შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვედა


24-02-2019, 23:16
ავტორი levani8
ნანახია 734

იქ სადაც ომი და მკვლელობა ყოველდღიურობას წარმოადგენდა, სადაც სიკვდილი დღის გარდაუვალი მოვლენა იყო, სადაც მშვიდობა არავინ იცოდა რას წარმოადგენდა და მისი არსებობაც კი უცხო იყო მათთვის, ადგილი სადაც ყოველი დღე სავსეა იმედგაცრუებით, ადგილი სადაც წამიერად იცვლება ბედნიერება უბედურებით, იქ სადაც ყოველ დღე უკანასკნელ მზერას გასტყორცნიან თავიანთ ოჯახის წევრებს, სოფელში, სადაც მთელი მისი ოჯახი ერთ დღეს მიაბარა მიწას, თორმეტი წლის სვედა ცხოვრობდა. 1325 წლის 18 აგვისტო, დღე როდესაც სვედას მშობლები დახოცეს, ის მაშინ რვა წლის იყო , - ოჯახში სულ ექვსნი იყვნენ სევდა მისი მშობლები, ორი და და ერთი ძმა. იმ ხანად სოფელში პატარა ბანდა დათარეშობდა, არბევდნენ სახელბს, მიჰქონდათ რაც კი ძვირფასი იყო მათთვის, სახლის ბინადართ კი ხოცავდნენ, - ზოგის მონაყოლით ამას თავიანთი სიამოვნებისთვის აკეთებდნენ, ზოგის კი თავის დასაზღვევად, რადგან ხშირი იყო დაზარალებულის მხრიდან მოპარული ნივთების დაბრუნების მცდელობა, რაც სისხლიან დაპირისპირებამდე მიდიოდა. სვედას სახლი ასიოდე მეტრის დაშორებითაა იმ კლდისგან, რომელიც მისი საძინებლის ფანჯრიდან გარკვევით მოსჩანს, - კლდე, რომელიც ასე შეუყვარდა, რადგან ყველაზე უკეთ იქ გრძნობდა თავს, დღე არ გავა მის წვერზე მჯდომარე ფიქრებში გართულმა არ გაატაროს. გასცქერის ცას, სადაც ფრინველნი თავისუფლად დანავარდობენ და სურვილი, რომ გაფრინდეს მის გულში დღითიდღე მყარად იდგამს ფესვებს, - მისი სულის ყველაზე დიდ ნაწილს ხომ სწორედ გაფრენის სურვილი ჰქონდა. კლდის წვერზე მჯდომარე გასცქერის ჰორიზონტს და ფიქრებში ჩაძირულს ახსენდება როგორ შეცვივდნენ მის სახლში ავაზაკები. ის ამ დროს სახლის მახლობლად გორაკზე იყო წამოწოლილი და ჩიტების ყურებით გაჰყავდა დრო, როდესაც ხმა მოესმა, - გაიხედა თუ არა იმ მიმართულებით საიდანაც ხმა მოდიოდა ნახა, თუ როგორ იშიშვლა ბანდის ერთერთმა წევრმა ხმალი, ხმალი რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა სვედას მეხსიერებაში. კლდე სადაც სვედა ყოველ დღე ადიოდა, მის მესაიდუმლედ იქცა, რადგან მხოლოდ მან იცოდა, მხოლოდ მან თუ რას ფიქრობდა სვედა თუ რა აწუხებდა და რა არ აძლევდა მოსვენებას. ეს იყო დღე, როდესაც მისი ბავშობაც მის ოჯახთან ერთად მოკვდა, მოკვდა ის რაც სიცოცხლის სურვილს უჩენდა, მოკვდა ის მზე, რომელსაც სვედა გულით ატარებდა, ეს იყო დღე, როდესაც მზე აღარ გამოსცემს ნათელს, დღე როდესაც კლდე ფარულად იხმობს და აგერ უკვე ოთხი წელია არ შორდება. ოთხი წელი მარტივი სათქმელია, მაგრამ ეს წელი სვედასთვის მძიმე და გადამწყვეტი აღმოჩნდა, - განა მძიმე არ იქნებოდა რვა წლის ბიჭის ცხოვრება, რომელსაც მარტოობაში უწევდა ცხოვრების გაგრძლება, მარტოობაში, რომლის მიზეზიც საკუთარი თვალით ნახა. ახსოვს, თუ როგორ ცდილობდნენ გაქცევას მისი დები. ახსოვს მათ დასახმარებლად გადადგმული ორიოდე ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც შიშის გამო სწრაფადვე შეწყვიტა, - რაც მისი ტანჯვის მიზეზად იქცა. ფიქრობდა, რომ შეეძლო დახმარება, რომელიც შიშის გამო ვერ გაბედა. ყოველ დღე ადიოდა იმ კლდის წვერზე, საიდანაც ჰორიზონტი ყველაზე უკეთ მოსჩანდა, საიდანაც ჩიტების დანახვა ყველაზე უკეთ შეიძლებოდა, ეს იყო დღე, როდესაც მისი სულის ყოველ ნაწილს გაფრენა სურდა, სურვილი იმდენად დიდი და მტკიცე იყო, რომ გაშალა ხელები და ქარს, რომელიც წლებია სტუმრობს ამცნო მისი ფარული ზრახვა, რომ დაჰბეროს ძლიერ და გადისროლოს იქ სადაც ჩიტები ვერასდროს მივლენ, -სვედა 1329 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა, ის იმ კლდიდან გადახტა, რომელიც მან ასე ძლიერ შეიყვარა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent