შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 6)


25-02-2019, 17:43
ავტორი kiira
ნანახია 2 157

ნაცნობი სურნელი.
ნაცნობი ოთახი.
ნაცნობი გარემო.
ნაცნობი საწოლი.
ნაცნობი სირბილე.
ნაცნობი გულისცემა.
ნაცნობი შეხება ხელზე.
სკაი ჩემს გვერდით იატაკზე ზის.ჩემი ხელი უჭირავს.ძინავს.
გარეთ გავიხედე.დაბნელებულა.საათს შევხედე საღამოს 8 საათია.ოთახს მხოლოდ ერთი ლამპა ანათებს.
ისევ სკაის შევხედე.თავი საწოლის კიდეზე მიუდია და მშვიდად სუნთქავს.მე კი ის გამოიორმაგდა.
ვერ ვხვდები ასე რატომ მეცნობა.იქნებ რამე მოხდა რაც მე არ ვიცი,ან არ მახსოვს.თუ არის ასეთი რაღაც,მე მისი გაგება მინდა.
ხელზე ფრთხილად შევეხე.
-სკაი...გაიღვიძე.
-მმმ...-მომესმა ზმუილი.
-სულელო,გაიღვიძე კისერი გეტკინება ასე ჯდომის გამო.
-ცოტახანიც...ცოტახანიც მადროვე ლამაზო...
-ადექი მეთქი!!!-დავუყვირე და ისიც ელდანაცემივით წამოხტა.
-რახდება,რაარის,გაიღვიძე?კარგად ხარ?-დაბნეული იყო.მის ამ ქცევაზე გამეცინა-ძალიან სასაცილოა არა?-თავი გადააქნია და უცებ წამოიყვირა.-ააახ,მგონი კისერი გამიშეშდა.
ჩემი კომოდის უჯრა გამოვაღე და მალამო ამოვიღე.
-აქ მოდი-მივიწიე და ვანიშნე საწოლზე დამჯდარიყო.-წაგისმევ და მალე გაგივლის.
ჩემდა გასაკვირად დამემორჩილა,საწოლზე ჩამოჯდა და შემომხედა.მალამოს თავი მოვხადე,თითით ცოტა ამოვიღე და სკაის კისერზე წავუსვი.ვცდილობდი ნელა მემოძრავა,არ მინდოდა უფრო ტკენოდა.თითს ქვეშ მის ცხელ კანს და დაჭიმულ ვენებს ვგრძნობდი.
საოცარია,ამდენი რამ დამიშავა,მე კი ისე ვექცევი თითქოს თითიც კი არ დაეკარებინოს ზედმეტად.ეს ჩემი განზრახ ქმედებები არ არის,მე გულის ძახილს მივყვები და გავყვები იქამდე,სადამდეც მეტყვის.რაღაც მაიძულებს,რომ მისი ცუდი ქცევები დავბლოკო.
-გაიგონე არა?
მისმა უეცარმა კითხვამ ფიქრები გამიფანტა.
-რა გავიგონე.
-დღეს დილით,რომ შემოვედი შენს ოთახში და რაღაც გითხარი.
მივშტერებივარ და არ ვიცი რა ვუპასუხო.საიდან გაიგო.რომ არ მეძინა.
-საიდან იცი.
-შენს ოთახში რომ ახვედი,ჩაის გაკთების შემდეგ,მერე მეც ამოგყევი ჩემთან შესასვლელად,შენი ლაპარაკი გავიგონე.დაგუდული ხმა გქონდა და ვიფიქრე,რომ რაღაც გჭირდა,უფრო კარგად მოგისმინე და მივხვდი,რომ ჩემზე ბუტბუტებდი რაღაცებს.
მოიცადე,ახლა ეს მეუბნება,რომ ხმამაღლა ვლაპარაკობდი და მე ეს ვერ შევამჩნიე?არარსებობს.
-მივხვდი,რომ შეკითხვები გაქვს,რომლებზეც პასუხს ეძებ,მე მზად ვარ მათ პასუხი გავცე,თუ შენ ეს მართლა გინდა,იმიტომ,რომ მეც დავიღაე ამ თამაშით და შენი შორიდან ყურებით.ამ ყველაფერმა დამღალა მიაკო.
ფიქრებმა უნებურად წარსულში გადამაგდო.
-მიაკო აქ მოდი,სად მიდიხარ.
კისკისი.
ზაფხული.
სიცილი.
ზღვა.
პიკნიკი.
მეც ავტომატურად გავიმეორე.
-მიაკო.
სკაის სევდიანად გაეღიმა.
-ასე გეძახდი.როცა გაიგებდი ყოველთვის იცინოდი.ისეთი ლაღი და ბავშვური ღიმილი გქონდა,ისეთი გულწრფელი,ნებისმიერ სულიერს შეშურდებოდა.
-მინდა ყველაფერი თავიდან მომიყვე.-არ დავაცადე გაგრძელება-მინდა გავიხსენო ის დრო,რომელიც არ მახსოვს.
სკაი ლოგინიდან ჩამოვიდა,იმ კუთხეში დაჯდა სადაც ეძინა,თავი კედელს მიადო და ფანჯარაში უკიდეგანო სინელეს მიაჩერდა.
-ყველაფერი მაშინ დაიწყო,როდესაც ბლუმ თავის დაბადებისდღეზე დამპატიჟა,ერთ უბანში ვცხოვრობდით,დედაჩემს დიდად არ ვადარდებდ,მეც ამით ვისარგებლე და წამოვედი.ჰანტერიც ამ ადგილას გავიცანი,მაშინ 4-5 წლისები ვიყავით,მაგრამ მათთან ერთად არასდროს მინახიხარ.პიკნიკი ზღვაზე იყო.მე და ბლუ ზღვაში ჩასვლამდე ერთმანეთს ვწუწავდით,როდესაც უცებ ვიღაცის კისკისი შემომესმა.მოვიხიედე და დავინახე თვალებგაბრწყინებული გოგონა,რომელიც სიცილ-კისკისით მორბოდა ჩვენკენ და წყალში ჩახტომას ლამობდა,უკან მისი ტყუპისცალი და საუკეთესო დაქალი მოყვებოდა,რომელიც ძლივს ეწეოდა და შორიდანვე უყვიროდა.
-მია დამელოდე,ნუ მირბიხარ.
შენს შემხედვარე მეც მეღიმებოდა.არასოდეს დამავიწყდება მზეზე მოელვარე ოქროსფერი კულულა,წელამდე თმები,რომლებიც სირბილისას აქეთ-იქით დახტოდნენ,ვარდისფერი ტუჩები ,რომლებიც სიცოცხლის ბგერებს გამოსცემდნენ.გარედან ძალიან გახსნილი და თავისუფალი ჩანდი თუმცა შიგნიდან აუღებელ ციხესავით იყავი,შეუვალი.მივხვდი,რომ დაგაინტერესე,ბევრ კითხვას მისვამდი.ბოლოს გკითხე მოგწონდი თუ არა,ერთხელ კი შენი ლოყაზე კოცნა ვცადე და ასე მითხარი ჯერ არა,პატარა ვარო.
უბრალოდ მაოცებდი,ასეთი პატარა გოგონა და ასეთი დინჯი.პიკნიკი ,რომ დასრულდა სანაპიროდან წამოსვლისას ერთმანეთს შევეჯიბრეთ ვინ უფრო სწრაფი იყო და ვინ მოასწრებდა გზის მეორე მხარეს გადასვლას,მე,შენ,ლეია,ბლუ თუ ჰანტერი.მხოლოდ მე ვერ გამისწარი,სვლა შევანელე და უფლება მოგეცი მოგეგო,კიდევ ერთხელ მინდოდა შენი ღიმილის და ბედნიერი სახის დანახვა,შენ შუა გზაზე გაჩერდი და გახარებულმა შენკენ მომავალი მანქანა ვერ შეამჩნიე,მე ყველაზე ახლოს ვიყავი შენთან,ნაბიჯს ავუჩქარე,ხელი გკარი და გზიდან გადაგაგდე,მაგრამ ვერ ვიტყვი რომ გადაგარჩინე,ქვის ლოდს თავი ჩaმოარტყი და გონება დაკარგე.-გაჩუმდა და სახიდან თმა გადამიწია-ეს შრამიც საფეთქელთან ჩემს გამო გაქვს-და განაგრძო-საავადმყოფოში წაგიყვანეს,სადაც გაირკვა ,რომ რამდენიმე დღიანი ამნეზია გქონდა,რათქმაუნდა შენ ჩვენი გაცნობის დღე არ გახსოვდა,მაგრამ მაინც გკითხე გახსოვდი თუ არა,შენ კი უბრალოდ ჰანტერს მიეხუტე და არაფერი მიპასუხე,ჰანტერმა კი თავის გაქნეvით მანიშნა,რომ პასუხი უარყოფითი იყო.დედაცემმა რომ ეს გაიგო სახლიდან გასვლა ამიკრძალა,მას მერე აღარ მინახავხარ.
დრო გადიოდა,მე კი ვერ დაგივიწყე.შენმა ხასიათმა მიმიზიდა.რამდენი გოგო გავიცანი,მაგრამ ყველა ერთჯერადი აღმოჩნდა,საკმარისი იყო გამარჯობა გეთქვა,რომ ეგონა ეფლირტავებოდი და საწოლში მიგათრევდა.ვფიქრობდი,რომ თუ ასე გავაგრძელებდი ბოლოს მაინც დაგივიწყებდი.ფიზიკურს არ დავჯერდი და გრძნობებზე გადავედი,მათი გრძნობებით ვთამაშობდი,ალბათ სამიდან რომელიმემ მოგიყვა ჩემს წარსულზე,მაგრამ აურელია არ იყო ერთადერი მიზეზი რის გამოც ქალები შემძულდა.ვფიქრობდი,რომ სხვა გოგოებით შევძლებდი შენს ჩანაცვლებას.შევცდი,მწარედ შევცდი,მათ გაცნობა კიარა მხოლოდ სექ*ი ადარდებდათ,როდესაც ვხვდებოდი,რომ ისინი სხეულს სხვისი სიამოვნებისთვის ყიდდნენ,ჩემს თვალში სამუდამოდ მიწასთან გასწორდენენ.ამ დროის განმავლობაში ნამდვილ ბაბნიკად ვიქეცი.მივეჩვიე მათ თავქარიანობას და მათ გრძნბობებზეც აღარ ვდარდობდი,მაგრამ შენ ჩემს ტვინში ისევ დათარეშობდი,განუკურნებელი სენივით იყავი და მოშორებაზე უარს ამბობდი.
შენმა მშობლებმა პირველად,რომ მნახეს იმ უბედურ დღეს მითხრეს,რომ ჩემი მდგომარეობის მიუხედავად სუფთა გული მაქვს და ჩემი ამ ქცევისთვის ერხელ მადლობას გადამიხდიდნენ.16 წლის ასაკში სახლიდან წამოვედი და ბავშვთა თავშესაფარში მივედი,ერთი წელი იქ ვცხოვრობდი,შემდეგ კი შენმა მშობლებმა ჩემზე მეუვეობა აიღეს,მკითეს წინააღმდეგი ხომ არ ვიყავი,ამხელა შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი და დავთანხმდი,ეს იყო მათი სამადლობელოეს მათ უცხოეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.შემდეგ კი შენც იცი,აქ გადმოვედი საცხოვრებლად,ჩემი ბინის მშენებლობის დასრულება კი უბრალოდ მოვიგონეთ,ჰანტერმა იცოდა როგორ ვიყავი შენს მიმართ განწყობილი და შენთან ურთიერთობა არ დამიშალა,პირიქით,ხელს მიწყობდა კიდეც.პირველ დღეს კიბეებთან მარტო სპეციალურად დაგტოვა.
მიზეზი იმისა თუ რატომ გეუხეშებოდი მარტივია,შენ არ გავხარ სხვა გოგოებს,მე მათნაირ უგრძნობებს მივეჩვიე,რომლებსაც საკუთარი თავი არ ადარდებდათ,ვერ ვიტანდი იმას,რომ ასეთი მიუწვდომელი ხარ.როგორც ჩანს ჩემი გრძნობა შენდამი ბავშვობაში,ბავშვური სულაც არ ყოფილა,მაშინ კი მხოლოდ 8 წლისები ვიყავით,თითქმის ათი წელი გავიდა მია,ათი წელი,ჩემი გრძნობა კი შენდამი უფრო მძაფრდება და გულში ვეღარ ვიტევ.ახლაც ვერ ვხვდები ასე როგორ ვლაპარაკობ,იმიტომ რომ გრძნობების გამოხატვა ჩემთვის არაა.გუშინ კი სახეში რომ გამარტყი უბრალოდ აურელია გამახსენდა,მეტი არაფერი,ამ დროს კი როგორც უკვე მიხვდი კონტროლს დიდად არ ვექვემდებარები.ვეცადე არაფერი დამეშავებინა,მაგრამ თვალებზე ბინდი გადამეკრა და...
აქამდე დაბარებულივით ვუსმენდი და უცებ ჩამოვარდნილმა სიჩუმემ დამაბნია.
-აი რატომ მეცნობოდა შენი სურნელი-მისი მთელი მონაყოლი ისტორიიდან მხოლოდ გაცნობის დღე მიტრიალებდა თავში-აი რატომ მეცნობოდა შენი თვალები.ამნეზია სრული არ ყოფილა,ყველაფერი არ დამვიწყებია.
სკაიმ ჩემს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია,ოდნავ ჩაეღიმა,უსიტყვოდ წამოდგა,ოთახიდან გავიდა,წუთზე ნაკლებ დროში კი უკან დაბრუნდა,ხელში პირველადი დახმარების ნივთებით.
-ეს რად გინდა?
-ხელი მაჩვენე-ისევ იგნორი,დაბინტული ხელი გავუწოდე-ხელს დაგიმუშავებ და სახვევს გამოგიცვლი,შემდეგ კი ახალ დალურჯებას მივხედავ.
მე თვალები დავხუჭე და თავი საწოლის თავს მივადე.სახვევი ნელა მომხსნა,ველოდებოდი ცივი,მალამოს მსგავსი მასის შეხებას,მაგრამ ამის მაგივრად ხელის გულზე სკაის რბილი და ცხელი ტუჩები შემეხო.გულმა წუთში 90 დარტყმას მიაღწია,სუნთქვა უფრო გამიხშირდა,სასიამოვნოდ გამცრა ტანში.ახლა მივხვდი,რომ ეს ძალიან მინდოდა მისი ტუჩების შეგრძნობა ჩემს კანზე.იმასაც მივხვდი,რომ ასეთი გრძნობა არ მექნებოდა ყოველ მის შეხებაზე,მის მიმართ იმ დროს გულგრილი რომ ვყოფილიყავი.
-სკაი...
-გისმენ ლამაზო...-თუჩები არ მოუშორებია ისე მიპასუხა.
-რა გიპასუხე მაშინ,როდესაც მკითხე მომწონდი თუ არა?
და მოუთმენლად დაველოდე პასუხს.
შეგრძნებით მივხვდი,რომ სკაის ტუჩები ღიმილმა გააპო.თავი გაასწორა და მითხრა.
-შენ მითხარი,ეს კითხვა მაშინ დამესვა,როდესაც გავიზრდებოდით.დრო იწურება მიაკო,მეკი შენს პასუხს ისევ ველოდები.



№1  offline წევრი -Unknown-

ვაააუუ.. ძაან მაგარიაა❤️❤️ მალე გაააგრძელე, და არ დამთავრო მალე.. ❤️❤️ დააა მალე დადე, გელი მოუთმენლად❤️

 


№2  offline წევრი anukaaa

❤♥❤ უმაგრესი ისტორიაა ❤♥❤

 


№3  offline წევრი kiira

Elene Kandelaki
ყველას არ მოეონება,მაგრამ პირველი ისტორიის თაობაზე მგონი არაუშავს,შეცდომებს ყველა უშვებს ,დროდადრო გამოვასწორებ ❤❤

 


№4  offline წევრი რებეკა

უმაგრესია ახალს ველი

 


№5  offline წევრი kiira

რებეკა
უმაგრესია ახალს ველი

მადლობა❤❤

 


№6 სტუმარი ტაასოო

მააგაარიაა მაალე დადე და დიდიი თაავები რაა heart_eyes heart_eyes

 


№7  offline წევრი kiira

ტაასოო
მააგაარიაა მაალე დადე და დიდიი თაავები რაა heart_eyes heart_eyes

მიხარიაა რომ მოგწონთ❤❤❤❤

 


№8 სტუმარი l

axal tavs rodis dadeb??

 


№9  offline წევრი kiira

l
axal tavs rodis dadeb??

არვიცი ზუსტად.

 


№10 სტუმარი სტუმარი ანაბელი

აუუ ვეელოდეები შემდეგ თავს მოოუთმენლადდ გვააღირსეებ ? joy joy heart_eyes heart_eyes

 


№11  offline წევრი kiira

სტუმარი ანაბელი
აუუ ვეელოდეები შემდეგ თავს მოოუთმენლადდ გვააღირსეებ ? joy joy heart_eyes heart_eyes

კი ,მაგრამ არვიცი როდის :დდდ ვცდილობ საინტერესოდ გავაგრძელო

 


№12 სტუმარი lenkaa

მაართლაა მაგრად წეერ მაგაარიაა მაგრამ ვეეღარ ვითმეე სწრაფად დაადე რა joy joy

 


№13  offline წევრი kiira

[quote=lenkaa]მაართლაა მაგრად წეერ მაგაარიაა მაგრამ ვეეღარ ვითმეე სწრაფად დაადე რა joy joy[/quote]
joy joy[/quote] მოთმინებააა მოთმინებააა joy joy[/quote] ❤❤❤❤❤

 


№14  offline წევრი Ανάξιος

როგორც ყოველთვის მაგარია heart_eyes heart_eyes

 


№15  offline წევრი kiira

korean
როგორც ყოველთვის მაგარია heart_eyes heart_eyes

მადლობა დიდიი heart_eyes heart_eyes heart_eyes ❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent