთ თუ არ მოვიდეს და არ მომიხადოს ბოდიში. -იოცნებე,იოცნბე ლაშა როდის მოგიხდის ბოდიშს. -ნიკოლოზ ნუ მიშლი ნერვებს. -კარგი,მე მივდივარ უნდა დავისვენო.წამოდგა ნიკა ფეხზე და თავის ოთახისკენ წავიდა,მაგრამ იქვე ლანას დიდი ჩემოდანი დაინახა და გაკვირვებულმა უთხრა ლანას. -მოიცადე,შენ რა შენი ბარგით წამოდი სახლიდან? -რა ნივთებით,რას ბოდავ. -აბა ეს ჩემოდანი აქ ვინ მოიტანა,თუ არა შენ. -შენ გეძინებოდა მგონი და წაბრძანდი,დაიძინე. -მე დავიძინებ,მაგრამ შენ დაიძინებ? -მალიბუ უთხარი წავიდეს,თორემ რაც მომყვება ხელში ვესვრი. -ფრთხილად თავი არ გამიტეხო. -ტვინი მაინც არ გაქვს თავში,ვერაფერს გაიგებ.ნიკას გულიანად გაეცინა,მალიბუს თვალი ჩაუკრა და წავიდა,თავის ოთახში შესულმა კი ტელეფონზე დარეკა. -სად ხარ,რა უქენი იმ ანგელოზივით გოგოს რომ შეშალე და ყველა დაგვგესლა. -თქვენთან არის? -აქაა,მალიბუსთან მოვიდა მისი ბარგით ალბად მთელი ცხოვრება აქ აპირებს დარჩენას. -თქვა რამე,გაიგონე რას ლაპარაკობენ? -ნუ ნერვიულობ,ძალიან კარგად არის და მალიბუმ იცის რაც უნდა უთხრას.დაიცადე,ერთად მოვუსმინოთ.ნიკა გავიდა ფრთხილად და გოგოების ლაპარაკს ყური დაუგდო. -ყოველ ღამე გვიან მოდის,დილით ისე მიდის არც კი მაღვიძებს.ტელეფონზე დავურეკავ,მეუბნება ხალხი მყავს გადმოგირეკავ,მალიბუ მე ველოდები მის ზარს და სხვაზე ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ. -ლანა ჩემო მეგობარო,იცი რომ მოსაწყენი ხდენი ამ ბოლო დროს?ათი დღე სახლში გყავდა და ეკლებზე იჯექი როდის გავიდოდა სამსახურში,ერთი საღამოც არ გიჩუქებია მისთვის გასულიყავით ერთად და გევახშმად ისე როგორც ნორმალური წყვილი,ეს მე რაც ვიცი ზოგადად. -მისევ მე ვარ დამნაშავე? -რა გჭირს,ლანა ადამიანს შენთან ცხოვრება მობეზრდა. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი. -ქალბატონო თქვენ ერთად იწექით? ლანამ დამნაშავის თვალებით შეხედა მალიბუს და ჩუმად უთხრა. -კი ვიწექით. -მოგისწრია,ყოჩაღ და დაფიქრებულხარ ამ ბოლოს ციკლი როდის გქონდა? ლანამ შეხედა მალიბუს რომელიც გაღიმებული უცქერდა მას და თავადაც გაეღიმა. -შენ,შენ ამბობ რო მე.................. -დიახ მიხვდი რისი თქმაც მინდა.ვფიქრობ შენში ახალი სიცოცხლეა,რომელიც არის შენი ბუზღუნის მიზეზი. -ნიკუშ კარგად გავიგონე რაც თქვა მალიბუმ? -მეც გაოგნებული ვარ,პატარა ლაშა ან პატარა ჭირვეული ლანა დაიბადება,რას იზამ? -არაფერს,მე არაფერი ვიცი დაველოდები თავად რას იზამს. -დაელოდე,მე 9 თვე ლანას სახლში ვერ ავიტან,ახლავეს მოდი და მიხედე.გაეცინა ნიკას. -არ ეტყვი ლაშას არაფერს? -არ ვეტყვი,ჯერ-ჯერობით არ ვეტყვი. -რატომ,რატომ აწამებ ამ ადამიანს,რა დაგიშავა ასეთი. -მომაკითხოს და წამიყვანოს,კეთილი ინებოს გამიფრთხილდეს,აქ ხომ მისი შვილი ზის.რა არის ამაში ცუდი თუ მინდა რომ სულ ჩემს გვერდით იყოს,მის სუნთქვას ვგრძნობდე,მისი ხმა მესმოდეს.მალიბუ მეშინია. -რისი გეშინია ლანა. -მეშინია,ვინმემ არ წამართვას. -რას ამბობ,რა ისტერიკებს აწყობ,ან ვინ უნდა წაგართვას ხომ გაიგონე რა თქვა ნიკამ,ლაშას მხოლოდ შენ უყვარხარ. -გული წამართვა სულ მან მიისაკუთრა,ჩემი გონებაც მასთან არის.ღმერთო რა მჭირს აზრებს ვერ ვალაგებ. -როდის იყავი აზრიანი ახლა რომ დაალაგო,რა გიყო ჩემმა ძმაკაცმა,ეს რა დღეში ჩაგაგდო გინდა მოვკლათ და ერთად დავმარხოთ? უთხრა ნიკამ და თვალები აუჟუჟუნა ლანას. -რას ეუბნები,გინდა სულ მთლად შეშალო? -რასაც ვხედავ ვიცი რომ ნორმალური არ არის,არავინ დაიჭერს ვიტყვი რომ აფექტურ მდგომარეობაში იყო და შენ საერთოდ რატომ გვისმენ,ჩამოგვეცალე რა.მითხარი ლანა გინდა სიგიჯე ერთად ჩავიდინოთ? -ნიკა ისედაც არეული ვარ და კიდევ უფრო ნუ მირევ ტვინს. -ჰორმონები,ჰორმონები როგორ ცვლის ქალს? შენ რა მართლა ორსულად ხარ თუ გინდა ასე დააბა ჩემი ლაშიტო შენთან.გამომცდელად შეხედა ნიკამ და უეცრად კარებისკენ გავარდა,მაგრამ მაინც ვერ აიცილა ლანას ნასროლი ფეხსაცმელი,რომელმაც არც კი დაფიქრდა,ისე წაიძრო ფეხიდან და ნიკას ესროლა. -არა ნორმალური ხარ,საზიზღარი და მძულხარ. -მოდი და დააწყნარე,რა უქენი და რა გაუკეთე მოწამლე ეს გოგო? ანგელოზი და წყნარი გოგო იყო რომ გაგაცანი,ეს რა ურჩხული შეგიქმნია,შენ რა მანიაკი ხარ და მე ვერ შეგამჩნიე? ტელეფონში უთხრა ნიკამ მეგობარს და თავადაც სიცილს ვერ იკავებდა. -მალიბუ გამოართვი ტელეფონი,თორემ მართლა მოვკლავ ამ არა ნორმალურს. -რა გჭირს შენ,გვისმენდი ჩუმად რასაც ვლაპარაკობდით? რომ გთხოვო რამე დაღლილი ვარო იტყვი,რატომ გვისმენ რას ვამბობთ.გაუბრაზდა მალიბუ ნიკას. -რატომ ყვირით,რატომ კამათობთ.გაოცებული უცქერდა სახლში შემოსული იზაბელა სამივეს რომელსაც ხელში უამრავი ჩანთები ეჭირა და სამზარეულოში გავიდა. -დედაააა,მოემზადე მალე პაწაწუნა გაჩნდება,რომელსაც ბებიობას გაუწევ. -რა თქვი? მალიბუ შენ,შენ,შენ........................ -არა,არა დაწყნარდი მალიბუ არაფერ შუაშია,დედა რა მოგივიდა ლანამ იყოჩაღა და ჩემი მეგობარი ლაშა შემიცდინა,ხომ იცი ლაშა რა კარგი ბიჭია და მისმა საქმიანობამ უკვალოდ არ ჩაიარა.იზაბელამ გვერდი აუარა ნიკას რომელმაც კიტრი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა. -წყალი გაავლე და ისე შეჭამე,არ მოიწამლო. -არა უშავს,ასე უფრო ბევრი ვიტამინებს მივიღებ. -საყვარელო სიმართლეა რაც ნიკამ თქვა? -იმ ტარტაროზმა რაც გითხრა იზაბელა დეიდა,ჯერ არც მე ვიცი სიმართლეა თუ არა. -მაგრამ გავიგებთ,ადექი ახლავე წავალთ და სისხლის ანალიზს ავიღებთ. -ახლა? გაოცებულმა შეხედა იზაბელას ლანამ. -ხომ უნდა დავრწნუნდეთ შვილო,ამიტომ ანალიზს ავიღებთ და პასუხსაც გავიგებთ.თქვენ წადით,მე კი გემრიელ ვახშამს მოვამზადებ.მალიბუ და ლანა ერთად გავიდნენ,ნიკამ დაისვენა მაგრამ მალიბუს ზარმა გააღვიძა,ჯერ არ უნდოდა ეპასუხა მაგრამ გაიფიქრა იქნებ ვჭირდებიო და ტელეფონს უპასუხა. -გისმენ მალიბუ. -ნიკა სად ხარ,შეგიძლია მოხვიდე ჩვენს ბარში? -თქვენ ექიმთან წადით თუ ბარში,მანდ რა გინდათ.გაუკვირდა ნიკას და ფეხზე წამოდგა. -ნიკა ავიღეთ ანალიზი და ცოტა ხნით შემოვედით,მაგრამ აქ რაღაც უცნაიური ხდება. -რა ხდება,რას ხედავ უცნაურს. -ერთი გოგონაა და ვიღაც უთვალთვალებს,გოგონას კი ეშინია,უცნაურად ლაპარაკობს. -კარგი მოვდივარ და იქნებ როგორმე საუბარში გაართოთ.მალიბუმ და ლანამ ანალიზი აიღეს და ცოტა ფეხით გაიარეს,ერთ-ერთ პარფიუმერიის მაღაზიასთან ლანამ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და მალიბუს უთხრა. -მალიბუ ახლა აქ რომ არ შევიდე,მე მოვკვდები. -აქ რა გინდა,წამოდი ბარში დავსხდეთ. -არა,აქ უნდა შევიდე და რაღაც უნდა ვიყიდო,ეს სუნი მიზიდავს შიგნით მთხოვს შესვლას. -კარგი წავიდეთ,შესაძლებელია გოგო არის და ის ძალიან პრანჭია იქნება. -გოგო? რა საოცრად გავპრანჭავ მალი ჩემს გოგოს. -მე ტუჩ-საცხით გავალამაზებ და კიკინებს გავუკეთებ,უკვე ვხედავ კიკინებიან პატარა გოგოს.ტუჩსაცხის არჩევდნენ,რომ უეცრად ხელის შეხება იგრძნო და გაიხედა,მის გვერდით სარკით ხელში ქერა გოგონა იდგა გაფითრებული და მალიბუს თხოვნით უთხრა. -გთხოვ,ჩაიხედე სარკეში და მითხარი შენც თუ იგივეს ხედავ რასაც მე. -მაგალითად? შეეკითხა გაოცებულმა და სარკე გამოართვა. -ჩემს უკან ვიღაც დგას,გარეთ არის და მითვალთვალებს,აქედან რომ გავალ მომკლავს.მალიბუს შეეშინდა და სარკეში შეშინებულმა ჩაიხედა,მის უკან მხარე მოათვალიერა,მაგრამ უცნაური ვერაფერი ვერ შეამჩნია. -არავინ არის,მე ვერაფერს ვხედავ. -არის,აი იქ დგას კარგად დააკვირდი.ისევ დააკვირდა მალიბუ და შეამჩნია წვერიანი მამაკაცი,დიდი შავი თვალებით,მაგრამ ის უეცრად გაქრა. -დავინახე,დავინახე და წავიდა.თქვა გაოცებულმა. -დაინახე? უკვე თვეებია ასე დამყვება და მითვალთვალებს. -არ წახვიდეთ მარტო,გინდა ვინმეს დავურეკო რომ მოვიდეს და წაგიყვანოთ? -არა,არ მინდა არავინ ან რა აზრი აქვს,ყველას შეშლილი ვგონივარ,არ მიჯერებს არავინ. -ასე როგორ შეიძლება,ძალიან ვინერვიულებ მარტო რომ წახვალთ. -შენ რომ დამიჯერე გულზე მომეშვა,მადლობა რომ მომისმინეთ,ჩემი დღემდე არავის სჯერა.გოგონა მალიბუს თხოვნა არ გაითვალისწინა და მაინც წავიდა,ორივე საგონებელში ჩავარდა,ნიკას დაურეკა,რომელიც სულ მალე დაადგა მათ თავზე ლაშასთან ერთად. -სად არის,ვინ არის,რა მოხდა.ზედიზედ მიაყარა კითხვები ნიკამ ორივეს. -წავიდა,მითხრა ბევრჯერ მივმართე საჭირო ზომებს,მაგრამ ყველას ჰგონია,რომ ფსიქიკურად შეშლილი ვარო. -ღმერთო ნუთუ ისევ ის არის,დიდი ხანია არ გამოჩენილა.უთხრა ლაშას,მაგრამ ლაშა ლანას უცქერდა და თვალებით ჭამდა. -შენც დაინახე? მიუბრუნდა ნიკა მალიბუს. -მეც დავინახე ის მამაკაცი, წვერი ჰქონდა და დიდი შავი თვალები,მეც შემეშინდა ნიკა.ნიკა ჩაფიქრდა და ზარმაც არ დააყოვნა,ტელეფონს დახედა და ლაშას უთხრა. -რაღაც მოხდა,ზაზას ზარია. -უპასუხე, იქნებ შეკითხვა აქვს რამე უცებ რომ ვარდები პანიკაში. -გისმენ კომისარო. -სასწრაფოდ მოდი განყოფილებაში,ლაშას ვერ ვპოულობ და იპოვე,ორივეს გელოდებით. -წავედით,შენც გკითხულობს. -კარგი წავედით,მაგრამ მე და შენ არ დაგვისრულებია ჯერ არაფერი ქალბატონო.უთხრა ლანას ფული გადაიხადა და ორივე გავიდა ბარიდან,განყოფილებაში შესულმა ზაზას კაბინეტში შევიდა და სწორედ ის გაიგონა რაც გაიფიქრა. -გაუპატიურება,ძალადობა და დაშინება. -ვინ არის.იკითხა ნიკამ. -შორენა გუმბერიძე.აი მისამართი და წადით ჯგუფთან ერთად,ადრეც გვქონდა ამ პიროვნებასთან იგივე თემა,მაგრამ საქმე დაიხურა ისე დამნაშავე ვერ მოიძებნა.საკუთარმა დედამ გვითხრა,რომ შვილს ფსიქიკურად ჰქონდა პრობლემები,ახლა კი მინდა გულდასმით დაათვალიეროთ ადგილზე ყველაფერი.ნიკა,ლაშა და რამდენიმე თანამშრომელი ადგილზე წავიდნენ,გოგონა შოკში იყო მომხდარით,იატაკზე შიშველი ეგდო და ზემოდან თხელი პლედი ფარავდა მის სხეულს. -ლელა შენ გოგონას დაელაპარაკე,ჩვენ საქმეს მივხედავთ. -უფროსო კარი გასაღებით არის გაღებული. -ლაშა მეზობლები დაკითხე,ნახე ვინმეს ხმაური ხომ არ გაუგონია.ლაშამ იქვე რამოდენიმე ცნობისმოყვარე მეზობელს შეხედა და კითხვები დაუსვა. -რა შეგიძლიათ თქვათ დაზარალებულზე. -წყნარი გოგონაა,არავის არ გვაწუხებს შვილო. -ხმაური თუ გაიგონეთ,ან რაიმე უცნაური თუ შენიშნეთ. -არა,სიწყნარე იყო თუმცა კარი რომ დავინახე ღიად უცნაურად მომეჩვენა და კარი მე თავად გავაღე,ჩემს უკან კი გავიგონე ვიღაცამ კიბეებზე ჩაირბინა მძიმე ფეხსაცმელი ეცვა,სულ ეს იყო სხვას ვერაფერს ვერ გეტყვი შვილო. -სასწრაფო ვინ გამოიძახა და განყოფილებაში ვინ დარეკა. -სასწრაფოში მე დავრეკე,სახლში რომ შემოვედი და ასეთი მდგომარეობა დამხვდა,მეზობლებსაც მე დავუძახე ხმა რომ არ გამცა შორენამ და მეზობლებთან ერთად შემოვედი სახლში, აქ კი რაც ვნახეთ შოკის მომგვრელი იყო ეს ყველაფერი. -გასაგებია,ისევ შეგაწუხებთ საჭიროების შემთხვევაში. -ლელა უნდა ჩატარდეს გინეკოლოგიური შემოწმება და ამას შენ მიხედავ. -გასაგებია უფროსო.გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს,ის ჯერ კიდევ შოკში იყო,მაგრამ შემოწმება ჩაუტარდა,ცოტა ხანში კი გაოცებული იდგა გინეკოლოგი რამოდენიმე ორგანოს მუშაკის წინ. -რა შეგიძლიათ გვითხრა ექიმო. -ვერაფერს ვერ გეტყვით,გოგონას სხეულზე აქვს მძიმე დაზიანებები,ჩაქცევები,ძალადობის კვალი არის,მაგრამ მასში ვერ ვიპოვეთ მამაკაცის . -ეს რას ნიშნავს,მასზე ხომ ნამდვილად იძალადეს და ის გააუპატიურეს. -ის ვინც ეს ჩაიდინა,ძალიან კარგად აქვს დაგეგმილი ყველაფერი რომ კვალი არ დაეტოვა. -ეს როგორ,დავიჯერო ასეთი კარგი მსახიობია რომ შეცდომა არ დაუშვა? -ვფიქრობ ეს პირველი არ არის მისთვის,ამიტომ იცის რა და როგორ გააკეთოს.შესაძლებელია ისიც,რომ ის თავის სურვიულს ბოლომდე ისრულებს,შემდეგ კი თავის კვალს რეცხავს,ამიტომ ძნელი იქნება დამნაშავის პოვნა. -შეიძლება ვნახოთ და დაველაპარაკოთ? იკითხა ლელამ ჩაფიქრებულმა. -დაველოდოთ დამშვიოდდეს,გოგონა ჯერ კიდევ შოკშია მომხდარით.ლელამ ლაშას დაურეკა. -რამე კვალს მიაგენით? -აქ ვერაფერს,თითქოს ვიღაც გვეთამაშება ლელა. -აქაც გამქარალია კვალი,გაგვიჭირდება დამნაშავის პოვნა ლაშა. -შეუძლებელია,რას ამბობს თავად დაზარალებული. -ჯერ არ გვინახავს,არ შევსულვართ მასთან მარიამს ველოდებით. -კარგი,განყოფილებაში შევხვდებით ერთმანეთს.ლელამ ტელეფონი გათიშა და მისკენ მიმავალ გოგონას გაუცინა. -მოხვედი,გელოდებოდი. -როგორ არის. -არ ვიცი,ამას ორივე ვნახავთ ერთად.ლელამ პალატის კარი შეაღო და სახე დალურჯებულ გოგონას შეხედა. -შორენა როგორ ხართ. -კარგად რომ არ ვარ თავადაც ხედავთ,მაგრამ ვიცი კარგად გავხდები როცა დამნაშავეს დაიჭერთ. -დავიჭერთ,მაგრამ უნდა დაგვეხმარო მის დაჭერაში,ამიტომ უნდა შეძლო და გაიხსენი რა მოხდა. -შევამჩნიე რომ უკან მომყვებოდა,ამიტომ პარიუმერიის მაღაზიაში შევედი კვალი რომ დამეკარგა მისთვის,იქ ერთ გოგონასაც დავანახე და მითხრა,რომ დაინახა იგივე მამაკაცი იმავე ადგილზე სადაც მე დავინახე,შემიმთავაზა მარტო არ წავსულიყავი,მაგრამ არ დავუჯერე და წავედი.რაც შეიმეძლო ჩქარა მივდიოდი,უკვე გავრბოდი და მეგონა ჩამოვიცილეთქო,ბინის კარი აკანკალებული ხელებით გავაღე,შევედი ბინაში და კარი ვეღარ დავკეტე,ის ჩემს უკან იდგა და კარს ხელით აკავებდა. -კარს არ შეხებია? -კი შეეხო,მაგრამ ხელთათმანი ეკეთა. -შემდეგ? რა მოხდა შემდეგ,შეგიძლია თქვა? -შემდეგ,შემდეგ რა მოხდა? საშინელება მოხდა, რაც მეცვა ტანზე შემომახია და იქვე კართან იატაკზე აისრულა სურვილი.მახსოვს გავითიშე,ცივმა წყალმა მომიყვანა გონს და თვალი რომ გავახილე წყლით სავსე ვანაში ვიყავი,თავადაც გაიხადა და ვანაშიც .......... შემდეგ კი თავისივე ხელით დამბანა. -ჩვენ იატაკზე გიპოვეთ. -ძალა აღარ მქონდა და თავისივე ხელით ამომიყვანა ვანიდან,იატაკზე დამაწვინა და პლედიც გადამაფარა.შემდეგ მესმოდა ვანაში იყო და ალბად ვანაც გაასუფთავა წყლისგან.ამ ყველაფერს ისე აკეთებდა ხელებზე ხელთათმანი არ მოუხსნია. -იცის როგორ აარიდოს თავი დანაშაულს. -მითხრა,თუ რამეს ვიტყვი არც დაფიქრდება ისე მომკლავს. -როგორ ვნახოთ,როგორ ვიცნოთ დაგვეხმარე რომ ვიპოვოთ და ცუდი ავიცილოთ. -მისი გვარი არის ფოცხიშვილი,შაკო ფოცხიშვილი.სხვა არაფერი არ ვიცი. -მისი აღწერა შეგიძლია? -სახლში მაქვს გაფუჭებული პლანშეტი,შიგნით მაქვს მისი ფოტო,ერთადერთი ფოტო რომელმაც შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ.ლელამ ლაშას დაურეკა და უთხრა სად უნდა ეპოვა ძველი პლანშეტი,ლაშას არ დასჭირვებია ბევრი ძებნა, იპოვა და განყოფილებაში წაიღო.ყველა კომისრის კაბინეტში შეგროვდა და ზაზამ სათითაოდ შეათვალიერა ყველა. -რა ხდება,რა სახეები გაქვთ.მარიამ შენგან დავიწყებ,რას ფიქრობ ამ უცნაურად მომხდარ გაუპატიურებაზე. -ხელთ არ გვაქვს არანაირი სამხილი,რომ ჩავეჭიდოთ და კვალს გავყვეთ. -როგორ,ასეთმა მძიმე ძალადობამ უკვალოდ ჩაიარა? -ვფიქრობ,რომ არანაირი ძალადობას არ ჰქონია ადგილი. -როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო თუ ძალადობა არ იყო.გაოცებული შესცქეროდა კომისარი მარიამს. -დაზარალებულმა თავისი ხელით მიაყენა დაზიანებები თავის სხეულს და როგორც თავად ამბობს,ის ინტერნეტ ქსელში გაიცნო რამდენიმე თვის წინ და მას შემდეგ მოსვენებას არ აძლევს. -ლაშა გისმე. -კარგ ვერაფერს გეტყვით კომისარო,პლანშეტი მართლაც ვიპოვეთ მისი აღწერით მამაკაცის ფოტოც,მაგრამ მის საძინებელში ვიპოვეთ წამლები რომლებსაც იყენებს ფსიქიკურად შეშლილები. -ლაშა ეს არ გვეუბნება,რომ დაზარალებული ტყუილს ამბობს და ყურადღების მიქცევა უნდა მხოლოდ.მამაკაცებს საერთოდ გიძნელდებათ გაუგოთ ქალს,მაგრამ მე როგორც ქალი და როგორც მეუღლე,ვიცი ქალი რომელმაც ამოდენა ტკივილი გამოიარა,როდის ამბობს მართალს და როდის ტყუილს.ამიტომ შესაძლებელია ვიფიქროთ,რომ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიაა,მსაგრამ ყველაზე მტკივნეული იცით რა არის? გოგონას არ უსმენს არავინ,თუნდაც მისი საკუთარი დედა,მაგრამ მე მჯერა მისი.კომისარო ის არ ტყუის და მას ძალიან ეშინია,რადგან დარწმუნებულია ადრე თუ გვიან მას მოკლსავს მოძალადე. -ლელა მართალია, ის არ ამბობს ტყუილს და მამაკაცის ფოტო რომელიც მან გვითხრა იმ მამაკაცის დამნახავი სხვაც არის.თქვა ნიკამ და კომისარს შეხედა. -ვინ არის იმ მამაკაცის დამნახავი ნიკა. -მალიბუ,მალიბუს სთხოვა დახმარება და მან დაინახა ის მამაკაცი.მალიბუსაც შეეშინდა და სთხოვა მარტო არ წასულიყო,რომ ცუდი აეცილებინა მაგრამ არ დაუჯერა და წავიდა.სწორედ მაშინ მიყვებოდა მალიბუ იმ უცნაურ გოგოზე და ძალიან ღელავდა,როცა დამირეკეთ და მითხარით აქ მოვსულიყავი. -იმედია წინააღმდეგი არ იქნები თუ მალიბუს აქ დავიბარებთ. -არა,თავადაც არ იქნება წინააღმდეგი,მაგრამ არ მინდა რამე მოხდეს გაუთვალისწინებელი. -ყველაფერზე ვიზრუნებთ,მალიბუს აქ ისე მოვიყვანთ ვერავინ ვერ დაინახავს ვერც შემოსულს და ვერც გასულს. -კომისარო თქვენი ნახვა სურთ. -ვინ არის,მნიშვნელოვანი თაათბილი გვაქვს. -დაზარალებულის დედა არის მოსული და თქვენთან შეხვედრას ითხოვს. -დედას? იკითხა ზაზამ და გაოცებული ფეხზე წამოდგა. -რა ვქნა კომისარო. -შემოვიდეს. -მშვიდად იყავით,კომისარო თავადაც მშვიდად არის. -კობა მადლობა,შემოუშვი ქალბატონი. -გამარჯობა კომისარო.ზაზამ თითქოს ნაცნობი ხმა გაიგონა სა მის წინ მდგარ ქალბატონს გაოცებულმა შეხედა. -სოფიო აბულაძე? ნუთუ ეს შენ ხარ სოფი. -ზაზა? რამდენი წელი გავიდა,აქ არ გელოდი. -აქ არც შენ გელოდი და ვწუხვარ ამ მდგომარეობაში რომ მოგიწია აქ მოსვლა.სოფი რა შეგიძლია მითხრა მომხდართან. -ზაზა ჩემი შვილი ავადაა,მას ეჩვენება რომ ვიღაც დასდევს და ვიღაც ემუქრება. -სოფი რა გააკეთე,რომ შვილი კარგად ყოფილიყო. -როგორც დედამ შემეშინდა მისი მდგომარეობის და საუკეთესო ექიმებს მივმართე,ისიც იწებს მკურნალობას მაგრამ კურსს ბოლომდე არ ასრულებს. -ქალბატონო გოგონა თვეებია შიშში ცხოვრობს,თვეებია ამბობს რომ ვიღაც უთვალთვალებს,ვიღაც მოკვლით ემუქრება,არასოდეს გიფიქრიათ,რომ იქნებ ის მართალია? ხმას ვეღარ გააკონტროლა ნინამ. -არა,არ არის მართალი,ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფია. -მე კი სულ სხვაგვარად ვფიქრობ სოფი და არც დავმალავ,იქნებ შენ მიიყვანე საკუთარი შვილი ამ მდგომარეობამდე.ნუ მიყურებ ასე,გიცნობ უამრავი წლებია,მაგრამ ახლა შენს წინ დგას კომისარი რომელიც იძიებს საშინელ გაუატიურებას,ძალადობას.ეს ყველაფერი რაც მის თავს ხდება შენი ბრალია,თუ სად დააშავე და დაუშვი შეცდომა,ეს თავად იცი უკეთესად,ჩვენ კი ვეცდებით ჩვენი გზებით ვიპოვოთ დამნაშავე. -არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ღრმა კვალს ტოვებენ ჩვენს ცხოვრებაში და რაც არ უნდა წარსულში დარჩნენ, მაინც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.მე ასეთი ვარ,აი ზუსტად ასეთი, როგორიც ვჩანვარ უცნაური და ზოგისთვის ამოუხსნელი.ბევრისთვის ცივი და ბევრისთვის თბილიც,მაგრამ ეს მე ვარ ზაზა როგორიც ვარ და მე ვერავინ ვერ შემცვლის.რაც შეეხება ჩემს შვილს,მე მიყვარს ის რადგან ჩემი ერთადერთი შვილია. -მაგრამ არ უსმენ შენ მას,არ იცი რა ტკივა და როგორ ცხოვრობს.ყველა მშობელს უყვარს მისი შვილი,მაგრამ არიან გამონაკლისები,რომ შვილზე მეტად თავის თავი უყვართ ეს როგორც შენ შემთხვევაში სოფი. -არ გაქვს უფლება ზაზა ასეთი მკაცრი იყო ჩემს მიმართ,შენ არ იცი მე რა გამოვიარე და რა ტკივილით ვიცხოვრე. -ბოდიშს გიხდი,მაგრამ ვიღაცას შენთვის თვალი უნდა აეხილა.შენ მარტო დატოვე ის 16 წლის ასაკში და მიეცი ნება სახლიდან წასულიყო,ცალკე ეცხოვრა.ისე გაუშვი არც იკითხე,იქნებ აიძულა ვინმემ წასულიყო სახლიდან. -მე ის არასოდეს გამიშვია ჩემგან შორს,მაგრამ თავად მოინდომა ცალკე ცხოვრება და მეც არ ვყოფილვარ წინააღმდეგი. -ალბად იმიტომ,რომ შენთვის თავისუფლება რომ მოეცა,მან ხომ ის იფიქრა,რომ შენ ახალგაზრდა დედას ხელს გიშლიდა პირად ცხოვრებაში. -არა,არა,ეს შეუძლებელია. -მაგრამ შესაძლებელიც არის,მინდა რამოდენიმე ფოტო გაჩვენო და კარგად დააკვირდე,სოფი მითხარი თუ რომელიმეს ამოიცნობ.ლაშამ რამოდენიმე ეჭვმიტანილი მამაკაცის ფოტოები შემოიტანა და სოფის წინ გაუშალა,ისიც დააკვირდა ფიტოებს და მათში ერთ დაადგა თვალი. -ეს,ეს მამაკაციც ეჭვმიტანილთა სიაში არის? -ჯერ არ ვიცით,იცნობ? -ვიცნობ,ადრე ურთიერთობა გვქონდა და შემდეგ უკვალოდ გაქრა,7-8 თვეა აღარ მინახავს.ლაშამ კომისარს შეხედა და სოფის შეუმჩნევლად თავი დაუქნია. -დღეს თავისუფალი ხარ,გამოძიების დეტალებს შეგატყობინებ.არაფერი თქვა,მაგრამ განყოფილება გაოცებულმა და ჩაფიქრებულმა დატოვა.ყველას ისეთი შეგრძნება დარჩა,თითქოს როგორც დედა სოფი პირველად დაფიქრდა შვილის მდგომარეობაზე და ეს მართლაც ასე იყო. -ჩემი შინაგანი გონება მკარნახობს,რომ თუ დავუჯერებთ ეგრე წოდებულ სოფის შეშფოთებულ სახეს და მის ნათქვამს,დამნაშავე თითქმის ხელთ გვყავს. -სოფის კარგად ვიცნობ,ჩვენ წლების წინ მეგობრები ვიყავით,წლებმა მოიტანა და შემდეგ დავიკარგეთ,მაგრამ ახლა ეს არ მიშლის ხელს იმაში რომ მას არ ვუთვალთვალოთ.ნიკა და ლაშა,მისი ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე და ვფიქრობ ის თავად მიგვიყვანს დამნაშავესთან.დანაშაული დანაშაულს ემატება და ვერცერთ დანაშაულს ვხსნით,თითქოს ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული.გამოფხიზლდით,იმოქმედეთ და რომელიმე საქმე დავხუროთ,სანამ საყვედური მოგვხვედრია ზემოდან.ნიკა,შენ და ლაშას გოგიტა დაგემატებათ და თქვენ სამი დღე და ღამე ერთად იქნებით,მოგვიანებით ლელა და მარიამი შემოგიერთდებათ დღესვე და ერთ კვირაში ჩამაბარებთ გახსნილ საქმეების გარკვეულ ნაწილს. -ლაერტი? ქობალია რატომ მოტეხე ჩვენგან კომისარო. -ლაერტის შეეშვი,მას ძალიან რთული საქმე აქვს,დახმარება თუ დაგჭირდებათ ის თქვენთან მუშაობასაც გაუმკლავდება, ახლა წადით და საქმეს მიხედეთ.სამივემ ერთმანეთს შეხედა და ერთდროულად წამოდგა ფეხზე,კარებში გასვლისას კი კომისარმა ნიკა შეაჩერა. -ნიკოლოზ,მარიამი და ლელაც თქვენს ჯგუფშია და პირადად გაბარებ ამ ორს,ჯგუფს კი შენ უხელმძღვანელე. -გასაგებია კომისარო.უთხრა ნიკამ და კარიც მიიხურა. -ბიჭებო მომშივდა,არ წამოხვალთ არ ვჭამოთ რამე? -წავიდეთ ვჭამოთ,დღეს ძალიან რთული დილა იყო,თუმცა რაღა დილა უკვე 3 საათია.თქვა ნიკამ და თავის მანქანისკენ წავიდა. -ჯერ ბანკში უნდა შევიარო,საერთოდ არ მაქვს ფული ჯიბეში. -ვინ ამოგართვა.გაეცინა გოგიტას და ნიკამ ბანკთან გააჩერა,ლაშამ ბანკში შევიდა,ცოტა ხნის შემდეგ სიცილით დაბრუნდა უკან და ორი მეგობრის გაოცბულ სახეებს თვალს არიდებდა. -რა მოხდა,რატომ იცინი. -წავედით,400 ლარის მოხსნა მინდოდა და ალბად ახალბედაა 600 ლარი მომცა. -რატომ არ დაუბრუნე,შეცდა საცოდავი.გაეცინა ნიკას. -ვიცი შეცდომა დაუშვა,მაგრამ როცა ფულთან გაქვს საქმე ტელეფონზე მესიჯობას უნდა შეეშვა მეგობარო,იმედია გაითვალისწინებს მის შეცდომას შემდეგში.თქვა ლაშამ და ამაყად შეხედა მეგობრებს. -400 ხომ უნდა მოგეხსნა,100-100 მოგვეცი ჩვენ შენთვის ის ზედმეტია.უთხრა გოგიტამ. -არა,ამ 200-ით ვსადილობთ სამივე.თქვა ნიკამ. -ოოოჰ,გამოუძებნეს უცებ გზა ჩემს ფულს.თქვა ლაშამ და სამივემ გულიანად გაიცინა. -ოპა,ოპა,ოპა ეს რუხვაძე არ არის? თუ მეშლება,მაგრამ არა ისაა. თქვა ნიკამ. -არა,არ გეშლება,მაგრამ აქ რა უნდა,მოდი ჩვენც შევიდეთ. -შევიდთ,ვნახოთ რა ხდება.თქვა ნიკამ და მანქანა მიაყენა და იმ ფაცხაში შევიდნენ სადაც ზვიადი ნატას ხვდება და ისე დასხდნენ,რომ ზვიადი მათ ვერ ხედავდა,ნიკა კი გაოცებული უცქერდა ზვიადის,რომელმაც ძალიან ძვირფასი ყელსაბამი აჩუქა მის წინ მყოფ გაოცებულ გოგონას,მაგრამ გოგონამ საჩუქარი უკან დაუბრუნა,რამაც ზვიადი ძალიან გააბრაზა. -ბედი არ სწყალობს რუხვაძეს. -შენც შეხედე? -შეეშვით,მაგრამ როგორც გავიგე გაკოტრდაო და ძვირფასი ნივთებისთვის შემორჩენია ფული.უეცრად კარი გაიღო და სამი შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი შემოცვივდნენ ფაცხაში,ზვიადის დაუმიზნა ერთ-ერთმა და სამმა გასროლამ ზვიადი სკამიდან გადააგდო, თან მიძახა. -რუხვაძე ჩაძაღლდი,შენ სიცოცხლის ღირსი არ ხარ.ყველა გაოცებული დარჩა და როცა გონს მოვიდნენ,ნიღბიანები უკვე კარებში გადიოდა.ლაშამ მაგიდას გადაევლო და გოგიტასთან ერთად გაედევნა დამნაშავეს.ნიკამ კი ჯერ კომისარს აცნობა მომხდარის შესახებ და შემდეგ სასწრაფოს დაურეკა,სასწრაფოსთან ერთად ადგილზე კომისარიც მოვიდა და ნიკას უთხრა. -შენზე არის დამნაშავეების დაჭერა.ზვიადი საავადმყოფოში გადაიყვანეს,საბედნიეროდ არც ერთი ჭრილობა არ იყო საშიში და ჯამრთელობისთვის საზიანო,მაგრამ ის უგონოდ იყო. -ლაშა გაგექცათ? -არა,ბინაში შეგვასწრო სამივემ. -მეც მოვდივარ,თქვენთან ერთად ვიქნები მალე.ნიკა შეუერთდა მეგობრებს და ისინი თვალებით საუბრობდნენ,რომ ლაშამ ნიკას გულზე წითელი წერტილი შენიშნა და ფერი დაეკარგა. -ნიკუშ დაგვერხა,ვიღაც ძალიან მაგრა გვეთამაშება. -რა მოხდა,ფერი არ გაქვს სახეზე. -გულზე დაიხედე და მიხვდები.ნიკამ გულზე დაიხედა,ლაშამ არც აცია და არც აცხელა ნიკას წინ გადაეღობა და თავად ნელა ნელა მოწყვეტით დაცა ძირს. -გოგიტა გაიქეცი სროლა საიდანაც მოდის.უყვირა გოგიტას და თავად წაქცეულ ლაშასთან მივიდა. -არ გაბედო ჩემი არა,ლანას მიტოვება არ გაბედო თორემ მეორედ მე მოგკლსვ იცოდე. -კარგად ვარ,არ ჰქონია კარგი მიზანი. -როგორ,ხომ მოგხვდა. -მკლავში მომხვდა და არა თავში,გადავრჩი ნიკუშ. -იდიოტო გული გამისკდა. -ლაშააააააა.გაისმა ლანას ხმა,რომელიც ლაშასკენ გარბოდა კივილით. -ლანა? ეს ლანას ხმაა თუ ვკვდები და მომესმა. -ლანა არის და აქეთ მოდის. -როგორ გაიგო ჯერ წაქცევაც ვერ მოვასწარი. -გაჩუმდი,ვითომ მძიმე დაჭრილი ხარ. -საყვარელოოოო,როგორ ხარ. -მტკივა,ძალიან მტკივაააა. -მალე,სულ მალე გაგივლის უკვე სასწრაფოც მოვიდა. -რომ მოვმკვარიყავი შენ რას იზამდი,დამივიწყებდი? -რას ამბობ,არც მექნებოდა დრო შენი დავიწყების,რადგამ აქ შენი ასლი მიზის და არ გაქვს უფლება მიგვატოვო. -პასუხი დადებითია? -დადებითია. -ახლა რა ვქნა ნიკუშ,უნდა შევწუხდე და გული უნდა წამივიდეს? -იდიოტი ხარ,გოგიტა მარტო წავიდა და შენ აქ არტისტობ.ლანა მალიბუმ გაიყვანა,ვერც ნიკამ მიხვდა თუ საიდან გაჩნდნენ გოგონები იმ ადგილზე,დაბღვერილმა შეხედა გოგოებს და შემდეგ ისევ ლაშას მიუბრუნდა,ლაშამ კი თვალი ჩაუკრა. -მეგონა კვდებოდი და ლამის მეც დაგაკვდი ზემოდან. -გაიგონე რა მითხრა? ნიკუშ მამა გავხდები,მამა გავხდები რა ბედნიუერებაა. -მეცოდება ის ბავშვი უკვე. -რატომ? გაუკვირდა ლაშას. -მშობლები პატარას ორივე ტვინით ავადმყოფი ჰყავს და შენ მეკითხები რატომ მეცოდება? -მორჩი შხამის გადმონთხევას,გოგიტა არ სჩანს რამე არ დაემართოს. -შენ სასწრაფო მოგხედავს და მე წავალ.ნიკამ გოგიტა მოძებნა და გოგიტამ ჩურჩულით უთხრა. -ბინაში აფარებენ თავს დამნაშსავეები.ნიკამ თვალით გათვალა როგორ აეყვანა ისინი და რაციით კომისარს აცნობა თავისი გეგმის შესახებ. -ნიკა ფრთხილად უნდა იყო,ძალიან საშიშ დამნაშავეებთან გვაქვს შეხება,ისინი რუსები არიან და არ დაგინდობენ.ლაშამ მითხრა რაც მოხდა,დამხმარე ჯგუფს ვუშვებ და მოგეშველებათ.ნიკამ მოახერხა და ერთი დამნაშავეს იარაღი აართვა,მეორესაც მისწვდა და თავში ჩარტყმით გათიშა,მესამე კი რომ ვერ მოიხელთა ხელთ,ვერ შეძლო მისი აყვანა ესროლა და ფეხში დაჭრა.სამივე დამნაშაე ხელთ ჰყავდა და თევზებივით დააწყო კომისრის მოსვლამდე.ზაზას გაეცინა ეს სურათი რომ დახვდა და ბიჭებს საქმის წარმატებით დასრულება მიულოცა. -გადავრჩით კომისარო,ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდა,გილოცავთ ჩემო ლომებო.პოლიციამ უზომოდ დიდი წონის კოკაინი ამოიღო ბინიდან და სამმა მეგობარმა მადლობაც კი მიიღო,მაგრამ ეს არ იყო საკმარისი,უფრო მეტი მოითხოვა მათგან უფროსობამ. -დაისვენეთ თავისუფლები ხართ,ლაშასთან წადით და მეც დამირეკეთ მისი ამბავი მაინტერესებს. -რუხვაძე როგორ არის,გაიგეთ? -კარგად არის,სერიოზული ჭრილობა არ არის,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ გადარჩა.ნიკა და გოგიტა საავადმყოფოში წავიდნენ ლაშას სანახავად,იქ კი უცნაურ სცენას შეესწრო ორივე. -დაწყნარდი,ლანა კარგად არის ადამიანი და შენ მაინც ტირიხარ ცოცხალ ადამიანს და ვერ დაგაწყნარე. -რამდენჯერ,რამდენჯერ ვუთხარი შეეშვი მაგ საქმეს,ან შენ მოგკლავს ვიღაც და ან თავად გახდები მკვლელითქო და აჰა,დღეს გადარჩა,ხვალ რომ ისევ შემოუბრუნდეს მტერი და ვერ მიხვდეს,ხომ გამოასალმებს სიცოცხლეს და დავკარგავ მალიბუ ლაშას. მერე მე რა ვქნა,მარტო როგორ გავზარდო შვილი.გოგიტამ გაოცებულმა შეხედა ნიკას და შეეკითხა. -ლანა შვილს ელოდება? -კარგად გაიგონე,ლაშიტო რამდენიმე თვეში მამა გახდება და ის ბავშვი აქედანვე მეცოდება,დედაც დარტყმული ყავს და მამა ხომ უარესი. -წავალ,აქედან წავალ რომ შვილი მშვიდ გარემოში გავზარდო. -სად წახვალ,იცი რომ უკვე ზედმეტები მოგდის შენი პანიკური ქცევით? -გაჩუმდი,გაჩუმდი,ასეთი დაძაბული არ შემიძლია ვიყო მთელი ორსულობა მალიბუ. -ხომ იცოდი სადაც მუშაობდა,ხომ იცოდი ისიც რომ ლაშას როგორც ნიკას თავიანთი საქმე ძალიან უყვარს და ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მიატოვებს იმ სამყაროს სადაც სუნთქავს და ცხოვრობს.შენ ვერ აიძულრებ მას დათმოს ეს ყველაფერი რაც გააჩნია,ის 20 წლიდან ამ სამსახურშია. -რა გატირებს გოგო ასე გულიანად,წაიყვანა ლაშიტო მიქელამ უკვე? თავზე დაადგა ნიკა ლანას და მისმა მკაცრმა ხმამ შეაშინა ისინი. -რას ბოდიალობ,ძინავს. -არ მძინავს,შემოდით.მოესმათ ლაშას ხმა და პალატაში შევიდნენ. -როგორ ხარ დღევანდელი დღის გმირო.უთხრა ლაშამ ღიმილით. -აიყვანეთ? -ავიყვანეთ და 50 კგ კოკაინიც ამოვიღეთ,საქმე კი წარმატებით დავხურეთ. -კარგია,ამდენ გაუხსნენ საქმეებში ერთი გახსნილი და დასრულებული საქმე რომ გვაქვს. -მაგრამ არ არის საკმარისიოოოო,ისინიც უნდა გაიხსნასო ზემოდან უფროსობამ. -ვიცი,ვიცი რომ ძალიან ჩაიხლართა ყველაფერი. -უფროსო როგორ ხარ,ერთი საქმე დაიხურა,მაგრამ მეორე ელოდება დასრულებას. -მარიამ გუშინდელს ამბობ ხომ? -დიახ უფროსო,ისევ მინდა დავკითხოთ შორენა არეულად საუბრობდა და კარგი იქნება თუ დავალაგებთ აზრებს. -რას გულისხმობ. -დედამისმა თქვა,რომ ის წამლებს ხმარობს უკვე დიდი ხანია და შესაძლებელია ეს მისი ფანტაზია იყოს. -მარიამ ისევ შენსას იმეორებ,კარგი წავიდეთ,მაგრამ შეუძლებელია ეს ყველაფერი თავად მარტო გაეკეთებინა,დამგეგმავიც ის იყოს და შემსრულებელიც. -ის გოგონა არ ტყუის,მეც დავინახე ის მამაკაცი როგორი დამშეული თვალებიც უცქერდა მას და გარეთ ელოდა.ვნანობ რომ არ დავაკავე და გავუშვი გარეთ,მაგრამ ზრდასრული ადამიანია და ძალით ვერ დავაკავებდი.თქვა მალიბუმ და მარიამს შეხედა. -კარგი,წავიდეთ ვნახოთ და რას გვეტყვის ამჯერად.თქვა მარიამმა და მალიბუს შეხედა.ნიკა ფრთხილად შევიდა შორენას პალატაში,მას თვალები დახუჭული ჰქონდა,მაგრამ მათი შესვლა გაიგო და არ გაუხელია თვალები ისე იკითხა. -რა გაარკვიეთ,იპოვეთ? -შორენა მინდა სიმართლე მითხრა,აბებს მართლა იღებ? -დედაჩემმა გითხრათ და თქვენც დაიჯერეთ მისი ნათქვამი. -არა,მე ვნახე წამლები შენს ოთახში. -არ ვიღებ იმ წამლებს. -რატომ,ის ხომ ექიმმა დაგინიშნა. -იმიტომ რომ მე არ ვარ ფსიქიკურად შეშლილი და ის წამლები რომ მივიღე ცუდად გავხდი.მე არ ვარ შეშლილი,სიმართლეს ვამბობ და თქვენ უნდა დამიჯეროთ. -შორენა ძალიან რთულია შეეჭიდო ძიებას,როცა ხელში არანაირი სამხილი არ აქვს გამოძიებას. -ნუთუ ფოტო ვერ ნახეთ,ის სამხილი არ არის? -არ ვართ დარწმუნებული,რომ ის ნამდვილად ის ადამიანია ვისაც ხელს ადებ. -გასაგებია,ვიცოდი რომ ძლიერი იყო და ვერ მოვერეოდი,ვერ მოვერიე,ვერ შევძელი მის თვალებში ზიზღი იყო მხოლოდ,თითქოს მან შური იძია,ვისზე? -ვისზე იძია შური. -ეს დედაჩენს შეეკითხეთ,ფოტო აჩვენეთ,ახლა კი გთხოვთ ექთანს დაუძახეთ უნდა წავიდე აქედან რა აზრი აქვს აქ ყოფნას ჩემი არც თქვენ გესმით და რატომ მაკავებთ. -ვერ წახვალ სახლში შორენა. -რატომ,რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის,ჰოდა დავრჩები მარტო ჩემს ფანტაზიასთან,კიდევ რომ გაიმეოროს პოლიციის გამოძახებასაც აზრი არ აქვს,თავზე რომ დაადგეთ მაინც არ დამიჯერებთ ისეთი დარწმუნებულები ხართ ჩემს შეშლილობაში,მაგრამ აქედან გავალ თუ არა თქვენს საქციელს ყველა თქვენთაგანი ინანებთ და სინანულის გრძნობა დაგტანჯავთ. -დამშვიდდი,ჩვენ ვცდილობთ დაგეხმაროთ და ამას ვაკეთებთ კიდეც,დავიჭერთ დამნაშავეს. -როდის უფროსო,როცა თავის სიტყვას შეასრულებს? -დაგტოვებთ და დაისვენეთ,შეგიძლიათ აქ მშვიდად იყოთ.ნიკა და მარიამი გარეთ გამოვიდა,მათ გოგიტა და ლელა გარეთ ელოდებოდა,მაგრამ შორენას საუბარი მათაც ესმოდათ. -რას ფიქრონ, ნიკა როგორ ხედავ შორენას. -არ ვიცი ლელა დედამისი ამტკიცებს,რომ ის ავადაა,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ შორენა არ ტყუის და რაც მოხდა ყველაფერი რეალობაა. -ნიკა განყოფილებაში მოდი სასწრაფოდ,ყველამ მოდით. -მოვდივართ. -რა მოხდა ნიკა. -კომისარმა სასწრაფოდ დაბრუნდით ყველა განყოფილებაშიო.გაოცებული უსმენდა ოთხივე ზაზას. -საქმე დაიხურა,არ არსებობს არანაირი გაუპატიურება,გოგონა დაავადებულია ფსიქიკურად. -შეცდომას უშვებ კომისარო,შორენა არ ტყუილს ის მსხვერპლია ვიღაც ფსიქოპატის.გაბრაზებულმა შეხედა ნიკამ კომისარს. -მიბრძანეს ნიკა საქმე დავხური,არ მოგვცეს გამოძიების გაგრძელების უფლება. -თავადაც კარგად იცი ეს როდის ხდება,როცა დამნაშავე სქელ ჯიბიანი არის კომისარო,ჩვენ კი შეცდომას ვუშვებთ, გოგონა საფრთხეშია და ეს დედამისმაც კარგად იცის.ნიკა ანერვიულდა და თვალებიდან ცეცხლს აფქვევდა,განყოფილებაში კი ზარი შემოვიდა კიდევ ერთ მკვლელობაზე,სასწრაფოდ წავიდნენ და იქ ნახულმა რაც ნახეს ცრემლებმა თვალები აუწვა ნიკას მის წინ ტანსაცმელ შემოხეული თავისივე სიხლის გუბეში იწვა შორენა. -ახლაც იტყვით,რომ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რატომ ტირიხართ,თქვენ არ დაუჯერეთ თქვენს შვილს,თუმცა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მითხრა დედაჩემს შეეკითხეთ ვინ აის ის მამაკაცი ფოტოზეო.არ დაუჯერეთ შვილს,არ გესმოდათ ერთადერთი შვილის. -გაჩუმდი,შვილოოოო მე,მე ვარ დამნაშავე შენს სიკვდილში.არ დაგიჯერე,ჩემს შვილს არ დაგიჯერე და ჩემი არ დაჯერებით დაგკარგე შვილო.სოფი ჩაიკეცა შვილის გაცივებულ სხეულთან და ყურში უჩურჩულა. -მაპატიე,მაპატიე შვილო.თავი ასწია,იქვე თავდახრილ მარიამს შეხედა და უთხრა. -ვის შემიძლია დაველაპარაკო,მინდა ყველაფერი ვთქვა. -მე დამელაპარაკეთ,მე ჩამოგართმევთ ჩვენებას.სოფი ნელა-ნელა წამოდგა და ნიკას გაყვა. -სამი წელია რაც ვიცნობ,ერთი წელი ჩემთან ცხოვრობდა ჩემს სახლში და შორენაც მის გამო წავიდა სახლიდან. -როგორ ფიქრობთ,რატომ წავიდა შორენა სახლიდან,ავიწროვებდა თქვენი სახლში არ ყოფნის დროს. -ერთხელ მარტო ვიყავით სახლში და მითხრა,რომ კოცნას შეეცადა.იმდენად გავმწარდი,ვცემე,მაგარამ მერე და მერე რომ დავფიქრდი ის მართალს მეუბნებოდა. -ვინ არის ეს ადამიანი,რატომ გეშინიათ ასე ძალიან დაასახელოთ. -არ მეშინია,უკვე აღარ,მაგრამ არც იმედი მაქვს რომ მას დაიჭერთ,ის ძალიან მდიდარი და გავლენიანი ადამიანია. -გავლენიანი? -დიახ ასეა,ის ცნობილი პიროვნებაა. -გპირდებით,ჩადენილ დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს. -შალვა შავლუხაშვილი.ნიკამ ჩაახველა და გვერძე გაიხედა. -დარწმუნებული ხართ? -დარწმუნებული ვარ,მოხდეს რაც მოსახდენია მე შვილი დავკარგე,ერთადერთი შვილი და დასაკარგი აღარაფერი მაქვს. -ქალბატონო სოფია ის უკვე 4 წელია დაკავებულია. -არა,ის არ არის დაკავებული.მე ის სწორედ იმ დღეს ვნახე აქედან რომ წავედი და დავემუქრე,ვუთხარი თუ შენ ხარ ამ საქმის უკან არ გაპატიებ და პოლიციას ყველაფერს ვეტყვითქო. -ღმერთო შევიშლები.თქვა ნიკამ და კომისარს შეხედა რომელიც იმ წუთს მივიდა მათთან. -რატომ შეიშლები, ნიკა რა მოხდა. -შალვა შავლუხაშვილი დაჭერილია,დარწმუნებული ვარ. -დაჭერილია კი,მერე? -ის მისი ტყუპისცალი ძმა არის,დამიჯერე ზაზა თვით შალვა გარეთ არის. -სოფი ჩემთან წამოხვალ სახლში,ამ განცხადების შემდეგ მარტო ვერ გაჩერდები ბინაში. -ვიცი,ამ ჩვენების შესახებ გაიგებს თუ არა,ის ჩემთან მოვა. -ეს ჩვენი საქმეა,ჩვენ მოგვანდე.ნიკამ კომისარს აჩვენა სოფის ჩვენება და ისიც გაოცებული დასცქეროდა მის წინ გაშლილ ქაღალდს,შემდეგ სოფის შეხედა და თქვა. -არ ვიცოდი,შალვას თუ ტყუპის ცალი ძმა ჰყავდა. -რას ვაკეთებთ? -პირდაპირ ვერ დავადებთ ხელს,როგორც სოფიმ თქვა მას სქელი ჯიბე აქვს და ზემოდან იცავენ. -გეგმა მაქვს.თქვა ნიკამ. -მოიცადე,სოფი უნდა დავაბინავოთ.გოგიტა აი ჩემი სახლის გასაღები და უკანა მხარიდან სოფი გაიყვანე,ჩემთან მიიყვანე და ისევ აქ დაბრუნდი.გოგიტა სოფისთან ერთად გავიდა და ზაზა ისევ ნიკას მიუბრუნდა. -თქვი ნიკა რა გეგმა გაქვს. -მარიამ შენ დაგვჭირდები,ვიცი რომ ცუდად ხარ ამიტომ უნდა დავიჭიროთ კიდევ სხვა რომ არ იმსხვერპლოს,თანახმა ხარ? -რა თქმა უნდა,თანახმა ვარ. -უნდა ჩავუსაფრდეთ და შენ უნდა გამოჩნდე მის ცხოვრებაში,როგორც ახალი მსხვერპლი. -საშიშია ნიკა.თქვა ზაზამ. -ჩვენ იქვე ვიქნებით და ყურადღებას არ მოვადუნებთ. -კარგი გეგმაა,მე თანახმა ვარ და როდიდან ვიწყებთ? -დღესვე,ვეღარ დავიცდით.მარიამმა გამოეწყო,მოკლე კაბა და საკმაოდ ღრმა დეკოლტე შეარჩია.გოგიტას დიდად არ მოეწონა მარიამს რომ შეხედა,მაგრამ თავი შეიკავა. -გავედით? -მოიცადეთ,ჯერ არა.თქვა მარიამმა და კონიაკით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა. -რას შვრები,დათვრები მარიამ. -არა,ეს მჭირდებოდა სითამამისთვის.ჩანთა გადაიკიდა მხარზე,იქ მყოფთ თვალი ჩაუკრა და განყოფილება დატოვა.იმ ადგილზე ბარბაცით გაიარა,სადაც შალვა უნდა ყოფილიყო და მართლაც,ის ვიღაცის ძლიერმა ხელებმა გადაარჩინა წაქცევას. -კარგად ხართ? მარიამმა მამაკაცს ღიმილით შეხედა და ენის ბორძილით უთხრა. -მეეე? კა,კარგად ვარ.მარიამმა მის წინ მდგარი მამაკაცი ფეხებიდან შეათვალიერა და თითქოს კმაყოფილმა თვალებში შეხედა უცნობს. -დახმარება ხომ არ გინდათ? -კი,მინდა წამიყვან? -წაგიყვანთ,სად წაგიყვანოთ. -მე დალევა მინდა. -დალევა? ვფიქრობ,მეტის დალევა აღარაა საჭირო. -რომ არ ვიცნობდე მარიამს ვიფიქრებდი ყოველ ღამით ამ საქმით არის დაკავებულითქო.თქვა ჩურჩულით ნიკამ და გვერდით მჯდარ გოგიტას გახედა. -წინ გაიხედე,რამე არ გამოგვრჩეს.შეუღრინა გოგიტამ და შეხედა როგორ გამოდო ხელმკლავი მარიამს მამაკაცმა და წავიდნენ,იქვე ბარში შევიდნენ და მარიამმა ისევ კონიაკი მოითხოვა. -მარიამ,რომ შეგეკითხო შეიძლება? -მკითხე,რა გაინტერესებთ. -თავისუფალი ხართ? -4 წელია თავისუფლებით ვტკბები. -მეც თავისუფალი ვარ,ხომ არ გვეცადა? -რატომაც არა.უთხრა მარიამმა და გაუცინა. -კარგია,მიხარია რიმ დამთანხმდი.მამაკაცს უცნაურად აენთო თვალები და მარიამს შეეშინდა. -უკაცრავად,ცოტა ხნით გავალ.წამოდგა და იმედიანად წავიდა,რადგან ბიჭები და თვით კომისარიც იქ იყო.ნიკამ ყურადღება მიაქცია მამაკაცის ქცევას,მან რაღაც წამალი დალია და შემდეგ წამოდგა,ისიც იქით წავიდა საითაც მარიამი,სულ მალე კი მარიამის ხმა შემოესმა ნიკას რომელიც შველას ითხოვდა და გიჟივით გავარდა,იარაღი ჩაარტყა თავში მამაკცს რომელიც ცდილობდა მარიამზე ძალა ეხმარა.შალვას გოგიტამ ორივე ხელი ჩაავლო და გონის დაკარგვამდე უტყამდა.ნიკამ კი მაროამს მოკიდა ხელი და გულში ჩაიკრა. -აქ ვართ,დაწყნარდი დასრულდა ყველაფერი. -ნიკა შემეშინდა,ვიცოდი ყველა აქ იყავით მაგრამ მაინც შემეშინდა -ჩვენი სამსახური ესაა მარიამ. -მთავარია,როგორც იქნა ეს საქმეც დაიხურა. -დამშვიდდი,ყველაფერი დასრულდა. მარიამ შორენას ვერ ვუშველეთ,ვერ გადავარჩინეთ მაგრამ ჩვენ უამრავი ახალგაზრდა გოგონა გადავარჩინეთ,ამიერიდან ის ვერავის ვეღარ ავნებს. -ახლა მივხვდი,თუ რატომ ეშინოდა შორენას მისი ასე ძალიან და გვთხოვდა მისთვის დაგვეჯერებინა. -ისე დაასრულა სიცოცხლე,მისი არავის სჯეროდა.თქვა ლელამ -მარიამ წამოდი,სახლში წაგიყვან.უთხრა გოგიტამ და თავადაც მარჯვენა ხელი დასისხლიანებული ჰქონდა,მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა.ხელი შეაშველა წამოდგომაში,სახლში მიიყვანა მაგრამ მარიამმა ხელი ჩაავლო და უთხრა. -არ წახვიდე,მეშინია გოგიტა. -აქ ვარ,მაგრამ ეს შიში არ უნდა გაგყვეს და პანიკაში არ უნდა ჩავარდე. -არა,დავძლევ უბრალოდ დღეს დარჩი. -ნიკას დავურეკავ,ლაშა უნდა გამოვიდეს დღეს საავადმყოფოდან რომ იქ წავიდეს.გოგიტამ ნიკას დაურეკა და აუხსნა მდგომარეობა,ნიკამ დაამშვიდა და საქმის დასრულების შემდეგ ლაშასთან წავიდა. -დამაგვიანდა,მაგრამ მიზეზი მქონდა.უთხრა ლაშას და იქვე გაბუტულ ლანას შეხედა. -რა მოხდა,ახალი არის რამე? -მერე მოგიყვები,ახლა ის მითხარი აქ რა მოხდა. -ამბობს ლაშას სახლში არ გავყვები,შენთან უნდა წამოვიდეო. -ჩემთან რა უნდა,ბავშვის მამა ვინცაა მასთან წახვალ,გასაგებია ქალბატონო შენთვის? -ლაშა შენ მასზე ბევრად სერიოზულლი ადამიანი ხარ და დაილაპარაკეთ მშვიდად,უყვარხარ და ვიცი ბედნიერები იქნებით. -დამაცდის რომ დაველაპარაკო? თქვა ლაშამ და მალიბუს თვალი ჩაუკრა. -თმებით დაითრე და აიძულე მოგისმინოს,მე რომ ქალმა არ დამიჯეროს და არ მომისმინოს ასე ვიზამ. -სადისტი,უსისხლო პოლიციელი,არ წავალ მასთან ერთად. -მოიცადე,მოიცადე მე არ დამვიწყებია რომ ტიროდი ცოცხალი ხომ არისო.თქვა ნიკამ და ლანას შეხედა -არ ვტიროდი,თვალში ჩამივარდა რაღაც და ამიტომ ვიყავი ცრემლიანი. -ლიანა მე ისევ საქმეები მაქვს და შენს საბოდიშოდ არ მცალია. -ლიანას ნუ მეძახი,ლანა მქვია უსისხლო. -ხმას ნუ იღებ და მომისმინე,ახლა მშვიდად ადგები და შენი შვილის მამასთან ერთად გახვალ ამ საავადმყოფოდან,ჩემი სახლის კარზე ზარი არ მისცე დღეს,არ გაგიღებ და გარეთ რომ გაიყონო გეფიცები სახლში მაინც არ შემოგიშვებ. -გამომაგდებთ სახლიდან რომ მოვიდე? -დიახ,გამოგაგდებ.შენ თუ კარგი ენით ვერ გებულობ ასე გეუბნები რომ დღეს შენთვის ჩვენი სახლის კარი არ გაიღება,გასაგებია? -ვაიძულებ მშობიარობამდე ამიტანოს,შემდეგ კი ბავშვს დავიტოვებ და შენ სადაც გინდა იქ წაბრძანდი გზა ხსნილი გაქვს ქალბატონო,ახლა ხმა არ გამაგონო შენი და წამობრძანდი.ლანამ გაოცებულმა შეხედა ლაშას და უხმოდ გაყვა უკან,მალიბუ და ნიკა კი უკან მიყვებოდნენ და ჩუმად იცინოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.