შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუა ღამის ანგელოზი •თავი 1•


25-02-2019, 02:19
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 1 067

ვუყურებდი მის თეთრ სახეს, რომელიც მეტად მკრთალი და გაყინული იყო ვიდრე აქამდე ყოფილა. ვეხებოდი მის ცივ ბაგეებს რომელსაც ის ალუბლისფერი მკვეთრი ფერი დაეკარგა. ვეხებოდი, ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ მასთან ერთად ჩემი სულიც კვდებოდა ამ სხეულში... დიახ, მაშინ მივხვდი რა უსუსური არსება ვიყავი მის გარეშე, მაშინ მივხვდი რა რთულია ისუნთქო ეს მძიმე და ბინძური ჰაერი საყვარელი ადამიანის გარეშე... ზუსტადაც რომ დავკარგე ის ერთადერთი ვის გარეშეც სამყარო ნამდვილად კარგავს ფერებს...
*
ღამით ქუჩებში ბოდიალი ჩემი უკვდავი რიტუალი გახდა, სულ მარტოდ-მარტო ვარ, როდესაც ყველა სახლშია მოკალათებული, ყველა თავის თბილ საწოლშია შეფუთული და ტკბილად სძინავს, მე დავდივარ ქუჩებში და ვცდილობ საკუთარი თავის გადარჩენას. მსუბუქი ნაბიჯებით მივდივარ და ხარბად ვსუნთქავ ნესტისა და წვიმის სუნით გაჟღენთილ თბილ ჰაერს, მესმის წვიმის წვეთების ხმა, ვგრძნობ როგორ ეცემა სათითაო წვეთი ჩემს მოშიშვლებულ მხრებზე, თან ამავდროულად მიისწრაფვის მიწისაკენ. არ ისმის ხალხის ბუტბუტი, და მანქანების შეუჩერებელი ხმაური, ეს ჩემში ცოტაოდენ აფორიაქებასაც იწვევს, რადგან დღესაც მიჭირს მარტო ყოფნა, განსაკუთრებით იმ ქუჩებში სადაც ადრე მარტო არ გამივლია... იქ სადაც უამრავი მოგონება იყრის თავს და თითქოს განზრახ მახსენებენ თავს, რომ ახლიდან განვიცადო ის ჯოჯოხეთური ტკივილი და ის საშინელი დღეები. თითქოს საკუთარი თავის ამოცნობას ვცდილობ, ინტერესით ვუყურებ ჩემს ხელებს, ვისმენ ჩემს ხმას, ვუყურებ საკუთარ თავს...დამიჯერებთ? ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სხვის სხეულში ვარ, ან და შეცდომით მოვხვდი აქ, უბრალოდ ვერ... არ ვიცი ვინ ვარ...ვხვდები მხოლოდ ერთს, და ეს ერთიც სწორედ ისეთივე კითხვაა როგორიც წინა ათასი, რომლებზეც პასუცები ჩემს თავში არ მოიძებნება...ეს ყველაფერი რატომ ვერ ვიგრძენი აქამდე...უბრალოდ რატომ ვერ ვიგრძენი?.. მას შემდეგ გავიდა წლები. ორმა ტანჯვით სავწე წელმა გაიარა, ჰო... დრო გავიდა მაგრამ ის გრძნობა რაც მის სიკვდილამდე იყო ჩემში, ის სიყვარული რასაც მის დაკარგვამდე ვგრძნობდი დღესაც არ გამქრალა. ისევ ჩემშია, ისევ ჩემში ცხოვრობს, ისე ვუფრთხილდები თითქოს და დამიბრუნდება. რა დამრჩა მისგან? დამრჩა მხოლოდ განვლილი წუთები და წამები რაც მე მაბედნიერებდა, რაც მე მაიძულებდა ყოველი დილა მხიარულებით და სიცოცხლით აღსავსეს დამეწყო... მაგრამ ზოგჯერ ჯობს მოგონებებიც გაქრეს, რადგან მეტისმეტად რთული შესანახია ჩვენს გულებში.
*
ქუჩის მახლობლად პატარა შენობაში შევედი, ოთახი ლურჯი სანათებით იყო გაფორმებული, რომელიც ჩემში სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებდა, ჰაერი მეტად გრილი იყო რომელსაც ალკოჰოლისა და სიგარრტის სუნი ჰქონდა შერეული. ბართან მივედი და სკამზე ჩამოვჯექი, სასმელებს უკმაყოფილო სახით გადავხედე, ბარმენიც აქვე ტრიალებდა და იმდენად შეჭრილიყო როლებში ჩემი მოსვლაც ვერ შენიშნა. მსუბუქად ჩავახვრლე რადგან მომსახურე პერსონალის ყურადღება მიმექცია, სხარტად დააწყო გაპრიალებული ჭიქები თაროზე და ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა.
-გამარჯობა, რას ინებებთ?
ხელები თმაში შევიცურე, ღრმად ჩავისუნთქე სიგარეტის კვამლით ავსებული ჰაერი და წყნარი ხმით მივუგე.
-არჩევანი დიდია მაგრამ მინდა ის რაც ყველაზე, ყველაზე ძლიერია.
ხმის ამოუღებლად შეტრიალდა და თაროდან ბოთლი ჩამოიღო რომელშიც ღია ყავისფერი შეფერილობის სასმელი იყო. მინის გაპრიალებულ ჭიქაში ხმაურიანად ჩამოასხა და ჩემსკენ გამოაცურა. სასმელი ავიღე და ყლუპი მოვსვი, ყელი იმდენად ჩამწვა რომ მიმიკების გაკონტროლება ვეღარ შევძელი. ჩემს გვერდით თავისუფალ სკამზე დაახლოებით 1.70 სიმაღლის, ნაცრისფერთვალება გოგონა შემოსკუპდა, ღიმილიანი, სულელური გამომეტყველება მომაპყრო და აფორიაქებულმა დაუფიქრებლად მომაჯახა კითხვა.
-შენც დაშორდი ჰო?
მოულოდნელიბისაგან ცოტა დავიბენი, თითები ჭიქას ინსტიქტურად,ძლიერად მოვუჭირე და ვუპასუხე.
-კი, თანაც სამუდამოდ. ნაცრისფერთვალებას ეტყობოდა მანამ ამ ბარში შემოვიდოდა სხვაგანაც დაელია ასე ორი- სამი ჭიქა არაყი ან რომელიმე ალკოჰოლური სასმელი. ტუჩთან ღიმილის ნაკეცმა იჩინა თავი. სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ მის თვალებშიც იგრძნობოდა რაღაც მტკივნეული. ერთხანს წყნარად იჯდა, ბარმენს მიშტერებოდა, ბოლოს როგორღაც მოახერხა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა.
-რატომ მაინც და მაინც სამუდამოდ? იქნებ მოუნდეს შენთან დაბრუნრბა. მკითხა და თავი ამაყი გოგონასავით ასწია მაღლა.
მიუხედავად იმისა რომ მისი კითხვები ჩემში საშინელ შეგრძნებებს ტოვებდა ვცდილობდი გადამებიჯრბინა ამ ყველაფრისთვის და პასუხი ყველაფრის მიუხედავად დამებრუნებინა.
-მან დატოვა ეს სამყარო. მოვუჭერი მოკლედ და სასმელი მძიმედ გადავუშვი. ზოგადად ასეთი საქციელები ნამდვილად არასოდეს ყოფილა ჩემი შესაფერისი. გოგონა წამით გაჩერდა, მივხვდი რომ საკმაოდ გაუხერხულდა და მოუნდა ყველა თავისი სიტყვა უკან წაეღო, მაგრამ მისი რა ბრალია. შავ პრიალა ჩანთაში დაიწყო ქექვა, რაღაცას გამწარებული ეძებდა და ბოლოს როგორც იქნა ამოაძვრინა სიგარეტის წითელი კოლოფი და სანთებელა. სიგარეტი თითებს შუა მოიქცია პირთან მიიტანა და ღრმა ნაფაზი გამოარტყა. რამოდენიმე წამში მისი სახეც გაეხვა კვამლში.
გადავწყვიტე ეს დაძაბულობა ოდნავ მაინც გამექარწ....ბინა და მშვიდი ხმით ვუთხარი.
-იქნებ დროა მითხრა რა გქვია...ჩემს ნათქვამს თან ღიმილი მივაყოლე რომელსაც სავარაუდოდ საკმაოდ ეტყობოდა რომ ძალიან, ძალიან ხელოვნური იყო.
-ელენა, შენ შეგიძლია ელი დამიძახო... მეგობრები ასე მეძახიან. მითხრა და თვალები აენთო, თითქოს გაუხარდა რომ საუბარი ამჯერად მე განვაგრძე.



№1  offline წევრი Rania

Kargiaa. Tumca ise patqrq iyo veraferi gavigeeeeee. Davelodebi shemdegss
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი ვვცდგ

მე ისიც ვერ გავიგე თხრობა ვისი "კუთხიდან" მიდის :/
დაა კითხვა მაქ: ცუდი დასასრული ექნება?

 


№3  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

Rania
Kargiaa. Tumca ise patqrq iyo veraferi gavigeeeeee. Davelodebi shemdegss

პირველი თავია და პატარა იმიტომ არის

ვვცდგ
მე ისიც ვერ გავიგე თხრობა ვისი "კუთხიდან" მიდის :/
დაა კითხვა მაქ: ცუდი დასასრული ექნება?

ყველაფერს გაიგებ შემდეგ თავებს თუ წაიკითხავ (როცა დაიდება) დასასრულს რაც შეეხება ჯერ მეც არ ვიცი რა იქნება smile
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent