შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი ფსიქოლოგი (4)


25-02-2019, 00:08
ავტორი kesane123
ნანახია 2 406

თვალები რომ გავახილე პირველად ლურჯი ცა დავინახე, წამოვიწიე, გვირილებით და ყაყაჩოებით დაფარულ მინდოორში ვიყავი, ტბაც იყო, უჩვეულოდ ცისფერი. მთები დავლანდე, ფეხზე წმოვიწიე და გავიქეცი. ისეთი ლამაზი იყო, თეთრი კაბა მეცვა და გაბრიელის ნაჩუქარი ყელსაბამი და ბეჭედი მეკეთა. ფეხშიშველი, მწვანე მინდორზე გავიქეცი თან ვკისკისებდი. უცბათ შევნიშნე იქვე მდგარი 6 სხეული, წიტელი ტანსაცმელი ეცვათ და ცრემლიანი თვალებით მიყურებდნენ. მათე, გაბრიელი, მია, ანდრია, დაჩი და ალექსანდრე, ისეთი თვალებით მიყურებდნენ თითქოს იმედები გავუცრუე რომელიმეს. მათთან ახლოს მივრბოდი თან ვკისკისებდი, საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი როცა მათემ დამიძახა.
--სესი.-გაბზარული ხმით მიძახდა.
--მათე ხედავ? აქ ისეთი კარგია, მე სულ აქ დავრჩები.-კისკისით ვუთხარი.
--არა სესი არ შეიძლება, უნდა დაბრუნდე სესი, გვჭირდები.-ახლა ანდრიამ მითხრა და შუბლზე მაკოცა როგორც სჩვევია.
--აქ ისეთი კარგია... როგორ დავბრუნდე ამ ადგილიდან იმ ჭუჭყიან სამყაროში?-დავნაღვლიანდი.
--სესი ჩვენ გავქრებით და აქ მარტო დარჩები. ნუ დაგვტოვებ სესი.-ამოიხრიალა დაჩიმ. შორიდან ბუტბუტი ჩამესმა და მარჯვნივ როომ გავიხედე შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დედაჩემი დავლანდე, რომელიც მხოლოდ ერთ წინადადებას იმეორებდა: „გადაარჩინე ღმერთო, მას ჯერ ცხოვრება არ უნახავს...“ ისევ მეგობრებისკენ მივტრიელდი და გატეხილ, ტკვილით სავსე თვალების მქონე გაბრიელს შევეჩეხე.
--სესი..
--გაბრიელ..
--დაბრუნების დროა, ჩემო პატარა...-შუბლზე მაკოცა და ყველა გაქრა, მოიღრუბლა, წვიმა წამოვიდა, აცივდა, მე კი გულ-მკერდშ საშინელი ტკივილი ვიგრძენი. უსიამოვნო, ქიმიური სუნი და აპარატის გამაყრუებელი და ნერვებისმომშლელი წრიპინი მისწვდა ჩემს ყურთასმენას. თვალებს ვერ ვახელდი მაგრამ მესმოდა ლაპარაკი.
--პაციენტი იღვიძებს! გადარჩა!-შვებით ამოთქვა. ხმიდან გამომდინარე მიივხვდი რომ ეს ქალი იყო, უფროსწორად გოგო. ძალიან მეცნობოდა ეს ხმა.-გაბრიელს დაუძახეთ სასწრაფოდ!.-ანერვიულებული ამბობდა და აპარატს ამოწმებდა.-სესი, გაახილე თვალები ვიცი რომ ჩემი გესმის. ვერ მიცანი? სესი შენი თეკლა დაგავიწყდა?-მელაპაარაკებოდა და ახლაღა გამახსენდა მისი თეკლა გასვიანი, გაბრიელის ბიძაშვილი. თვალები გავახილე და ქერა საოცრებას მივაჩერდი, უფრო დამშვენდა, ბოლოს მაშინ ვნახე 17ის რომ ვიყავი. ცისფერი, აწყლიანებული თვალებით მიყურებდა და სახეზე მეფერებოდა.
--გაიღვიძა? როგორი მდგომარეობაა? ისევ გული გაუჩერდა?-პალატაში გაბრიელი შემოვარდა, თეთრი ხალათი ეცვა და ხელებში ლურჯი საქაღალდე ეკავა.
--გაიღვიძა გაბი, გადავარჩინეთ.-გაიღიმა თეკლამ და გაბრიელის შვებით სავსე თვალებს შევხედე.
--გაბჩო.-ამოვიხრიალე და გავიღიმე.
--მაინც არეშვება რა-ხელი ჩაიქნია.- ლამის ხელებში ჩამაკვდა და ისევ გაბჩოს მეძახის.- შვებით გაიღიმა და მომიახლოვდა.-თეკლი მიდი დანარჩენებს უთხარი თორე კვდებიან ნერვიულობით.
--კაი გავალ მე თან ჩიხლაზეს უნდა დავხედო.-ზიზრით თქვა ბოლო გვარი, შუბლზე მაკოცა და პალატიდან გავიდა.
--შეგაშინე გაბრიელ?-შეძლებისდაგვარად გავიცინე.-ექიმის ხალათი რატომ გაცვია გაბუ?
--ვინმემ ჩემზე გიტხრა რომ ბიზნესზე ვსწავლობდი? უბრალოდ მამაჩემისგან დამრჩა, პროფესიით ექიმი ვარ და მშვენივრად ვართმევ თავს ორივეს ერთად.-შუბლზე მაკოცა და საწოლის კიდეზე ჩამომიჯდა.-1 კვირაა ასე ხარ, კომაში იყავი პატარავ.-შუბლზე მაკოცა.-აწი ვინმეს გადარჩენას ნუ ეცდები თუ ჩემი ასე შეშინება მოგიწევს კარგი?-თბილად გამიღიმა.
--ლევანი როგორ არის?-უცბათ მოვიქუფრე.
--უნდა დამეტოვებინა მე მაგის... მარა ჰიპოკრატეს ფიცს რავუყო?-გაიცინა.- კომაშია, შანსები დაბალია გაღვიძების, სამაგიეროს მისი და გამოჩნდა. ცოცხალია და საღსალამათი, დედაშენი და მამშენი ჩამოვიდნენ, აქ არიან, გარეთ გიცდიან. ანალიზებს გაგიკეთებთ და მერე ნახავ ყველას კარგი?
--გაბრიელ, თბილისში ვართ?-დაეჭვებით ვკითხე.
--თბილისში ვართ პატარავ.-შუბლზე მაკოცა, წამოდგა და ცოტახანში შემობრუნდა, თასი ეჭირა ზედ კი ნემსები, ბამბები და ლეიკოები ელაგა.
--წყალი მინდა.-კატისთვალებით შევხედე.
--სისხლს ავიღებ და დაგალევინებ.
--შენ უნდა ამიღო სისხლი?-შეშინებულმა ვკითხე.
--ექიმი ვარ სესი, თან ჰიპოკრატეს ფიციც დადებული მაქვს ამიტომ არაფერს დაგიშავებ, არც გატკენ.-გაიცინა და ლაპარაკში ისე ამიღო ვენიდან, სამი დიდი ნემსით სისხლი ვერც გავიგე. მერე შუბლზე მაკოცა და გავიდა. ორი საათის განმავლობაში , შემოდიოდა დამხედავდა და გავიდოდა. რამდენჯერმე თეკლაც შემოვიდა, ისე ძალიან მაინტერესებს დაჩის და თეკლას შეხვედრა როგორი იყო, დაჩი რო ბავშობის სიყვარულს დაინახავდა ნეტავ ეგ მანახა ოდესმე. 2 საათში ანალიზების პასუხებიცც მოვიდა და გაბადრული სახით გაბრიელმა მახარა სერიოზული არაფერიაო. მალევე მისი გასვლიდან ოთახში ჩემი გიჟები შემოცვივდნენ.
--როგორ შეგვაშინე გვირილა.-მეფერებოდა დაჩი.
--სესი ბოდიში რაა ჩემი ბრალია.-თავი ჩაღუნა ალექსანდრემ.
--აბა შემომხედე.-თვი ავაწევინე.-ეხლა გამიცინე და შენი ბრალი არარის თუ ლევანია ავადმყოფი. ასერომ ანდრიას ნუტოვებ ეულად და გაგვამხიარულეთ ახლა ორივემ ჰოდა თან სხვათაშორის 1 კვირაა არ მიჭამია და გაბრიელ ექიმო მშია. ნახე თან როგორ დავიელი, რომცოდნოდა აქამდე დავწვებოდი აქ.-ჩავიხითხითე.
--გიძიათქო როგეუბნებით არგჯერავთ და...-მხრები აიჩეჩა მათემ და ჩემთან ახლოს მოვიდა, ჩამეხუტა და ყელში მაკოცა.-ასე აღარასდროს შემაშინო!
--შეეშვი რა შენკიდე.-შეუბღვირა მიამ.-ჩემო ერთო ცალო, ჩემო შავო შოკოლადო.-მეხუტებოდა და სახეზე მეფერებოდა.
--დედა და მამა სად არიან?
--გუშინ სახლში გავუშვით, არ სძინებიათ ახლა დავურეკეთ და მოვლენ მალე.-მითხრა გაბრიელმა და პალატიდან გავიდა, კედელთან ატუზულ ანდრიას შევხედე.
--ანდრიი დიდხანს უნდა იდგე და შორიდან მიყურო? კარგად ვარ, ცოცხალი ვარ ხედავ? ჰოდა შენს ბარტყს ეხლა შენი ჩახუტე უნდა და გაგებუტებიიცოდე.-გავიბუსხე და გაღიმებულ ანდრიას შევუბღვირე. ჩემსკენ დაიძრა და ჩამეხუტა, მაგრად მომხვია ხელები და გულში მთელი ძალით ჩამიკრა.
--ერთი წუთიც არმინდა შენსგარეშე ჩემო ბარტყო.-მებუტბუტებოდა დათმაზე მეფერებოდა.
--მამას გოგოს გაუღვიძიაა.-ოთახში მამაჩემი და დედაჩემი შემოცვივდნენ და მაგრად ჩამიკრეს გულში. ერთმანეთი რომ მოვისიყვარულეთ, საათს დავხედე უკვე ღამე იყო, ვერც კი შევნიშნე, გაბრიელის გასვლიდან როგორ გავიდა 5 საათი. ცოტახანში პალატაში შემოვიდა, საოპერაციოს ლურჯი ფორმა ეცვა და თავზე ქუდი ეფარა, ლურჯი ტალღების გამოსახულებით, ხელში ისევ ლანგარი ეჭირა და ამჯერად წამლით სავსე ნემსები, უკან თეკლა მოყვებოდა.
--რასიფათი გაქვს .-გადაიხარხარა დაჩიმ გაბრიელის სიფათზე.
--5 საათიანი ოპერაცია გავაკეთე, ფეხზე ძლივს ვდგავარ და მიმიშვი რაა.-დაჩი ხელით გაწია და ჩემს კათეტერიან ხელთან მოვიდა.-წვა შეილება იგრძნო, თავბრუსხვევაც, არ შეგეშინდეს.-თბილი ხმით მითხრა და ჯერ ერთი ნემსით შეუშვა წამალი ვენაში, ვერაფერი ვიგრძენი. მერე მეორეც, ვერც მაშინ ვიგრძენი.-აბა რამეს გრძნობ?
--არა.-თავი პატარა ბავშვივით გავიქნიე.
--თეკლა ქუდი მომხსენი რაა.-თეკლას წინ გადაიხარა და მანაც მალე მოაცალა ქუდი თავიდან.-გამოვიცვლი და მოვალ.-შუბლზე მაკოცა და გავიდა. დედაჩემს შევხედე, თვალებით მიცინოდა.
--რა სახეებით ხართ თქვენ? 1 კვირაა არც გიძინიათ, არც ნორმალურად გიჭამიათ და ასე იდექით და მელოდებოდით როდის გავახელდი თვალებს? ახლა ყველა ადგებით წახვალთ და ხვალე გამოძინებულები მოხვალთ გასაგებია?-დავუყვავე.
--წავალთ, ბარტყო წავალთ, ოღონდ შენიყავი კარგად.-შუბლზე მაკოცა ანდრიამ.
--ჰოდა კიდე წვერები მწყობრში დაიყენეთ, ვიჩხვლიტები.-სიცილით გავხედე ბიჭებს.
--არის უფროსო.-კაპიტნის მისალმების პაროდია გააკეთა ალექსანდრემ. ყველა კარისკენ დაიძრა როცა გავაჩერე.
--ლევანის და სად არის?-ვიკითხე და ბიჭებს გავხედე.
--გარეთ ზის, თავის მშობლებთან ერთად.-სევდიანი თვალებით შემომხედა ალექსანდრემ.
--რო გახვალთ უთხარით შემოვიდეს.-გავუღიმე და მათ გასვლას დაველოდე. ცოტა ხანში პალატის კარი, გალეულმა ქერა გოგონამ გამიღო. ისეთი ნზი იყო ხელს ვერ შეახებდი, ან ასე მეგონა უბრალოდ. მორცხვად იდგა კართან და ვერ მიყურებდა მეკი ღიმილით ვუყურებდი ალექსანდრეს „არჩევანს“.- დიდხანს იდგები მანდ?
--ვერაფერი გავიგე მართლა ოღონდ.-დაიწყო და მივხვდი ესეც კაი გიჟი იქნებათქო.
--თავიდან მომიყევი ყველაფერი გინდა? იქნებ ერთად გავარკვიოთ იმიტორო მე მართლა არვიცი რადავუშავე ასეთი შენს ძმას.
--შენ რა მართლა არაფერი იცი?
--რამე ისეთია რაც უნდა მცოდნოდა და არვიცი?-დავეჭვდი უცბათ.-ჰომართლა მე სესილი მქვია.
--ლილია.-გამიღიმა და ჩემს გაწვდილ ხელს თავისი შეაგება.-მოკლედ მე და ალექსანდრეს ძალიან დიდიხანია ერთმანეთი გვიყვარს.-ამოისუნთქა.- ჩემზე ორიწლით დიდია, სკოლაში გავიცანი და ძალიან შემიყვარდა, მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი.-გაეცინა.-ყოველთვის გამოირჩეოდა მხიარული ხასიათით და ამავდროულად ისეთი გაბრაზება შეეძლო სკოლას ჰაერში სწევდა. მისი მიზეზით სკოლიდან 4 მასწავლებელი წავიდა და მისმა კლასმა მეთორმეტე კლასამდე 6 დამრიგებელი შეიწირა. მერე აღმოჩნდა რომ ჩემი ძმის ძმაკაცი ყოფილა, ალექსანდრე, ლევანი, გაბრიელი, მათე, დაჩი და ანდრია. გაბრიელი არიყო აქ ამიტომ სულ ინტერნეტით უკავშირდებოდნენ. დანარჩენები ხშირად ამოდიოდნენ ჩვენთან სახლში და მედა ანდრიაც დავახლოვდით. მალევე გავუმხილეთ ყველას რომ ერთმანეთი გვიყვარდა მაგრამ ჩემმა ძმამ ვერ მიიღო ეს ამბავი კარგად. ჰოდა გამომიცხადა, ძმის ძმაკაცს სხვანაირად როგორ შეხედეო, ყველაფრის ახსნა ვცადე მაგრამ არც კი მომისმინა მაშინვე გამომიცხადა ან მე ამირჩევ ან ალექსანდრესო, ისე ნუიზამ ძმაკაცი დამაკარგინოვო. მაშინ 19ის ვიყავი, ვუთხარი ალექსანდრეს ვირჩევთქო, არაფერი უთქვამს ჩემთვის ალექსანდრესთან მივარდა და მთელ სამეგობროს ეჩხუბა, მათემ და ანდრიამ რომ რამის თქმა სცადეს მაშინვე, დიდ გულზე მოსულა და შენ დაუნახიხარ, იქვე ყველას წინ თქვა რომ იმდენს იზავდა მაინც გაგაუბედურებდა. მე წავედი, არავისთვის არაფერი მითქვამს, ერთადერთმა ჩემმა დაქალმა იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი და მასაც არ გაუთქვამს არაფერი. გაზეთებიდან რომ შენზე და ლევანიზე გავიგე არც დავფიქრებულვარ ისე წამოვედი თბილისში. ბავშობიდან ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ჩემსძმას რომელსაც მხოლოდ მე ვამჩნევდი, ჩემს მშობლებს ამის გაგონებაც არ უნდოდათ. მე მართლა ძალიან ვწუხვარ რომ ყველაფერი ჩემმს გამო გადაგხდა თავს, ვნანობ რომ მაშინ ლევანი არ ავირჩიე მაგრამ ამ შემთხვევაში ალექსანდრე გაცეცხლდებოდა, სხვას არა მაგრამ საკუთარ თავს დაუშავებდა.-მოყოლა დაამთავრა და ცრემლები მოიწმინდა.- კვდება, თუ გადარჩა რისი შანსიც ძალიან დაბალია ვიცი ყველაფერს ინანებს და დარდით მმოკვდება.-ამოისლუკუნა.
--ჩავთვალოთ რომ ყველაფერი დავივიწყე. ახლა შენ ის მითხარი ალექსანდრე ჰო ისევ ძალიან გიყვარს?-გავუღიმე.
--მთავარი არ მითქვამს.-ჩაიღიმა.- ალექსანდრე რომ ავიღჩიე ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ მისგან ბავშვს ველოდებოდი, უფროსწორად ბავშვებს, ტყუპი ბიჭები მეყოლა, რეზი და ერეკლე .-გაიღიმა.-ისეთი განსხვავებულები არიან მაგრამ მაინც იმდენად გვანან მამისს რომ მეშინია სადმე რომ შეხვდება მაშინვე იცნობს.
--თქმას არ აპირებ?-ბედნიერებისგან თვალებ ანთებულმა ვკითხე.
--კიი ვაპირებდი უბრალოდ ახლა ვერ გამოვნახე დრო, ნორმალურად არც მინახავს, ერთხელ შემეჩეხა, გაკვირვებული მზერა მოომაპყრო და გაიარა. ალბათ შოკის ბრალი იყო.-ჩაიცინა.
--ერთ წამს დამიცადე.-ტელეფონი ავიღე და გაბრიელს დავურეკე.-გაბიი სადხაარ?
--კაფეტერიაშივართ მე დაა ლექსანდრე, რამე გინდა?
--კიი, მიდი ამოდით რაა, ჰოდა კიდე ყველაზე მაგარო ექიმო, შოკოლადი მეჭმევა?
--არა.
--ლიმონი?
--არა.
--აბა რა მეჭმევა?-ჩავიბურტყუნე.
--სალათები ჰოგიყვარს?
--აუუ კიი.
--ჰოდა ამოგიტან.
--ალექსანდრე არდაგრჩეს ეგეც ამოიყვანე.-ჩავიხითხითე ლილიას გაფართოებულ თვალებძე და ყურმილი დავკიდე.-ნუმიყურებ მასეთი თვალებით გთხოვ რაა. შენგეგონა ასეთ დროს მშვიდად წავიოდა როცა შენ აქ ეგულებოდი?-ეშმაკურად ჩავიცინე და ხელზე ხელი დავადე. გამიღიმა, ცოტახანში კი ალექსანდრეს როხროხი გაისმა.
--ნუ შემიკიკინე გაბრიელ რაა.-ხელი აიქნია და ლილია რო დაინახა უცბათ მოიღუშა.-ოჰჰ დაკარგული პრინცესაც აქ ყოფილა.-ირონიულად ჩაილაპარაკა. უცბათ მოვიდა და შუბლზე მაკოცა.-აბა გვირილა როგორ ხარ?
--ანუ ეხლა რახდება.-დავიწყე ლაპარაკი თან რარაც უცნნაურ სალათს ვუყურებდი, რომელიც გაბრიელმა მომაჩეჩა.-საჭმელზე მერე დაგელაპარაკები ეხლა საქმე მაქვს. ჰოდა რასვამბობდი, ვინაიდან და რადგანაც მე ვერგავალ პალატიდან თქვენ უნდა გახვიდეთ და ილაპარაკოთ, თუარადა ისედაც ყველაფერი ვიცი და აქვე დაიწყეთ საუბარი.-ხელები ავწიე და სალათის ფურცელი პირში გავიქანე.
--დასამალი და სალაპარაკო არაფერი მაქვს.-უცბთ მოჭრა ალექსანდრემ.
--გაქვს.-მედა გაბრიელმა ერთდროპულად შევძახეთ.-მადლობა მხარის აბმისთვის.-ხელი გავუწოდე გაბრიელს მანაც ჩემს ხელს თავისი შეაგება და მეორე სალათის ჭამა დაიწყო.
--გისმენ.-უინტერესოდ ჩაილაპარაკა ალექსამ.
--ყველაფერი როარ გამერთულებინა წავედი, საქართველოს არ გავცელილვარ, ისე კი მიკვირს როგორ ვერ მიპოვეთ, ბათუმში.
--მოიცა ბათუმში იყავი?-თვალები ჭყიტა გაბრიელმა, ლილიამ თავი დაუქნია და განაგრძნო.-მოკლედ წასვლიდან 2 კვირის მერე გავიგე რო ორსულად ვიყავი.-ხმა დაუწვრილდა და სატირლად მოემზადა.-დაბრუნებას იქ დარჩენა და შვილების მშვიდად გაზრდა ვარჩიე.-ცრემლები წამოუვიდა მე კი ალექსანდრეს გავხედე რომელსაც ენა ჩავარდნოდა, თვალებში უჩვეულო სიხარული აღბეჭვოდა.-ვიცი დამნაშავე ვარ, რომ ბავშვები დაგიმალე მაგრამ აბა დაფიქრდი აქ რომ ჩამოვსულიყავი ისევ, ლევანი ბავშვებს ისე მომაშორებინებდა შენ არც არაფერს გეტყოდა. მომკლავდა! ან გამაჩენინებდა და ისე მომაშორებდა თვალითაც არ მანახებდა. ამას ვერგადავიტანდი გესმის? ახლა რაცგინდა ის გააკეთე თუგინდა მომკალი ოღონდ მათ ნუ წამართმევ.-ამოისლუკუნა და ჩამეხუტა.
--ბავშვებს? მრავლობითში რატო ლაპარაკობ?-გაბრიელმა ამოიღო ხმა ალექსანდრე ნაცვლად.
--ტყუპი ბიჭები არიან.-ჩუმად ვუთხარი, მანაც თავი დამიქნია და ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა.
--აბა არაფერს იტყვი მამიკო?-ჩაიხითხითა.
--მამა ვარ ბიჭო.-ახლაღა ჩაილაპარაკა.-მე ალექსანდრე გასვიანს, ლილია ჩიხლაძესგან მყავს ტყუპი ბიჭები. ჩემი ცხოვრების სიყვარულისგან მყავს შვილები, აზრობ ტოო?-ცოტაც და სიხარულისგან იფეთქებდა. ცოტახანს ისევ ჩუმად იყო, მერე ლილიასთან მივიდა, ცრემლები შეუმშრალა და მთელი ძალით მოეხვია.-ბავშვები8ს ნახვა მინდა? ჩემზე იციან? ლილია მითხარი რო რამე სისულელე არგითქვამს ბავშვებისთვის.
--იციან რო მამამისი ალექსანდრე გასვიანია, ფოტოც ნახეს ჟურნალში, გცნობენ, ვუთხარი რომ აქ არ იყავი და როგორცკი ჩამოხვიდოდი ნახავდი, ორივეს ძალიან უყვარხარ. ახლა ჩემს დეიდაშვილს და ქმარს ყავთ.-გაიღიმა ლილიამ და საყვარელ მამაკაცს გულზე მიეკრა.-მიყვარხარ ალექსანდრე!
--მეც მიყვარხარ ლილია.-თავზე აკოცა და მის კისერში ჩამალა თავი.
--ცოლქმრად გაცხადეებთ.-ტაშ დავუკარი და ავკისკისდი.
--გაჩერდი ნაკერები გაგეხსნება.-შემომიბღვირა გაბრიელმა და სალათი ჩამტენა პირში.
--რამკიაცრი ექიმი მყავს, ნამდვილი მონსტრი.-ჩუმად ვუთხარი წყვილს თითქოს გაბრიელს არ ესმოდა.
--შეშლილი ხარ სესი, შეშლიილი.-გაიცინა გაბრიელმა და შუბლზე მაკოცა.-რამე მწარეს გეტყოდი მარა თავს შევიკავებ.
--სხვათაშორის პატარა ალექსანდრეების ნახვა მინდა.-დავიბუზღუნე.
--წავალთ, მოვიყვანთ.-გასასვლელისკენ დაიძრა წყვილი, ოთახში ექთანი შემოვარდა გაბრიელ ექიმოს ძახილით.
--გისმენ ნატა რახდება?-შეშფოთებულმა იკითხა.
--გაბრიელ ექიმო ჩიხლაძეს გული გაუჩერდა, ამუშავებას ცდილობენ მაგრამ უკვე ორი წუთია უმოქმედოა.-აფორიაქებული ლაპარაკობდა.
--ამის დედაც ლევან, რა გაუკეთე შენ თავს.-გინებით გაიქცა პალატისკენ, ატირებულ ლილიას ვუყურებდი და გული მიკვდებოდა, ალექსანდრე მის დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ. რაცარუნდა ცუდი იყოს ძმა მაინც ძმაა. ნახევარ საათში შემოვიდა პალატაში, ისევ ის ლურჯი ფორმა ეცვა და თვალებ დასიებული უყურებდა ლილიას.-ბოდიში ლილი, ვერ გადავარჩინე.-თვალები აუცრემლიანდა.
--რაშენი ბრალია სულელი ძმა თუ მყავდა.-სევდიანად გაიღიმა.-თავი დაიღუპა.-ჩაილაპარაკა და ალექსანდრეს მიეკრა.
--5 დავრჩით.-ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და გაბრიელს შეხედა.-როგორ მეგონა რომ ჭკუაზე მოოეგებოდა და ყველაფერს მიხვდებოდა, ამის დედაც!-თავი ხელებში ჩარგო და ცრემლები გადმოყარა.-ლილი წამოდი შენს მშობლებს ჭირდები.-ხელი მოკიდა და პალატიდან გაიყვანა.
--დანარჩენებს უნდა ვუთხრათ.-ვუთხარი გაბრიელს და ხელი ხელზე მოვკიდე.
--სანამ ლილიაზე და ალექსანდრეზე გაიგებდა, განუუყრელები იყვნენ ჩვენი ალექსა და ლევანი. სულ ერთად იყვნენ, მე და მათე ალექსანდრე და ლევანი, დაჩი და ანდრია.-გაეღიმა.-ჩათვალე რო ალექსანდრემ ტყუპი დაკარგა.-სევდიანად გამიღიმა და ცრემლიანი თვალებით შემომხედა.
--მოდი.-ხელები გავშალე და დაველოდე როდის ჩამეხუტებოდა. მანაც არ დააყოვნა ჩემს კისერში ჩარგო თავი და ცრემლებს გასაქანი მისცა. ვინ თქვა რომ კაცები არ ტირიანო? ნურას უკაცრავად!- მოდი მე მათეს დავურეკავ შენ კი დაისვენე კარგი? ჩემს გვერდით დაწექი და დაისვენე.-საწოლის კიდესკენ მივჩოჩდი ისიც გვერდით დამიწვა და ჩამეხუტა.
--მათეს რო დაურეკავ, უთხარი მოვიდეს და აქ უთხარი კარგი? გზაში რამე არ დაემართოთ.-ჩაიბურტყუნა თვალებ დახუჭულმა. მეც ტელეფონი ავიღე და მათეს დავურეკე. ცოტახანში მიპასუხა, ნამძინარევი ხმა ქონდა.
--მათეე, ბიჭებს დაურეკე და ყველა მოდით, ზედმეტი კითხების გარეშე. მე კარგად ვარ, ნელა ატარე მანქანა.-მივაყარე უცბათ.
--თხუთმეტ წუთში მანდ ვართ.-თქვა და გათიშა, გაბრიელს მშვიდად ეძინა სანამ მათემ პალატის კარი არ შემოანგრია და ფეთიანივით წამოხტა.-რახდება, რაფორმაშხართ?-ეცინებოდა.
--5 დავრჩით.-თქვა გაბრიელმა და მათეს ცრემლიანი თვალებით შეხეედა.
--ლევანი?-თქვა ხმაჩამწყდარმა. გაბრიელმა თავი დაუქნია და სკამზე ჩამოჯდა, დაჩი და ანდრია ხმას ვერ იღებდნენ, ანდრია მოვიდა და ჩამეხუტა. მისი ცრემლები ვიგრძენი მხარზე. დაჩი ფანჯარასთან დადგა და მოწევა დაიწყო, გაბრიელიც არ შეწინააღმდეგებია, მიუხედავად იმისა რომ პალატაში ვიყავით. მათე გახევებული იდგა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. მალე ალექსანდრე შემოვიდა ოთახში ორ პატარა ბიჭთან ერთად.
--აბა რეზი რომელია?-ვკითხე ბავშვებს და ერთ-ერთმა ხელი რო აწია, ბიჭებმა გაშტერებულებმა შემომხედეს.-მამიდას არ ჩაეხუტებით?-ღიმილით ვკითხე. რეზიმ და ერეკლემ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს და ჩემსკენ გამოიქცნენ. ერთი ერთ მხარეს ამომიდგა მეორე ანდრიას დაუდგა და ანიშნა გამიშვიო ეს ერეკლე იყო. სერიოზული ბიჭი ჩანს. გამეღიმა ანდრიას გაშტერებული სახე რომ დავინახე. გაბრიელი იღიმოდა, მათე, დაჩი და ანდრია კი გაშტერებულები იყვნენ.
--შენ მართლა ჩვენი მამიკოს და ხარ?-მკითხა რეზიმ.
--არა, და არვარ, მაგრამ მასე ვითვლები.-გავუღიმე ბავშვებს და ორივეს შუბლზე ვაკოცე.
--რალამაზი თმა გაქვს.-მითხრა ერეკლემ და თმაზე თამაში დამიწყო.
--და კანიც.-დაეთანხმა რეზი.
--ეს პატარა კაცები ამიხსნის ვინმე ვინ არიან?-ძლივს ხმა ამოიღო მათემ.
--ჩემი და ლილიას შვილები.-ჩაეღიმა ალექსანდრეს.-რატო მიყურებთ ეგრე? არცმევიცოდი დღეს გავიგე.-თვალები გადაატრიალა და გაბრიელთან მივიდა.
--ბავშვებო, გაბრიელის ნახვა არგინდათ?-ღიმილით კითხა და გაუღიმა ბიჭებს. მათაც უცბათ წამოყეს თავები და გაბრიელისკენ გაიხედეს.
--შენ ხარ გაბრიელი?-კითხა რეზიმ და გაიკრიჭა.
--ვერ გაიგე ეგ რომ არის? რატოღა კითხულობ?-შეუბღვირა ერეკლემ და თვალები აატრიალა.
--ჩუ თორე სესილის ვეტყვი გუშინ რაც მოგივიდა.-ჩაიფხუკუნა რეზიმ.
--რეზი ვერგადამირჩები იცოდე.-შეუბღვირა ერეკლემაც.
--მამას ამოვეფარები.-ენა გამოუყო. სიცილი ამიტყდა.
--მოდი ახლა ყველას გაგაცნობთ.-დავიწყე მე.-ეს არის გაბრიელი, ძალიან სერიოზულია თუ ჩემთან ერთად არარის, მერე თქვენი ტოლი ხდება.-ჩავიფხუკუნე.-ეს არის მათე, ჩემი ძმა, ამინდივით ეცვლება ხასიათი. ეს არის ანდრია, მამთქვენივით ჭკუამხიარულია, უბრალოდ ახლა ვერ ხუმრობენ, ხასიათი არაქვთ. ეს კიდე ჩვენი დაჩიკო, დაჩი ყველანაირია, მომენტს გააჩნია.-დავასრულე და ბიჭების დაბღვერილ სახეებს შევხედე. დანებების ნიშნად ხელები ავწიე და მხრები ავიჩეჩე.-ტყუილი არაფერი მითქვამს.
--შენი თავიც დაახასიათე.-ეშმაკურად ჩაიცინა გაბრიელმა.
--მეე?-მეც იგივე სიცილით ვუპასუხე.
--დიახ შენ.-თვალი ჩამიკრა.
--ბავშვებო, მევარ სესო მამიდა, ყველაზე თბილი, ტკბილი და საყვარელი.-ამის თქმა და გაბრიელის ჩაფხუკუნება ერთი იყო.-რაგაცინებს ბედკრულო?
--ეს თუ ტკბილია მე შაქარყინული ვყოფილვარ. 16 წელი ნანახი არვყავდი და მეორე დღესვე ხაფანგით ლამის მომამტვრია ფეხი.-ბუზღუნით თქვა.
--შენ ჩუსტები იატაკზე მიმილურსმე ამიტომ ჩუ.
--ჩემ საცვლებში წიწაკა ვინ ჩაყარა?
--და სათამაშო გველი ვინ შემომისრიალა ლოგინში?
--დიდი ამბავი ახლა შენი ნათესავის ფიტული განახე.
--ადამიანი როგორიცაა ყველა ისეთი გონია გაბჩო.-თვალი ჩავუკარი.
--მორჩით რაა.-დაიწუწუნა ერეკლემ.
--ბავშვსაც კი აწუხებ.-შემომიბღვირა გაბრიელმა.
--გაბრიელ გაჩუმდი!-თვალები დავუჭყიტე. პალატაში ექთანი შემოვიდა.
--გაბრიელ ექიმო, მიმღებში ავარიით დაშავებულები შემოიყვანეს და გიძახებენ.-აფორიაქებულმა ჩაილაპარაკა ქოშინით.
--რამდენი არიან?-უცბათ წამოხტა.
--3, ორი ქალი 1 მამაკაცი.-პალატიდან გავარდნენ, მე კი ბიჭებს მივუბრუნდი, რომლებსაც საახები ჩამოსტიროდათ.
--როდის გადაასვენებენ?
--ერთ საათში.-მიპასუხა ალექსანდრემ და თავი ხელებში ჩარგო.-ამის დედაც ლევან, ამის დედაც!-შიკურთხა და მასთან მისული ტყუპები ჩაიხუტა.-არშეგეშინდეთ მაა, თქვენ ხო მაგარი ბიჭები ხართ?-მათი შემხედვარე გულში სითბო მეღვრებოდა, გამეღიმა. მერე ბავშვები გაიყვანა და დაგვიბარა სახლში წავიყვანო. მათე მომომიჯდა და გულზე ამიკრა.
--როდის გამწერენ?-ვკითხე და უფრო მივეკარი.
--ზეგ ალბათ, მერე წოლითი რეჟიმი გექნება.-თავზე მაკოცა და ისე ლოყა ჩამომადო თავზე.
--მეც მინდა თქვენს გვერდით ყოფნა.-წამწამწბი ავაფახუნე და კატის თვალებით შევხედე.
--გაბრიელს ან თეკლას ვკითხოთ კაიი?-მეორე მხრიდან მომიჯდა ანდრია და თავი მხარზე ჩამომადო.
--შენ რაღა შორიდან გვიყურეებ?-შვუბღვირე დაჩის, ჩაიცინა და ისიც რაღაცნაირად მომეხუტა.
--ჩემს გარეშე ჰო, თქვე უნამუსოებო?-საიდანღაც გამოჩნდა მია, იცინოდა. მოვიდა და ფეხებზე დამადო თავი.
--ყველაზე მეტად მიყვარხართ მე თქვენ!-ვთქვი და სათითაოდ ჩავკოცნე ყველა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი მომენტი რომელიც ოდესმე განმიცდია. ვიცი რომ მე ყველა დაბრკოლებას გადავლახავ მათთან ერთად!



№1 სტუმარი ნსნს

სასიამოვნო იყო... ტყუპები ძალიან მომეწონნენ :დ

 


№2  offline წევრი kesane123

ნსნს
სასიამოვნო იყო... ტყუპები ძალიან მომეწონნენ :დ

შემდეგი მალე იქნება❣️

 


№3 სტუმარი ანკ

მალე დადებ?

 


№4  offline წევრი kesane123

ანკ
მალე დადებ?

სავარაუდოდ ხვალ საღამოს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent